ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Apr 30 2018, 05:13 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Apr 30 2018, 07:42 PM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
წავიკითხე, ზოგადი მიმოხილვაა, და ის რომ ეზოთერიის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ყველას სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სპეცეფექტები, კი მართალია, მეც ეს მიმართულება არა უფრო სისტემის მუშაობა მაინტერესებს, საკუთარი თავი გარემო, ურთიერთკავშირები, განთავისუფლების გზები ამ გავლენებიდან, ამჟამად კი ფაქტი არის ის რომ ეს კავშირები და გავლენები მოქმედებს. რაც შეეხება იმას ცხოვრების რა ეტაპებზე აინტერესებთ ადამიანებს ეზოთერიკა, ეს არის მწვავე სიტუაციები და კრიზისები, როგორც პირად ასევე საერთო სოციალურ პოლიტიკური გაჭედვების ეტაპები, ესეც მართალია ზოგადად ასეა.... საერთო ჯამში ეს არის ტაროლოგი და იწვევს მოსწავლეებს ტაროს შესასწავლად. რაც შეეხება ტაროს არ ვიცნობ ამ სისტემას და ვერც კარგს ვიტყვი რამეს ვერც ცუდს, მაგები იყენებენ საკუთარი მისიის გასახსენებლადო გამიგია, წინა ირკანაციების გასახსენებლად და გზის გასაგრძელებლად, მაგრამ მე პირადად ტაროსთან შეხება არ მქონია, აზრს ვერ გამოვთქვამ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st May 2024 - 01:06 PM |