ბჰაგავადგიტა, ქარათულად |
ბჰაგავადგიტა, ქარათულად |
Dec 8 2009, 07:29 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://files.ge/file/450875/bhagavadatgita-doc.html
ქართულ ენაზე ბჰაგავადატგიტა... (მგონი სწორად ავტვირთე) -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 3 2010, 03:36 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,007 Joined: 29-October 09 Member No.: 6,058 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თავი მეთხუთმეტე
უზენაესი პიროვნების იოგა 1. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ნათქვამია, რომ არსებობს ბანიანის უკვდავი ხე, რომლის ფესვებიც ზემოთ იზრდება, ტოტები კი ქვემოთ, ხოლო მისი ფოთლები ვედური ჰიმნებია. ვინც ეს ხე შეიმეცნა, იგი ვედათა მცოდნეა. 2. ამ ხის ტოტები ზემოთ და ქვემოთაა გაშვერილი და მატერიალური ბუნების მოდუსებით იკვებება. შტოები გრძნობათა ორგანოებია. ამ ხეს ქვევით მიმართული ფესვებიც აქვს, რომლებიც ადამიანთა საზოგადოების კარმიულ მოქმედებებთან არის გადახლართული. 3-4. ამ სამყაროში შეუძლებელია ამ ხის ჭეშმარიტი სახის შეცნობა. არავის ძალუძს გაიგოს, სად აქვს მას ბოლო, თავი ან საფუძველი. მაგრამ ადამიანმა განდგომის იარაღით, შემართებით უნდა მოჰკვეთოს მძლავრად ფესვგადგმული ხე. შემდგომ ამისა მოიძიოს ის ადგილი, სადაც წასული, უკან არასოდეს დაბრუნდება და იქ მიენდოს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას, ვისგანაც ყველაფერი დაიწყო და უხსოვარი დროიდან მომდინარეობს ყოველი. 5. ამ მარადიულ სამეფოს ჰპოვებენ ისინი, ვინც მოჩვენებით სახელს, ილუზიასა დაყ ალბ ურთიერთობას თავი დააღწიეს, რომელთაც შეიმეცნეს მარადიული და ბოლო მოუღეს მატერიალურ ვნებას, განთავისუფლკდნენ ბედნიერებისა და უბედურების ორმაგობებისაგან და ვინც უშეცდომოდ იციან როგორ მიენდონ უზენაეს პიროვნებას. 6. ამ ჩემს უმაღლეს სავანეს არც მზე და არც მთვარე, არც ცეცხლი და არც ელექტრობა არ ანათებს. ის, ვინც მას მიაღწევს, არასოდეს უბრუნდება მატერიალურ სამყაროს. 7. განპირობებულ სამყაროში მყოფი ცოცხალი არსებები ჩემი მარადიული, განუყოფელი ნაწილაკები არიან. განპირობებული სიცოცხლის გამო ისინი გაშმაგებით ებრძვიან ექვს გრძნობას, რომელთა რიცხვსაც ჭკუა მიეკუთვნება. 8. როგორც ჰაერს გადააქვს სურნელები, ასევე გადააქვს მატერიალურ სამეფოში ცოცხალ არსებას სიცოცხლეზე სხვადასხვა წარმოდგენები სხეულიდან სხეულში. ამგვარად, იგი ღებულობს ერთი სახის სხეულს და მერე ტოვებს მას, რათა სხვა შეიძინოს. 9. ახალი უხეში სხეულის ამგვარად მიღების შემდეგ ცოცხალი არსება გარკვეული სახის ყურებს, თვალებს, ენას, ცხვირს და შეხების ორგანოებს იძენს, რომლებიც ჭკუის გარშემო არის თავმოყრილი. ასე ტკბება იგი განსაზღვრული ჯგუფის გრძნობათა ობიექტებით. 10. უგუნურთათვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ ტოვებს ცოცხალი არსება სხეულს, ვერც იმას ხვდებიან, თუ ბუნების მოდუსებით მოჯადოებული, როგორი სხეულით ტკბება იგი. მაგრამ ყოველივე ამის დანახვა ძალუძს მას, ვისაც ცოდნით აეხილა თვალი. 11. გულმოდგინე ტრანსცენდენტალისტებს, რომელთაც სრულყვეს თვითრეალიზაცია, ყველაფერ ამის სწორი აღქმის უნარი შესწევთ, ხოლო ის, ვისაც განუვითარებელი ჭკუა აქვს და თვითრეალიზაციის საფეხურზე არ იმყოფება, მოვლენათა არსს ვერ წვდება, თუმცა ცდას შეიძლება არც აკლებდეს. 12. მთელი სამყაროს წყვდიადის გამფანტველი მზის ბრწყინვალება ჩემგან მოდის და მე ვარ წყარო მთვარის შუქისაც და ცეცხლის ელვარებისაც. 13. მე ყოველ პლანეტაში შევდივარ და ჩემი ენერგიის წყალობით ისინი ორბიტაზე რჩებიან. მე მთვარედ ვიქცევი და ამ გზით მთელ ბოსტნეულს სასიცოცხლო წვენით ვავსებ. 14. მე ვარ მონელების ცეცხლი ცოცხალ არსებათა სხეულებში და ოთხი სახის საკვების გადასამუშავებლად მე ვერწყმი შემავალსა და გამავალ სასიცოცხლო აირს. 15. მე ვარ ყველას გულში. ხსოვნა, ცოდნა და დავიწყება ჩემგან მომდინარეობს. მთელი ვედების მიზანი ჩემი შეცნობაა. სინამდვილეში მე ვარ ვედანტას შემდგენელი და მე ვარ ვედების მცოდნე. 16. არსებობს ორი სახის არსებები – შეცდომებს დაქვემდებარებულნი და შეუცდომელნი. მატერიალურ სამყაროში ყოველი არსება ცდება, სულიერ სამყაროში კი ყველა შეუცდომელია. 17. ამ ორის გარდა არსებობს უდიადესი პიროვნება, ზესული, თავად მარადიული უფალი, რომელიც სამივე სამყაროშია შესული და ასულდგმულებს მათ. 18. რამეთუ მე ტრანსცენდენტული ვარ შემცდართა და შეუცდომელთა მიმართ, ჩემი სიდიადის გამო, სამყარო და ვედები ხოტბას მასხამენ, როგორც უზენაეს პიროვნებას. 19. ყოვლისმცოდნეა ის, ვინც ეჭვგარეშე მიცნობს ღმრთეების უზენაეს პიროვნებად. ამის გამო იგი, ო ბჰარატის შვილო, სრული ერთგულებით მემსახურება. 20. ეს ვედურ წმინდა წერილთა ყველაზე იდუმალი ნაწილია, ო უცოდველო, და შენ გიმჟღავნებ მას. ვინც კი მას შეიცნობს, სიბრძნით აღივსება და მისი მცდელობები სრულყოფილებით დასრულდება. -------------------- ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა «კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა» |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th April 2024 - 06:38 AM |