IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> კაცობრიობა დამონებულია უცხო არსებების მიერ, შემბყრობლები
Merlin
post May 20 2016, 01:28 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენი მტაცებელი
(კარლოს კასტანედას მიხედვით)

დონ ხუანმა მექსიკენ იაკ ინდიელთა შამანმა ეს მოუყვა კარლოს კასტანედას:
„ჩვენ გვყავს მტაცებლები რომლებიც კოსმოსიდან მოვიდნენ და ახლა ჩვენს ცხოვრებას აკონტროლებენ. ადამიანური არსებები მათი ტყვეები არიან მტაცებლები კი ჩვენი ბატონები და მასწავლებლები. ეს ჩვენ მორჩილებსა და უმწეოებს გვხდის. თუ რამის გაპროტესტებას მოვისურვებთ ისინი ამ პროტესტს ახშობენ. თუ დამოუკიდებლად მოქმედება გვინდა ისინი გვაიძულებენ ეს არ გავაკეთოთ.
მე მთელი ეს დრო ამ თემის შორი-ახლოს ვტრიალებდი და ვცდილობდი შენთვის ეს ნელ-ნელა მომეწოდებინა აზრი რომ ჩვენ ვიღაცის პატიმრობაში ვართ. სინამდვილეში ჩვენ პატიმრები ვართ!
ეს ენერგეტიკული ფაქტორი იყო მექსიკელი უძველესი ჯადოქრებისთვის. ისინი გვმართავენ ჩვენ, რადგან ჩვენ მათი საკვები ვართ და ისინი დაუნდობლად გვწურავენ რადგან ჩვენ ვართ მათი საზრდო. ზუსტად ისე როგორც ჩვენ ქათმები გამოგვყავს გალიებში, საქათმეში, მტაცებლებს ჩვენ გამოვყავართ საადამიანოებში, რათა მათი საკვები მუდამ ხელმისაწვდომი იყოს.
„არა, არა, არა - წამოიძახა კარლოსმა - ეს აბსურდია დონ ხუან ,ის რასაც შენ ამბობ საშინელებაა. ეს უბრალოდ არ შეიძლება სიმართლე იყოს, არც მაგისთვის არც ჩვეულებრივი ადამიანისთვის არც არავისთვის.
„რატომაც არა? - წყნარად იკითხა დონ ხუანმა - რატომ? შენ რომ ბრაზობ იმიტომ? შენ ჯერ ყველაფერი არც მოგისმენია, მოგიწოდებ სწორად განსაჯო. ერთი წუთით დაფიქრდი და მითხარი როგორ ახსნი წინაღმდეგობებს ადამიანის გონების აგებულებასა და მისავე რელიგიურ სისტების სისულელეს შორის, ან მისსავე წინააღმდეგობრივ საქციელებს შორის. მაგებს სჯეროდათ რომ მტაცებლები გვინერგავენ რელიგიურ სისტემებს, მოსაზრებებს კეთილსა და ბოროტზე, ჩვენს სოციალურ ჩვევებზე. ისინი გვაძლევენ იმედს, მოლოდინს, ოცნებას წარმატებასა თუ მარცხზე. მათ მოგვცეს სიხარბე, გაუმაძღრობა და სიმხდალე. ეს მხეცები გვაქცევენ თვითკმაყოფილ, ბანალურ ეგომანიაკებად.
„მაგრამ როგორ შეძლეს მათ ეს დონ ხუან? -კითხა კარლოსმა და რატომღაც უფრო მეტად გაბრაზდა იმაზე რასაც დონ ხუანი ამბობდა.-ისინი რა ამას ძილის დროს ყურში ჩაგვჩურჩულებენ?
„არა ისინი ასე არ იქცევიან, ეს ხომ სისულელეა - გაიღიმა დონ ხუანმა - ისინი გაცილებით უფრო ეფექტურადა და ორგანიზებულად მოქმედებენ,იმისთვის რომ დაგვთრგუნონ და მორჩილებაში გავმყოფონ მტაცებლები განსაცვიფრებელ მანევრებს მიმართავენ, ხო, განსაცვიფრებელს საბრძოლო სტრატეგიის გადასახედიდან მაგრამ საშინელს დატანჯული მსხვერპლის გადასახედიდან. ისინი ჩვენ საკუთარ გონებას გვაძლევენ! გესმის ჩემი? მტაცებლებმა თავიანთი გონება მოგვცეს, რომელიც მერე ჩვენი გონება გახდა. მტაცებლების გონება კი უცნაური, წინააღმდეგობრივი და პირქუშია, სავსე შიშით რომ ყოველ წუთს შეიძლება გამოგიჭირონ.
„ვიცი შიმშილი არასოდეს გამოგიცდია ... შენ საჭმელი გიყვარს და ეს სხვა არაფერია თუ არა მტაცებლის ჟინი რომელსაც ყოველ წუთს ეშინია მისი ქმედება გამჟღავნდება და საკვები ხელმიუწვდომელი გახდება. გონებაში, რომელიც ამავე დროს მტაცებლის გონებაცაა ისინი ადამიანური არსებების ცნობიერებაში აწვეთებენ მათთვის ხელსაყრელ იდეებს.ამით ისინი უზრუნველყოფენ საკუთარი საზრდოს მტკიცე დაცვას და ახშობენ მათ წინააღმდეგ ყოველგვარ გამოვლინებას.
მექსიკელი უძველესი მაგები შოკირებულნი იყვნენ იმ იდეით რომ მტაცებლებმა შექმნეს მათი სამყაროს ხატი. ისინი თვლიდნენ რომ ადამიანი ერთი მხრივ სრულყოფილი არსება უნდა ყოფილიყო, განსაცვიფრებელი ინტუიციითა და მოქნილი ცნობიერებით რაც დღეს უკვე მითი და ლეგენდაა, მეორეს მხრივ კი ყოველივე გამქრალია და შედეგად გაწონასწორებულ ადამიანს ვიღებთ.მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენი მოწინააღმდეგე უბრალო მტაცებელი არაა.ის ძალიან ნიჭიერი და ორგანიზებულია, ის ჩვენს დასამორჩილებლად მეთოდოლოგიურ სისტემას მიჰყვება. ადამიანი - მაგიური არსება, რაც წესით უნდა იყოს, უკვე დიდი ხანია მაგიური აღარაა, ის ერთი ჩვეულებრივი ხორცის ნაჭერია.
ადამიანისათვის აღარ არსებობს სხვა სიზმრები გარდა ცხოველის სიზმრისა, რომელიც გაზარდეს იმისათვის რომ ხორცის ნაჭრად ექციათ: ბანალურად და გონებასუსტად.
კასტანედა 1998წ.
უსასრულობის აქტიური მხარე
გვ.217
დონ ხუანმა თქვა : დღეს შესაფერისი დროა იმის გასაკეთებლად რაც მე ადრე გთხოვე. ერთი წუთით ამის გასაკეთებლად საჭირო ყურადღება მოიკრიბე, არ გაჩერდე ვიდრე მორიალე შავ ჩრდილს არ დაინახავ.
მე ნათლად დავინახე შავი ჩრდილი რომელიც ხეების ფოთლებს შორის გასხლტა.ეს ან ერთი ჩრდილის წინ და უკან მოძრაობა იყო ან აქეთ-იქიდან ბევრი ჩრდილი სხლტებოდა და ჰაერში დალივლივებდნენ. ისინი უზარმაზარ, შავ თევზს მაგონებდნენ, თითქოს გიგანტური ხმალთევზა დაცურავდა ჩემს ზემოთ ჰაერში, ის მთელს ჩემს მხედველობის არეს იკავებდა. ამან შემაშინა ,ძალიან დაბნელდა და ფოთლებს ვეღარ ვხედავდი მაგრამ მორიალე შავი ჩრდილები ისევ ჩანდა.
„რა არის ეს დონ ხუან „- ვკითხე მე
დიდი ხნის წინ მექსიკელმა ჯადოქრებმა/შამანებმა აღმოაჩინეს რომ ჩვენ ცხოვრების თანამგზავრები გვყავდა.მან ეს ისე ამიხსნა როგორც შეძლო „ჩვენ გვყავს მტაცებლები რომლებიც კოსმოსიდან მოვიდნენ და ახლა ჩვენს ცხოვრებას აკონტროლებენ.ადამიანური არსებები მათი ტყვეები არიან მტაცებლები კი ჩვენი ბატონები და მასწავლებლები .ეს ჩვენ მორჩილებსა და უმწეოებს გვხდის თუ რამის გაპროტესტებას მოვისურვებთ ისინი ამ პროტესტს ახშობენ თუ დამოუკიდებლად მოქმედება გვინდა ისინი გვაიძულებენ ეს არ გავაკეთოთ.
გარშემო ძალიან ბნელოდა თითქოს გამოსახულების ნაწილი შემცირებულიყო.ეს რომ დღის შუქი ყოფილიყო მე საკუთარ თავზე გამეცინებოდა მაგრამ სიბნელეში მაინც თავი შევიკავე.
„ჩვენ გარშემო უკუნი სიბნელეა“ მითხრა დონ ხუანმა „მაგრამ თუ თვალის კუთხით შეხედავ შენ ისევ დაინახავ ჩრდილებს რომლებიც ჩვენს გარშემო სხლტებოდნენ.
ის მართალი იყო მე მათ ისევ ვხედავდი ,მათმა მოძრაობამ თავბრუ დამახვია.დონ ხუანმა შუქი აანთო და ისინის გაიფანტნენ, მე კი მითხრა: შენ უნდა დაბრუნდე, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, რასაც მექსიკის უძველესი შამანები საგანთა საგანს ეძახდნენ. მე მთელი ეს დრო ამ თემის შორი ახლოს ვტრიალებდი და ვცდილობდი შენთვის ეს ნელ-ნელა მომეწოდებინა აზრი რომ ჩვენ ვიღაცის პატიმრობაში ვართ.სინამდვილეში ჩვენ პატიმები ვართ!
ეს ენერგეტიკული ფაქტორი იყო მექსიკელი უძველესი ჯადოქრებისთვის.
როგორ გვაკონტროლებენ მტაცებლები რომლებსაც შენ აღწერდი დონ ხუან?-ვკითხე მე -ამას უნდა ჰქონდეს ლოგიკური ახსნა.
ეს არის ახსნა -მიპასუხა დონ ხუანმა - ეს მსოფლიოში უმარტივესი ახსნაა. ისინი გვაკონტროლებენ იმიტომ რომ ჩვენ მათი საკვები ვართ და უმოწყალოდ გვწურავენ და ჩვენით საზრდოობენ. ისევე როგორც ჩვენ გამოგვყავს ქათმბი საქათმეებში, მტაცებლებს გამოვყავართ ადამიანების გალიებში - საადამიანეებში.ამიტომ საკვები მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომია.
ვიგრძენო როგორ ძლიერად ექანებოდა ჩემი თავი აქეთ-იქით არ შემეძლო სიღრმისეულად გადმომეცა ჩემი მოუსვენრობა და უკმაყოფილება მაგრამ სხეული ვერ ჩერდებოდა და ცდილობდა ყველაფერი ზედაპირზე გამოეტენა. ჩემი სურვილის საპირისპიროდ ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე ვკანკალებდი და საკუთარი ხმა ჩამესმა რომელიც ამბობდა: „„არა,არა,არა - წამოიძახა კარლოსმა - ეს აბსურდია დონ ხუან ,ის რასაც შენ ამბობ საშინელებაა.ეს უბრალოდ არ შეიძლება სიმართლე იყოს , არც ჯადოქრისთვის არც ჩვეულებრივი ადამიანისთვის არც არავისთვის.
„რატომაც არა? - წყნარად იკითხა დონ ხუანმა - რატომ? შენ რომ ბრაზობ იმიტომ?კარგი,შენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ გაგიგია ცოტაც მოიცადე და ნახავ როგორ იგრძნობ თავს.მე ვაპირებ შენს გონებაზე უდიდესი ზეგავლენა ვიქონიო,შენ კი ვერ ადგები და ვერ წახვალ იმიტომ რომ დაჭერილი ხარ.და ეს იმირომ კი არა რომ მე გაკავებ არამედ იმიტომ რომ რაღაც შენს შიგნით ხელს გიშლის წასვლაში მაშინ როცა შენი მეორე ნაწილი თითქმის სიგიჟის ზღვარზე იქნება.მაშ გამაგრდი!
ჩემში რაღაც თვითგვემის მსგავსმა გაიღვიძა, ის მართალი იყო, მე არაფრის გულისთვის არ შემეძლო სახლის დატოვება მაგრამ მაინც მომწონდა სიცარიელე, რომელიც მისგან იფრქვეოდა.
„მოგიწოდებ სწორად განსაჯო. ერთი წუთით დაფიქრდი და მითხარი როგორ ახსნი წინაღმდეგობებს ადამიანის გონების აგებულებასა და მისავე რელიგიურ სისტების სისულელეს შორის, ან მისსავე წინააღმდეგობრივ საქციელებს შორის. ჯადოქრებს სჯეროდათ რომ მტაცებლები გვინერგავენ რელიგიურ სისტემებს , მოსაზრებებს კეთილსა და ბოროტზე, ჩვენს სოციალურ ჩვევებზე. ისინი გვაძლევენ იმედს, მოლდინს, ოცნებას წარმატებასა თუ მარცხზე.მათ მოგვცეს სიხარგე ,გაუმაძღრობა და სიმხდალე. ეს მხეცები გვაქცევენ თვითკმაყოფილ,ბანალურ ეგომანიაკებად.“
„მაგრამ როგორ შეძლეს მათ ეს დონ ხუან? - კითხა კარლოსმა და რატომღაც უფრო მეტად გაბრაზდა იმაზე რასაც დონ ხუანი ამბობდა.-ისინი რა ამას ძილის დროს ყურში ჩაგვჩურჩულებენ?
„არა ისინი ასე არ იქცევიან ,ეს ხომ სისულელეა -გაიღიმა დონ ხუანმა- ისინი გაცილებით უფრო ეფექტურადა და ორგანიზებულად მოქმედებენ,იმისთვის რომ დაგვთრგუნონ და მორჩილებაში გავმყოფონ მტაცებლები განსაცვიფრებელ მანევრებს მიმართავენ, ხო, განსაცვიფრებელს საბრძოლო სტრატეგიის გადასახედიდან, მაგრამ საშინელს დატანჯული მსხვერპლის გადასახედიდან. ისინი ჩვენ საკუთარ გონებას გვაძლევენ! გესმის ჩემი? მტაცებლებმა თავიანთი გონება მოგვცეს, რომელიც მერე ჩვენი გონება გახდა. მტაცებლების გონება კი უცნაური,წინააღმდეგობრივი და პირქუშია, სავსე შიშით რომ ყოველ წუთს შეიძლება გამოგიჭირონ.
„ვიცი, შიმშილი არასოდეს გამოგიცდია ... შენ საჭმელი გიყვარს და ეს სხვა არაფერია თუ არა მტაცებლის ჟინი რომელსაც ყოველ წუთს ეშინია მისი ქმედება გამჟღავნდება და საკვები ხელმიუწვდომელი გახდება. გონებაში, რომელიც ამავე დროს მტაცებლის გონებაცაა ისინი ადამიანური არსებების ცნობიერებაში აწვეთებენ მათთვის ხელსაყრელ იდეებს.ამით ისინი უზრუნველყოფენ საკუთარი საზრდოს მტკიცე დაცვას და ახშობენ მათ წინააღმდეგ ყოველგვარ გამოვლინებას.
არ იფიქრო თითქოს მე არ მესმოდეს ამისი ზოგადი აზრი დონ ხუან - ვუთხარი მე - მაგრამ არის აქ უჩვეულო რაღაც რაც უკუმაგდებს, ეს მაიძულებს საწინააღმდეგო პოზიცია დავიკავო ,თუკი ისინი ჩვენით იკვებებიან როგორ აკეთებენ ამას?
დონ ხუანმა ფართოდ გამიღიმა და მასხარასავით გამხიარულდა მან ამიხსნა რომ ჩვილ ადამიანურ არსებებში ხედავდნენ ენერგიის მანათობელ ბუშტებს თავიდან ბოლომდე დაფარულებს კაშკაშა საფარით რომელიც პოლიეთილინევეით ეკვროდა ენერგიის ბუშტს, მან თქვა რომ სწორედ ამ ცნობიერების კაშკაშა საფარს იყენებდნენ მტაცებლები საკვებად.როცა ადამიანური არსებები ზრდასრულობას აღწევენ ყოველივე რაც ცნობიერების კაშკაშა ბურთიდან რჩება ეს მხოლოდ ვიწრო ფოჩია რომელიც მიწიდან მხოლოდ ფეხის თითებამდე გვწვდება.ეს ვიწროფოჩი აძლევს კაცობრიობას სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას მაგრამ უკვე ძალიან სუსტად. დონ ხუანის ხმა ისე ჩამესმოდა, თითქოს სიზმარში ვიყავი, ის მეუბნებოდა რომ ადამიანი სამყაროში ერთადერთის სახეობაა რომელსაც ცნობიერების კაშკაშა საფარი გააჩნია მანათობელი ბურთის გარშემო და სწორედ ამის გამოა ის ადვილი საკბილო განსხვავებული ცნობიერებისთვის ისეთი მძლავრისთვის როგორიც მტაცებლების ცნობიერებაა.
ამის შემდეგ მან ყველაზე უფრო საზიანო დებულება წამოაყენა, მან თქვა რომ ცნობიერების ეს ვიწრო ფოჩი იმ თვით-რეფლექსიის ეპიცენტრია სადაც ადამიანი უიმედოდაა მომწყვდეული. ჩვენს თვით-რეფლექსიაზე თამაშით კი, რაც ჩვენთვის დატოვებული ცნობიერების ერთადერთი ნაწილია, მტაცებლები ქმნიან ცნობიერების ნათებებს რომლებასაც ისინი აძლიერებენ რათა მერე დაუნანებლად მოიხმარონ თავიანთი მტაცებლური ჩვეულებისამებრ. ისინი ჩვენ ფუჭ პრობლემებს გვიქმნიან რათა ეს ცნობიერების ნათება უფრო გააძლიერონ და ამგვარად გვინარჩუნებენ სიცოცხლეს რათა მერე ჩვენი ფსევდო-ინტერესების ენერგიით გამოიკვებონ. დონ ხუანის ნათქვამში იყო რაღაც ისეთი დამანგრეველი რამაც თითქმის ფიზიკურ ტკივილამდე მიმიყვანა.
ერთი წუთის შემდეგ ,როგორც კი თავი უკეთესად ვიგრძენი დონ ხუანს ვკითხე - „ და თუკი მექსიკის უძველესი ჯადოქრებიც და დღევანდელი ჯადოქრებიც ხედავენ მტაცებლების ქმედებას რატომ არაფერს აკეთებენ?
- იმიტომ რომ მე დაშენ ვერაფერს ვიზამთ - სევდიანი ხმით მითხრა მან -ერთადერთი რაც შეგვიძლია საკუთარი თავის კონტროლია რომ მტაცებლები ახლოს არ მოუშვათ.
მაგრამ როგორ უნდა მოსთხოვო ახალგაზრდობას დაიცვან მკაცრი დისციპლინა? ისინი დაგცინებენ და მასხარად აგიგდებენ და ყველაზე აგრესიული მაგრადაც მიგბეგვავს... და ეს არა იმიტომ რომ არ დაგიჯერებენ. ყოველ ადამიანურ არსების სულის სიღრმეში არის შინაგანი მემკვიდრეობით მიღებული ცოდნა მტაცებლების არსებობის შესახებ.
ჩემი ანალიტიკური გონება იო-იოსავით ზემოთ-ქვემოთ ხტოდა: მტოვებდა და ისევ ბრუნდებოდა, მტოვებდა და ბრუნდებოდა. ის რასაც დონ ხუანმა მტაცებლებად დამიხასიათა დაუჯერებელი იყო მაგრამ ამავდროულად ყველაზე უფრო მარტივი და კეთილგონივრული. ეს ხსნიდა ყოველგვარ ადამიანურ წინააღმდეგობებს მაგრამ განა ვინმე მიიღებდა ამას სერიოზულად?
დონ ხუანმა ზვავისკენ მიბიძგა, ზვავმა კი ჩამითრია და უფრო ქვემოთ გამაქანა .მუქარის ტალღა მომაწვა, ეს ტალღა ჩემში არ წარმოქმნილა მაგრამ მაინც მე მიკავშირდებოდა. დონ ხუანმა ჩემთვის რაღაც საარაკოდ კარგი და ამავე დროს წარმოუდგენლად საშინელი გააკეთა. თითქოს ვიღაცამ თვალებზე გადაკრული ლიბრი მომაცილა. ის ჯერ თვალებში დაჯინებით მომშტერებოდა შემდეგ თვალი მომაცილა და საუბარი ისე განაგრძო რომ მეტად აღარც შემოუხედავს.
„როგორც კი მტანჯველი ეჭვები შემოგაწვება - მითხრა მან - რაიმე პრაგმატული გააკეთე ჩააქრე შუქი და სიბნელეს დააკვირდი ნახე რას იპოვი.ის შუქის ასაქრობად ადგა მაგრამ მე შევაჩერე „არა,არა დონ ხუან არ ჩააქრო შუქი მე კარგად ვარ“
ის რაც მე მაშინ ვიგრძენი ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო - სიბნელის შიში.მასზე უბრალო გაფიქრებაც კი სულს მიხუთავდა. მე დანამდვილბით ვიცოდი რაღაცა შინაგანად მაგრამ ალბათ მთელი მარადისობა ვერ გავბედავდი მასთან შეხებას ან მის გარეთ გამოტანას.
„ შენ ხეების წინ მორიალე ჩრდილები ნახე -მითხრა დონ ხუანმა და ისევ სკამზე დაჯდა -ეს ძალიან კარგია მაგრამ მე მინდა რომ ახლა ისინი აქ ამ ოთახში ნახო. შენ ვერაფერს ხედავ. შენ მხოლოდ მოძრავ ლანდებს იჭერ. შენ ამისთვის საკმარისი ენერგია გაქვს.
მე მეშინოდა რომ დონ ხუანი მაინც ადგებოდა და შუქს ჩააქრობდა რაც კიდევაც გააკეთა. ორ წამში საშინლად შევკივლე მე არა მხოლოდ დავინახე მორიალე ჩრდილები ყურებში ზუზუნის ხმაც კი გავიგონე. დონ ხუანმა შუქი ისევ აანთო და სიცილისგან ჩაბჟირდა.
„ეს რა ფიცხი ყმაწვილია!- თქვა მან - ერთის მხრივ საერთოდ არ სჯერა და მეორეს მხრივ როგორი პრაგმატულია. შენ თუ შენს შინაგან წინააღმდეგობებს არ დაძლევ გომბეშოსავით გასივდები და გასკდები.
დონ ხუანი უფრო და უფრო ღრმად მასობდა თავის „ნესტარს“
„უძველესი მექსიკელი მაგები ხედავდნენ მტაცებლებს, ისინი მათ მფრინავებს ეძახდნენ, რადგან ისინი ჰაერში რიალებდნენ. ეს დიდი ჩრდილია გაუმჭვირვალე. ბნელი და შავი ლანდი რომელიც ჰაერში დახტის ბრტყლად ეშვება მიწაზე.
მექსიკელი უძველესი მაგები შოკირებულნი იყვნენ იმ იდეით რომ მტაცებლებმა შექმნეს მათი საყაროს ხატი. ისინი თვლიდნენ რომ ადამიანი ერთი მხრივ სრულყოფილი არსება უნდა ყოფილიყო, განსაცვიფრებელი ინტუიციითა და მოქნილი ცნობიერებით რაც დღეს უკვე მითი და ლეგენდაა, მეორეს მხრივ კი ყოველივე გამქრალია და შედეგად გაწონასწორებულ ადამიანს ვიღებთ.
სიბრაზე მომაწვა და მომინდა მისთვის პარანოიკი მეწოდებინა მაგრამ სამართლიანობამ რომელიც ჩემში იყო არ მომცა ამის უფლება რაღაც ჩემს შიგნით გაემიჯნა ჩემს საყვარელ შეკითხვას: ნუთუ ყველაფერი რასაც ის ამბობს მართალია? ამავე დროს ის მეუბნებოდა რომ ჩემს გულის გულში მე ვიცოდი რომ ყველაფერი რასაც ის იმ ღამეს ამბობდა სიმართლე იყო, თუმცა იმავე დროს და იმავე ძალით მე მის ნათქვამ ყოველ სიტვას აბსურდად ვიღებდი.
„რას ამბობ დონ ხუან? ვკითხე მე „ვეღარ ვსუნთქავდი თითქოს ყელში რაღაცა მიჭერდა.
„მე იმის თქმა მინდა რომ ჩვენი მოწინააღმდეგე უბრალო მტაცებელი არაა. ის ძალიან ნიჭიერი და ორგანიზებულია, ის ჩვენს დასამორჩილებლად მეთოდოლოგიურ სისტემას მიჰყვება. ადამიანი - მაგიური არსება, რაც წესით უნდა იყოს, უკვე დიდი ხანია მაგიური აღარაა, ის ერთი ჩვეულებრივი ხორცის ნაჭერია.
ადამიანისათვის აღარ არსებობს სხვა სიზმრები გარდა ცხოველის სიზმრისა, რომელიც გაზარდეს იმისათვის რომ ხორცის ნაჭრად ექციათ: ბანალურად და გონებასუსტად.

დონ ხუანის სიტყვები ჩემში უცნაურ გულისრების მსგავს შეგრძნებას იწვევდა, თითქოს ისე ამტკივდა მუცელი.მაგრამ გულისრების შეგრძნება თითქოს შიგნიდან ძვლის ტვინიდან მოდიოდა. ჩემდაუნებურად გამაკანკალა. დონ ხუანმა მხრებში ხელი მომკიდა და ძლიერად შემანჯღია. ვგრძნობდი, როგორ თავისუფლად იქნევა ჩემი კისერი აქეთ-იქით. ამან მაშინვე დმაწყნარა და თავზე კონტროლი აღვიდგინე.
ეს მტაცებლები - თქვა დონ ხუანმა - რომლებიც აგრეთვე არაორგანული არსებები არიან, არ არიან ჩვენთვის მთლიანად უჩინარნი სხვა არაორგანული არსებების მსგავსად. მე ვფიქრობ, რომ ბავშვობაში ვხედავდით მათ მაგრამ ეს ისე გვაშინებდა რომ ვცდილობდით მალე დაგვევიწყებინა.ბავშვებს შეუძლიათ მათზე მზერის ფოკუსირება მაგრამ მოზრდილები როგორც წესი გადააფიქრებინებენ ხოლმე. ერთადერთი ალტერნატივა რაც კაცობრიობისთვის რჩება დისციპლინაა.მხოლოდ დისციპლინით შეიძლება მათი შეჩერება, მაგრამ მე დისციპლინაში მკაცრ რუტინას არ ვგილისხმობ. მე არ ვგულიცხმობ ყოველ დილით ექვსის ნახევარზე წამოხტომას და გალუჯებამდე ცივ წყალში ბანაობას. მაგებს დისციპლინა ესმით, როგორც უნარი მშვიდად დააუპირისპირდნენ სრულიად მოულოდნელ უცნაურობებს. მაგებისთვის დისციპლინა ხელოვნებაა, ხელოვნება დაუპისპირდნენ უსასრულოდ თავის არიდების გარეშე. და ეს არა იმიტომ რომ ისინი ძლიერები და ჭკვიანები არიან არამედ იმიტომ რომ ისინი აღსავსენი არიან მოკრძალებით.
- რანაირად აჩერებს ჯადოქრების დისციპლინა მფრინავებს? - ვკითხე მე
დონ ხუანი ყურადღებით დამაკვირდა სახეზე თითქოს იქ ჩემი ურწმუნოების რაიმე ნიშანს ხედავდა. მერე მითხრა: დისციპლინას შეუძლია ცნობიერბის კაშკაშა საფარი მფრინავებისთვის უგემური გახადოს. მტაცებლები განცვიფრებულები რჩებიან. მე ვვარაუდობ რომ ცნობიერების კაშკაშა ნაწილი რომელიც საჭმელად უკვე უვარგისია მათი ცნობიერების ნაწილს აღარ წარმოადგენს. გაკვირვებულებს მათ სხვა აღარაფერი დარჩენიათ იმის გარდა რომ შეეშვან თავიანთ ბიწიერ ქმედებებს. თუკი გარკვეული ხანი ჩვენი ცნობიერების კაშკაშა საფარს მტაცებლები არ შეჭამენ ის ზრდას იწყებს.
ეს წინააღმეგობები კიდევ უფრო რომ გავამარტივო გეტყვი რომ ჯადოქრები თავიანთი დისციპლინით შორს გაყრიან მტაცებლებს და აძლევენ ცნობიერების კაშკაშა ნათებას ზრდის საშუალებას. ის ჯერ ფეხის თითების დონეს აცდება და მერე კი თავის ბუნებრივ ზომებს აღწევს. მექსიკის უძველესი მაგები ირწმუნებოდნენ რომ ცნობიერების კაშკაშა საფარი ხეს გავს თუ მას არ გადაჭრი ის თავისუფლად და ბუნებრივად გაიზრდება. როგორც კი ცნობიერება ფეხის თითების დონეს აცდება აღქმა წინ უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.
უძველესი ჯადოქრების უდიდესი ფანდი იყო მფრინევების გონების დისციპლინით დატვირთვა. ჯადოქრებმა აღმოაჩინეს რომ თუ მტაცებლების გონებას შინაგანი მდუმარებით დატვირთავდნენ მაშინ ბინდი იფანტებოდა და აძლევდა პრაქტიკოსსს გონების უცხო პირველწყაროში შეღწევის საშუალებას. უცხოპლანეტური გონი, რომელიც ამ არსებებს მართავს ისევ უკან ბრუნდებოდა მაგრამ უკვე დაუძლურებული და იწყებოდა მფრინავების გონების გაფანტვის დამღლელი პროცესი სანამ ის საბოლოოდ არ გაიფანტებოდა.
ამ დღეს შენ უკვე შეძლებ შენს საკუთარ თითქმის ნულს გატოლებულ სქემებს დაეყრდნო.მართლაც სევდიანი დღეა. ვეღარავინ გიკარნახებს რა გააკეთო. აღარაა უცხო გონი რომელიც შენთვის ჩვეულ სისულელეებს გიკარნახებს. ჩემი მასწავლებელი ნაგვალი ხულიანი ყოველთვის აფრთხილებდა მოსწავლეებს რომ ეს მაგის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეა როცა ჩვენი გონება უკვე ჩვენ გვეკუთვნის. მთელი ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება კი მმორცხვი დაუცველი და არასანდო ხდება. პირადად მე მგონია რომ მაგის ნამდვილი ბრძოლა სწორედ ამ დღეს იწება,დანარჩენი უბრალოდ მზადებაა.
ამან ძალიან ამაღელვა მეტის გაგება მომინდა მაგრამ უცნაურმა შეგრძნებამ შემომიძახა გავჩერებულიყავი; ის საშინელ შედეგსა და სასჯელს მახსენდება თითქოს ღვთის რისხვა იყო ჩემზე მისთვისაც (ღმერთისთვის) ფარულ ქმედებებში ჩარევისთვის. უდიდეს ძალისხმევას მივმართე რომ ჩემი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა. საკუთარი ხმა ჩამესმა რომელიც კითხულობდა: “რას ,რას გულისხმობ მფრინევების გონების განდევნაში?“
დისციპლინა დაუსრულებლად ამძიმებს უცხოების გონებას მიპასუხა მან, ამგვარად ჯდოქრები დისციპლინით დაძლეველ უცხოების ინსტალაციებს.
ამ მტკიცებულებებმა წამლეკა. მეგონა რომ დონ ხუანი ან გაგიჟდა ან ისეთ რაღაცას მეუბნებოდა რაც მთელს გულ-მუცელს მიყინავდა.თუმცა კი შევამჩნიე როგორ სწრაფად აღვიდგინე ენრგია იმის უკუსაგდებად რასაც ის მიმტკიცებდა. პანიკის შემდეგ სიცილს მოყვევი თითქოს დონ ხუანს ეხუმროს. ისევ გავიგონე ჩემივე ხმა : „დონ ხუან დონ ხუან შენ არაფერი გამოგასწორებს“
ჩანს დონ ხუანი მიხვდა ყველაფერს რაც ჩემს თავს ხდებოდა,ის ჯერ თავს აქეთ-იქეთ იქნევდა მერე კი ასწია და ცას მოჩვენებითი სასოწარკვეთით მიაშტერდა.“ აბა მე რა გამომასწორებს? მე ხომ ვცდილობ მფრინევების გონება, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავ შენში, მაგრად შევაჯანღარო. მე მინდა ჯადოქრების ყველაზე უჩვეულო, განსაკუთრებული საიდუმლო გაგიმხილო მე მინდა გადმოგცე ყველა ის აღმოჩენა რაც მათ ათასობით წლის წინ გააკეთეს, შეამოწმეს და განამტკიცეს.
„შემომხედე-ბოროტად გაიღიმა და ისევ განაგრძო მან - მფრინავების გონი სამუდამოდ გაიფანტება როგორც კი მაგი წარმატებით მოიხვეჭს ვიბრაციის ძალას ეს ერთად შეგვკრავ როგორც ენერგეტიკული ველების კონას. თუ მაგი დიდხანს ეცდება მათზე ზემოქმედებას მფრინავების გონება საბოლოოდ გაიფანტება და ეს სწორედ ისაა, რაც შენ უნდა გააკეთო. მოიკრიბე ენერგია რომელიც გაერთიანებთ.
წარმოუდგენლად გაუგებარი რეაქცია მქონდა, ჩემს შიგნით თითქოს მოულოდნელი ბიძგებისაგან რაღაცა შეირხა. მე შიშის სამყაროში შევაბიჯე რამაც მაშინვე გამოძახილი ჰპოვა ჩემი რელიგიური წარსულიდან.
დონ ხუანმა თავიდან ფეხებამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა
„ღვთის რისხვის გეშინია არა?’ -მკითხა მან -დამშვიდდი ეს შენი შიში არ არის ეს მფრინავის შიშია რადგან მან იცის, რომ შენ იმასგააკეთებ რასაც მე გეუბნები.
მისმა სიტყვებმა ოდნავადაც ვერ დამაწყნარა უარესად გავხდი უნებურად ვკანკალებდი და ვერ ვჩერდებოდი.
ნუ ნერვიულობ წყნარად მითხრა დონ ხუანმა მე ვიცი რომ ეს შეტევა მალე გაგივლის. ყველაფრის მიუხედავად მფრინავის გონებას კონცენტრაციის უნარი არ აქვს.
ცოტა ხნის შემდეგ როგორც დონ ხუანი ვარაუდობდა ყველაფერი შეწყდა. იმის თქმა, რომ გაკვირვებული ვიყავი გადაჭარბებული იქნებოდა. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, როცა მარტომ თუ დონ ხუანთან ერთად, არ ვიცოდი მივდიოდი თუ მოვდიოდი. მინდოდა სკამიდან ავმდგარიყავი და ფეხით გამევლო მაგრამ სიკვდილამდე მეშინოდა. უამრავი რაციონალური მტკიცებულება მქონდა და ამავე დროს ბავშვურ შიშს მოვეცვი. ღრმად ვსუნთქავდი და ამავე დროს სხეული ცივი ოფლით დამეცვარა. თითქოს ჩემი ყველაზე უფრო უკეთური ნაწილი გავათავისუფლე როგორც კი მოვბრუნდი მუქი შავი ჩრდილები აცეკვდნენ ჩემს გარშემო. თვალები დავხუჭე და თავი მკლავზე სკამის საზურგეზე ჩამოვდე.
არ ვიცი რა გზას დავადგე დონ ხუან?
ამაღამ შენ რეალურად გამოგივიდა ჩემი მიტოვება და შინაგან ბრძოლაში გაეხვიე. გულის სიღრმეში შენ იცი რომ არ გაქვს იმის უარყოფის უნარი, რომ ეს შენი განუყოფელი ნაწილია შენი ცნობიერების კაშკაშა საფარი მტაცებლების მიერ საკვებად გამოყენებული.
და შენივე მეორე ნაწილი კი მთელი ძალით ეწინააღმდეგბა ამას. ჯადოქრების რევოლუცია იმაში მდგომარეობას რომ პატივი არ მიაგონ იმ დებულებებს რომელიც მათთვის მიუღებელია. არავის უკითხავს ჩემთვის მინდოდა თუ არა სხვა ცნობიერების არსებებს შევეჭამე. მშობლებს ხშირად მივყავდი მათ სამყაროში რათა საკვებად ვექციე ისე როგორც თავად იყვნენ საკვები. აი ესაა ამბის დასასრული .
დონ ხუანი სკამიდან ადგა და ხელები და ფეხები გაჭიმა უკვე დიდი ხანია აქ ვზივართ სახლში შესვლის დროა , მშია, შეჭამ ჩემთან ერთად?
დავთანხმდი მუცელი უკვე მიყურყურებდა.
-მე ვფიქრობ რომ შენ ჯობია წახვიდე და დაიძინო-მომიგო მან. ამ შეტევამ ისედაც გაგანადგურა.
მე ხვეწნა აღარც მჭირდებოდა საწოლზე მივწექი და მკვდარივით დამეძინა.
რამოდენიმე ხნის შემდეგ როგორც კი შინ დავბრუნდი მფრნავების არსებობის იდეა ჩემი იდეაფიქსი გახდა. მე იმდასკვნამდე მივედი რომ დონ ხუანი არაფერში არ ცდებოდა ,როგორც არ უნდა მეცადა მის ლოგიკას წინ აღვდგომოდი რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, განვიხილავდი და ვსაუბრობდი ამ თემაზე ცაკუთარ თავთან თუ ჩემს ახალგაზრდებთან უფრო მეტად მიმტკიცდებოდა აზრი რომ ვიღაცა გვმართავდა, გვაწვდია ფიქრებს აზრებს და ურთიერთდამოკიდებულებებს რომლებსაც არავითარი აზრი არ გააჩნდათ.
ჩემი საზრუნავი ისევე როგორც ყველა დანარჩენისა მხოლოდ საკუთარი თავი იყო. რადგან მსგავსი უნივერსალური ერთგვაროვნების ახსნა ვერ ვიპოვე, მე ვირწმუნე რომ დონ ხუანის მოსაზრებები საუკეთესოდ განმარტავდა ამ ფენომენს. მე მითებისა და ლეგენდების კითხვაში ჩავეფალი, კითხვისას ისეთი განცდა გამიჩნდა რაც აქამდე არასოდეს მეგრძნო, ყოველი წიგნი რომელიც წამეკითხა მითებისა და ლეგენდების ინტერპრეტაცია იყო. ამ წიგნებიდან ყოველი აშკარას ხდიდა გონების ერთგვაროვნებას მაშინაც კი როცა შინაარსი ისევე აბსტრაქტული იყო როგორც მითის ან ლეგენდის, ავტორები ყოველთვის ახერხებდნენ საკუთარი მოსაზრების ჩასმას.
ერთგვაროვნება რომელიც ყოველი ამ წიგნის უკანა ფონს წარმოადგენდა არ იყო ამ წიგნების მთავარი თემა. მიუხედავად ამისა, ის თავის თავს თავად ემსახურებოდა. ადრე ამას ვერ ვხვდებოდი და ეხლა ჩემი ეს რეაქციები დონ ხუანის გავლენას მივაწერე. თუმცაღა დარჩა კითხვა რომელსაც თავს ვერ ვარიდევდი: გავლენის ქვეშ ვიყავი თუ მართლა უცხო გონება მკარნახობდა რა უნდა გამეკეთებინა. დავეცი, ძალაუნებურად ყველაფრის უარყოფა დავიწყე და ღრმად ჩავეფალი თანხმობასა და აურყოფას შორის. რაღაცამ ჩემს შიგნით იცოდა რომ დონ ხუანის ნათქვამი ენერგეტიკული ფაქტი იყო, მაგრამ რაღაცამ ისევე მნიშვნელოვანმა როგორც პირველმა იცოდა რო ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო.
საბოლოოდ ჩემი შინაგანი ბრძოლა ცუდი წინათგრძნობით დამთავრდა, შეგრძნებით რომ უეჭველი რაღაცა საშინელი დამემრთებოდა. დავიწყე ანთროპოლოგიური კვლევები მფრინავების სხვა და სხვა კულტურებში დასანახად. მაგრამ ცნობებს მათ შესახებ ვერსად მივაგენი დონ ხუანი ამ ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო.
შემდეგ ჯერზე როგორც კი კი ვნახე მაშინვე მფრინავებზე წამოვიწყე ლაპარაკი. „მე ყველაფერი ვცადე რათა ამისი რაციონალური ახსნა მომეძებნა მაგრამ ვერ შევძელი და მე სრულიად დავეთანხმე შენს მოსაზრებას მტაცებლების შესახებ“.
შენი ყურადღება იმ მორიალე ჩრდილებისკენ მიმართე რომლებიც უკვე ნახე - გამიღიმა დონ ხუანმა მე კი ვუპასუხე რომ ეს მორიელე ჩრდილები საბოლოოდ მოუღებდნენ ბოლოს ჩემს რაციონალურ აზროვნებას. მე მათ ყველგან ვხედავდი, მას შემდეგ რაც მისი სახლი დავტოვე მე სიბნელეში დაძინება აღარ შემეძლო მე ანთებული შუქით დაზინება არ მაწუხებდა მაგრამ როგორც კი შუქს ვაქრობდი ჩრდილები ჩემს გარშემო ცეკვას იწყებდნენ აღარ შემეძლო სრულყოფილი ფორმისა და მოხაზულობის გარჩევა, ყველაფერი რასაც ვხედავდი ბნელი მორიალე ლანდი იყო.
მფრინავების გონება არ გტოვებს -თქვა დონ ხუანმა -ის სერიოზულად დაზიანდა და ახლა მთელი ძალით ცდილობს შენთან ურთიერთობა აღადგინოს. მაგრამ თქვენს შორის რაღაც სამუდამოდ გაწყდა და მფრინავებმა ეს იციან. რეალური საფრთხე ის არის რომ მფრინავის გონება გაიმარჯვებს, ის დაგღლის და გაიძულებს რომ მისა და ჩემს ნათქვამებს შორის წინააღმდეგობების აღმოჩენით გათამაშოს.
ხომ ხედავ, რომ მფრინავის გონებას მეტოქე არ ჰყავს. თუ ის რამეს გთავაზობს მისივე სურვილები ამაში ეთანხმებიან, ეს კი შენ გაფიქრებინებს რომ რაღაცა ღირებულს აკეთებ. მფრინავის გონება გეუბნება რომ ყოველივე რასაც ხუან მატუსი გაებნება სრული აბსურდიაო და მერე იგივე გონება ამ მტკიცებულებას ეთანხმება, რა თქმა უნდა აბსურდიაო იტყვი შენ და აი სწორედ ასე გამარცხებენ ისინი.
მფრინავები სამყაროს განუყოფელი ნაწილია და ისინი ის უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან: საშინელნი და მხეცურნი. ესაა საშუალებები რომლითაც სამყარო გვცდის, ჩვენ საყაროს მიერ შექმნილი ენერგეტიკული ზონდები ვართ - განაგრძობდა ის - თითქოს ჩემი იქ ყოფნა დავიწყებოდა - ეს იმიტომ, რომ ჩვენ იმ ენარგიის მფლობელები ვართ, რომელსაც ცნობიერება აქვს. ჩვენ ვართ საშუალებები რომლითაც სამყარო საკუთარ თავს შეიმეცნებს. მფრინავები კი შეუბრალებელი მომხმარებლები. ისინი ისე უნდა მივიღოთ, როგორც ყველაფერი სხვა დანარჩენი თუ ჩვენ ამაში წარმატებას მივაღწევთ, სამყარო სიცოცხლის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს.
უკანდახევის შეთანხმება დისციპლინის წესებში: შესძლებელი გამოსავალი?
მფრინავების გონი სამუდამოდ გაიფანტება როგორც კი მაგი წარმატებით მოიხვეჭს ვიბრაციის ძალას ეს ერთად შეგვკრავ როგორც ენერგეტიკული ველების კონას. თუ მაგი დიდხანს ეცდება მათზე ზემოქმედებას, მფრინავების გონება საბოლოოდ გაიფანტება და ეს სწორედ ისაა რაც შენ უნდა გააკეთო. მოიკრიბე ენერგია რომელიც გაერთიანებთ.
დონ ხუანმა ასევე თქვა
ამაღამ შენ რეალურად გამოგივიდა ჩემი მიტოვება და შინაგან ბრძოლაში გაეხვიე.გულის სიღრმეში შენ იცი რომ არ გაქვს იმის უარყოფის უნარი რომ ეს შენი განუყოფელი ნაწილია შენი ცნობიერების კაშკაშა საფარი მტაცებლების მიერ საკვებად გამოყენებული.
და შენივე მეორე ნაწილი კი მთელი ძალით ეწინააღმდეგბა ამას. ჯადოქრების რევოლუცია იმაში მდგომარეობას რომ პატივი არ მიაგონ იმ დებულებებს რომელიც მათთვის მიუღებელია. არავის უკითხავს ჩემთვის მინდოდა თუ არა სხვა ცნობიერების არსებებს შევეჭამე. მშობლებს ხშირად მიყვადი მათ სამყაროში რათა საკვებად ვექციე ისე როგორც თავად იყვნენ საკვები. აი ესაა ამბის დასასრული.
ვფიქრობდი,შემეძლო კი, რომ ასე მარტივად დამეხია უკან რაიმე შეთანხმებისგან იმისთვის რომ უვე ძალადაკარგული და გაუქმებუი შეთანხმება გამეკონტროლებინა და ის კავშირები რასაც ეს შეთანხმება წარმოშობდა. ყოველი შეთანხმების ორი ძირითადი ნაწილი ასეთია: შეთანხმების პირობების გაცნობა და ამ პირობების მიღება.
ამგვარად - პირობების გაუცნობლადა და მათზე დათანხმების გარეშე არანაირი კონტრაქტი ან შეთანხმება არ დაიდება შენი სულის ცნობიერების აქტით. ის გაბათილდება და ძალას დაკარგავს მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც სრულიად უკანონოდ არსებობს და თავს მოხვეულია და ეშმაკურად და უკანონოდ ასრულდება მისი პირობები.
დონ ხუანი ასევე ამბობდა რომ მფრინავების გონებას არ გააჩნიათ კონცენტრაცია. იქნებ არსებობს გარკვეული შესაძლებლობა რომ ეს კონცენტრაციის ნაკლებობის უნარი ადამიანზეც გადავიდეს ვიდრე მმართველები (არქონები) მას ატყვევებენ და ჭამენ და გამომჟღავნდება თუ არა ეს თვისება ადამიანების ქცევებში. ის რაც ახლა ყუარდღების დეფიციტის სინდრომადაა მიჩნეული ADD (ATTENTION DEFICIT DISORDER) და განსაკუთრებით ბავშვებშია გამოვლენილი? არის თუ არა ყურადღების დეფიციტის სინდრომი გვერდითი ან შესაძლო ინტენსიური ეფექტი რომელიც არქონების მიერ გამოიყენება, როცა მათი ფავორიტები სარგებელს იღებენ წამლების წარმოებითა და ადამიანებზე გაყიდვით ან შეიძლება კავშირში იყოს ამ დეფიციტის სინდრომთან?

მთარგმნელი: ლე თე
წყარო: https://prof77.wordpress.com/our-predator-b...rlos-castaneda/


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
starscream
post Sep 23 2018, 09:06 PM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართალია ყველაფერი რაც აქ წერია და ვეთანხმები მე იმაზე ვღადაობ ხალხს როგორ წარმოუდგენია სულიერება სულიერი ძალები. ნამდვილი სულიერება ომია ბრძოლაა და როგორც კი გადიხარ ეგრევე სამიზნე ხვდები როცა გამიაქტიურდა მესამე თვალი დავიწყე ნაწილაკების ხედვა და მე მეგონა რომ რაღაც ატომები იყო ან ასე შემდეგ მნიშვნელობა არ ქონდა თვალი დახუჭული მქონდა თუ გახსნილი ეს ნაწილაკები ერთად ქმნიდნენ ღრუბლებს ლივლივებდნენ აკეთებდნენ ქმნიდნენ ფიგურებს და ასე შემდეგ მე ემგონა ატომებს ვხვედავდი ან რაღაც ეგეთს ღამე კიდე ყველაზე კარგად ჩანდნენ ეს შავი ნაწილაკები რომელბიც შავ ღრუბლებს ქმნიდნენ მე რო ეს რაღაცა ფიზიკის მოვლენა ან ენერგიის მეგონა 2 კვირის მერე აღმოჩნდა რომ ამ ნაწილაკებს ცნობიერება ააქვთ და აგრესიულები არიან და მიტევდნენ და ასე შემდეგ იყო კიდე როცა რაღაც არსებები შიშის ვიბრაციებს მომართავენ შენსკენ თითქოს რაღაც აპარატით გიკეთებენ დასხიებას ფიზიკურად არ გეშინია ამ დროს სულიერად სასწაულ შიშს განიცდი არადა რაც მთავარია ეს შენი შიში არ არის არამედ გრძნობ როგორ მოდის გარედან და როგორ არის მიმართული შენსენ რაღაც სხივის მაგვარად და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს ბევრს თუ გაახურებთ ვიღაც შეპყრობილი ბომჟი აგეკიდებათ და მოგკლავთ ა ვირაც სხვა შეპყრობილი ძალიან სერიოზული რამეა ნამდვილი სულიერება შენი სიცოცხლე დევს სასწორზე ხოდა ვინც მასე არაა მე საერთოდ არ ვთვლი რო ოდესმე ქონია რამე შეხება სულიერებასთან ეგ კი არა ერთხელ ქართულის მასწავლებელი მამეცადინებდა მიხსნიდა მე ვუყურებდი სახეში ვუსმენდი და უცებ გაჩერდა დრო გაჩერდა სამყარო გაჩერდა ჩემი მასწავლებლის ცნობიერება და ფიზიკური სხეული მარტო მე დავრჩი და მისი სახიდან გამოვიდა გარეთ რაღაც სულიერი არსება თავისი სახით ამათვალიერა ჩამათვალიერა შებრუნდა უკან ჩემი მასწავლებლის სახეში ჩემი მასწავლებელის ცნობიერება და სხეული ისევ აამუშავა და დროც ჩაირთო. აი ასეთი ამბებია
Go to the top of the page
 
+Quote Post
SixthSense
post Feb 27 2021, 04:26 AM
Post #3


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 36
Joined: 22-January 21
Member No.: 7,985

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან კარგად ახწერეთ კაცობრიობის დღევანდელი პრობლემა. თითქმის ყველა ასპექტში.. მინდა დავამატო ის რომ დღევანდელი ეფოქა ადამიანს ხელს საერთოდ არ უწყობს იმაში რომ გამოფხიზლდეს და განვითარდეს რათა გაიგოს მისი მოვლინების არსი ამ კვეყნიერებაში.. არამედ ფირიქით ის მას უბიძგებს დეგრადაციისათვის სამწუხაროდ... sad.gif



QUOTE(starscream @ Sep 23 2018, 09:06 PM) *
მართალია ყველაფერი რაც აქ წერია და ვეთანხმები მე იმაზე ვღადაობ ხალხს როგორ წარმოუდგენია სულიერება სულიერი ძალები. ნამდვილი სულიერება ომია ბრძოლაა და როგორც კი გადიხარ ეგრევე სამიზნე ხვდები როცა გამიაქტიურდა მესამე თვალი დავიწყე ნაწილაკების ხედვა და მე მეგონა რომ რაღაც ატომები იყო ან ასე შემდეგ მნიშვნელობა არ ქონდა თვალი დახუჭული მქონდა თუ გახსნილი ეს ნაწილაკები ერთად ქმნიდნენ ღრუბლებს ლივლივებდნენ აკეთებდნენ ქმნიდნენ ფიგურებს და ასე შემდეგ მე ემგონა ატომებს ვხვედავდი ან რაღაც ეგეთს ღამე კიდე ყველაზე კარგად ჩანდნენ ეს შავი ნაწილაკები რომელბიც შავ ღრუბლებს ქმნიდნენ მე რო ეს რაღაცა ფიზიკის მოვლენა ან ენერგიის მეგონა 2 კვირის მერე აღმოჩნდა რომ ამ ნაწილაკებს ცნობიერება ააქვთ და აგრესიულები არიან და მიტევდნენ და ასე შემდეგ იყო კიდე როცა რაღაც არსებები შიშის ვიბრაციებს მომართავენ შენსკენ თითქოს რაღაც აპარატით გიკეთებენ დასხიებას ფიზიკურად არ გეშინია ამ დროს სულიერად სასწაულ შიშს განიცდი არადა რაც მთავარია ეს შენი შიში არ არის არამედ გრძნობ როგორ მოდის გარედან და როგორ არის მიმართული შენსენ რაღაც სხივის მაგვარად და ასე შემდეგ. ბოლოს და ბოლოს ბევრს თუ გაახურებთ ვიღაც შეპყრობილი ბომჟი აგეკიდებათ და მოგკლავთ ა ვირაც სხვა შეპყრობილი ძალიან სერიოზული რამეა ნამდვილი სულიერება შენი სიცოცხლე დევს სასწორზე ხოდა ვინც მასე არაა მე საერთოდ არ ვთვლი რო ოდესმე ქონია რამე შეხება სულიერებასთან ეგ კი არა ერთხელ ქართულის მასწავლებელი მამეცადინებდა მიხსნიდა მე ვუყურებდი სახეში ვუსმენდი და უცებ გაჩერდა დრო გაჩერდა სამყარო გაჩერდა ჩემი მასწავლებლის ცნობიერება და ფიზიკური სხეული მარტო მე დავრჩი და მისი სახიდან გამოვიდა გარეთ რაღაც სულიერი არსება თავისი სახით ამათვალიერა ჩამათვალიერა შებრუნდა უკან ჩემი მასწავლებლის სახეში ჩემი მასწავლებელის ცნობიერება და სხეული ისევ აამუშავა და დროც ჩაირთო. აი ასეთი ამბებია


იმედია ისევ ამ ფორუმზე ხარ.. გადავიკითხე შენი გამოცდილება და გეტყვი რომ ანალოგიური მჭირს მეც ზუსტად.. მესამე თვალთან დაკავშირებით და ამ ნაწილაკებთან.. ბოლო რამოდენიმე წლებია რაც ჩემი ხედვის არელათან გაჩდნენ.. ისინი არიან თეთრები და შავები ძალიან ბევრნი და მოძრაობენ ქაოსურად დღისით თუ ღამით, ჩემი დაკვირვებით დავასკვენი რომ მათ მართლა აქვთ ცნობიერება და შეიძლება ფიქრობენ კიდეც ან წვდომა აქვთ ჩვენს ცნობიერთან ან ფიქრებთან რადგან ანალოგიურად ვგრძნობ მათთგან თავდასხმას და ეს უკვე აისახება ჩემს ფიზიკურ ჯანრთელობაზე ორგანოებზე.. როგორც ასეთი შიში არ მაქვს მათ მიმართ მაგრამ ვატყობ რომ აქვთ მცდელობა შემაშინონ.. დღის ძალიან ხშირ მონაკვეთში ვგრძნობ ასევე მათგან შემომავალ ვიბრაციებს, მაგალითად ვწევარ ჩემთვის გაყუჩული ვკითხულობ რაღაცას მარა ვგრძნობ როგორ ვიბრირებს მთლიანი სხეული.. ანუ ესენი როგორც შევამჩნიე არიან ერთმანეთისგან 2 საპირისპიროები რადგან ერთი თეთრია და მეორე შავი, შესაძლებელია რომ ორივე უარყოფითს წარმოადგენდეს? ან როგორ შეიძლება მათგან სრულიად განთავისუფლება? თუ გაქვს გამოცდილება ჩემი თხოვნა იქნება გამომეხმაურო და გამიზიარო... ძალიან მჭირდება justcuz_hourglass.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Merlin   კაცობრიობა დამონებულია უცხო არსებების მიერ   May 20 2016, 01:28 PM
Merlin   ეს არის ამონარიდი ca...   May 20 2016, 01:34 PM
Merlin   შეგიძლიათ გაეცნოთ ...   May 20 2016, 01:36 PM
earth   ვგრძნობ, რომ გვმარ...   May 20 2016, 09:38 PM
tikoroma   მომბეზრდა წუწუნი რ...   May 21 2016, 11:54 AM
Merlin   ''''მაგრამ ოჯა...   May 21 2016, 02:37 PM
shendaukar   ვეგეტარიანელობა ჰ...   May 25 2016, 10:43 PM
Merlin   1) მცენარე რომ ტკივი...   May 25 2016, 11:09 PM
Merlin   ერთის თავისუფლება ...   May 25 2016, 11:19 PM
Merlin   ამ ყველაფრის მერე ...   May 25 2016, 11:29 PM
shendaukar   https://youtu.be/FLhGHTdl4gI შეგიძლი...   May 26 2016, 12:53 AM
Merlin   1) ჩემს მთავარ სათქმ...   May 26 2016, 08:13 AM
Merlin   ლინკისთვის მადლობ...   May 26 2016, 08:18 AM
Qpwoei   რა სისულელეა ))) კაი ...   May 26 2016, 11:18 PM
ichi   Merlin 1) მცენარე რომ ტკ...   May 27 2016, 10:50 AM
Merlin   მე საერთოდ უარი ვთ...   May 27 2016, 07:06 PM
Merlin   კვერცხს რაც შეეხებ...   May 27 2016, 07:19 PM
eternity   კვერცხს რაც შეეხებ...   Feb 14 2018, 02:45 PM
Merlin   არის კიდევ სხვა ბე...   May 27 2016, 07:41 PM
ichi   გასაგებია რასაც ამ...   May 27 2016, 09:13 PM
Merlin   ზემოთ დასახელებულ...   May 29 2016, 11:30 AM
Merlin   https://www.youtube.com/watch?v=U5hGQDLprA8   May 29 2016, 11:38 AM
earth   რაც შეეხება ფუტკრე...   May 30 2016, 05:59 PM
Qpwoei   არც არაფერი ეშველე...   May 31 2016, 12:25 AM
earth   არსებობს ეგ ვერსია...   May 31 2016, 08:18 PM
Qpwoei   ხო ომი ყველა მხარი...   Jun 1 2016, 05:18 AM
Qpwoei   რა კოსმოსიდან მტაც...   Jun 1 2016, 05:23 AM
tikoroma   ვიკარგები თქვენნა...   Jun 1 2016, 10:58 AM
Qpwoei   გენაცვალოს ჩემი თა...   Jun 1 2016, 04:56 PM
earth   არა ყველა ადამიანი...   Jun 1 2016, 11:51 PM
elli   earth ყველაზე კარგი შ...   Jun 2 2016, 02:31 PM
ichi   ჩემი აზრით დედამიწ...   Jun 2 2016, 04:06 PM
earth   საქმე სამწუხაროდ ი...   Jun 2 2016, 05:06 PM
tikoroma   Qpwoei გენაცვალოს ჩემ...   Jun 2 2016, 06:19 PM
earth   tikoroma არ გაბრაზდე, უბ...   Jun 2 2016, 08:52 PM
ichi   საქმე სამწუხაროდ ი...   Jun 2 2016, 10:48 PM
Sandrika   "ფრთხილად ცოტა შე...   Jun 3 2016, 01:20 AM
Merlin   დაავადებებზე, ომზე...   Jun 4 2016, 08:04 AM
Merlin   როგორ ფიქრობთ, რატ...   Jun 4 2016, 08:13 AM
Merlin   '''ეს ენერგეტიკ...   Jun 4 2016, 08:17 AM
Sandrika   მთლად ეგერეც არაა ...   Jun 4 2016, 02:10 PM
earth   გამოსავალი სულიერ...   Jun 4 2016, 02:35 PM
Merlin   '''''პირადად ჩ...   Jun 4 2016, 04:38 PM
ichi   ისინი გვაწვდიან სა...   Jun 4 2016, 11:21 PM
ichi   კი გეთანხმები ცხოვ...   Jun 4 2016, 11:31 PM
Sandrika   მერლინ მაგას ვერც ...   Jun 5 2016, 12:20 AM
Sandrika   იჩი არარი ცხოვრებ...   Jun 5 2016, 12:40 AM
Merlin   ''''იძულებით ც...   Jun 5 2016, 06:59 AM
Sandrika   მერლინ loosing self importance ერ...   Jun 5 2016, 04:45 PM
Sandrika   მერლინ loosing self importance ერ...   Jun 5 2016, 04:45 PM
Merlin   ''''მაგრამ შეუ...   Jun 6 2016, 09:11 AM
Merlin   არასერიოზული იცი რ...   Jun 6 2016, 09:18 AM
ichi   არარი ცხოვრება ტან...   Jun 6 2016, 10:29 AM
ichi   კონცენტრაციის გან...   Jun 6 2016, 10:33 AM
Merlin   პრაქტიკაში გავდივ...   Jun 6 2016, 01:46 PM
Sandrika   იჩი ცხოვრება ტანჯ...   Jun 6 2016, 10:11 PM
Sandrika   მერლინ პიროვნული წ...   Jun 6 2016, 11:15 PM
Merlin   პიროვნება და ეგო ე...   Jun 7 2016, 09:46 AM
Sandrika   აზრობრივი საუბრებ...   Jun 9 2016, 01:43 AM
Sandrika   მადლობა ინფოსთვის)...   Jun 9 2016, 01:52 AM
Merlin   არაფრის:))) საიტი ჩე...   Jun 9 2016, 08:46 AM
jarmen   მადლობაა ^^   Sep 10 2016, 01:44 AM
starscream   მართალია ყველაფერ...   Sep 23 2018, 09:06 PM
SixthSense   ძალიან კარგად ახწე...   Feb 27 2021, 04:26 AM
ano   რამდენი ვწერე გუში...   Sep 24 2018, 07:22 PM
starscream   ამაზე გამახსენდა ა...   Nov 16 2018, 09:36 PM


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 03:37 AM