IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> უცნაური სახლები,უცნაური ნივთები,ნახატები
daliela
post Apr 18 2013, 05:22 AM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 119
Joined: 11-October 10
Member No.: 6,289

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



15 აპრილს ე.წ სიყვარულის დღეს მთელი ჩემი სამეგობრო შეიკრიბა ,დავლიეთ ( ჩემს გარდა ყველამ) და გადავწყვიტეთ რომ მოგვეწყო after party ჩვენი ერთ–ერთი მეგობრის სახლში ( მე ეს ბიჭი მაგ დღეს გავიცანი)
ერთი სიტყვით სრულიად გრუზინულ-მატერიალისტურ ტალღაზე მომართული გავემართე ამ სახლისკენ და შევდგი თუარა ფეხი ამ სახლში ეგრევე თავი ამტკივდა. ცოტა არიყოს გამიკვირდა მაგრამ დიდი ყურადღება არ მივაქციე. ჩვეულებრივი სახლი იყო სადაც ბიჭები ცხოვრობენ. ანუ უკიდეგანოდ არეული ,ოღონდ სასიამოვნო არეულობით ... ''მოწოდებით ბომჟები'' გამიგებენ biggrin.gif
სამზარეულოს შეთვარიელებისთანავე შევედი დიდ სასტუმრო ოთახში სადაც კედლებზე ეკიდა საკმაოდ დიდი ზომის ნახატები . ერთ ერთ ნახატზე ცისფერ და თეთრ ტონალობებში გამოხატული იყო ორი ადამიანი. პირველი იჯდა.. მეორე უკან ედგა ოღონდ ერთი თავით მაღლა და იმ უკან მდგომს თავზე ებრაული ვარსკვლავი ეხატა დიადემის მაგივრად. იესო და იუდა.
და მომეჩვენა რომ ნახატზე ნაჩვენები იყო იუდას უპირატესობა იესოზე...
როგორც ჩემმა ახალგაცნობილმა მეგობარმა ამიხსნა ეს ნახატები ეკუთვნის მისი ოჯახის მეგობარს ,მხატვარს ( ჩემი აზრით გენიოს მხატვარს )
ეს კიდევ არაფერი,იყო იმ სახლში საინტერესო ნივთები. გრავიურები
ერთ ერთ გრავიურაზე ძალიან მკრთალად ეხატა სატანა ორი რქით . და არცერთ ჩემს მეგობარს არ დაუნახავს რა ეხატა . მარტო დილას მე და ჩემმა ''ინდიგო'' ძმაკაცმა დავიწყეთ მაგაზე ლაპარაკი და მაშინ დავაკვირდით .
ყველაზე მთავარი

კედელზე იყო აყუდებული დიდი ზომის ნახატი ,უკანა მხარეს ეწერა მამო ჩვენო და რომ მოატრიალა ჯერ გვითხრა მოემზადეთო. მეთქი რა უნდა მაჩვენოს ახლა ამან მე ისეთი რაც გამაკვირვებს
მოატრიალა და აი თუ გიგრძვნიათ რაღაც დიდი სველი და მძიმე ენერგია რომ დაგეტაკება . ეგეთი რაღაც ვიგრძენი
ტილოზე მუქ შავ და მუქ მწვანე ფერებში ( ეს ფერები არ მომეწონა ძალიან,მე არვიცი როგორ უნდა დახატო იესო ასეთ ფერებში) იყო დახატული მაცხოვარი რომელსაც უბრალოდ თვალს ვერ გაუსწორებდი.
ვერ გეტყვით ამ თვალებში რა იყო...
მე მარტო აი უსაშველო სიმძიმე დავინახე
ბინის პატრონმა გვითხრა რომ კედელზე ავაყუდე და გამიშავა კედელიო,თან გვანახა სურათის სიდიდეზე გაშავებული კედელიც.
ჩემი მოკლე ჭკუით მხატვარს უნდოდა დაეხატა ქრისტე და დახატა სხვა....

ჩემი''ინდიგო ძმაკაცი'' რომელსაც არანაირი ეზოთერული ცოდნა არ გააჩნია მაგრამ მე ვთვლი რომ საკმაოდ მაღალ ლეველზეა მიაშტერდა და დიდი ხანი ვერ მოვაცილე სურათს. გინდა თუარა შემეშვი '' ვებაზრებიო ''
დღეს კიდევ მწერს ცუდათ ვარ თვალებიდან არ ამომდისო
მე შეხედვისთანავე ვიგრძენი რომ არ უნდა მეყურებინა და მაშინვე მოვბრუნდი და ვთხოვე შეეტრიალებინა. მაგრამ ჩემმა მეგობარმა ისევ მოატრიალა და ძლივს მოვაგლიჯე სურათს. დაჰიპნოზებული თვალებით აშტერდებოდა და გული გამისკდა რომ შევხედე. არადა ამ ბავშვს ისეთი თვალები აქვს,ბავშვის. ზღვა აქვს თავლებში და მაგ დროს სულ სხვანაირი თვალები ჰქონდა. .. უცხო .

მოკლედ ძალიან უცნაური სახლი იყო. პატრონმა კიდევ მოპმიყვა რომ დილის 6 საათზე ფანჯრების წინ ხეზე შავი ყვავები ჯდებიან . და მართლა დაჯდნენ დილას ..
ფაქტი ისაა რომ შესვლისთანავე საშინლად დავიძაბე და კარგა ხანი დამჭირდა დამშვიდებისთვის .

მაგრამ იმ ნახატს ალბათ არასდროს დავივიწყებ.
თუ კიდევ მოვხვდი იქ აუცილებლად გადავუღებ ფოტოს და დავდებ
თუ გქონიათ რაიმე მსგავსი გამოცდილება დაწერეთ თქვენც,საინტერესო იქნება ძალიან .


--------------------
God is God
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
daliela   უცნაური სახლები,უცნაური ნივთები,ნახატები   Apr 18 2013, 05:22 AM
earth   daliela მართლაც უცნაურ...   Apr 18 2013, 07:51 AM
teepurple   ერთ ერთ გრავიურაზე...   Apr 18 2013, 09:12 AM
td.........   daliela ძალიან სანტერე...   Apr 18 2013, 09:13 AM
earth   td......... დადევი რა :)   Apr 18 2013, 09:06 PM
td.........   earth სახლში მხოლოდ 2 ც...   Apr 18 2013, 10:47 PM
earth   td......... ისე დამაინტერ...   Apr 19 2013, 12:05 AM
Simulated   გადაუღე ფოტოები და...   Apr 19 2013, 05:40 AM
td.........   Simulated მართალი ხარ! ...   Apr 19 2013, 08:13 PM
Simulated   Simulated მართალი ხარ! ...   Apr 20 2013, 01:12 AM
daliela   რათქმაუნდა მხატვა...   Apr 19 2013, 09:35 PM
tikoroma   daliela ნურას უკაცრავა...   Apr 19 2013, 09:47 PM
daliela   მერე სადაა ნახატებ...   Apr 19 2013, 09:53 PM
tikoroma   გასაიდუმლოებულია, ...   Apr 19 2013, 10:02 PM
daliela   გასაიდუმლოებულია, ...   Apr 19 2013, 10:23 PM
tikoroma   ჯერ სად ხარ :ph34r:   Apr 19 2013, 10:29 PM
td.........   ისე ანანდა სად გაქ...   Apr 19 2013, 10:51 PM
tikoroma   სხვა პლანეტაზეა   Apr 19 2013, 11:09 PM
Simulated   http://sphotos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-prn1/2437...   Apr 20 2013, 01:20 AM
daliela   http://sphotos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-prn1/2437...   Apr 23 2013, 01:53 AM
td.........   Simulated ხო ეგაა, მაგრამ...   Apr 20 2013, 08:39 AM
earth   Simulated მეც სევდას და ტ...   Apr 20 2013, 09:45 AM
matashi   Simulated მეც არვხედავ ჟ...   Apr 21 2013, 04:26 AM
jarmen   მეც მქონია მასეთი ...   Apr 23 2013, 11:23 PM
daliela   დაბინძურებას რაც შ...   Apr 24 2013, 05:31 PM
Athanasia   რა ჰქვია შენს მეგო...   Aug 19 2013, 04:55 PM
brevalo   პირადი აღქმები რა ...   Apr 15 2018, 10:29 AM
starscream   ესეთ რაღაცას ვიტყვ...   Apr 15 2018, 12:40 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 10:10 AM