IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ეზოთერული პარკი ლატვიაში
giorgi.milani
post Oct 8 2012, 11:09 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 200
Joined: 31-March 12
Member No.: 6,772

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





ლატვიურ გაზეთ Diena-ზე დაყრდნობით DELFI იუწყება, რომ ლატვიის სიგულდში (ქალაქი, რომელიც განთავსებულია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში) ევროკავშირმა დააფინანსა ეზოთერული პარკის მშენებლობა "საკუთარი თავის შეცნობისა და ჰარმონიისთვის". დახმარების საერთო ზომა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ფონდებიდან გამოიყო 40 000 ლატია (57,4 ათასი ევრო).

პარკის შექმნის ინიციატივით გამოვიდა სოკრატეს სკოლის ხელმძღვანელი ელვიტა რუდზატე. სტატიაში ნათქვამია, რომ 2003 წელს მას ჰქონდა ხილვა, თითქოსდა "მისი სახლის გვერდით, რომელიც სიგულდთან მდებარეობს, მინდორში სულიერი მოძღვრები სეირნობდნენ", რის შემდეგაც მან გადაწყვიტა თავისი ჩანაფიქრი და ხილვა სიცოცხლეში განეხორციელებინა. პროექტის თანახმად, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქიდან ხუთი კილომეტრით იქნება დაშორებული დაითესება სამკურნალო ბალახები, დაიდგმება საკურთხევლები და აშენდება "ღვთაებრივი ოთახი" ლოცვებისთვის.

როგორც გამოცემა წერს, თვით სიგულდის მცხოვრებნი ეზოთერული პარკით სულაც არ არიან დაინტერესებულნი. მაგრამ რუდზატე ამტკიცებს, რომ მრავალი ადამიანი მიისწრაფვის მის სანახავად დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან. მან ასევე განაცხადა, რომ ადგილი, სადაც პარკია განთავსებული, მაგიური თვისებებისაა და მის სტუმრებს "საკვირველი განკურნება" არაერთხელ განუცდიათ.

რამდენი დაჯდა პარკის მშენებლობა რუდზატე არ იუწყება. თუმცა, მან მიუთუთა, რომ დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო და მეთევზობის მეურნეობათა ფონდებიდან დაიფარა. სოფლის მხარდაჭერის სამსახურში განმარტეს, რომ ევროპული ფონდები ფინანსურ დახმარებას უწევენ სოფლის მცხოვრებლებს, რათა გააუმჯობესონ მათი ცხოვრების პირობები და აძლევენ იმის მოტივაციას, რომ სოფლიდან არ გადაბარგდნენ ქალაქში. თუმცა არავინ განმარტავს რითია სასარგებლო ეზოთერული პარკი.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
giorgi.milani   ეზოთერული პარკი ლატვიაში   Oct 8 2012, 11:09 PM
shotazi   ვაა მაგარია, ჩვენც ...   Oct 8 2012, 11:42 PM
Lashapoli   მაგარია ძალიან.. ჩვ...   Oct 8 2012, 11:44 PM
td.........   მე არ მევასება ეგე...   Oct 9 2012, 12:42 AM
anima mundi   დედამიწა ისედაც სუ...   Oct 9 2012, 10:26 AM
tikoroma   td......... anima mundi Lashapoli shotazi ყ...   Oct 9 2012, 11:26 AM
nibiru3013   ბიზნეს! ბიზნეს! ...   Oct 10 2012, 01:18 AM
Lashapoli   ბიზნეს! ბიზნეს! ...   Oct 10 2012, 04:09 AM
anima mundi   აი მე გავუკეთებდი ...   Oct 10 2012, 10:28 AM
marissa   საქართველოში არ გა...   Oct 10 2012, 12:31 PM
anima mundi   marissa სანამ შენ, კიდე...   Oct 10 2012, 02:09 PM
marissa   marissa სანამ შენ, კიდე...   Oct 10 2012, 02:26 PM
anima mundi   marissa აბა "რეალობა...   Oct 10 2012, 02:50 PM
anima mundi   მხოლოდ, ამ ფორუმზე...   Oct 10 2012, 02:51 PM
tikoroma   რა ვიცი, პოზიტიურა...   Oct 10 2012, 03:34 PM
Gopi   ეს პარკი მშვენიერი...   Oct 11 2012, 08:25 PM
anima mundi   უკვე მიყვარხარ :D   Oct 11 2012, 08:47 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 12th June 2024 - 02:11 AM