IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  « < 12 13 14 15 >  
Reply to this topicStart new topic
> ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?!
John Dee
post May 10 2012, 09:19 PM
Post #261


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ May 10 2012, 07:58 PM) *
John Dee
სხვა შემთხვევაში ნამდვილად გეცოდინებოდა რომ ე.წ. EPR (აინშტაინ- პოდოლსკი -როზენის) პარადოქსმა აჩვენა სწორედ ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის თეორიის არაადეკვატურობა ზოგადად, და არა პირიქით, თუმცა ამაზე კამათი ისევ გრძელდება. ალბათობისა და განუსაზღვრელობის მათემატიკურად დამტკიცებული ფორმულა შეიძლება ლოგიკურია მათემატიკური თვალსაზრისით, მაგრამ ვერც ხსნის ობიექტურ რეალობას ვერც ყოველთვის მუშაობს რეალობაში.
შრიოდინგერის კატის პაადოქსი კი (და ნამდვილად არ მეშინია პარადოქსის, პირიქით, ეს არის კვანტური ფიზიკის მომხიბლველობა smile.gif ), მდგომარეობს მიკრო და მაკრო სამყაროს კანონების შეუთავსებლობაში. თუ მიკრო სამყაროში დასაშვებია რაღაც გარდამავალი მდგომარეობა ტალღას და ნაწილაკს შორის, იგივე მასალით აგებულ მაკროსამყაროში ეს მდგომარეობა შეუძლებელია - არ არსებობს სიკვდილ-სიცოცხლეს შორის გარდამავალი პერიოდი, კატა ვერ იქნება ერთდროულად მკვდარიც და ცოცხალიც, ყველაზე პოპულარულია კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, რასაც სუპერპოზიციამდე მივყავართ, რაც თავისთავად პარადოქსია და მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია(რაც სავარაუდოდ გაიზარდა M-თეორიამდე), რომლის მიხედვითაც ყუთის გახსნის შემდეგ ორი დამოუკიდებელი რეალობა - სამყარო იხსნება, ერთში დამკვირვებელი ხედავს ცოცხალ კატას, მეორე სამყაროში - კატა მკვდარია.
შენს მიერ დასახელებულ სტივენ გრიფიტის "Introduction to Quantum Mechanics" ვიცნობ, და იქაც იგივე პარადოქსებზეა საუბარი. კვანტური მექანიკის საფუძვლებზე და ნამდვილად არ არის კვანტური მექანიკა, როგორც ერთი თეორია ჩამოყალიბებული.
ის ვიდეო არ არის დიდად ინფორმატიული, მაგრამ პუანკარეს ფრაზა, მე ცოტა სხვანაირად მახსოვს, თუმცა ზუსტი წყაროს ვერ მიგითითებ, არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასე ჟღერს (როცა ეუბნებიან, რატომ არ უთხარი აინშტაინს, რომ შენი თეორიებით ისარგებლაო): "..... რადგან ჩვენ ადგილი უნდა დავუთმოთ ახალ თაობას, მითუმეტეს თუ ვხედავთ ჩვენ გვჯობნიანო"
.
საქმეც ზუსტად იმაშია, რომ ამ პრობლემამ ფილოსოფიიდან და მეტაფიზიკიდან ფიზიკაში გადაინაცვლა, და იმის თქმა ფიზიკოსისგან თუ რომელი ფიზიკოსი მუშაობს ამ საკითხზე და ვის აინტერესებს, ცოტა არ იყოს უპატივცემულობაა პლანკის, აინშტაინის, ბორის, ბელის.... მიმართ, რომ აღარაფერი ვთქვატ თანამედროვეებზე. კარგი იქნება გაეცნო ბრუს როზენბლუმისა და ფრედ კატნერის "Quantum Enigma. Phisics ancounter consciousness", იმედია ავტორიტეტული პროფესიონალების ნამუშევარი მისაღები იქნება შენთვის. რადგან საკითხი თუ როგორ ან რატომ ახდენს გავლენას ცნობიერება ობიექტურ რეალობაზე არის გასაღები ყველა იმ მისტერიისა რასაც საერთოდ სამყაროში ვხვდებით.


"შენს მიერ დასახელებულ სტივენ გრიფიტის "Introduction to Quantum Mechanics" ვიცნობ," დარწმუნებული ხარ ამას რომ იცნობ? (გულახდილად) აქ უმაღლესი მატემატიკაა საკმაო ოდენობით, და Introduction-ნმა არ შეგიქმნას ტყუილად ცუდი წარმოდგენა, ფუნდამენტებია ჩამოყალიბებული საკმაოდ კარგი კურსია(სამოყვარულო ნამდვილად არაა.)

ეს ვიდეო არ არის ამგრამ ის სტატიები რომ ნახო პუანკარესი ნამდვილად იქნება.

Quantum Enigma. Phisics ancounter consciousness - მომკალი და ესეც პოპულარულ ენაზეა დაწერილი საიდანაც არასწორი დასკვნების გამოტანა შეიძლება, ავტორები ნამდვილად კარგი ფიზიკოსები არიან (ესე ამბობენ)

ეხლა რაც შეეხება EPR პარადოქს, ბელის თეორემამ (ბელის უტოლობა) კარგად მოაგვარა ის არადეკვატურობა რომელიც ნამდვილად იყო.

საწყენად არ მივიღებ მაგრამ ზუსტად თეორიული მხარე და მისი მატემატიკური ადფუძნებაა ჩემი ინტერესი.

ეხლა რაც დაწერე შროდინგერის კატაზე ჰაიზენბერგის განუზრვრელობაა აბა რაა, ოღონდ უფრო ფილოსოფიური გადახრით ( არ არსებობს სიკვდილ-სიცოცხლეს შორის გარდამავალი პერიოდი)

http://www.amazon.com/Quantum-Mechanics-No...0146&sr=8-1
აგერ ჩამოყალიბებული თეორია, ამაზე თუ მეტყვი წაკიტხული მაქვს, კიდევ ვილაპარაკოთ ცალკე.

აბა ამათი მეტა სამეცნიერო ნაშრომები მანახე "პლანკის, აინშტაინის, ბორის, ბელის...."
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post May 10 2012, 09:25 PM
Post #262


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბათობისა და განუსაზღვრელობის მათემატიკურად დამტკიცებული ფორმულა შეიძლება ლოგიკურია მათემატიკური თვალსაზრისით, მაგრამ ვერც ხსნის ობიექტურ რეალობას ვერც ყოველთვის მუშაობს რეალობაში.

იმ მოდელს ხსნის რაშიც თეორია შეიქმნა.

მთელი ფიზიკა ერთი მურტალი მატემატიკაა ამას ვე გაექცევით, ერთადერთი ენაა რითიც შეიძლება ფიზიკაზე ილაპარაკო და საერთოდ ილაპარაკო smile.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post May 11 2012, 09:09 AM
Post #263


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



John Dee
ბელის თეორემამ აჩვენა რომ გარკვეულ შემთხვევებში ჰაიზელბერგის განუსაზღვრელობის თეორიაც მუშაობს, მიუხედავად EPR-სა, არაფერი არ მოუგვარებია smile.gif , კიდევ ერთი "გააჩნია რა შემთხვევაში" არის. შრიოდინგერის იმ საწყალი კატის smile.gif პარადოქსის ერთერთი მიზეზი სწორედ ჰაიზელბერგის განუსაზღვრელობის თეორია იყო, რომელიც უკვე არსებობდა. ორივემ ერთად კი ახალი აზროვნება შემოიტანა ფიზიკაში, და ეს სულაც არ არის ფილოსოფია, კვანტური ფიზიკაა, და ამას მე მგონი ზუსტად სტივენ გრიფიტი წერდა, თუმცა თავს ვერ დავდებ.
ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის სასიამოვნოა შენთან კამათი, მე მგონი, თავი მოვაბეზრეთ ყველას, და დროა თემას დავუბრუნდეთ
QUOTE
მთელი ფიზიკა ერთი მურტალი მატემატიკაა ამას ვე გაექცევით, ერთადერთი ენაა რითიც შეიძლება ფიზიკაზე ილაპარაკო და საერთოდ ილაპარაკო

ასეც ვფიქრობდი, რომ მათემატიკოსს ვესაუბრები, და ალბათ კარგს და არა ფიზიკოსს, ხომ მართალია smile.gif , მაგრამ ვერც იმ ფაქტებ ვერ გავექცევით ვერსად რომელიც ნამდვილად არსებობს და ვერ აუხსნია კვანტურ მექანიკას, კერძოდ ცნობიერების გავლენას მატერიაზე. ჰაიზელბერგის თეორემა ნამდვილად ვერ ხსნის ამ ფაქტს. მათემატიკა კი მკაცრად მარცხენა ნახევარსფეროს მეცნიერებაა, კვანტური ფიზიკა ერთადერთი მეცნიერებაა, რომელიც მარჯვენა ნახევარსფეროს მეტი დატვირთვით იყენებს, მათემატიკურ ლოგიკას უჭირს მიიღოს ვარაუდები და შესაძლებლობები თუ ის დამტკიცებადი არ არის, ამიტომაც ცდილობს დამტკიცებადს მოარგოს შესაძლებლობები, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს, და შეუძლიათ ერთად თანაბარი დატვირთვით იმუშაონ smile.gif არც ეს არ არის ფილოსოფია, ნეიროლოგიური ფაქტებია smile.gif .
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi
post May 11 2012, 07:19 PM
Post #264


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 196
Joined: 17-March 12
Member No.: 6,757

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





"შრიოდინგერის კატის" პარადოქსზე რომ ვფიქრობ, ამის ასახსნელად ასეთი სახუმარო აზრი მომდის

"ღმერთს ალბათ უცნაური უნდა მოეჩვენოს, როდესაც აღმოაჩენს, რომ კატა აგრძელებს ყოფნას

როდესაც კატასთან ახლოს არავინ იმყოფება; ღმერთი ამის გამო ალბათ მეტყოდა: "ჩემო კარგო

ეს შენი გაოცება არის უცნაური, მე ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს ახლოს ვარ და იმინნა ამიტომ კატა ყოველთვის

აგრძელებს ყოფნას, რამდენადაც მე ვაკვირდები მას. მხურვალედ თქვენი! ღ მ ე რ თ ი... tongue.gif



--------------------
Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post May 11 2012, 09:12 PM
Post #265


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



givi
ღმერთის ჯარგონულმა ტონმ გამახალისა....biggrin.gif

ისე, რას გადაეკიდეთ ამ კატას? ცოდოა! რატომ უნდა მოკვდეს, თუნდაც ახევრად? რამე სხვაზე ატარეატ რა ექსპერიმენტები...sad.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi
post May 13 2012, 09:13 AM
Post #266


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 196
Joined: 17-March 12
Member No.: 6,757

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა ვქნად ყველა შემთხვევაში მოკვდება-ასეთია რეალობა. თუ ვინმე მატერიალისტი ფიზიკოსი იმ ყუთში

ვერ "შეძვრება" და მოვლენებს ვერ დააკვირდება, ნაწილაკს თუ მაინცდამაინც დამკვირვებელი ჭირდება, რომ

იარსებოს, და თავის ფუნფცია შეასრულოს, მინდა შეგახსენოთ რომ ეს დამკვირვებელი ყოველთვის არის

ა ქ და ე ხ ლ ა და უკუნითი უკუნისამდე და ნაწილაკზე ალბათ ეს ახდენს ზეგავლენას.


--------------------
Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 3 2012, 08:43 AM
Post #267


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.......სანამ მატერიაზე ცნობიერების გავლენის შესახებ ვისაუბრებდეთ, დაახლოებით მაინც უნდა გავერკვეთ ცნობიერებასა და ფიზიკურ პლანზე მისი მუშაობის მექანიზმის შესახებ. ყველა ინფორმაციას ვიღებთ ჩვენი ცნობიერებიდან და არა ჩვენი ფიზიკური ტვინიდან. ტვინი კი ამ ინფორმაციის გადამამუშავებელი და მომაწოდებელი საშუალებაა და არა წყარო, რომელიც ჩვენი ფიზიკური სხეულის ყველაზე რთული ორგანოა, რომლის საშუალებითაც აღვიქვამთ სამყაროს, შეიძლება თემიდან გადახვევად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ვფიქრობ საინტერესოა გადავხედოთ რას წარმოადგენს ჩვენი ტვინი - ბიოლოგიური კომპიუტერი და როგორ გვაწოდებს რეალობას. ჩვენთვის საინტერესოა არა ტვინის ფიზიოლოგიური აგებულება, არამედ რა სახით გვაძლევს ინფორმაციას. ეს რომ გავიგოთ ცოტა რამ მაინც უნდა ვიცოდეთ მისი აგებულების შესახებ, კერძოდ ის რომ ჩვენი ტვინი ორი, ვიზუალურად აბსოლუტურად იდენტური ნახევარსფეროსაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთის სარკისებურ ანაბეჭდს წარმოადგენენ და ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ასევე რთული აგებულების ნერვული უჯრედების ქსოვილით - კორპუს კალოზუმით. მიუხედავად იდენტური აგებულებისა მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფერო აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქვამს რეალობას. მარცხენა ნახევარსფერო ლოგიკური, თანამიმდევრული პროცესორია, რომელიც მოვლენას ან საგანს ხედავს როგორც ცალკე აღებულ დეტალს, ზუსტად ახსოვს წარსულის გამოცდილება და შეუძლია ამ საგნის თუ მოვლენის მომავალში პროეცირება, მისი სხვა დეტალებთან დაკავშირება რომ მიიღოს მთლიანი სურათი, მისთვის ყველაფერს ზუსტად განსაზღვრული ადგილი აქვს, არ არსებობს მთლიანი სურათი, არის მხოლოდ დეტალები, რომელიც შეიძლება მოზაიკასავით აიწყოს. მარჯვენა ნახევარსფეროს მკაცრად განსაზღვრული ლოგიკა არ გააჩნია, არც წარსულის გამოცდილებას იმახსოვრებს და არც დეტალები აწუხებს, უფრო პარალელური პროცესორია, რომლისთვისაც ყველა საგანი ან მოვლენა მთლიანი უწყვეტი ჯაჭვის, უწყვეტი ენერგიის ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც ახარებს ან ანაღვლიანებს, ის არა ლოგიკით, არამედ გრძნობებით აღიქვამს საგნებს ან მოვლენებს, მისთვის არსებობს მხოლოდ ერთი მთლიანი რეალობა, რომლის შემადგენელი ნაწილიც თვითონ არის, საგანი ან მოვლენა კი ამ სურათის მცირე მონაკვეთი, რომელზედაც მიმართულია ყურადღება. გასაგები რომ გახდეს რაზე მაქვს საუბარი, მაგალითად წარმოვიდგინოთ ვარდი, მხოლოდ მარცხენა ნახევარსფეროსათვის (მარჯვენას გარეშე) ეს ვარდი იქნება ასკილისისებრთა ოჯახის, თუ არ ვცდები smile.gif , წარმომადგენელი მცენარე წითელი ყვავილებით და მძაფრი სუნით, რომელიც მალე ჭკნება და რომელიც არც საკვებად არ გამოგვადგება. მარჯვენა ნახევარსფეროსათვის(მარცხენა
გარეშე) ვარდი მისივე ენერგიის შემადგენელი ნაწილია, ულამაზესი წითელი, სურნელოვანი, ყოველი დანახული ვარდი ამ ენერგიის ახალი გამოვლინებაა, რომელსაც პირველად ხედავს, ეს სილამაზეა რომელიც დადებით ემოციას იწვევს. მარცხენა ნახევარსფეროსათვის ბავშვის ტირილი ხმა, ადამიანის ნაშიერის ხმის იოგების მიერ დროდადრო წარმოქმნილი ვიბრაციაა, რომელსაც თან ახლავს თვალის უპეში არსებული ჯირკვლებიდან სითხის გამოყოფა, მარჯვენა ნახევარსფეროსათვის კი ბავშვის ტირილი განგაში და ტკივილია, რომელსაც თვითონვე განიცდის.... და ასე შემდეგ(მაპატიეთ თუ უგერგილო მაგალთები მოვიყვანე smile.gif ). მაგრამ კორპუს კალოზუმის გამო, რომლის საშუალებითაც ნახევარსფეროები აკავშირებენ და ცვლიან გამოცდილებას, ვარდის დანახვისას ვარდზე ყველა ინფორმაციაც გვახსოვს და მის სილამაზეს და სურნელსაც აღვიქვამთ, ბავშვის ტირილის გაგონებისას პანიკაში კი არ ვვარდებით, შეგვიძლია გავერკვეთ ბავშვს რამე უჭირს თუ უბრალოდ ჭირვეულობს.
ყველა ორგანიზებული რელიგია, მეცნიერების თითქმის ყველა სახე (კვანტური ფიზიკის თეორიული მხარის გარდა) მარცხენა ნახევარსფეროსულია დარგია, ხელოვნება მარჯვენა ნახევარსფეროს განეკუთვნება. აქამდე ყველაფერი წმინდა მეცნიერულად შესწავლილ სფეროს ეხებოდა. ახლა ეზოთურად გადავხედოთ smile.gif
მარცხენა ნახევარსფერო მამაკაცური ლოგიკური ასპექტია, მარჯვენა კი - ქალური, გრძნობიერი, გასაგებია რომ აქ ფიზიკურ სქესზე არ არის საუბარი. სამყაროში ჰარმონიული არსებობის შესანარჩუნებლად საჭიროა ტვინის ნახევარსფეროების ჰარმონიული ბალანსი, მაგრამ რადგან ჩვენ დუალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ ასეთი ბალანსის მოპოვება და მითუმეტეს შენარჩუნება ძალიან ძნელია, ჩვენი განვითარების მანძილზე რამოდენიმეჯერ უკვე შევიცვალეთ პოლარულობა, ხან მარჯვენა ნახევარსფერო იყო დომინანტი, ხან მარცხენა, ბალანსის პერიოდი კი, რომელიც ყველა დაახლოებით 26 ათასს წელიწადში ერთხელ დგება, და სხვა კოსმიურ მოვლენებთან არის კავშირში (სამყარო საოცრებაა, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ყველაფერი ცოცხალი და დინამიურია smile.gif ), არის ის პორტალი რომელიც მაღალ სამყაროებთან გვაკავშირებს, ამჟამად ჯერ კიდევ მარცხენა ნახევარსფეროს დომინირების ეპოქაში ვცხოვრობთ, უფრო სწორად გარდამავალ ეპოქაში, როცა ცნობიერება ინტენსიურად იყენებს მარჯვენა ნახევასფეროს და ვუახლოვდებით ჰარმონიულ ბალანსს..........
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jun 8 2012, 09:43 PM
Post #268


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო და მე რეალშიც შემიცვალეს პოლარულობა...მაგრამ ბოლომდე ვერ..ვარდის ენერგიად და სურნელად აღქმა უფრო ახლობელია ჩემთვის ვიდრე მისი ფიზიკური თვისებებისა და ოჯახის რაობს აღქმა. smile.gif))


ქეით, ვინ ვარ ან რატომ ვარ.. რომ იცოდე როგორ მაწხებს ეს საკითხი.. არადა თან ვიცი რომ ვიცი, მაგრამ ვერ ვაქუჩებ ამ ინფოს, ვერ ვაგროვებ ერთად... გაფანტულად , გრძნობად დონეზე აღქვიქვამ და ფორმას ვერ ვაძლევ ამ ყველაფერს... აბსტრქტულია.. და მაწუხებს, თუმცა მაწუხებს კიი? ესეც არ ვიცი ზუსტად..

ბოლო დროს ყველაფერი , ყველანაირი ინფორმაცია თითქოს არაა ახალი.. ეს ხომ ისედაც ვიცი... ასეთი განწყობა მაქვს, არადა არ ვიცი, ხო ფაქტია.. მაგრამ ვიცი და პლუს ამას, დიდი ბრძენის სიტყვების ციტირებაც ხდება შინაგანად.. მე ხომ არაფერი არ ვიცი, საერთოდ არაფერი. თითქოს გონება თვითონ იწყეს ყველაფრის წაშლას(თუ გადამალვას), ზედმეტი ბალასტივით, ვცდილობ ავმსუბუქდე.. ეს ყველაფერი მამძიმებს... რადგან ის რაც მართლა მჭირდება აქაა.. გარშემო... ჰაერში ფრინავს ჩემ გარშემო... ამით ვსუნთქვა და ამიტომ იმ ზედმეტს ვიცილებ..

აბათ ეს მაწუხებს სინამდვილეში.. ეს ყველაფერი...ისეთი გრძნობა მაქვს რომ იგივეს განვიცდიდი დაბადებისას, სტრესი, ტკივილი, შიში, დარდი, სიხარული, ყველაფერი ერთად არის არეული...მიწიერად კი კარდიოგრამის სწორი ხაზივით ვარ...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Jun 8 2012, 09:47 PM
Post #269


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 997
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
კარგად თქვიიი... ძალიან ახლობლად და საინტერესოდ... მე კიდე ეს ბოლო პერიოდია ზუსტად ვგრძნობ რას ნიშნავს იყო გამოკიდული ცასა და მიწას შორის


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kindatma
post Jun 8 2012, 09:54 PM
Post #270


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 752
Joined: 25-March 12
From: თბილისი
Member No.: 6,765

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ღმერთი ვართ


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 9 2012, 12:20 AM
Post #271


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
girl_sigh.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 27 2012, 09:38 PM
Post #272


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE
ბოლო დროს ყველაფერი , ყველანაირი ინფორმაცია თითქოს არაა ახალი.. ეს ხომ ისედაც ვიცი... ასეთი განწყობა მაქვს, არადა არ ვიცი, ხო ფაქტია.. მაგრამ ვიცი და პლუს ამას, დიდი ბრძენის სიტყვების ციტირებაც ხდება შინაგანად.. მე ხომ არაფერი არ ვიცი, საერთოდ არაფერი. თითქოს გონება თვითონ იწყეს ყველაფრის წაშლას(თუ გადამალვას), ზედმეტი ბალასტივით, ვცდილობ ავმსუბუქდე.. ეს ყველაფერი მამძიმებს... რადგან ის რაც მართლა მჭირდება აქაა.. გარშემო... ჰაერში ფრინავს ჩემ გარშემო... ამით ვსუნთქვა და ამიტომ იმ ზედმეტს ვიცილებ..

ზუსტად აღწერ იმ მდგომარეობას, რაც ტიპიურია უამრავი ადამიანისათვის ამ ეტაპზე და სიტყვებით გადმოცემა უჭირთ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jun 27 2012, 11:33 PM
Post #273


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქეით, ძალიან საინტერესოდ წერთ, იმისდა მიუხედავად რომ საშინლად ამტკივდა თვალები, მონიტორზე კითხვით, არცერთი პოსტი არ გამომრჩენია, მართალია ფიზიკა მათემატიკური გათვლები ვერ გავიგე, მაგრამ დანარჩენი ძალიან ახლოსაა ჩემთან.რაც შეეხება ჩაქოლვას, მეშინია თქო ვერ ვიტყვი მაგრამ წიგნი რომელსაც ეხლა ვწერ, იუდას ეხება, მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა, იუდა რატომ არის ყველასთვის საგინებელი და საძაგელი ქრისტეს მსახური? მანაც ხომ თავისი მისია რომელიც ღმერთისგან ქონდა პირნათლად შეასრულა, რომ არა ის არ გააკრავდნენ იესოს ჯვერზე, ასე არა? და ხომ არ აღსრულდებოდა წერილი?. და ბევრი ამდაგვარი კითხები, ბიბლიიდან რომელზეც არასოდეს არავინ გაგცემს პასუხს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 28 2012, 12:49 AM
Post #274


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tamriko_faso
დიდი მადლობა smile.gif . ხანდახან ვფიქრობ, რა საჭიროა ყველაფრის ჩხრეკვა, მითუმეტეს ამაზე წერა, როდესაც ადამიანმა უბრალოდ უნდა იცხოვროს სწორად: ისიამოვნოს სიცოცხლით და იყოს ბედნიერი ოღონდ არ მიაყენოს ზიანი არავის, იღებდს და არიგებდეს სითბოს და სიყვარულს - ეს არის სულ smile.gif , და ამისათვის სულაც არ არის საჭირო ფილოსოფია.... მეცნიერება.... რელიგიები...... მაგრამ იმდენად საინტერესოა ეს ყველაფერი, იმდენად საოცარია სამყარო ჩვენს ირგვლივ, რაც არ უნდა ტკივილს გვაყენებდეს დროდადრო, გინდება ჩაწვდე, ოდანავ მიუახლოვდე მაინც smile.gif მის აზრზს, მაგრამ, და ესეც საოცრებაა, რაც უფრო მეტს იგებ, როცა თუნდაც ერთი კითხვის დაახლოებით პასუხს პოულობ, ეს პასუხი მაშინვე გიჩენს ათ ახალ კითხვას, რომლის არსებობაც კი არ იცოდი მანამდე და ასე უსასრულოდ გრძელდება ეს პროცესი სიკვდილის შემდგომაც.
ეს კი ჩემი აზრია, რაც შეიძლება მოკლედ, იუდაზე:
სახარებაში ჩემთვის ყველაზე წინააღმდეგობრივი პიროვნება იუდაა. იუდას სახარების წაკითხვამდე ან საერთოდ გაგებამდე დიდი ხნით ადრე მაწუხებდა იუდას ღალატის სცენის არარეალობა, მივყვეთ სახარებას თუნდაც ნამდვილი მორწმუნის თვალით: ჯერ ერთი რომ თვითონ გაცემის ფაქტამდე არაფერია მასში რაც პოტენციურ მოღალატეს მიუთითებს, უფრო მეტიც, ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და სანდოა, რადგან მას ებარა საერთო ფული, ასე რომ ფულს დახარბებული რომ ყოფილიყო ყოველგვარი ღალატის გარეშე შეეძლო წაეღო საერთო ქისა, როცა ყველაზე მეტი ფული ქონდათ და წასულიყო, რაღაც მომენტში ოცდაათ ვერცხლზე მეტს ხომ დააგროვებდნენ. მათეს, მარკოზის და ლუკას მიხედვით საიდუმლო სერობის ღამემდე ან თვითონ სერობამდე შევიდა მასში სატანა, რაც ქრისტემ იცოდა, მაგრამ ხელი არ შეუშალა(მას ხომ შეეძლო, რამდენი ეშმაკისეული განკურნა მანამდე!) ....რადგან უნდა აღსრულებულიყო დაწერილი..., გამოდის იმის ნაცვლად რომ გადაერჩინა იუდას სული, სატანის მიერ შეცდენილი იუდა ქრისტემ გამოიყენა წინასწარმეტყველების აღსასრულებლად და თუ ასეა რატომ არსად არც ერთი სიტყვით არ შეუნდობენ ან შეიბრალებენ იუდას, რომელსაც მოძღვარმა, თუნდაც ღვთიური მიზნისთვის, მაგრამ ზურგი აქცია და სატანის ინსტრუმენტად დატოვა?!, უფრო მეტიც მათეს მიხედვით კიდევ ერთ ცოდვას სჩადის და თავს იკლავს, როცა სავარაუდოდ სატანა ტოვებს და მიხვდება რაც ჩაიდინა და ისევ განსჯა არანაირი მიმტევებლობა. მაგრამ იოანეს სახარება კიდევ უფრო წინააღმდეგობრივია ამ მხრივ, აქ 13:18 გარკვევით ამბობს იესო: " ....მე ვიცი ვინც ამოვარჩიე: მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი.....", 13:27 კი გვამცნობს "ამ ლუკმის შემდეგ (იესომ რომ მიაწოდა) სატანა შევიდა მასში . მაშინ უთხრა მას იესომ: "რასაც აკეთებ, მალე გააკეთე"", და თუმცა ზემოთ 13:2 წერია: "სერობის დროს, როდესაც ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას.... რომ გაეცა იგი" და მერე 13:11 - "რადგან იცოდა ვინც გასცემდა.....", აშკარაა ლუკმის მიწოდებით მიუთითა მასზე ვინც თვითონ ამოირჩია და იგივე ლუკმით გადააბარა იუდა სატანას და გაუშვა დავალების შესასრულებლად, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ასრულებს - იოანეს სახარება ერთადერთია სადაც იუდა პირდაპირ არ მიუთითებს იესოზე (იუდას ამბორი), არამედ თვითონ იესო წარდგება წინ და ასახელებს თავის თავს (როგორც სჩანს შეატყო იუდას ჭოჭმანი) . ყოვლად გაუგებრად მეჩვენება, რატომ არის იუდა საუკუნოდ შეჩვენებული როგორც გამცემი და მოღალატე, როდესაც სახარების მიხედვით, ჯერ ერთი, მოქმედებს არა თვითონ, არამედ სატანა, და ის ვისაც შეუძლია სატანას წინ აღუდგეს მისივე მოძღვარია, მეორე კი, იოანეს მიხედვით თვითონ იესო ირჩევს იუდას ამ როლისთვის და რაც მთავარია - ამ ქმედების გარეშე არ შედგებოდა ქრისტიანობის მთავარი მისტერია: იესოს წამებითა და ჯვარცმით კაცობრიობის კათარზისი.
ახლა კი ყველაფერ ამას შევხედოთ არა მორწმუნე ქრისტიანის, არამედ ეზოთერული ლოგიკის თვალსაზრისით და ორ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივალთ: ან იესო არ იყო ის დიდი ხნის ნალოდინები მესია (ასე თვლიან ებრაელები), არამედ ძლიერი წმინდა სული, მაგრამ ხალხს რომ კარგად გაეგო და ერწმუნა მისი გზავნილი, მესიაზე არსებულ წინასწარმეტყველებებს (საქმეები, დანიელის წიგნი, ფსალმუნები....) მიყვებოდა და ამისათვის ჭირდებოდა ის, ვინც მოღალატეს ითამაშებდა. და მისი იდეები იმდენად მნიშვნელოვანი იყო რომ მის განსამტკიცებლად მოწამეობრივ სიკვდილზე წავიდა თავისი ნებით, ამ შემთხვევაშიც იუდამაც საკუთარი ნებით შესწირა თავი. ან აქ ჩანს ჩვენი დუალისტური სამყაროს მოჩვენებითი არსი, კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება, მხოლოდ ბოროტის (სატანა და მის მიერ შეცდენილი მოღალატე იუდას) კეთილთან (იესოს გაცემა) დაპირისპირება ქმნის ახალ რეალობას (კაცობრიობის ხსნა), მაგრამ პროცესი თვითონ კეთილით და სიყვარულით იმართება("მე ვიცი, ვინც ამოვარჩიე") - გაიხსენეთ იესოს სიტყვები, მისი ბოლო ახალი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი ისევე, როგორც მე შეგიყვარეთ - რადგან ერთადერთი ძალა, ერთადერთი რეალობა იქ საიდანაც მოვიდა ქრისტე და საიდანაც მოვდივართ ყველანი, სიკეთე და სიყვარულია, მაგრამ აქ, ამ დუალისტურ სამყაროში ერთ მხარეს ვერ დავინახავთ თუ მისი საპირისპირო არ გვაქვს, აქ თვითონ სამყაროა ორი ურთიერთმოწინააღმდეგე მხარეთა დაპირისპირებით შექმნილი
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest..
post Jun 28 2012, 01:13 AM
Post #275


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 636
Joined: 11-January 11
Member No.: 6,352

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tamriko_faso @ Jun 28 2012, 12:33 AM) *
წიგნი რომელსაც ეხლა ვწერ, იუდას ეხება, მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა, იუდა რატომ არის ყველასთვის საგინებელი და საძაგელი ქრისტეს მსახური? მანაც ხომ თავისი მისია რომელიც ღმერთისგან ქონდა პირნათლად შეასრულა, რომ არა ის არ გააკრავდნენ იესოს ჯვერზე, ასე არა? და ხომ არ აღსრულდებოდა წერილი?.


იუდას მონოლოგი



მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ,
ბნელში განრთხმული იდგა ზეგანი.
და თქვა იესომ: „მამლის მესამე
დაყივლებამდე ერთი თქვენგანი
მიღალატებსო“... – მიღალატებსო?
და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქოს სუფრაზე უცებ დაგვესწრო
თვით ანგარება და პირფერობა...
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს,
დასთამაშებდა პირზე ღიმილი
და მწიფდებოდა, ღალატის მსგავსად,
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით. დუმილმა სული დაღალა.
იწურებოდა დათქმული ვადა.
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას გავდა.
მერე მოვარდა სიო ფრთამალი,
დაფლითა შავი ღრუბლების ფარჩა,
უკვე მეორედ ყივის მამალი,
მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს.
ნუთუ, მოტყუვდა, შეცდა მოძღვარი,
ბრძენი, მისანი, სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი
მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა.
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა–ღაღადი,
მოკვდება ღმერთი, თუ ახლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი!
უნდა ვითავო ეს უმძიმესი
საქმე – გავიღო მსხვერპლი საჩინო;
უნდა გავწირო კაცი – იესო,
ქრისტე ღმერთი რომ გადავარჩინო!
ჩქარა!.. ცის კიდეს ვარსკვლავი მოსწყდა,
ზეცა გაწითლდა, როგორც მოცხარი...
და მე ავდექი, ვაკოცე მოძღვარს
და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი!
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jun 28 2012, 01:09 PM
Post #276


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან დიდი მაგლობა მიხარია რომ ვიპოვე ადამიანები რომლებიც ისე ფიქრობენ როგორც მე. ერთი ტვეც არარის რაც ამ საიტზე შემოვედი და ბევრ კითხვაზე პასუხი ვიპოვე, გმადლობთ. gul.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Jun 28 2012, 10:56 PM
Post #277


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 997
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Barmalei
ეს ვისი ლექსი?


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 28 2012, 11:48 PM
Post #278


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
ქვლივიძე მიხეილ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Jun 29 2012, 08:53 AM
Post #279


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 997
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეორედ მოსვლა
დიდი, ცისფერი თევზი აწყდება აკვარიუმის დაორთქლილ კედლებს,
ის ცდილობს, მაგრამ თავის დაღწევას ამ კედლებიდან ვერასდროს შეძლებს.

ნიშში ჰკიდია ღვთისმშობლის ხატი და ჩვილი ქრისტე მარიამს ეკვრის,
მან ჯერ არ იცის, თუკი ამქვეყნად სადმე არსებობს გვირგვინი ეკლის!

ან თუ საერთოდ არსებობს რამე, დედის სითბოს და ალერსის გარდა,
ან თუ ოდესმე მოუწევს მისვლა სიკვდილ-სიცოცხლის გარდუვალ ზღვართან,

ბევრი უნდა ქმნას, ვითარცა ღმერთმა და უფრო მეტი ვითარცა კაცმა,
მაგრამ არაფერს აპატიებენ__ ქრისტეს დასჯიან, მას ელის ჯვარცმა.

რაც წინასწარვე განსაზღვრულია, იმას ვერ შეცვლის ვერც ის და ვერც სხვა;
და მაცხოვარი აუქციონზე გაიყიდება 30 ვერცხლად!

საიდუმლოა სერობა ესე, მოციქულები გვერდიგვერდ სხედან,
იესო უკვე ზეცად მაღლდება და ძვლივს მიათრევს საკუთარ ცხედარს

და დასხდებიან ოთხთავის წერად იოან, მარკოზ, მათე და ლუკა:
ის არ მომკვდარა, მხოლოდ წავიდა და დაბრუნდება ოდესმე უკან!

აკვარიუმის კედელებს აწყდება თევზი დიდი და ციფერი ერთობ,
ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები მიწაზე ღმერთო!

ნუ დაბრუნდები, ნუ დაბრუნდები, რადგან შეხვედრა იქნება მკაცრი,
თუ მაინც შენსას აღარ დაიცდი დაბრუნდი როგორც უბრალო კაცი!!!

პაატა ნაცვლიშვილი

აი ესეც ძალიან მიყვარს


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
givi
post Jul 2 2012, 11:57 AM
Post #280


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 196
Joined: 17-March 12
Member No.: 6,757

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვინ ვართ საიდან მოვდივართ, ყველა კითხვის დეააზრია,
საქმის მდგომარეობა ჩემი აზრით კი ასეთია: ცნობიერების აბსოლუტი ავლენს თავს გამოვლინებით - ანუ
მილიარდობით ფორმით.

ცნობიერება გამოისახება გამოვლინებით, ასეთი სახით გამოსახავს თავს აბსოლუტი, ხსნის
თავის შემადგენელს,და მთავარი, ამით „აცნობიერებს თავის ცნობიერებას.“
გამოვლენილი და გაცნობიერება არ განსხვავდება ერთიმეორისგან, ეს ერთი და იგივეა.

უბრალოდ სიტყვებია სხვა და სხვა: ყველაფერი ა რ ი ს მოძრაობა ცნობიერებაში, თუმცა
ცნობიერება ავტონომიურად არც კი არსებობს, როგორც რაღაც ა რ ი ს.

არამედ არის მხოლოდ თავად ეს გაცნობიერებული მოძრაობა ურიცხვი რაოდენობის ფორმისა. დაბადება და განადგურება. ყველაფერი ეს ასე არის მანამ, სანამ არის კონცეფცია დროსა და
სივრცეძე, და ამის გაიგივება სხეულ-ფორმა-სთან. და რა თქმა უნდა პიროვნულობა - ერთერთი ფორმაა,

და როდესაც გაცნობიერებულობა შეზღუდულია სხეულთან გაიგივებულობით, და კარგავს
საზღვრებს, თუნდაც სხეული-ფორმის სიკვდილის მიზეზით, და მასთან ერთად პიროვულობის დაკარგვით, ან სიკვდილის მიზეზით თუ არა მაშინ უბრალოდ ღრმა
სულიერი შემეცნებულობით იმისა თუ რა გახლავს საქმის ჭეშმარიტი არსი, შედეგად
არაფერი აღარ რჩება, უპიროვნულო, სუფთა ცნობიერების გარდა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: სხეული, მისი ინტერპრეტაციის სისტემები, ამას მიმატებული
გარე სტიმულებზე რეაქციის მექანიზმები - არის ცნობიერებაში გამოვლენილი ფ ო რ მ ე ბ ი.
ისევე როგორც აურაცხელი რაოდენობის სხვადასხვა ფორმა. პრასვეტლენიე კი ამ ფაქტის
გაცნობიერებაა. მნიშვნელოვანია გავიგოთ ის რომ, ეს მიიღწევა ყოველგვარი ძალისხმევის
გარეშე, სპონტანურად, და ყოველგვარი ძალისხმევა ამის მისაღწევად დაუშვებელია, რადგან
ძალისხმევის მცდელობები ამის მისაღწებად არის ისევ და ისევ მხოლოდ ფორმა, რომელსაც
შენი თავი ქვია, რადგან ასეთია გამოვლინებულის ცნობიერების უნარის ბუნება. ამიტომ

ჯობია ცნობიერებაში გააზრებულად მიუახლოვდე ამ ყველაფერს. ი ს, რასაც აცნობიერებ
შ ე ნ-ად ------ აცნობიერებ მხოლოდ შ ე ნ-ად, მაშინ როდესაც გაცნობიერების წყაროს გაცნობიერებას ვერ ახერხებ, და ეს იმიტომ რომ თავად ხარ გაცნობიერების აბსოლუტი
რომელიც თავს ავლენს მილიარდობით ფორმებში. და უფრო ზუსტი, რომ ვიყოთ, თქვენ
არ ხართ, არის მხოლოდ ის, რაც ა რ ი ს --გამოვლინებულის გაცნობიერებულობა.



როდესაც ყველაფერი ეს იქნება გაცნობიერებული, მაშინ მოვა იმ ფაქტის გ ა გ ე ბ ა რომ:
„ცნობიერება არ განიყოფება, თავისი გამოვლინებულის შემადგენლისაგან“
ჭეშმარიტების გასაღები „ჩემთვის“ შეიძლება გახდეს მხოლოდ ცნობიერების გაცნობიერება,
რის შემდეგაც გაცნობიერებულობა იწყებს გაცნობიერებულად გაცნობიერებას.
მაგარი აბდაუდაა, მაგრამ იმინნა ასეა მოწყობილი ყველაფერი. ჩვენ ვსაუბრობთ
სამგანზომილებიანი ენით სამყაროს მოწყობაზე, მაშინ როდესაც სამყაროში საერთოდ არ არსებობს არც მაღლა არც დაბლა...და ა.შ.


--------------------
Все что есть – это уроки. Одна нескончаемая школа. И нет никакой иной причины для существования всего, что есть.
Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V  « < 12 13 14 15 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 14th May 2024 - 09:29 PM