ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
Apr 30 2018, 05:17 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცოდნის დაბალი დონეა და ეკლესიაც თავის ეგრეგორში აქცევს მაგ ადამიანებს. ეკლესიის ეგრეგორი სიყვარულის ეგრეგორი უნდა იყოს წესით მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ იგრძნობა, რადგან სიძულვილია ხალხში.
|
|
|
Apr 30 2018, 08:09 PM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ცოდნის დაბალი დონეა და ეკლესიაც თავის ეგრეგორში აქცევს მაგ ადამიანებს. ეკლესიის ეგრეგორი სიყვარულის ეგრეგორი უნდა იყოს წესით მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ იგრძნობა, რადგან სიძულვილია ხალხში. არ ვიცი ეგრეგორია ალბათ რომ ასე მარიენეტებივით არიან და აზროვნება არ აქვთ, საკუთარი აზრი არავის არ გააჩნია თითქმის, ერთი იტყვის და იმეორებენ ერთიდაიგივეს. ესაა საზოგადოებრივი აზრის შიში თუ რა დავარქვა კოლექტიური აზროვნება. ეკლესია ასწავლის სხვა რამეს აკეთებენ სხვა რამეს სიტყვები და საქმეები არ შეესაბამება ერთმანეთს. ეს ადამიანების განკითხვაა, და საკუთარ თავს სულ იმას ვუმეორებ კი არადა შიგნიდან ყვირის რაღაც სანამ ვინმეს რამეს ვეტყოდე "ნუ განიკითხავ" აი ეს ხმა მუდმივად ყვირის ჩემში, და ერთვება ემპათია რომ სანამ ადამიანს რამეს ვეტყოდე მის ადგილას დავაყენო ჩემი თავი, მაქ კი უფლება მას რამე დავუშალო, მაქვს უფლება შევზღუდო მისი თავისუფალი ნება? იმდენი დარტყმები მომაყენა ცხოვრებამ რომ ეს ხმა მუდმივად ყვირის ჩემში რომ მარტო ჩემი, მე, მარტო მე ასე მინდა არ არის. ეს არის უკუკავშირი, მივაყენებ ვინმეს ზიანს, მეც ცხოვრებისეული გარემოებები ანალოგიურ სიტუაციაში მაგდებს, საკმაოდ რთული სისტემაა. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st May 2024 - 04:53 AM |