IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> შიში შეიქმს სიყვარულსა, ვეფხისტყაოსანი სტროფი 1054
David Monny
post Dec 28 2018, 08:30 AM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შოთა რუთაველი წერს:

"კარგად იტყვის მოციქული: 'შიში შექიმს სიყვარულსა'".

ჩემი აზრით, შიშ შექიმს სიყვარულსა, არის აბსოლუტური ნონსენსი. ჯერ ერთი, რომელი მოციქული ამბობს ამას? თუ ვინმემ იცით, დასერჩეთ და დააციტირეთ სახარება, მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ვთქვათ თქვა, მაგრამ იდოტობა რომაა რა ვუყოთ? ეს არის ადამიანური გრძნობადი აღქმების, ანუ ცნობიერების მონისტური ფილოსოფიის მიმართულებით განვითარების უსუსური მცდელობა. აქ, ორი დამოუკიდებელი ფენომენი, შიში და სიყვარული, შერწყმულია და მეტიც, თუ ფუნდამენტალიზმის ჭრილში განვიხილავთ, პირველი, გვევლინებამ მეორის ფუნდამენტალურ დონედ. ჩემი აზრით, სიყვარული, უანგაროა და ჰგავს მზეს, რომელიც ანათებს. შიში გავს ქაოსს და წყლის ერთ-ერთ აგრეგატულ მდგომარეობას, მყარს, როდესაც წყალი იყინება. შიში, ბევრნაირია, მაგრამ ყველა შიშ შიშია. ამ ლოგიკით, შიში, არის ხე, რომლის ერთი ტოტი, მოზრდილი ტოტი, სიყვარულია. ეს აბსურდია, ეს იდიოტობაა.
რას ფიქრობთ თქვენ? მეთანხმებით, თუ არ მეთანხმებით?
'შიში, შეიქმს შიშს' მაქსიმუმ, რაც შიშს შეუძლია შექნას, სტოქჰოლმის სინდრომია. ის რომ, შიშ შეიქმს სიყვარულს, იმდენად უკიდეგანო იდიოტობაა, რომ ბიბლიასაც კი ეწინააღმდეგება, ანუ იმას, საიდანაც თვითონ ამოიზარდა როგორც იდეა. ბიბლიაში წერია, რომ ყველაფერი შეიქმნა ტავთავისი გვარისდა მიხედვით და თავთავისი თესლისდამიხედვით. ჰოდა, მაშინ რა საჭირო იყო ორი სათაური? თუ სიყვარულსაც შიში შეიქმს, რა ჯანდაბად გვინდოდა ორი სათაური? უვიცობა, უგუნურება და დისკრიმინაცია. აი რა არის ეს წინადადება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
David Monny
post Jan 14 2019, 10:48 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream

QUOTE(starscream @ 13th January 2019 - 11:11 PM) *
არ მომწონს იმიტომ რომ ხელოვნურად ხდება ეს ყველაფერი იგივე უმცირესობების უფლებების დაცვა, იგივე ქალების უფლებების დაცვა და ასე შემდეგ.

ის რომ ქალები მიდიან დღეს და აძლევენ ხმას სასურველ კანდიდატს ხელოვნურად ხდება? ის რომ პარლამენტში კვოტირების უფლება აქვთ ხელოვნურია? ის რომ "ქალი ვიცი მე კუხნაში" ძალადობრივი პოზიციონირებაა ხელოვნურია? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დემოკრატია, ძალიან ცუდი მოდელია, მაგრამ ყველა დანარჩენს ჯობია. ეს პროლოგის სახით. ახლა კი მინდა შენთვისაც და კიდევ ჩვენი მკითხველებისთვისაც კიდევ ერთხელ განვმარტო თუ რაიმე კიდევ გაუგებარი დარჩა. მესმის რომ არ მოგწონს დემოკრატია და დიქტატურა, ტირანია და ძალადობა გირჩევნია. ეს შენი კონსტიტუციური უფლებაა და შენი აზრია. თუმცა, თავის მხრივ, ჩემი აზრით, არც ჩემთან, არც მკითხველთან, არც სიმართლესთან და არც რეალობასთან ოდნავი საერთოც კი არ აქვს, რადგან დაფუძნებულია გავრცელებულ კონსპირაციულ პარანოიაზე, რომელიც გამოხატულია უამრავი სხვადასხვა სახით. საიდუმლო ორგანიზაციები, მასონები, ილუმინატები, ელვისი ცოცხალია, მთვარეზე არ დამჯდარან ამერიკელები, დედამიწა გეოიდური ფორმის არ არის, არამედ ბრტყელია და 6000 წლისაა და ა.შ. ნაღდად არ ჩამოვთვლი შეგნებულად ყველას, რადგან უამრავია. მესმის შენი, რადგან თავად ვიყავი კონსპირაციული პარანოიით შეპყრობილი და ყველაფერს ვუყურებდი როგორც შეთქმულების თეორიას. ვაიმე პურში საწამლავს გვიყრიან. წყალში ქლორიდის ზედმეტი შემცველობაა და კიბოს აჩენს. კბილის პასტის გადაყლაპვა არ შეიძლება. ამერიკაში ჩიპებს უდგამენ ადამიანებს, პირადობის მოწმობაში 666 ანტიქრისტეს ნიშანია და ა.შ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ შენი შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგან არც მაშინ, არც ახლა და არც არცერთ შესაძლო ჩემს ცხოვრებაში სტალინისნაირ მკვლებს, მოძალადეებს, დიქტატორებს და ტირანებს არ ვაპრავებდი, არ ვაპრავებ და არც არასდროს არ გავაპრავებ. თუმცა გაპრავებაცაა და გაპრავებაც. მსგავსი ნონსენსი, იშვიათია როდესაც ვინმე წერს:
QUOTE(starscream @ 13th January 2019 - 11:11 PM) *
"შიში შეიქმნს სიყვარულსა" არ არის სტალინზე მორგებული არც ჰიტლერზე და არც "სააკაშვილის სისხლიან წელზე"

და პოსტის ბოლოში ვკითხულობთ:
QUOTE(starscream @ 13th January 2019 - 11:11 PM) *
სადაც შიშია იქ სიყვარული ვერ იქნება და პირიქით ასეა ეს და პავლე მოციქულიც მაგას ამბობს.

ამავე დროს საკუთარი პირით აღიარებ, რომ სტალინმა ქერჩში საზარბაზნე ხორცად ჩაიყვანა 100 000 ზე მეტი ქართველი, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ბოროტი ნადირი, ქართველი იყო და სათქმელი ქონოდა, რომ ქართველებმა წვლილი შეიტანეს. ყველას სახელით: პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ოლღა ოკუჯავა (გალაკტიონის ცოლი), ნიკოლო მიწიშვილი, მოკლედ ყველა ცისფერყანწელი, ყველა იუნკერის, ილია ჭავჭავაძის, ყველა რეპრესირებული და გადასახლებული ქართველის სახელით. როგორც რამიშვილი იტყოდა კაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მთელი ერის სახელით შეუძლია რამე თქვას და ჩემს ცხოვრებაჩის აი ახლა დადგა ეს მომენტი: მთელი ქართველი ერის სახელით, სტალინის წუპაკი დედას შევეცი და მიშასიც, ორივე ერთ დღეს არიან ბარემ დაბადებულნი. ეს ისე შეგნებული უზრდელობა, რომელიც პირველად დავწერე ამ ფორუმზე 3 წელია ვარ და უკანასკნელად.
ახლა რაც შეეხება შეთქმულების თეორიების პარნოიას. ეს მოხდა მრავალი წლის წინ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი მოგვარე, აკაკი ჩხენკელი, რომელიც ნოე ჟორდანიას დროს იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, ამვე დროს იყო ვარდების მასონური ლოჟის 32 ხარისხის წევრი მასონი. ამან თავიდან ძლაიან ცუდად იმოქმედა ჩემზე, რადგან თავად წარმოიდგინეთ აბა. არამგონია ვინმეს ამ ფორუმზე, გვარში მასონი ყავდეს და თანაც ამ ხარისხის. მაგრამ მერე მივხვდი, რომ შეიძლება მასონი იყო, მაგრამ იყო მაღალზნეობრივი ადამიანი და სწორედ ასეთი იყო აკაკი ჩხენკელი. მან პირველმა დაეხმარა წმიდა ექვთიმე თაყაიშვილს ქართული უნიკალური საგანძურის საფრანგეთში გადამალვაში. მხოლოდ ეს საქციელი რად ღირს. ამიტომ მართლა ეს სისხლით გაუმაღღარი ღორი, როგორიც იყო სტალინი პირველ რიგიში, მერე ჰიტლერი და მერე კიდევ სხვა მსგავსნი, არასდროს იქნებიან ზნეობრივი პრინციპების ეტალონები და სიყვარულის შიშით შემქმნელები, რასაც შენვე აღიარებ. მაგათ დროს კი ყველა, ვინც გადაბრუნებულ სიტყვას იტყოდა სტალინზე, იხვრიტებოდა, ასევე ჰიტლერზეც. თუმცა ვიმეორებ, ყველას საკუთარი აზრი აქვს და ეს გასაგებია ხომ?
დანარჩენი რაღაცეების კომენტირებისგან თავს შევიკავებ, თუმცა არ არის გამორიცხული თუ დაუსაზღვრელი კამათისკენ აიღო გეზი პოსტებმა, დავაკომენტარო.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
David Monny   შიში შეიქმს სიყვარულსა   Dec 28 2018, 08:30 AM
ichi   შიში და სიყცარული ...   Dec 28 2018, 08:49 AM
David Monny   ichi ევოლუციურად რომ ...   Dec 28 2018, 09:04 AM
ano   ისეთი დიდი მოაზროვ...   Jan 7 2019, 04:52 PM
David Monny   ano ამ კონტექსტში რო...   Jan 8 2019, 12:26 AM
David Monny   ano ეს იგივეა პლატო...   Jan 8 2019, 12:31 AM
ano   შოთას ვეფხისტყაოს...   Jan 9 2019, 01:29 AM
ano   ano ეს იგივეა პლატო...   Jan 9 2019, 01:43 AM
David Monny   ano ანუ ბრძოლის დროს ...   Jan 9 2019, 07:51 AM
ano   ამ გამოთქმაზე მეც ...   Jan 9 2019, 01:57 PM
David Monny   ano რაც შეეხება დიქტ...   Jan 9 2019, 02:06 PM
ano   რუსი იოგი იყო კომპ...   Jan 13 2019, 01:27 PM
David Monny   ano სოსოში, იოსებ ბე...   Jan 13 2019, 01:42 PM
David Monny   მაინც და მაინც "შ...   Jan 13 2019, 01:47 PM
ano   მაინც და მაინც "შ...   Jan 15 2019, 09:25 PM
starscream   David Monny არ მოგეწონათ 60...   Jan 13 2019, 11:11 PM
David Monny   starscream არ მომწონს იმ...   Jan 14 2019, 10:48 AM
starscream   David Monny ის რომ ქალები ...   Jan 14 2019, 01:26 PM
David Monny   starscream შენ ვერ ხვდები...   Jan 14 2019, 02:57 PM
starscream   David Monny მაპატიე მაგრა...   Jan 14 2019, 03:57 PM
David Monny   ano ჯერჯერობით უპირ...   Jan 16 2019, 01:33 PM
David Monny   ამავდროულად, სწორე...   Jan 16 2019, 01:35 PM
brevalo   David Monny რომ დავუკვირ...   Apr 24 2019, 10:35 PM
jarmen   ამაზე ბევრი თეორია...   May 7 2019, 07:47 PM
White Devil   ამაზე მეც ვფიქრობ,...   May 25 2019, 04:11 PM
meghhank   შოთა რუთაველი წერს...   Nov 9 2019, 11:49 PM
meghhank   ამ ამას ბრძ�”ნი ის...   Nov 9 2019, 11:52 PM
meghhank   ,   Nov 10 2019, 12:15 AM
td.........   ეგრედწოდებული სტო...   Nov 26 2019, 09:44 PM
earth   1044 მათ ლაშქართა გულ-...   Nov 27 2019, 07:25 PM
tikoroma   მოძალადე გენიოსი ი...   Jan 3 2020, 05:43 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 12:13 AM