IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> კაცობრიობა და სიზმრების ისტორია
tikoroma
post Nov 12 2013, 10:54 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიზმრების ისტორია


უძველესი დროიდან სიზმრებს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ადამიანის ცხოვრებაში. პირველი ცნობები მის შესახებ ძველ ეგვიპტურ ჩანაწერებში გვხვდება. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ სიზმრის მეშვეობით ღმერთებთან დაკავშირება შეეძლოთ. ისინი სამი ტიპის სიზმარს აღწერდნენ:
1. ღვთიური სიზმრები, რომლებშიც ღმერთები ეცხადებოდნენ და მოითხოვდნენ რაიმეს შესრულებას თაყვანისცემის და ერთგულების ნიშნად. მაგალითად, თუთმოს IV-ს სიზმარში ღმერთი ჰამარკუსი ეჩვენა და აუწყა, რომ თუ მოაგროვებდა ქვიშას სფინქსის გარშემო და ღმერთის ტაძარს აღადგენდა, ფარაონი გახდებოდა.
2. წინასწარმეტყველური სიზმრები - რომლის დროსაც იღებდნენ ინფორმაციებს მომავალი მოვლენების შესახებ, იგებდნენ დაკარგული ობიექტების ადგილ-სამყოფელს, იძენდნენ სამედიცინო ცოდნას და ა.შ.
3. ინფორმაციული სიზმრები _ სიზმარში იღებდნენ ინფორმაციას ამა თუ იმ საკითხის შესახებ. მაგ. ქალღმერთი ჰათორი ეჩვენა ერთ პირს და უთხრა, თუ რომელი ადგილი იქნებოდა საუკეთესო მის დასაკრძალად.
ეგვიპტელთათვის მნიშვნელოვანი იყო სიზმრების განმარტება, ზოგი თავის ცხოვრებას ამ საქმეს უძღვნიდა. ერთ პაპირუსში ვკითხულობთ - მე განვმარტავ სიზმრებს, ღმერთებმა მომცეს ამისი თანხმობა.
ეგვიპტელებს არ ჰყავდათ სიზმრების სამყაროს განმგებელი ერთი რომელიმე ღვთაება. ისიდა, იმჰოტეპი, სეთი, თოთი, სერაპისი, პთა სოტმუ და ამონ-რა - ყოველ მათგანს ჰქონდა სიზმრის ტაძრები და ისინი ღია იყო ყველასთვის, განურჩევლად ასაკისა, სტატუსისა და სქესისა. მხოლოდ სიზმრის მსურველს აუცილებლად უნდა ერწმუნა ღვთაების გავლენა და ასევე ტაძარში “წმინდად” უნდა მისულიყო, ანუ წინა ღამე უბიწოდ უნდა გაეტარებინა. სიზმრის მხილველი ღმერთებს ძღვენს მიართმევდა, ილოცებდა და მიდიოდა დასაძინებლად. იმ ღამით მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ ნახავდა სიზმარს. მხოლოდ ისიდას ტაძარში იმას შეეძლო შესვლა, ვისაც თავად ქალღმერთი გამოეცხადებოდა სიზმარში და ტაძარში მიიწვევდა.
თავდაპირველად ეგვიპტური სიზმრების ხილვის მეთოდი სამკურნალო თვალსაზრისით გამოიყენებოდა, იღებდნენ სამედიცინო ცოდნას, სწავლობდნენ განსაკურნებელ ლოცვებს ან უშუალოდ ღმერთები განკურნავდნენ ხოლმე. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული ისიდა იყო, მას უწოდებდნენ “ყოველი დაავადების მკურნალს”.
ისიდა
ერთ ეგვიპტურ წიგნში ახსნილია, რომ სიზმარში ნანახი სიმბოლოები საპირისპირო მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, მაგალითად, სასიამოვნო სიზმარი მოსალოდნელ უბედურებას მოასწავებს. აქვე მოთხრობილია ქურუმთა კლასზე, რომელთაც მაგიურ საქმეთა ოსტატებს უწოდებდნენ და რომლებსაც სიზმრების ახსნა შეეძლოთ.
ეგვიპტელების მსგავსად ბერძნებიც განიწმინდებოდნენ, როცა სიზმრის მოვლენას ითხოვდნენ. გარდა ამისა ზღუდავდნენ გარკვეულ საკვებს, მაგ. ალკოჰოლს და ლობიოს. შესაწირავი დამოკიდებული იყო მთხოვნელის მატერიალურ შესაძლებლობებზე.
საბერძნეთში თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ მხოლოდ ზევსი მოავლენდა სიზმარს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ფუნქცია სხვა ღმერთებსაც მიაწერეს - ათენას, ჰერას, არტემიდეს, ასკლეპიოსსა და პანს. ამ უკანასკნელს “სიზმრების დირიჟორს” უწოდებდნენ. ხოლო ორი ღმერთი - ძილის ღმერთი ჰიპნოსი და მისი შვილი, სიზმრების განმგებელი მორფევსი - მთლიანად ამ სფეროს განაგებდნენ.
მორფეუსი

ბერძნებს სჯეროდათ, რომ ღმერთებს შეეძლოთ სასჯელის სახით ცრუ სიზმრებიც გამოეგზავნათ მათთვის. ერთ-ერთი ცნობილი ცრუ სიზმარი ზევსმა მოუვლინა მეფე აგამემნოს ტროას ომის დროს, როცა მან აქილევსის ტყვე ქალი მიისაკუთრა. სიზმარში აგამემნონს თავისი სანდო მრჩეველი ეჩვენა და უთხრა, რომ ტროაზე შეტევა გამარჯვებას მოუტანდა. მეფე სიზმრის რჩევას მიჰყვა, მაგრამ დამარცხდა. ზევსს სწორედ ეს ჰქონდა ჩაფიქრებული.
ბერძნებს სჯეროდათ ნეგატიური სიზმრების ახდენისა, ამის თავიდან ასაცილებლად ისინი განიბანებოდნენ ცივი წყლით, უამბობდნენ სიზმრებს მზეს ან მსხვერპლს სწირავდნენ ღმერთებს, რომ დაეცვათ უსიამოვნებებისაგან.
ცნობილია, რომ ჰიპოკრატე იყენებდა პაციენტების სიზმრებს დიაგნოზის დასმის დროს. მას სჯეროდა, რომ ზოგი სიზმარი ღვთაებრივადაა შთაგონებული და გამოხატავს რომელიმე შინაგანი ორგანოს მდგომარეობას.
არტემიდორუსი იყო პირველი, ვინც ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, სიზმრის ახსნისთვის მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის ვინაობას, საქმიანობას, დაბადების თარიღს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და მატერიალურ მდგომარეობას. თვლიდა, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით სიზმრების უფრო ზუსტი ახსნა შეეძლო


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   კაცობრიობა და სიზმრების ისტორია   Nov 12 2013, 10:54 PM
tikoroma   რომში სიზმრებით წი...   Nov 12 2013, 10:59 PM
tikoroma   ჩრდილო ამერიკელ ინ...   Nov 12 2013, 11:05 PM
tikoroma   სენოის სიზმრების მ...   Nov 12 2013, 11:42 PM
tikoroma   http://s017.radikal.ru/i404/1311/e5/2e412ff32b0c.j...   Nov 12 2013, 11:46 PM
drabavik   საინტერესოა, ძველ ...   Nov 13 2013, 09:30 PM
tikoroma   drabavik ნებისმიერი ჭეშ...   Nov 13 2013, 11:40 PM
tikoroma   "სიზმარმჭერი" ა...   Nov 15 2013, 08:51 PM
tikoroma   ოჯიბვეს ტომისგან ...   Nov 16 2013, 02:07 PM
tikoroma   წავალთ-წამოვალთ და...   Nov 16 2013, 04:00 PM
drabavik   tikoroma დიდი მადლობა სა...   Dec 15 2013, 06:28 AM
tikoroma   drabavik წუხელ ალბათ მშ...   Dec 15 2013, 03:12 PM
stalini   ჰო ეს მთელი ფილოსო...   Dec 19 2013, 10:40 PM
JUST PROGRESS   ise saintereso kanonzomierebis danaxva sheidzleba ...   Dec 22 2013, 03:49 AM
stalini   ჰო ეგეც საფიქრალია...   Dec 22 2013, 11:18 AM
tikoroma   JUST PROGRESS მაგათი განა...   Dec 22 2013, 07:04 PM
JUST PROGRESS   stalini tikoroma კი, შამბალა...   Dec 25 2013, 02:31 AM
tikoroma   JUST PROGRESS ეს ფილმი არ ვ...   Dec 25 2013, 08:50 PM
daliela   გუშინ ვნახე ერთ-ერ...   Jan 27 2014, 01:34 PM
tikoroma   daliela მიყვარს ასეთი ...   Jan 27 2014, 09:53 PM
tikoroma   ტიბეტური სიზმრის ი...   Apr 20 2014, 08:09 PM
tikoroma   ქართული ფოლკლორულ...   May 30 2015, 03:11 PM
earth   tikoroma აიში თავისი ტო...   Nov 12 2017, 09:27 AM
tikoroma   earth სუ გახარებული ი...   Nov 13 2017, 01:09 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 9th May 2024 - 09:26 AM