ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
May 28 2015, 08:46 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით სამყაროს შემქმნელია მორიგე ღმერთი, მან წარმოგზავნა დედამიწაზე ღვთიშვილნი დევებისგან შევიწროებულ ადამიანთა დასახმარებლად.
ღვთიშვილნი, ღვთისნადები, ჯვარ-ხატები, ანგელოზები, ღვთის ნასახნი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი... კვირია ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მას ზეცაში მორიგე ღმერთის მახლობლად უდგას კარავი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. ღვთისშვილნი ზეციდან მოსულები არიან, თუმცა შეიძლება ადამიანმაც მიაღწიოს ამ სტატუსს - მაგ. პირქუში ბაცალიგოსა და ახადის - ფშავის საყმოს - მფარველი ღვთისშვილი - თავდაპირველად კაცი ყოფილა, მჭედელი ხევსური. სახელად დავით მგელაისშვილი (ან მგელაისძე). გარდაცვალების შემდეგ სიწმინდის გამო ღმერთმა ღვთისშვილად გადააქცია. ღვთისშვილებმა ბრძოლით მოიპოვეს და დევებისგან გამოიხსნეს ის მიწა-წყალი, სადაც მათი საყმო სოფლები და სალოცავები დაარსდა და იმ დროიდან, მუდმივად მფარველობდნენ თავიანთ ყმებს. ფშავში ლაშარის მუხა ოქროს შიბითაა გამობმული ცაზე, ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა. კოპალას მიერ ლახტით გაპობილი ლოდი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Sep 7 2017, 11:46 AM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თერგვაული გვიამბობს:
ავდეგ, ღვთის კარით გავემზადე, წამუელ ქაჯუეთისაკე, ქაჯთ ბაზარი ჩავიარე. ქაჯთ ერთი ღვთის ნასახ დაეჭირათ, სახედარივით ხმარობდეს, ზედა სხდებოდეს. რო დამინახეს, მეც შამატყვეს რო, ღვთის ნასახიაო. შამამეხვია ქაჯთ ლაშქარი თეთრსა მთის ქორსა თერგვაულსა. ერთი მწევარ მეტანა იქა. კაბის კალთებს მეფარებოდა შიშითა. ქაჯებ დამიჭერენო. საგმირო დავმალე კაბის კალთაშია. შავისა ბადე გადავიცვი. მაშინ ქაჯთა ბუქრას შეატყობინეს ხემწიფესა. ყვირალ (დევი) ყოფილა საკვირველი: ცხრა თავ ჰბმიყვა, ცხრა სახედავ ჰქონიყვა, თითო თვალ თითო თავზედა. ბუქრა მოვიდა, როგორც გორი ისეთი იყო. მკლავებს იხვასტევდა ბუქრაი. ცხრა სახედავ დაეცქვიტა. გავშალე ოქროს ქსოვილი ჰაერზედა. შავის ბადეიც გადავაგდეო, საგმირონიც გავავლე ჰაერშიაო. ცა რვალივითა აჩქარდისაო. ბუქრამ შაიტყვა, რომ ცეცხლი აჰჩინდა, ცხრა სახედავითა მანანა დაყარნა (ცრემლი). ქაჯნი შავს მორევს მიებარნესო. ბუქრამ მე ჩოქ მომიხარაო. მარგალიტ იყვა ზღვისპირზედა, კაბის კალთაით წამოვიღეო, ღვთის კარს მივართვი მორიგესა. თ. რაზიკაშვილი თ. რაზიკაშვილი: "ეს თერგვაული აქამდის არა ჩანდა, ანდრეზი კი იყო, რომ უწინ ძრიელი სალოცავი ყოფილა. "ქუდსახდელას" ეტყვიან, გორზე გზა გადადის, ამ გორის პირდაპირ ერთი დიი გორია, იმ გორისკენ თუ ქუდი არ მოიხადა და არ დაიჩოქა გამვლელმა, არ იქნება. იმ დიდ გორაზე დიდი ნახატარიც არის. იქა ყოფილა ის თერგვაული, ხალხსაც მარტო სახელი სცოდნია, რომ თერგვაული მდგარა იქა. ის ხატი ახლა გამოცხადდა. იმ ხატს ოთხი ქადაგი ჰყავს. ის ქადაგები ისე წმინდობენ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ქალისა კაბაც კი არ უნდა მოხვდეთ". -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th April 2024 - 01:46 AM |