![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ამ ახალ თემაში მინდა მოგაწოდოთ, და თქვენგანაც მოვისმინო კოსმოლოგიური სურათი იმისა, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ აღმოვჩნდით ამ დუალისტურ ბოროტება-სიკეთის სამყაროში, რა არის საერთოდ ბოროტება და სიკეთე, ან ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ან სად მივდივართ..... არ იფიქროთ ამ დროის დასაწყისიდან არსებული კითხვების ზუსტი პასუხების შემოთავაზებას ვაპირებდე, ნამდვილად არ მაქვს ასეთი პრეტენზია
![]() ზუსტად ამ სახის სურათს ალბათ ვერსად შეხვდებით, ბევრი რამე გაუგებრად და აბდაუბდად მოგეჩვენებათ, არც ზუსტად რომელიმე რელიგიასა თუ რწმენაში ჩაჯდება. და ვისშიც წინააღმდეგობას გამოიწვევს, უბრალოდ დაივიწყოს რასაც წაიკითხავს. და რაღა თქმა უნდა არ ჩათვალოთ სრულ ჭეშმარიტებად ყველაფერი ![]() ის რასაც ჩვენი თვალსაწიერი წვდება, თუნდაც უახლესი ტელესკოპებით, მხოლოდ უმნიშვნელო ერთი ციდა ნაწილია იმ ფიზიკური სამყაროსი, რომელშიც ვცხოვრობთ, თვითონ ეს ფიზიკური სამყარო კი, მთლიანი, რეალური სამყაროს მხოლოდ ერთი განზომილება, მხოლოდ ერთი მცირე ნაწილია. და თუ შეძლებთ წარმოიდგინოთ ეს უსაბამო და დაუმთავრებელი უსასრულობა, მასში გამუდმებით, შეუჩერებლად მიმდინარე პროცესებით, როგორც ერთი ცოცხალი ორგანიზმი - თქვენ შეძლებთ ღმერთის წარმოდგენას. ამ სამყაროში, რომელიც ერთი შეხედვით ქაოტურია, ყველაფერი კანონზომიერებით მიმდინარეობს. და ერთი ძალით, ერთი ენერგიით იმართება, ერთი ენერგია მართავს როგორც უმაღლესს ასევე უმდაბლეს განზომილებებს, განსხვავება ამ ენერგიის ინტენსიურობაში, მის ვიბრაციაშია. ეს არის სამყაროში ერთადერთი რეალურად არსებული შემოქმედი ენერგია - სინათლის და სიყვარულის ღვთიური ენერგია.(ტერმინოლოგია პირობითია ![]() ჩვენ უსასრულოდ დიდი ხანია ვარსებობთ, და ერთი საერთო საწყისიდან მოვდივართ, საწყისიდან პირველ სამყარომდე სულის მოგზაურობა ძალიან ძნელი აღსაქმელია და ადექვატური სიტყვები არ არსებობს (დანარჩენიც ასევე ძნელია ![]() |
|
|
![]()
Post
#2
|
|
BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,708 Joined: 9-September 10 From: Somewhere Over The Rainbow Member No.: 6,258 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
kate
ველოდები გაგრძელებას ![]() |
|
|
![]()
Post
#3
|
|
![]() VIOLET soul ![]() Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
|
|
|
![]()
Post
#4
|
|
![]() ORANGE soul ![]() Group: Members Posts: 474 Joined: 8-January 11 Member No.: 6,349 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
kate
ძალიან საინტერესოა! მეც ველოდები გაგრძელებას ![]() |
|
|
![]()
Post
#5
|
|
VIOLET soul ![]() Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
მოვდივართ სოფლიდან... რატომ წამოვედით? იხილეთ პირველი თავი გურამ დოჩანაშვილის წიგნში "სამოსელი პირველი" (დომენკოს და მამის გამოსამშვიდობებელი დიალოგი).
საბოლოოდ სად დავბრუნდებით? ისევ სოფელში! ![]() -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
![]()
Post
#6
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
Atman
მაგარია დოჩანაშვილი. ძალიან მიყვარს ![]() |
|
|
![]()
Post
#7
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
........ეს არის ფორმების სამყარო, ანუ პირველი მატერიალური სამყარო, სადაც სული პირველად იწყებს ფორმების ჩამოყალიბებას, მის ზემოთ მხოლოდ სუფთა ენერგია, აბსოლუტური ინტელექტი, ვიბრაციაა რომელთა აღქმაც შეუძლებელია და არანაირი ფორმები, ჩვენი გაგებით არ არსებობს.
ამ სამყაროს შეგვიძლია ვუწოდოთ მეთორმეტე განზომილება, ესეც პირობითია, და აღებულია შვიდი ძირითადი განზომილების და მისი ხუთი ობერტონის მიხედვით, რეალურად კი თითოეულ განზომილებას გააჩნია შვიდი ძირითადი ქვეგანზომილება თავისი ხუთი ობერტონით, რასაც ისევ მაგიურ 144-მდე მივყავართ (საწყისს, ღმერთს გამოყოფილი სული თორმეტად ფრაგმენტირდება და თითოეული ისევ თორმეტად, ასე რომ საბოლოოდ 144 სრულყოფილი მონადაა), მაგრამ ქვეგანზომილებებს შორის დროის ბარიერი არ არსებობს და მათი საზღრების გადალახვა ადვილად ხდება ფიზიკურ პლანზე, როგორც პლანეტარულ ასევე ადამიანებისათვის, ეს თითქმის შეუმჩნეველია, მაგალითად ჩვენ უკვე გავიარეთ ჩვენი განზომილების ყველა ქვეგანზომილება, და დიდი კვალი არ დაუტოვებია, თუმცა ძნელი არ არის ამ ზღვრების პოვნა ჩვენს ისტორიაში, ნამდვილი ბარიერი ძირითად განზომილებებს შორის იმყოფება, მათ შორის დროის ბარიერი, და ახლა ჩვენ - როგორც კაცობრიობა, ისე მთლიანად მზის სისტემა, ასეთ ზღვართან ვიმყოფებით. მეთორმეტე განზომილება არის ის რეალური სამყარო, სადაც ნამდვილი სიცოცხლე მიმდინარეობს, სადაც ნამდვილად რეალურად ვარსებობთ და საიდანაც იწყება ქვედა განზომილებების სამყაროების შექმნა, იქაური ცხოვრების წესის და "ტექნოლოგიების" აღწერის ყოველგვარი მცდელობა უბრალოდ წარმოუდგენელია, ეს არის ღმერთების თუ ნახევრადღმერთების, მეტატრონის, მთავარანგელოზების, სრულყოფილი არსებების ისეთების, როგორადაც ისინი წარმოგვიდგენია, სამყარო. იქ ჯერ კიდევ არ არის ასტრალური სხეული, ამის საჭიროება უბრალოდ არ არის. ენერგია უწყვეტი და ინტენსიურია, შესაძლებლობები ამოუწურავი..... |
|
|
![]()
Post
#8
|
|
![]() MASTER ![]() Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
kate
როგორც ყოველთვის მოცოდების სიმარლეზე ხარ! წყაროებსაც თუ მითითებს ძალიან გამიხარდება!:)) ვიცი რომ ერტI წყაროთი არ სარგებოლობ, მაგრამ ძირიტადი მაინც..წინასწარ გმადლობ.. ![]() -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
![]()
Post
#9
|
|
![]() RED soul ![]() Group: Members Posts: 112 Joined: 4-March 10 From: Tbilisi Member No.: 6,167 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
Kate
ამ ახალ თემაში მინდა მოგაწოდოთ, და თქვენგანაც მოვისმინო კოსმოლოგიური სურათი იმისა, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, როგორ აღმოვჩნდით ამ დუალისტურ ბოროტება-სიკეთის სამყაროში, რა არის საერთოდ ბოროტება და სიკეთე, ან ჩვენ რას ვაკეთებთ აქ ან სად მივდივართ..... =============================================================================== გურჯიევის "ბელზებულის ზღაპრები მის შვილიშვილს" არის ჩემი პასუხი. |
|
|
![]()
Post
#10
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
td.........
ამ კითხვას თუ არ გეწყინებათ, უპასუხოდ დავტოვებ, ან გადავდებ ცოტა ხნით, უფრო მეტი დაბნეულობა რომ არ შემოვიტანო ![]() |
|
|
![]()
Post
#11
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
......ასეთი სამყაროები უამრავია, კოსმოსში, ჩვენთვის ნაცნობ თანავარსკვლავებზე ჩვენივე გალაქტიკაშიც, მაგრამ არა ჩვენთვის ნაცნობ და ხილულ სამგანზომილებიან სივრცეში.
მას შემდეგ, რაც სული სხეულით შეიმოსება ამ სამყაროში, იწყებს თავისი შესაძლებლობების გამოცდას, მისი შესაძლებლობები, როგორც ავღნიშნე შეუზღუდავია, მაგრამ სანამ შექმნას დაიწყებდეს, გამოცდილება უნდა მიიღოს, ანუ გაიაროს ქმნილების ყველა ის ასპექტი, რისი შექმნაც მას შეუძლია, ამიტომაც იწყებს დაბლა დაშვებას. ამისათვის სული, უფრო სწორად სულის ცნობიერება (სული ყუველთვის იმყოფება მონადაში, რომელიც მატერიალურ სამყაროს ზემოთაა), ტოვებს სხეულს, მთელი ინფორმაცია განთავსებულია მხოლოდ ერთ ფიზიკურ ატომში, რომელიც უცვლელია ყველა განზომილებაში და სულს ყველა ტრანსფორმაციისას უცვლელად მიყვება. რომ დავინახოთ როგორ მოგზაურობს სული, უფრო შორიდან დავიწყოთ, მივყვეთ იმ სულების გზას, რომელთაც გაირეს ყველა შესაძლო განზომილება ჯერ ზემოდან ქვემოთ, მერე ქვემოდან ზემოთ და უკან თავიანთ სამყაროში, თავიანთ სხეულებში დაბრუნდნენ, ასეთი გამოცდილება მიღებულ სულებს, შეუძლიათ დაუბრუნდნენ ღვთიურ საწყისს ან იწყებენ "მსახურებას", რომელიც მრავალგვარია. უმეტესობის ალბათ ვერაფერს გავიგებთ, მაგრამ ერთერთი და ჩვენთვის საინტერესო არის ქვედა განზომილებების შექმნა, ასეთი სულები იწყებენ ახალი სამყაროების შექმნას ზემოდან ქვემოთ, შექმნა იწყება ზედა სამყაროს ანალოგიურად, მაგრამ თავისთავად ნაკლები ღვთიური ენერგიით, შემდეგ ამ შექმნილ სამყაროში "ჩამოდიან" აქედან ისევ იწყებენ ქვედა სამყაროების შექმნას... როგორც დაახლოებით წარმოიდგინოთ, კიბის ზედა საფეხურზე დგახარ, ქვედა კი შენ უნდა დააგო, რომ ჩამოხვიდე და ასე შემდეგ, სანამ ბოლო საფეხურამდე, ანუ ჩვენნაირ ფიზიკურ სამყაროში არ დაეშვები. და აქედან ისევ ზემოთ იწყებენ ასვლას უკვე მათი დაგებული საფეხურებით. ეს რაც შეიძლება ზოგადად, მერე ვეცდები, უფრო კონკრეტულად ავღწერო ჩვენ ახლა ერთ-ერთ ასეთ აგებულ სამყაროში ვცხოვრობთ, ეს სამყარო ჩვენ არ აგვიგია, ჯერ მხოლოდ გამოცდილების ნახევარი, უფრო სწორად თითქმის მთელი გამოცდილება გავიარეთ, ოღონდ უკან ისევ იგივე საფეხურებით, მაგრამ გაცილებით ნაკლები ინტერვალებით უნდა დავბრუნდეთ. ის სულები ვინც გაიარეს მთელი გამოცდილება, ეს სამყარო "შექმნეს" და ჩვენი მეგზურები არიან ამ სამყაროში მელქისედეკები არიან........ |
|
|
![]()
Post
#12
|
|
![]() WHITE soul ![]() Group: Members Posts: 67 Joined: 27-July 11 Member No.: 6,525 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ერთი ის ვიცი რომ წინა ინკარნაციაში გაყოყოჩებული მბრძანებელი ვიყავი
-------------------- "Ubedurebis mizezi sakutar tavshi edzie"
|
|
|
![]()
Post
#13
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
......უფრო სწორად, მელქისედეკები ისინი არიან, ვინც განვითარების ორივე - დაღმავალი და აღმავალი გზა გაირა, შემდეგ სამყაროს შექმნაში მიიღო მონაწილეობა, და საბოლოო "მსახურების" გზად ამ სამყაროში განზომილებათა შორის მოგზაურობა-მოძრაობის "მოწესრიგება" დაიკისრა. მოძრაობა, ჩვენი გაგებით, სხეულის სივრცეში, გარკვეულ მანძილზე, გარკვეულ დროის მონაკვეთში გადაადგილებაა, რაც სრულიად არ შეესაბამება იმ პროცესს, რაც ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლისას ხდება, რადიკალურად განსხვავებულია იმისაგან, რასაც ჩვენ მოგზაურობას თუ საერთოდ მოძრაობას ვუწოდებთ. ცნობიერების ბოლომდე შენარჩუნებით განზომილებების გადაკვეთა მერკაბის საშუალებით ხდება, მერკაბა - ცოცხალი ენერგეტიკული ველია, რომელიც სხივური სხეულის ირგვლივაა აგებული. სხივური სხეულის პროეცირება ხდება ჯერ კიდევ პირველ სხეულში მყოფი სულის მიერ, სანამ სხეულს დატოვებდეს, და მას შემდეგ, სანამ მილიონობით წლების შემდეგ (ჩვენი გაგებით), კვლავ თავის სხეულში დაბრუნდება, სულს ყოველთვის, ყველა განზომილებაში და ცხოვრებაში შეუძლია ცნობიერება გადაიტანოს სხივურ სხეულში და გააცოცხლოს მისი მერკაბა.
დავუბრუნდეთ ისევ მეთორმეტე განზომილებას, ერთადერთ რეალურ სამყაროს, სადაც დრო, ისეთი როგორც ვიცით, არ არსებობს, სადაც მხოლოდ ღვთიური სიყვარული და სრულყოფილებაა, სადაც სულ სხვა, არაჩვეულებრივი ურთიერთობებია, სადაც ნამდვილი ცხოვრება და ნადვილი სახლია, ნამდვილი მეგობრები და ნამდვილი ოჯახია. და საიდანაც სული იწყებს დაბლა დაშვებას გამოცდილების შესაძენად და ყველა იმ შესაძლებლობების სანახავად რისი შექმნაც ან რაღაც მსგავსის, მერე შეეძლებათ. გარკვეული მომზადების შემდეგ, როდესაც უკვე მზადყოფნას გრძნობს, ქმნის სხივურ სხეულს და მერკაბის საშუალებით ეშვება ერთი განზომილებით დაბლა, მისი სხეული ამ დროს რაღაც ანაბიოზისმაგვარ მდგომარეობაშია მზრუნველი ყურადღების ქვეშ, სული კი (სულის ცნობიერება) - სხივურ სხეულში, რომელიც სხეულთან ენერგეტიკული არხით არის დაკავშირებული, ეს ენერგეტიკული არხი უწყვეტია სულის მთელი მოგზაურობის მანძილზე...... |
|
|
![]()
Post
#14
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
.......თვითონ პირველი სხეული იგივე ენერტგეტიკული არხით დაკავშირებულია სულთან - სრულყოფილ მონადასთან, რომელიც თავის მხვრივ აბსოლუტურ სრულყოფილებასთან, პირვესაწყისთან არის პირდაპირ კავშირში, რომელიც ასევე ამ ენერგიის ერთადერთი უშრეტი წყაროა და რომლის აღსაწერადაც ერთადერთი სიტყვა არსებობს ჩვენს ცნობიერებაში - ღმერთი. ეს არის ის ერთადერთი ენერგია (რამდენი ერთადერთი გამომივიდა
![]() |
|
|
![]()
Post
#15
|
|
YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 636 Joined: 11-January 11 Member No.: 6,352 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
kate
ქეთინო ეს ჩემთვის ჩინურ ![]() |
|
|
![]()
Post
#16
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
Barmalei
მაპატიე ![]() ![]() პირობას გაძლევ, მერე თანდათან გაადვილდება და უფრო გასაგები გახდება ![]() |
|
|
![]()
Post
#17
|
|
YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 636 Joined: 11-January 11 Member No.: 6,352 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
|
|
|
![]()
Post
#18
|
|
![]() MASTER ![]() Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
kate
ძალიან საინტერესოა, ქეით, მიუხედავად იმისა , რომ პირადად ჩემი აღქმა რადიკალურად განსხვავებულია ამ ყველაფრისგან, გარკვეულ მომენტებს ვიზიარებ.. ![]() -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
![]()
Post
#19
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
......ახლა დავეშვათ დაბლა ჩვენს ფიზიკურ სამყაროში
![]() მაგრამ მანანდე ორიოდე სიტყვით თვითონ შექმნაზე, ქმნილების პროცესზე. შექმნა ხდება ერთი საფეხურით მაღალ განზომილებაში სუფთა ღვთიური გონის, აზრის პროეცირებით სივრცეში, რომელიც იგივე სამყაროს მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. ყველაფერი იწყება ქაოსით, ან უფრო სწორად რაც ქაოსად ჩანს, მასში უდიდესი წესრიგი და კანონზომიერებაა, ყველა ატომს მისი ზუსტად განსაზღვრული ადგილი და სივრცე უჭირავს, ეს პროცესი მილიონჯერ თუ მილიარდჯერ აჩქარებული რომ დაინახოთ, იხილავდით საკრალური გეომეტრიის საოცრად ზუსტ და ულამაზეს ფორმებს, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან გარკვეული კანონზომიერებით და ერთი პროცესი მიმდინარეობს პლანეტების გაზობრივი ფორმებიდან მყარ სხეულებად ჩამოყალიბებისა თუ მზის სისტემის და გალაქტიკების შექმნაში, ასევე თუნდაც ერთუჯრედიანი ცოცხალი არსების განვითარებაში, და ყველა პროცესი მხოლოდ და მხოლოდ ღვთიური ნებით და ენერგიით მიმდინარეობს. როგორც ვთქვი, ქვედა სამყაროები, ზედების ანალოგიურად, მაგრამ არა ზუსტად იქმნება. ერთ უხეშ მაგალითს მოვიყვან შედარებისთვის: წარმოიდგინეთ ხართ საოცრად ლამაზ ბუნებაში, უამრავი ულამაზესი ყვავილი, ჩიტების გალობა, გვერდით ჩანჩქერი, რომლიდანაც გრილი სიო უბერავს, გამჭვირვალე წყალში ნაირფერი თევზები დაცურავენ, ირგვივ ყვავილების არომატი იფრქვევა......., შეგიძლია ყველა წუთში წამოდგე და ირგვლივ არანაკლები სილამაზით დატკბე. შემდეგ ეტაპზე იგივე სცენას ხედავ 3D-ში, ვიზუალურად კარგად აღიქვამ, მაგრამ არომატები, სიოს ქროლა.. იკარგება, თან შენი ნებით ვერც ერთ მხარეს ვერ დაათვალიერებ, მხოლოდ იმ ადგილს ხედავ რაც შემოთავაზებულია, ამის შემდეგ - ჩვეულებრივ ეკრანზე სადაც სცენა იგივეა, მაგრამ არც ისე რეალური, მერე კარგი დონის ფერად პანოზე ან ჰელიო სურათზე, სადაც ფერებსაც და სილამაზესაც ასე თუ ისე აღიქვამ, მაგრამ არც არომატებია, არც ჩიტების გალობა და რეალობის შეგრძნებაც - ძალიან მცირე, და ბოლოს წარმოიდგინეთ ამ სცენის ცუდი ხარისხის შავ-თეთრი ფოტო. - ეს არის ჩვენი სამგანზომილებიანი ფიზიკური სამყარო რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ჩვენი ნამდვილ სამყაროსთან შედარებით. და აქამდე ნელნელა ეტაპობრივად თუ არ დავეშვით, ვერაფრით ვერ შევძლებთ აქ გაჩერებას, მაგალითადად: ტუ ერთბაშად დავლევთ ერთ კოვზ რომელიმე შხამს - აუცილებლად მოგვკლავს, მაგრამ თუ ამ შხამს, უკვე დიდი ხანია ორგანიზმს ვაჩვევთ მცირე დოზებით, ის რაც სხვისთვის სასიკვდილო დოზა იქნება, მიჩვეულ ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს...... |
|
|
![]()
Post
#20
|
|
![]() ORANGE soul ![]() Group: Members Posts: 474 Joined: 8-January 11 Member No.: 6,349 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
kate
ძალიან საინტერესოა! ![]() |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 16th June 2024 - 01:49 PM |