IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

22 Pages V  « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> სწორი კვება
მზეონა...
post Feb 13 2010, 08:03 PM
Post #121


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



sentimennte
kiss1.gif beerchug.gif


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
Anna
post Feb 18 2010, 04:49 PM
Post #122


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 177
Joined: 2-August 09
From: Tbilisi
Member No.: 6,005

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დაახლოვებით 17-18 წლის ასაკში პოლ ბრეგმა "დამატყვევა", ვშიმშილობდი და რაღაცეებს ვატარებდი crazy.gif

მაგრამ ეს პროცესი მშვიდად არ მიმდინარეობდა, იმიტომ რომ ალბათ არ ვიყავი მზად ჯერ.... საკუთარი ნერვების ხარჯზე კი არ ღირს ამის გაკეთება.

მართლა არ შეიძლება აიკრძალო რამე მხოლოდ იმიტომ, რომ სწორად მიგაჩნია და რაღაცამ ან ვიღაცამ დაგარწმუნა ამაში, ცვლილება შენში უნდა, შიგნიდან უნდა მოგინდეს.
ყველაზე ძალიან კი იმ წიგნიდან ერთი რამ დამამახსოვრდა, პოლ ბრეგი ამბობდა რომ ადამიანებს იმდენად არ გვშია, რამდენადაც ვიცით რომ უნდა გვშიოდეს. შესაბამისად ჭამა უკვე მექანიკურ ქმედებებს განეკუთვნება, და ყველა მოქმედებას, რომელიც მექანიკური და არაგაცნობიერებულია, კარგისკენ ნამდვილად არ მივყავართ. wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 18 2010, 05:58 PM
Post #123


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Anna @ Feb 18 2010, 05:49 PM) *
დაახლოვებით 17-18 წლის ასაკში პოლ ბრეგმა "დამატყვევა", ვშიმშილობდი და რაღაცეებს ვატარებდი crazy.gif

მაგრამ ეს პროცესი მშვიდად არ მიმდინარეობდა, იმიტომ რომ ალბათ არ ვიყავი მზად ჯერ.... საკუთარი ნერვების ხარჯზე კი არ ღირს ამის გაკეთება.

მართლა არ შეიძლება აიკრძალო რამე მხოლოდ იმიტომ, რომ სწორად მიგაჩნია და რაღაცამ ან ვიღაცამ დაგარწმუნა ამაში, ცვლილება შენში უნდა, შიგნიდან უნდა მოგინდეს.
ყველაზე ძალიან კი იმ წიგნიდან ერთი რამ დამამახსოვრდა, პოლ ბრეგი ამბობდა რომ ადამიანებს იმდენად არ გვშია, რამდენადაც ვიცით რომ უნდა გვშიოდეს. შესაბამისად ჭამა უკვე მექანიკურ ქმედებებს განეკუთვნება, და ყველა მოქმედებას, რომელიც მექანიკური და არაგაცნობიერებულია, კარგისკენ ნამდვილად არ მივყავართ. wink.gif

გეთანხმები და ვიზიარებ შენს აზრს wink.gifუკეთესია, თუ მარტო გონებას არ მოვისმენთ ხოლმე, ცოტა ჩვენს სდაბრალო ორგანიზმსაც რომ დავეკითხოთ ხანდახან სასარგებლოც იქნება, ისე,ცოტა ძნელია კუჭი და ტვინი დააძმაკაცო მაგრამ შეუძლებელი არაფერია biggrin.gif და საკმაოდ კარგი შედეგიც მოსდევს smile.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Feb 20 2010, 11:46 AM
Post #124


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(TeO @ Oct 26 2009, 09:17 PM) *
სწორი კვების რამდენიმე ძირითადი წესი აიურვედას მიხედვით. >> http://yoga.ge/forum/index.php?showtopic=36

1. ჭამეთ მშვიდ და წყნარ გარემოში.
ჭამის დროს თქვენ არ უნდა მუშაობდეთ, კითხულობდეთ, უყურებდეთ ტელევიზორს ან იჯდეთ კომპიუტერთან.
თუ ჭამისას თქვენი ყურადღება იქნება მიმართული საკვებზე, მაშინ საჭმლის მონელება გაუმჯობესდება. გახსოვდეთ, რომ თქვენს ყურადღებაზე ბევრია დამოკიდებული. თუ ჭამთ მშვიდი და გაწონასწორებული ყურადღებით, მაშინ მომნელებელი „ცეცხლი“ თანაბარი და მშვიდია. თუკი თქვენი ყურაღება გადართულია სხვა რამეზე მაშინ საჭმლის მონელება ცუდად მიმდინარეობს.
2. მიიღეთ საკვები ერთიდაიგივე დროს
თუ თქვენ ყოველდღე იკვებებით ერთსადაიმავე დროს, მაშინ თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ეჩვევა მუშაობას ასეთ რეჟიმში და საკვებს ავტომატურად და საგულდაგულოდ ამუშავებს. არეული კვების განრიგი არასასურველად მოქმედებს ფსიქოფიზიკურ სისტემაზე რაც ხელს უშლის საჭმლის მონელებას.

3. ყოველთვის ჭამეთ დამჯდარმა.
რაც არ უნდა მსუბქი იყოს კვება მაინც მაგიდას უნდა მიუჯდეთ და არ უნდა მიირთვათ ფეხზე დგომისას. ეს მოგეხმარებათ ყურადღების კვებაზე გადატანაში და შესაბამისად კარგად მენელებაში.

4. არ მიიღოდ საკვები ცუდი ემოციური განწყობით
როდესაც ჭამთ შფოთვის ან სიბრაზის შემთხვევაში თქვენი ყურადღება გაფანტულია. ეს კი ასუსტებს საჭმლის მონელების პროცესს. ეს ასუსტებს საჭმლის მომნელებელ „ცეცხლს“ და შედეგად გროვდება ამა (სანსკრიტულ ენაზე ამა ნიშნავს გადაუმუშავენბელი საკვების ნარჩენებს, რაც შემდგომ ტოქსინებში და შლაკებში გარდაიქმნება). ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მოიცადოთ რამოდენიმე წუთი სანამ არ იგრძნობთ, რომ დამშვიდდით და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით კვების პროცესს. გარდა ამისა კვების დროს უნდა მოერიდოთ კამათს და უსიამოვნო საუბარს, რამაც შეიძლება დაძაბულობა და გაღიზიანება გამოიწვიოს.
5. ჭამეთ ზუსტად დანაყრების შეგრძნებამდე.
მიღებული საჭმლის რაოდენობა მნიშვნელოვანია მონელებისთვის. აიურვედა გვასწავლის: უნდა ვჭამოთ იმდენი, რომ ჭამის შემდეგ კიდევ შეგვეძლოს საკვების მიღება, ანუ უნდა შეივსოს კუჭის მხოლოდ სამი მეოთხედი ნაწილი. მიღებული საკვების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ნორმის გადაჭარბება ცეცხლის ჩაქრობას ჰგავს ბენზინის დასხმით. როდესაც კუჭი მაქსიმალურად არის შევსებული, მთლიანი საკვების მონელება ვერ ხერხდება, თითქოს მომნელებელ ცეცხლს აღარ რჩება ადგილი მონელებისთვის. ასე რომ უნდა დავამთავროთ კვება როგორც კი დანაყრების შეგრძნებას ვიგრძნობთ და არა სიმძიმის ან გადავსებულობის შეგრძნებას. მაშინ თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემაში დარჩება ადგილი, რაც ფერმენტებს საშუალებას მისცემს უკეთესი ფუნქციონირებისთვის.
6. მოერიდეთ ცივ საკვებს და სასმელებს.
ყველანაირი ცივი საკვები და სასმელი აქრობს მომნელებელ ცეცხლს. სამწუხაროდ ბევრ ადამიანს აქვს ჩვევა ჭამის შემდეგ ცივი სასმელების დაყოლება. თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ რომ ამ ჩვევის მოშლა ძნელია, მაგრამ თუ 1-2 კვირის განმავლობაში ამ წესს დაიცავთ მაშინ ორგანიზმს აღარ ექნება ამის მოთხოვნილება და თავსაც გაცილებით უკეთესად იგრძნობთ.
შენიშვნა: დიეტოლოგიაში ცივად ითვლება წყალი უკვე 20 გრადუს C-ის ქვემოთ. ამის შესახებ ვრცლად დაიდება თემა!

7. არ ისაუბროთ ჭამისას.
როდესაც ჭამთ თქვენი გრძნობები უნდა იყოს თქვენს შიგნით მიპყრობილი, რათა დატკბეთ საკვების გემოთი, ფორმით და არომატით. არ ისაუბროთ საკვების ღეჭვისას.

8. ჭამეთ დინჯად.
სწრაფი ჭამა ხელს უშლის მონელების პროცესს, ამიტომ არ იჩქაროთ და ნელა მიირთვით. სიჩქარეში ჭამა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ სწრაფი ჭამით დროის ეკონომიას გააკეთებთ, მაგრამ არასწორი კვებით გამოწვეული დაღლილობის შეგრძნება გაცილებით მეტ დროს დაგაკარგვინებთ. ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ კვების საკითხს.
9. არ ჭამოთ არაფერი მანამ სანამ თქვენი წინა საკვები არ იქნება მონელებული.
თუ თქვენ მიიღებთ საკვებს იმ დროს როდესაც წინა არ არის მონელებული, მაშინ ხელს შეუწყობთ ნარჩენების წარმოშობას.
იმისათვის რომ მოხდეს საკვების კარგად მონელება საჭიროა 3-6 საათი დრო.

10. ჭამის შემდეგ იჯექით მშვიდად რამოდენიმე წუთი.
ამ შემთხვევაში საჭმლის მონელების პროცესი დაიწყება ადვილად და თავისუფლად.


კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ პოსტს და ვთქვა, რომ კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი შეგვესრულებინა, რადგან სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისათვისsmile.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 20 2010, 12:13 PM
Post #125


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კიდევ რამდენიმე აიურვედული რჩევა სწორ კვებასთან დაკავშირებით:

1. ისაუზმეთ 8-9 საათზე (სასურველია დილით ადრე ადგომა. მინიმუმ 6 საათზე) და რაციონში ჯობია ჭარბობდეს ტკბილი გემო. ხილი ყველაზე კარგად დილით აითვისება (საღამოს ჯობია ხილი არ ჭამოთ).

2. ისადილეთ 12-1 საათზე (ამ დროს მზის ენერგია პიკს აღწევს და ყველაზე მეტად გვეხმარება საჭმლის მონელებაში). ტკბილი გემო ჯობია აღარ იყოს სადილში. გაითვალისწინეთ რომ ხორბლეულის მიღება მხოლოდ სადილზეა რეკომენდებული, იმიტომ რომ დილით და საღამოთი ძალიან ცუდად მოინელება და შლაკებად უფრო გარდაიქმნება. სითხე მიიღეთ სადილამდე 30 წუთით ადრე ან სადილიდან 2 საათის მერე (ძალიან მცირე რაოდენობით სადილის დროსაც შეიძლება).

3. ვახშამი 5-6 საათზე. ივახშმეთ მსუბუქად. ჯობია ჭარბობდეს ბოსტნეული (მოთუშული ან მოხარშული. შემწვარი არაა რეკომენდებული). 6 საათის შემდეგ ჭამა კატეგორიულად აკრძალულია wink.gif ვახშამზეც არაა რეკომენდებული ტკბილი გემო (განსაკუთრებით მამაკაცებისთვის). და რა თქმა უნდა ხორბლეულს და ბურღულეულსაც თუ არ მივიღებთ კარგი იქნება (მათი მონელებაზე საღამოს ძალიან დიდი ენერგია იხარჯება და ეს ხელს უშლის ნორმალურ ძილს).

4. ძილის წინ (9 საათის მერე) ძალიან კარგია ნატურალური ძროხის რძე (ცარიელ კუჭზე). უნდა მიიღოთ ცხელი (აუცილებლად) და დოზაც უნდა აკონტროლოთ, თუ დილას სიმჟავის შეგრძნება გექნებათ ან ენაზე ნადები ჯობია დოზა შეამციროთ (რძის შემთხვევაში რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი მისი ენერგეტიკაა და 1 კოვზიც რომ დალიოთ დიდი ეფექტი აქვს) რძის დალევა დღისით (ანუ როცა მზე არაა ჩასული) კატეგორიულად აკრძალულია. რძე მოგცემთ სიმშვიდის (მთვარის) ენერგიას მთელი ღამის განმავლობაში. კურნავს ძალიან ბევრ ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ დაავადებას. უფრო ადვილს ხდის დილით ადრე ადგომას. (რძე უნდა იყოს ნატურალური (ძროხის), პაკეტებით ნაყიდ რძეს ენერგეტიკული თავისებურებები დაკარგული აქვს).

5. და რა თქმა უნდა არ ჭამოთ ხორცი, თევზი, კვერცხი, ხახვი, ნიორი, რაფინირებული (თეთრი) შაქარი და კოფეინიანი სასმელები. კარგი იქნება მარილის დოზასც თუ შეამცირებთ.

გარანტიას გაძლევთ რომ ასეთი რეჟიმი რამდენიმე თვეში ძალიან დიდ ეფექტს მოგცემთ. საუკეთერსო პროფილაქტიკაა და ავადმყოფობებსაც უმტკივნეულოდ განკურნავს. ყველაზე კარგ გავლენას კი გონებაზე ახდენს (ყველა ავადობა გონებიდან იწყება).


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
sentimennte
post Feb 20 2010, 12:21 PM
Post #126


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2,074
Joined: 26-December 09
From: Iq minda :)
Member No.: 6,103

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
+++++ 1
yu.gif kiss1.gif rolleyes.gif
შედეგი აქვს
good.gif yahoo.gif
დაუჯერეთ არ ინანებთ biggrin.gif


--------------------

მარადის გიხაროდენ :)


"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)


Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post Feb 20 2010, 10:09 PM
Post #127


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Feb 20 2010, 12:13 PM) *
კიდევ რამდენიმე აიურვედული რჩევა სწორ კვებასთან დაკავშირებით:

5. და რა თქმა უნდა არ ჭამოთ ხორცი, თევზი, კვერცხი, ხახვი, ნიორი, რაფინირებული (თეთრი) შაქარი და კოფეინიანი სასმელები. კარგი იქნება მარილის დოზასც თუ შეამცირებთ.



ხორცს რა მავნე თვისებები აქვს?


ხორცი რომ არ ვჭამო ენერგია საიდან უნდა მივიღო? ხორცის (ძირითადად კატლეტის) ჭამის დღეებში ვარჯიშის სურვილი თავისთავად მიჩნდება ხოლმე. თუ ერთ კვირაზე მეტი გავიდა ხორცის გარეშე, მერე ცუდად ხდება ჩემი ენერგიის საქმე...


რას ერჩით ხორცს? +1 კარგი თვისებაც აქვს ენერგიის გარდა, უდაბნოში უიმედოდ დაკარგული ადამიანების ჯგუფიდან ხორცის მჭამელი გადარჩება, ვეგეტარიანელი შეიჭმება. : ) wub.gif


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Feb 20 2010, 10:16 PM
Post #128


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



DISCIPLINE
welcomeani.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Feb 20 2010, 10:19 PM
Post #129


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 20th February 2010 - 01:13 PM) *
და რა თქმა უნდა არ ჭამოთ ხორცი, თევზი, კვერცხი, ხახვი, ნიორი, რაფინირებული (თეთრი) შაქარი და კოფეინიანი სასმელები. კარგი იქნება მარილის დოზასც თუ შეამცირებთ.

ხორცის, შაქრის, სასმელების, თუნდაც კვერცხის(დიდი რაოდენობით) მავნე თვისებები გამიგია, მაგრამ ხახვი და ნიორი?
ვერ დავიჯერებ, რომ ხახვი ან ნიორი მავნეა ჯანმრთელობისათვის, ნორმალური რაოდენობით რათქმაუნდა ვფიქრობ რომ აუცილებელიცააsmile.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 20 2010, 10:22 PM
Post #130


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



DISCIPLINE
QUOTE(DISCIPLINE @ 20th February 2010 - 10:09 PM) *
ხორცს რა მავნე თვისებები აქვს?


ხორცი რომ არ ვჭამო ენერგია საიდან უნდა მივიღო? ხორცის (ძირითადად კატლეტის) ჭამის დღეებში ვარჯიშის სურვილი თავისთავად მიჩნდება ხოლმე. თუ ერთ კვირაზე მეტი გავიდა ხორცის გარეშე, მერე ცუდად ხდება ჩემი ენერგიის საქმე...



ქიმიური შემადგენლობით ხორცი უვნებელია, ერთადერთი ნაკლი ისაა რომ ძნელად მოინელება და დიდი ენერგია მიდის მის მონელებაზე...

მაგრამ ხორცს, ისევე როგორც ყველა სხვა საკვებს, გააჩნია ნატიფი (ტონკი) ენერგია. რომელიც მოქმედებს უშუალოდ გონებაზე, ცხნობიერზე, ქვეცნობიერზე და ა.შ. ხორცის გარეშე უენერგიოდ იმიტომ ხარ რომ მიჩვეული ხარ ხორცის ენერგიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მის გარეშე არ შეგიძლია. ცოტა ნებისყოფაა საჭირო და მონდომება. ენერგეტიკულად ხორცის ტოლფასია ყველი, ოღონდ მისგან განსხვავებით აგრესიის ენერგია არაა მასში, პირიქით, რძის პროდუქტში სიყვარულის ენერგიაა.

რაც უფრო მაღალგანვითარებული ცხოველის ხორცს ჭამ, მით უფრო მეტი უარყოფითი ენერგეტიკა შეოდის შენს გონებაში.

ამ თემაზე უფრო დაწვრილებით შეგიძლია აქ მოისმინო:

http://www.golosved.com/mp3/Serebriakov-Ve...skaya_dieta.mp3

http://www.golosved.com/mp3/L.Narayana-Kor...oe_jivotnoe.mp3

ეს კი ლექციაა რძის პროდუქტებზე, რომლებსაც სწორად და სწორ დროს თუ მიიღებ აბსოლუტურად შეგიცვლის ხორცს:

http://www.golosved.com/mp3/Torsunov-Magiy...h_produktov.mp3


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 20 2010, 10:27 PM
Post #131


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ირმა
QUOTE(ირინი @ 20th February 2010 - 10:19 PM) *
ხორცის, შაქრის, სასმელების, თუნდაც კვერცხის(დიდი რაოდენობით) მავნე თვისებები გამიგია, მაგრამ ხახვი და ნიორი?
ვერ დავიჯერებ, რომ ხახვი ან ნიორი მავნეა ჯანმრთელობისათვის, ნორმალური რაოდენობით რათქმაუნდა ვფიქრობ რომ აუცილებელიცაა



ხახვი და ნიორი წამალია და არა საკვები. ერთგვარი ანტიბიოტიკია, რომელიც ანადგურებს როგორც უცხო, ასევე სიმბიოზურ ბაქტერიებს ნაწლავებში (რომლებიც საჭმლის მონელებაში გვეხმარებიან). ეს ერთუ უარყოფითი მხარე; მეორე კი ისაა რომ ხახვი და ნიორი ენერგიას მიმართავს ქვედა ჩაკრებისკენ და ვინც სულიერი განვითარებითაა დაკავებული, მათთვის ინდოეთში და ტიბეტში მკაცრადაა აკრძალული. მისი სრულფასოვანი შემცვლელია (გემოც მსგავსი აქვს და თან დადებითად მოქმედებს) ინდური სანელებელი ასაფეტიდა (აქ არ იშოვება სამწუხაროდ).

და მესამე მიზეზი: ენდეთ საკუთარ ყნოსვას და გეტყვით რა უნდა ჭამოთ და რა არა. გემო ხშირად გვატყუებს, ყნოსვა არასოდეს wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Feb 20 2010, 10:35 PM
Post #132


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
QUOTE(atman @ 20th February 2010 - 11:27 PM) *
ხახვი და ნიორი წამალია და არა საკვები. ერთგვარი ანტიბიოტიკია, რომელიც ანადგურებს როგორც უცხო, ასევე სიმბიოზურ ბაქტერიებს ნაწლავებში (რომლებიც საჭმლის მონელებაში გვეხმარებიან). ეს ერთუ უარყოფითი მხარე; მეორე კი ისაა რომ ხახვი და ნიორი ენერგიას მიმართავს ქვედა ჩაკრებისკენ და ვინც სულიერი განვითარებითაა დაკავებული, მათთვის ინდოეთში და ტიბეტში მკაცრადაა აკრძალული. მისი სრულფასოვანი შემცვლელია (გემოც მსგავსი აქვს და თან დადებითად მოქმედებს) ინდური სანელებელი ასაფეტიდა (აქ არ იშოვება სამწუხაროდ).

და მესამე მიზეზი: ენდეთ საკუთარ ყნოსვას და გეტყვით რა უნდა ჭამოთ და რა არა. გემო ხშირად გვატყუებს, ყნოსვა არასოდეს


ისე მე ნიორი მაინდამაინც არ მიყვარს და ძალიან იშვიათად ვხმარობ (წელიწადში ერთხელ), ხახვი კი მიყვარს sad.gif

მადლობა Atman საინტერესო ინფორმაციისათვისwink.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post Feb 20 2010, 10:42 PM
Post #133


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Feb 20 2010, 10:22 PM) *
DISCIPLINE
ქიმიური შემადგენლობით ხორცი უვნებელია, ერთადერთი ნაკლი ისაა რომ ძნელად მოინელება და დიდი ენერგია მიდის მის მონელებაზე...

მაგრამ ხორცს, ისევე როგორც ყველა სხვა საკვებს, გააჩნია ნატიფი (ტონკი) ენერგია. რომელიც მოქმედებს უშუალოდ გონებაზე, ცხნობიერზე, ქვეცნობიერზე და ა.შ. ხორცის გარეშე უენერგიოდ იმიტომ ხარ რომ მიჩვეული ხარ ხორცის ენერგიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ მის გარეშე არ შეგიძლია. ცოტა ნებისყოფაა საჭირო და მონდომება. ენერგეტიკულად ხორცის ტოლფასია ყველი, ოღონდ მისგან განსხვავებით აგრესიის ენერგია არაა მასში, პირიქით, რძის პროდუქტში სიყვარულის ენერგიაა.

რაც უფრო მაღალგანვითარებული ცხოველის ხორცს ჭამ, მით უფრო მეტი უარყოფითი ენერგეტიკა შეოდის შენს გონებაში.



ჩემ შემთხვევაში ადვილად მოინელება და გაღებული ენერგიის მაგივრად 10-ჯერ მეტი მოდის, ასე რომ ეს ნაკლი არაა.

ყველსაც და საერთოდ რძის პროდუქტებს საკმაო ინტენსივობით ვჭამ, ხორცთან ერთად : )

"ხორცში აგრესიული ენერგიაა." ეს რას ნიშნავს? უფრო აგრესიული ხდები ხორცის ჭამისას? თუ ეს დამტკიცებული და ახსნილი არ არის მაშინ ხორცის საწინააღმდეგო არგუმენტები გამოილია : ) შესაბამისად სასურველი არ ყოფილა ხორცისთვის თავის დანებება...

ფიზიკური ვარჯიშისთვის "სიყვარულის ენერგიაა" საჭირო თუ "აგრესიის"?

მადლობა ლინკებისთვის, მოვუსმენ.


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Feb 20 2010, 11:04 PM
Post #134


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(atman @ 20th February 2010 - 11:27 PM) *
და მესამე მიზეზი: ენდეთ საკუთარ ყნოსვას და გეტყვით რა უნდა ჭამოთ და რა არა. გემო ხშირად გვატყუებს, ყნოსვა არასოდეს

ამ სიტყვებს მინდა ხაზი გავუსვა, რადგან ვგრძნობ(არ წამიკითხავს,მაგრამ თითქოს ვიცი) რომ სიმართლეა. ძალიან საინტერესო ვერსიაა.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 21 2010, 06:26 AM
Post #135


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



DISCIPLINE
QUOTE(DISCIPLINE @ 20th February 2010 - 10:42 PM) *
ჩემ შემთხვევაში ადვილად მოინელება და გაღებული ენერგიის მაგივრად 10-ჯერ მეტი მოდის, ასე რომ ეს ნაკლი არაა.


შენი ან სხვისი შემთხვევა არაფერ შუაშია. ცნობილი ფაქტია რომ ხორცის მონელებაზე მეტი დრო და ენერგია იხარჯება ვიდრე სხვა ძირითადი პროდუქტების. თუ სწრაფად ინელებ ესე იგი კარგი საჭმლის მონელება გაქვს და სხვა პროდუქტებს უფრო სწრაფად და ადვილად მოინელებ wink.gif

QUOTE(DISCIPLINE @ 20th February 2010 - 10:42 PM) *
ყველსაც და საერთოდ რძის პროდუქტებს საკმაო ინტენსივობით ვჭამ, ხორცთან ერთად : )


ცოტა უსამართლობაა, განსაკუთრებით ძროხასთან. საუკეთესო პროდუქტით გამარაგებს, მთელი ცხოვრება გემსახურება, გკვებავს და შენ კი კლავ და ჭამ smile.gif (შეიძლება ყიდულობ და ისე ჭამ, მაგრამ არსით და ენერგეტიკით ეს იგივეა)

QUOTE(DISCIPLINE @ 20th February 2010 - 10:42 PM) *
"ხორცში აგრესიული ენერგიაა." ეს რას ნიშნავს? უფრო აგრესიული ხდები ხორცის ჭამისას? თუ ეს დამტკიცებული და ახსნილი არ არის მაშინ ხორცის საწინააღმდეგო არგუმენტები გამოილია : ) შესაბამისად სასურველი არ ყოფილა ხორცისთვის თავის დანებება...


ეს დამტკიცებულიცაა და ახსნილიც და ვედებში ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ძალადობის და აგრესიის ენერგია შემოდის შენს გონებაში ხორცის ჭამის მერე. ამის თეორიულად დამტკიცება ძნელია, თუ დაჯერება არ უნდა ადამიანს. ვინც პრაქტიკულად გამოსცადა და თავი დაანება იმათ ჰკითხე. მაგის ახსნას მთელი ლექცია უნდა და თუ გაინტერესებს მოისმინე ის ლინკები.


QUOTE(DISCIPLINE @ 20th February 2010 - 10:42 PM) *
ფიზიკური ვარჯიშისთვის "სიყვარულის ენერგიაა" საჭირო თუ "აგრესიის"?


აგრესიის ენერგია არაფრისთვის არაა საჭირო თუ შენ არ დააჯერე თავი რომ ეს "საჭიროა". სიყვარულის ენერგია ყველაფერს მოიცავს. იმისთვის რომ კუნთოვანმა მასამ და ძალამ მოიმატოს ვარჯიშის დროს ბევრი ყველი და ხაჭო უნდა მიიღო. ვიმეორებ ყველი ენერგეტიკულად ზუსტად იგივეა რაც ხორცი, ოღონდ "+" ნიშნით. სპილო ვეგეტარიანელია მაგრამ ყველაზე ძლიერი ცხოველია. smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Feb 21 2010, 09:40 PM
Post #136


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ციტატა(atman @ 21st February 2010 - 06:26 AM) *
ეს დამტკიცებულიცაა და ახსნილიც და ვედებში ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ძალადობის და აგრესიის ენერგია შემოდის შენს გონებაში ხორცის ჭამის მერე. ამის თეორიულად დამტკიცება ძნელია, თუ დაჯერება არ უნდა ადამიანს. ვინც პრაქტიკულად გამოსცადა და თავი დაანება იმათ ჰკითხე. მაგის ახსნას მთელი ლექცია უნდა და თუ გაინტერესებს მოისმინე ის ლინკები.

მე კარგად ვიცნობ ჩემს თავს და ვიცი, რომ ძალიან აგრესიული ვარ და შემიძლია მოძალადეც ვიყო თუ საშუალება მომეცემა. ახლა, ხორცსაც რომ ვჭამდე ალბათ გაორმაგებული მექნებოდა ეს ყველაფერი და მართვას ვეღარ შევძლებდი... ხორცი ისე თავისთავად შემჯავრდა, მეც არ ვიცი რატომ... ეეჰ. არ იცის საზოგადოებამ რა დიქტატორი და უზურპატორი დაკარგა ჩემი სახით...


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post Feb 21 2010, 09:41 PM
Post #137


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman

QUOTE(Atman @ Feb 21 2010, 06:26 AM) *
ცოტა უსამართლობაა, განსაკუთრებით ძროხასთან. საუკეთესო პროდუქტით გამარაგებს, მთელი ცხოვრება გემსახურება, გკვებავს და შენ კი კლავ და ჭამ smile.gif (შეიძლება ყიდულობ და ისე ჭამ, მაგრამ არსით და ენერგეტიკით ეს იგივეა)


ნუ უთანაგრძნობ და ნუ გეცოდება ძროხა! : ) მაგას რძის მოცემა თავისი ნებით სულ არ უნდა და მაშინ ძროხისთვის რძის წართმევა ცოტა უსამართლობაა. : )

ან ძროხის მოკვლას თუ ვერ უძლებ, ადამიანი როგორ უნდა მოკლა : user :

QUOTE(Atman @ Feb 21 2010, 06:26 AM) *
ეს დამტკიცებულიცაა და ახსნილიც და ვედებში ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ძალადობის და აგრესიის ენერგია შემოდის შენს გონებაში ხორცის ჭამის მერე. ამის თეორიულად დამტკიცება ძნელია, თუ დაჯერება არ უნდა ადამიანს. ვინც პრაქტიკულად გამოსცადა და თავი დაანება იმათ ჰკითხე. მაგის ახსნას მთელი ლექცია უნდა და თუ გაინტერესებს მოისმინე ის ლინკები.


მოკლედ, გასაგებია შენი პოზიცია. მიუხედავად იმისა რომ თეორიულად დამტკიცებული არ არის, ინდოეთის ძველ კულტურაში ნახსენებია რომ ხორცის ჭამა ცუდია და ეს უნდა დავიჯეროთ.

მაშინ ქრისტიანობის სამოთხეს და ჯოჯოხეთსაც დავუჯეროთ, ღრუბლებში მჯდომარე წვერებიან ღმერთს, ესეც ძველი მოაზროვნეების დაწერილია, თუმცა დამტკიცებული - არა. ამის დაჯერებაც სასარგებლოა. ხშირად რისიც გვჯერა ის ჩვენთვის სიმართლედ იქცევა ხოლმე...

მე გამიგია, რომ ინდოეთში საჭმელი იმდენად მდიდარია ვიტამინებით, რომ ხორცის მოთხოვნილება თავისთავად არ უჩნდებათ და ბუნებრივად არიან ვეგეტარიანელები. ჩრდილოეთისკენ და ჩვენთანაც კი ხორცი მეტ-ნაკლებად საჭიროა...

Conclusion: თუ აგრესიულ ენერგიას არ ვერიდებით, ძროხას მაინც ვუთანაგრძნოთ!


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Feb 21 2010, 09:46 PM
Post #138


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



DISCIPLINE

გამიჭირდება შენთან კამათი ამ საკითხზე. მე რჩევა დავწერე და არჩევანი თვითოეული ჩვენგანის მისაგებია. საკუთარი პრაქტიკით რაც გამომიცდია მე მხოლოდ იმას ვწერ და ვამბობ. ღრუბლებზე მჯდომი წვერებიანი ბაბუა არაფერ შუაშია აქ smile.gif

დარწმუნებული ვარ შენ ბევრი რამის არ გჯერა. რაც შეეხება ვიტამინებს, შემიძლია 1 კვირა ან მეტიც საერთოდ არაფერი მივიღო წყლის მეტი და ჩვეულებრივ ვიქნები, ფიზიკური ძალაც კი ჩვეულებრივი მექნება და ენრეგია კიდევ უფრო მეტი smile.gif

ქიმიაზე მაღლა სხვა რაღაცეები დგას. (ენერგიას ვგულისხმობ).


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post Feb 22 2010, 12:16 PM
Post #139


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Atman @ Feb 21 2010, 09:46 PM) *
DISCIPLINE

გამიჭირდება შენთან კამათი ამ საკითხზე. მე რჩევა დავწერე და არჩევანი თვითოეული ჩვენგანის მისაგებია. საკუთარი პრაქტიკით რაც გამომიცდია მე მხოლოდ იმას ვწერ და ვამბობ. ღრუბლებზე მჯდომი წვერებიანი ბაბუა არაფერ შუაშია აქ smile.gif

დარწმუნებული ვარ შენ ბევრი რამის არ გჯერა. რაც შეეხება ვიტამინებს, შემიძლია 1 კვირა ან მეტიც საერთოდ არაფერი მივიღო წყლის მეტი და ჩვეულებრივ ვიქნები, ფიზიკური ძალაც კი ჩვეულებრივი მექნება და ენრეგია კიდევ უფრო მეტი smile.gif

ქიმიაზე მაღლა სხვა რაღაცეები დგას. (ენერგიას ვგულისხმობ).



მჯერა შენი. ნერვებს ცოტა რომ გავიუმჯობესებ მერე შეიძლება მეც ვცადო ვეგეტარიანელობა, იქნებ მარგოს. მადლობა : )


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post
♫♫♫
post Feb 24 2010, 12:47 AM
Post #140


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 108
Joined: 5-June 09
From: notebiani bichi
Member No.: 5,969

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(iziko @ 13th February 2010 - 07:20 PM) *
მჯერა შენი. ნერვებს ცოტა რომ გავიუმჯობესებ მერე შეიძლება მეც ვცადო ვეგეტარიანელობა, იქნებ მარგოს. მადლობა : )

ვეგეტარიანელობა კი არა, კაცო,
გაფრენები, გაფრენები!

"საქართველოს გაფრენები... ზეციურ სამყაროში."
http://www.youtube.com/watch?v=KvaZHbFBKCo


--------------------


Go to the top of the page
 
+Quote Post

22 Pages V  « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 12:01 PM