![]() |
![]() ![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
WHITE soul ![]() Group: Members Posts: 88 Joined: 13-February 13 Member No.: 7,011 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
გნოსტიკოსების აზრით მატერიალური სამყარო და ადამიანი შექმნა არა უმაღლესმა ღმერთმა, არამედ ერთ-ერთმა დაბალი რანგის ”ღმერთმა”- დემიურგმა.
მისი სახელი ნიშნავს ხელოსანს- ხოდა ამ ხელოსანმა შექმნა ჩვენი მატერიალური სამყარო და ჩვენი სხეულები. დემიურგი ნამდვილად არ არის ღმერთი, რომელიც-სიყვარულია სწორედ ამით აიხსნება მისი გაუგონარი სისასტიკე, მისი საქმეები ზოგჯერ იმდენად სასტიკია, რომ მას ხშირად სატანასთან აიგივებენ, მაგრამ ეს შეცდომაა. ის სატანა არ არის. სატანამ ზუსტად იცის რა უნდა. დემიურგი კი დაბნეულია, ბრიყვი და გაორებული. ასეთივე არის მისი შექმნილი სამყაროც და ასეთი ხდება ადამიანი, რომელიც მას დაუჯერებს. დემიურგი ქმნის ადამიანებში იმის ილუზიას, რომ ისაა უმაღლესი ღმერთი და მას უნდა სცენ თაყვანი, მისი მონები უნდა იყვნენ, მას უნდა შესწირონ მსხვერპლი არადა, ადამიანი სულიერი იერარქიით დემიურგზე მაღლა დგას. |
|
|
![]()
Post
#2
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 997 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
miG27
ეს კიდევ ერთი ახალი ზღაპარია? -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
![]()
Post
#3
|
|
![]() MASTER ![]() Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
elli
არ არის ახალი.. ![]() -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
![]()
Post
#4
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 997 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ვახ... სერიალში მგონია თავი, შვილი რომ გაიგებს შემთხ ვევითი სექსუალური კავშირის შედეგად გაჩნდიო...... ანუ ვიღაცის ბოდვის გამო მე უნდა გავმწარდე? გამიტყდაააააააა
![]() -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
![]()
Post
#5
|
|
![]() GREEN soul ![]() Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
რას მარჩიელობთ ერთი გამაგებინა
![]() აგერ მატერიალური სამყაროს შექმნის ეტაპები დაწვრილებით (8, 9 და 10 თავები): http://vyasa.ru/books/ShrimadBhagavatam/?id=316 თუ ძველი ტექსტები გინდათ ამაზე გასაგებად და დაწვრილებით არც ბიბლიაში წერია, არც კაბალაში და არც ჩუან ხუნ ჯინში! ![]() და ახალი თეორიები თუ გაინტერესებთ იხილეთ "დიდი აფეთქების" თეორია. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
![]() |
|
|
![]()
Post
#6
|
|
WHITE soul ![]() Group: Members Posts: 49 Joined: 8-February 13 Member No.: 6,996 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
გნოსტიციზმი ერთერთი ყველაზე ძველი და საიდუმლო სწავლებაა რაც კი კაცობრიობას შემორჩა, იგი უძველესი ქრისტიანობაა და შეიძლება ითქვას რომ თავისი სირთულით და სიღრმით მხოლოდ ებრაულ კაბალას შეიძლება შედარდეს.
იმისათვის რომ გნოსტიციზმში გაერკვეთ უძველესი ტექსტები უნდა წაიკითხოთ რომელიც ნაგჰამადის ბიბლიოთეკაში იქნა აღმოჩენილი, ეს ტექსტები კოპტურ ენაზეა დაწერილი, დღეს უკვე თარგმნილია და რუსულადაც შეიძლება მოძებნოთ. გნოსტიციზმის მიხედვით ადამიანის შემქმნელად დემიურგი ანუ კოსმოსის შემქმნელი ღმერთი ითვლება, იგი არც სუსტია არც ბრიყვი და მითუმეტეს არც გაორებული, იგი კოსმოსს ქმნის და წარმოიდგინეთ რამხელა შემოქმედებითი უნარი და ძალა გააჩნია, ადამიანი რომ არასრულყოფილი არსებაა ამის დანახვა ვგონებ ძალიან მარტივია, ასერომ ნაჩქარევ დასკვნებს ჯობს ნაგჰამადის ტექსტებს გაეცნოთ. |
|
|
![]()
Post
#7
|
|
WHITE soul ![]() Group: Members Posts: 88 Joined: 13-February 13 Member No.: 7,011 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ეს დემიურგი ნამდვილად დაბნეულ და ბრიყვია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რას სიმხეცეებს სჩადიოდა თავის სიბრიყვითა და უგუნურებით. (მერე კი ნანობდა)
გასაგებია, რომ ეკლესიისათვის-გნოსტიციზმი მიუღებელია, რადგანაც მთელ მის მითებს ანგრევს, ისევე, როგორც შემდეგ კოპერნიკისა თუ გალილეის აღმოჩენები ითვლებოდა მწვალებლობად.................მაგრამ რა ვუყოთ იმ მამაოებს, რომელთაც აფსურდშიც კი აღმოაჩინეს საღი გონება. რომელთაც მუდამ ერთი რამ უნდათ - ყველაფერი მოაოქროონ და ყველაფერი კეთილგონიერების ტაძარაში ჩაყარონ. ![]() ![]() |
|
|
![]()
Post
#8
|
|
![]() BLUE soul ![]() Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
გნოსტიციზმი ნამდვილად უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სწავლებაა, ერთი მხვრივ ქრისტიანული მეორე მხვრივ კი, რადიკალურად განსხვავებული ქრისტიანული დოქტრინებისაგან. თვითონ ტერმინი - გნოსის - ცოდნა, მეორე საუკუნიდან, წმინდა ირანიუსისაგან მოდის , როდესაც მათ "განსწავლული ერეტიკოსები" უწოდა, თუმცა ფესვები - ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე და სავარაუდოდ ესსეეიბიდან მოდის, რაც თავისთავად სხვა თემაა. არსებობს თეორიები კაბალის - როგორც მსოფლხედველობის ჩამოყალიბებაზე ( მხედველობაში მაქვს მეცამეტე საუკენეში "ზოჰარის" შექმნა), გნოსტიციზმის გავლენის შესახებ, რაც ნაკლებად სარწმუნო მგონია. თუმცა ფაქტია, რომ გნოსტიციზმი იუდეველთა შორის იშვა ძველი საბერძნეთის ფილოსოფიური სკოლის გავლენით, ამასთანავე პირველი ქრისტიანები იყვნენ, ანუ იუდეველი ქრისტიანები, როგორც მათ უწოდებდნენ, სხვადასხვა იუდეური მისტიციზმებიდან, კი, მე მგონი ყველაზე ახლოს "მერკაბა მისტიციზმთან" დგას.
რაც შეეხება, დემიურგს, მატერიალური სამყაროს შემოქმედს, მას მართლაც ხშირად მოიხსენიებს, როგორც ბოროტ ღმერთს, მაგრამ მისი სისასტიკე გამოწვეულია არა მისი სიბრიყვისა და სისუსტის გამო (ძალიან გულუბრყვილო იქნებებოდა მატერიალური სამყაროს შემქმნელი ბრიყვად და სულელად ჩაგვეთვალა ![]() ამ ისტორიას თუ ჩავუკვირდებით, საკმაოდ მარტივ სურათს მივიღებთ, ღმერთის მიერ შექმნილმა არსებამ ან ცივილიზაციამ, რომელიც თავისთავად არ არის ღვთიური და სრულყოფილი, ეგოისტური მიზნით შეგვქმნა ჩვენ, ჩვენი ფიზიკური ასპექტი, საკუთარის ანალოგიით, მაგრამ, ჩვენში, ისევე როგორც მასში არის ღვთიური სული, ღვთიური სიბრძნე ( რომელმაც საკუთარი სურვილით და არა დემიურგის, დაიკავა ეს სხეული), თუმცა ჩაკეტილი და დავიწყებული, და ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ღვთიურ სრულყოფილებაში დაბრუნება. |
|
|
![]()
Post
#9
|
|
WHITE soul ![]() Group: Members Posts: 88 Joined: 13-February 13 Member No.: 7,011 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ვინაიდან დემიურგის განჭვრეტის უნარი შეზღუდულია და იგი ნამდვილად არ არის ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და არ შეუძლია წინასწარგანჭვრეტა მოვლენების განვითარების- მაგალითად, წარღვნა. მან ჯერ წარღვნა მოავლინა, მერე ინანა ეს საქციელი და ცისარტყელა გააკეთა რათა თავისი თავისთვის შეეხსენებინა, რომ ასე მეტს აღარ იზავდა მაგრამ შემდეგ დაავიწყდა - სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას გარდა სიბრიყვისა და უგუნურებისა!
ასევე ნათქვამია ბიბლიაში, რომ უფალმა ინანა ადამიანის შექმნა. ცოტა უცნაური თვისება არ არის სინანული-ღმერთისთვის?! ![]() ![]() ![]() |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 21st June 2024 - 11:43 AM |