ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
May 28 2015, 08:46 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით სამყაროს შემქმნელია მორიგე ღმერთი, მან წარმოგზავნა დედამიწაზე ღვთიშვილნი დევებისგან შევიწროებულ ადამიანთა დასახმარებლად.
ღვთიშვილნი, ღვთისნადები, ჯვარ-ხატები, ანგელოზები, ღვთის ნასახნი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი... კვირია ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მას ზეცაში მორიგე ღმერთის მახლობლად უდგას კარავი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. ღვთისშვილნი ზეციდან მოსულები არიან, თუმცა შეიძლება ადამიანმაც მიაღწიოს ამ სტატუსს - მაგ. პირქუში ბაცალიგოსა და ახადის - ფშავის საყმოს - მფარველი ღვთისშვილი - თავდაპირველად კაცი ყოფილა, მჭედელი ხევსური. სახელად დავით მგელაისშვილი (ან მგელაისძე). გარდაცვალების შემდეგ სიწმინდის გამო ღმერთმა ღვთისშვილად გადააქცია. ღვთისშვილებმა ბრძოლით მოიპოვეს და დევებისგან გამოიხსნეს ის მიწა-წყალი, სადაც მათი საყმო სოფლები და სალოცავები დაარსდა და იმ დროიდან, მუდმივად მფარველობდნენ თავიანთ ყმებს. ფშავში ლაშარის მუხა ოქროს შიბითაა გამობმული ცაზე, ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა. კოპალას მიერ ლახტით გაპობილი ლოდი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 2 2015, 01:08 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი, სჯერათ, იმიტომ რომ მართლა ქონდათ კავშირი. ზემოთაც ხო დავდე, ვაჟა-ფშაველას დედის მონაყოლი, ასტრალში გავიდა თუ რანაირად ნახა, არ ვიცი, მაგრამ ნახა ოქროს ჯაჭვზე მოსიარულე ღვთიშვილები :დ
ქართველებს ხო სჯეროდათ, რომ მათ ჯარს წინ წმ. გიორგი მიუძღვებოდა, ფშაველებს და ლაშარის ჯვარი, სხვა მთიელებს კიდე თავისი წ.გიორგი "ღვთაება ხალდი გაემართა სალაშქროდ თავისი იარაღით დიაოხის ძლევამოსილი ქვეყნის წინააღმდეგ. ღვთაება ხალდი ძლიერია, ხალდის იარაღი ძლიერია. ღვთაება ხალდის ძლიერებით გაემართა სალაშქროდ მენუა იშფუნის ძე. წინ მიუძღოდა ღვთაება ხალდი" (ძვ.წ.IX-VIII სს. ურარტული წარწერა). ღვთაება ხალდი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th April 2024 - 11:58 AM |