IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ბჰაგავადგიტა, ქარათულად
tikoroma
post Dec 8 2009, 07:29 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://files.ge/file/450875/bhagavadatgita-doc.html

ქართულ ენაზე ბჰაგავადატგიტა...

(მგონი სწორად ავტვირთე)


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Feb 19 2010, 05:32 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თავი მეორე
გიტას მოკლე შინაარსი

1. სანჯაიამ თქვა: გონებადათრგუნული, სიბრალულით აღსავსე და თვალცრემლიანი არჯუნას დანახვაზე მადჰუსუდანამ, კრშნამ შემდეგი სიტყვები წარმოთქვა.
2. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, როგორ დაგეუფლა ასეთი უწმინდურება? ეს სრულიად არ შეშვენის მას, ვისაც შეგნებული აქვს ცხოვრების მნიშვნელობა. ეს გზა უმაღლეს პლანეტებამდე კი არა, სირცხვილამდე მიგიყვანს.
3. ო პრთჰას შვილო, ნუ დანებდები ამ დამამცირებელ უძლურებას. ეს შენ არ შეგფერის. არ აჰყვე დამაკნინებელ გულის სისუსტეს და აღსდექ, ო მტრის შემმუსვრელო.
4. არჯუნამ თქვა: ო მტრის შემმუსვრელო, ო მადჰუს მკვლელო, ბრძოლაშიისრებით როგორ მოვიგერიო სეთი ხალხი, როგორიც არიან ბჰიშმა და დრონა, ჩემი თაყვანისცემის ღირსნი?
5. უმჯობესია ამქვეყნად თავი მათხოვრობით გავიტანო, ვიდრე ჩემს მოძღვართა, დიად სულთა სიცოცხლის ფასად ვიარსებო. ამქვეყნიური მოგების სურვილიც რომ ამოძრავებდეთ, მაინც უფროსები არიან. თუკი მათ მოვკლავთ, ყველაფერი, რითაც დავტკბებით, სისხლით იქნება შეღებილი.
6. არც ის ვიცით რა გვიჯობს – დავამარცხოთ ისინი, თუ დაგვამარცხონ მათ. თუკი დჰრტარაშტრას შვილებს მოვკლავთ, სიცოცხლე არ უნდა გვინდოდეს. ახლა კი ისინი ბრძოლის ველზე ჩვენს წინააღმდეგ ამხედრებულან.
7. ახლა მოვალეობამ საგონებელში ჩამაგდო და მდაბიურმა სისუსტემ მოსვენება დამიკარგა. გთხოვ, დანამდვილებით მითხარი, რა არის ჩემთვის უკეთესი. ახლა შენი მოსწავლე და შენზე მინდობილი სული ვარ. გთხოვ, მასწავლე.
8. არ ვიცი რით გავიქარვო სევდა, რომელიც გრძნობებს მიშრობს. მას მაშინაც ვერ ვძლევ, თუკი დედამიწაზე აყვავებულ, სწორუპოვარ სამეფოს დავიპყრობ, ისეთსავე დამოუკიდებელს, როგორიც ნახევარღმერთებს აქვ ზეცაში.
9. სანჯაიამ თქვა: ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, არჯუნამ, მტრის შემმუსვრელმა მიმართა კრშნას, “გოვინდა, მე არ ვიბრძოლებ” და ჩაჩუმდა.
10. ო ბჰარატას შთამომავალო, ამ დროს ორ ლაშქარს შუა მდგომმა პირმოცინარმა კრიშნამ ასეთი სიტყვებით მიმართა სევდით განგმირულ არჯუნას.
11. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ბრძენივით ლაპარაკობ, მაგრამ დასტირი იმას, რაც მწუხარებად არა ღირს. ბრძენნი არ გლოვობენ არც ცოცხალზე და არც მკვდარზე.
12. არასოდეს ყოფილა ისეთი დრო, როცა მე, შენ ან ყველა ეს მეფეები არ ვარსებობდით; მომავალშიც არც ერთ ჩვენგანს სიკვდილი არ გვიწერია.
13. როგორც ხორცშესხმული სული გამუდმებით გადადის ამ სხეულში ბავშვობიდან სიჭაბუკეში და სიჭაბუკიდან სიბერეში, სწორედ ასევე სიკვდილის ჟამს სული გადადის სხვა სხეულში. გონიერ ადამიანს არ ატყუებს ასეთი ცვლილება.
14. ო კუნტის შვილო, ბედნიერებისა და უბედურების წარმავალი გამოჩენა და დროთა ვითარებაში მათი გაუჩინარება ზამთრისა და ზაფხულის გამოჩენა-გაუჩინარებას ჰგავს. ისინი გრძნობათა აღქმიდან აღმოცენდება, ო ბჰარატას შთამომავალო და ადამიანმა უნდა ისწავლოს შეუშფოთებლად მათი მოთმენა.
15. ო კაცთა შორის საუკეთესოვ (არჯუნა), პიროვნება, რომელსაც არ აწუხებს ბედნიერება და ტანჯვა და რომელიც ორივეს მიმართ მტკიცეა, უდაოდ ღირსია განთავისუფლებისა.
16. ჭეშმარიტების მხილველებმა დაასკვნეს, რომ არარსებული (მატერიალური სხეული) დღეგრძელი არ არის და რომ მარადიულს (სულს) ცვლილება არ უწერია. ამ დასკვნამდე ისინი ორივეს ბუნების შესწავლის საფუძველზე მივიდნენ.
17. იცოდე, რომ ის, რაც მთელ სხეულს გამსჭვალავს, ურღვევია. არავის ძალუძს ამ უხრწნადი სულის განადგურება.
18. უხრწნადი, განუზომელი და მარადიული ცოცხალი არსების მატერიალურ სხეულს აუცილებლად სიკვდილი უწერია; ამიტომ იბრძოლე, ბჰარატას შთამომავალო!
19. ცოდნა არა აქვს მას, ვინც თვლის, რომ ცოცხალი არსება მკვლელია და არც მას, ვისაც ჰგონია, რომ ცოცხალი არსება კვდება, ვინაიდან სული არც არავის კლავს და არც კვდება.
20. სულისათვის არასოდეს არსებობს დაბადება ან სიკვდილი. იგი არც გაჩენილა, არც ჩნდება და არც გაჩნდება. არშობილი, მარადიული, მუდამ არსებული და თავდაპირველია. იგი არ კვდება სხეულის მოკვლასთან ერთად.
21. ო პართჰა, როგორ უნდა მოკლას ვინმე ან მკვლელობის მიზეზი გახდეს ის, ვინც იცის, რომ სული ურღვევი, მარადიული, არშობილი და უცვლელია?
22. ასევე როგორც ადამიანი იხდის ძველ ტანსაცმელს და ახლით იმოსება, სულიც ასევე ღებულობს ახალ მატერიალურ სხეულებს, როცა ძველსა და უვარგისს ტოვებს.
23. სული არც რაიმე იარაღით იჭრება, არც ცეცხლით იწვის, არც წყალში სველდება და არც ქარში შრება.
24. ეს ინდივიდუალური სული დაუნაწევრებელი და უხსნადია და შეუძლებელია მისი დაწვა ან გამოშრობა. იგი მარადიული, ყველგანმყოფი, უცვლელი, უძრავი და მუდამ ერთი და იგივეა.
25. ამბობენ, რომ სული უხილავი, წარმოუდგენელი და უცვლელია. თუკი ეს იცი, სხეულზე არ უნდა იდარდო.
26. თუკი მაინც ფიქრობ, რომ სული (ან სიცოცხლის ნიშნები) მუდამ იბადება და მარად კვდება, მაინც არა გაქვს გლოვეს მიზეზი, ო მკლავმაგარო.
27. ვინც იბადება მისთვის სიკვდილი გარდუვალია და სიკვდილის შემდეგ კვლავ დაბადება მოელის. ამიტომ ნუ იგლოვებ შენი გარდაუვალი მოვალეობის აღსრულებისას.
28. ყოველი შექმნილი არსება დასაწყისში გამოუვლენელია, შუალედურ მდგომარეობაში ვლინდება და მოსპობისას კვლავ გამოუვლენელი ხდება. მა შრა საჭიროა გლოვა?
29. ზოგი შეჰყურებს სულს, როგორც საოცრებას, ზოგი აღწერს მას, როგორც საოცრებას და ზოგი ისმენს მასზე, როგორც საოცრებაზე, მაშუინ როცა სხვები მოსმენის შემდეგაც კი საერთოდ ვერ ხვდებიან მას.
30. ო ბჰარატას შთამომავალო, შეუძლებელია იმის მოკვლა, ვინც ამ სხეულში ცხოვრობს. ამიტომ ნურც ერთ ცოცხალ არსებაზე ნუ იდარდებ.
31. შენი, როგორც კშატრიას განსაკუთრებულ მოვალეობაზე ფიქრისას იცოდე, რომ შენთვის არ არსებობს რელიგიური პრინციპებისთვის ბრძოლაზე უკეთესი საქმიანობა; ამიტომ ყოყმანი საჭირო არ არის.
32. ო პართჰა, ბედნიერი არიან კშატრიები, რომელთაც ძებნის გარეშე ეძლევათ ბრძოლის ასეთი შესაძლებლობა, რომელიც ზეციური პლანეტებისაკენ უხსნის მათ გზას.
33. მაგრამ თუკი ბრძოლის რელიგიურ ვალს არ მოიხდი, აუცილებლად ცოდვას მოიწევ საკუთარ მოვალეობათა უგულველყოფის გამო და მეომრის სახელს წაიხდენ.
34. ხალხი მუდამ შენ სირცხვილზე ილაპარაკებს, პატივცემულ ადამიანს კი უსახელობას სიკვდილი ურჩევნია.
35. დიადი მხედარმთავრები, რომლებიც ფრიად აფასებენ შენს სახელსა და დიდებას, იფიქრებენ, რომ მხოლოდ შიშმა დაგვატოვებინა ბრძოლის ველი და არარაობად ჩაგთვლიან.
36. მტრები აუგად მოგიხსენიებენ და აბუჩად აიგდებენ შენს უნარს. რა მოგაყენებს ამაზე მეტ ტანჯვას?
37. ო კუნტის შვილო, შენ ან ბრძოლის ველზე მოკვდები და ზეციურ პლანეტებს მიაღწევ, ან მიწიერ სამეფოს დაიმორჩილებ და მით დატკბები. ამიტომ მოუხმე სიმტკიცეს, აღსდექი და იბრძოლე.
38. იბრძოლე ბრძოლისათვის. ნუ იფიქრებ ბედნიერებისა და უბედურებაზე, ზარალსა და მოგებაზე, გამარჯვებასა და მარცხზე. ამ გზით არასოდეს დაიდებ ცოდვას.
39. აქამდე ეს ცოდნა ანალიტიკური შAესწავლის გზით დაგიხასიათე. ახლა ამ ცოდნას კარმიული შედეგების გარეშე შრომის ცნებებით აგიხსნი. ო პართჰას შვილო, ამგვარი ცოდნით მოქმედების შედეგად შრომის მარწუხებიდან განთავისუფლდები.
40. ამგვარი მცდელობისას არ არსებობს ზარალი ან დანაკარგი. ამ გზაზე მცირეოდენ წინსვლასაც შეუძლია ადამიანი ყველაზე სახიფათო შიშისგან დაიფაროს.
41. ამ გზაზე მდგომთ მტკიცე მისწრაფება ამოძრავებთ და მათი მიზანი ერთია. ო კურუთა საყვარელო შვილო, მრავლად განტოტვილია არამტკიცეთა გონება.
42-43. ღარიბი ცოდნის მქონე ადამიანები ძლიერად არიან მიჯაჭვულნი ვედების ყვავილოვან სიტყვებს, რომლებიც ზეციურ პლანეტებზე ამაღლების, კარგი დაბადების, ძალაუფლების და სხვათა მოსაპოვებლად სხვადასხვა კარმიული საქმიანობების რჩევას იძლევა. გრძნობათა დაკმაყოფილებისა და მდიდრული ცხოვრების მოსურნენი, ისინი აცხადებენ, რომ ამაზე მაღლა აღარაფერი არსებობს.
44. მათ, ვისი ჭკუაც მეტისმეტად არის მიჯაჭვული გრძნობათა დაკმაყოფილებასა და მატერიალურ სიმდიდრეს, ვინც ამგვარი საგნებით არიან მოტყუებული, მტკიცედ ვერ გადაუწყვეტიათ უზენაესი უფლისადმი ერთგული სამსახური.
45. ვედები უმთავრესად მატერიალური ბუნების სამ მოდუსს ეხება. ო არჯუნა, აღიმართე ამ სამ მოდუსზე მაღლა. განთავისუფლდი ყოველგვარი ორმაგობის, მოხვეჭისა და უსაფრთხოების გამო შფოთვისაგან და განმტკიცდი მეობაში.
46. დიდ წყალსაცავს შეუძლია შეასრულოს ყველა მიზანი, რომელსაც პატარა ჭა ემსახურება. სწორედ ასევე, ვინც ვედების საბოლოო მიზანი იცის, მისთვის ვედების ყოველი მიზანი სრულდება.
47. შენ უფლება გაქვს შეასრულო შენზე დაწესებული მოვალეობები, მაგრამ მოქმედების ნაყოფები შენ არ გეკუთვნის. ნურასოდეს მიიჩნევ თავს საკუთარ მოქმედებათა შედეგების მიზეზად და ნურც მოვალეობის შესრულებას აირიდებ.
48. გაწონასწორებულმა შეასრულე შენი მოვალეობა, ო არჯუნა, თავი ანებე ყოველგვარ მიჯაჭვულობას წარმატებასა და მარცხზე. ამგვარ სიდინჯეს იოგა ეწოდება.
49. ო დჰანანჯაია, ერთგული სამსახურით აირიდე ყოველგვარი საძულველი საქმიანობა და ამ ცნობიერებით მიენდე უფალს. ისინი, ვისაც საკუთარი შრომის შედეგებით ტკბობა სურთ, ძუნწები არიან.
50. ერთგული სამსახურით დაკავებული ადამიანი ამ ცხოვრებაშივე აღწევს თავს როგორც კარგს, ასევე ცუდ საქმიანობასაც. ამიტომ მიესწრაფე იოგას, რომელიც ყოველგვარი შრომის ხელოვნებაა.
51. უფლის ამგვარი სამსახურით დიადი ბრძენები, ანუ ერთგულები, მატერიალურ სამყაროში შრომის შედეგებისგან განთავისუფლდნენ. ამგვარად, მათ თავი დააღწიეს დაბადება-სიკვდილის ციკლს და ყოველ გაჭირვებაზე ამაღლდნენ (დაუბრუნდნენ რა ღმრთეებას).
52. როდესაც შენი გონება ილუზიის უღრანი ტყიდან გამოვა, გულგრილი გახდები ყველაფრის მიმართ, რაც მოგისმენია და რასაც მოისმენ.
53. როდესაც შენ ჭკუას აღარ შეაშფოთებს ვედების ყვავილოვანი ენა და თვითრეალიზაციის ტრანსში განმტკიცდება, მაშინ ღვთაებრივ ცნობიერებას მიაღწევ.
54. არჯუნამ თქვა: ო კრშნა, რა ნიშნები ახასიათებს მას, ვისი ცნობიერებაც ასე ჩაძირულია ტრანსცენდენციაში? როგორ ლაპარაკობს იგი და როგორია მისი ენა? როგორ ზის და როგორ დადის?
55. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ო პართჰა, როდესაც ადამიანი უარს ამბობს ჭკუის მიერ წარმოსახულისგან აღმოცენებულ გრძნობათა დაკმაყოფილების ყოველგვარ სურვილზე და როდესაც მისი ამგვარად განწმენდილი ჭკუა კმაყოფილებას მხოლოდ საკუთარ თავში პოულობს, მაშინ ამბობენ, რომ იგი წმინდა ტრანსცენდენტალ ცნობიერებაში იმყოფება.
56. ვისი ჭკუაც არ ღელავს სამგვარი ტანჯვების დროს და არც ბედნიერების ჟამს არის აღფრთოვანებული, ვინც თავისუფალია მიჯაჭვულობის, შიშისა და მრისხანებისაგან, მას მტკიცე ჭკუის ბრძენი ეწოდება.
57. ვისზედაც არ მოქმედებს მატერიალურ სამყაროში მომხდარი კარგი ან ცუდი, ვინც არც აქებს ამას და არც სძულს, მყარად არის განმტკიცებული სრულყოფილ ცოდნაში.
58. ვისაც საკუთარი გრძნობების გრძნობათა ობიექტებისგან ჩამოცილება შეუძლია ისევე, როგორც კუს შეაქვს კიდურები ჯავშანში, მყარად არის განმტკიცებული სრულყოფილ ცნობიერებაში.
59. ხორცშესხმულმა სულმა შეიძლება თავი შეიკავოს გრძნობათა დაკმაყოფილებისგან, მაგრამ გრძნობათა საგნების გემოს მაინც არ კარგავს. ხოლო უმაღლესი გემოს გამოცდის შედეგად ამგვარი საქმიანობების შეწყვეტით იგი ცნობიერებაში მტკიცდება.
60. გრძნობები იმდენად ძლიერი და მგზნებარეა, ო არჯუნა, რომ ისინი იძულებით წარიტაცებენ განრჩევის უნარის მქონე ადამიანის ჭკუას, რომელიც მათ მართვას ცდილობს.
61. ის, ვისაც ალაგმული აქვს გრძნობები მათი სრული დამორჩილების გზით და ვისი ცნობიერებაც ჩემსკენაა მომართული, მტკიცე გონების ადამიანად არის ცნობილი.
62. გრძნობათა ობიექტების განჭვრეტისას პიროვნებას მათდამი მიჯაჭვულობა უჩნდება, ასეთი მიჯაჭვულობისგან ავხორცობა ვითარდება, ავხორცობისგან კი წარმოიშვება მრისხანება.
63. მრისხანებისგან ილუზია წარმოიშვება, ილუზიისგან კი – მეხსიერების დაბნევა. როდესაც მეხსიერება დაბნეულია, გონიერება იკარგება, რის შედეგადაც ცოცხალი არსება კვლავ მატერიალურ ტბორში ვარდება.
64. მაგრამ მას, ვინც თავისუფალია ყოველგვარი მიჯაჭვულობისა და ზიზღისგან და ვინც გრძნობებს თავისუფლების მარეგულირებელი პრინციპებით მართავს, უფლის სრული წყალობის მოპოვება შეუძლია.
65. მასზე, ვინც ამგვარად არის დაკმაყოფილებული (კრშნას ცნობიერებაში), აღარ მოქმედებს მატერიალური ყოფიერების სამგვარი ტანჯვები; ასსეტ დაკმაყოფილებულ ცნობიერებაში მისი გონიერება მალე მტკიცდება.
66. მას, ვინც უზენაესთან არ არის დაკავშირებული (კრშნას ცნობიერებაში), ვერც ტრანსცენდენტული გონება ექნება და ვერც მტკიცე ჭკუა, რის გარეშეც წარმოუდგენელია მშვიდობა. და განა შესაძლოა რაიმე ბედნიერება მშვიდობის გარეშე?
67. როგორც ძლიერი ქარი იტაცებს წყალში მოცურავე ნავს, ერთ მოხეტიალე გრძნობასაც კი, რომლისკენაც ჭკუაა მიმართული, შეუძლია წარიტაცოს კაცის გონიერება.
68. ამიტომ ო მკლავმაგარო, მას, ვისი გრძნობებიც ალაგმულია მათი ობიექტებისაგან, უდაოდ მტკიცე გონიერება აქვს.
69. ის, რაც ღამეა ყოველი არსებისთვის, თვითკონტროლირებულისთვის გამოღვიძების დროა; და ყოველი არსების გამოღვიძების დრო ღამეა თვითდაკვირვებული ბრძენისათვის.
70. მხოლოდ ის, ვისა ცარ აწუხებს სურვილების განუწყვეტელი ნაკადი, რომელიც მდინარეების მსგავსად მუდამ სავეს და წყნარ ოკეანეში ჩადის, აღწევს მშვიდობას და არა ის, ვინც ასეთ სურვილთა დაკმაყოფილებას ესწრაფვის.
71. მხოლოდ ის, ვინც უარი თქვა გრძნობათა დაკმაყოფილების ყოველგვარ სურვილზე, ვინც თავისუფალია სურვილებისგან, ვინც დაკარგა ყოველგვარი საკუთრების გრძნობა და ვინც მოკლებულია ცრუ ეგოს, აღწევს ჭეშმარიტ სიმშვიდეს.
72. ასეთია სულიერი და საღმრთო ცხოვრება, რომლის მიღწევის შემდეგაც ადამიანი აღარ ცდება. თუკი კაცი ამ მდგომარეობამდე სიკვდილის ჟამს მაინც მივა, ღმერთის სასუფეველში შეაღწევს.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   ბჰაგავადგიტა   Dec 8 2009, 07:29 PM
Atman   tikoroma რაღაც ჭედავს, ს...   Dec 8 2009, 08:36 PM
Atman   უკვე გადმოვტვირთე,...   Dec 8 2009, 08:43 PM
tikoroma   Atman გმადლობ რომ შემ...   Dec 8 2009, 10:47 PM
Atman   tikoroma კარგი იქნება ტ...   Dec 9 2009, 07:17 AM
mata   ბჰაგავატ გიტა და ს...   Dec 12 2009, 03:38 PM
Atman   mata ელექტრონული ვერ...   Dec 12 2009, 03:58 PM
mata   Atman არა, მე ჩვეულებრ...   Dec 12 2009, 04:25 PM
tikoroma   პირველი თავი ვიპოვ...   Jan 4 2010, 08:32 AM
tikoroma   Atman შენ აუდიო წიგნე...   Jan 4 2010, 10:41 AM
Atman   tikoroma ეგენი მე დავდე ...   Jan 4 2010, 10:43 AM
tikoroma   :D :D აუ, ვიფიქრე ეს ი...   Jan 4 2010, 10:51 AM
Atman   tikoroma ხო, გიტას ქართუ...   Jan 4 2010, 10:56 AM
Atman   ბჰაგავატ გიტა (აუდ...   Jan 5 2010, 07:34 PM
Atman   დავიწყებ პირველი დ...   Feb 19 2010, 05:30 PM
Atman   თავი მეორე გიტას მ...   Feb 19 2010, 05:32 PM
Atman   თავი მესამე კარმა ...   Feb 21 2010, 10:04 AM
ano   თავი მესამე კარმა ...   Jan 27 2017, 01:38 AM
ირმა   Atman :bf_nonew:   Feb 21 2010, 11:22 AM
Atman   თავი მეოთხე ტრანსც...   Feb 22 2010, 04:41 PM
Atman   თავი მეხუთე კარმა ...   Feb 23 2010, 11:22 AM
Atman   თავი მეექვსე დჰიან...   Feb 23 2010, 02:45 PM
Atman   თავი მეშვიდე აბსოლ...   Feb 24 2010, 11:05 AM
Atman   თავი მერვე უზენაეს...   Feb 24 2010, 02:22 PM
Atman   თავი მეცხრე ყველაზ...   Feb 25 2010, 12:20 PM
Atman   თავი მეათე აბსოლუტ...   Feb 26 2010, 02:36 PM
Atman   თავი მეთერთმეტე სა...   Feb 27 2010, 08:50 PM
Atman   თავი მეთორმეტე ერთ...   Mar 1 2010, 09:08 AM
Atman   თავი მეცამეტე ბუნე...   Mar 1 2010, 10:24 AM
Atman   თავი მეთოთხმეტე მა...   Mar 1 2010, 04:05 PM
Atman   თავი მეთხუთმეტე უზ...   Mar 3 2010, 03:36 PM
Atman   თავი მეთექვსმეტე ღ...   Mar 3 2010, 04:38 PM
Atman   თავი მეჩვიდმეტე რწ...   Mar 4 2010, 09:43 AM
Atman   თავი მეთვრამეტე (ბ...   Mar 4 2010, 03:18 PM
Atman   ესეც ვორდის ფაილი: ...   Mar 4 2010, 03:23 PM
DISCIPLINE   ყველაზე მეტად ეს ფ...   Mar 10 2010, 07:00 PM
serafinapekkala   ამ თემაში გაერთიან...   Apr 23 2010, 02:08 AM
Atman   serafinapekkala სწორი სახელ...   Apr 23 2010, 06:33 AM
serafinapekkala   Atman უკაცრავად, მაგრ...   Apr 23 2010, 10:30 AM
Atman   serafinapekkala უკაცრავად, მ...   Apr 23 2010, 10:59 AM
serafinapekkala   Atman კი, შევეცდები. უ...   Apr 23 2010, 12:12 PM
jgvenza   serafinapekkala პირველი პოს...   Apr 23 2010, 12:19 PM
Atman   serafinapekkala გაიხარე! :)   Apr 23 2010, 12:42 PM
tikoroma   http://files.ge/file/482433/gitas-komentarebi-doc....   Apr 25 2010, 06:08 PM
tikoroma   ატმან. 30. ო ბჰარატას...   May 2 2010, 08:32 PM
daat   ატმან. 30. ო ბჰარატას...   May 3 2010, 01:16 AM
Atman   tikoroma [url=http://files.ge/file/482433/gitas-k...   May 3 2010, 12:13 PM
tikoroma   ტრანსცენდეტალი - რ...   May 4 2010, 10:44 PM
Atman   tikoroma ტრანსცენდეტალ...   May 5 2010, 06:30 AM
tikoroma   აჰ, მეთოთხმეტე თავ...   May 5 2010, 09:36 PM
Atman   tikoroma თუ რომელიმე სუ...   May 5 2010, 09:39 PM
Atman   ეს არის ბჰაგავად-გ...   Aug 27 2010, 07:39 PM
Atman   ღმრთეების უზენაეს...   Sep 8 2010, 01:02 PM
Atman   15 სექტემბერს ერთი დ...   Sep 12 2010, 09:20 PM
ანა   Atman ფურცლებიანი წიგ...   Jan 3 2012, 12:20 AM
Existence   ბიჭო ამხელა ასოები...   Jan 3 2012, 12:49 AM
LAIRA   ბიჭო ამხელა ასოები...   Jan 3 2012, 01:05 PM
Atman   ანა ფურცლებიანი წ...   Jan 3 2012, 06:32 AM
daliela   ბჰაგავადგიტას,სახ...   Mar 22 2012, 10:59 PM
Doors   http://bin.ge/dl/24758/Bhagavad-Gita--Geo-new-.zip...   Apr 25 2013, 07:50 PM
stalkeri   bhagavatgita unda davicko. ki ara maqvs cakitxuli....   May 10 2013, 10:17 PM
Doors   წიგნი მაქვს, ძველი ...   Jul 14 2013, 02:21 PM
Atm@n   Doors მე რაც მოგეცი ეგ...   Jul 14 2013, 03:16 PM
Doors   Atm@n life comes from life წავიკით...   Jul 14 2013, 03:20 PM
Atm@n   Doors მე რაც მქონდა ის...   Jul 14 2013, 03:24 PM
Atm@n   და რაც მთავარია, ზე...   Jul 14 2013, 03:33 PM
Doors   Atm@n პირველად როცა კ...   Jul 14 2013, 05:25 PM
Doors   კიდე რა მაინტერესე...   Jul 14 2013, 05:35 PM
Atm@n   Doors ჯერ მთლიანად წა...   Jul 14 2013, 08:12 PM
Doors   Atm@n ისე განმარტებებ...   Jul 14 2013, 10:44 PM
Doors   “მხოლოდ ჭვრეტით, ს...   Jul 15 2013, 07:41 PM
Doors   “მხოლოდ ჭვრეტით, ს...   Jul 15 2013, 07:41 PM
Atm@n   Doors გარკვეული კუთხ...   Jul 15 2013, 07:44 PM
Doors   ეს ფაქტი მაინტერე...   Jul 15 2013, 08:06 PM
Atm@n   Doors ინსტინქტების დ...   Jul 15 2013, 08:15 PM
daliela   ბიბლიოთეკებში არი...   Jul 17 2013, 01:13 PM
tikoroma   აუ ეს უნდა გადავიკ...   Oct 22 2018, 11:08 PM


Reply to this topicStart new topic
6 User(s) are reading this topic (6 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 10:29 AM