ვეგეტარიანელობა |
ვეგეტარიანელობა |
Jun 18 2008, 01:47 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვეგეტარიანელობა - კვების ფილოსოფია ეს მოძრაობა გაფორმდა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, მაშინ ვეგეტარიანელობას კვეთრად გამოხატული მორალური მიმართულება ჰქონდა. მაგ. ლევ ტოლსტოი ამ მოძრაობის აქტიური პროპაგანდისტი გახდა მას შემდეგ, რაც სასაკლაო მოინახულა. დღესაც ვეგეტარიანელების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე უარს ამბობს სულიერების პოზიციიდან - არ მოვსპოთ სხვა არსების სიცოცხლე. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 8 2010, 12:16 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
მეც არ მეგონა ასე თუ ავკრძალავდი ხორცს. არასოდეს მიყვარდა, მაგრამ არასოდეს ვფიქრობდი, რომ შევიცოდო ცხოველი და არ ვჭამო, მაშინ მცენარეც ხომ ცოცხალია მეთქი ვამბობდი ხორცის უარყოფითობაზე მახსოვს ლექცია უნივერსიტეტში ერთ-ერთი ლექტორისაგან, რომ როდესაც ესა თუ ის ცოცხალი ორგანიზმი კვდება( უფრო სწორედ, როცა კლავენ მითუმეტეს), მის ორგანიზმში შხამი გამოიყოფა. არ მახსოვს და რომელიღაცა ტომი, დასაკლავ ცხვარს რაღაც სპეციალური მეთოდებით კლავდნენ და ამ მომენტში არ ხდებოდა შხამის გამოყოფა, მაგრამ ეს მეთოდიც ასევე ამაზრზენია, მოკლედ... მაგ: ცხვარი ჰყავდათ რაღაც ისე დაბმული და მას მისდევს მგელი ისე, რომ ის ვერასოდეს ეწევა, მაგრამ ცხვარს ეშინია და გარბის... როცა დაღლილი ცხვარი ეცემა დაბლა უღონოდ, მას იყვანდნენ და მშვიდ გარემოში გადაყავდათ, ის წყნარდებოდა და მაშინ კლავდნენ. ფიქრობდნენ და მგონი ასეცაა, ასე საწამლავი ნივთიერება არ გამოიყოფა... მახსოვს მაშინ ძალიან შემძრა ამ მეთოდმა ჩემზე იმოქმედა ზინაიდა ბარანოვას(ადამიანი, რომელიც არა თუ ხორცს, არაფერს აღარ ჭამს და პრანით იკვებება) ერთმა ლექციამ, როდესაც ის ხორცზე საუბრობს და ისეთი შეგრძნებაა თითქოს გული ერევა... ხო, ახლა არა მარტო არ მიყვარს ხორცი, უბრალოდ მძულს!!! მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია ამის გამო. ხორცის აკრძალვის სურვილი ჩემში ძალიან დიდი ხანი იყო ქვეცნობიერად, ახლა გარედ გამოვიდა. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th May 2024 - 05:24 AM |