IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

8 Pages V  « < 5 6 7 8 >  
Reply to this topicStart new topic
> ა დ ა მ ი ა ნ ი, ადამიანი
Τρισμέγιστος...
post Nov 1 2011, 10:08 PM
Post #121


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ თემის გარშემოწერა რთულია და თანდათან უნდა მოხდეს. კომპლექსურად, თან თანმიმდევრულად. არაა იოლი საქმეsmile.gif
ამ კითხვას რაც შეეხება შევეცდები მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად ვუპასუხო.
ადამიანის ფიზიკურ სხეულს თავისი ცენტრი აქვს ტვინში. ხოლო ადამიანის სამშვინველს თავისი ცენტრი აქვს მე-ში.
ამ მე-ში იყრის თავს ის ყველაფერი, რასაც ადამიანი ასევთქვათ აგროვებს, როგორც ფიზიკური და მშვინვიერი არსება.
ისეთნაირად ხდება, რომ ადამიანის შეგრძნებები აღიძვრება გარედან. გარე ზემოქმედებით. გრძნობებიც ასევე გარესამყაროს ზემოქმედებით ფორმირდება. თავად ადამიანის ნებაც არის ისეთი რამ რაც მიემართება გარე სამყაროს და ასე ვლინდება. მაგრამ მე არის სრულიად თვითკმარი. მე-ს არსად არ ვხვდებით გარესამყაროში. მე არის სავსებით იზოლირებული და უხილავი რამ. მხოლოდ თავის შიგნით და უღრმეს ბუნებაში შეუძლია სამშვინველს რომ მოიძიოს ის, რასაც ქვია მე, ანუ მხოლოდ თვითონობით. ამდენა, მხოლოდ თავის მე-სთან არის ადამიანი საკუთარი არსების იდენტური.
განვითარების (მიზანმიმართული და მართლზომიერი განვითარების) წყალობით მე სულ უფრო და უფრო იმორჩილებს ფიზიკურ სხეულსა და სამშვინველს. გადააქცევს რა მათ თავის გარსებად, თავის "ინსტრუმენტებად",ასე ვთქვათ სხეულებრივ პირობებად, რომელთა მეშვეობითაც მოქმედებს.
მე-ს არავითარი საერთო (არსებითად და არსებითი) არ გააჩნია იმ სამყაროებთან, საიდანაც არის "აღებული" "შექმნილი" ზემორე დასახელებული გარსები (ფიზიკური სხეული და სამშვინველი"
სახარებასი არის ამაზე მითითება -"მე -უზენაესიდანაა"


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 1 2011, 10:14 PM
Post #122


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Я из высших- სახრების ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს იმას, რომ მე არის უზენაესი არსება ადამიანის სტრუქტურაში, რომელიც თანდათან ხდება გამგებელი და მფლობელი სამშვინველის და სხეულისა. ეს ვითარება აისახება აურაშიც.smile.gif


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Nov 2 2011, 12:17 AM
Post #123


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Τρισμέγιστος
ციტატა(Τρισμέγιστος @ 1st November 2011 - 10:14 PM) *
მე არის უზენაესი არსება ადამიანის სტრუქტურაში, რომელიც თანდათან ხდება გამგებელი და მფლობელი სამშვინველის და სხეულისა. ეს ვითარება აისახება აურაშიც.smile.gif

ეს აუცილებლად ხდება? მგონი ბევრი ზუსტად საპირისპირო მიმართულებით მიდის ტავის განვითერბა-შეცნობაში.. ეს ისევ და ისევ არცევანის ამბავია..)


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 3 2011, 02:42 PM
Post #124


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ეს აუცილებლად ხდება?
ეს ხდება გარდაუვლად, როდესაც ადამიანი სწორად ვითარდება. როდესაც მართლზომიერად ევოლუციონირებს.
QUOTE
მგონი ბევრი ზუსტად საპირისპირო მიმართულებით მიდის ტავის განვითერბა-შეცნობაში

გეთანხმებით. ბევრი კი არა უდიდესი უმრავლესობა. ლამის აბსოლუტური უმრავლესობა.
QUOTE
ეს ისევ და ისევ არცევანის ამბავია

რასაკვირველია.



--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Nov 3 2011, 06:22 PM
Post #125


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Τρισμέγιστος

QUOTE(Τρισμέγιστος @ 1st November 2011 - 02:08 PM) *
ადამიანის ფიზიკურ სხეულს თავისი ცენტრი აქვს ტვინში. ხოლო ადამიანის სამშვინველს თავისი ცენტრი აქვს მე-ში.
ამ მე-ში იყრის თავს ის ყველაფერი, რასაც ადამიანი ასევთქვათ აგროვებს, როგორც ფიზიკური და მშვინვიერი არსება.

ანუ მე - სულია, თუ მხოლოდ ნაწილი უკვდავი სულის?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 3 2011, 11:17 PM
Post #126


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ანუ მე - სულია, თუ მხოლოდ ნაწილი უკვდავი სულის?

სულის ნაწილი - ასეთი რამ არ არსებობს. ყველაფერი სულია.
მე არის ისეთი რამ, რასაც სამყაროში ანალოგი არა აქვს. ადამიანი (ყველა არა, ვინც დღეს მოსულია როგორც ფიზიკური ადამიანი) შეიქმნა ღმერთიდან, მაგრამ თავისი ევოლუციის დასასრულს ის ხდება ღმრთის მსგავსი, და ეს "მსგავსი" (მაგრამ არა ის, ვისგანაც შეიქმნა) არის სწორედ მე. ამას ჰქვია ატმა, ანუ იგივე სული-ადამიანი.


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Nov 5 2011, 12:05 AM
Post #127


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Τρισμέγιστος
ესე იგი, რასაც მეს უწოდებ, სულია (შენივე თქმით არის სხეული, სამშვინელი, სული -წმინდა სამება), და თუ ასეა რატომ არ უწოდებ სულს და რატომ არ უწოდებ მეს. და თუ ასე არ არის, მაშინ ამ სამებაში რა ადგილი უჭირავს ატმას? (გაითვალისწინე: გულწრფელი კითხვაა, არავითარი სიტყვებზე გამოდევნება, და საერთოდ ამაზე შევთანხმდეთ smile.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 5 2011, 11:07 AM
Post #128


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
შეკითხვის გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება და სანამ გიპასუხებ პატარა შესავალს გავაკეთებ, განმარტებისათვის. თემასაც ეხება რაღაც კუთხით და ჩვენს ურთიერთობასაც რაღაც კუთხით. თან ეზოთერული სინამდვილეა.smile.gif

ჯერ აი ამას მინდა ვუპასუხო (და ამით ყველაფერ იმას, რაც მოჰყვა ჩემს აქ შემოსვლას,. მაგრამ წმინდად ეზოთერული (არაბიტავოი) კუთხით ვიტყვი ახლა და მერე კიდევ სულ სხვა კუთხით გავიხსენებთ ამ ამბავსsmile.gif რა თქმა უნდა გარეთვე ეზოთერული პოზიციიდან):
QUOTE
გაითვალისწინე: გულწრფელი კითხვაა, არავითარი სიტყვებზე გამოდევნება, და საერთოდ ამაზე შევთანხმდეთ


საქართველოს განსაკუთრებული რაღაც- რაღაცეებიbiggrin.gif (ამაზე ახლა ვერ გავჩერდები) ერთ მხრივ იმაშიც გამოიხატება, რომ აქ ახლო წარსულიდან მოყოლებული თავის რეინკარნაციას უმეტესწილად ახდენენ სულები, რომლებსაც წინარე რეინკარნაციები უპირატესად აღმოსავლეთში ჰქონდათ.
უმცირესობაშია ის სულები, რომლებიც წინა დასავლური რეინკარნაციების გამოდცილებით იბადებიან.
ეს წარმოშობს უზარმაზარი + - ენერგეტიკის კონდენსირებას ამ რეგიონში - კავკასიაში, კერძოდ- საქართველოში, რადგან კავკასიის სხვა რეგიონებში აბსოლუტური უპირატესობა აქვთ აღმოსავლეთიდან მოსულ სულებს.
ახლა, ეს პოსტი რომ ძაანდიდი არ გამოვიდეს ქვევით რომ გავაგრძელო აზრი შეიძლება?
გაოფებად არ ჩამითვალოთ,smile.gif ამას პირდაპირი კავშირი აქვს იმ ყველაფერთან რის გამოც ჩვენ ვურთიერთობთ. ჩვენ, და ზოგადად- (არაცნობიერად) ამ სივრცეში რეინკარნირებული ადამიანები.


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 5 2011, 11:43 AM
Post #129


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წინარე აღმოსავლური რეინკარნაციების გამოცდილებით ინკარნირებული სულების ჰაბიტუსი გარე ყოფით პლანზე ვლინდება რელიგიურ და იდეოლოგიურ აღმსარებლობაში (არ გაგიკვირდეთ, რომ სიტყვა "იდეოლოგიურს" დავუკავშირე აღმსარებლობა), ტრადიციების, ადათ-წესების მოდერნიზებული ფორმით მიმდევრობაში, ავტორიტეტის, ერთპიროვნული ლიდერის (ეს ლიდერი შეიძლება იყოს სხვა - მოძღვარი, პოლიტ.ფიგურა, მამა, ბიძა, აღსარებლობითი ინსტიტუტი, და შესაძლოა იყოს საკუთარი თავიsmile.gif რაც სულაც არ ნიშნავს ავტორიტარიზმისგან თავისუფლებას) მიხედვით ჩამოყალიბებას აზრებისა, წარმოდგენა-განწყობებისა და ქმედებებისა. ანუ, იმ ყველაფერს, რაც ე.წ.ჯგუფურ სამშვინველს უკავშირდება.
შინაგან პლანზე ვთქვათ, ისეთ ნაკადში, როგორიცაა ეზოთერიკა, ამგვარი სულების ჰაბიტუსი მსოფლმხედველობრივად გამოიკვეთება როგორც 1.მსოფლმხედველობრივად აღმოსავლური სიბრძნის სხვადასხვა გამოვლინებბისადმი განსაკუთრებული შინაგანი ლტოლვა და მასთან მშვინვიერი თანაზიარობა.
2.მშვინვიერი ასპექტით: უძლირესი რწმენა ამ სიბრძნის ერთპიროვნული ძლევამოსილებისა და მასთან ზიარებით შინაგანი (ფარული ან აშკარა) სიამაყე, რაც, უმეტეს შემთხვევაში ძალიან ოსტატურად შენიღბული (ისე, რომ ამას თავადაც ვერ ამჩნევს ადამიანი) მოკრძალებულობით, თავისი თავისა და ცოდნის გაარარავებით გამოიხატება (განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა აწყდება მისთვის უცნობ, მის მიერ შეუსწავლელ ეზოთერულ აზრს), რათა მის წინაშე მისთვის უცხო და უცნობი ეზოთერული პოზიცია შერაცხოს, როგორც ჭეშმარიტებაზე პრეტენზიის მქონე და ამდენად მორალური კუთხით "გამოავლინოს" მისი "პრეტენზიის უსაფუძვლობა".
3.ნებელობის თვალსაზრისით: სულიერ ცოდნასთან მიმართებაში ჰაბიტუსი ვლინდება, როგორც უშუალოდ, პირდაპირ ქმედებაზე გადასული, დაწაფებული იმგვარ პრაქტიკულ მოქმედებებს, რაც მას პირდაპირ "გაუხსნის კლაპანს", "მესამე თვალს", უშუალოდ შეიყვანს სულიერ გამოცდილებაში და მისცემს სულიერ პლანზე მოქმედების შესაძლებლობას. ის არ ეძებს ეზოთერული ნაკადთა ერთიანი სულიერი ისტორიის და აწმყოს საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ დღევანდელ ეტაპზე შესაძლებელია საერთო-საკაცობრიო განვითარების ერთიანი სულიერი კონტექსტიდან იზოლირებული სიბრძნის მეშვეობით "სულიერი ცნობიერების" მიღწევა.
ეს რაც შეეხება წინარე აღმოსავლური რეინკარნაციების გამოცდილებით ინკარნირებულ სულებს საქართველოში უახლეს წარსულში და ჩვენს თანამედროვეობაში.
ახლა ვნახოთ მეორე მხარე, თუ არ დაგღლით.


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 5 2011, 12:16 PM
Post #130


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქვე,პატარა ექსკურსი იმის შესახებ თუ რას ნიშნავს დასავლეთი და აღმოსავლეთი არა ფიზ.გეოგრაფიული მნიშვნელობით, არამედ ეზოთრული თვალსაწიერიდან.
ამ ექსკურსის ფარგლებში მოგვიწევს თვალი გავადევნოთ კაცობრიობის ისტორიას, იმ დროიდან, როდესაც ჯერ კიდევ ატლანტიდის კატასტროფამდე (კონტინენტი, რომელიც მდებარეობდა იქ, სადაც ახლა ატლანტის ოკეანეა) მოხდა ატლანტიდიდან ადამიანების გადმოყვანა უდიდესი სულიერი მასავლებლებისა და ნახევრად ღმერთების (არ გაგიკვირდეთ, მაგრამ ასეა) დას. ევროპის ჩრდილოეთსა და აქედან აღმოსავლეთის მიმართულებით ვიდრე ინდოეთის ნახ.კუნძულის ჩათვლით. ეს იყო ადამიანების ის ჯგუფი (სხვადასხვა რასებიდან), რომელმაც უკვე ატლანტიდის კატასტროფის შემდგომ (და მანამდე კარგა დიდი ხანი გავიდა) მასიურად განმოდეილ ადამიანებთან ერთად საფუძველი დაუდეს კაცობრიობს 4 -ე პოსტატლანტიკურ - უკვე არა რასას არამედ კულტურასsmile.gif

სურათი ამგვარად წარმოდგება: დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მოხდა თავდაპირველი მოძრაობა და აღმოსავლეთის "ექსპანსია"ატლანტიდელების გარკვეული ჯგუფის მიერ, ატლანტიდის კატასტროფამდე კარგა ხნით ადრე. ასე რომ, კატასტროფის შემდგომ, აგრეთვე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მოძრავმა ნაკადმა, როდესაც მოაღწია წინა აზიის (მცირე აზიის), ჩრდილო აფრიკის, სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ნახ. კუნძულს, აქ დაუხვდა უკვე საკმაოდ განვითარებული ცივილიზაცია...
ეს ექსკურსი საჭირო იყო იმისათვის, რათა დაგვენახა თუ რა და როგორ განვითარდა როგორც აღმოსავლეთი, სადაც კაცობრიობის წარმმართველები განასწავლიდნენ პროგესულ ადამიანურ სამშვინველებს, ჯერ კიდევ ატლანტიდის კატასტროფამდე მათი შერჩევით, და შემდგომ უკვე ამ ტერიტორიაზე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანის მატერიალიზაციასთან დაკავშირებით, უკვე ატლანტიდის კატასტროფის შემდგომ, ე.წ. ნახევრადღმერთები ვეღარ ახერხებდნენ ინკარნირებას ფიზიკურ სხეულში და შესაბამისად კაცობრიობის წარმმართველობისათვის ამზადებდნენ საამისო მზაობაში მყოფ ადამიანურ სამშვინველებს.
რა ხდებოდა ამ დროს დასავლეთში, ეს ზოგადი წარმოდგენის სახით მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ მეტ-ნაკლებად მთლიანი წარმოდგენა შევიქმნათ დასვალეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობაზე კაცობრიობის განვითარების ჭრილში, რათა ოდნავ მაინც მივუახლოვდეთ და ადამიანების და მათ სულიერ წარმმართველთა რეინკარნაციების კანონზომიერებას და იდუმალებას ამ ასპექტით.

ბოდიში უნდა გავიდე და მოგვიანებით განვაგრძობ, თუ სურვილი გექნებათ.


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 6 2011, 11:57 AM
Post #131


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიჩქარის გამო პოსტების გადაკითხვა და ჩასწორება ვეღარ მოვასწარი, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი.
2 სიტყვას ვიტყვი დასავლეთზე და შემდეგ დასავლური რეინკარნაციების გამოცდილებით რეინკარნირებულთა (საქართველოში) ჰაბიტუსზე. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ მხოლოდ ჰაბიტუსზეა საუბარი და არა უფრო ღრმა შრეებზე, ამაზე საუბარი უკვე დაგვაცილებს თემას და კონკრეტულ შეკითხვას, რაც აქ დაისვა.
თუ აღმოსავლეთში დაინრეგა და კულტივირებდა ის, რაც ადაიანის სწრაფადგანვითარებად ეგოს (იმ სხეულს, რასაც დედამიწაზე იძენს ადამიანი) სულიერ სამყაროს დაუკავშირებდა (და ამას ღრმა მიზეზი აქვს, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ასე), დასავლეთში უპირატესობა მიენიჭა ეგოს განვითარებას მატერიალურ სამყაროში. ადამიანის დღის ცნობიერების განვითრებას და ამდენად იმ ყველაფრის ცოდნა-მოპოვებას რაც მატერიალური სამყაროს კანონებთან და კანონზომიერებებთან არის დაკავშირებული.
ადამიანის სამშვინველი დასავლეთში განსხვავებული პრინციპებით განვითარდა. მეს გაძლიერებით ფიზიკურ სამყაროში. მეს დამოუკიდებლობით. ამიტომ დასავლეთში სხვა ტიპის ადეპტებთან გვაქვს საქმე. ამ ნაკადმა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით იმოძრავა და ჯერ ეგვიპტესა და შემდგომ საბერძნეთში დაამკვიდრა განსხვავებული ტიპის მისტერიები.

ეს თემა ვრცელია და ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირდაპირ ჰაბიტუსის დახასიათებაზე გადავალ.
საქართველოში რეინკარნირებულ სულთა ის ნაწილი, რომელსაც წინარე დასავლური რეინკარნაციის (ან რეინკარნაციების) გამოცდილება გააჩნია, გარე ყოფით პლანზე (ასე ვტქვათ ვულგარულ პლანზე) ვლინდება როგორც ათეისტი ნატურა. მკვეთრად ინდივიდუალისტური. არატრადიციული მენტალიტეტით.კოსმოპოლიტური მსოფლმმხედველობით.
მენტალურ პლანზე ეს არის საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებებისადმი მიდრეკილი ნატურა, ტექნიცისტური homo faber:)
ძლიერი ეგოთი, რომლის ყველანაირ შესაძლებელ რეალიზაციას ახდენს გარემატერიალურ პლანზე, კონკრეტულ-საგნობრივი გამოხატულებით.
კულტურა ესმის როგორც ადამიანის ინტელექტის პროდუქტი, ხოლო თავად ინტელექტს მიიჩნევს, როგორც ბუნების (მატერიის) ერთ-ერთ გამოვლენას.
იმ ტიპის ცოდნის მოყვარე და შემმეცნებელი, რაც ფიზიკურ პლანზე იძლევა შემოწმების შესაძლებლობას ზოგადადამიანური უნარების საზღვრებში.


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 6 2011, 12:07 PM
Post #132


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საქართველოში ძალიან მცირე, უკიდურესად მცირე ნაწილია (როგორც გამონაკლისი) ინკარნირებული იმ სულთაგან, რომლებიც ცდილობენ დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზასაყარზე გამონახონ ამ ორი (არამხოლოდ ფიზიკურ-გეოგრაფიული) ნაკადის საერთო საფუძველი და საერთო მიზანი. მიაკვლიონ იმ გამაერთიანებელ საწყისს, რომელიც როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად უსათუოდ იარსებებდა დედამიწაზე, რათა ყოველ კონკრეტულ ადამიანს და ასევე მთლიანად კაცობრიობას (რაც ერთიანია და ერთი-მეორეს გარეშე ვერც იარსებებს და ვერც განვითარდება) მიეცეს თავის შინაარსში, თავის სამშვინველში იმ ორი ნაკადის გამთლიანების, გაერთიანების შესაძლებლობა, რასაც წარმოადგენს ადამიანის ევოლუციის ოერეთიანი გზა: 1. ინდივიდუალური მეს ჩამოყალიბებისა ფიზიკური ორგანიზაციის (მთელი სამყაროს ფიზიკური ორგანიზაციაც მოიაზრება) და მისი ერთმთლიანობისა სულის ერთიან სამყაროსთან.
და ასეთ საწყისს ეს ადამიანები (ზემოაღწწერილი იმპულსით ინკარნირებული სულები) პოულობენ დედამიწაზე, მატერიაში განხორციელებულ იმ კოსმიურ მისტერიაში, რასაც ჰქვია გოლგოთას მისტერია და ქრისტიანობა, როგორც მისტიური აქტი!


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 6 2011, 12:11 PM
Post #133


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ყოველივე, გარე ფიზიკურ პლანზე საქართველოში იწვევს საოცარ კოლიზიებს და დრამატულ დაპირისპირებებს, ვერ გაგებას და არ მიღებას იმ ყველაფრისა, რაც ეწინააღმდეგება კარმულად მოტანილ შინაარსებსა და თვისებებს, მიდრეკილებებსა და სურვილებს, მსოფლმხედევლობასა და მენტალიტეტს, მოკლედ - ეგოიზმს- მის ყველა გამოვლენაში. smile.gif


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 6 2011, 12:14 PM
Post #134


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ დაკვირვებული მკითხველი შეძლებს განეყენოს თავის კარმულ სუბიექტს, შეძლებს თავის სამშვინველში აახმოვანოს ის, რაც აქ გამოითქვა, როგორც ზოგადი სურათი ჩვენი კონკრეტული დიალოგების (და საერთოდაც) რეალობისა.smile.gif

ახლა კი შეკითხვას ვუპასუხებ.



--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 6 2011, 12:33 PM
Post #135


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
QUOTE
ესე იგი, რასაც მეს უწოდებ, სულია (შენივე თქმით არის სხეული, სამშვინელი, სული -წმინდა სამება), და თუ ასეა რატომ არ უწოდებ სულს და რატომ არ უწოდებ მეს. და თუ ასე არ არის, მაშინ ამ სამებაში რა ადგილი უჭირავს ატმას?

ყველაფერი არის სული.
რა არის სული - ამის წვდომის სათანადო ცნობიერება ჯერ არ გააჩნია ადამიანს და მისი ევოლუცია სწორედ იქითკენ მიდის, რომ მან ეს ცნობიერება შეიძინოს- საფეხურეობრივად, თანდათან, ანუ - ევოლუციის გზით. და საკმარისია მან გამოტოვოს ამ ევოლუციის თუნდაც ერთი საფეხური, რომ ის აღმოჩნდება უკან დახეული (რადგან სამყაროში არ არსებობს გაჩერება. ის რაც უზრავი გვგონია აგრეთე არის მოძრავი) ერთი კულტურით (სულ 7 კულტურაა გასავლელი და ადამიანი ამჟამად 5-ე პოსტატლანტიკურ კულტურაში იმყოფება), ერთი რასსით, ან ერთი ეონით! ხოლო შეფერხებულნი აღმოჩნდებიან ადამიანის ქვემოთ არსებუ საფეხურზე და ეს გარდაუვალია.
რა არის სული - ამის წვდომის სათანადო ცნობიერება ჯერ არ გააჩნია ადამიანს, მაგრამ გააჩნია (ადრე სხვაგვარად გააჩნდა, დღეს სხვა ფორმაა საჭირო რომ გააჩნდეს!) მისი გამოვლენის შემეცნების უნარი.
დღესდღეობით, სწორად განვითარებული ადამიანი ეუფლება (ან უკვე ფლობს) ცნობიერ სამშვინველს, რომლის წინაშე სული ვლინება სამ გვარად:
1.როგორც ევოლუცია
2.როგორც ინვოლუცია
3.როგორც შემოქმედება არარადან

როდესაც ჩვენ ვიმყოფებით მატერიაში (ინკარნირებულნი), ჩვენი ცნობიერი სამშვინველის წინაშე ცხადდება, რომ სამშვინველის ევოლუცია მატერიაში არის სულის ინვოლუცია!
როდესაც სამშვინველი ევოლუციონირებს (მატერიაში), მაშინ სული ევოლუციონირებს და ამიტომ ვერ აღვიქვამთ სულს მატერიაში. საამისოდ მე ცნობიერებაა საჭირო,რომელიც სწორედ ამ კულტურაში უნდა განვავითაროთ, რადგან ამ კულტურაში აქვს ადამიანს მზაობა მისი განვითარებისათვის.
ჯერჯერობით, ადამიანი არის არსება, რომელიც ევოლუცია-ინვოლუციის გზით გადის განვითარებას, ხოლო ის, რასაც ჰქვია შემოქმედება არარადან-ადამიანი ამას შეიძენს (უკვე იძენს) იმ წევრის მეოხებით, რაც წარმოადგენს მისი არსების ყველაზე მაღალ წევრს -ატმას.
ახლა გავშიფროთ ეს ყველაფერი:


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Nov 6 2011, 01:15 PM
Post #136


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანის, ასე ვთქვათ ზოგადადამიანური არსების შექმნა და მისი საცხოვრისის (სამყოფელის) შექმნა ცხადია თანადროულია, ანუ ერთროულად მოხდა, და ამას ეწოდება პირველი ეონი ანუ, იმ პლანეტის, რასც ჩვენ დედამიწას ვუწოდებთ, პირველი მდგომარეობა- ძველი სატურნი. პლანეტა, რომელიც იმყოფებოდა (მასზე არსებულიანად) სითბურ მდგომარეობაში. ძვ. სატურნის ევოლუციის ბოლო მესამედში მიიღო ზოგადადამიანურმა გაუდიფერენცირებელმა "არსმა" თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, ის იმპულსი, რასაც ჰქვია ატმა- ანუ უმაღლესი სპირიტუალური ცნობიერება. მაგრამ მან მიიღო მხოლოდ პოტენცია, მხოლოდ იმპულსი.
პლანეტის მეორე მდგომარეობაში, რომელსაც ხელდასხმულები უწოდებენ ძველ მზეს (პლანეტის გაზობრივი მდგომარეობა,მასზე მყოფებიანად, ცხადია), კერძოდ, მის ბოლო მეოთხედში ამ ზოგადადამიანურმა არსმა შეიძინა მეორე უმაღლესი წევრის იმპულსი, ინსპირაციული ცნობიერების იმპულსი, რაც მის ინდივიდუალურ სასიცოცხლო ძალაში გამოიხატა. ადამიანის არსის ამ წევრს ეწოდება ბუდხი. შემდგომში, პლანეტის მესამე "რეინკარნაციაში"(ომელსაც ხელდასხმულები უწოდებენ ძველ მთვარეს, -წყლოვან-ორთქლოვანი მდგომარეობა) კერძოდ მესამე ეონის დასასრულს ადამიანის არსმა შეიძინა მესამე უმაღლესი წევრის იმპულსი, როგორც თვითმაფორმებელი პოტენციის ცნობიერება, ანუ -იმაგინაციური ცნობიერება- მანასი- აგრეთვე პოტენციის სახით.
ჩვენ ახლა ვიმყოფებით მეოთხე ეონში, პლანეტის მეოთხე მდგომარეობაში- მყარ ფიზიკურ მატერიულ მდგომარეობაში, რათა შეგვეძინა ის ახალი წევრი - მე ორგანიზაცია, მისი მეშვეობით დღის ცნობიერება ხოლო შემდგომ თვითცნობიერება, რომლის მეოხებით მოვახდენთ ჩვენში არსებული სუბსტანციური სამწევრა არსების თანდათანობით რეალიზებას.
ჩვენი წინაპლანეტარული სხეულებრივი გარსები- ფიზიკურ-მინერალური(სატურნი),ეთერულ-სასიცოცხლო (ძვ. მზე),გრძნობად-მშვინვიერი( ძვ. მთვარე) და მე ორგანიზაცია თვისი დღის ცნობიერებით, ხოლო შემდგომ მე ცნობიერით (ცნობიერი სამშვინველით) ანუ 4 ქვედა სხეული, მოემსახურება 3 ზედა- უმაღლესი სხეულის განხორციელებას ჩვენს ინდივიდუალობად.
ჩვენი არსების ამ სამი უაღლესი წევრის მთლიან რეალიზებას დასჭირდება კიდევ 3 ეონი, ანუ პლანეტის (რასაც ახლა დედამიწას ვეძახით) 3 მომავალი მდგომარეობა.
დედამიწის მომავალ პლანეტარულ მდგომარეობაში, რომელსაც იუპიტერი ეწოდება და სადაც უკვე აღარ იარსებებს მატერია, ადამიანი ანვითარებს მანასს.
ვენერას მდგომარეობაში განავითარებს - ბუდხის
ხოლო ვულკანის მდგომარეობაში - ატმას

მაგრამ ამ ყველაფერს საფუძველი ეყრება აქ, დედამიწაზე და ახლა, როცა ადამიანი თავის ამჟმინდელ ყველაზე მაღალ წევრს ანვითარებს- მე ცნობიერს და არა იმ ეგოს, რომელიც მას ებოძა იმისათვის, რათა ცნობიერად როცა დაიწყებს განვითარებას, დაინახოს თუ რა არის ეგო, როგორც მის შინაგანში არსებული "შავი ხვრელი", როგორც ყოვლის მომსპობი და გამანადგურებელი ძალა, როგორც... ჩანასახი იმისა, რაც არის შემოქმედება არარადან.smile.gif
ეგოს მაშინ აქვს თავისი ყოვლად კეთილნაყოფიერი და ღვთაებრივი ფუნქცია, როცა ის გარე პლანზე არ ქმედებს. მაშინ არის ის "შემოქმედება არარადან"-ის რეალური მექანიზმი.


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
vladimer0110
post Nov 10 2011, 03:03 PM
Post #137


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 13
Joined: 13-October 11
From: Tbilisi
Member No.: 6,584

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Τρισμέγιστος

ყოჩაღ!...ძაან საინტერესოა!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Τρισμέγιστος...
post Feb 6 2012, 05:46 PM
Post #138


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 30-October 11
Member No.: 6,600

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



vladimer0110
შექება გადაჭარბებულიაsmile.gif
გმადლობ მეგობარო რომ მართლად აღიქვით.
ეს თემა თუ გაგრძელდება, სხვა თემებსაც წაადგება.
ამიტომ მოდით უფრო დავრილეით განვიხილოთ თუ როგორ გამოიყურება სამ წინარე პლანეტარულ ეონში ორგანიზებული და უწყვეტ განვითარება-ცვლილებას დაქვემდებარებული სამი ე.წ. სხეულებრივი გარსი- ფიზიკური (ძვ.სატურნი),ეთერული (ძვ.მზე), ასტრალური (ძვ. მთვარე).

ვნახოთ თუ რა ცვლილებებს განიცდიან და რა ურთიერთკავშირს ამყარებენ ისინი დედამიწის, ანუ IV პლანეტარული ეონის განვითარებაში. იმ ეონისა, სადაც ადამიანის ეს სამივე სხეულებრივი გარსი იმსჭვალება ახალი სხეულიებრივი ორგანიზაციით- "მე" სხეულით. ამ სხეულის გამომუშავება დედამიწაზე 3 წევრა ადამიანს აძლევს იმას, რაც მას მანამდე არ გააჩნდა - გრეთ ხედვის უნარს, გარე აღქმის უნარებს, რაც ადამიანში ბადებს გრძნობას, რომ მისი "მე" აღიქვამს, მისი "მე" აზროვნებს და მისი "მე" ქმედებს, ყოველგვარი სხვა რამ სახის გონიერი სიცოცხლის ფორმებისაგან დამოუკიდებლად.


--------------------
ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
Go to the top of the page
 
+Quote Post
hermes
post Feb 6 2012, 08:55 PM
Post #139


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 32
Joined: 8-November 11
Member No.: 6,609

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Τρισμέγιστος
ქვემოთ გამუქებულ ნაწილში მექანიკური შეცდომა ხომ არ გაიპარა?
QUOTE
სამშვინველის ევოლუცია მატერიაში არის სულის ინვოლუცია!
როდესაც სამშვინველი ევოლუციონირებს (მატერიაში), მაშინ სული ევოლუციონირებს და ამიტომ ვერ აღვიქვამთ სულს მატერიაში.

ალბათ უნდა იყოს: მაშინ სული ინვოლუციონირებს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
fukoshima
post Feb 24 2012, 02:32 PM
Post #140


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 49
Joined: 23-December 11
Member No.: 6,663

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნუ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ E=mc² და ფორუმი ზიგზაგისებურად და ტალღურად ერთგან მიექანება.... ადამიანი დიდი ვერაგი არსებაა, დიდიიი!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post

8 Pages V  « < 5 6 7 8 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 03:18 PM