IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V  « < 4 5 6 7 >  
Reply to this topicStart new topic
> კრისტალის ქალაქი "ილუმენი" (გზავნილი ჰანიმედიდან), კოსმოსური ოდისეა
ანანდა...
post Aug 17 2011, 04:12 PM
Post #101


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"თქვენში ერთ–ერთი ასეთი გავრცელებული პოზიციაა ის, რომ კაცობრიობა 2000 ან 2005 წლამდე იცხოვრებს და მერე მოხდება სამყაროს აღსასრული. ასეთი პოზიცია რა თქმა უნდა მცდარია! კაცობრიობამ შეიძლება ვერ გაუძლოს უამრავ პრობლემას და დაიღუპოს, რადგან იგი დიდი რისკის ქვეშაა! მაგრამ ამ რისკის მიზეზი, სულაც არაა მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება, ან დედამიწის რომელიმე ციურ სხეულთან დაჯახება. ერთადერთი რისი პროგნოზიც შეიძლება გაკეთდეს და ამას თქვენ შეიძლება წინასწარ განჭვრეტა უწოდოთ, ისაა რომ კაცობრიობა დაღუპვის ზღვარზეა. არც არანაირი წინასწარმეტყველება და არც სამყაროს “დასასრული, რომელსაც კაცობრიობა ელოდება.” ის არ აღმოჩნდება რასაც მორწმუნე ადამიანები ელიან. თვით განადგურების საჭირო საშინელი იარაღი თვით კაცობრიობამ უკვე შექმნა.

- და რა იარაღია ეს?

- ახლა როცა ჩვენ დიალოგს ვაწარმოებთ თქვენი სამყაროს ზოგიერთ ადგილას ახალი ბირთვული ექსპერიმენტები მიმდინარეობს. ეს ექსპერიმენტები არა მარტო ატომური იარაღის გამოცდას ეხება, არამედ ატომური აფეთქების შედეგად გამოყოფილი ნარჩენების უტილიზაციასაც. თქვენი პლანეტის გაუდაბნოებულ ტერიტორიები მიწისქვეშა სამარხებად არის გამოყენებული, იქ ბირთვული გამოცდების შედეგად მიღებული რადიაქტიური ნარჩენებია დამარხული. ბირთვული გამოცდების სიხშირის ზრდასთან ერთად საჭირო გახდება ახალი ადგილების შექმნა და ეს სარკოფაგები თანდათან ადამიანებით დასახლებულ რეგიონებს მიუახლოვდება. სარკოფაგებში ტონობით რადიაქტიური ნივთიერებაა, მათი გამოსხივების სიძლიერე ათწლეულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. და შემდეგ მათი ზემოქმედების ძალა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დედამიწის დღევანდელი ეკოლოგიური სურათი მთლიანად შეიცვალოს. ის ენერგეტიკული ტექნოლოგიები რომელსაც კაცობრიობა ჯერ კიდევ იყენებს, სხვა ალტერნატივით ასეთ რეალობაში ვერ ჩანაცვლდება. დიდი ქვეყნები ისევ და ისევ გააგრძელებენ ურანის გამდიდრების ბირთვულ პროგრამებს. ისინი ვერ ხვდებიან თუ რა ხიფათი ელით მათ ქვეყნებს ავარიების, ან სხვა რაიმე გაუთვლელი მიზეზის გამო, ასე ხომ თქვენ წამლავთ იმ გარემოს სადაც ცხოვრობთ.

დღეს თქვენს პლანეტაზე რადიაციის დონემ, რომელიც “გამა გამოსხივებასთან” არის დაკავშირებული. სახიფათო ზღვარს მიაღწია. თქვენთან ეს სიდიდე (გრამ რადიუმში რადიაციის შემადგენლობა) “კიურებში” იზომება. პლანეტაზე არსებული გამა გამოსხივების დონე ათ კიურის არ უნდა აღემატებოდეს, დედამიწაზე კი მისმა ზომამ მეგაკიურის მიაღწია. ჩვენი ბოლო მონაცემები იუწყება რომ თუ გამოსხივების ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა ორმოცდაათი წლის შემდეგ დედამiწის მოსახლეობის დიდი ნაწილი სხივური დაავადებით იქნება დასნეულებული, გაჩნდება კანის კიბოს საშიშროება.

ფარული დაბინძურების გარდა, შესაძლებელია მოხდეს ავარიები, და დიდი რაოდენობით რადიაქტიური ნივთიერება გამოიტყორცნოს ჰაერში. ეს მავნე ნაერთები ატმოსფეროს შრეში გროვდება და თანდათანობით სათბურის ეფექტს აყალიბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იქმნება გლობალური დათბობის საშიშროება. გარდა ამისა, მიწისქვეშა ჭაბურღილები საშუალებით საწვავისთვის საჭირო ნედლეული მოიპოვება იწვევს მჟავური წვიმების წარმოქმნას, რისგანაც თავდაცვა შეუძლებელია. გოგირდის კომბინაცია სხვა მავნე ნივთიერებებთან ერთად ერევა ჰაერს, შემდეგ გოგირდოვანი წვიმების სახით ევლინება დედამიწის მცენარეულ საფარს, რაც მის განადგურებას იწვევს. დაუმატეთ ამას ინდუსტრიალიზაციის ზრდა და ქარხნებიდან გამონაბოლქვი სახიფათო ქიმიური ელემენტები.
საერთო ჯამში ეს ყველაფერი დედამიწის ატმოსფეროს სტრატოსფერულ შრეს ანადგურებს, (რომელიც სიცოცხლის ფორმებს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს). ეს უარყოფითად მოქმედებს გენეტიკურ სტრუქტურაზე, რის გამოც ირღვევა ადამიანის ბუნებრივი გენური მოდიფიკაცია.

გენეტიკური პროგრამის დაზიანება მთლიანად ცვლის უჯრედის სტანდარტულ ქცევას, ვითარდება მუტაცია. სახეზეა ნაადრევი სიბერე, უეცარ სიკვდილი. უჯრედის გადაგვარება, იწვევს კანის კიბოს და სხვა მძიმე დაავადებას. მზის აქტიურობა, ადამიანზე სხვა მიმართულებითაც უარყოფითად მოქმედებს. კერძოდ რადიაქტიური ნივთიერებით დაბინძურებული, შხამიანი საკვები, ადვილად ხვდება ადამიანის ორგანიზმში, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანთა პოპულაციაზე და მის ჯანმრთელობაზე.

საკვებში, რომელთაც ადამიანთა უმრავლესობა იკვებება, ( თევზი, მოლუსკები და სხვა ზღვის ცხოველები), აღმოვაჩინეთ დიდი რაოდენობით ურანის შემცველი ნაერთები, ურ-235, პლუტონიუმი პლტ-239, რომ არაფერი ვთქვათ ტყვიაზე, თუთიაზე და სხვა მავნე ნივთიერებაზე, რომელიც საწარმოო ნარჩენების სახით ჩაედინება ზღვებსა და მდინარეებში. ადამიანები და ცხოველები. სხვა შხამიან ნაერთებსაც ღებულობენ ერთნი ბალახეული საკვების სახით, ხოლო მეორენი კი მათი ხორცის საკვებად გამოყენებით. ცხოველი, სიკვდილის წინ უამრავ შხამს გამოყოფს, მისი ხორცის მიღებისას ადამიანის ორგანიზმი ამ ნივთიერებებსაც ადვილად ითვისებს.

ქიმიური და რადიაქტიური ნივთიერების გარდა, არსებობენ ორგანული ნაერთები, რომელიც ხვდება სარწყავ წყალში, და ამ წყლით რომელიც უამრავ მძიმე მეტალს და შხამს შეიცავს, ირწყვება სასოფლო სავარგულები, ასე და ამგვარად ნიადაგიდან შხამები გადაინაცვლებს აღმოცენებულ მცენარეში. მათი საკვებად გამოყენება სიცოცხლისთვის საშიშია. ამ შხამს, პირველად ბალახის მჭამელი ცხოველები იღებენ. ასევე ავადდება ის ადამიანი, ვინც მათ ხორცს მიირთმევს. არის შემთხვევები, როცა ეს შხამები ცხოველებიდან ადამიანის ორგანიზმში რძის პროდუქტების საშუალებით ხვდება.

გარდა ამ ხიფათისა, რომელიც დღითი დღე უფრო შესამჩნევი ხდება. ადამიანს ჟანგბადის გარეშე დარჩენაც ემუქრება. ამ ნივთიერებით ხომ ყველა ცოცხალი არსება სუნთქავს. ატმოსფეროში ხდება დიატომიტების გენერირება, ატმოსფეროზე ასევე მოქმედებს მიკრო წყალმცენარეები პლანქტონები, იგი ჰაერში ჟანგბადის გენერატორის ფუნქციას ასრულებს. ამავე დროს იგი გვევლინება როგორც ერთადერთი საკვები უამრავი სახეობის თევზისა და სხვა წყალში მობინადრე ძუძუმწოვრებისა, ასე რომ სიცოცხლის ეს ფორმებიც გადაშენების პირასაა. ჩვენი გამოთვლებით ჟანგბადის მარაგი დედამიწაზე ამ პირობების გათვალისწინებით უკვე ათას ხუთასი წლის მერე ამოიწურებოდა, რომ არა მცენარეული საფარის ფუნქცია, რომელიც ფოტოსინთეზით არის ცნობილი, ამ დროს ხდება ნახშირორჟანგისგან შაქრის გამოთავისუფლება, რომელიც ასევე შთაინთქმება, როგორც ქვე პროდუქტი. დედამიწაზე არსებული ჟანგბადის სამოცდაათი პროცენტი დედამიწაზე მცენარეების არსებობის შედეგი კი არ არა, არამედ იგი ოკეანური დიატომიტების პროდუქტია.

ადამიანები ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ჟანგბადს ხარჯავენ. შიდაწვის ძრავების მქონე ავტომანქანებით, ამ ძვირფას ელემენტს შთანთქავენ, ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადი თვითმფრინავების ძრავებით იხარჯება, ამას დაუმატეთ ათასი მავნე ქარხნული გამონაბოლქვი და მიხვდებით, რომ თუ ასე გაგრძელდა, გარკვეული დროის მერე დედამიწაზე სუნთქვა გაძნელდება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს მოვლენა არა მარტო ინდუსტრიალიზაციის შედეგად შექმნილი მავნე აირების გამონაბოლქვის ან საწვავის ხარჯის ზრდის ბრალია, არამედ უმეტესად ტყის მასივების უმოწყალო გაჩეხვა განადგურების და ოკეანეების ქიმიურად საშიში მინარევებით დაბინძურებისა. ამის შედეგად ატმოსფეროში მეთანის რაოდენობა იზრდება, რაც საბოლოოდ დამანგრეველად მოქმედებს სიცოცხლის განვითარებაზე. მეთანი უმთავრესად სამრეწველო საქონლის წარმოებაში გამოიყენება, მაგრამ არავინ არ აქცევს იმას ყურადღებას რომ მისი ჰაერში გაფრქვევა ატმოსფეროზე უარყოფითად ზემოქმედებს, მისი კონცენტრაციის ზრდა ცვლის ატმოსფეროს შემადგენლობას, რაც შესაბამისად ცვლის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰაერის ტემპერატურას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 22 2011, 03:24 PM
Post #102


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიტუაციის ასე გაგრძელებით, სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო პირობების გაუარესება დედამიწაზე გარდაუვალია, ეს ნეგატიური მოვლენები სასიცოცხლო არეალს გაანადგურებს.

სითბო რა თქმა უნდა აუცილებელია ცხოველებისთვის და მცენარეებისთვის, მაგრამ ტემპერატურის დიდი ზომით მატებას ისინი ვერ გაუძლებენ, ეს კლიმატური ცვლილებები ადამიანსაც აზარალებს..

დედამიწაზე ტემპერატურის აწევა, გარემოში გავრცელებული ქიმიური ელემენტების შემადგენლობის ცვლილებას გამოიწვევს, ჰაერის ტენიანობა და ნიადაგის შემადგენლობა არაბუნებრივად შეიცვლება. ნაყოფიერი მიწები, მძიმე მეტალებით გაჯერებული წვიმებით და კონტრასტული ჰაერის ტემპერატურის ზეგავლენით ეროზირდება. ის სავარგულები, რომელზეც ადამიანის საკვებად გამოსაყენებელი კულტურული მცენარეები მოჰყავთ გვალვებით დაიღუპება; ჰაერის ტენიანობის დაბლა დაწევა, მიღებული მოსავლის უმეტესობას საკვებად გამოუსადეგარს გახდის, ეროზიის გამომწვევი ცხელი ქარების მოქმედება, დედამიწაზე არსებულ ბუნებრივ რესურსებს მძიმე დარტყმას მიაყენებს.

ერთი მხრივ გვალვები და მეორეს მხრივ ნალექების მოცულობის ზრდა, ზოგან მკვეთრ სიცხეს ზოგან საგრძნობელ აცივებას გამოიწვევს. მჟავური წვიმები, მზის გააქტიურება, ხელს შეუწყობს პლანეტაზე კონტრასტული კლიმატის ჩამოყალიბებას. მთლიანობაში კი ეს ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს დედამიწის ქერქზე, მისი მდგრადობის ზღვარი დაიწევს. გახშირდება ქერქქვეშა ქანების გადაადგილება, ქერქის არამდგრადობა ხელს შეუწყობს მანამდე დაცულ რეგიონებში მიწისძვრებისა და ქარიშხლების წარმოქმნას, კაცობრიობის უპასუხისმგებლო და უგუნურ დამოკიდებულებას გარემოზე ბუნება ასე “უპასუხებს”. ეს მოვლენები თქვენს პლანეტაზე უკვე ხდება ვისაც უნდა ამ დრამატულ სურათს დაინახავს

(ფაქტია რომ ეს მართლაც ხდება–ხ.ჩ.)

დედამიწა არ დაიღუპება! ბუნება მასზე უარყოფითად მოქმედ აგენტზე მოახდენს რეაგირებას და ასე თავს დაიცავს. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის შემოქმედად თვით ადამიანი გვევლინება. "პლანეტა შეუბრალებლად აღდგება თავისი მჩაგვრელის წინააღმდეგ". იმ მჩაგვრელისა რომელსაც მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესები ამოძრავებს, ყველა ამ უარყოფით მოვლენაზე თვალი აქვს დახუჭული და სმენა დახშული.

ამ შეურიგებელ ბრძოლაში “დედამიწა” როგორც ამას ზოგიერთ თქვენს კულტურაში უწოდებენ "თავს არ დაზოგავს", რომ თავისი უკვდავება შეინარჩუნოს, მის „ქცევაში“ არ იქნება გადარჩევა იმისა, თუ ვინ არის მისი მოწინააღმდეგე და ვინ არა. მსხვერპლი იქნება დამნაშავეც და უდანაშაულოც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 29 2011, 02:56 PM
Post #103


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს პროგნოზი 1972 წელსაა გაკეთებული
შეადარეთ ეს შეხედულება დღეს განვითარებულ მოვლენებს


"დედამიწის ცივილიზაციას ხიფათი ემუქრება. გიდებმა გადაწყვეტილად ამაზეც გვითხრეს. მათ გვითხრეს რომ ასეთი უდიერი ქცევისთვის პლანეტა “სამაგიეროს გადაგვიხდის” –ეს “სამაგიერო” ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირება იქნება.

ეს იქნება, ეკონომიკური კრიზისი, რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი კონფლიქტები. მათი აზრით ჩვენი სამყარო მძიმე ეკონომიკურ კრახს გადაიტანს. ეკონომიური განვითარების დონე დაეცემა. ამ კრიზისის მიზეზი გახდება ის, რომ ენერგეტიკული ბალანსისთვის საჭირო ნედლეული თანდათანობით შემცირდება.

http://3rm.info/1000...vorilsya-o.html


9 марта 2011 года на американском телеканале Fox взорвалась самая настоящая «информационная бомба»: известный в США предсказатель мирового кризиса 2008 г, в прошлом ведущий аналитик одной из самых влиятельных в мире финансовых компаний Goldman Sachs Чарльз Неннер (Charles Nenner) во всеуслышание заявил, что в конце 2012 года разразится мировая война, которая приведет к крупнейшему экономическому коллапсу. Эксперт через телеэкран посоветовал своим клиентам уже сейчас начинать избавляться от ценных бумаг (акций, облигаций и т.д.), так как во время предсказанных им трагических событий неизбежно рухнут все финансовые рынки мира.


ურთიერთკონკურენციის გამო ტექნოლოგიების გაუმჯობესებისაკენ სწრაფვა, უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს. ამ პროცესში მსოფლიო ეკონომიური სისტემა ბევრ ერს გაწირავს! უმთავრესად მათ, ვინც სამუშაოს შენარჩუნების მიზნით ახალი ტექნოლოგიების შექმნას შეეწინააღმდეგება.

ისევ და ისევ კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, აუცილებელი გახდება ინდუსტრიული სტრუქტურების გაუმჯობესება, ეს უმუშევართა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

სახელმწიფოებში, იდეოლოგიური პლურალიზმის იმიჯის შექმნის მიზნით დაშვებული მრავალპარტიულობა, მხოლოდ ერთი ჯგუფის პირადი მიზნების მიღწევის საშუალებად და ტრამპლინად იქცევა.

ასეთი ე.წ. „პლურალიზმი“ ბუტაფორიად და მოტყუების წყაროდ, გაბატონებული სისტემის გამყარების საშუალებად იქცევა. პოლიტიკური ჯგუფები კარგად გამოიყენებენ ცნობილ პრინციპს “დაყავი და იბატონე”.


კომუნისტური პოლიტიკური ბლოკის შემდგომი განვითარება სრული კრახით დამთავრდება. ეს შედეგი ბევრი მიზეზით მოხდება. ამ პროცესის განვითარებას ხელს შეუწყობს საზოგადოებისთვის საჭირო დოვლათისთის შესაქმნელი წარმოებისთვის აუცილებელი ორგანიზაციების არასაკმარისი რაოდენობა.

წარმოებული დოვლათის ხარისხის და ავტონომიური მრეწველობის უგულებელყოფა, პროფესიონალი კონტინგენტის არასათანადო მომზადება, მიღებული პროდუქციის შეუსაბამო განაწილება კომინისტურ პოლიტიკურ ბლოკში შემავალ ქვეყნებს, სოციალურ დეგრადაციამდე მიიყვანს.

წარმოქმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობა, იქ მაცხოვრებელ ხალხს იმ ევროპული ქვეყნებისკენ გასაქცევად უბიძგებს, რომელნიც სტაბილური ეკონომიკით და სიმდიდრით გამოირჩევიან.

ხალხთა მასების, ერთ ტერიტორიაზე, კერძოდ ევროპაში მიგრაცია, ამ ქვეყნებში სამუშაო ადგილების ხელოვნურ ზრდას გამოიწვევს. ამის გარდა თვით ამ ქვეყნების შიგნით მაცხოვრებელი მოსახლეობის ნაწილი, ის ვინც პერიფერიებში ცხოვრობდა ქალაქისკენ იწყებს დენას. რის გამოც ქალაქის მოსახლეობა ძიმე მდგომარეობაში ჩავარდება, რადგან ქალაქებში ამდენი ადამიანის შესვლა და მცხოვრებთა სიჭარბე თვით ამ ქვეყნის თავდაცვისნარიანობას შეასუსტებს.

ეთნიკური სიჭრელის გამო, რიგ ევროპულ ქვეყნებში თავს იჩენს რასიზმი, ნეონაციზმი და ფაშიზმი. ეთნიკური სურათის ცვლილების ძირითადი მიზეზი იქნება, სოციალურად დაბალი, ეკონომიურად სუსტი და არასტაბილური ქვეყნებიდან, არაბების, აფრიკელების და ლათინო ამერიკელების მიგრაცია, მდიდარ, ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებში.

არაბული სამყარო, რომელიც ყოველთვის დასავლური ქვეყნების მხრიდან დაჩაგრულად თვლიდა თავს და ამ ქვეყნების მიმართ ნეგატიურად იყო განწყობილი, საჭირო დროს დაელოდება. განსაზღვრულ ეტაპზე, თავისი გავლენის და სიძლიერით მოდუნებულ ქვეყნებს დიდ დარტყმას მიაყენებს.

ეს აგრესია, წლების განმავლობაში მიმდინარე ჩაგვრისა და კოლონიალიზმის პერიოდში მიღებული დამცირებისთვის საპასუხო რეაქცია იქნება, მთელი მსოფლიო შეძრწუნდება მათი შურისძიების ფორმებით.

(2011 წლის სექტემბრის ტერაქტი ამერიკაში და სულ ახლახანს მომხდარი ტერაქტი ნორვეგიაში ეთნიკურ ნიადაგზე)

დედამიწის ცივილიზაცია, გაერთიანების მაგივრად, უკიდურესი ინდივიდუალიზმისა და გამოცალკევების გზას დაადგება. ამას თან მოჰყვება ადამიანთა შორის გაუცხოება, იზოლაცია და ჩაკეტილობა.

ამ მძიმე რეალობის ავტორი თვით კაცობრიობა იქნება, ძირითადი მიზეზი იმისა რაც მოხდება იქნება ის, რომ ჩვენმა ცივილიზაციამ ჭეშმარიტების უგულებელყოფა და მისი სრული იგნორირება მოახდინა.

ამ მძიმე შედეგებისგან მიღებულ უარყოფით ნაყოფს კაცობრიობა თავს აარიდებს და ეცდება საკუთარი მძიმე ყოფა, როგორმე თავის მოტყუებით გაამართლოს.

ასეთ არჩევანს და ცხოვრებას, თავის ფასი აქვს. ნათქვამია “ტყუილს მოკლე ფეხი აქვსო”. ადამიანი ამის გამო დაისჯება,

ბენიტესი: ეს ყველაფერი როდის მოხდება?

ჩარლი: ძნელი სათქმელია, იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ პროცესის განვითარებისთვის საშუალოდ ოცდაათი, ორმოცი წელი იქნება საჭირო. ათასწლეულის ბოლომდე ოცდაექვსი წელი დარჩა და შემდეგი ათწლეული ალბათ გადამწყვეტი იქნება კაცობრიობისათვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Sep 2 2011, 03:33 PM
Post #104


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



„ იმისთვის, რომ სამყაროს საიდუმლო, უკეთესად გაიგო, ჯერ მისი აგებულება უნდა გააცნობიერო, იგი ერთი, მთლიანი, რთული ორგანიზმია. მისი თითოეული ნაწილი, ასევე ამ ორგანიზმის დეტალია. ამას, ჩვენ უნივერსალურ ეკოსისტემას ვუწოდებთ. ეს ის ადგილია, სადაც სიცოცხლე ვითარდება, ორგანიზმები ჩნდებიან, ვითარდებიან, გარემოსთან შეთავსებას, ადაპტირებას ცდილობენ და პარალელურად იმავე გარემოს გარდაქმნაშიც მონაწილეობენ, სადაც ცხოვრობენ. კოსმოსში არსებული უამრავი პლანეტა ერთმანეთისგან ფლორითა და ფაუნით განსხვავდება, ამ სხვაობას მათზე არსებული შინაგანი და გარეგანი ფაქტორები განაპირობებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პლანეტაზე არსებული სიცოცხლის მრავალფეროვნება გამოწვეულია მასზე მაცხოვრებელი ცოცხალი ორგანიზმების განსხვავებული ცხოვრების წესით და პლანეტის გარემოს ჩამოყალიბებაში მონაწილეობით. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ცივილიზაცია თავის კონტროლის ქვეშ აქცევს პლანეტის ეკოსისტემის განვითარებას. ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებს პლანეტის მეტაბოლიზმს, რაც ზემოქმედებას ახდენს მასზე და ერთ გიგანტურ თვით შემნახავ სისტემად გარდაქმნის. თქვენს მეცნიერებს, უკვე დიდი დრო აღარ დასჭირდებათ იმის აღმოსაჩენად, რომ ჟანგბადი, რომელიც სიცოცხლის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, ორი მილიარდი წლის წინათ თქვენს პლანეტაზე ჯერ კიდევ არ არსებობდა. მისი წარმოქმნა პირველი მცენარეების გაჩენამ გამოიწვია, მცენარეული საფარი ფოტოსინთეზის საშუალებით აკონტროლებს ატმოსფეროში არსებულ აირებს, ტემპერატურას, ტენიანობას, ზემოქმედებს კლიმატზე და მის სტაბილიზაციაზე. ტყეების გაჩეხვამ, ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურებამ, მიწის გამოშრობამ და ეროზიამ, თქვენს პლანეტაზე შეიძლება ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვიოს, რაც ადამიანისთვის უბედურების მომტანია.

- რა უბედურების? ვიკითხე მე.

არამიწიერმა გიდმა ხელი ისევ მაგიდისკენ გაიწოდა და ერთ–ერთ კრისტალს დააჭირა, მონიტორზე ზღვებისა და ოკეანეების დიდი მასივები გამოჩნდა; „მცენარე არა არის ის ერთადერთი წყარო, რითაც დედამიწის ატმოსფერო ჟანგბადით მდიდრდება. ზღვაში და ოკეანეში ბინადრობს მიკროსკოპული ორგანიზმი, რომელსაც თქვენი მეცნიერები პლანქტონს ეძახიან. პლანქტონი, დედამიწაზე ჟანგბადის წარმოქმნის ერთ–ერთი მთავარი გენერატორია. პლანქტონის სხვა სახეობაც არსებობს, რომელიც ჰაერში აორთქლების შემდეგ ქიმიურ ელემენტებად გარდაიქმნება და ღრუბლების სიმკვრივის კორექტირებაში მონაწილეობას ღებულობს. სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა, როგორც უზარმაზარი ორგანიზმის რიგითი ელემენტი, თავის როლს ასრულებს ადგილობრივი ეკოსისტემის შენარჩუნებაში. სამყაროში ზედმეტი არაფერია. ყველაფერს, თავის აზრი და დანიშნულება გააჩნია. ყველაფერი მომართულია ერთი განსაზღვრული მიზნისკენ. თითოეული მათგანი, თავის როლს ასრულებს სრულყოფილი ბალანსის ჩამოყალიბებაში. თუ ამ მიმართულებისაკენ სვლაში შეფერხებები ჩნდება, მაშინ პროცესის რეფორმირება იწყება. პლანეტარული ორგანიზმი, ბალანსის დამრღვევ აგენტზე რეაგირებს, (მსგავსად იმისა, როგორც ადამიანის ორგანიზმი მოქმედებს ვირუსზე ან ბაქტერიაზე) და ამ შემაფერხებელ აგენტს ანადგურებს. ადამიანი, იმის მაგივრად რომ ამ პროცესში საერთო პლანეტარულ ორგანიზმთან თანამშრომლობდეს, პლანეტის ეკოსისტემას იცავდეს და ამით საკუთარ სიცოცხლეს ინარჩუნებდეს, როგორ იქცევა? პლანეტის სიმდიდრეს, მის ბუნებრივ რესურსებს უყაირათოდ ხარჯავს, გარემოს ეკო სტრუქტურაზე დამანგრეველად მოქმედებს. თუ ასე გაგრძელდა და არ მოხდა პლანეტის გამოჯანსაღება, ეს მდგომარეობა კატასტროფულ შედეგს მოიტანს, ბუნებაში ჟანგბადის რაოდენობა დაიკლებს და სუნთქვის პროცესი გაძნელდება.

პლანეტის ფლორაზე და ფაუნაზე მსგავსი მოპყრობა, ატმოსფეროს შემადგენლობაზეც უარყოფითად იმოქმედებს და თანდათან მის დამცავ შრეს მწყობრიდან გამოიყვანს, რადიაციული გამოსხივება გაიზრდება, რაც ადამიანის გენეტიკაზე იმოქმედებს, წარმოიშობა მუტაციები. ენერგეტიკული რესურსის უმისამართოდ ხარჯვის გამო, დედამიწაზე მისი მარაგი ამოიწურება, მიწის უშველებელი მასივები, მოსავლის მისაღებად გამოუსადეგარი გახდება. ჯაჭვური რეაქცია დაიწყება, რაც მთელი დედამიწის ეკონომიურ კრიზისს გამოიწვევს. ამას სოციალური ქაოსი მოჰყვება, რაც მომავალში სავალალო შედეგებს მოიტანს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Sep 8 2011, 04:05 PM
Post #105


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



– ჩარლიმ ამოიოხრა და თქვა: ჩვენ შესახებ აბა რა გითხრათ, ვინ ვართ ახლა? ალბათ მრუდე და არა რეალური ხედვის რეზულტატი!? თუ მოაზროვნე არსების კარიკატურა!? კაცობრიობა, სერიოზულად არ დაფიქრებულა თავის ბედზე, არ გაუანალიზებია ის, თუ რა არის მისი ასეთი უმსგავსო ცხოვრების მიზეზი. მათმა უდიდესმა ნაწილმა მთელი თავისი ცხოვრება უაზრობას შეალია! უმრავლესობა, სულ იმას ცდილობდა და ცდილობს რომ თავისი გაჭირვებული ყოფა, რომელიმე ტრივიალური მიზეზით გაამართლოს! მაგრამ რატომ? რატომ ვართ ასე დაბრმავებული?

– საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის სულში მისთვის შეუმჩნეველი, უხილავი პარადიგმებია ჩაწერილი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, თუ რამდენად სახიფათოა თქვენთან გაბატონებული პარადიგმებით (სტანდარტებით) ცხოვრება. პარადიგმა ერთგვარი მაკონტროლებელი მექანიზმია, რომელიც მიუხედავად იმისა, თუ რა განვითარებისაა ადამიანი, რა სოციალური სტატუსი აქვს, მაღალ ინტელექტუალურია, თუ არა, მაინც დიდი ხიფათს შეიცავს. პარადიგმა მთელი ცხოვრება ზემოქმედებს და დროთა განმავლობაში ადამიანის აღქმის უნარს ამახინჯებს, მის ინტელექტს აზიანებს. იგი გარემოს ადეკვატური აღქმის უნარს აქვეითებს. ამის გამოა რომ ინდივიდი არსებულ რეალობას ხარვეზებით აღიქვავს.

თითოეული სუბიექტი, ცხოვრებაში სინამდვილის საკუთარი, ამ შემთხვევაში კი დამახინჯებული ინტერპრეტაციით მოქმედებს; მისი ყოფა, რეალობის საკუთარი „სუროგატული სურათის“ მიხედვით მიმდინარეობს. ასე და ამგვარად, ადამიანთა ძირითადი ნაწილის ქმედება, მისი პირადი, ან საზოგადოებრივი სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბებული ქცევათა ნაკრებით და შესაბამისი შინაგანი დარწმუნებულების ხარისხის მიხედვით ხორციელდება.

კაცობრიობის განვითარების თითოეულ ეტაპზე, შესაბამისი ზეგავლენის მქონე პარადიგმები არსებობდა და არსებობს. ეს საზოგადოებრივი, თუ კულტურული ნორმები, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, თან ახლავს ადამიანს. იგი მის შინაგან სამყაროსა და ინტელექტის განვითარებაზე მოქმედებს.

პარადიგმა, ადამიანის შიდა და გარე სამყაროს აღქმის ორგანოებს შორის მოთავსებულ, ერთგვარი ფილტრია. მასში გასული ინფორმაცია, სუბიექტისთვის მისაღებ, თავისებურად ინტერპრეტირებული რეალობის სურათს იძლევა. მთელი ცხოვრების მანძილზე ესა თუ ის ადამიანი ასეთი "ინდივიდუალური სურათის" მიხედვით აკეთებს ორიენტაციას. ომის, შიმშილის, ავადმყოფობის თუ სხვა საშინელი სინამდვილის დანახვისას სუბიექტი, ამ კერძო სურათის შესაბამის რეაქციას იძლევა.

თქვენი ცხოვრების შემხედვარეს აუცილებლად გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ, ან რის გამო ხდება ის რაც ხდება და როგორ უნდა გამოსწორდეს ყველაფერი, როგორ უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ცხოვრებას აზრი მიეცეს? ამაზე ადამიანები განსხვავებულ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, ზოგიერთი ძალიან ბანალურ პასუხს იძლევა, ზოგი მისტიურს, ზოგიც რომანტიულს. იმ ხალხის უმეტესობა ვისაც ასეთი რეალობა ხვდება წინ, ჯერ უხერხულ მდგომარეობაში ვარდება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მის მიმართ ინდიფერენტული ხდება და ყველაფერს ივიწყებს. ყოველდღიურობა ხომ ამის საუკეთესო საშუალებაა.

ადვილი მისახვედრია, რომ თქვენმა თანამედროვე ადამიანმა რეალობის გარკვევა, რომც მოინდომოს, მაინც ვერაფერს შეძლებს, თავისი მონაცემებით იგი სათანადო სწორ და ჭეშმარიტ პასუხს ვერ მოძებნის. განუვითარებელი სუბიექტის დამოკიდებულება პრობლემის მიმართ ყოველთვის არა ადეკვატურია და დროთა განმავლობაში ამის შედეგი მაღალი რიგის ფრუსტრაცია იქნება. ამ სიტუაციიდან, ადამიანს ერთი გამოსავალი რჩება, მოძებნოს, ისეთი საშუალება რომელიც გაურკვევლობით გამოწვეულ შიშს და დაუკმაყოფილებლობის გრძნობას მოუხსნის; მის გულგრილობას და უპასუხისმგებლობას გაამართლებს. ამისთვის კარგი საშუალებაა, ისეთი შეხედულებების მოგონება, ან უკვე მომზადებული ცოდნის მიღება, რომელიც ბუნდოვანი, გაუგებარი და საიდუმლოებით მოცული იქნება.

ამ მძიმე რეალობისგან დამცავი მოდელი, (რომელმაც ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტაში გარკვეულობა უნდა შეიტანოს). ყველაზე ეფექტური მაშინ ხდება, როცა იგი მისტიურობითაა მოცული. ამ ფორმით, მას უკეთესად, მალე და უმტკივნეულოდ შეუძლია გაფანტოს ყოველდღიური სირთულეებით შექმნილი გაურკვევლობის ბურუსი და ზოგიერთ შემთხვევაში პრაგმატული სახე მისცეს მნიშვნელოვანი, ძირეული საკითხების გადაწყვეტას. ადამიანთა უმრავლესობა სულ ვიღაცის იმედით ცხოვრობს, მათ დამოუკიდებლად არ ძალუძთ საღი აზრის მიგნება. ისინი ფიქრობენ რომ, თუ რამ დამხმარე საშუალება გამოჩნდა, ის აუცილებლად რადიკალური უნდა იყოს.

ერთნი თვლიან, რომ ისევ ვულგარულ და უხეშ მატერიალისტურ აღქმას უნდა დაემორჩილონ; მეორენი კი, იმ უკიდურეს მისტიციზმში დაბრუნებას ცდილობენ სადაც ფანტაზიები და ოცნებები უფრო მისაღებია, ვიდრე საღი გონება და ანალიზის უნარი.

როგორც უკვე აღვნიშნე, არც თუ ისე დიდი ხანია რაც ადამიანმა საკუთარ თავს კითხვა დაუსვა, თუ რატომაა, იგი ამ კონფლიქტური ურთიერთ დაპირისპირებული საზოგადოების მსხვერპლი; რატომ ხდება ის, რაც ხდება? ამ კითხვის საპასუხოდ მას სხვადასხვა გამოსავალს, მიმართულებას სთავაზობენ. რაც შეეხება არსებობას, ამის შესახებ, ერთმა თქვენებურმა (დეკარტემ) გამოთქვა: “კოგნიტო ერგო სუმ”-ანუ: ვაზროვნებ ესე იგი ვარსებობო, თუმცა ვეჭვობ, რომ თქვენი ყოფა თქვენ აზროვნებასთან რამენაირად იყოს კავშირში, უკეთესი იქნებოდა ეს გამონათქვამი ასე შეგესწორებინათ: “ვაზროვნებ ე.ი ვცოცხლობ”; აზროვნება როგორც ასეთი არ არის არსებობისთვის აუცილებელი პირობა. იგი დაკავშირებულია ცნობიერებასთან, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სიცოცხლის საზრისის შემეცნება; იმის გაგება და აღმოცენა თუ რა ძალები მოქმედებენ სინამდვილის უნივერსალურ სცენაზე; რა დანიშნულება აქვს ინტელექტუალურ არსებას სამყაროში; ვინ ვართ, საით უნდა წავიდეთ და რა როლი უნდა შევასრულოთ.

დედამიწაზე გავრცელებულია მცდარი და მანკიერი შეხედულება, თითქოს სამყარო მოაზროვნე და ცოცხალი არსებაა, მაგრამ ეს ილუზიაა და არა ჭეშმარიტება. ადამიანისთვის აუცილებელია შეგრძნების, ინფორმაციის მიღების და სიცოცხლის შეფასების უნარი, მაგრამ ეს უნარები თქვენ შემთხვევაში განუვითარებელია, თქვენი აღქმა არა ადეკვატურია. აზროვნების უნარი, არასაკმარისია, იმისთვის რომ სინამდვილე და მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა შეიცნო. სიცოცხლის ნამდვილი არსის გასაგებად, არც მარტო გრძნობა და ინტუიციაა საკმარისი. ცნობიერი აქტის ჩატარებისას, ყველაფერი კარგად უნდა გამოითვალოს, გაანალიზდეს და აიწონ-დაიწონოს, სხვა შემთხვევაში ეს ქცევა არ შეიძლება ინტელექტუალურად ჩაითვალოს. იგი უფრო იმპულსური და ირაციონალური იქნება. როგორც უკვე გითხარი რაციონალურობა არ ნიშნავს იყო გულცივი და ინდიფერენტული.

რაციონალურობასთან ერთად, ადამიანი მგრძნობიარე და რეფლექტორული უნდა იყოს. ცნობიერი და მენტალური პროცესების დროს იმ შემზღუდავი ჩარჩოების შეცნობას უნდა ცდილობდეთ, რომელიც გარემომცველი სამყაროს ადეკვატურ აღქმაში ხელს გიშლით. რაციონალურობა, გაბატონებული პარადიგმებისგან გავლენისგან თავდაცვაში დაგეხმარებათ, ისინი ხომ საშუალებას არ გაძლევენ სინამდვილე მკაფიოდ აღიქვათ. ამ გავლენებისგან გათავისუფლება აუცილებელია იმისთვის, რომ ცხოვრების საზრისი გაიგოთ.

ადამიანს აზროვნების დაწყებისთანავე უყალიბდება შემოქმედებითი უნარები. დროთა განმავლობაში, ინდივიდი ავტომატურად ექცევა მის საცხოვრებელ არეალში გაბატონებული, მზა პარადიგმების ზეგავლენის ქვეშ. პარადიგმები ზემოქმედება უმთავრესად იმ წყაროდან (იქნება ის კერძო პირი თუ სხვა რაიმე ავტორიტეტული ინსტიტუტი) ხდებოდა და ხდება, რომელიც კონკრეტულ ინდივიდს, ან კოლექტივს პრიორიტეტად მიაჩნია და მათ დირექტივების გაცემის უფლებამოსილებას აძლევს.

თქვენს სამყაროში, სიცოცხლის შექმნა ოდიდგანვე უდიდესი საიდუმლოდ ითვლებოდა. ევოლუციის პროცესში, პირველი დიდი ნახტომი მაშინ მოხდა, როცა პრიმიტიულმა ადამიანმა იარაღის დამზადება შეძლო, ამის შემდეგ, იგი გამოეყო ცხოველთა სამყაროს და შემოქმედად გადაიქცა. ამ აქტით ადამიანმა ბუნებასთან განსხვავებული ურთიერთობა დაიწყო. პირველყოფილმა არსებამ, ახალი, ბუნებაში მანამდე არ არსებული საგანი, ფორმა შექმნა. ისეთი როგორიც პრიმიტიული სამუშაო ხელჯოხი, ან ხელცული იყო. ასეთი ქმედებით იმდროინდელმა ადამიანმა, თავისი პრიმიტიული მონაცემების სრული რეალიზაცია მოახდინა. ამ მომენტიდან, იგი ბუნებასთან ჭიდილში ხელცარიელი აღარ იყო, რადგან მან უკვე სამუშაო და თავდაცვითი იარაღის წარმოება შეძლო. ქვის ხანის პირველყოფილმა ადამიანებმა თანდათან რეალობის აღქმა და მისი ფიქსაცია შეძლეს. ისინი ამასთვის გამოქვაბულის კედელზე გამოსახულებებს ხატავდნენ. პირველყოფილმა არსებამ წარმოსახვითი უნარის დახმარებით, ცხოველის ხატი, ფორმაში, ნახატში გადაიტანა და თავისებურად, საკუთარი ხელით გააცოცხლა. და რას იფიქრებდა, მაშინ, იგი რომ მის არსებობასაც ისეთივე საფუძველი ჰქონდა, რომ ისაც ვიღაცამ, ან რაღაცამ შექმნა.

ამ საქციელმა, როგორც ჯადოსნური ჯოხის დაკვრამ, ადამიანი განვითარების საფეხურზე ცხოველზე მაღლა აიყვანა და მას ცნობიერება ჩამოუყალიბა. მისი დახმარებით იგი მიხვდა რომ რიგით არსებას კი არ წარმოადგენს, არამედ განსაზღვრული ადგილი აქვს სამყაროში, რომ ადამიანის არსებობას თავისი მიზანი გააჩნია. ადამიანი, ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე სამყაროს თავისებურად აღიქვამდა, განიხილავდა და მის აგებულებას საკუთარ ინტერპრეტაციას აძლევდა. საწყის ეტაპზე მას შეზღუდული ხედვა, ვიწრო თვალსაწიერი და სინამდვილის დაბალი გარჩევის უნარი ჰქონდა და შესაბამისად გარემოს აღქმაც პრიმიტიული იყო. პირველყოფილი ადამიანი, უძლური იყო ბუნებრივი მოვლენების წარმოშობის რეალური მიზეზი შეეცნო, ცხოვრებაში ნანახი სინამდვილის რთული ნიშნები და სიგნალები დაეფიქსირებინა. ერთადერთი, რაც მის ჯერ კიდევ ახალგაზრდა გონებას შეეძლო, იყო ის, რომ ბუნებრივი მოვლენებისგან თავდასაცავი საშუალებები მოეძებნა. ამ მოვლენათა ახსნამ, პირველყოფილ კულტურებში ლეგენდების, მითებისა და რიტუალების სახე მიიღო. უამრავი ადგილობრივი ცრურწმენა ჩამოყალიბდა, ამ მარტივი და პრიმიტიული ფორმით, პირველყოფილი არსება თავისებურ ახსნას უძებნიდა ბუნებრივი კატაკლიზმების არსებობას და პასუხს სცემდა იმ კითხვებს, რომელიც შესაბამის უარყოფით გამოცდილებებს თან სდევდა.

ადამიანთა ის კატეგორია, ვინც ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას ფლობდა და ფლობს, ეცდება სინამდვილის მისეული ინტერპრეტაცია სიმართლედ გაასაღოს. უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ასეთი პიროვნებების მიერ თქვენთვის მოწოდებული ინფორმაცია, პრიმიტიული გონებით და შესაბამისი სუბიექტური პარადიგმებით გაფილტრული სინამდვილის სუროგატია და არა ჭეშმარიტება. ეს მონაცემები რეალობის სრული დანახვის საშუალებას არ იძლევა; ისტორიულად, ცნობიერად, თუ ქვეცნობიერად, კაცობრიობის მიერ ყოველთვის იყო იმ აზრის დაფიქსირების მცდელობა, რომ სამყაროში მიმდინარე პროცესებზე და ასევე ყველა ცხოვრებისეულ კითხვაზე, შესაბამისი პასუხების შემცველი ცოდნა, არსებობს. თუმცა შემდეგ ასეთი შეხედულება იგნორირებული იქნა.

დედამიწის მცხოვრებთ, დღესაც ბევრი საიდუმლო აქვთ გასახსნელი, თუმცა თქვენთვის ჯერაც რთულია იმის წარმოდგენა, რომ ამ ფანტასტიურ კოსმოსში შეიძლება ისეთი ცოდნა არსებობს, რომელიც ადამიანის მიერ წამოჭრილ ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს იძლევა. რომ სამყაროში არსებული ყველა საიდუმლოს გასაღები იქვე ძევს; რომ იგი არც ფიზიკურია და არც მისტიური; კოსმოსში არიან სხვა ქმნილებები, ვისაც ხელთ უპყრია ეს გასაღები. ამ ცოდნის დაუფლება სხვა გონიერ არსებებს და მათ შორის თქვენც შეგიძლიათ. სამწუხაროა, რომ ადამიანთა უმრავლესობას, არ ძალუძს და არც სურს თავი გაწიროს ამ უნივერსალური ცოდნის მიღებისთვის, მათთვის ეს მიუღწეველი და არაფრის მომცემი მიზანია.

გზა ამ ცოდნის დაუფლებისკენ რა თქმა უნდა რთული და გრძელია. ეს ცოდნა შეიცავს მზა პასუხებს, იმ კითხვებზე, რომელსაც თქვენი სამყაროს უამრავი ადამიანი ეძებდა, მისტიკოსები, რელიგიური პირები, ფილოსოფოსები, მეცნიერები, მოაზროვნეები. თითოეული მათგანი თავისებურად გადმოსცემდა ამ ცოდნას, მითებით მოთხრობებით გმირული ლეგენდებით, თეორიებით, ბრძნული აზრებით და კიდევ ბევრი სხვა ფორმით. ზოგიერთმა პიროვნებამ მათ საფუძველზე საკუთარი მოძღვრება, მიმდინარეობა, რელიგია თუ რელიგიური ორიენტაციის მქონე მიმდინარეობა და სექტა შექმნა. ამ ფორმით, ისინი თავის ცოდნას სისტემატიზაციას უკეთებდნენ, ხოლო შემდეგ ერთადერთ სწორ და ჭეშმარიტ გზად ასაღებდნენ. გითხარი და ისევ გაგიმეორებ, რომ ეს ხალხი ცდებოდა! მათი უმრავლესობა ვერ ხვდებოდა, რომ ისინი ჭეშმარიტებას და რეალობის ნამდვილ სურათს კი არ აწვდიდნენ და უხატავდნენ ადამიანებს, არამედ სინამდვილის პერსონალურ პარადიგმაში გაფილტრულ, სახეცვლილ და დამახინჯებულ სუროგატს სთავაზობდნენ მასებს. მათ მხრიდან მოწოდებული პროდუქციის ხასიათს და შინაარსს, მიმწოდებლის ცნობიერება, ისტორიული მომენტი, პირადი დაინტერესება, სურვილები, ლოკალური გარემო და დროებითი მოთხოვნლებები განსაზღვრავდა. ასეთ მოძღვრებებს, ადამიანი შეუცნობელი ფანტასტიური სამყაროსკენ მიჰყავდა სადაც მიღებული ცოდნა ფანტაზიებს და ოცნებებს ეფუძნებოდა.

უკვე ამ გზაზე დამდგარი თითოეული ადამიანისგან, მოძღვრების დამფუძნებელი უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა! რადგან საკმარისი იყო მორწმუნეს ფიქრი დაეწყო, მარტივი აბსტრაგირება მოეხდინა, რომ მას ეჭვები გაუჩნდებოდა და ამით „საქმეს გააფუჭებდა“. მქადაგებელთა აზრით, მსგავსი საშიშროება, ემუქრებოდა ყველას ვინც „ჭეშმარიტ გზას“ დაადგა. მათი გაგებით, საკმარისი იყო ამ „ჭეშმარიტ გზაზე“, ერთი მცდარი ნაბიჯის გადადგმა და ყველაფერი ცუდათ დამთავრდებოდა.

სულიერებისაკენ მიმავალი გზა რა თქმა უნდა რთულია, ამ ბილიკზე სვლა საპასუხისმგებლო საქმეა, იგი გზაა იმ ძვირფასეულობისაკენ, რომელიც უნდა მოიპოვო, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ იგი სავსეა ხიფათით. ისტორიულად ცნობილია, რომ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, საზოგადოებაში მიღებული და აღიარებული იყო ერთი უმაღლესი სულიერი ცოდნის მომწოდებელი წყარო და ერთი უმაღლესი ავტორიტეტი, ან ინსტანცია, რომ არსებობს ის აბსოლუტური ცოდნა, რომელიც ყველასთვის მიუღწეველია. ყოველივე არსებული, თავის განსაზღვრულ როლს ასრულებს კოსმიური ევოლუციის რთულ გზაზე. რაც შეეხება კაცობრიობას და კერძოდ მოაზროვნე ადამიანს; უნდა ითქვას, რომ მათი უმრავლესობა უაზროდ დგას ამ გრძელ გზაზე და ვერ გაუგია, თუ რა მანძილია გასავლელი, საით არის დასასრული.

უნდა შეიგნოთ, რომ ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ შეიმეცნო, სად მიდიხარ და როგორ უნდა იმგზავრო. გზა რომ კარგად გაიკვლიო და მისი არსი შეიცნო, ამისთვის ხედვა უნდა აიმაღლო; რაც საშუალებას მოგცემს იმ გამოცანის პასუხები აღმოაჩინო, რომელიც შენი ცხოვრების აზრს განსაზღვრავს, სიცოცხლის საზრისს აფიქსირებს და ადამიანის საბოლოო ბედს აყალიბებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროს გაფლანგავთ და უაზროდ გალევთ წუთისოფელს. მთელი თქვენი ცხოვრება მოჯადოებულ წრეზე მოძრაობას დაემსგავსება. ამ გზაზე ისე დაიღუპებით, რომ ვერ გაიგებთ ჭეშმარიტი ცოდნის არსებობას და ვერ შეიგრძნობთ მისი შემეცნებით მიღებულ კმაყოფილებას.

ჭეშმარიტი ცოდნა იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა იგი აღმოაჩინოს, გონება გაეხსნას და სინამდვილე დაინახოს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასხივოსნების პროცესი საკმაოდ რთული მისაღწევია. იგი კონკრეტულ, მკაფიო და განსაზღვრულ მიზნებს, განსაკუთრებულ მცდელობას, გამძლეობას და ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
GUFOA
post Sep 21 2011, 08:50 PM
Post #106


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 122
Joined: 21-September 11
Member No.: 6,574

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფანტასტიკის მოყვარულთა კლუბია რა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Sep 22 2011, 01:12 PM
Post #107


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(GUFOA @ Sep 21 2011, 08:50 PM) *
ფანტასტიკის მოყვარულთა კლუბია რა biggrin.gif



"ფანტასტიკის პროლოგი სკეპტიკოსებისთვის"


http://www.galactic-server.com/rune/sixtopaz1.html




პროლოგი


როგორც კი ყოველდღიურ წინააღმდეგობებს ვაწყდებით, მაშინვე ვხვდებით, რომ ცხოვრება რთულია. გამეფებული უსამართლობა უღიმღამო, ტკივილით სავსე რეალობა, დღითიდღე უფრო საშიში ხდება. არასრულფასოვანი ცხოვრებით უკმაყოფილოთ, ან უიმედობა გვიპყრობს, ან იძულებული ვხდებით ამ უსიამოვნო რეალობის მიზეზი მოვძებნოთ; ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ოპტიმალური მიმართულება ავირჩიოთ, რაც საშუალებას მოგვცემს გავაცნობიეროთ სიცოცხლის საზრისი და მისი ჭეშმარიტი აზრი. ეს პათეტიკური რეალობა, პირობები, სადაც ჩვენ გვიწევს არსებობა, უამრავ შეკითხვაზე პასუხის მოძებნას გვაიძულებს.

დღეს, იმისთვის რომ მონაწილეობა მივიღოთ ცხოვრებისეულ ავანსცენაზე და გავაცნობიეროთ ჩვენი მმართვლი მაკრო ძალები, ჯერ ის ინსტრუმენტები უნდა აღვწეროთ, რომელთა დახმარებითაც ეს უკანასკნელნი ჩვენზე მოქმედებენ. თუმცა მხოლოდ მათი ჩამოთვლით ჩვენ ვერ გავაცნობიერებეთ იმ ფარულ ხაფანგებს, რომელსაც ისინი გვიგებენ და ვერ ჩავწვდებით დაფრულ მიზნებს, რასაც სინამდვილეში ერთი მიმართულებით, არარაობისაკენ მივყავართ. მიუხედავად ამისა ადამიანთა ნაწილს სისტემის მიერ დაგებული მახეებიდან თავის დაღწევის სურვილი ჯერ კიდევ აქვს, ცდილობს ხორცი შეასხას თავის სურვლებს და ოცნებებს. სამწუხაროდ მათი უმრავლესობა ამას ვერ ახერხებს და იძულებული ხდება სრული კაპიტულაციას გამოუცხადოს უაზრო და ულმობელ სისტემას .

ცხოვრება რთულია! ადამიანი, დიდი გაჭირვების ფასად, დაჟინებით იბრძვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თავის გადასარჩენად, მაგრამ რატომ და რისთვის აკეთებს ამას, ან რატომ იქცევა ასე, თვითონაც არ იცის! დღეს, სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცდილობს მონაწილეობა მიიღოს ცხოვრების პროცესში და შეძლებისდაგვარად გააცნობიეროს ის თუ რა გამოწვევებს უმზადებს მას ყოველდღიურობა; სურს პასუხი გასცეს მისთვის უმნიშვნელოვანეს საჭირო კითხვებს: ვინ ან რა ძალები მართავს მას? ვინ უკეთებს მის ცხოვრებას ორგანიზებას? რაშია სიცოცხლის აზრი? ამ კითხვების ძირითადი ნაწილი, იმ უმნიშვნელოვანეს თემას ეკუთვნის, რომელიც ოდითგანვე აწუხებდა კაცობრიობას. თუმცა მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, იგი ვერ ახერხებს ამას და იძულებულია აქცენტი ყოველდღიურ მისთვის საჭირო მატერიალურ საშუალებებზე გადაიტანოს. ასეთი არჩევანის გამო, ადამიანი ყურადღების გარეშე ტოვებს რეალობის მნიშვნელოვან ნაწილს, იმას რაც ამ მძიმე სინამდვილეს უშუალოდ ქმნის. ვეღარ ხედავს იმ მიზეზებს, რომელიც მის რაობას განსაზღვრავს. აღარ ითვალისწინებს იმ სტრუქტურებს, რომელიც ფარულ, თუ ღია დაჯგუფებებს, ოფიციალურ და არაოფიციალურ გაერთიანებებს ქმნის.

დღეს უკვე მოვიდა იმის დრო, რომ ამ საშინელ სცენარში, რომელიც წარმატებით, აგერ უკვე საუკუნეებია გრძელდება, შესწორება შევიტანოთ, რათა ამ ყველგან გაბატონებული სიცრუის ტყვეობიდან თავი დავიხსნათ. ამის განხორციელების ერთადერთი საშუალებად მიმაჩნია, უმნიშვნელოვანეს კითხვებზე სწორი და ამომწურავი პასუხის გაცემა. ამ პასუხებმა, (რომელიც ძალით არ მოგვეხვევა თავს), არ უნდა შეგვიქმნას გაურკვევლობა და მომავალში არ უნდა მოგვევლინოს, როგორც გაბატონებული სისტემის ინტერესების დამცველი კიდევ ერთი იარაღი. ამ უნიკალური ცოდნის მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად გვევლინება არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტი. ეს უდიდესი იმედი და ქმედითი ბერკეტია აქამდე განუხორციელებელი ოცნებების მისაღწევად. უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტი წარმოგვიდგება, როგორც ეფექტური მექანიზმი, იმ რადიკალური ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც მოგვცემს უნარს, ძველი, გასული საუკუნე, უკან მოვიტოვოთ, როგორც ამ რადიკალური ცვლილებების ეპიტაფია.

საკითხავია, გაგვაჩნია კი დღეს რაიმე სერიოზული ორგანიზაცია, სტრუქტურა, რომელსაც, იმ ფანტასტიური მოვლენის გაცნობიერების უნარი ექნება, რომელსაც არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტი ჰქვია!?

თითოეულ ჩვენგანს გააჩნია ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში იძენს. გვაქვს პრინციპები, განწყობები, სოციალური სტატუსი, ზნე-ჩვეულება, ჩამოყალიბებული მორალი, (იმის ცოდნა, რა არის კარგი და რა ცუდი) ეს ყველა სუბიექტისთვის მნიშვნელოვანია. ადამიანის ფორმირების პროცესში, წარმოიშობა ძირითადი ელემენტები, რომელიც მომავალში მის პიროვნულობას განსაზღვრავს, მის ინდივიდუალურ თვისებებსა და ხასიათს აყალიბებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს ეს პროცესი ლიმიტირებული და არასრულია.

ზრდასრულ ადამიანებთან ურთიერთობისას, ისეთ სიტუაციაში ვხვდებით, სადაც ყველას გააჩნია თავისი აზრი, ყოველი მათგანი თავის შეხედულებას, პოზიციას აცხადებს, საკუთარ ხედვას აფიქსირებს, თავისი შრომით ჩამოყალიბებულ მსოფლმხედველობას გვაცნობს. მაგრამ აქ, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რამდენად ჭეშმარიტია მათ მიერ დანახული და აღწერილი სინამდვილე? საინტერესოა იმის გაგება, თუ რა ბაზისით და საფუძვლით ხელმძღვანელობდა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისას კონკრეტული სუბიექტი.

ცხოვრების რეალურ პირობებს და მის ნეგატიურ მხარეს თუ შევხედავთ, შეგვიძლია ცალსახად აღვნიშნოთ, რომ დღევანდელი პოპულარული მსოფლმხედველობები და მათი შესაბამისი საფუძვლები მკვეთრად მიუღებელია; დღევანდელი ჩვენი აზროვნების დონე დაუხვეწავი და დაბალია, იმისთვის, რომ საგანთა შესახებ ზუსტი და ჭეშმარიტი შეხედულებები გაგვაჩნდეს. წინასწარ და ხაზგასმით, ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველაფერს გაგებას და შემეცნებას ჩვენ ვერ შევძლებთ! იმისთვის, რომ უკეთესად გავიგოთ, თუ რა გვჭირს და ადვილად მიხვდეთ ჩემს სათქმელს, მინდა ერთი იგავი გაგახსენოთ: ქალაქში მიმავალი სამი ბრმა, გზად უზარმაზარ სპილოს გადააწყდა. სპილოსთან მიახლოვებისას, ერთი მის ხორთუმს შეეხო და თქვა, რომ ეს მილისებური ფორმის არსება იყო, რომელსაც გრძელი ელასტიკური ფორმა ჰქონდა და რომ იგი საკმაოდ მოძრავი იყო. მეორე, ვინც სპილოს კუდს მისწვდა, არ დაეთანხმა და თქვა, რომ იგი არ იყო მართალი, ეს არსება სინამდვილეში მსხვილ და მოძრავ თოკს ჰგავდა, რომლის ბოლოშიც ფუნჯია მიმაგრებული. მესამე ბრმა, ორივე აზრს რადიკალურად არ დაეთანხმა, რადგან მისი ხელი სპილოს ვეებერთელა ფეხებს ეხებოდა, მან აღწერა, რომ ეს მისთვის უცნობი არსება, მსხვილ და მაღალ ხეს ჰგავდა. თუ ამ იგავიდან გამომდინარე დავსვთ კითხვას, ვინ იყო მათ შორის მართალი? ან რომელს უნდა ვენდოთ? ხოლო შემდეგ პარალელებს ჩვენს სინამდვილეში გავავლებთ, ბევრი პრობლემის მიზეზი ნათელი გახდება.

გასაგებია, რომ არცერთ ჩვენგანს არ გააჩნია სრულყოფილი ცოდნა. ეს ფაქტი განგვასხვავებს ერთმანეთისგან. ადამიანი ნებისმიერი საგანს ეგოისტურად აფასებს, იღებს ცოდნას და შემდეგ ფიქრობს, რომ მისი ინფორმაცია საგნის, ან მოვლენის შესახებ მაქსიმალური ცოდნის შემცველი და ამომწურავია. მათი გარკვეული ნაწილი იმასაც კი ამტკიცებს, რომ ხელთ ერთადერთი და აბსოლუტური ჭეშმარიტება უპყრია. გვიმტკიცებენ, რომ ეს ცოდნა საუკეთესოა მათ შორის, რაც ჩვენთვის შესამჩნევ ხილულ თუ უხილავ სამყაროში ძევს. მსგავსი პიროვნებებისთვის, რა თქმა უნდა რთულია იმ აზრის გაზიარება, რომ ადამიანთა უმრავლესობას (მათ შორის ჩვენც), მთელის, მხოლოდ განსაზღვრული ნაწილის დანახვა შეუძლია. ამ პოზიციის უგულებელყოფა, ადამიანს უკვე წინასწარ უქმნის ნეგატიურ განწყობას, რომელიც ხელს გვიშლის იმაში, რომ ერთმანეთთან უფრო ღრმა, ახლო ურთიერთობა შევძლოთ სხვისი გამოთქმული შეხედულება და გადმოცემული ცოდნა ყურადსაღებად ჩავთვალოთ.

ეს სიტუაცია არ მარტო სხვა ადამიანებს გვაშორებს, არამედ არ გვაძლევს იმის საშუალებასაც, რომ განვახორციელოთ ჩვენი მოვალეობები და პატიოსნად მოვიხადოთ საკუთარი ვალი, ჩვენს პატარა პლანეტასთან და სამყაროსთან მიმართებაში. იმისთვის, რომ შევიმეცნოთ, თუ რას წარმოვადგენთ სინამდვილეში, რისთვის ვცოცხლობთ, რა მომავალი გველოდება ჩვენ და იმ სამყაროს, სადაც ვცხოვრობთ. უნდა შევიგნოთ, რომ სიცოცხლის არსი და ცოცხალ არსებებს შორის ურთიერთობა, კოსმოსის ნებისმიერ კუთხეში, სრულიად განსხვავდება იმ წარმოდგენებისგან, რაც აქამდე გვქონდა, ან ჯერ ისევ გვაქვს დაწესებული და განმტკიცებული. კოსმოსში, ყველაფერი გარკვეული წესებით და პრინციპებით იმართება. ეს კანონები ჩვენთვის დღეს გაუგებარი და მიუღწეველია. ამის მიზეზი კი იმაშია, რომ ჩვენ შეზღუდული ვართ “სინამდვილით” სადაც ყველაფერი, უკვე გასაგები და გაცხადებულია. იმას კი ვერ ვხვდებით, რომ ეს “სიცხადე” გაბატონებული სისტემის მიერ დაკანონებული იდეოლოგიური ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს.

დღეს სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, არავისი არ გვჯერა და არავის ვენდობით! ასეთი ქცევით ჩვენ დღითიდღე საკუთარ მარტოსულობას ვამტკიცებთ, შემდეგ კი მიტოვებულების განცდის მოსახსნელად, რაღაცას “ვქექავთ,” გვინდა უკეთესად ვიგრძნოთ თავი. ვიჯერებთ, რომ ასეთი მოქმედებით, საგანთა შესახებ ჩვენი წარმოდგენები, თითქოს უფრო ნათელი გახდა. სინამდვილეში კი ჩვენდა საუბედუროდ თავს ვიტყუებთ. პრობლემის ძირითად არსს, ამ ხერხით, რა თქმა უნდა ვერასოდეს ვერ ჩავწვდებით! უკეთეს შემთხვევაში ასე, მხოლოდ ერთი, კერძო შემთხვევიდან გამოსავლის მოძებნაა შესაძლებელი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვაძლიერებთ მხოლოდ საკუთარ ეგოიზმს და ვაკანონებთ დეზინტეგრაციას, ვშორდებით ერთმანეთს და ვერ ვხვდებით, რომ თვითგადარჩენის მიზეზით გამოხატული სეპარატიზმით ვერასოდეს ვერ მივალთ ცხოვრებისეული პრობლემების ჭეშმარიტი მიზეზის სრულ გარკვევამდე.

კოსმოსში, ყველაფერი გარკვეული წესებით და პრინციპებით იმართება. ეს კანონები ჩვენთვის დღეს გაუგებარი და მიუღწეველია. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ შეზღუდული ვართ “სინამდვილით” სადაც ყველაფერი, უკვე გასაგები და გაცხადებულია. იმას კი ვერ ვხვდებით, რომ ეს “სიცხადე” გაბატონებული სისტემის მიერ დაკანონებული იდეოლოგიური ინტერესების სასარგებლოდ მუშაობს. გაბატონებული მმართველი სისტემა, მას შემდეგ, რაც ხელში ჩაიგდებს მართვის ბერკეტებს, თავისი მეგა ამბიციებით იმორჩილებს და ფეხქვეშ თელავს ადამიანთა კანონიერ უფლებებს. ხალხთა მასები, უაზროდ მოძრაობენ. ემორჩილებიან რა გაბატონებულ მცირე ჯგუფს, მათ სწამთ დეკლარირებული უკეთესობის. სინამდვილეში, კი ისინი როგორც ადრე, დღესაც მონურ მდგომარეობაში ცხოვრობენ. მათი მძიმე ყოფა ათასწლეულებია რაც გრძელდება.

ისინიც კი, ვინც დღეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან და საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, ძლიერ და განათლებულ ადამიანებს წარმოადგენენ, ვერ წვდებიან საგანთა ჭეშმარიტ არსს, რადგან მათი ავტორიტეტულობა, მმართველი სისტემის მიერ დადგენილი წესებით, წლობით არის დაკანონებული. შესაბამისად, ნებით თუ უნებლიედ, ისინიც საკუთარი ამბიციების და შეზღუდულობის ტყვეები ხდებიან უნდა ვაღიაროთ, რომ გვინდა, თუ არა, საკუთარი ნებით, თუ უნებურად ვემორჩილებით ჩვენს სამყაროში დადგენილ სოციალურ შეთანხმებას, რომელიც კარგა ხანია ძალაშია. ასეთი შეთანხმებანი, მრავალ განსხვავებულ სფეროშია დაკანონებული, იქნება ეს ფილოსოფიური, იდეოლოგიური, თუ რელიგიური. მსგავსი შეთანხმებები, ისეთ სფეროებსაც ახლავს, როგორიცაა: მეცნიერება, ხელოვნება, ზნეობა, მოდა და სხვა. ასეთივე შეთანხმებებით მოქმედებენ, ერები, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, კოლექტიური გაერთიანებები, ადამიანთა საკრებულო, სამეზობლო, ოჯახი. ყველა ეს შეთანხმება, ერების განვითარების ისტორიაში და კულტურულ წყაროებშია ასახული.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ზემოაღნიშნული შეთანხმებები, კულტურული ასპექტები, თუ სოციალური ჩვევები, (რომლის ზეგავლენითაც ხდებოდა და ხდება ადამიანის ჩამოყალიბება, პიროვნების ფსიქო-ფიზიოლოგიური განვითარება და თვით იდენტიფიკაცია), შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს ყველა ინდივიდისთვის შესატყვისი და სასარგებლო. განსაკუთრებული სულიერ ინტელექტუალური მონაცემების მქონე ადამიანს, მსგავსმა შეთანხმებებმა შესაძლებელია საერთოდ არ მისცეს ნორმალური ცხოვრების საშუალება. უფრო მეტიც, თუ იგი ამ შეთანხმებებს არ გაიზიარებს, მას ფიზიკური განადგურება დაემუქრება.

ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სამყაროში გაბატონებული სისტემა, თითოეული ჩვენგანის ცნობიერსა, თუ ქვეცნობიერშია გამყარებული, ჩვენს ყოველდღიურობაშია განმტკიცებული. ეს მდგომარეობა, სხვადასხვა, დიფერენცირებული ისტორიული პროცესებით იყო განპირობებული. იქნებოდა ეს, ომები, სოციალური დაპირისპირება, რევოლუციები, რელიგიური კონფლიქტები, ვაჭრობა, გავლენის სფეროების გადანაწილება, ქვეყნების ინდუსტრიალიზაცია, მსგავსმა პროცესებმა, გაბატონებული სისტემის სტრუქტურები და მისი საფუძვლები შექმნა. ქვეყნის სათავეში მოსულმა ადამიანებმა მზაკვრული ხერხით განახორციელეს, მათთვის სასარგებლო, ხელსაყრელი კანონების ინსტიტუციონალიზაცია და სიტუაციის უკეთესად მართვისთვის, აუცილებელ წესად აქციეს, მათთვის მომგებიანი კანონების შესრულება. ფაქტია, რომ მილიონობით ადამიანი, ადრეც და დღესაც, გაბატონებული სისტემის მიერ დადგენილი კანონებით ხელმძღვანელობს. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო სისტემა, ადამიანთა ჭეშმარიტი მოთხოვნილებების შესაბამის კანონებს აწესებდა. ამ ხნის განმავლობაში სახეზე გვაქვს, საკანონმდებლო სტრუქტურების მიერ მიღებული, თავსმოხვეული კანონები და აქტები, რაც მმართველი სისტემის უგუნური მოქმედების მახინჯი რეზულტატია. მსოფლიოში, დღეს მიღებული საკანონმდებლო სისტემები, გაბატონებული ძალის მიერ, საკუთარი პრივილეგიების და ცალმხრივი ეგოისტური მიზნების მისაღწევად შექმნილი, ეფექტური საშუალებაა. სახელმწიფო მანქანის ავტომატიზირებული, დომინირებული კურსი ისტორიულად იშვიათად, მაგრამ მაინც იცვლებოდა. მმართველი ელიტის მიერ გავრცელებულია შეხედულება, თითქოს სახელმწიფო ზრუნავს ხალხზე, იღწვის იმისთვის, რომ ადამიანს მძიმე ცხოვრებით გამოწვეული ნეგატიური განწყობა და მწუხარების ფონი მოუხსნას. საუბედუროდ ეს ზრუნვა მოჩვენებითია და სინამდვილეში ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული თამაშის წესების მხოლოდ “კოსმეტიკური შელამაზებაა”. გადარჩენის ინსტინქტით და ეგოისტური მოტივებით მოქმედი მასა დიდი სიჩქარით მოძრაობს. მათი უკანმოუხედავად მოძრაობის ხელისშემშლელი ადამიანი, რა თქმა უნდა, მათთვის მიუღებელი ძალა იქნება! იმ პიროვნებას, ვინც უმრავლესობისთვის აპრობირებულ და გათავისებულ ცხოვრების წესში ეჭვს შეიტანს და მათ “ბედნიერებისკენ” სვლაში ხელს შეუშლის, სასტიკი და უმოწყალო განადგურება ემუქრება. ისტორიიდან ჩვენთვის ცნობილია, ისეთი შემთხვევები, როცა კონკრეტული პიროვნება, ან ადამიანთა ჯგუფი, მიუხედავად მოსალოდნელი ხიფათისა, მასის ამ უთავბოლო და უაზრო მოძრაობის წინააღმდეგ გამოდიოდა. გარკვეული დროის გასვლამ და ამ ისტორიული მოვლენების ანალიზმა ჩვენთვის ნათელი გახადა, რომ ეს ხალხი, ეთნიკური, რასობრივი, ეკონომიური, პოლიტიკური რელიგიური, იდეოლოგიური მოტივებით, პირადი დესპოტური ინტერესებით მოქმედებდა, რაც საბოლოო ჯამში, ძლიერ, თვით დამამკვიდრებელ, საკუთარი თავის მხარდამჭერ რეპრესიულ სისტემას და მის სტრუქტურულ ინტერესებს ემსახურებოდა.

ასეთი ხელშეწყობა, თუნდაც იმით ხდებოდა, რომ მათი მოღვაწეობა აძლიერებდა ხალხთა შორის ურთიერთ განდგომის მექანიზმებს. ეს უკანასკნელი, კი ადამიანთა ერთმანეთისგან გათიშვას იწვევდა ამ პიროვნებათა უგუნური მოქმედებით, დამსჯელი სისტემა კიდევ უფრო ძლიერი, ქმედითი და ეფექტური ხდებოდა. მეამბოხე, დაუმორჩილებელი ინდივიდების წინააღმდეგ ბრძოლას, უკვე მიღებული გამოცდილების საფუძველზე შეძენილი ეფექტური და მარტივი ხერხით, მეთოდურად ახორციელებდა. ასეთ ინდივიდებს, ან საპატიმროში იზოლაციას უკეთებდა, ან ფიზიკურად ანადგურებდა

დიდი მოაზროვნე და მკვლევარი ერიხ ფრომი 1956 წელს დაწერილ თავის ნაშრომში “დაკარგული ენა” აღნიშნავს: ”ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის მოთხოვნილება გააჩნიათ და ამით ისინი ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი...

. . .“ადამიანთა შორის ურთიერთობათა ისტორია, მხოლოდ ერთი კონკრეტული მატერიალური ფაქტორის ზეგავლენით განიხილებოდა და შემდეგ მითვე ფასდებოდა. არ იყო გათვალისწინებული ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ადამიანისთვის არაა საკმარისი, მხოლოდ მატერიალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რომ აუცილებელია სულიერი მოთხოვნილებებიც.. სულიერი მოთხოვნილება, არასოდეს არ იყო წარმოჩენილი, როგორც ადამიანის სასიცოცხლო მოთხოვნილება. ინდივიდის სულიერი ზრდისთვის, აუცილებელია მას ჰქონდეს ფიქრის, აზროვნების, შემეცნების, სიყვარულის, ბუნებით მინიჭებული უნარი. მათი ამოქმედების გარეშე ადამიანის სრული დამწიფება შეუძლებელია. ძალაუფლების მქონე, სახელმწიფოს სათავეში მყოფი ელიტა, რომელიც ვალდებულია ქვეყანა მართოს, თავის შეზღუდულ ტენდენციურობაში ჩაიკეტა. ასეთი ელიტარული ჯგუფის მართვის სტილი სახიფათოა, რადგან მათ ადამიანის სულიერი მხარე უკანა პლანზე გადაიტანეს და ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტები დანერგეს“

. . .“მმართველი ელიტის მიერ, წინ წამოწეული აქცენტები ადამიანის ჭეშმარიტ მოთხოვნილებებს, არ აკმაყოფილებს. ინდივიდის ხასიათი, ასეთ საზოგადოებაში დამახინჯებულია, იგი ჩვენს შინაგან ჭეშმარიტ “მე”-ს ეწინააღმდეგება. ადამიანის სიყვარულის უნარი და შინაგანი პოტენცია გაღარიბებულია, ასეთ მდგომარეობაში მყოფ სუბიექტს, ბუნებრივი მიდრეკილებების შეზღუდვით გამოწვეული ნეგატიური განწყობის საკომპენსაციოდ, სხვაზე გაბატონების სურვილი უჩნდება. საკუთარ თავში დაურწმუნებელი ადამიანი თავს დაუცველად გრძნობს. ამ უსიამოვნო მდგომარეობიდან გამოსასვლელად, ზოგიერთი მათგანი საზოგადოებაში პრესტიჟული ადგილის დაკავებას, ან პოპულარულობის მიღწევას ცდილობს. დროთა განმავლობაში ამ საქმიანობით დაკავებული ხალხი კარგავს საკუთარი ღირსების გრძნობას, წარმატების მისაღწევად იგი იძულებულია გასაყიდ ნივთად იქცეს. სახეზეა სავალალო სურათი, ადამიანთა უმრავლესობა საკუთარ ღირსებას იმის მიხედვით ზომავს, თუ რა ფასიც ადევს მას ბაზარზე.”

ასევე მწერალი, მოაზროვნე და სპირიტუალისტი ჯონ ბეინესი (დარიო სელა სომერი) თავის წიგნში “ვარსკვლავ ადამიანი” აღნიშნავს: „საკუთარ შეხედულებებს მოკლებული ადამიანი, თავს უცნაურად გრძნობს, მას უჩნდება შინაგანი სისუსტის და უღონობის შეგრძნება. ასეთი მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია მის შემდგომ ბედთან თუ უბედობასთან. ომებთან, სიღატაკესთან, ავადმყოფობებთან და სხვა სახიფათო გამოვლინებებთან. მსგავსი ადამიანი ყოველთვის ლიდერის ძებნაშია, ეძებს ისეთ უფროსს, რომელიც მათ შინაგან სისუსტეს კომპენსაციას გაუკეთებს. ამავე სისუსტის გამოისობით ხალხმა უამრავი ღმერთი შექმნა, რომელთაც განუსაზღვრელი ძალაუფლება და შესაძლებლობა მიანიჭა, შემდეგ კი იმავე ღმერთებს, წყალობას და იმ დახმარებას, სთხოვს, რომლის მოპოვების უნარიც, თვითონ არ გააჩნიათ. ჩვენ ე.წ. “ცივილიზებულ სამყაროში” გაბატონებული სტრუქტურები, ადამიანთა სისუსტეს, უგუნურებას, სიმხდალეს, საკუთარ თავში დაურწმუნებლობას, ჭეშმარიტი რწმენის უქონლობას ეფუძნება. ხალხის მასა, გაბატონებული სისტემის მხრიდან, ამავე სისტემის კოლექტიური დაცვის მოთხოვნას აყენებს, რის სანაცვლოდაც ისინი სახელმწიფოსგან ითხოვენ, რომ მმართველმა სისტემამ მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო დამცავი ბერკეტები შექმნას. ამის გარდა, ისინი ხელისუფლებისგან სხვა დამხმარე საშუალების ამოქმედებასაც მოითხოვენ, სურთ მთავრობამ ისეთი ფიზიკური, თუ სულიერი მექანიზმები შექმნას, რომელიც მათ შინაგან უსუსურობასა და სულიერ სიღარიბეს კომპენსაციას გაუკეთებს.“

ამ ყველაფრის წარმოდგენით, სიტუაციის გაანალიზებისა და სინთეზის შემდეგ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით, ინტელექტუალური, სულიერი და იდეოლოგიური მექანიზმებით მართულ საპყრობილეში, რომელიც ყოველდღიურად გვახრჩობს. აქედან თავის დასაღწევად საჭიროა ახალი, ნათელი შეხედულებების ჩამოყალიბება! სამწუხაროდ ასეთი ყოფა-ცხოვრება, არ გვაძლევს დროს და საშუალებას, რომ შევიმეცნოთ სიცოცხლის არსი, გავიგოთ საგანთა ჭეშმარიტი დანიშნულება. ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ ამ უსიამოვნო რეალობას ჩვენს მაგივრად სხვა არ გამოასწორებს! გარდამტეხი ცვლილება, ისევ ჩვენი ხელით უნდა განხორციელდეს. ეს კი შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ, თუ ძველ ცხოვრებას, ახლით შევცვლით და მართვას იმ კანონებით განვახორციელებთ, რომელსაც კოსმოსი მოგვაწოდებს. ეს ის კანონებია, რითაც მთელი სამყარო იმართება.

როცა აღმოვაჩენთ მოქმედი სისტემის ნეგატიურ სახეს, ვცდილობთ მის მაგივრად უფრო ეფექტური და მისაღები სისტემა, ახალი ღირებულებები შევქმნათ, ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა, მაგრამ ამ დროს თითოეულმა მათგანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პირობა, რომ ახალი შეხედულებები უნდა ეთანხმებოდეს უნივერსალურ სინამდვილეს, საერთო ზოგად კულტურულ ინტერესებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგვეცემა საშუალება დავადგეთ თვით შემეცნების გზას. მას შემდეგ, რაც უნივერსალურ ფასეულობებს ცხოვრებაში დავნერგავთ და პრაქტიკაში განვახორციელებთ, მივიღებთ სასურველ რეალობას, რომელიც ასახავს ცოდნას, სიყვარულს და პატივისცემას. სწორედ ეს ფაქტორები გვესახება გამაერთიანებელ და მაორგანიზებელ ძალად. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ცხოვრების ჭეშმარიტი ანალიზი მოვახდინეთ. ყველაფრი ამის გათვალისწინებით და რეალობაში განხორციელებით, საბოლოოდ დავადგებით გზას, რომელზე სვლაც ჩვენი შინაგანი სამყაროს ახალი, აღმატებული მდგომარეობის მიღწევაში დაგვეხმარება.

ეს ახალი მდგომარეობა ხატოვნად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ადამიანად, რომელიც სახეს იცვლის, მუხლუხასავით ტოვებს თავის პარკს და ამ ტრანსფორმაციის შემდეგ კოსმოსის მოქალაქე ხდება. ამ ახალ მდგომარეობაში, იგი იგებს, თუ როგორ შეიძლება ჰარმონიული ცხოვრება გარემოსთან და საკუთარ თავთან მიმართებაში, როგორ ხდება სიცოცხლის წარმოქმნა და მისი ჩამოყალიბება; განვითარების ამ საფეხურზე ასულ ადამიანს, უკვე შეეძლება საგანთა და მოვლენათა ჭეშმარიტი არსის ჩაწვდომა, იგი ყოველგვარი გადახრისა და ტენდენციის გარეშე დაინახავს სამყაროს და მათ შორის საკუთარ თავსაც. ასეთი პიროვნება გრძნობს შინაგანი ძალის უდიდეს მოზღვავებას, მაღალ ინტელექტუალურ პოტენციალს, უნარს კონსტრუქციული აზროვნების საშუალებით შეიმეცნოს საკუთარ თავში ჩამალული სიცოცხლის დანიშნულება!

ამ განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ირგვლივ არსებული სხვა ცოცხალი არსებების ნაზ და წმინდა გრძნობებსაც ჩასწვდება და აუცილებლად მიხვდება, რომ ამ უკიდეგანო სამყაროში იგი არაა მარტო. ასეთი ამაღლებული ინდივიდი, ყველა თანამოძმეს თანაგრძნობით უყურებს, მისთვის მნიშვნელობა აღარა აქვს, თუ სად ცხოვრობს ადამიანი, ცივილიზებულ, თუ განუვითარებელ ქვეყანაში. ასეთი “ფერიცვალობის” პროცესში მყოფი პიროვნება ხვდება იმას, თუ როგორ უნდა იცხოვროს, როგორ შეიგრძნოს სიყვარული, სულიერად გაიზარდოს, აიმაღლოს აზროვნება, გახდეს უფრო ბედნიერი და საბოლოოდ გააცნობიეროს საკუთარი პოტენცია. ამ ღრმა, შინაგანი ტრანსფორმაციის გავლის შემდეგ, ინდივიდს, უკვე ეცოდინება, რომ ამ უსასრულო და განსაცვიფრებელ კოსმოსში, იგი არ არის იზოლირებული და ბედის ანაბარა მიტოვებული, რომ მას სხვა თანამოძმენიც ჰყავს. ისინი ვინც მასთან ერთად, თანაბრად ინაწილებენ ცხოვრებისეული პრობლემებით გამოწვეულ ტვირთს და იბრძვიან, რათა უკეთესი და ბედნიერი, უნივერსალური სამყარო შექმნან.

თუ ადამიანი, ამ სახეცვლილების პროცესს ვერ გაივლის, მისი ცხოვრების პირობები კიდევ უფრო გაუარესდება.

ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ ადამიანი პატიოსნად გააანალიზებს არსებულ პრობლემებს, დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს, რეფორმულირებას გაუკეთებს საკუთარ თავს, შეიმეცნებს პირადი რწმენისა და ცოდნის დონეს, ჩასწვდება ცხოვრების აზრს და წესებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი გადალახავს კრიტიკულ მიჯნას. მიხვდება თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას სამყაროში და შინაგან, ძირეულ და კულტურულ გარდაქმნას მოახდენს. ასეთი პიროვნება, ერთხელ და სამუდამოდ შეიცვლის მიმართულებას, გადააფასებს იმ ღირებულებებს, რომელიც აქამდე კარნახობდა და გეზს აჩვენებდა ცხოვრების მანძილზე, მოძებნის თავის გზას, რომელზე სვლითაც მისი შინაგანი რესტრუქტურიზაცია მოხდება და ახალი ფორმით სამუდამოდ ჩაეწერება უსასრულო სამყაროში.

წინამდებარე ნაშრომი, ორიენტირებული და მიზანმიმართულია იქით, სადაც ეს ღრმა და რადიკალური სახეცვლილება გველოდება. ეს წიგნი, განსაკუთრებით მათთვის იქნება საინტერესო, ვისაც ჯერ კიდევ გააჩნია გონებრივი და სულიერი ზრდის იმედი, ვისაც სწამს კაცობრიობის ნათელი მომავლის! ვისაც სჯერა ადამიანის შესაძლებლობის, სწადია საკუთარ შინაგან სამყაროს ჩასწვდეს, ხვალინდელი დღის ადამიანად იქცეს და სხვებთან ერთად თესოს სიცოცხლე სამყაროსეულ ბაღში.




Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Sep 23 2011, 02:39 PM
Post #108


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"მეცნიერული ფანტასტიკის მოყვარულთა წიგნიდან"

( ამონარიდი)







....მას შემდეგ, რაც ადამიანმა ვარსკვლავებზე დაკვირვება დაიწყო და კალენდარი შექმნა, კაცობრიობამ ახალ ეპოქაში შეაბიჯა, თუმცა ამ წინსვლამ ამავე დროს ბევრი კითხვებიც გააჩინა. ისტორიის განმავლობაში მათ პასუხი გაეცა, მაგრამ მათ შორის უმნიშვნელოვანესი რიგი კითხვები უპასუხოდ დარჩა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომლის ირგვლივაც პოლემიკა ჯერ კიდევ გრძელდება, კოსმოსში სხვა ინტელექტუალური არსებების ყოფნას ეხება. დღეს ისევ აქტუალურია შეკითხვა, არსებობს თუ არა კოსმოსში ადამიანებით დასახლებული პლანეტები? თუ ეს მხოლოდ ფანტასტიკური რომანებისთვისაა მოგონილი? მეცნიერების ისეთი დარგები, როგორიცაა ფიზიკა და ასტრონომია, ამ თემის ირგვლივ საუბარს გაურბიან, ასევე ნეგატიურად უყურებს ამ საკითხს რელიგია. საერთო ჯამში ორივე, მეცნიერებაც და რელიგიაც კატეგორიულად უარყოფს კოსმოსში სხვა დასახლებული პლანეტების არსებობას.

მსგავსი დამოკიდებულების მიუხედავად, ეს თემა ყოველთვის წარმოჩნდება ხოლმე რიგი მეცნიერული გამოკვლევების დროს; ფაქტია, რომ არსებობენ მეცნიერები, ვინც გამონაკლისს წარმოადგენს და ამ საკითხს სერიოზულად უყურებს. მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, ადამიანის ცხოვრება შეცვალა. კაცობრიობა დაეუფლა საავიაციო ტექნიკას, შეიქმნა თვითმფრინავი, გამოიგონეს რადარები.

სამეცნიერო თუ სამხედრო ორგანიზაციებმა ჰაერში მოძრავ, საფრენ აპარატებზე რადარებით დაკვირვების დროს, მანამდე უცნობი საფრენი აპარატები შეამჩნიეს. ამ მოვლენის გარკვეული სიხშირით ფიქსაციის გამო, მეცნიერები იძულებული გახდნენ დედამიწის საჰაერო სივრცეში მოძრავი ამოუცნობი ობიექტებისთვის, ახსნა მოეძებნათ. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ამ ობიექტების საავიაციო რადარების ეკრანზე გამოჩენის სიხშირე კიდევ უფრო გაიზარდა.

ამოუცნობი ობიექტები, ორივე მოწინაააღმდეგე ძალის, ავიაციის მიერ იქნა შემჩნეული. ამ ობიექტების გამოჩენა პანიკასა და შიშს თესდა სამხედრო ნაწილებში, რადგან დაპირისპირებული ძალები, მათი სახით, მტრის მიერ შექმნილ, ახალ საიდუმლო იარაღს, ბომბდამშენს, ან ავიაგამანადგურებელს ხედავდნენ.

ომის დასასრულს, რამდენიმე საინტერესო დოკუმენტი იქნა აღმოჩენილი. ამ მასალებში აღწერილია რადარების მიერ დაფიქსირებული ამოუცნობი საფრენი აპარატები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მათი ფრენის სიჩქარე და მანევრირება წარმოუდგენლად განსხვავდებოდა მანამდე არსებულისგან. ამ ფაქტმა საგონებელში ჩააგდო, სამხედროები, პილოტები და ინჟინერ-ტექნიკოსები. სამხედრო ექსპერტების მიერ ეს უცნაური ობიექტები კვალიფიცირებული იქნა, როგორც მოწინააღმდეგე მხრის მიერ შექმნილი საიდუმლო იარაღი.

1944 წლის 24 ივნისს, სამოქალაქო პილოტმა კენეტ არნოლდმა, რომელიც ვაშინგტონში კერძო მისიით ორადგილიანი თვითმფრინავით, მოდელი ც-46–ით მიფრინავდა, მთის მასივების მიმართულებით მოძრავი, უცნობი საფრენი აპარატი შენიშნა. დაახლოებით 3 საათზე, მან დაინახა, რომ თვითმფრინავის მარჯვენა მხარეს, დისკოს ფორმის კიდევ ცხრა ობიექტი მოძრაობდა. ისინი „მაუნტ რაინერისკენ“ გადაადგილდებოდნენ. პილოტმა შემდგომში აღწერა, რომ ეს ობიექტები ზომით დაახლოებით თვითმფრინავი ც-54–ის ზომის იქნებოდნენ. მან ამ უცნაურ დისკოებს “მფრინავი თეფშები” უწოდა. მისი შეფასებით ეს აპარატები 2700 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდნენ.

მალევე 1948 წლის 7 იანვარს 11:15 წუთზე. საომარმა ბაზამ რომელიც მედისონვილში (კენტუკის შტატი) იყო განთავსებული, ავიაციის ბაზას “ბბს გუდმან”-ს შეატყობინა, რომ ოვალური ფორმის საფრენი აპარატი (70 მეტრის დიამეტრის ზომის) ფორტი “კნოქის”-ის მიმართულებით მოძრაობდა. აშშ-ს შეიარაღებული ძალების საავიაციო ხაზის მეთვალყურემ 13:45 წუთზე ამ ობიექტის მოძრაობის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა მოითხოვა. აპარატის მოძრაობას ხმელეთიდან ჭოგრითაც აკვირდებოდნენ. საავიაციო ძალების მეთაურმა პოლკოვნიკმა ჰიქსმა რადიოგრამით ბრძანება გასცა, მან უცნობი აპარატის მიმართულებით, სამი ბომბდამშენის “ფ-51”-ის გაგზავნა და ობიექტის აყვანა მოითხოვა. ბომბდამშენების ჯგუფს კაპიტანი თომას მანცელი მეთაურობდა. ობიექტი 14:45 წუთზე დაფიქსირდა, გაიცა საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება. ორმა თვითმფრინავმა ოპერატორს გადმოსცა, რომ საწვავის დახარჯვის გამო იძულებული გახდა დაშვებულიყო.

მესამე ავიაგამანადგურებელი, რომელსაც ახალგაზრდა კაპიტანი თომას მენცელი მართავდა, არ დაეშვა. მან შეტყობინება გაუგზავნა ბაზას, რომ იგი ეცდებოდა უფრო ახლოს მისულიყო ამოუცნობ ობიექტთან, რათა მისი იდენტიფიკაცია უკეთესად მოეხდინა. 500 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა მენცელმა, რომელიც 5000 მეტრის სიმაღლეზე იყო ასული, ბაზას შეატყობინა, რომ ეს იყო დიდი ზომის მეტალისებური ობიექტი, რომელიც მაღლა მიიწევდა, იგი უკვე 6000 მეტრზე მაღლა იყო ასული და ნელ-ნელა უფრო უმატებდა აღმასვლას. პილოტმა გადმოსცა რადიოსიგნალი, რომ იგი წყვეტდა დევნას, რადგან ჟანგბადის მარაგი უთავდებოდა. ეს მისი უკანასკნელი გზავნილი იყო. 16:00 წუთზე “ფ-51” რადარებიდან გაქრა.

საბოლოო ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი ჩამოგდებული იქნა. ავია ექსპერტები კილომეტრის რადიუსში ეძებდნენ აპარატის ნამსხვრევებს. სამხედროების მცდელობამ დაღუპული პილოტის გვამი ეპოვათ, უშედეგოდ ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ საძიებელი სამუშაოები რამდენიმე დღეს გაგრძელდა მაშველებმა ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს.

ამ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, აშშ-ს საომარმა ძალებმა 1950 წელს პროექტი სოუსერი ( ასევე ცნობილი როგორც“საინ“) შეიმუშავეს, რომლის დანიშნულება უცნობი მფრინავი ფენომენების ( ე.წ. “მფრინავ თეფშებთან”) დაკავშირებული ინფორმაციის შეკრება და ფაქტების ფიქსაცია იყო. პროექტის პასუხისმგებელ პირად ჯეიმს დევიდ ფორესტალი დაინიშნა. ეს პიროვნება თავდაცვის სამინისტროში მდივნად მუშაობდა. (იგი შემდეგ საიდუმლო ვითარებაში უკვალოდ გაუჩინარდა.) პირველი პროექტის წარუმატებლობის შემდეგ, ერთ წელიწადში 1951 წელს შემუშავდა, მორიგი პროექტი სახელწოდებით -“ბლუ ბოოქს” (ლურჯი წიგნი), პროექტზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ედუარდ ჯო რუპერტი, რომელიც ამ პოსტზე 1953 წლის სექტემბრამდე მუშაობდა.

1969 წელს 17 დეკემბერს, საჰაერო ჯგუფების კვლევის კომიტეტმა, რომელიც ქალაქ დეიტონში (ოჰაიოს შტატი) მდებარეობდა, პროექტი სახელწოდებით “ლურჯი წიგნი დახურულად გამოაცხადა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამოუცნობი ობიექტების ფენომენის მკვლევარის ედუარდ კონდომის მიერ დაიდო დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო: “მოვლენის ირგვლივ წარმოდგენილი მასალების მიხედვით შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ აღნიშნულ მომენტში საქმე გვქონდა, მხოლოდ ილუზიასთან და არა რეალურ ფაქტებთან და რომ არანაირი ე.წ. “მფრინავი თეფშები” არ არსებობენ”.

თუმცა არც ისე მარტივად იყო საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. თავდაპირველი პროექტი სინამდვილეში იმის გამო შეწყდა, რომ 1949 წლის 24 აპრილს ედუარდ ფონ რაპლეტმა კონფედენციალური წერილი მიიღო ცენტრიდან, სადაც ეწერა, რომ კვლევის ფორმატი უნდა შეცვლილიყო და მას საიდუმლო ხასიათი უნდა მიეღო; კვლევის შედეგებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არ უნდა გაეჟონა, რადგან ასეთი ცნობა ხიფათის შემცველი იყო. ამერიკის თავდაცვის და უსაფრთხოების სამსახური მსგავს გამოცდილებას უკვე ფლობდა. ეს შემთხვევა 1938 წლის 30 ოქტომბერს მოხდა, მაშინ როცა რადიოთი ცნობილი ფანტასტის ჰერბერტ უელსის ნაწარმოების “სამყაროთა ომის” ტრანსლაცია მიმდინარეობდა, ათობით ამერიკელი გულის შეტევით დაიღუპა. ამ ტრაგედიის ინსპირატორად დასახელდა ვინმე ორსონ ველზლი, ჟურნალისტი ვინც ეს თემა რადიოდადგმაში გაათამაშა.

ამ სფეროს გასაიდუმლოებაში, საბოლოო და გადამწყვეტი ნაბიჯი 1953 წლის 12 იანვარს გადაიდგა. პენტაგონში შედგა საიდუმლო შეკრება, რომელზეც მიწვეული იყვნენ ამერიკელი ექსპერტები და მეცნიერები, შეხვედრა ცნობილი იყო სახელწოდებით “დიდი ჟიური”.

სხდომა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის პროფესორს, დოქტორ აზიექს რობერტსონს მიჰყავდა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ბერკლის უნივერსიტეტის, ლორენცის სახელობის ლაბორატორიის პროფესორი, ლუის ალვარესი, 1968 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ფიზიკის დარგში. პროფესორები ტორნსტონ პეიჯი, ლლოიდ. ვ. ბერკნერი, სამუელ გოლდსმიტი, ბრიგადის გენერალი ჰარლანდი, ბატონები, ეიჩ.მარშალ ჰედვილი, რაფაელ ლ. კლარკი ცენტრალური სადაზვერვო განყოფილებიდან და პროფესორი ალენ ჰაინეკი, როგორც სამეცნიერო მრჩეველი,

პირველი შეკრების შემდეგ “დიდმა ჟიურიმ” და მთავარმა კომიტეტმა აშშ-ს საჰაერო ძალების მაღალ ჩინოსნებთან ერთად შემდეგი დასკვნა მოამზადა:

1. ყველა ის შეტყობინება, რაც უკავშირდება ე.წ “მფრინავ თეფშებს” შეგვიძლია ბუნებრივ გამოვლინებად ჩავთვალოთ.

2. აღნიშნული თემის ირგვლივ არსებული მწირი ინფორმაციის გამო, საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.

3. ე.წ. “მფრინავი თეფშები” სინამდვილეში არსებობენ! შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ისინი არამიწიერი ტექნოლოგიებით შექმნილ საფრენ აპარატებს წარმოადგენენ.

ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მთავარი კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა მაიორმა დოუვე ფორეტმა, რომელიც სპეციალურად სწავლობდა ამოუცნობი საფრენი აპარატების მანევრირებას, წარმოადგინა დასკვნა, სადაც იგი აღნიშნავდა: ეჭვგარეშეა, რომ ეს უცნობი ობიექტები არამიწიერი ტექნოლოგიების გამოყენებით უცხოპლანეტელების მიერ არის შექმნილი.

მომდევნო დამამტკიცებელი შეხვედრისთვის უნდა მომზადებულიყო დამატებითი ინფორმაცია, რის შემდეგაც კომიტეტის მიერ საბოლოო დასკვნა უნდა დადებულიყო. ამ დოკუმენტში მოვლენის მიმართ ქვეყნის პოლიტიკური დამოკიდებულება უნდა განსაზღვრულიყო, მაგრამ აქ საქმეში (“ცრუ”)- ცენტრალური სადაზვერვო განყოფილება ჩაერია, მათ კატეგორიულად მოითხოვეს, რომ შემდეგი სხდომისთვის ნებისმიერი ახალი ინფორმაცია საიდუმლო გრიფით შემოსულიყო. სამხედრო, სახმელეთო და საჰაერო ბაზებს, ამ მიმართულებით ყველა ინფორმაცია უნდა ჩაეხშოთ, ისე რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ამაზე ვერაფერი შეეტყოთ. მათი მხრიდან ასეთი კატეგორიული მოთხოვნა, იმ მოტივით გამართლდა, რომ ამ დროს მსოფლიოში კაპიტალისტურ და სოციალისტურ ბანაკებს შორის დაპირისპირება იყო, მიმდინარეობდა ე.წ. “ცივი ომი”.

თუმცა ამავე პერიოდში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, კერძოდ 1947 წელს როზუელის უდაბნოში ჩამოვარდნილი ამოუცნობი ობიექტის შესახებ. სადაც იუწყებოდნენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებში მოსამსახურე სამხედრომ ჩამოვარდნილი “ამოუცნობი მფრინავი ობიექტის” ნამსხვრევები აღმოაჩინა. ავარია როზუელის უდაბნოში მოხდა (ნიუ მექსიკოს შტატი) ამ მოვლენის გამოძიება “ფბრ”-ს წარმომადგენელმა მაიორმა ჯეინსმა, (რომელსაც „ცრუ“–ს მარშალის თანამდებობა ეკავა) და გენერალმა რამეიმ დაიწყეს. გამოძიების შემდეგ ჟურნალისტების მიეწოდათ ინფორმაცია, რომ სინამდვილეში საქმე ეხებოდა საჰაერო ზონდის დაზიანების შედეგად უდაბნოში გაფანტულ ნამსხვრევებს, რომელიც შეცდომით ავარიის გამო ჩამოვარდნილ ამოუცნობ მფრინავ ობიექტად ჩათვალეს. ამ მოვლენის დაფიქსირების შემდეგ, ავიაგამანადგურებელი ბომბდამშენი ბ-29, საიდუმლო მისიით გაფრინდა როზუელის მიმართულებით, მას თან ახლდა საჰაერო ესკორტი, რომლის დახმარებითაც თითქოს, მათ შემთხვევის ადგილიდან დამსხვრეული აპარატის ნაწილები და დაღუპული პილოტების გვამები გადაიტანეს.

1980 წელს ამერიკაში გამოვიდა კინოფილმი სახელწოდებით “ანგარ-18”, რომლის სცენარიც „როზუელის ინციდენტის“ მიხედვით იყო დაწერილი. ფილმის სიუჟეტი, ეხება ამერიკაში მიმდინარე მოვლენას სადაც ქვეყნის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს სახელმწიფოსთვის ხიფათის შემცველი ინფორმაციის ნეიტრალიზებას, იმ ცნობის გაბათილებას, რაც ამოუცნობ ობიექტებს ეხება. ფილმში ნაჩვენებია, თუ როგორ უკავშირდება ეს თემა მაღალი თანამდებობის მქონე ჩინოვნიკების პოლიტიკურ მანიპულაციებს, რაც საზოგადოებრივი აზრის ამ მოვლენების მიმართ დადებით თუ უარყოფით განწყობის შექმნაში გამოიხატება.

ჩემი აზრით, ასეთივე მოვლენასთან უნდა გვქონოდა საქმე, ე.წ. „როზუელის ფენომენის“ შემთხვევაში. ამ დახურულ თემასთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ მასმედიაში მაინც გაჟონა, კერძოდ, ტელევიზიით აჩვენეს წერილები. სადაც აშშ-ს საჰაერო სამხედრო ძალები შეტყობინებას უგზავნის უმაღლეს მთავარსარდლობას. ეს ტექსტი “ფბრ“-ის იმდროინდელ ხელმძღვანელს, ედგარ ჰუვერს უკავშირდება, მასალების მიხედვით იგი მთავარსარდლობისგან ეკიპაჟის დაღუპული წევრების ჩვენებას მოითხოვს, რაზეც მას უარს ეუბნებიან.

“ამოუცნობი მფრინავი ობიექტების” ირგვლივ მსჯელობამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ზოგიერთი მკვლევარი და მეცნიერი თვლიდა, რომ ინფორმაცია “ამოუცნობი მფრინავი ობიექტების“ შესახებ უწყვეტად გასდევდა კაცობრიობის განვითარების ისტორიას და რომ ეს არ იყო დროში შეზღუდული მოვლენა, ამ თემაზე სტატიები გამოაქვეყნეს არქეოლოგებმა, ანთროპოლოგებმა, ზოგიერთი ავტორი როგორებიც არიან, პეტრო კოლეზიმო, ერიხ ფონ დენიკენი, სერჟო ჰუტინი, ლუის პანვალესი, ჟაკ ბერჟე და მათ შორის “ნასას” კონსულტანტი ზახარია სიჩინი, საჭიროდ თვლიდნენ, რომ საზოგადოებისთვის აუცილებლად უნდა წარმოედგინათ არქეოლოგიური აღმოჩენებით დაფიქსირებული საერთო სურათი, რომელიც ამოუცნობ საფრენ აპარატებს შეეხებოდა. საჯარო უნდა გამხდარიყო ინფორმაცია ამოუცნობი საფრენი ხომალდების შესახებ, რომელიც იტყობინებოდა, რომ ცნობები იდუმალი ობიექტების შესახებ, დიდი ხანია არსებობდა მატიანეებში და პოპულარულ წიგნებში, რომ მოვლენას, რომელმაც ასეთი წინააღმდეგობა შექმნა თანამედროვე მეცნიერებში, ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს.

ამ და სხვა მოვლენების მიუხედავად ცივილიზებული მსოფლიოს მაინდ დიდი ეჭვი აქვს ე.წ. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების რეალობის შესახებ. მათი რეალობის დამტკიცების შემთხვევაში ცხადია სახელმწიოებისა და მკვლევარების წინ დაიდება შეკითვები მთელი წყება მაგალითად ასეთების:საიდან მოვიდნენ ისინი? როგორია მათი სამყარო? რა პოლიტიკური სიტუციაა მათ პლანეტაზე?როგორია მათი სოციალური სტრუქტურები? როგორია მათი პროდუქტიული სისტემა? არი თუ არა მათ პლანეტაზე სირარიბე, ომები, მოიხმარენ თუ არა ისინი ალკოჰოლს, ან იყენებენ თუ არა ნარკოტიკულ საშუალებებს? რა შეიარარებააქვთ? სწამთ თუ არა წმერთის? რა არის მათთვის ღმერთი? აქვთ თუ არა რელიგია? ჰყავთ თუ არა ისეთი პიროვნებები როგორც ჩვენ, ბუდა, იესო, მუჰამედი და სხვა მათი მსგავსი? მუდმივად ცოცხლობენ თუ კვდებიან როგორც ჩვენ? სჯერათ თუ არა სულის უკვდავების? სჯერათ თუ არა რეინკარნაციის? რა მიზნით მოდიან ჩვენთან?

არა მგონია ჩვენი მსოფლიო მზადაა უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლების შესახვედრად და მათგან მსგავს კითხვებზე პასუხების მოსასმენად.

გაბატონებული სისტემის მხრიდან, არამიწიერი ცივილიზაციების ფენომენის დაფარულ რეჟიმში დატოვება და მოვლენის მიმართ ასეთი მიდგომის გამართლების ერთ–ერთი ვერსია შემდეგში მდგომარეობს: დღევანდელი მსოფლიო მზად არაა იმისთვის, რომ ამ თემის ირგვლივ არსებული, უტყუარი ინფორმაცია მიიღოს! ოფიციოზი თვლის, რომ ამ ფაქტების გახმაურებით მსოფლიო შოკირებული დარჩება. დღეს არსებობენ ჯგუფები, ვინც ამოუცნობი ობიექტების წარმოშობის მიზეზებს არკვევს, ეძებს იმ დამადასტურებელ ფაქტებს, რაც მათი აზრით საბოლოო და ქმედითი იქნება. რაც არ უნდა გასაკვირი იყო მიუხედავად ამისა, გვაქვს გაურკვეველი სიტუაცია, როცა მოვლენის უამრავი თვითმხილველი არსებობს, მაგრამ რატომღაც, არავის არ გააჩნია მათი სინამდვილის დამადასტურებელი, უტყუარი ფაქტი.

გაბატონებული სისტემის მხრიდან, რაიმე მცდელობა ამ გაურკვევლობაში სიცხადის შეტანისა არ დაიკვირვება, უფრო მეტიც, ამის საპირისპიროდ, ოფიციოზის მიერ მიმდინარეობს ამ თემით მანიპულაცია და მსგავსი შემთხვევების ფილტრაცია. საინფორმაციო საშუალებებით გასულ ნიუსებში, ხშირად ჩნდება ინფორმაცია, სადაც იკვეთება ცენზურა და მოვლენის მიმართ ქმედითი თავდაცვითი ბერკეტების არსებობა. ამ დამცავი მექანიზმების ამამოქმედებელთა მიზანია, მუდმივ კონტროლში ჰყავდეთ მასობრივი მედიის საშუალებები, რომ მათთვის მიუღებელმა ინფორმაციამ სადმე არ გაჟონოს. თანამედროვე სახელმწიფოების მთავრობის სახით უახლეს ისტორიაში ვლინდება, პოლიტიკური და ეკონომიური ბერკეტების გამოყენებით ძალაუფლების მქონე ელიტის ზეგავლენა სოციუმზე და მისი სპეციფიკური მართვა, რაც უმთავრესად მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაში მდგომარეობს, ამ მეთოდით ხდება ადამიანებზე ღია, თუ ფარული მანიპულირება. ასე და ამგვარად, ჩვენ და სხვებმაც, ვიცით მხოლოდ ის, რასაც ზემდგომი, მმართველი ძალები ჩათვლიან საჭიროდ, რომ უნდა ვიცოდეთ. ისტორიული გამოცდილება, ამ პოზიციას უფრო გვიმტკიცებს. ყოველი ინფორმაცია, ცოდნა რომელიც უთანხმოებას წარმოქმნის სისტემასთან და არგუმენტებს ქმნის ჭეშმარიტების სასარგებლოდ, ან იძლევა შანსს, სისტემის მიერ დაკანონებული წესების რეფორმირებისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არსებული ცენზურის მიერ იბლოკება და იგი ხალხს არ მიეწოდება. ასე, რომ ის ინფორმაცია, რაც გაბატონებულ სისტემას დაემუქრება, მუდმივად დამალული იქნება ხალხთა გონებისთვის. მას-მედიის საშუალებებით კი უმეტესად იმის პროპაგანდა და გადაცემა მოხდება, რაც სისტემის სიძლიერეს განამტკიცებს, მასის მართვას გააუმჯობესებს და გააადვილებს.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ზემოთ აღნიშნული ამერიკული (და არა მხოლოდ ამერიკული) პროექტები სინამდვილეში ამოუცნობი ობიექტების არსებობის დადგენას და მათ შესახებ არსებული სიმართლის ხალხისთვის გაცნობას არ ემსახურებოდა!

ამ ჯგუფებს, რომელიც სპეცსამსახურების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, ევალებოდათ აღმოჩენილი ხომალდების წარმოშობისა და ტექნიკური მახასიათებლების გაგება. სამხედრო ექსპერტებს ამ აპარატების იდენტიფიკაცია უნდა მოეხდინათ; გაერკვიათ იყო თუ არა ეს ხომალდი სინამდვილეში მტრული ქვეყნის მიერ შექმნილი ახალი იარაღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდებოდა რომ ამოუცნობი ობიექტები არამიწიერი ცივილიზაციის მიერაა შექმნილი ეს ხალხისთვის დაემალათ, ან დეზინფორმაცია გაევრცელებინათ.

სამხედრო ძალებმა თავიანთ ჯგუფებში გაავრცელეს ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იმ შემთხვევაში თუ შეიტყობდნენ, რომ ვინმე მსგავსი ფენომენის მოწმე გახდა.

საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა დაკავშირდებოდნენ ამ პირს და მისთვის უნდა შთაეგონებინათ, (ან უკიდურეს შემთხვევაში დაეშინებინათ), რომ მომხდარი მოვლენის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ქვეყნის მიერ წარმოებულ პოლიტიკას და სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ის იდეოლოგიური და კულტურული ცვლილებები, რაც შეიძლება დედამიწაზე “დაუპატიჟებელი სტუმრების” გამოჩენამ გამოიწვიოს, ძალიან აფრთხობს და აფორიაქებს გაბატონებულ ძალებს. ეთნიკურ, რასობრივ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ ჯგუფებად დაყოფილ სახელმწიფოებს და ისეთ მსოფლიოს, როგორიც ჩვენია, არამიწიერი ცივილიზაციების გამოცხადება, რევოლუციად მოევლინება. მათ ხომ არანაირად არ აწყობთ, იმ ძალის გამოჩენა, რომელიც შესწორებას შეიტანს მართვის დომინირებულ ფორმაში. ცვლილებებს მოახდენს არსებულ მძიმე რეალობაზე. გააბათილებს, იმ ცრუ იდეებს, რაც გაბატონებულმა სისტემამ ხალხს თავზე მოახვია და გამოასწორებს გარემოს, სადაც მმართველი ელიტის მიერ გაბითურებული ადამიანებია მოქცეული. გასაგებია, რომ პრივილეგირებულ და ქვეყნის სათავეში მოქცეულ ძალებს არ სურთ ხელში ჩაგდებული ძალაუფლების დაკარგვა, ისინი თუნდაც იმისთვის არ გაირჯებიან, რომ ეს მოქმედება შეიძლება კაცობრიობისთვის სასარგებლო იყოს. ამ დომინირებულ სისტემას აწყობს, რომ ქვეყანაში გაუგებრობა, გაურკვევლობა და სიბნელე შენარჩუნდეს, რადგან ასეთ ვითარებაში მყოფი ხალხი, ოფიციოზის მიმართ უპრეტენზიო და უმოქმედო დარჩება, დაიჯერებს ათას სიცრუეს და ადვილად დაემორჩილება გაბატონებული სისტემის კაპრიზებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტებია, სწორედ იმის მიზეზი, თუ რატომაა უცხო ცივილიზაციების თემა დღეს ასე ბუნდოვანი და გაურკვეველი. ჩვენს სინამდვილეში ცხადია არავის არ აწყობს იმის აღიარება, რომ ჩვენი პატარა სამყაროს მიღმა სხვა არამიწიერი ცივილიზაციები არსებობენ. რომელთა რწმენას, ეთიკას და ჭეშმარიტების გაგებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და რომლის მიხედვითაც ვცხოვრობთ.

მსოფლიოში ცნობილი პირები, ვინც ამ სფეროს იკვლევს და მასალებს აგროვებს, წესით და რიგით სხვებთან შედარებით უფრო გასაგებ და მკაფიო პოზიციას უნდა იკავებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ არც ისინი არიან გარეშე ძალების მანიპულაციისგან თავისუფალი, მეტ-ნაკლებ დეზინფორმაციას ისინიც ავრცელებენ. უკეთეს შემთხვევაში ეს ადამიანები, ამ სფეროში საკუთარი თეორიების გამყარებას ცდილობენ როცა აღიარებენ დედამიწის გარეთ სიცოცხლის არსებობას. საოცარი ისაა, რომ მიუხედავად ამისა არცერთი მათგანი არ აცხადებს, რომ აუცილებელია მათთან კონტაქტზე გასვლა. უმეტესობა, უცხოპლანეტელების არსებობას ბელეტრისტიკის სფეროს მიაკუთვნებს. მათთვის ეს ეს უფრო გართობის ან ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებელი საგანია. ზოგიერთი მკვლევარი, როცა თავის აღმოჩენაზე, ან უცხო ცივილიზაციებთან ურთიერთობის შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე, ინფორმაციას ავრცელებს, სინამდვილეში ამ ფანტასტიკურ ამბავზე საუბრით პირადი პოპულარობის გაზრდას და ამ თემით

საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს. საზოგადოების განწყობა ამ მოვლენის ირგვლივ საკმაოდ ნეგატიურია, ნებისმიერი პირი მსგავსი ინფორმაციის გაგებისთანავე მზადაა აგრესიულად დაგესხას თავს. ასეთი პიროვნებების სახით სოციუმში წარმოჩნდებიან ე.წ. “თანამედროვე ინკვიზიტორები”,ვისაც “წმინდა ძალისგან” თითქოსდა მიღებული აქვს ვალდებულება, წინ აღუდგეს ამ უწმინდურებას და დაიცვას ხალხი ასეთი საცდუნებლისგან.

აქვე მინდა ვთქვა, რომ არსებობს ადამიანთა, ძალიან მცირე ნაწილი, ვინც პატიოსნად ცდილობს საქმის ვითარებაში გარკვევას, სურს როგორმე გაარღვიოს და გააბათილოს გაბატონებული სისტემის მიერ ამ თემის ირგვლივ შექმნილი სტერეოტიპები და გამოააშკარაოს მათი მაქინაციები. მაგრამ საუბედუროდ, ამ ბარიერების გადალახვა და იმ სიცრუის საფარველის ჩამოხსნა, რაც დღემდე აქვს ამ თემას ჩამოფარებული ძალიან რთულია. მათი მცდელობა, რა თქმა უნდა პატივისცემის ღირსია, მაგრამ ეს კონტინგენტი, მიუხედავად იმისა, რომ უკეთეს პოზიციებზე დგას, მაინც აკლიათ იმის რწმენა, რომ ადრე თუ გვიან მათი საქმიანობა წარმატებით დაგვირგვინდება. ეს ხალხი აწყობს ექსპედიციებს, აგროვებს მასალებს, აფიქსირებს ფენომენის დამადასტურებელ ფაქტებს, თვითმხილველებთან ინტერვიუებს იწერს ფირზე, აკეთებს მოხსენებებს სხვადასხვა შეკრებაზე, თუ სემინარებზე, თან ამის პარალელურად იგი ცნობილი მკვლევარის სტატუსსაც იძენს. მაგრამ ისევ ვიმეორებ, რომ ეს კონტინგენტიც აუცილებელ ცენზურას ემორჩილება, რომელიც გაბატონებული სისტემის ეგოცენტრული ინტერესების დასაცავადაა, ღიად თუ ფარულად ამოქმედებული. დასანანია, რომ მათი პოზიციები და დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ, არამყარია. ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, იმას, რომ კონკრეტული მკვლევარები, ჯერ კიდევ შორს დგანან იმ დონიდან, რაც მიზანმიმართულ და კეთილსინდისიერ კვლევას სჭირდება.

ბოლოს, ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა მათზე, ვინც ამ სფეროს კარგად იყენებს პირადი გამორჩენისთვის. ეს ორგანიზაციები, თუ კერძო პირები, საკვლევ სფეროს ტრადიციულ ჩარჩოებში აქცევენ და მას როგორც ერთ-ერთ მეცნიერულ მსოფლმხედველობას ისე ასაღებენ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ადამიანები თავიანთი პირადი ინტერესების სასარგებლოდ, ხალხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან. ისინი დაკავშირებულნი არიან გარკვეულ საიდუმლო სამსახურებთან, რომელთა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ არამიწიერი ცივილიზაციების მხრიდან მიღებული ცოდნით, მათი მაღალი ტექნოლოგიების ხელში ჩაგდებით, ან მეცნიერული შესწავლით ხალხზე მანიპულირება მოახდინონ. ზოგიერთი იმასაც კი ბედავს, რომ თავს ისეთ კონტაქტიორად ასაღებს, ვინც თითქოს ხელში ჩაიგდო “ახალი ტექნიკური საშუალება” და ცდილობს ის რომელიმე კერძო, ან სახელმწიფო ინსტიტუტს მიჰყიდოს. გასაგებია, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში არსებული საიდუმლო ორგანიზაციების მიზანია უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიების დაუფლებით, აიმაღლონ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დონე, ხელში ჩაიგდონ უახლესი იარაღი, შეიძინონ ის ძალა, რაც მათ ქვეყანას სხვებთან შედარებით აშკარა სამხედრო უპირატესობას მიანიჭებს.

ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში ასეთი სამარცხვინო პოზიციების მქონეთ, რას უნდა ველოდოთ? განა მხოლოდ ტექნიკური პროგრესია ის, რაც გარე ცივილიზაციებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ? ჩვენ კი სამაგიეროდ რას ვთავაზობთ მათ? მივაღწიეთ კი ჩვენ სიმწიფის იმ დონეს, რომ გავიგოთ და მივიღოთ ის, რისი გადმოცემაც მათ სურთ?

ამბავი, რომელიც წინამდებარე წიგნშია აღწერილი. არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულ, ან იზოლირებულ შემთხვევას არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტისა, ასეთი ფაქტები კაცობრიობის მანძილზე ჩვენი აზრით ბევრი იყო, მაგრამ ჩვენი შემთხვევა ალბათ ერთადერთია, რომელმაც კონკრეტული დოკუმენტები და ობიექტური ინფორმაციული საფუძვლები წარმოადგინა. ამ კონკრეტულ შემთხვევას ოთხჯერ დაესწრო ჟურნალისტთა ჯგუფი, საქმის კურსში იყო მას მედიის საშუალებები, სატელევიზიო არხები თუ სხვა კერძო მკვლევარები. წინასწარ მომზადებულ კონტაქტზე დასასწრებად მოწვეული იყო დაინტერესებულ პირთა ჯგუფი.

პირველი ცნობები ჩვენი კონტაქტის შესახებ, რომელიც 1974 წელს შედგა, სადაც რამოდენიმე ადამიანთან ერთად ვინც უშუალო კონტაქტში იმყოფებოდა, დამსწრე პირებად მოწვეული იყვნენ ჟურნალისტები და მკვლევარები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ეს ამბავი მსოფლიოს პირველად ესპანეთში გამომავალმა გაზეთმა ”გაზეტა დე ლა ნორტემ” ამცნო. მან ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა ჟურნალისტის ხუან ხოსე ბენიტესის ავტორობით. ბენიტესი, ასევე ავტორია რამოდენიმე წიგნისა “ამო”-ს შესახებ, რომელთა უმრავლესობა ბესტსელერად იქცა, ამ თემაზე დაწერილ სხვა წიგნებთან ერთად, როგორიცაა “ოპერაცია ტროას ცხენი” “ლუციფერის ჯანყი და „წმინდა. იოანეს ანდერძი”.

მანამდე, სანამ ამ თემით დაინტერესდებოდა, ხუან ხოსე ბენიტესი ჩვენი ჯგუფის ინიციატივით მიწვეულ იქნა სტუმრად, უცხოპლანეტელებთან ჩემს მიერ წინასწარ დაგეგმილ კონტაქტზე, რომელიც1974 წლის 7 სექტემბერს ჩილკას უდაბნოში განხორციელდა (ეს უდაბნო პერუს დედაქალაქ ლიმადან 60 კილომეტრზე მდებარეობს).

ამ მოვლენის შემდეგ მოგვიანებით მან გამოსცა თავისი პირველი ნაშრომი ”ამო SOS კაცობრიობას”, ეს წიგნი გამომცემლობა “პლაზა და ჯეინის” მიერ იქნა დასტამბული ბარსელონაში. ეს მისი პირველი ცდა იყო სამწერლო ასპარეზზე. შემდეგ იგი კვლავ ჩამოვიდა პერუში სხვა ჟურნალისტებთან და ფოტოგრაფთან ფერნანდო მუჩიკასთან ერთად. ახალი გამოცდილება და მასალები დააგროვა მომდევნო ნაშრომისთვის, რომელიც ერთი წლის მერე გამოსცა სახელწოდებით ”100 000 კილომეტრი ამოუცნობი ობიექტის-ს კვალდაკვალ”-იგივე გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი. ეს ეგზემპლარი ბრაზილიაშიც გამოიცა.

დღეს დღეობით ამ მოვლენაზე არსებობს საკმაო რაოდენობის მასალა, წიგნი, საგაზეთო სტატია, რადიო და სატელევიზიო გადაცემების საარქივო მასალები. მთლიანობაში მთელი ეს ინფორმაცია, შეეხება როგორც ადრინდელ, ასევე შემდგომ კონტაქტებს და ასევე დღეს არსებულ სიტუაციას.

მსგავსი კონტაქტი უცხოპლანეტელებთან განხორციელდა ჩილეში, 1992 წელს 23 იანვარს 23 საათზე 30 წუთზე, ქალაქ სანტიაგოს მახლობლად. ამ კონტაქტს ორგანიზაციას და კოორდინაციას უწევდა ბატონი როდრიგო ფენ სილვა და მისი ჯგუფი. კონტაქტი, ჩვენი პროექტის “რამა”-ს ფარგლებში ხორციელდებოდა. (შემდეგ ეს მოვლენა სატელიტმაც დააფიქსირა)

http://www.ufoevidence.org/Photographs/Photo166.htm

http://www.eso.org/~ohainaut/perso/ufo/ls_ufo.html

კონტაქტს, სტუმრის სტატუსით ესწრებოდა დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი დამოუკიდებელი სტუდია “ტერნოვა,” რომელსაც ჰქონდა საავტორო პროგრამა “თავისუფალი ზონა” და გადაიცემოდა სანტიაგოს ტელევიზიის “მეცხრე არხით”. ტელვიზიით გავიდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანდა, ჩვენი კონტაქტი არამიწიერი ცივილიზაციების ხომალდებთან. აქვე აჩვენეს, სიუჟეტი სადაც კომენტარებს, ამავე არხზე მომუშავე ჟურნალისტები და მოწვეული პირები აკეთებდნენ, ისინი ვინც ასევე პირადად ესწრებოდა კონტაქტს. ეს კადრები შენახული და დარეგისტრირებულია, ტელევიზიის არქივში.

“მეცხრე არხის” პროგრამა,–„თავისუფალი ზონა“ ჩილეს ტელევიზიით 1992 წლის ივლისში გადაიცა. ტელე სიუჟეტების პარალელურად ნაჩვენები იყო ჟურნალისტების ინტერვიუები მოვლენის თვითმხილველ ექსპერტებთან, ისინი საკუთარ შთაბეჭდილებებს აღწერდნენ.




"ჩილეს შემთხვევა"

წინამდებარე წიგნი აღწერს, იმ შემთხვევებს, რომელიც წინ უძღვოდა ზემოხსენებულ კონტაქტს, თუ როგორ შეიქმნა პროექტი “რამა”. რა პრობლემები იდგა ჩვენს წინაშე. როგორ განვითარდა შემდგომში მოვლენები, რა სახეცვლილება განიცადა ჩვენმა ჯგუფმა წლების განმავლობაში.


აქ გადმოცემულია ჩვენი კონტაქტის ფორმები და პირისპირ შეხვედრები უცხოპლანეტელებთან, მათ მიერ გადმოცემული ფანტასტიური ცოდნა, უცხო პლანეტაზე მოგზაურობა. ასევე ის დიდი წინააღმდეგობები, რაც ამ წარმოუდგენელი თავგადასავლის დროს გადაგვხდა თავს, იქნებოდა ეს ობიექტური გარეშე ხელისშემშლელი მიზეზები, თუ ჩვენს შორის წარმოქმნილი ურთიერთ დაპირისპირება და კონფლიქტი.

წიგნში აღწერილი ამბავი, რეალურად მომხდარი სინამდვილეა, რომელიც ჩვენ შეგვემთხვა ამ გზის დასაწყისში. იგი დღესაც გრძელდება.

წიგნში წარმოდგენილი მოვლენა, იმ უნივერსალური გონის გამოვლინებაა, რომელთანაც კაცობრიობა თავისი განვითარების მანძილზე, უწყვეტ ფარულ კავშირშია.

წიგნში გადმოცემული დიალოგები უცხოპლანეტელებთან ასევე რეალობაა, იგი სინამდვილეში მოხდა. ამ დიალოგების შედეგად მიღებული ინფორმაცია გაანალიზდა და დღევანდელი მკითხველის და საზოგადოების, სულიერებისა და ცნობიერების დონის შესაბამისად გადმოიცა.

ეს წიგნი, ჩემი მორიდებული შენატანია, იმ განსაკუთრებული ცოდნის სამყაროში, რომლის შესწავლაც აუცილებელია, რათა ახალ, ბედნიერ ცხოვრებას ვეზიაროთ!

[/color]
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Oct 6 2011, 03:06 PM
Post #109


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მარაკოხუასის პლატოზე(პერუ) გადაღებული 'არამიწიერი გიდის" ფოტო

http://www.youtube.com/watch?v=UNIn_9074R0...player_embedded
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Oct 13 2011, 12:05 PM
Post #110


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





. . . ამ ექსპედიციაში მონაწილეობის მისაღებად, ჟურნალისტები ერთი კვირით ადრე მოვიწვიეთ. ვცდილობდით, რომ ყველა საჭირო პირობა შეგვექმნა იმისთვის, რომ მათ მომხდარი მოვლენა ვიდეო და კინო კამერით დაეფიქსირებინათ. ჩემი აზრით ეს აუცილებელი იყო, რადგან ყველას, ფორმალისტებს, თუ კონსერვატორებს, იმ ხალხს, ვინც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ჩვენი საქმიანობის მიმართ, ვინც ახალს და არატრადიციულს არასოდეს არ ღებულობენ. საკუთარი თვალით ეხილათ არამიწიერი წარმოშობის კოსმიური ხომალდები და დარწმუნებულიყვნენ მათ რეალობაში. ზეცას ვუყურებდი და ვფიქრობდი, თუ რა გუნებაზე იქნებოდა ეს ხალხი ხვალ, როცა ხომალდები გამოჩნდებოდნენ და რა იქნებოდა ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ. . .

ამ შეხვედრას, მართლაც დაესწრო ჟურნალისტთა ჯგუფი, ჩილედან, კერძოდ ისინი სახელმწიფო ტელევიზიის “მეცხრე არხს” წარმოადგენდნენ, ეს გადამღები ჯგუფი არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ გადაცემას ამზადებდა-სახელწოდებით “საგანგებო ინფორმაცია”. ვიდეო მასალასთან ერთად, ისინი თვითმხილველებთან ინტერვიუს ჩაწერას ცდილობდნენ.

ამ ადამიანებთან ურთიერთობა რთული იყო, მათთვის ძნელი იყო მოვლენის არსში ჩაწვდომა, ისინი ყურადღების მიღმა ტოვებდნენ ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს, არც აინტერესებდათ ის, თუ როგორ და რა გზით მიაღწია ამას ჩვენმა ჯგუფმა, მათთვის მნიშვნელოვანი, ეფექტური მოვლენები, რიტუალები და ცერემონიები იყო. თავისი უგუნურებისა და სისულელის ჩარჩოთი შეზღუდული ჟურნალისტები, სკანდალური ინფორმაციის იქით ვერაფერს ვერ ამჩნევდნენ.

ღმერთო ჩემო! ვფიქრობდი ჩემთვის, ნეტა როდის დაიწყებს ხალხი ჩვენი მიმართულებით სერიოზულ ფიქრს?! ეს კონტაქტი, კაცობრიობასა და მაღალ განვითარებულ ცივილიზაციებს შორის, უმნიშვნელოვანესი ფაქტი იყო ისტორიაში, ამ მოვლენებს სრულიად მოულოდნელად შეიძლება ისეთი გაგრძელება მოჰყოლოდა რისთვისაც არავინ მზად არ იყო!

ღია კონტაქტის მიუხედავად, ჟურნალისტების ძირითადი ნაწილი გაურბოდა ინფორმაციის მიღებას. მათ თუნდაც იმ ფაქტის დაფიქსირებაც არ უნდოდათ, თუ რამდენი ადამიანი იყო ჩვენს ჯგუფში. ერთი შეხედვით ისე ჩანდა, თითქოს მედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ მოვლენის დაფიქსირება და მისი ფირზე, ან ფოტოზე გადაღება, მაგრამ შევამჩნიე, რომ ჟურნალისტთა ყურადღება ძირითადად იქითკენ იყო გაფაციცებული, რომ ისეთი ფაქტი, ან გამონათქვამი დაეფიქსირებინათ და გადაეღოთ, რომელიც მაყურებელში ეჭვის მარცვალს შეიტანდა, სიმართლეს გააუფერულებდა და სკეპტიკოსების აზრს გაამართლებდა.

ძალიან ცოტა თუ ცდილობდა, სარწმუნო და დამამტკიცებელი ისეთი ფაქტების მოპოვებას, რომელიც ამ ფანტასტიური მოვლენის დამამტკიცებელ საბუთად გამოდგებოდა. ალბათ თითო-ოროლა ადამიანის გარდა, ამ ფაქტს სერიოზულად არ უყურებდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Oct 25 2011, 01:36 PM
Post #111


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





არამიწიერი გიდის ფოტო. ეს ფოტო შემთხვევითაა გადაღებული, ამ კონკრეტულ სიტუაციაში გიდი უეცრად გაჩნდა უცნობი განზომილებიდან და გააფრთხილა ბავშვები ამ მიმართულებით არ წასულიყვნენ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 16 2011, 12:21 PM
Post #112


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფილმი მინდა ამაზე! smile.gif)))))))))))


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 16 2011, 12:28 PM
Post #113


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუმცა რად მინდა, რამდენი რამ დევს ისედაც. ანანდა მიყვარხარ.. კაცის მკვლელი რომ იყოსულ, ამ ტემის გამო მიყვაარხარ თავიდან ფეხებამდე smile.gif))))))


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 16 2011, 04:06 PM
Post #114


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანა @ Nov 16 2011, 12:21 PM) *
ფილმი მინდა ამაზე! smile.gif)))))))))))


ფილმს დაგიდებ ოუ ტუბზე!

http://www.youtube.com/watch?v=RC7nFVEy9Bk

ჯერ ეს ნახე ჩემი გაკეთებული ვიდეოა
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 16 2011, 04:09 PM
Post #115


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანა @ Nov 16 2011, 12:28 PM) *
თუმცა რად მინდა, რამდენი რამ დევს ისედაც. ანანდა მიყვარხარ.. კაცის მკვლელი რომ იყოსულ, ამ ტემის გამო მიყვაარხარ თავიდან ფეხებამდე smile.gif))))))


sweet.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 18 2011, 12:30 PM
Post #116


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მზის ფაზა



ორიოდე დღეში ბენიტესი ესპანეთში დაბრუნდა და თან ფანტასტიკური გამოცდილება წაიღო. რამდენიმე კვირის შემდეგ, კი იმჟამად უკვე მაღალი რეიტინგის მქონე გაზეთმა ”გაზეტა დელა ნორტემ ”, ჩვენს შემთხვევას მთელი ფურცელი დაუთმო. ეს მოვლენა და ის არაჩვეულებრივი გამოცდილება რაც ჟურნალისტმა საკუთარ თავზე გადაიტანა დეტალებში აღწერა. გარდა ამისა გაზეთში დაიწერა ისიც, თუ როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა არამიწიერ ცივილიზაციებთან. იმავე წელს, ზუსტად 1974 წლის ბოლოს, გაზეთის რედაქტორი და გამომცემლობა “პლაზა და ჯეინი’’, რომელიც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მდებარეობდა, დაინტერესდა ამ მოვლენის უფრო ფართოდ გაშუქებით, დოქტორ კაბრერამ თხოვნით მიმართა ბენიტესს, რათა წიგნი დაეწერა იმ ამბავზე, რაც მას პერუში გადახდა.

ჟურნალისტი დაგვიკავშირდა და გვკითხა, ხომ არ გვექნებოდა რამე საწინააღმდეგო ამ წიგნის გამოცემისა, ან რაიმე კომერციული პრეტენზია ხომ არ გვექნებოდა. ჩვენ მივწერეთ, რომ ამ მხრივ ჩვენგან არანაირი პრობლემა არ არსებობდა და არანაირი წინააღმდეგობას არ წააწყდებოდა. ჩვენ არც კომერციული უფლებების მოთხოვნას ვაპირებდით. ასე რომ მას თავისუფლად შეეძლო ასეთი წიგნი დაეწერა და გამოეცა.

1975 წელს, მან მართლაც დაიწყო წიგნის გამოცემისთვის მზადება, რომლის სახელი იყო: “ამო” სოს კაცობრიობას” წიგნში აღწერილი იქნებოდა ესპანელი ჟურნალისტის საოცარი მოგზაურობა პერუში, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენებზე რამაც მისი ცხოვრება შეცვალა. ეს წიგნი საშუალებას მისცემდა ესპანეთს და მერე მთელ მსოფლიოს ჩვენს მოღვაწეობას გასცნობოდა.

თუმცა ამ დროს ჩვენ ჯგუფში უკვე ბევრი რამე შეიცვალა. ლიმაში დაბრუნებულ ბენიტესს სულ სხვა სურათი დახვდა. ხუან ბენიტესის ესპანეთში დაბრუნების შემდეგ. ჩვენი ჯგუფით ბევრი დაინტერესდა, უამრავ ადამიანს გაუჩნდა სურვილი ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა, სპეციალურად ამ მიზნით დაინტერესებულ პირთა ჯგუფები ესპანეთიდანაც ჩამოვიდნენ.

ხალხთან ურთიერთობაში გასაგები გახდა, რომ მათ ჩვენსავით პროექტში მონაწილეობა და არამიწიერ ცივილიზაციებთან ურთიერთობის დამყარება უნდოდათ. ისინი მოითხოვდნენ, რომ კონტაქტისთვის აუცილებელი წესები გვესწავლებინა.

ჩვენს ჯგუფში ამ საქმის ენთუზიასტი ძალიან ცოტა აღმოჩნდა. წევრთა უმეტესი ნაწილი, ამის წინააღმდეგი იყო. ჩემი ძმა ფიქრობდა, რომ ამ ხალხს ვერ დავეხმარებოდით, მათი მართვას ვერ შევძლებდით, რადგან შესაბამისი სტრუქტურა ჩვენ არ გაგვაჩნდა. ასევე არ გვქონდა შემუშავებული მათი სწავლებისთვის საჭირო მეთოდიკა.

ამ აზრს მეც ვიზიარებდი. ჩვენი მოქმედების არეალი რაღა თქმა უნდა შეზღუდული იყო და ეს აშკარა იყო. გიდებთან აუცილებლად უნდა მომხდარიყო კონსულტაცია, რათა მათთან ერთად შემუშავებულიყო სამუშაოსთვის საჭირო ძირითადი პროგრამა, ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ ჩვენ შეგვძლებოდა სხვებსაც დავხმარებოდით იგივე გამოცდილების შეძენაში. ძალიან ბევრი წერილი მოგვივიდა, ესპანეთის ქალაქებიდან.

ინსტიტუტს, უამრავი ადამიანი მოაწყდა. ყველას აინტერესებდა დაწვრილებით გაეგო ჩვენი შემთხვევის შესახებ, მათი რაოდენობა ყოველდღე მატულობდა. მოსულთა შორის ის კონტინგენტიც აღმოჩნდა, ვისაც პირადი, უმთავრესად ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებდა, ეს ხალხი შველას და მოურჩენელი ავადმყოფობისგან განკურნებას ელოდა.

ეს ფაქტორი, რომელსაც რატომღაც ადრე არ ვითვალისწინებდი ამ სიტუაციაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან ჩვენი მუშაობის მთელი კურსი შეცვალა. ამის მიზეზი ჩემსა და ძმას შორის წარმოქმნილი უთანხმოება იყო ჩვენი კონფლიქტი ჯგუფში არსებულ სტრუქტურებს შეეხებოდა.

პირადად მე ძალიან გაღიზიანებული ვიყავი იმით, რომ გიდების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, ექსტრემალური რელიგიური და მისტიკური ელფერი ეძლეოდა.

ჩემი აზრით, თუ ჩვენ ადამიანებისთვის ახალი ცოდნის მიწოდებას ვაპირებდით, მათთვის თავისუფალი აზროვნების საშუალება უნდა მიგვეცა, ასე მათ შანსი ეძლეოდათ ჩვენს ცოდნაში არსებული შეცდომები აღმოეჩენათ. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ უფრო ადვილად შევძლებდით ამ პრობლემის გადაწყვეტას. ადამიანებს ძალიან ფრთხილად, ფაქიზად უნდა მივდგომოდით, მათთვის გასაგები ენით უნდა მიგვემართა, საუბარისას აშკარა, ნათელი ფრაზები და განმარტებები უნდა გამოგვეყენებინა, ეს აუცილებელი იყო რათა ცოდნის გადაცემისას ნებისმიერი გაუგებრობისათვის თავი აგვერიდებინა.

მსმენელისთვის არ უნდა შეგვექმნა ისეთი შთაბეჭდილება თითქოს არამიწიერი ცივილიზაციები ნებისმიერი სახის რელიგიური მიმართულების მიმართ ლოიალურები იყვნენ, ან თუნდაც რომელიმეს მხარს უჭერდნენ. ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. თავი უნდა დაგვეცვა, რომ ჩვენი პოზიციები რომელიმე პოპულარულ რელიგიაში გადმოცემულ სწავლებას არ შერეოდა.

საკუთარი თავისთვის გიდების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაყალბების უფლება არ უნდა მიგვეცა. ეს არ უნდა მომხდარიყო თუნდაც იმ მოტივით, რომ ამ ფორმით ხალხი უკეთესად მიიღებდა, ან გაიგებდა ახალ ცოდნას, ან თუნდაც უკეთესად შეგვხედავდა და შეგვხვდებოდა .

ვფიქრობდი, რომ ჩვენს მიერ გამოყენებული არასწორი ფრაზები და განმარტებები, არ მოგვცემდა სასურველ შედეგს. ასეთი მიდგომა მსმენელებს პასიურ რეჟიმში ამყოფებდა.

ახალ მოსულ კონტიგენტს თავიდანვე ჭეშმარიტებად უნდა მიეღო ჩვენგან მიღებული ცოდნა, ასეთი მეთოდი არ იქნებოდა სასარგებლო მათთვის და კონტაქტის შემთხვევაში ეს ინფორმაცია მათ არ გამოადგებოდათ.

ამ მიდგომის მიხედვით ისე გამოვიდა, რომ ჩვენთან მოსული პიროვნება სანამ ჩვენგან ახალ ცოდნას მიიღებდა, მანამდე თავისი რელიგიური თუ ფილოსოფიური შეხედულებებისაგან უნდა განთავისუფლებულიყო, სხვანაირად გიდების მოწოდებული ინფორმაციის გაგება მათთვის შეუძლებელი იქნებოდა. ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება არამართებული იყო. ასეთი მეთოდიკა ჩვენს საქმეს არაფრით არ წაადგებოდა. პირიქით მსგავსი მიდგომა მხოლოდ უწესრიგობას და ჯგუფის დაშლას შეუწყობდა ხელს.

ვფიქრობდი, რომ საკუთარი თავისთვის, ჩვენთან ნდობით მოსული ადამიანებისთვის რაიმე ზიანის მიყენებისა და მათი ინდივიდუალური განვითარებისთვის ხელის შეშლის უფლება არ უნდა მიგვეცა.

ეს თუნდაც იმით შეიძლება მომხდარიყო, რომ ჩვენს მიწოდებულ ცოდნა არასწორი აღმოჩენილიყო. ამის დაშვება არ შეიძლებოდა. ჩემი აზრით ეს პასუხისმგებლობა არ უნდა დაგვევიწყებინა.

სიქსტოს ამაზე თავისი განსხვავებული წარმოდგენები გააჩნდა. სწორედ ამ განსხვავებულობამ გამოიწვია ჩემსა და სიქსტოს შორის განხეთქილება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Nov 18 2011, 09:49 PM
Post #117


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



JC_cupidgirl.gif


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 21 2011, 01:30 PM
Post #118


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენი უთანხმოება დროში კიდევ უფრო გაღრმავდა. დაპირისპირების ზრდას ჩვენზე გავრცელებულმა ბოროტმა ჭორებმაც შეუწყო ხელი, ასევე უარყოფითად იმოქმედეს ე.წ ორთოდოქსმა მორალისტებმა, რომელთა ძირითადი მოტივი სინამდვილეში ლიდერობის ხელში ჩაგდება უფრო იყო ვიდრე სიმართლის გარკვევა. ამ სიტუაციამ და ჭორებმა ასევე უარყოფითად იმოქმედა ჩემი ოჯახის სხვა წევრებზეც. ამას დაემატა ჩემი მკვეთრი რეაქციები და შენიშვნები ჯგუფის წევრებზე, რომელიც მათი მისტიური ქცევებისა და რიტუალების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩემგან განსხვავებით სიქსტო ხალხის ასეთ მოქმედებას ამართლებდა და მხარს უჭერდა.

საერთო ჯამში ეს მიზეზები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კოლექტივს ჩემი გარიცხვა და ჯგუფის დატოვება მოეთხოვა. მე არჩევანის წინაშე დავდექი, ან უნდა მიმეღო ის წამოყენებული მოთხოვნები რომელსაც აქამდე ვეწინააღმდეგებოდი, ან წავსულიყავი არამარტო ჯგუფიდან, არამედ სახლიდანაც კი.

გაღიზიანებული და იმედგაცრუებული ვიყავი. ჩემთვის ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ჩემმა ძველმა კომპანიონებმა, მუშაობის საკუთარი, ახალი სქემა შეიმუშავეს. თითოეული მათგანი უკვე საკმაოდ დისტანცირებული იყო ჩემგან. ისინი საკუთარ პირად ინტერესებზე იყვნენ ფოკუსირებული და საერთო ორიენტაციის ჩამოყალიბებისთვის საჭირო შენიშვნებს მკვეთრად უგულებელყოფდნენ.

განაწყენებული ვიყავი, იმითაც, რომ წევრთა უმეტესობის მხრიდან მე განხილული ვიყავი როგორც გიდების მოწინააღმდეგე პირი, რომელმაც უარყო მათი მოწოდებული ინფორმაცია და უგულებელყო ის მიზნები საითკენაც უნდა მიგვემართა ჯგუფის ძალისხმევა.

ჩემი პოზიცია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება დამოუკიდებლად განვითარდეს, იქამდე, სანამ იგი არამიწიერ არსებებთან კონტაქტში შევა, უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

იმისთვის, რომ ამ გაურკვევლობიდან როგორმე თავი დამეღწია, გადავწყვიტე გიდებს დავკავშირებოდი. მსურდა იმის გაგება, შეეძლო თუ არა ახალ მოსულებს, მათთან კონტაქტის წარმოება. პასუხად მივიღე, ინფორმაცია, რომ მოვქცეულიყავი ისე როგორც მე ჩავთვლიდი საჭიროდ. ამ გზავნილის მიღების შემდეგ მოქმედების ახალ კურსზე დავიწყე ფიქრი და რამდენიმე დღის შემდეგ გადავწყვიტე ახალი ჯგუფი ჩამომეყალიბებინა. ჩემი აზრით, ახალი ჯგუფის ფორმირება შეცვლიდა ჩემს ურთიერთობას როგორც ყოფილ კომპანიონებთან, ასევე ოჯახის წევრებთანაც.

ახალი ჯგუფის შესაქმნელად რამდენიმე კვირა დამჭირდა, შევიმუშავე მოქმედების გეგმა და სქემა, ჩამოვაყალიბე მნიშვნელოვანი შეხედულებები. ასეთი მეთოდიკა საშუალებას იძლეოდა, ჯგუფის ფორმირება ბუნებრივი შერჩევის პრინციპის მიხედვით მომხდარიყო. გიდებთან კომუნიკაციისთვის კოლექტივი ასე უკეთესად მოემზადებოდა.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ბევრს ჩემი ასეთი სტრატეგია აღიზიანებდა. ზოგიერთი, ასეთ პოზიციას, გამოწვევად და შეურაცხყოფად, ხალხთან ასეთი ფორმით ურთიერთობას, კი პროვოკაციულ გამოხდომად, განდიდებისკენ სწრაფვად და ეგოცენტრიზმის გამოვლინებად მითვლიდა.

მიუხედავად ჩემი პროტესტისა და განმარტებისა, თუ რატომ ვიქცეოდი ასე, ჩემი პიროვნება უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო. საწყის ეტაპზე მათი საქციელი მე ხელს არ მიშლიდა. ჩემი მიზანი ყველა ადამიანისთვის დამოუკიდებელი განვითარების საშუალების მინიჭება იყო.

ჩემი აზრით, ჯობდა ასე მოვქცეულიყავი და შეცდომები დამეშვა, ვიდრე შეცდომების დაშვების შიშით არაფერი გამეკეთებინა წინსვლისათვის. ჯგუფის ყველა წევრს ვაძლევდი საშუალებას საკუთარი შესაძლებლობები გაეზარდა და ამასთან ერთად საერთო საქმის სასარგებლოდაც ემოქმედა.

1975 წელს პერუში დაბრუნებულმა ბენიტესმა სამწუხარო სურათი იხილა. მას ჩვენი ჯგუფი, ორ ნაწილად დაშლილი დაუხვდა. ერთი ნაწილი იზოლირებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო, ხოლო მეორე ჩემი ჯგუფი ბუნებაში გადიოდა და საველე სამუშაოებს ასრულებდა.

ხუან ხოსეს, თან სხვა ჟურნალისტები და ფოტოგრაფი ფერნანდო მუჩიკაც ახლდა. ისინი მიწვეულნი იყვნენ, სიქსტოს მიერ ორგანიზებულ ახალ კონტაქტზე. დანიშნულ ადგილზე ჩასვლის შემდეგ მათთან კავშირზე ორი მანათობელი ობიექტი გამოვიდა, რომელთა კამერაზე დაფიქსირება ფოტოგრაფმა ადვილად მოახერხა.

ამ მოვლენის შემდეგ ხუან ხოსე ბენიტესმა დაწერა მომდევნო წიგნი ”100 000 კილომეტრი “ამო”-ს კვალდაკვალ”. ეს ნაშრომი იგივე გამომცემლობის მიერ იქნა დასტამბული.

წიგნში, ბენიტესი ამ შეხვედრისა და საერთოდ მოგზაურობის მიმართ იმედგაცრუებას გამოხატავდა, იქ ასევე აღწერილი იყო ის ნეგატიური მდგომარეობა, რაც მას ჩამოსვლისას პერუში დახვდა. ტექსტებში გადმოცემული იყო ძირითადი ჯგუფის დაშლა და ორი პარალელური ჯგუფის განვითარების ისტორია.

ეს ნაშრომი ჩაფიქრებული იყო ბენიტესის პირველი წიგნის –“ამო” სოს კაცობრიობას“ გაგრძელებად.
( პირველი გამოცემა, უკვე საკმაოდ პოპულარული იყო ესპანეთში და პერუშიც).

ავტორის აზრით, ეს წიგნები მსგავსი ჯგუფების სხვა ქვეყნებში ჩამოყალიბებას ემსახურებოდა, ამ წიგნში ბენიტესს აღწერილი ჰქონდა საკუთარი შემთხვევა, როცა იგი გიდებთან ტელეპატიური კავშირის დამყარებას დამოუკიდებლად ცდილობდა.

ამ წიგნში ავტორი ასევე გადმოსცემდა საკუთარი ძალებით ორგანიზებულ საველე გასვლებს და თავს გადამხდარ საინტერესო დამთხვევებს.

1975 წელი ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ჩემთვის. ახალი ჯგუფის წევრები, კვირაში ორჯერ ვხვდებოდით. მათი უმრავლესობა, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად იყო ჩვენთან მოსული, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთნიც, ვისაც უფრო მეტის მიღწევის სურვილი ჰქონდა.

ჯგუფში განსხვავებული სულიერი დონის, განათლების, ასაკისა და პროფესიის ხალხი იყო. ისინი აქტიურად ჩაებნენ ჯგუფის საქმიანობაში. ყველა ცდილობდა ბეჯითად და ორგანიზებულად შეესრულებინა სამუშაო. მათ შორის იყვნენ: “იუნგ” რუდოლფო, არმანდო დიზე და მედინი, მისი დეიდა კეროლი, ხოსე სოუზა, სიქსტო ”ვრონგი”, ფერნანდო ველასი, ”კარლოს მეორე”, ანტონიო გუბიტო და სხვები. ჯგუფის განვითარების ამ სტადიას გიდებმა “მზის ფაზა” უწოდეს, რაც ადამიანებისთვის გონების გახსნას ნიშნავდა.

კოლექტივთან ურთიერთობის დროს, ზოგჯერ უხერხულობის განცდა მეუფლებოდა. გონებაში ჩემდა უნებურად ამომიტივტივდებოდა ძველ ჯგუფთან ურთიერთობა, მეგობრებთან ერთად გატარებული დღეები, მახსენდებოდა ერთობლივი მუშაობის პროცესი, ყველაფერი ის, რაც მე ამ ხალხთან მაკავშირებდა. ამ დროს საკმაოდ ცუდად ვგრძნობდი თავს.

ჩვენს მიერ ორგანიზებულ საველე შეხვედრებზე ხშირად ჩნდებოდნენ კოსმიური ხომალდები და ეს ძალას მმატებდა. ამის მიუხედავად ჩემი ნოსტალგიური განწყობა მაინც არ იცვლებოდა, საკმაოდ დამწუხრებული ვიყავი. ასეთი მძიმე რეალობა ჩემთვის ძნელი მისაღები აღმოჩნდა.

წარმოუდგენელი და აბსურდული იყო ის, რომ ჩვენი პირვანდელი კოლექტივი, რომელსაც საერთო თავგადასავლები აკავშირებდა, რომელიც ასე მობილიზებული და შეკრული იყო სამარცხვინოდ დაიშალა. გამოვლინდა სამწუხარო სურათი, კერძოდ ის, რომ ჯგუფის წევრებმა გიდების მიერ მოწოდებული ცოდნის იგნორირება მოახდინეს და ისაც, რომ თითოეული მათგანი პირადი, ეგოისტური მიზნების მიღწევისთვის იბრძოდა.

ამ საქციელის იმ მოტივით გამართლება, რომ ჩვენი ჯგუფი გაიზარდა და მისი დაყოფით მოსალოდნელი შეცდომებისგან თავს უკეთესად დავიცავდით, ძალიან არადამაჯერებელი არგუმენტი და ბავშვური მოტივი იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Nov 29 2011, 02:27 PM
Post #119


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლიმაში ჩემს შესახებ უსიამოვნო ინფორმაცია ვრცელდებოდა, ჩემი საქციელიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა აზრი რომ მე ვიყავი სეპარატისტი და განხეთქილების ჩამომგდები პიროვნება, ადამიანი, რომელიც ჯგუფიდან პირადი განდიდების მიზეზის გამო იქნა გამოძევებული.

მათი პოზიციები მას შემდეგ უფრო განმტკიცდა, როცა ჩემი ახალი ჯგუფი იხილეს, ეს ფაქტი კიდევ უფრო დამამძიმებელი გარემოება იყო ჩემთვის, მათაც საბოლოო ვერდიქტი გამომიტანეს, შავი მაგიის გამავრცელებლად, ბნელი და ბოროტი საქმეების გამავრცელებელ სუბიექტად შემრაცხეს. ეს ძალიან მძიმე განაჩენი, მოულოდნელი იყო ჩემთვის, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს წინააღმდეგ ამდენი ტყუილი და სიცრუე იქნებოდა მომართული.

მე სხვანაირად ვფიქრობდი, ჩემი აზრით, ბუნებისა და ჭეშმარიტების სიყვარული არსებული პრობლემების დაძლევისა და სისუსტეების გადალახვის უნარს მოგვცემდა. ამისთვის ასევე კარგი საშუალება იყო გიდებთან კომუნიკაციების განახლებაც.

პირველობა და ლიდერობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. ვცდილობდი ხალხისთვის ის ინფორმაცია მიმეწოდებინა, რაც ჩემი აზრით მათთვის საჭირო იყო. ძალისხმევას არ ვიშურებდი იმისთვის, რომ სამუშაო უკეთესად შესრულებულიყო, არაერთხელ ვთხოვე დახმარება გიდებს, მსურდა რომ შესაბამისი სამოქმედო პროგრამა შეგვემუშავებინა.

ჩემი აზრით, წარმოდგენილი პროგრამა ხელს შეუწყობდა ჯგუფის წევრების განვითარებას, დახვეწდა და აამაღლებდა მათ დონეს. ეს ყველაფერი ცენტრალიზებული მართვის სისტემის მინიმალური გამოყენებით უნდა მომხდარიყო, მსგავსი მოქმედება გამორიცხავდა ჯგუფის წევრებში დაპირისპირებას და მათ შორის შეჯიბრს. ასეთი ურთიერთობის ფორმა თითოეული მათგანის შრომისუნარიანობას მაქსიმალურად აამაღლებდა. გიდებისგან მოსულმა გზავნილმა დაბადა ახლი იდეა, რომ ჩვენს ბაზაზე ალტერნატიული სამოქმედო ჯგუფი შექმნილიყო.

ახალი ჯგუფის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე იყო. უნდა მოგვემზადებინა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც ახალი ჯგუფის ფარგლებში კოორდინირებულად იმოქმედებდა; ამ საქმეში იმ წესებით უნდა გვეხემძღვანელა, რომელიც ჩვენი ჯგუფის კონსოლიდაციას წაადგებოდა და მასში შემავალი კლექტივის გაძლიერებას მოახდენდა. ასეთი შედეგი მთლიანობაში წარმატებას მოუტანდა ყველა ჩვენგანს. თითოეული წევრისთვის გასაგები იყო, რომ ჯგუფის მოღვაწეობა და მოქმედება მსოფლიოს ხალხთა შეგნების კორექტირებას უნდა მომსახურებოდა.

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი, პატერნალისტური, ავტოკრატიული და სხვა სახის ლიდერომანიის გარეშე, უნდა გაკეთებულიყო, ჩვენი აზრით ასეთი მოქმედებით უკეთეს შედეგს მივიღებდით. მართლაც, ყოველივე ზემოჩამოთვლილის გათვალიწინებით მომდევნო თვეს ახალი ჯგუფი შევქმენით, სახელად “დედამიწის საკრებულო”

„დედამიწის საკრებულოს“ შემადგენლობა ფორმირდებოდა 12 ინსტრუქტორით, მათი დანიშნულება ჯგუფის მომავალი საქმიანობის მართვა იყო, ინსტრუქტორებს თავი უნდა აერიდებინათ, ერთპიროვნული მმართველობისთვის, მათ ჯგუფის სხვა წევრებისგან განსხვავებული რაიმე პრივილეგია არ გააჩნდათ. ჯგუფის შინაგანაწესი ინსტრუქტორს არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ იგი კოლექტივს-ე.წ “სუპერმენად” ან “გურუდ”, მოვლენოდა. ასეთი სტრუქტურიდან გამომდინარე ჯგუფს მასში შემავალი რომელიმე პერსონის გაკულტება, ან გაღმერთება არ ემუქრებოდა.

პირადად მე-ჩარლი, რიგითი სუბიექტი ვიყავი ამ ჯგუფში. ვცდილობდი ყველასთვის სასურველი გარემო შემექმნა და ამასთან ერთად იმ ადამიანებსაც დავხმარებოდი, ვინც დასახული მიზნის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაო დადებით შეფასებას იმსახურებდა, კმაყოფილი მაინც არ ვიყავი. ადამიანთა მიერ შექმნილი პატარა სისულელეებით გამოწვეული სეპარაცია მაინც მაწუხებდა და ჩემი კოსმიური ხელმძღვანელები, რომ არა (რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ და მამხნევებდნენ), ალბათ უფრო ცუდად ვიგრძნობდი თავს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მათი მხრიდან რამე განსაკუთრებულ რეაქციას ადგილი არ ჰქონია. რჩევას და მიმართულებას გიდები პირდაპირ არ მაძლევდნენ. მაგრამ იმან, რაც ჩვენი ჯგუფის ერთ–ერთ გასვლით შეკრებაზე მოხდა ჩემი მდგომარეობა და ახლადწამოწყებული პროექტი ძირეულად შეცვალა.

ახალი ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ორმოცდაათამდე კაცი, ჩილკას უდაბნოში გავემგზავრეთ. მათ ახალი გამოცდილებები უნდა მიეღოთ. ქალაქგარეთ გასვლას მე და რუდოლფო ვხელმძღვანელობდით. ადგილზე მივედით და დავბანაკდით. ჯგუფის წევრებს უმთავრესად საკუთარი თავის კონტროლის დაუფლებას ვასწავლიდით, რუდოლფო ავარჯიშებდა ჩვენს წევრებს იმაში თუ როგორ უნდა მიეღწიათ ამ განსაკუთრებული მდგომარეობისათვის, ეს გამოცდილება ახალი იყო ბევრი ინსტრუქტორისთვისაც.

მე სწავლებაში აქტიურ მონაწილეობას არ ვიღებდი, მხოლოდ შორიდან ვუცქერდი მეცადინეობას და შეცდომების შემთხვევაში ვერეოდი. რელაქსაციის ვარჯიშების შესრულებისას, ვიგრძენი გოდართან ჩართვა, გიდმა მთხოვა ორასიოდე მეტრით მოშორებული ვაკის მიმართულებით წავსულიყავი. მართლაც, რუდოლფოს და ჯგუფის სხვა წევრებს დარიგებები მივეცი და მითითებული ადგილისკენ გავეშურე..

გზას მთების მიმართულებით გაუყევი, მიმართულების კარგად გასაკვლევად ფანარი მოვმართე. უდაბნოს ქარი უმოწყალოდ ქროდა. სიცივემ ამიტანა, მთებს შემოვუარე და დანიშნულ ადგილთან მივედი. ჩვენი ბანაკიდან საკმაოდ შორს ვიყავი. გიდის ხმას მივაყურადე, მაგრამ მისგან შეტყობინება არ მოდიოდა, ცოტა ხანში გონებაში ჩამესმა: გაჩერდი! მოძრაობა შევწყვიტე და იქვე კლდეზე ჩამოვჯექი. ამ უკაცრიელ ადგილას თავი მიტოვებულად ვიგრძენი. ძველ მეგობრებთან დაშორება ძალიან მტკივნეული იყო და ვდარდობდი. გამახსენდა ჩვენი საერთო წარმატება თუ წარუმატებლობა. დასანანი იყო, რომ ამჯერად უდაბნოში მარტო მიწევდა ყოფნა. საშინლად დათრგუნული ვიყავი.

გოდარის ხმა ისევ ჩამესმა: ”გახსოვდეს შენ არ ხარ მარტო და არც არასოდეს იქნები. დაიმახსოვრე ყველა არსებას თავისი „პირადი დრო“ გააჩნია, რაც ამ სუბიექტში მიმდინარე პროცესებით და მისი შინაგანი რითმებით არის განპირობებული. ამ ბუნებრივი პროცესის ხელოვნურად შეცვლა არასასურველია. დღეს ერთი პასუხისმგებლობა გაქვს, ხვალ შეიძლება სხვა დაგეკისროს, გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება სხვა გაჩნდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმის შესატყვისად, რასაც თქვენს მიერ დასახული მიზანი მოითხოვს! სასოწარკვეთილებაში, ნუ ჩავარდები! შენს ირგვლივ განვითარებული მოვლენები ბუნებაში მიმდინარე მწიფობის პროცესია. ეს ყველაფერი, კი ამ მწიფობის პროცესში შენი ინდივიდუალური გზაა. დრო გაჩვენებს, ვინ იყო თქვენს შორის მართალი. მიზნისკენ მიმართულ გზაზე ჰარმონიულად იმოძრავე. ეცადე იყო ობიექტური სხვების მიმართ და საკუთარი თავის მიმართაც! მოვლენები თანამიმდევრობით გამოიკვლიე და ყველას აჩვენე კონსტრუქციული მოქმედების მაგალითი.“

ეს ზუსტად ის სიტყვები იყო, რომელსაც ამდენი ხანია ველოდი და რამაც ჩემზე დადებითად იმოქმედა. სანამ მე გოდარის ნათქვამზე ვფიქრობდი, ჩემგან რამდენიმე მეტრში მქრქალი ნათება გაჩნდა, მივხვდი, რომ ეს “ქსენდრა” იყო. ის თანდათანობით ჩამოყალიბდა სივრცეში და თავისკენ მიზიდავდა. ლურჯი ნათება საინტერესო სინათლის კონტრასტს ქმნიდა უდაბური უდაბნოს ღამის პეიზაჟთან. გოდარმა ტელეპატიურად მთხოვა ქსენდრაში შევსულიყავი, თვითონ კი სივრცითი გვირაბის გასასვლელში დამხვდებოდა.

კლდის შვერილიდან წამოვდექი და სინათლის ღრუბელში შევაბიჯე. იმწამსვე კანზე სიმხურვალე ვიგრძენი, სუნთქვა გამიჭირდა და თავი დამიმძიმდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეგრძნებები უცხო არ იყო ჩემთვის, მაინც ვღელავდი. „ქსენდრა“ თავისი ფანტასტიური ტრანსპორტირების უნარით, მაინც ძნელი გადასალახავი იყო. რამდენიმე წუთში გვირაბის ბოლოს მივაღწიე, გასასვლელთან შეუძლოდ გავხდი, ჩავიჩოქე და ცხვირიდან სისხლი წამსკდა. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოვიღე და სახეზე მივიფარე. თანდათან გონებაზე მოვედი და მივხვდი, რომ ისევ „ალფა ცენტავრას“ თანავარსკვლავედში მდებარე პლანეტა „აპუზე“ დაარსებულ ქალაქ „ილუმენში“ ვიყავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Dec 16 2011, 01:03 PM
Post #120


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემგან ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით ჩემი სულიერი გამყოლი იდგა. იგი ჩვეული სამოსით იყო, წელზე ფართო სარტყლით და ბალთაში ჩამაგრებული დიდი ზომის კრისტალით. ფეხთ ცნობილი მეტალის მსგავსი ბრინჯაოსფერი მაღალყელიანი ფეხსაცმელი ეცვა.

გოდარმა ხელით მანიშნა ახლოს მივსულიყავი. მოგზაურობისგან ჯერ ისე დაღლილი, წამოვდექი, სუნთქვა თანდათან აღმიდგა და ცხვირიდან სისხლდენაც შემიწყდა. ცხვირსახოცი ჯიბეში ჩავიდე და გოდარისკენ გავემართე. ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყველა უსიამოვნო ამბავი, დეპრესია, ოჯახში უთანხმოება და ამხანაგებთან კონფლიქტით გამოწვეული ტკივილი დედამიწაზე დარჩა. თავს ბედნიერად ვგრძნობდი. გოდარს მიუახლოვდი, მან თავი დამიქნია და მთხოვა გავყოლოდი. ვუთხარი რომ მოხარული ვარ იმით რომ ისევ ქალაქ ილუმენში ვიმყოფები.

– შენი აქ ყოფნა, თქვენს ჯგუფში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა! ეს ყველაფერი უშუალოდ დაკავშირებულია იმ საქმესთან, რაც ერთად წამოვიწყეთ. გვინდა დახმარება აღმოგიჩინოთ თქვენზე დაკისრებული მისიის შესრულებაში. ჯგუფზე დაკვირვებით, ჩატარებული სამუშაოების სახით ჩვენ ვიგებთ იმას, თუ რა სახის რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ, ადამიანებს ჩვენთან ღია კონტაქტის შემთხვევაში, ამის ნათელი მაგალითია ის მოვლენები, რაც თქვენს კოლექტივში განვითარდა. თუ როგორ ხდება ადამიანთა ერთმანეთთან დაპირისპირება და ერთმანეთისგან გათიშვა. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა ინფორმაციის მიმღები პირები ჩვენს მიერ გადაცემულ ინფორმაციაში თავიანთ იდეებს და ფრაზებს ამატებენ. ამ ფაქტს შეუძლია ჩვენი გადმოცემული ცოდნა გაამრუდოს და დაამახინჯოს. ეს რეაქციები და ქცევები თქვენში არსებული პრადიგმების მიზეზით ხდება, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი მიზეზებიც არსებობენ, რაც ამ დამახინჯებას იწვევს, ეს ადამიანში მიმდინარე რეფორმაციის პროცესის თანმხვედრი მოსალოდნელი და ცხადი რეაქციებია. თქვენი ჯგუფის სახით წარმოჩნდა განსაკუთრებული, უნიკალური ვარიანტი. ამ ჯგუფის მაგალითზე ჩვენ საშუალება გვეძლევა ღია კონტაქტის შედეგად შექმნილ დაჯგუფებებში მიმდინარე პოზიტიურ, თუ ნეგატიურ პროცესებს დავაკვირდეთ. ეს საშუალებას გვაძლევს ობიექტურად შევაფასოთ დედამიწაზე არსებული სიტუაცია; გამოვიკვლიოთ თუ რა არის მსგავსი მოვლენის მასტიმულირებელი, ან შემაფერხებელი ფაქტორი; დავინახოთ ის მექანიზმები, რაც ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის შინაგან გენერირებას იწვევს და მისი სულიერი სამყაროს რეფორმულირების პროცესში მონაწილეობს. თქვენს კოლექტივში წარმოქმნილი სიტუაცია და მუშაობის პროცესი გვიჩვენებს იმას, თუ რა უნდა იქნას გათვალისწინებული თქვენთან მიმართებაში, რა შეიძლება შეიცვალოს ამ მიმართულებით ჩვენი მოქმედების სტრატეგიაში. დედამიწაზე დღეს სახეზეა ადამიანის განვითარების განსაზღვრული დონე. ამ სინამდვილეს თავისი მიზეზები აქვს. ზოგიერთი ნეგატიური გაქტორი ადამიანის მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებითაა გამოწვეული, ზოგიც, რასაც თქვენც ამჩნევთ ( უნებისყოფობა, ურწმუნოება და სხვა) ამ სფეროში არსებული ნებისმიერი სისუსტით. არსებობს სხვა ხელისშემშლელი მიზეზებიც, რომელთა უმრავლესობაც ასევე თქვენს მიერაა წარმოებული. ჩვენ შეგვიძლია ზუსტად შევაფასოთ თქვენი შესაძლებლობები, ვხვდებით რა შეგიძლიათ თქვენ, ან რას ვერ მოახერხებთ. თქვენი ქმედება მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ რაც შეიძლება რეალური პირობები შექმნათ ხალხის მოსამზადებლად, იმ ახალი ეტაპისთვის, რომელიც თანდათანობით წარმოიქმნება დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ თქვენმა ჯგუფმა ჩვენთან კონტაქტის დამყარება შეძლო და ეს ურთიერთობა გადაიტანეთ, ჯერ კიდევ არა ხართ მზად იმისთვის, რომ მიწიერ სამყაროში არსებულ პრობლემებს შეეჯახოთ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

გოდართან ერთად ”ილუმენის” ქუჩებში დავდიოდი და თან გონებაში მისი ხმა ჩამესმოდა. ბოლო სიტყვების მნიშვნელობა მაშინ ვერ გავიგე. იმას კი კარგად მივხვდი, რომ ჩემთვის ახალი რისკის ფაზა იწყებოდა. არამიწიერ ქალაქში ამჯერად 12 დღე დავყავი, ამ პერიოდში ჩემი ქცევა საკმაოდ ორგანიზებული და გაცნობიერებული იყო, კარგად გავეცანი ქალაქის ცხოვრებას, მისი მართვის სტილს, წარმოებასა და წარმოებული პროდუქციის საზოგადოებაში გაცვლის წესს, ურთიერთობებს ადმინისტრაციულ ორგანიზაციებთან, მათი მუშაობის წესებს.

გოდარს უნდოდა, რომ ეს ყველაფერი კარგად გამეგო და დამემახსოვრებინა, რადგან მომავალში ეს ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის. მე მაშინ მხოლოდ 21 წლის ვიყავი და შეიძლება ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვერ გავიგე და ვერც შევითვისე, მაგრამ ძირითადი აზრი და იდეები ჩემთვის გასაგები იყო.

ორკვირიანი მოგზაურობის განმავლობაში ჩემმა ხელმძღვანელმა ბევრი რამ მასწავლა. იგი მიხსნიდა, რომ მე არ უნდა მწყენოდა ის, რომ ჩვენი ჯგუფის წევრებს შორის განსხვავებული პოზიციები და უთანხმოება გაჩნდა, რომ ყველას აქვს უფლება თვითონ აირჩიოს მისთვის კუთვნილი ინდივიდუალური განვითარების გზა და საკუთარ თავზე აიღოს პირადი პასუხისმგებლობა. თთოეულის არჩევანი და მისი გეზის სისწორე, საბოლოოდ მიღებული შედეგებით გაიზომება.

მიღწეული რეზულტატი საუკეთესო მაჩვენებელია იმ მიმართულების სამართლიანობისა, რასაც თითოეული ადამიანი ირჩევს. ზოგადად, შეფასებისას- მიღებულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, თუ რამდენად ჰარმონიულადაა განვითარებული სისტემა და მოქმედი სტრუქტურები. უმთავრესად ეს ნიშნებია მიღებული შედეგის პროდუქტიულობის მაჩვენებელი. ამ სტრუქტურებისა და ინსტრუმენტების დაუფლების შემდეგ უკვე საშუალება გექნებათ ხალხს მისცეთ შანსი ღრმად და სრულად შეიმეცნონ სიცოცხლის აზრი და მნიშვნელობა. ყოველივე ამასთან ერთად თქვენი წარმატების და საქმიანობის განხორციელების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩვენი მხარდაჭერა იქნება! ჩვენი მოქმედება ასევე იქნება თქვენი კოლექტივის თანდათანობითი ზრდისა და მყარი ეფექტური სტრუქტურის ჩამოყალიბების გარანტი. ჯგუფში მოსულ წევრებს შინაგანი ზრდის და სრულყოფის საშუალება უნდა მისცეთ. საბოლოო რეზულტატი–ის კრიტერიუმია, რომლის მიხედვითაც ძველი, თუ ახალი კოლექტივის მიღწეული წარმატება, წინსვლა, თუ უკუსვლა უნდა შეფასდეს.

ჩემი მოგზაურობისა და სტუმრობის დღეები მალე გაილია. გოდარმა ქსენდრასკენ მიმავალ გზაზე გამომაცილა. მალე მივუახლოვდით იმ ადგილს, სადაც ჩემთვის გამზადებული სივრცითი პორტალი მელოდა. მართლაც წინ ქსენდრა გამოჩნდა, მივხვდი, რომ ჩემი დედამიწაზე დაბრუნების დრო დადგა, თავი უხერხულად ვიგრძენი, ვყოყმანობდი, არ ვიცოდი რა მექნა, დავბრუნებულიყავი დედამიწაზე, თუ არა!?

იქ შინ, ხომ იგივე სურათი დამხვდებოდა, ის რაც წამოსვლისას დავტოვე, ისევ ის პრობლემები, წყენა თუ უსიამოვნება, ისევ მარტოობაში მომიხდებოდა ყოფნა და გამიგებდნენ, კი მე იქ დამხვედრი ადამიანები სწორად!? გოდარმა შემატყო, რომ ვყოყმანობდი და მკითხა: ხომ არ გინდა აქ დარჩე სამუდამოდ? გსურს უკან დაბრუნება? ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი, ეს ჩემთვის დიდ ცდუნება იყო.

ჩავფიქრდი, ამ ფანტასტიურ და უმშვენიერეს ადგილზე დარჩენა რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ ფიქრებთან ერთად ჩემს გონებაში გაიელვა დედამიწაზე დარჩენილი მეგობრების სახეებმა, თვალწინ დამიდგა ის სიტუაცია, რაც ჩემს მშობლიურ პლანეტაზე ხდებოდა. გამახსენდა, რომ უამრავი გაჭირვებული, ჩემთვის ნაცნობი, თუ უცნობი ხალხი აუცილებელ შველას საჭიროებდა.

ასე იყო თუ ისე, არჩევანი აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, ან აქ ამ პლანეტაზე არსებულ სამოთხეში უნდა დავრჩენილიყავი, ან დავბრუნებულიყავი უკან დედამიწაზე და იმ ადამიანებისთვის აღმომეჩინა დახმარება, ვინც ჩემს მშობლიურ პლანეტაზე ცხოვრობს და ამას აუცილებლად საჭიროებს.

ამ ხნის განმავლობაში გადატანილმა ფანტასტიურმა გამოცდილებებმა მიჩვენა, რომ, სიტუაციის სირთულისა და შესაძლებლობების სიმცირის მიუხედავად არსებობს იმედი, რწმენა უკეთესი მომავლისა. აქ რომ დავრჩენილიყავი, სინდისი მოსვენებას არ მომცემდა. ჩემ თავთან მართალი არ ვიქნებოდი, თუ იმ ხალხს ვინც ჩემს დაბრუნებას მოუთმენლად ელოდა იმედებს გავუცრუებდი. არა! ჩემი ადგილი აქ–5 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტაზე არ იყო. დედამიწაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ისეთი პიროვნება, თუნდაც ჩემი სახით, ვისაც კაცობრიობისთვის სასიკეთო საქმის კეთება ნამდვილად შეეძლო.

გოდარისკენ უდიდესი მადლიერებით აღსავსე მზერა მივმართე, შევბრუნდი და ქსენდრასკენ წავედი. ვნახავ კი ნეტავ მას მომავალში, გავიფიქრე ჩემთვის და ჩემს არამიწიერ ხელმძღვანელს და მეგობარს ისევ გავხედე, მან თავი დამიქნია და გამიღიმა, ღრმად ამოვიოხრე და სინათლის სიღრმეში შევედი. სივრცითი სატრანსპორტო საშუალების არაკომფორტულობის განცდის შემდეგ ისევ დედამიწაზე, ჩილკას უდაბნოში აღმოვჩნდი.

ბნელოდა, მიუხედავად იმისა რომ ”ალფა ცენტავრას” ვარსკვლავთა სისტემაში 12 დღე დავყავი, არ მენაღვლებოდა, რადგან ადრინდელი გამოცდილებიდან მახსოვდა, რომ სხვა სამყაროში გატარებული 15 დღე ჩვენი პლანეტის დროით მხოლოდ 15 წუთს უდრიდა, ამ შემთხვევაში კი ეს მხოლოდ 12 წუთი იქნებოდა; ღრმად ჩავისუნთქე რათა განცდილი მოგზაურობით გამოწვეული დაძაბულობა მომეხსნა და იმ მიმართულებით გავემართე, სადაც ჩვენი ჯგუფი ისევ განაგრძობდა ვარჯიშს.

Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V  « < 4 5 6 7 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 8th May 2024 - 11:19 PM