აღმოსავლური შეგონებანი, რჩევები სულიერი ცხოვრები |
აღმოსავლური შეგონებანი, რჩევები სულიერი ცხოვრები |
Nov 5 2010, 10:45 AM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აღმოსავლური შეგონება 1:
ადამიანი სიყვარულის თვით განხორციელება უნდა გახდეს. როდესაც იგი სიყვარულითაა აღვსილი, მთელი სამყარო სიყვარულით სავსე ხდება. სანამ იგი სიძულვილითაა აღვსილი, მთელი სამყარო სიძულვილით მოცული ეჩვენება მას. როდესაც სიყვარული გაიმარჯვებს, სიკეთისა და ბოროტების დუალიზმი გადალახულ იქნება და ღვთაებრივთან ერთიანობის ბედნიერების განცდა მოხდება. სხეული უნდა ვალის შესასრულებლად გამოიყენოთ, მაგრამ ზედმეტად არ უნდა მიებათ მას. ვერც გულმოწყალება, ვერც მსხვერპლად შეწირვა, ვერც განდეგილობა, ვერც საღვთო წერილების ცოდნა, ვერც ღრმა მეცნიერული კვლევა, ვერაფერი შეედრება გრძნობებზე კონტროლის ძალას. რა არის ცხოვრება? რა არის უმაღლესი მიზანი? ადამიანი უნდა ჩაუკვირდეს ამ ძირითად კითხვებს. თუმცა მას ჰგონია, რომ მისი უმაღლესი მიზანი საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრისა და შთამომავლობის არსებობაა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რამდენადმე აუცილებელია. მაგრამ ეს მხოლოდ არსებობას ეხება და ცხოვრების უმაღლეს მიზანთან არავითარ კავშირში არ იმყოფება. ჩვეულებრივი ცხოვრების პარალელურად ადამიანმა უმაღლეს მიზანს უნდა მიაქციოს ყურადღება. რატომ ხდება არახელსაყრელი მოვლენები? მხოლოდ იმისთვის, რომ სიკეთეს დაეხმაროს. მათ გამწმენდი ეფექტი გააჩნიათ. ამაღლება და დაცემა ბუნებრივი მდგომარეობებია. როდესაც ასეთი მოვლენები ღვთაებრივთან უშუალო კავშირში ხდება, ისინი უნდა განიხილოთ როგორც პრელუდია რაღაც ამაღლებულისა და დიადისაკენ. ვინც ღმერთის შეცნობისკენ ისწრაფის, მან უნდა სიმტკიცე იქონიოს და ღიმილით გადაიტანოს შეურაცხყოფა, გულისტკივილი და წამება. ვისი გულიც თანაგრძნობით სავსეა, ვისი ხელებიც სხვების მსახურებასაა მიძღვნილი, ვისი სხეულიც მუდამ სხვებს ეხმარება, მისი ცხოვრება კურთხეული, კეთილშობილური და აზრით სავსეა. ადამიანები გონებას იფუჭებენ. რელიგია წახდენილი არ არის. დღეს გონებათა ტრანსფორმაციაა საჭირო და არა ადამიანებისა. როდესაც გონება გარდაიქმნება, ადამიანები ავტომატურად შეიცვლებიან კარგისკენ. ადამიანის ცხოვრება ისე ეწყობა, როგორც მისი გონება ''ფიქრობს''. დღეს ადამიანებმა აზრებისა და გრძნობების სიწმინდეს უნდა მიაღწიონ. ადამიანის ხასიათის ცუდი თვისებები საკვებისა და სხვა ჩვეულებების შედეგია და ატმადან არ მომდინარეობს. ისეთი მანკიერებები, როგორიცაა ჟინი, მრისხანება, შური და სიამაყე, არასწორი კვების, შეუფერებელი კამპანიის შედეგია და გარეშე ფაქტორთა პროდუქტებს წარმოადგენს. ისინი შიგნიდან არ ჩნდება. მაგრამ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა, სხვების მიმართ პატივისცემა, შინაგანი ''მე''-დან წარმოიქმნება. ეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია. ადამიანები ამ ღირებულებებს ივიწყებენ და ცხოველურ მიდრეკილებებს მიჰყვებიან, მათგვარი ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს არ არის სწორი. ისინი ისე უნდა ცხოვრობდნენ, რომ თავისი ადამიანური წოდება მუდამ ახსოვდეთ. -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Nov 11 2010, 10:54 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
I AM
ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც. თუმცა წერილობითი ფორმით დიდი მნიშვნელობა არა აქვს. -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 10th May 2024 - 02:39 AM |