IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

36 Pages V  « < 18 19 20 21 22 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამადჰი, პირადი გამოცდილება
David Monny
post Aug 2 2018, 08:22 PM
Post #381


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



eternity
QUOTE(sororgor @ 2nd August 2018 - 07:49 PM) *
ადამიანს შეიძლება რომ ეგო ქონდეს მკვდარი, ამ დროს კი თითქმის ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდეს, ყავდეს ცოლი და შვილები, ქონდეს სამსახური?

რა თქმა უნდა. დიახ. სწორედ ამაზე ამბობეს ძენის "კოან"-ი, ( კოანი არის მოკლე დიალოგი ან აზრი ძენ ბუდისტურ ტრადიციებში) "გასხივოსნებამდე (სამადჰიმდე), ჩეხავ შეშას და მოგაქვს წყალი წყაროდან. გასხივოსნების შემდეგ (სამადჰის შემდეგ) ჩეხავ შეშას და მოგაქვს წყალი წყაროდან". თუ ცოლი და შვილი გყავს, ან შეყვარებული, ან სწავლობ, ან მუშაობ, არაფერი შეიცვლება სოციალურად, გააგრძელებ ისევ ისე, როგორც სამადჰიმდე, უბრალოდ გაქვს შეგრძნება, რომ რაღაც გაქრა, თავიდან ბევრი ვერც კი ხვდება და დროთა განმავლობაში აღიქვამენ, რომ აღარ იტანჯებიან. აღარ არის ის, ვინც რაღაცას ეძებდა, ვინც უთანხმოებაში იყო თავის თავთან, სხვებთან, მთელ სამყაროსთან. შინაგანი დიალოგი რჩება გონებაში, მაგრამ არ არის ის, ვინც გაიგივდება ამ დიალოგთან. ეს ჩართულია მანქანაა და ასე იქნება ფიზიკურ სიკვდილამდე სულ ჩართული. ეს უკვე ხელს აღარ გიშლის. თუ ვინმე ბერი იყო, ალბათ ისევ ბერი დარჩება და ა.შ. შეიძლება ვირაცას ბერობა მოუნდეს ამის შემდეგ. ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ ვინც სოციალური იყო და სოციუმში იყო, თითქმის ყველა ისევ რჩება სოციალური, უბრალოდ უაზრო შეხვედრები, დროს ტარებები, ბევრი, ვისაც აქამდე მეგობარს ეძახდი, შენს ეგოსთან ერთად წარსულ ბარდებიან და რჩებიან ისინი, ვინც ნამდვილად შენთან არიან არა იმიტომ, რომ რაღაც, არამედ უბრალოდ გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ. და შენც, იღებ შენ თავს ისეთს, როგორიც ხარ. აღარ გაქვს კომფლიქტი საკუთარ თავთან, არც სხვასთან და არც სამყაროსთან. ეს არ ნიშნავს რომ არასდროს გაბრაზდები, მაგრამ შენი გაბრაზება ასანთის ღერის ანთებასავით იქნება, მალევე მინავლდება და მორჩა. აღარ იტანჯები: რატო გავბრაზდი? როგორ უნდა მოვქცეულიყავი სწორად? ყველანაირი განკითხვა ქრება.
QUOTE(sororgor @ 2nd August 2018 - 07:49 PM) *
თუ დედამიწაზე ვერ გაჩერდება სამადჰში მყოფი ადამიანი და აქაურობა უნდა დატოვოს?


გადარჩება, არაფერი არ მოუვა გარეგნულად. უბრალოდ უფრო წყნარი და მშვიდი იქნება. საფლავში ისედაც გააქანებენ მის სხეულს ადრე თუ გვიან, მაგრამ მან იცის, რომ მიაქანებენ მის სხეულს, თავად არსადაც არ მიდის, რადგან წასასვლელი არ აქვს. არც სურვილი აქვს სადმე წასვლის, ამაშია საქმე. ჩვენ მაშინ მივდივართ სადმე, როცა აქ და ახლა, არ მოგვწონს ვითარება და ვცდილობთ სხვაგან წასვლით ჩვენი აქ, და ახლა, ანუ ჩვენი აწმყო შევცვალოთ, ხოლო სამადჰის შემდეგ, ნებისმიერი აქ და ახლა, ნებისმიერი სწმყო მისაღებია, რადგან შენ ხარ აქ და ახლა. შენ ხარ აწმყო და აღარავინაა შენში, ვინც ამას ანუ თავის თავს ეწინააღმდეგება.
QUOTE(sororgor @ 2nd August 2018 - 07:49 PM) *
ან თუ გაჩერდა ბერივით უნდა იცხოვროს?

იცხოვრებს ისე, როგორც გული უკარნახებს და არა გონება. მაკედონელზე კეტყვი ერთ ისტორიას და მიხვდები რაზე ვსაუბრობ. ინდოეთში ერთ ბრძენთან მივიდა, რომელიც სანაპიროზე იჯდა. მაკედონელმა უთხრა, რომ ის ქვეყნიერების იმპერატორი იყო და სურდა, რომ იგი, ანუ ბრძენი თავისთან წაეყვანა. ბრძენი დუმდა. ალექსანდრემ ხმალი იშიშვლა და უთხრა: თავს მოგჭრი თუ არ დამემორჩილები. ბრძენმა მიუგო: და ჩვენ ორივენი მშვიდად დავაკვირდებით, თუ როგორ ჩამოცურდება თავი მხრებიდან.
ანუ ეს არის გასხივოსნება. ამ ბრძენს უბრალოდ ჯდომა უნდოდა იქ სადაც იჯდა და სიკვდილიც კი ვერ გადააფიქრებინებდა ამას. ანუ რაც მართლა გინდა იმას აკეთებ, ანუ პირიქით, სამადჰიმდე გეგონა რომ ცხოვრობდი, ხოლო სამადჰის მერე, რეალურად იწყებ ცხოვრებას, როგორც ახალშობილი ბავშვი.
QUOTE(sororgor @ 2nd August 2018 - 07:49 PM) *
დედამიწაზე ყოფნა და სამადჰში ყოფნა ერთმანეთთან როგორ თავსდება მაგით დავინტერესდი

ძალიან კარგი კითხვაა და ზემოთ უკვე დავწერე პასუხები. ცხოვრებას შეიგრძნობ მთელი თავისი სისავსით, მეტი ისეთი არაფერი smile.gif


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
eternity
post Aug 2 2018, 10:08 PM
Post #382


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 19-September 17
Member No.: 7,649

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Aug 2 2018, 08:22 PM) *
eternity

რა თქმა უნდა. დიახ. სწორედ ამაზე ამბობეს ძენის "კოან"-ი, ( კოანი არის მოკლე დიალოგი ან აზრი ძენ ბუდისტურ ტრადიციებში) "გასხივოსნებამდე (სამადჰიმდე), ჩეხავ შეშას და მოგაქვს წყალი წყაროდან. გასხივოსნების შემდეგ (სამადჰის შემდეგ) ჩეხავ შეშას და მოგაქვს წყალი წყაროდან". თუ ცოლი და შვილი გყავს, ან შეყვარებული, ან სწავლობ, ან მუშაობ, არაფერი შეიცვლება სოციალურად, გააგრძელებ ისევ ისე, როგორც სამადჰიმდე, უბრალოდ გაქვს შეგრძნება, რომ რაღაც გაქრა, თავიდან ბევრი ვერც კი ხვდება და დროთა განმავლობაში აღიქვამენ, რომ აღარ იტანჯებიან. აღარ არის ის, ვინც რაღაცას ეძებდა, ვინც უთანხმოებაში იყო თავის თავთან, სხვებთან, მთელ სამყაროსთან. შინაგანი დიალოგი რჩება გონებაში, მაგრამ არ არის ის, ვინც გაიგივდება ამ დიალოგთან. ეს ჩართულია მანქანაა და ასე იქნება ფიზიკურ სიკვდილამდე სულ ჩართული. ეს უკვე ხელს აღარ გიშლის. თუ ვინმე ბერი იყო, ალბათ ისევ ბერი დარჩება და ა.შ. შეიძლება ვირაცას ბერობა მოუნდეს ამის შემდეგ. ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ ვინც სოციალური იყო და სოციუმში იყო, თითქმის ყველა ისევ რჩება სოციალური, უბრალოდ უაზრო შეხვედრები, დროს ტარებები, ბევრი, ვისაც აქამდე მეგობარს ეძახდი, შენს ეგოსთან ერთად წარსულ ბარდებიან და რჩებიან ისინი, ვინც ნამდვილად შენთან არიან არა იმიტომ, რომ რაღაც, არამედ უბრალოდ გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ. და შენც, იღებ შენ თავს ისეთს, როგორიც ხარ. აღარ გაქვს კომფლიქტი საკუთარ თავთან, არც სხვასთან და არც სამყაროსთან. ეს არ ნიშნავს რომ არასდროს გაბრაზდები, მაგრამ შენი გაბრაზება ასანთის ღერის ანთებასავით იქნება, მალევე მინავლდება და მორჩა. აღარ იტანჯები: რატო გავბრაზდი? როგორ უნდა მოვქცეულიყავი სწორად? ყველანაირი განკითხვა ქრება.
გადარჩება, არაფერი არ მოუვა გარეგნულად. უბრალოდ უფრო წყნარი და მშვიდი იქნება. საფლავში ისედაც გააქანებენ მის სხეულს ადრე თუ გვიან, მაგრამ მან იცის, რომ მიაქანებენ მის სხეულს, თავად არსადაც არ მიდის, რადგან წასასვლელი არ აქვს. არც სურვილი აქვს სადმე წასვლის, ამაშია საქმე. ჩვენ მაშინ მივდივართ სადმე, როცა აქ და ახლა, არ მოგვწონს ვითარება და ვცდილობთ სხვაგან წასვლით ჩვენი აქ, და ახლა, ანუ ჩვენი აწმყო შევცვალოთ, ხოლო სამადჰის შემდეგ, ნებისმიერი აქ და ახლა, ნებისმიერი სწმყო მისაღებია, რადგან შენ ხარ აქ და ახლა. შენ ხარ აწმყო და აღარავინაა შენში, ვინც ამას ანუ თავის თავს ეწინააღმდეგება.

იცხოვრებს ისე, როგორც გული უკარნახებს და არა გონება. მაკედონელზე კეტყვი ერთ ისტორიას და მიხვდები რაზე ვსაუბრობ. ინდოეთში ერთ ბრძენთან მივიდა, რომელიც სანაპიროზე იჯდა. მაკედონელმა უთხრა, რომ ის ქვეყნიერების იმპერატორი იყო და სურდა, რომ იგი, ანუ ბრძენი თავისთან წაეყვანა. ბრძენი დუმდა. ალექსანდრემ ხმალი იშიშვლა და უთხრა: თავს მოგჭრი თუ არ დამემორჩილები. ბრძენმა მიუგო: და ჩვენ ორივენი მშვიდად დავაკვირდებით, თუ როგორ ჩამოცურდება თავი მხრებიდან.
ანუ ეს არის გასხივოსნება. ამ ბრძენს უბრალოდ ჯდომა უნდოდა იქ სადაც იჯდა და სიკვდილიც კი ვერ გადააფიქრებინებდა ამას. ანუ რაც მართლა გინდა იმას აკეთებ, ანუ პირიქით, სამადჰიმდე გეგონა რომ ცხოვრობდი, ხოლო სამადჰის მერე, რეალურად იწყებ ცხოვრებას, როგორც ახალშობილი ბავშვი.
ძალიან კარგი კითხვაა და ზემოთ უკვე დავწერე პასუხები. ცხოვრებას შეიგრძნობ მთელი თავისი სისავსით, მეტი ისეთი არაფერი smile.gif

ბოლო გვერდებზე ზოგი პოსტი რამოდენიმეჯერაც კი წავიკითხე, მინდოდა ბოლომდე გამეგო რაზე იყო საუბარი, ძალიან დამაინტერესა.
თუ გვინდა ბედნიერება და კმაყოფილება, ეგო უნდა მოვკლათ და შემდეგ ვეღარანაირი ტანჯვა და ტკივილი ვეღარ გაგვეკარება, ყველაფერი უბედურების სათავე ამ ეგოს სიცოცხლეა, მისი სიკვდილით კი გავსხივოსნდებით, თავს ისე ვიგრძნობთ როგორც წმინდანები ნეტარებში?
ეგოს მოკვლის სურვილი გამიჩნდა, სწორი მიმართულებით წასვლისკენ გზა რაიმეთი უნდა დაიწყო და ეგოს მოკვლა მაგ გზის დასაწყისიც და დასასრულიც არის?

იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთს ვესიზმრებით, ვერ გავიგე, მაგრამ ყველა დეტალი საინტერესოა მაგ პროცესის, თუ რა როგორ ხდება.
მთელი ეს ხილული სამყარო, ღმერთის სიზმარია, ყველა პერსონაჟი კი ამ სიზმარში, მრავალფეროვნებისთვის და გასართობადაა შექმნილი, ამ ყველა პერსონაჟს კი მართავს ღმერთი, უფრო სწორად მას ვესიზმრებით და ჩვენ ეს პერსონაჟები არ ვართ, მაგრამ ყველა პერსონაჟი არის, ანუ ის არსებობს, მაგრამ არა ის პერსონაჟი არსებობს, ის ვინც შენ როგორც დაწერე "მე ვარ" -ზე რაც დაწერე, ეგრე არის. ანუ პერსონაჟის შიგნით რაღაცამ იცის რომ ის არსებობ, მაგრამ ის პერსონაჟი არ არის. მაგრამ ის რაც არსებობს ვინ არის საბოლოო ჯამში ეგ ვერ გავიგე, ანუ ის არის ღმერთი, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა რომ საკუთარი თავი დაემდაბლებინა ეგომდე, გონებოდა თავი ის სხეული რომელშიც იქნებოდა, დავიწყებოდა ის რომ ის არის ყველაფერი რაც კი არსებობს და არა მხოლოდ ის პერსონაჟი რომელშიც თავის გამომწყვდევა გადაწყვიტა ცოტა ხანი სიზმარში? ანუ საბოლოო კითხვა რა არის, ჩვენ ვართ ყველანი ერთი, ანუ ყველანი ღმერთი ვართ სინამდვილეში და ამ სიზმარში ვართ და გამოვიღვიძებთ ოდესმე? და თუ გამოვიღვიძებთ როგორი იქნება გამოღვიძება, ეს სიზმარი დამთავრდება და მერე ფხიზელი ვიქნებით, შემდეგ კი ისევ ძილში წავალთ და დაგვესიზმრება უამრავი ეგო ახლიდან?

სიზმართან დაკავშირებით ბევრი კითხვა გამიჩნდა და ზუსტად ვერ გავიგე.. მაგრამ ეგო რომ აუცილებლად არის მოსაკლავი მაგაში დარწმუნებული ვარ და როცა მოვკლავ იქნებ ჩავწვდე მაშინ ყველაფერს biggrin.gif

სამყაროზე ასეთი წარმოდგენა მაქვს, რომ არის ღმერთი, მან შექმნა ადამიანები, რომლებიც უნდა განვითარდნენ და მის დონემდე ავიდნენ? არც კი ვიცი მოკლედ რეალურად რა ხდება, ეგო რომ მოვიკლა გონება გამეხსნას იქნებ და ყველაფერს მივხვდე რა ხდება სამყაროში?

Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 2 2018, 10:55 PM
Post #383


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



eternity
QUOTE(sororgor @ 2nd August 2018 - 10:08 PM) *
თუ გვინდა ბედნიერება და კმაყოფილება, ეგო უნდა მოვკლათ და შემდეგ ვეღარანაირი ტანჯვა და ტკივილი ვეღარ გაგვეკარება, ყველაფერი უბედურების სათავე ამ ეგოს სიცოცხლეა, მისი სიკვდილით კი გავსხივოსნდებით, თავს ისე ვიგრძნობთ როგორც წმინდანები ნეტარებში?


ბედნიერი და კმაყოფილი ვერასდროს გახდები, რადგან თვითონ ბედნიერება და კმაყოფილება ხარ. მარტივია, როგორ შეიძლება, ბედნიერება გახდეს ბედნიერი? რაც შეეხება ტანჯვას და ტკივილს. თუ დააკვირდები, არსად დამიწერია, რომ ტკივილი გაქრება, მე ვთქვი, რომ ტანჯვა გაქრებ. ტკივილი არის, როდესაც სხეულის რომელიმე ნაწილში ექსტრემალურად ინტენსიური შეგრძნება არსებობს. ვთქვათ გტკივა კბილი ან თავი. ეს არის ტკივილი. ხოლო ტანჯვა არის განმეორებადი, ციკლური ფიქრის პროცესი, რომელსაც თან ახლავს ნეგატიური ემოციები და შეიძლება გრძნობებიც, იმაზე, თუ რატომ გვტკივა თავი ან კბილი, რა დავაშავეთ? ვის რა დავუშავე? რატომ მსჯის ღმერთი ან განგება? რატომ არ ხდება ისე, როგორც მე მინდა? რატომ არსებობს საერთოდ ტკივილი? აი ეს და კიდევ სხვა მსგავსი ფიქრები არის ტანჯვა. ხიჭვი რომ შეგერჭოს თითში და არ გეტკინოს, ეს ცუდია, უნდა წახვიდე და ექიმს გაესინჯო რაიმე პათოლოგია ხომ არ გაქვს ნერვული. ანუ სანამ სხეული არსებობს, მანამდე იარსებებს სხვადასხვა ტკივილი. ჩვენ სულ სიამოვნება გვინდა და გვავიწყდება, რომ მედალს ორი მხარე აქვს. აი ამის გაცნობიერება და ცხოვრების მიღება ისეთი, როგორიც არის, არის ტანჯვისგან გათავისუფლება და არა ტკივილისგან.
რაც შეეხება, იმას, რომ ეგოს სიკვდილით გავსხივოსნდებით. არ არსებობს გასხივოსნებული ვინმე. არსებობს გასხივოსნება, რაც ნიშნავს იმის სიკვდილს, ვისაც გასხივოსნება უნდა. ეგოს ყველაფერი უნდა. ახლა უკვე გასხივოსნება უნდა. ვერასდროს გასხივოსნდები. ვერც მე. ვერავინ ვერასდროს გასხივოსნდება. ყველანი მივდივართ საფლავში.
რაც შეეხება წმინდანების ნეტარებას. წმინდანები ნეტარებაში არიან არა იმიტომ, რომ გასხივოსნდნენ, არამედ იმიტომ, რომ დაემორჩილნენ ღმერთს, ანუ ცხოვრებას. წმინდანების ნეტარება მათ მორჩილებაშია. მორჩილება, დანებება, დამარცხება, არის გასხივოსნება და გამარჯვება. ადამიანურ სისუსტეებშია მისი ნამდვილი სიძლიერე. საკუთარი სისუსტეების აღიარებაა გასხივოსნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უნდა წავიდეს მონასტერში. არსად არავინ არ უნდა წავიდეს. სადაც არ უნდა წახვიდე, შენი ეგო თან დაგყვება, ამიტომ ჯობია იქ იყო სადაც ხარ და იქ ჩახედო თვალებში.

QUOTE(sororgor @ 2nd August 2018 - 10:08 PM) *
ეგოს მოკვლის სურვილი გამიჩნდა, სწორი მიმართულებით წასვლისკენ გზა რაიმეთი უნდა დაიწყო და ეგოს მოკვლა მაგ გზის დასაწყისიც და დასასრულიც არის?


ცუდია რომ გაგიჩნდა. მეც მასე მიჩნდება ეგოს მოკვლის სურვილი და ეს ცუდია, რადგან ეს ისევ ეგოს უჩნდება ეგოს მოკვლის სურვილი. თუ დააკვირდები ჩემს წინა პოსტებს, მიწერია, თუ როგორ თმაშობს ეგო, აჰამკარა, მსხვერპლსაც და მოძალადესაც. ამ შემთხვევაში თამაშობს მსხვერპს: ვაიმე, ეს ეგო არის ის, რაც ღმერთს და სიამოვნებას მაშორებს. უნდა მოვკლა ის და თუ მოვკლავ, მაშინ გავხდები ბედნიერი და შევიცნობ ღმერთს. ეს ისევ ეგოა. ის ძალიან რთული და კომპლექსური ილუზიაა. ყველაზე დიდი ილუზიაა ილუზიებს შორის, მეტიც, ყველა ილუზია მისგან მოდის. ის ყველაფერზეა წამსვლელი. შეიძლება სამადჰის იმიტაციაც შექმნას. დაგაჯეროს, რომ უკვე გასხივოსნდი და ყველაფერი რიგზეა. ადამიანები ათეულობით წლების მერე ხვდებიან, რომ ეგოს მსხვერპლნი გახდნენ. და ყველაზე სახიფათო, სულიერი ეგოა: მე სულიერი ადამიანი ვარ. მე მხოლოდ ღმერთის შეცნობა მინდა და სხვა არაფერი. აი ეს არის სულიერი ეგო.
QUOTE(sororgor @ 2nd August 2018 - 10:08 PM) *
იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთს ვესიზმრებით, ვერ გავიგე,

ღმერთი არ არსებობს, როგორც განყენებული პიროვნება, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს, კიდევ კარგი. ესეთი ღმერთი ეგოს შექმნილია, რომელიც სჭირდება იმისთვის, რომ მისი როლი ითამაშოს მაშინ, როდესაც ადამიანს სულიერი ცხოვრება სწყურია. არ შეგეშინდეს რასაც გეტყვი. შენ ხარ ღმერთი. შენს გარდა არავინ არსებობს. შენ ახლა გძინავს და გესიზმრება ყველაფერი რასაც ხედავ. შენ გესიზმრება eternity და მისი ცხოვრება. რაც არ უნდა გააკეთოს eternity-მა, რომც გასხივოსნდეს, რომც განიცადოს სამადჰი, რომც მოკლას ეგო, მაინც ვერ გამოვა სიზმრიდან. აი წარმოიდგინე დღეს რო დაწვები და დაიძინებ და დაგესიზმრება რამე. სიზმარში შენ ხარ სადმე და ხდება რაღაც. სადაც არ უნდა იყო და რაც არ უნდა ქნა, გამოხვალ სიზმრიდან? ვერა. მანა, სანამ არ გაიღვიძებ, არა სიზმარში, არამედ რეალურად, მანამდე სიზმრის პერსონაჟმა რაც არ უნდა გაიღვიძოს და გასხივოსნდეს სიზმარში, სიზმრიდან მაინც ვერ გამოვა. აი ეს პერსონაჟი სიზმარში, არის შენი ეგო. ეგო ვერასდროს გასხივოსნდება, რადგან გასხივოსნება არის მისი დასასრული. გაიღვიძე დილით. სად არის შენი სიზმარი? სად არის შენი პერსონაჟი? აი ასე ქრება ეგოც.
QUOTE(sororgor @ 2nd August 2018 - 10:08 PM) *
მთელი ეს ხილული სამყარო, ღმერთის სიზმარია, ყველა პერსონაჟი კი ამ სიზმარში, მრავალფეროვნებისთვის და გასართობადაა შექმნილი, ამ ყველა პერსონაჟს კი მართავს ღმერთი, უფრო სწორად მას ვესიზმრებით და ჩვენ ეს პერსონაჟები არ ვართ, მაგრამ ყველა პერსონაჟი არის, ანუ ის არსებობს, მაგრამ არა ის პერსონაჟი არსებობს, ის ვინც შენ როგორც დაწერე "მე ვარ" -ზე რაც დაწერე, ეგრე არის. ანუ პერსონაჟის შიგნით რაღაცამ იცის რომ ის არსებობ, მაგრამ ის პერსონაჟი არ არის. მაგრამ ის რაც არსებობს ვინ არის საბოლოო ჯამში ეგ ვერ გავიგე, ანუ ის არის ღმერთი, რომელმაც უბრალოდ გადაწყვიტა რომ საკუთარი თავი დაემდაბლებინა ეგომდე, გონებოდა თავი ის სხეული რომელშიც იქნებოდა, დავიწყებოდა ის რომ ის არის ყველაფერი რაც კი არსებობს და არა მხოლოდ ის პერსონაჟი რომელშიც თავის გამომწყვდევა გადაწყვიტა ცოტა ხანი სიზმარში? ანუ საბოლოო კითხვა რა არის, ჩვენ ვართ ყველანი ერთი, ანუ ყველანი ღმერთი ვართ სინამდვილეში და ამ სიზმარში ვართ და გამოვიღვიძებთ ოდესმე? და თუ გამოვიღვიძებთ როგორი იქნება გამოღვიძება, ეს სიზმარი დამთავრდება და მერე ფხიზელი ვიქნებით, შემდეგ კი ისევ ძილში წავალთ და დაგვესიზმრება უამრავი ეგო ახლიდან?


მთელი ეს ხილული სამყარო სიზმარია, მაგრამ არა ღმერთის არამედ შენი. შენ გესიზმრება ეს სამყარო. შენ, როგორც აბსოლუტს, ღმერთს, რეალობას. შენ ხარ ეს რეალობა, რომელსაც ძინავს.
QUOTE(sororgor @ 2nd August 2018 - 10:08 PM) *

ვერასდროს მოკლავ ეგოს. მარტივია. ვერასდროს მოკლავ იმას, რაც არ არსებობს. ეგო ფანტომია. ის არ არსებობს რეალურად. ეგოს სიკვდილი ნიშნავს, იმ წამს, როდესაც აცნობიერებ, რომ ის არც არასდროს არსებობდა. ვინმე რომ მოკლა, შეიძლება გაცოცხლდეს კიდეც. იესოზე ხომ ამბობენ, რომ გაცოცხლდა, აღდგა, იმიტომ რომ მოკლეს. ეგო რომ არსებობდეს, და შენ ის მოგეკლა, დიდი შანსი იქნებოდა იმისა, რომ მკვდრეთით აღმდგარიყო, ამიტომ მადლობა ღმერთს, რომ ის საერთდ არ არსებობს, არამედ მირაჟია, ფანტომი. ვერ მოკლავ ფანტომს, რადგან ფანტომია. ფანტომის მოკვლა, მხოლოდ ფანტომს უნდა. და ეს სულ ენდომება.
QUOTE(sororgor @ 2nd August 2018 - 10:08 PM) *
სამყაროზე ასეთი წარმოდგენა მაქვს, რომ არის ღმერთი, მან შექმნა ადამიანები, რომლებიც უნდა განვითარდნენ და მის დონემდე ავიდნენ?

არ არსებობს ღმერთი და მას არავინ არ შეუქმნია. ხარ მარტო შენ და შენი სიზმარი. გაიღვიძე.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
eternity
post Aug 3 2018, 01:25 AM
Post #384


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 19-September 17
Member No.: 7,649

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
კარგია რომ ეს თემა გააცოცხლე და მე ძალიან გამიმართლა რომ დაემთხვა შემოვედი და დავიწყე კითხვა biggrin.gif ეს ვიდეოც ვნახე რაც დალინკე, ხვალ მეორე ნაწილიც მინდა ვნახო და მედიტაციებზე გადავიდე.
ძალიან მოტივირებული ვარ რომ სამადჰაში გადავიდე და თუ გადავალ იმედია რეალურად გადავალ და ეგო არ მომატყუებს რამეს.
ჩემი პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრება მომბეზრდა, გამოღვიძება მინდა უკვე დიდი ხანია, თუმცა არ მახსოვდა თუ მეძინა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 3 2018, 08:53 AM
Post #385


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



eternity
QUOTE(sororgor @ 3rd August 2018 - 01:25 AM) *
ჩემი პერსონაჟის ცხოვრებით ცხოვრება მომბეზრდა, გამოღვიძება მინდა უკვე დიდი ხანია, თუმცა არ მახსოვდა თუ მეძინა.

გეთანხმები, მეც მომბეზრდა, მაგრამ ეს ისევ ეგოა. ვის მობეზრდა? მე. ვინ ვარ მე? დაჯექი. დაჯექი და ნახავ, თუ რამდენად მოგბეზრდა. საჭიროა დიდი მონდომება და ძალისხმევა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 3 2018, 10:00 AM
Post #386


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



eternity

წინასწარ გეუბნები, რომ პასუხი კითხვაზე ვინ ვარ მე? არის არა ვერბალური, ანუ არა სიტყვიერი. ის ვინც ამბობს მე ვარ მე, ეს არის ეგო, გონება, რომელიც ფიქრებსაც სიტყვებით ანუ ვერბალურად ფიქრობს. შეინაგანი დიალოგი, ეს ეგოა. ვინ ვის ეკითხება შენში? შენ ეკითხები შენ თავსვე. ამ პროცესს ნუ შეეხები, რადგან არ აქვს დასასრული. ეს ჩართული მანქანაა და მანამ იქნება ჩართული სანამ სხეული ცოცხალია, ანუ ტვინი ცოცხალია. პასუხი კითხვაზე ვინ ვარ უსიტყვოა. ეს არის სამადჰის მდგომარეობა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 3 2018, 11:54 AM
Post #387


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



eternity
QUOTE(sororgor @ 3rd August 2018 - 01:25 AM) *
ძალიან მოტივირებული ვარ რომ სამადჰაში გადავიდე და თუ გადავალ იმედია რეალურად გადავალ და ეგო არ მომატყუებს რამეს.

მოდი დავიწყებ თავიდან და შეეცადე თანმიმდევრულად დააკვირდე.
ე.ი. ყველაფერი იწყება იქიდან, რომ გააცნობიერო, რომ არ გაქვს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არავინ გკითხა გინდოდა თუ არა დაბადებულიყავი. ანუ სანამ დაიბადებოდი, მანამდე უკვე აღარ გაქვს თავისუფალი ნება, რომელ ნებაზეა საუბარი უკვე დაბადებულისთვის?
მეორე. თუ მთელს არსებულ და არ არსებულ სამყაროს შევაჯამებთი, მივიღებთ 2 რამეს: შენ და სხვები. კარგი და ცუდი. ღმერთი და ეშმაკი. მაღალი და დაბალი. ამას ქვია დუალიზმი. ეს არის მატრიცა. ეს არის სიზმარი. ეს არის ილუზია. ეს არის შენ და ეგო.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე შენ 2 ვარიანტი გაქვს: ან ემორჩილები შენს ნამდვილ მეს, ანუ იმას, ვსაც ძინავს, აბსოლუტურ რეალობას, ღმერთს, ან ემორჩილები შენს ცრუ მეს, ანუ ეშმაკს, ეგოს.
სხვა გზა არ არსებობს. ან ემორჩილები ერთს, ან მეორეს. შუაში არაფერია. თუ მაინც და მაინც ვერ ეგუები იმას, რომ არ გაქვს თავისუფალი ნება, მაშინ შეგიძლია დაემორჩილო ეშმაკს, ანუ შენს ეგოს და მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში გექნება განცდა, რომ გაქვს თავისუფალი ნება და შენ წყვიტავ შენს ცხოვრებას. შენ ქმნი შენს ცხოვრებას. შენ ირჩევ რა აკეთო და რა არ აკეთო. სიცოცხლის ბოლომდე იქნები დამოუკიდებელი ყველასგან და არავის დაემორჩილები, მაგრამ იქნები სიზმარში და მილიონობით წლები გეძინება. ეს ის მომენტია, როდესაც ეშმაკი იესოს სთავაზობს ქვეყნიერების სამეფოებს, თუ მას დაემორჩილება. ეშმაკი ეს არის შენი ეგო, ხოლო იესო ხარ შენ, ანუ შენ როგორც ღმერთი. ეშმაკი გთავაზობს დამოუკიდებლობას, არ გექნება განცდა, რომ ვინმეს ემორჩილები. სამეფოს გაძლევს, ანუ მეფე იქნები. შენ მართავ ყველას შენს სამეფოში, მაგრამ ემორჩილები ეგოს. ემორჩილები, მაგრამ განცდა არ გექნება რომ ემორჩილები.
ან შეგიძლია დაემორჩილო შენს ნამდვილ მეს, ანუ ღმერთს და გააცნობიერო, რომ არც გაქვს თავისუფალი ნება და არც არ გაქვს. პროცესები თავისით ხდება და შენ ისინი არ გეხება. არავინ არაფერს არ აკონტროლებს. რაღაცეები უბრალოდ, სპონტანურად ხდება. ტალღები ჩნდება ოკეანეზე, ამოიბურცებიან ზედაპირზე და ჩაიბურცებიან, ამით ოკეანე არ იცვლება სიღმრმეში.
გასხივოსნების შემდეგ შენს სხეულს და ფიქრებს აღიქვამ ისევ, როგორც ახლა აღიქვამ შენს სისხლის მიმოქცევას, საჭმლის მონელებას. სუნთქვას, მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა) და 5 შეგრძნების ორგანოთი შეგრძნების პროცესს. ანუ ხვდები, რომ როგორც შენ არ აკონტროლებ სისხლის მიმოქცევას, ასევე არ აკონტროლებ შენს ფიქრებს და შენს სხეულს, მაშინაც კი, როდესაც გადაადგილდები, დადიხარ, დარბიხარ, პოზებს იცვლი. ეს ავტომატურად ხდება, ისევე როგორც სუნთქვა. ახლა ხომ გგონია, რომ შენ დადიხარ. შენ იცვლი პოზებს. შენ წევს ხელს ზემოთ. შენ ბეჭდავ კლავიატურაზე. ეს არის ეგო, აჰამკარა, ვინც ამ პროცესებს ითვისებს. არავინ ამბობს, რომ ბეჭდვა, ან სიარულის პროცსესი არ ხდება, მაგრამ არავინაა რეალურად ვინც ბეჭდავს ან ვინც დადის.

ანუ თუ არ გააცნობიერე, რომ მორჩილი ხარ უკვე. უკვე ხარ დამორჩილებული, მაშინ აბსოლუტურად ყველა მცდელობა წყლის ნაყვაა. პირველი მთავარი მოქმედება არის გულწრფელად აღიარო: მე ვარ მორჩილი. მე ვემორჩლები ან ღმერთს ან ეშმაკს. თუ ამ არჩევანის დროს, შენში გაჩნდა პროტესტის შეგრძნება. რას ქვია ან ღმერთს ან ეშმაკს. არც ერთს და არც მეორეს. იცოდე, რომ ავტომატურად ეშმაკს ემორჩილები, ანუ ეგოს, რადგან ეგოა ვისაც ასეთი რეაქცია აქვს.
აქედან იწყება ატმა-ვიჩარა, ანუ საკუთარი თავის შეცნობა. საჭიროა გულწრფელობა და დიდი სურვილი, ისე არაფერი გამოვა.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
brevalo
post Aug 3 2018, 12:49 PM
Post #388


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny


ასეთი კითხვა მაქვს...

გაუტამა ბუდას გასხივოსნება და სხვათა გასხივოსნება ერთი და იგივეა? ანუ გაუტამა ბუდამ და სხვა განსხივოსნებულებმა ერთი და იგივე მდგომარეობას მიაღწიეს?
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 3 2018, 01:27 PM
Post #389


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



brevalo
QUOTE(brevalo @ 3rd August 2018 - 12:49 PM) *
გაუტამა ბუდას გასხივოსნება და სხვათა გასხივოსნება ერთი და იგივეა? ანუ გაუტამა ბუდამ და სხვა განსხივოსნებულებმა ერთი და იგივე მდგომარეობას მიაღწიეს?

ერთი და იგივეს, მაგრამ აი კითხვაშივე ნათლად შეგიძლია დაინახო პასუხი. გაუტამა ბუდა არ გასხივოსნებულა, ის მოკვდა და დაწვეს, ისევე როგორც მუჰამედი მოკვდა და იესოც მოკვდა და დამარხეს, რომელიც შემდეგ აღდგა. ბუდა არ შესულა ნირვანაში. ნირვანაში არავინ არ არის.
თავად პროცესი გასხივოსნება ნიშნავს პიროვნების გაქრობას, ცალკეული, სამყაროსგან გამოყოფილი ფანტომის, ეგოს გაქრობას. მაში ვინ გასხივოსნდა? გასხივოსნების დროს ვერაფერს შეიძენ, პირიქით ეს არის დაკარგვის, პიროვნების დაკარგვის პროცესი. გასხივოსნება არის იმის გაქრობა, ვისაც გასხივოსნება უნდოდა. ანუ ბუდა არ გასხივოსნებულა. ბუდა მოკვდა.
აბსოლუტურ რეალობაში არსებობს ცნობიერების ბრწყინვალება, სიკაშკაშე, სინათლე, ნათელი. სინათლე ვერ გასინათლდება, ვერ გასხივოსნდება. წარმოიდგინე ფანარი, რომლის შუშაც ტალახიანია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინათლე არ გამოიტყორცნება შუშიდან. თუ ტალახს გავწმინდავთ სინათლე გამოასხივებს. ტალახი არის ეგო. ტალახის გაწმენდის პროცესია გასხივოსნება, მაგრამ ეს არ ემართება ვინმეს. ეს პროცესია. სინამდვილეში არსებობს მარტო სინათლე. სინათლემ არ იცის რა არის სინათლე. ის რამემ უნდა აირეკლოს. როგორ შეიძლება სინათლემ აირეკლოს სინათლე? ვერ აირეკლავს.
ყველა ბუდაც, სხვა ბრძენებიც, სხვა ადამიანებიც, ყველანი შედგებიან სინათლისგან. ანუ პასუხი შენს კითხვაზე არის არა და კი. არა იმიტომ, რომ ბუდა მოკვდა, და კი იმიტომ, რომ სინათლე ერთია. ყველაში ერთი და იგივე ცნობიერების სინათლე ასხივებს. მის გარდა საერთოდ არც არაფერი არსებობს რეალურად.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 3 2018, 01:39 PM
Post #390


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



განსხვავება ენებში, ერებში, ტრადიციებსა და წესებშია. ყველა ადამიანი უნიკალურია და წარმოიგ=დგინე ამ უნიკალური ადამიანებისგან შემდგარი ერები, მათი წესები და ა.შ. რამდენად უნიკალურია. განსხვავება იმაშია, თუ სად როგორ აირეკლა სინათლე. ბუდისტურ ტრადიციებში ისე როგორც იქ არის. ქრისტიანულში ისე როგორც იქ. მუსულმანურში სხვანაირად. ინდუიზმში კიდევ სხვანაირად და ა.შ. ერთი სინათლე ირეკლება ყველგან. ანუ ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური იქნება ის პროცესი თუ როგორ გააცნობიერებს სინათლეს, მაგრამ ის წამი, როდესაც სინათლე მთლიანად შემოასხივებს ჩვენში, ყოველთვის ერთი და იგივეა, რადგან სინათლე ერთია.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 3 2018, 02:29 PM
Post #391


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გასხივოსნება გავს ჭამას. სანამ საჭმელი თეფშზეა და უყურებ, მანამდე ის არის და მასზე ფიქრობ, მაგრამ როგორც კი გადაყლაპავ, უკვე აღარ ფიქრობ მასზე და ის არის ქვეცნობიერში. ასევეა სამყაროც. სანამ სამყაროს უყურებ, მანამდე ის რეალურია და წინ გიდევს, ამიტომ აიღე და შეჭამე ის და აღარ იფიქრო მასზე ისევე როგორც აღარ ფიქრობ საჭმელზე, რომელიც უკვე გადაყლაპე. საჭმლის მონელების სისტემა თავისით მიხედავს მას. შენ ხომ არ აკონტროლებ საჭმლის მონელების სისტემას, ხოდა მაშინ რატომ აკონტროლებს სამყაროს? აიღე და შეჭამე და მიუშვი ავტომატზე. თავისით მოინელებ, ისე, რომ არც კი იფიქრებ ამაზე.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
eternity
post Aug 3 2018, 04:01 PM
Post #392


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 19-September 17
Member No.: 7,649

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
ეგოს განადგურებაზე რომ ვფიქრდები არარაობის შეგრძნება მიჩნდება რომელიც ამბობს რაღა დარჩება შენგან ეგოს თუ გაანადგურებო. მთელი სიცოცხლის მანძილზე 4000 ჯერ მაინც მექნება ნაფიქრი თავის მოკვლაზე და შვებას ვგრძნობდი, ხოლო ეგოს განადგურებაზე და თან ისევ არსებობაზე როცა ვფიქრობ ოღონდ ეგოს გარეშე, არა თუ ბედნიერად ვგრძნობ თავს როგორც თავის მოკვლაზე ფიქრისას, არამედ ვიგრუზები და არარაობის შეგრძნება მიპყრობს. მოკლედ ეგო მაგარ ამბებშია, მისგან გამოფხიზლების სურვილი რომ გამიჩნდა დაწრიალდა და ათასნაირი
თავდაცვითი ფიქრი ატრიალდა თავში...
დღეში 9 საათიანი მედიტაციები სანამ გასხივოსნება არ მოხდება კარგი იქნებოდა, ჯერჯერობით მაქსიმუმ 15-20 წუთია ჩემი მედიტაციების დროის რეკორდი, მაგრამ რა მედიტაცია მაგას ქვია biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 3 2018, 04:33 PM
Post #393


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



eternity
QUOTE(sororgor @ 3rd August 2018 - 04:01 PM) *
მოკლედ ეგო მაგარ ამბებშია, მისგან გამოფხიზლების სურვილი რომ გამიჩნდა დაწრიალდა და ათასნაირი
თავდაცვითი ფიქრი ატრიალდა თავში...

ნამდვილად. ეგო მარტო ფიქრები არ არის. ის გრძნობებისგანაც შედგება, ანუ ფიქრი აღძრავს რამე გრძნობას და ემოციასაც და მერე ამას განიცდი. ამ დროს იგივდები განცდასთან, ეს არის ტანჯვის პროცესი. ანუ აწმყოდან, სადაც არის მხოლოდ მე, მიდიხარ ან წარსულში ან მომავალში სადაც და განიცდი ამა თუ იმ გრძნობას. ახლა ეგო გაგრძნობინებს, რომ თუ ის გაქრება, რაღააც მაინც დარცება და თავს ცუდად იგრძნობ. მიუშვი თავის ნებაზე მიუშვი, შენ შენი გააკეთე. რაც უფრო შეეწინააღმდეგები, მით უფრო გაძლიერდება. ფანტომს, ანუ მირაჟს, არ არსებულ ილუზიას ეგ თვისება აქვს, რაც უფრო დიდ ყურადღებას აქცევ და რაც უფრო ებრძვი, მით უფრო რეალური ხდება. ანუ შენი ყურადღება ხდის მას რეალურს სხვა არაფერი. ხომ გითხარი, რომ სანამ სხეული არსებობს, მანამდე ფიქრები არ გაჩერდება. ვისაც ფიქრების გაჩერება უნდა ის ტყულად ირჯება. ფიქრების ნაკადის შენელება კი შესაძლებელია და სწორედ ამას ემსახურება ჯდომა. გონება არის ინსტრუმენტი, იდეალური ინსტრუმენტია, მაგრამ ეგო მის ტყვეობაშია, მას გონია, რომ თუ არ იფიქრებს, ანუ თუ ფიქრები არ ექნება რაღაც ცუდი იქნება. არა. ყველაფერი კარგად იქნება. მე გეუბნები. მე გამოვცადე და ისე გეუბნები. არ გეუბნები წაკითხულს, გაგონილს ან ნანახს სხვის მაგალითზე.
QUOTE(sororgor @ 3rd August 2018 - 04:01 PM) *
დღეში 9 საათიანი მედიტაციები სანამ გასხივოსნება არ მოხდება კარგი იქნებოდა, ჯერჯერობით მაქსიმუმ 15-20 წუთია ჩემი მედიტაციების დროის რეკორდი, მაგრამ რა მედიტაცია მაგას ქვია


15 წუთი მარტო სხეულს ჭირდება, რომ მოდუნდეს და დაწყნარდეს. 45 წუთის მერე გონება იღლება და ნელდება. ანუ მინიმუმ 1 საათი მაინც უნდა იჯდე, ისე აზრი არ აქვს. ტყუილად ცრუ მოლოდინებს შეგიქმნის მასეთი მედიტაცია და უფრო იმედს გაგიცრუებს. მაგას ჯობია მუსიკას მოუსმინო, დაისვენო და ა.შ. განიტვირთო.
მოდი ვაღიაროთ, რომ შენც და მეც ვეძებთ რაღაცეებს ცხოვრებაში. ძებნა ნიშნავს, რომ რაღაც გქონდა და დაკარგე. ჩვენ ვკარგავთ გრძნობას, განცდას. ანუ ოდესღაც ჩვენ გვქონდა კარგი განცდები და გრძნობები, კარგად ვგრძნობდით თავს და ახლა არ ვგრძნობთ თავს კარგდა და ვეძებთ ამ გრძნობას. მაგრამ მაშნაც, როცა კარგად ვგრძNობდით თავს და ახლაც, როცა გვინდა რომ ისევ ის გრძნობა მოვიდეს, რაღაც უცვლელი რჩება. რა არის უცვლელი? მე. მე ვარ უცვლელი. მაშნაც მე ვიყავი და ახლაც მე ვარ. მე ვარ ყოველთვის აქ. ანუ პირველი საფეხური ისაა, რომ თუ არ გჯერა დაიჯერო, აი სიტყვაზე უნდა მენდო, რომ შენც და მეც სულ, ყოველთვის, აბსოლუტურად ყოველთვის ვეძებთ ჩვენ თავს. აი ამ მეს. ვინც სულ ახლანდელ დროშია, სულ აქ არის. აი მუდამ ამას ვეძებთ. ეგოც ამას ეძებს, მაგრამ ეგო ვერასდროს გახდება მე, რადგან მე ვარ მე. სხვა ვერ იქნება მე. ეგო სხვა არის. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ ეს ადგილი უკვე დაკავებულია. ვსიო. აი აქედან უნდა დაიწყო. ახლა გამოსარკვევია ვინ ვარ მე? რა ვარ მე? შეგრძნებით, გრძნობით, როგორი ვარ გრძნობის მიერ, ანუ როგორ შევიგრძნობ ჩემს მეს? აი ეს არის ატმა-ვიჩარა, საკუთარი თავის ძიება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 3 2018, 04:43 PM
Post #394


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გარეთ არ უნდა ეძებო შენი თავი, არამდ შიგნით. გარედან მხოლოდ ის შეგიძლია წაიღო, რომ ვირაცას მოწონხარ ვირაცას არ მოწონხარ. იყავი გულახდილი შენს თავთან. მარტო ხარ. არავინ გისმენს. აღიარე ყველაფერი შენს თავთან. რატომ ვგრძნობ თავს აი ვთქვათ ამ სიტუაციაში ასე, ხოლო მეორეში ისე? გაიხსენე სიტუაციები ცხოვრებიდან. აჰ ამიტომ. ე.ი. ის ვიღაც მოქმედებს ჩემზე ეს. ვინ ჩემზე? ვინ არის ეს მე? მე როგორც სხეული? აა, ჩემი გარეგნობა არ მოწონს? და ვის ტანჯავს ეს განცდა, რომ ვიღაცას ჩემი გარეგნობა არ მოწონს? მე. და ვინ ვარ მე? მე არ ვარ ჩემი გარეგნობა, მე მაქვს გარეგნობა. შეუძლებელია იყო ის, რაც გაქვს. ანუ შენ გაქვს ტანსაცმელი, შენ ხომ არ ხარ ტანსაცმელიმ მიუხედავად იმისა გაცვია ის თუ არა? სწორედ ასევე შენ გაქვს შენი სხეული და არა ხარ ის. და ასე ბოლომდე. გამოიკვლიე ყველა კუნჭული. ეს ყველას პერსონალური ჯოჯოხეთია. ყველამ უნდა გაიაროს ეს. ამის გარეშე ვერავინ მივა დანიშნულების წერტილში.
მხოლოდ ჯოჯოხეთგამოვლილი თავისუფლდება. იესო ჯოჯოხეთში ჩავიდა და მერე გათავისუფლდა. ყველას თავისი პერსონალური ჯოჯოხეთ აქვს და უნდა ჩაუჯდე ცნობიერად ამას. გახსოვდეს, ყველას გონია, რომ ის არის ყველაზე ტანჯული და მისი ჯოჯოხეთა ყველაზე საშინელი ჯოჯოხეთი. ეს ილუზიაა. უბრალოდ გაიარე შენი ჯოჯოხეთი და ვსიო.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
eternity
post Aug 4 2018, 08:33 AM
Post #395


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 43
Joined: 19-September 17
Member No.: 7,649

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
ფიქრებით ვცდილობდი ჩავწვდომოდი იმ ყველაფერს რაც მოვისმინე ამ თემაზე და რამდენჯერაც მეგონა რაღაცა გავიგე, აჰა მივხვდი მეთქი, ერთ წამს მეორე წამი მოყვა და ახალი 2000 კითხვა დამეყარა თავზე. მოჯადოვებული წრეა ეს ყველაფერი. საერთოდ ეს კითხვები დავიკიდო მგონი ჯობია და მთავარ რამეზე გავაკეთო კონცენტრაცია, რაც ყველანაირ კითხვაზე პასუხს გამცემს, ანუ გასხივოსნებაზე ვიფიქრო მარტო, სხვა ყველაფერი კი რაღაც ეტაპზე საინტერესოა სანამ გასხივოსნებამდე მისვლის მოტივაციის ქონამდე მივა საქმეს, მაგრამ მოტივაცია როცა გაქვს უკვე, მე ეგრე მგონია ამ ეტაპზე რომ ფიქრებით რაიმეს გამორკვევის მცდელობა უაზროა, რაც კი არ ვეცადე მოჯადოვებულ წრეზე ვტრიალებ მგონია და რამდენ კითხვაზეც არ უნდა მიიღო პასუხი, საბოლოოდ ისევ ახალი კითხვები გაჩნდება და დაუსრულებლად გაგრძელდება ეს.
აწი ამიტომ გასხივოსნებაზე ვიფიქრებ მარტო, ვეცდები გავსხივოსნდე. მერე კი ყველაფერს გავიგებ. ახლანდელი ეგოს პერსპექტივით იმაზე ფიქრი თუ როგორ აღვიქვამ სამყაროს როცა გავსხივოსნდები, საწყის ეტაპზე კარგია მოტივაციისთვის, მაგრამ უსასრულოდ მაგის გაგრძელება ვერ გაგცემს ყველა კითხვაზე პასუხს, მაგაზე მარტივი ის იქნება უბრალოდ გასხივოსნდე და ისე მიხვდე ყველაფერს.
ამ თემამ გახსივოსნების სულვილი გამიღვივა, დიდი მადლობა ბრო wink.gif <3 კარგია რომ არ დაგეზარა good.gif ახლა ნუმერო უნო ფიქრები მარტო გასხივოსნებაზე უნდა მქოდეს, ასე მგონია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 4 2018, 09:02 AM
Post #396


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



eternity
QUOTE(sororgor @ 4th August 2018 - 08:33 AM) *
ფიქრებით ვცდილობდი ჩავწვდომოდი იმ ყველაფერს რაც მოვისმინე ამ თემაზე და რამდენჯერაც მეგონა რაღაცა გავიგე, აჰა მივხვდი მეთქი, ერთ წამს მეორე წამი მოყვა და ახალი 2000 კითხვა დამეყარა თავზე. მოჯადოვებული წრეა ეს ყველაფერი.


რეალური დაკვირვებაა. ნებისმიერი მონდომებული ადამიანი მაგ დასკვნამდე მიდის, მეც მაგ დასკვნამდე მივედი. ეს არის ბეტონის მანქანა, რომელიც დადის და თავის მიქსერში ურევს ბეტონს. არასდროს ჩერდება, რომ ბეტონი არ გამაგრდეს. სულ ტრიალებს, რომ ბეტონი შეინარჩუნოს თხევად, იდეალურ, პლასტიკურ მდგომარეობაში. როდესაც მიქსერი ტრიალებს, ბეტონი სულ ცინცხალ მდგომარეობაში. მუდმივი მზადყოფნაა, რომ ბეტონი დაასხან ნებისმიერ ობიექტზე. გონება ეს არის ბეტონის მიქსერი, ხოლო მძღოლი, რომელიც მანქანაში ზის, არის აჰამკარა, მკეთებელი, კონტროლიორი, ეგო. მაგრამ ეს ილუზიაა, რადგან სინადვილეში ბეტონის მანქანა ავტოპილოტზე მუშაობს. კაბინაში არავინაა. ამ ავტომობილს არ ყავს მძღოლი. მისი მძღოლი ხელოვნური ინტელექტია. ავტოპილოტი. აი ამას მიხვდი შენ. უბრალოდ, ახლა თვლი, რომ ამას რამე უნდა უყო. შენ ხვდები, რომ ეს ბეტონის მანქანა დიდი პრობლემაა და გინდა ეს პრობლემა მოაგვარო და ამისთვის ცდილობ "გააკეთო" გასხივოსნება. ეს ისევ ის აჰამკარა ცდილობს "კეთებას". შეეშვი. გონებით გონებაზე დაკვირვება კარგია და ამის საბოლოოო შედეგი არის წყნარი გონრბა. სანუ ფიქრებს 2 ბოლო აქვს, როგორც ჯოხს. ერთ ბოლოს შენ ხედავ და ეს არის ფიქრის ობიექტი, ანუ რაზეც ფიქრობ. ჯოხის სიგრძე, ეს არის თავად ამ ფიქრის ფიქრის პროცესი, მაგრამ შენ არ აკვირდები რა არის მეორე ბოლოში. ეს მეორე ბოლო, ყველა ფიქრს ერთნაირი აქვს, როცა თვითონ ჯოხის სიგრძე, ანუ ფიქრის პროცესი, ზოგი გრძელია, ანუ დიდხანს გრძელდება, ან მოკლე. სხვადასხვაა ჯოხის პირველი ბოლოც. ანუ ყოველთვის განსხვავებულ ობიექტებზე ფიქრობ, მაგრამ რა არის ამ ჯოხის მეორე ბოლოში? ეს არის "მე". ეს არის ეგო. ეს არის აჰამკარა. ის უცვლელი ყველა ფიქრში. დააფიქსირე ეს. დააფიქსირე, რომ მე ფიქრია და ის ნებისმიერი ფიქრის მეორე ბოლოში ზის. ამის აღმოჩენა და გონების დაწყნარება ერთა. არ შეეშვა, სანამ არ დაინახავ ამას. და მენდე, რომ დაინახავ. ვერაფერი დაუდგება წინ შენს მონდომებას. შნეი მონდომება გავს მაჩეტეს, რომელიც ჭრის და თელავს ყველაფერს, რაც ამ უგუნურების ჯუნგლებში წინ შეხვდება. თუ რამდენად გალესილია ეს მაჩეტე, ეს შენი მონდომების და გულახდილობის საზომი იქნება. დაჯექი და ნახე რამდენად გინდა გასხივოსნება. მე ბევრჯერ დამინებები თავი. დავნებებულვარ და გადის წლები და ისევ ვუბრუნდები. ეს ვირუსია. დააკვირდი, ვინმეს რომ ესენი მოუყვე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, შიზოფრენიკები ვეგონებით. ანუ ნორმალური ადამიანისთვის ეს ყველაფერი სისულელეა. ჩვენ კიდე ბავშვობიდან არ გვასვენებს ეს სიტყვები. არაფერი შემთხვევით არ ხდება. ეს შეუჩერებელი პროცესია. ვერ შეაჩერებ. ვსიო, ეს სიტტყვა, გასხივოსნება, შემოიჭრა ჩვენში უკვე დიდი ხანია და არ მოისვენებს სანამ თავის გასაკეტებელს არ გააკეთებს. ამბობენ, რომ ბრძენი გავს გადამწიფებულ ხილს ცოტაც და გასკდება. აი ასე მოქმედებს სინათლე შიგნიდან. ვერაფერი შეაჩერებს ვერც შენი მონდომება და ვერ შენი არ მონდომება. უბრალოდ თავიდან ყველაფერი ინტერესით იწყება. მონდომება ეს შეხვედრაა სინათლესთან. ეს დანებებაა და მორჩლებაა.

eternity
QUOTE(sororgor @ 4th August 2018 - 08:33 AM) *
ფიქრებით რაიმეს გამორკვევის მცდელობა უაზროა

აბსოლუტურად გეთანხმები. ეს ზაზუნას გავს გალიაში. ტრიალებს და ტრიალებს. ვერასდროს გამოვა გალიიდან. ეს სიზმარს გავს. რაც არ უნდა დაგესიზმროს, მაინც ვერ გაიღვიძებ და იმას, ვისაც ძინავს არაფერი ეცვლება იმის მიუხედავად, თ რას ხედავს სიზმარში. რასაც არ უნდა მიხვდე ფიქრებით, მიხვედრილიც ფიქრი იქნება. პასუხი კითხვაზე ვინ ვარ მე, არც სიტყვაა და არც ფიქრი, ეს უფრო გრძნობას გავს, მაგრამ საბოლოო მდგომარეობა, აღარც არის მდგომარეობა. ის არსებობის და არ არსებობის მიღმაა.

QUOTE(sororgor @ 4th August 2018 - 08:33 AM) *
აწი ამიტომ გასხივოსნებაზე ვიფიქრებ მარტო, ვეცდები გავსხივოსნდე.

სწორი მიდგომაა, მაგრამ ვერასდროს გასხივოსნდები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა გინდოდეს გასხივოსნება. ეს სურვილი მიგიყვანს იმ მომენტამდე, როდესაც ის, ვისაც გასხივოსნება უნდოდა, სამუდამოდ გაქრება. ეს არის გასხივოსნება. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ იცი, რომ ვერასდროს გასხივოსნდები, მაინც უნდა გინდოდეს გასხივოსნება.
QUOTE(sororgor @ 4th August 2018 - 08:33 AM) *
ახლანდელი ეგოს პერსპექტივით იმაზე ფიქრი თუ როგორ აღვიქვამ სამყაროს როცა გავსხივოსნდები, საწყის ეტაპზე კარგია მოტივაციისთვის, მაგრამ უსასრულოდ მაგის გაგრძელება ვერ გაგცემს ყველა კითხვაზე პასუხს, მაგაზე მარტივი ის იქნება უბრალოდ გასხივოსნდე და ისე მიხვდე ყველაფერს.


მართალია. ამ მოტივაციას აქვს სასრული. მერყევია. ნებისმიერმა გარეგნულმა მოვლენამ ან სიტუაციამ შეიძლება ჩაახშოს. მოგვიანებით შეიძლება ისევ გაჩნდეს, მაგრამ იგივე ბედი უწერია. ამიტომ უნდა დაჯდე. იმას, რასაც ელოდები, თუ მოვიდა დამიჯერე ჯობია ფეხზე დამდგარი არ დახვდე.
QUOTE(sororgor @ 4th August 2018 - 08:33 AM) *
ამ თემამ გახსივოსნების სულვილი გამიღვივა, დიდი მადლობა ბრო

მხოლოდ მაგას ემსახურება ეს თემა, მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ გასხივოსნდება.
QUOTE(sororgor @ 4th August 2018 - 08:33 AM) *
კარგია რომ არ დაგეზარა ახლა ნუმერო უნო ფიქრები მარტო გასხივოსნებაზე უნდა მქოდეს, ასე მგონია ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი.

გილოცავ. ზუსტად მასეთი შეგრძნება მქონდა მეც, როდესაც მივხვდი, რომ სხვების გამოსწორება კი არ არის საქმე, არამედ საკუთარი თავის. გამიჩნდა თანაგრძნობის განცდა, მაგრამ მივხვდი, რომ ილუზორული იყო, რადგან პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა თანაუგრძნო. თუ ვინმეს აინტერესებს რა არის ადაიანის მიზანი, ვეტყვი, რომ მოკვდეს მანამ სანამ მოკვდება. ეს არის გასხივოსნება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 4 2018, 09:12 AM
Post #397


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მისმინე, ადამიანების უმრავლესობა ცხოველებივით ცხოვრობენ: ჭამენ, სვამენ, ჟიმაობენ და ძინავთ. და ნუ, ბევრი ფული უნდათ, ამაზე ჩალიჩობენ კიდე. ჩვენ? ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს აბა? ჩვენსც ვაკეთებთ ამ ყველაფერს, მაგრამ რაღაც ნიტოა. ბავშვობიდან რაღაც ნიტოა. ვაფშე რა ხდება? სად ვარ, რა მინდა? ბოლოს საფლავში მივდივარ. სანამ ახალგაზრდაა ადამიანი თავი უკვდავი გონია, მაგრამ 40 ის მერე, ჰოპ რადიკულიტი, ჰოპ გემაროი, ჰოპ კიდე რაღაც უბედურება, ანუ გახსენებს, რომ ყუთში ჩაწვები. ეს არის წყალობა. ეს ჭია, რომელიც შეგვიძვრა გულში, წყალობაა. აღარ მოისვენებს. ვსიო ვეღარასდროს ვეღარ ვიქნებით ისე, როგორც სვები. და მადლობა ღმერთს. ოშოს, რამანა მაჰარშის, ნისარგადატას, ან სხვათა წიბნი რომ ვინმეს წააკითხო რა სისულელეაო იტყვიან და შენ რო კითხულობ რეზონირებს შენში. ვსიო მორჩა. უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გვაქვს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 4 2018, 03:29 PM
Post #398


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვწერ პრაქტიკულ მითითებებს.
პირველ რიგში, უნდა დავიჯეროთ, რომ ცხოვრებაში რასაც ვეძებთ, იქნება ეს სიამოვნება, შეყვარებული, ცოლი, ქმარი, გასხივოსნება, ფული, უკვდავება და ა.შ. გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვეძებთ სიამოვნებას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გვინდა იმიტომ, რომ გვინდა ვიყოთ სიამოვნების მდგომარეობაში. ეს უნდა დავიჯეროთ. თუ ამის ჯერ კიდევ არ გვჯერა, მაშინ აზრი არ აქვს პრაქტიკის დაწყებას. გონებრივად უნდა მენდოთ. ე.ი. ვეძებთ სიამოვნებას, მაგრამ ესეც არ არის რეალობა, რადგან სინამდვილეში ვეძებთ ჩვენს თავს. აბსოლუტურ რეალობაში, ჩვენი მე და სიამოვნება, განუყოფლები არიან. ვეძებთ მაშინ, როცა არ გვაქვს, ანუ რას იტყვით თუ გეტყვით, რომ კი არ ხართ სიამოვნების მდგომარეობასში, არაედ ხართ სიამოვნება. ამიტომ სად გამოიკვლევ შენს თავს იმაზე კარგად ვიდრე შენს თავშივე? მორჩა. სულ ესაა. ამ ეტაპამდე გონებრივად თუ მიხვედით, ანუ თუ დაიჯერეთ რაც დავწერე, მაშინ ვაგრძელებ.
ჯდომის პრაქტიკას ერთად ერთი გამართლება აქვს და კეთდება იმისთვის, რომ ადამიანმა გაიგოს თუ ვინ არის ის სინამდვილეში. ეს არის საკუტარი „მე“-ს ძიების საშუალება. მორჩა. არც მეტი და არც ნაკლები.
დაჯექით.
რას ნიშნავს ჯდომა?
ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ „ძაძენის“ ჯდომას. ჯდომა ნიშნავს ოთახში მარტო ჯდომას. სასურველია ეს ოთახი თქვენს საკუთარ სახლში ან ბინაში იყოს. გამორთეთ მობილური ან დააყენეთ „ეირ ფლეინ მოუდზე“. დაჯექით ნახევრად ლოტოსისი პოზაში, ან მთლიანი ლოტოსის პოზაში, ე.წ. პადმასანა. პადმა - სანსკრიტულად ნიშნავს ლოტუსს, ხოლო ასანა - ჯდომას. შეგიძლიათ საერთოდ დაჯდეთ სკამზე. იხელმძღვანელეთ ვიდეო ლინკით რომელიც მოცემულია ქვემოთ. ნუ მიაქცევთ ყურადებას ამ ვიდეოში გოგონას თავაზიან ჟესტიკულაციებს, მხოლოდ ჯდომის პოზა შეარჩიეთ და შემდეგ დაივიწყეთ ეს ვიდეო, სხვა არაფრისთვის არ ვდებ ამ ვიდეოს. აუცილებელია რაიმე შემაღლება, ნაჭერი, პირსახოცი, პუფი, რადგან თეძოები ზემოთ იწევს და თავისუფლდება მუცელი. სუნთქვა ხდება თავისუფალი დიაფრაგმიდან.
ჯდომის დროს ხელების პოზიცია შეგიძლიათ ისე შეარჩიოთ, როგორც ამ ვიდეოშია ან თქვენთვის უფრო მოსახერხებელ პოზიციაში, მთავარია მოშვებული იყოს კიდურები.
ბევრი ნავარჯიშებია ამ პოზაში და შეუძლია მიყუდების გარეშე გამართული ზურგით იჯდეს, მაგრამ თუ ზურგი გეღლებათ მიეყრდენით კედელს. ჩემი აზრით პოზა არ თამაშობს გადამწყვეტ როლს, ამიტომ შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი. უბრალოდ გამოცდილია და მუშაობს. კარგი იქნება თუ იშოვნით ფიცარს. ამ ფიცარზე მიამაგრებთ სირბილეს დადებთ კედელზე და მიეყრდნობით მას, რადგან ზურგის გვერდითა მხარეებიც თავისუფალი იქნება და უფრო მოსვენებულ მდგომარეობაში იქნებით.

შეგიძლიათ ორნი დაჯდეთ. ეს უკეთესია. თუ ადგომა მოგინდება და ხვდები, რომ მეორე ზის, არ ადგები და ასე იფიქრებს პირველიც.
პირველი 15 წუთი შეგიძლიათ ილაპარაკოთ. აუცილებელი არ არის, მაგრამ ეს დრო საჭიროა სხეულის მოსადუნებლად. მიეცით სხეულს 15 წუთი. ამის შემდეგ დახუჭეთ თვალები, მანამდეც შეგიძლიათ, ან ნახევრად გაღებული დახარეთ იატაკისკენ 45 გრადუსით.
45 წითი დაახლოებით საჭიროა გონებისთვის, რომ შენელდეს. თუ ამაზე ცოტა ხნით აპირებთ ჯდომას, აზრი არ აქვს. მინიმუმ 1 საათი მაინც უნდა იჯდეთ. გაუნძრევლად.
პირველი ნისნები სამადჰის დასაწყისისა რათქმა უნდა მოდის 45 წუთის შემდეგ, ანუ როდესაც გონება წყნარდება, ფიქრები ნელდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნელდება და არა ჩერდება. ფიქრების ნაკადი არ გაჩერდება და თქვენი დავალება არც არის რაიმეს გაჩერება. ეს საყოველთაო შეცდომაა, რომელსაც უამრავი ადამიანი უშვებს, ცდილობენ რა ფიქრების ნაკადის შეჩერებას. ეს შეუძლებელია. თქვენ ვერ გააჩერებთ ამ ბეტონის მიქსერს და არც არის საჭირო. საკმარისია ფიქრების შენელება, რომ ისე ქაოტურად აღარ გადადიოდნენ ერთმანეთში, არამედ ნათლად ჩანდეს, როგორ შემოცურდება ცნობიერებეაში ჯერ ერთი და გაცურდება, მერე მეორე, მერე მესამე და ა.შ.
თქვენ არ უნდა ელოდოთ რაიმე სასწაულ მდგომარეობსი დადგომას, უბრალოდ იჯექით და დააკვირდით ყველაფერს რაც თქვენში ხდება. ცივად დააკვირდით.
როდესაც ვთქვი, რომ სამადჰის პირველი ნიშნები 45 წუთის შემდეგ დგება, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად 46 წუთზე ან 1 საათში. ეს არავინ იცის როდის მოხდება. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია.
სავიკალპა სამადჰის დაწყება გაქვს ჩაძინებას. აი როდესაც დღის განმავლობაში ძალიან დაიღლები და სამარშუტო ტაქსში ზიხარ. უცებ ჟარგონს გამოვიყენებ „წაგაკიმარებს“, ანუ ცხვირით ძირს გივარდება თავი. აი ამას გავს. მაგრამ არ შეეწინააღმდეგოთ, გააცნობიერეთ. ეს არის უფსრულში ჩაძირვის დასაწყისი, როდესაც ცნობიერება წყდება სხეულს და ეშვება საკუთარ სივრცეშ. დააალოებით ასე იწყება სავიკალპა სამადჰი.
ამის შემდეგ იწყება მთელი ქვეცნობიერი ჯოჯოხეთის ამოტივტივება. იყავით ფხიზლად და აღიქვით ყველაფერი რაც ამოტივტივდება, უბრალოდ გონების თვალით, ცნობიერებით უყურეთ და არ ეცოდოთ კონტორლი. ამოტივტივდება სხვადასხვა სიტუაციები სადაც თქვენ რაღაც იგრძენით ან კარგი ან ცუდი. ანუ ყველაფერი რაც დალექილი იყო, ამოდის სინათლეზე. ეს გავს დიდი სამსჯავროს, მაგრამ მსჯავრმდბელიც, სამსჯავროც და მსჯავრდებულიც თქვენვე ხართ.
ამის შემდეგ სავიკალპა სამადჰი აღწევს პიკს და გადის ბოლოში. ეს არის მდგომარეობა, როდესაც აღმოჩნდებით ბნელ სიცარიელეში. არ არის არც ზემოთ, არც ქვემოთ, არც მარცხნივ, არც მარჯვნივ, არც იატაკი, არც ოთახი, არც სხეული, არაფერი. ეს არის აბსოლუტური არაფერი, მაგრამ გაქვთ შეგრძნება, რომ თითქოს ეს არაფერი ცოცხალია და თქვენი მე, არის ამ არაფერში შიგნით. ამ მდგომარეობის მთავარი თვისებაა შიში. ეს შიში ძირითადად არის გაქრობის, სიკვდილის, მაგრამ იცოდეთ, ბევრი აქ წყვეტს პრაქტიკას და გონია, რომ იპოვა საკუთარი თავი. იქიდან გამოსული იმართლებს თავს, მაგრამ იცოდეთ, რომ მხოლოდ შიშის გამო აკეთებენ ამას და ამას გიყვებით მე, ვინც გამოვცადე ეს. მე ვიყავი ამ სიცარიელეში და განვიცადე გაქრობის შიში. მეც აქ შევწყვიტე 13 წლის წინ. ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენ უნდა იჯდეთ მანამ, სანამ ის ვისაც ეშინია, არ გაქრება ამ სიცარიელეში.
ამის მერე რაც ხდება, გადმოცემით ვიცი. ეს არის ნირვიკალპა სამადჰის დასაწყისი. ეს არის გასხივოსნება. აბსოლუტური ბრწყინვალების შემოფრქვევა ამ სიცარიელეში. ეს არის ნირვანა, მოკშა, გათავისუფლება, ცათა სასუფეველი.

ლინკი https://www.youtube.com/watch?v=5GSMRUl9UPo&t=185s


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Aug 4 2018, 11:07 PM
Post #399


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 848
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველაფერი რენე დეკარტიდან დაიწყო. მან თქვა: "მე ვფიქრობ, მაშასადამე ვარსებობ". ეს პარადიგმა დაედო საფუძვლად მეცნიერების ექსპონენციალურ ზრდას. დეკარტი გაჩერდა იქ, სადაც ბევრი ჩერდება, გონებაში, ფიქრების ნაკადში და მასთან გაიგივებულმა თქვა, ის, რაც თქვა. მე არ ვამბობ, რომ მეცნიერების განვითარება ცუდია, მე უბრალოდ ფაქტის კონსტანტირებას ვახდენ, რომ გავიხსენოთ, საიდან გამოეყო ფიქრი არსებობას გლობალურ მასშტაბში.

დავანებოთ დეკარტს თავი და მასთან ერთად ფიქრის პროცესსაც.
არსებობს 4 ძირითადი შეცდომა რასაც მძებნელი უშვებს საკუტარი თავის შეცნობის დროს, ანუ ატმა-ვიჩარას დროს.

1. ადამიანმა სადღაც წაიკითხა ან მოისმინა, რომ გონების გაჩერებით, ფიქრების ნაკადის გაჩერებით მიაღწევს გასხივოსნებას, ბედნიერებას. ეს არის ერთ-ერთი ძალზედ გავრცელებული შეცდომა. გონების გაჩერება შეუძლებელია მანამ, სანამ არსებობს ფიზიკური სხეული. შესაძლებელია მხოლოდ ფიქრების ნაკადის შენელება. ეს შეცდომა გამოწვეულია პირველ რიგში იმით, რომ მოისმინა ცრუ ინფორმაცია და მეორე რიგში იმიტომ, რომ ადამიანს გონია, რომ ის ფიქრობს ფიქრებს, ანუ ის ქმნის ფიქრებს და შემდეგ ფიქრობს მათ. ეს შეცდომაა. ფიქრები ადამიანისგან დამოუკიდებლად წარმოიქმნებიან და ასევე მისგან დამოუკიდებლად ქრებიან.

2. როდესაც მიაღწევს წყნარი გონების მდგომარეობას, სადაც შესაძლებელია ფიქრების დაკვირვება, რასაც თან ახლავს სიამოვნების და ზოგჯერ ნეტარების განცდაც, რომ თითქოს აგურებიანი ტომარა მოხსნენს ზურგიდან, მძებნელი თავს ანებებს პრაქტიკას და გადის სოციუმში. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, სოციუმი მას ისევ ტანჯვაში აგდებს და ის კვლავ უბრუნდება პარაქტიკას.

3. როდესაც გონება წყნარდება, ამ დროს იწყება სავიკალპა სამადჰი. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან შეცდომა, რომელსაც ადამიანი აქ უშვებს, ყველა სხვა შეცდომაზე მძიმეა, რადგან შედეგად წლები, ზოგჯერ კი ათეულობით წლები ადამიანი იჯერებს ამ მცდარ მდგომარეობას. საუბარია ბევრისთვის ნაცნობ მდგომარეობაზე, რომელსაც ვიცნობთ "დამკვირვებლის" სახელით. ამ მდგომარეობის მიღწევისას, ადამიანების დიდი უმრავლესობა წყვეტს პრაქტიკას და გონია, და თან თვეების, ზოგჯერ წლების, ხანდახან ათეულობით წლების განლავლობაში გონია, რომ მიაღწია სასურველს და "გახდა დამკვირვებელი". ასეთი ადამიანი სოციუმში გასვლის შემდეგ, კვლავ ინარჩუნებს "დამკვირვებლის" მდგომარეობას მეტ ნაკლები სტაბილურობით, მაგრამ დააკვირდით რა სიტყვა გამოვიყენე: "ინარჩუნებს", ანუ იმ შემთხვევაში, თუ ეს მდგომარეობა ხელიდან უსხლტება სოციალური აქტივობების ორომტრიალში, ის სხვადასხვა საშუალებებით, ეს კი ყველასათვის ინდივიდუალურია ხოლმე, ცდილობს ამ მდგომარეობის ხელის შეწყობას და შენარჩუნებას. ამაში არაფერია ცუდი, მაგრამ ეს კვლავ ეგოს, ანუ აჰამკარას აქტივობაა, რომელიც ახლა დამკვირვებლის როლში გვევლინება.
იყო ასეთი ოსტატი პაპაჯი, რომელსაც ბავშვობიდან ეცხადებოდა ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი ღვთაება კრიშნა. ის ყოველდღე ხედავდა მას ცხადად და ეთამაშებოდა მას. ბავშვი როგორც იტყვიან თავიდანვე შუბლზე კოცნით დაიბადა ღმერთისგან. ზრდასრულობაში, როდესაც ის რამანა მაჰარშისთან მივიდა, უთხრა, რომ ბავშვობიდან ხედავდა კრიშნას. რამანა მაჰარშიმ მიუგო: " სად არის კრიშნა ახლა. ის რაც მოდის და მიდის, არ არის რეალური, არამედ ილუზორულია, შეხედე იმას, რაც სულ უცვლელია და არასდროს გტოვებს". ეს სიტყვები გახდა საფუძველი პაპაჯის გათავისუფლების, კრიშნა ბოლო იყო ვისგანაც იგი გათავისუფლდა. ნებისმიერი გრძნობა, ემოცია, ფიქრი და მდგომარეობა მოდის და მიდის, რადგან არც ერთია რეალური. დამკვირვებელი, რომელსაც ხელის შეწყობა და შენარჩუნება ჭირდება, ილუზორულია.
ეს შეცდომა ასე იწყება. როდესაც იწყება სავიკალპა სამადჰი, გონება უკვე წყნარია და მე აღარ იგივდება მასთან. ეს ქმნის დისტანციას ფიქრებსა და იმას შორის, ვინც ფიქრებს აკვირდება. სწორედ აქ იწყება შეცდომა. დამკვირვებელი სხვა რა არის თუ არა დისტანციიდან მომზორალი ინდივიდი? ანუ აქ გადამწყვეტ როლს ასრულებს დისტანციის წარმოქმნა და ვითომ დამკვირვებლის პოზიცია. სინამდვილეში ეს დამკვირვებელი არის აჰამკარა, ანუ ეგო, პრიველი ფიქრი. ფიქრი "მე". ეს არის პირველი ფიქრი, რომლიდანაც წარმოიშობა სხვა დანარჩენი ფიქრები. აი სად არის ძაღლის თავი დამარხული. აი ეს ვითმ დამკვირვებლის განცდა, იწვევს გზის აბნევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გახსოვდეთ. რასაც ვწერ, ჩემი გამოცდილებიდან ვწერ. ეს არ არის მხოლოდ წაკითხული ან გაგონილი. ამიტომ, მინდა წინასწარ იცოდეთ რასთან გექნებათ საქმე. ბევრი დარჩენილა აქ და წლების მერე მიმხვდარა, ან ახლაც ვერ ხვდება, რომ ხაფანგშია გაბმული, საკუთარი თავის ხაფანგში.

4. და ბოლოს, რაზეც წინა პოსტებში უკვე ვისაუბრე. სავიკალპა სამადჰის ბოლოში ეს აჰამკარა, ანუ ვითმ დამკვირვებელი, თავს აღმოაჩენს ერთგვარ ყოვლისმომცველ სიცარიელეში, რომელიც თითქოს ცოცხალია და მოიცავს მას. ამ მდგომარეობის ძირითადი სიმპტომია პანიკური შიში გაქრობის და სიკვდილის, როდესაც იმავდროულად ნეტარების და შვების შეგრძნებაც გეუფლებათ. დარჩით ამ სიცარიელესთან. იცოდეთ, რომ ახლოა წამი. თუკი ბოლომდე მოინდომებთ, თუკი ყველაფერს გაიღებთ რაც იქ გექნებათ, იცოდეთ, რომ გულთან დგას და უკვე კი არ აკაკუნებს, არამედ აბრახუნებს. ნუ შეგეშინდებათ ამ "ბრახუნის", რადგან იცოდეთ, რომ ეს არის ხსნა, ეს არის ცხონება, ეს არის ნირვანა, ეს არის მოკშა, ეს არის ცათა სასუფეველი, ეს არის გათავისუფლება. გათავისუფლება საკუთარი ეგოსგან სამუდამოდ და ბოლოს, ეს არის გასხივოსნება.

გახსოვდეთ ეს შეცდომები და უფრო დაჩქარდება პროცესი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Aug 6 2018, 11:16 AM
Post #400


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავით რა კარგი პოსტები გაქვს......სიამოვნებით ვკითხულობ და ალბათ 100ჯერ ვარ ამ თემაში შემოსული. მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

36 Pages V  « < 18 19 20 21 22 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 2nd May 2024 - 03:06 AM