სამადჰი, პირადი გამოცდილება |
სამადჰი, პირადი გამოცდილება |
May 24 2015, 03:51 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სამადჰის მდგომარეობაში ყოფნის, მაგრამ სანამ უშუალოდ თხრობაზე გადავალ, ცოტა რამ მინდა გითხრათ ჩემს შესახებ.
დავიბადე 1985 წელს და გავიზა რდე საქართველოში. ადრეული ასაკიდანვე დავიწყე საკუთარი თავის შეცნობა. აღმოსავლური ორთაბრძოლების დაუფლებასთან ერთად, ვეუფლებოდი აღმოსავლურ რელიგიებს და ცოდნებს. ასევე ვიყავი ოშოს მიმდევარი. ვაკეთებდი სხვადასხვა სახის მედიტაციებს და პრაქტიკებს, როცა ჯერ კიდევ 10-11 წლის ვიყავი. შემდეგ შევისწავლე ინდუიზმი და ბუდიზმი. ასევე დაოსიზმი. გავეცანი ბერძენ ფილოსოფოსებს, მითოლოგიას, რომაულს, ბერძნულს, სკანდინავიურს და ა.შ. შემდეგ დავინტერესდი ქართული ეზოთერიით, რაც ძირითადად შეეხებოდა ნუნისში ე.წ. ნოეს საკურთხეველის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და გავიცანი "იბერიონთა საძმოს" ყოფილი წევრები, რომლებიც ლაზარეს აღდგინების საქმით იყვნენ დაკავებულნი საქართველოში. გვარებს და სახელებს არ ჩამოვთვლი ისედაც იცის საზოგადოებამ. ასევე შევისწავლე სხვადასხვა ნაშრომები ანტროფოსოფიაში და ასტროფიზიკაში, ასევე ვიკვლევდი ამოს ფენომენს და პარანორმალურ მოვლენებს. და 19 წლის ასაკში განვიცადე ის, რასაც შემდეგ ვიგებ რომ ქვია სამადჰის მდგომარეობა. მანამდე ბევრი ინფორმაცია მქონდა ამ თემის ირგვლივ, მაგრამ უშუალოდ განცდის მომენტში და შემდგომ პერიოდშიც ვერ მივხვდი რასთან მქონდა საქმე, მხოლოდ მოგვიანებით 2010 წელს ადვაიტას შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ სამადჰის მდგომარეობაში ვიყავი 3 დღის განმავლობაში 19 წლის ასაკში. ახლა კი შევეცდები სიტყვებით გადმოვცე რას განვიცდიდი ამ 3 დღის განმავლობაში, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. საკუთარი თავის ძიების მიზნით, საკუთარ თავს ვუსვამდი შეკითხვას ვინ ვარ მე? ანუ ვინ არის ის ვინც ამ შეკითხვას სვამს? და უეცრად ყველაფერი გაჩუმდა. ეს იყო საყოველთაო შეჩერება. დროის, სივრცის, სურვილების და ა.შ. ანუ აღმოვჩნდი მდგომარეობაში, სადაც თვითონ მდგომარეობაც არ არსებობს. ანუ ეს იყო წარმოუდგენელი ნეტარების შეგრძნება. მივხვდი, რომ მე არ ვარ ეს სხეული, არამედ მე ვიმყოფები ამ სხულში და მოგვიანებით გავაცნობიერე რომ სხეულს გარეთაც, მაგრამ ეს ისეთი შეგრძნება არ არის ადამიანები რო ყვებიან ჩემ თავს ვუყურებდი გარედან და ა.შ. ამ მდგომარეობაში გავაგრძელე კითხვის დასმა: მაშინ ვინ ვარ? და აი ამ დროს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგონე ხმა რომელიც სვამდა კითხვას მაშინ ვინ ვარ? მაგრამ ეს ხმა მე არ ვიყავი. სწორედ ამ დროს, როდესაც მე ეს ხმა გავიგე თითქოს დაიშალაო კედელი და გამოჩნდა რაღაც ამ კედლის მიღმა ვინც უსმენდა იმას ვინც ამ კითხვას სვამდა. და ამ დროს გავაცნობიერე რომ მე არ ვიყავი გონება, სადაც ესა თუ ის ფიქრები წარმოიშობა. როგორც დამსწრე ასე ვაკვირდებოდი პირველად როგორ ჩნდებოდა შეგრძნრბა გულში და ეს შეგრძელნება როგორ ამოდიოდა თავში და გარდაიქმნებოდა ფიქრად. ათასობით სხვადასხვა შეგრძნება და და ფიქრი იბადებოდა ჩემში და ყველა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის იყო პასუხი კითხვაზე - ვინ ვარ, მაგრამ როგორც კი ვეცდებოდი მეფიქრა რომ კარგი, ესეა, აი ეს ფიქრია პასუხი, იმ წამსვე ქელრებოდა ეს ფიქრი და იევ ვრჩებოდი წარმოუდგენელ სიჩუმეში. შემდეგ თავიდან ახალი შეგრძნება და ფიქრი. მნიშვნელობა არა აქვს რა ფიქრი მოდის კარგი თუ ცუდი, მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ თავს აღარ აიგივებთ არც კარგ ფიქრთან და არც ცუდ ფიქრთან. შემდეგ ჩვეულებრივად დავდიოდი, ვჭამდი, ვსაუბრობდი, მაგრამ ძალიან ნელა. ხალხს ჩემს გარშემო ვეგონე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. სიტყვებს, რომელსაც ვამბობდი იყო თითქოს ცოცხალი არსება, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა. ამ ხნის განმავლობაში მქონდა პერიოდები, როდესაც არც შგრძნება და არც ფიქრი აღარ იბადებოდა ჩემში, შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელებულიყო რამოდენიმე საათი, შემდეგ ისევ ამოტივტივდებოდა რაიმე შეგრძნება, მაგრამ ის მე აღარ მეხებოდა, აღარ ვაიგივებდი, უფრო სწორად ვეღარ ვაიგივებდი თავს მათთან. ზემოთ ვთქვი, რომ რამდენიმეჯერ ვცადე, რომ შემეთვისებინა ესათუ ის ფიქრი, მაგრამ როგორც კი ამას დავაპირებდი ისინი ქრებოდნენ. გარეთ შეიძლება ტრაქტორს ემუშავა დიდ ხმაურში, ან ტელევიზორი ყოფილიყო ჩართული. ერთსროულად რო 300 კაცსს ელაპარაკა, იმ სიჩუმეს და სიწყნარეს ვერ მირღვევდნენ. ესეც ვცადე, აბა მეთქი თუ შემაწუხებს რაიმე ხმაური, მაგრამ ამაოდ და ბოლოს, დავწექი დასაძინებლად. ეს იყო პიკი. არანაირი განსხვავება ღვიძილსა და ძილს შორის აღარ იყო. ისევ ის ვიყავი ძილშიც რაც სიფხიზლეში. სიზმარიც დაიწყო და იმნწამს შევესწარი, როდესაც სიზმარი დაიწყო და ვერც სიზმარმა გამაიგივა მასთან. შემდეგში ეს რამანა მაჰარშის, ნისარგადატას და სხვათა სწავლებებში ვანხე, რომ ამ მდგომარეობას ქვია ტურია, როდესაც განსხვავება ქრება ძილსა და ღვიძილს შორის. ამ მდგომარეობაში იმყოფები სამადჰის დროს. ეს გაგრძელდა 3 დღე და დღეს ვფიქრობ, რომ შიშის ჰამო, რომ ვგიჟდებოდი და ახლობლებიც კი ვეღარ მცნობდნენ ვეღარ მოვახერხე განზავება მთლიანად ამ ჭეშმარიტებაში. ეს შიში უცხოობის იყო მთავარი მიზეზი, რამაც გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
May 28 2015, 03:52 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ichi
QUOTE ავტორს დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის. არაფრის გენაცვალე. მე თავს მოვალედ ვთვლი, რომ ეს გავაკეთო. ამ ბოლო დროს ქართულად აღარ ვწერ, მაგრამ ამ ფორუმზე მომინდა დაწერა. QUOTE დროის ფენომენი ამ მდგომარეობაში. მარტო აწმყო დარჩა? დროის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია. ფარდობითობის თეორიის თანახმად დრო და სივრცე ერთმანეთის პირდაპირპროპორციულია. ასევე ვიცით რომ დრო ურის მანძილი გავყოთ სიჩქარეზე, სადაც მანძილი სივრცეა. T=S÷V. ამ შემთხვევაში მანძილი მცირდება და ხდება თითქმის სუნთქვის ტოლა, აი ის მანძილი, რასაც გაივლიდ ჰაერი ფილტვებიდან პირის ღრუმდე, ხოლო სიჩქარე, განუსაზღვრელია. თუ სუნთქვას არ აკონტროლებ, მე არაფერს ვაკონტროლებდი, მაშინ სუნთქვის სიჩქარე ისაა რაც ნორმალური მოსვენებულ მდგომარეობაში გაქ, ხოლო ზოგი იოგები სუნთქვას აკონტროლებენ და ამოთი იცვლება დროის შეგრძნებაც. აი ეს შედარებაა, ვცდილობ ავხსნა. ასევე, დრო, არი წარსული, აწმყო და მომავალი, ყველა სხვა დროები, ამ სამიდან მომდინარეობს. მაგრამ როგორ აღიქმება ეს ადამიანის მიერ? წარსული აღიქმება, მის მეხსიერებაში არსებულ ასოციაციებსა და წამოდგენებით, ხოლო მომავალი, გეგმებით და მისთვის ხელსაყრელი ან არახელსაყრელი რეალობის წარმოდგენებით. მაგრამ სად არის მეხსიერება და რა არის მეხსიერება? აი ამ კითხვას დავტოვებ და შესვენებაზე გავაგრძელებ ზუსტად აქედან. მანამდე შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ პოსტს. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 06:37 PM |