ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
May 28 2015, 08:46 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით სამყაროს შემქმნელია მორიგე ღმერთი, მან წარმოგზავნა დედამიწაზე ღვთიშვილნი დევებისგან შევიწროებულ ადამიანთა დასახმარებლად.
ღვთიშვილნი, ღვთისნადები, ჯვარ-ხატები, ანგელოზები, ღვთის ნასახნი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი... კვირია ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მას ზეცაში მორიგე ღმერთის მახლობლად უდგას კარავი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. ღვთისშვილნი ზეციდან მოსულები არიან, თუმცა შეიძლება ადამიანმაც მიაღწიოს ამ სტატუსს - მაგ. პირქუში ბაცალიგოსა და ახადის - ფშავის საყმოს - მფარველი ღვთისშვილი - თავდაპირველად კაცი ყოფილა, მჭედელი ხევსური. სახელად დავით მგელაისშვილი (ან მგელაისძე). გარდაცვალების შემდეგ სიწმინდის გამო ღმერთმა ღვთისშვილად გადააქცია. ღვთისშვილებმა ბრძოლით მოიპოვეს და დევებისგან გამოიხსნეს ის მიწა-წყალი, სადაც მათი საყმო სოფლები და სალოცავები დაარსდა და იმ დროიდან, მუდმივად მფარველობდნენ თავიანთ ყმებს. ფშავში ლაშარის მუხა ოქროს შიბითაა გამობმული ცაზე, ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა. კოპალას მიერ ლახტით გაპობილი ლოდი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 28 2015, 10:55 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მორიგეს 3000 ნასახი ჰყოლია და თითოეული 17 000 წელს ცოცხლობდა (ამის წყაროს აზრზე არ ვარ )
ღვთისშვილობა განსაკუთრებული ძალაუფლება და მოვალეობა იყო. მათ ევალებოდათ თავისი თემის მფარველობა. მსახურებიც ჰყავდათ ამისთვის - ქადაგი, მოენე, დობილები... ზოგიერთს გველეშაპიც კი ემსახურებოდა - მაგ. გველისფერი და ცხენი - ლაშარის ჯვარს უხილავი ცხენი ჰყავდა. ბევრი ღვთისშვილი ციდან ნათლის სვეტად არის ჩამოსული: შუქი ჯერ მაღალ მწვერვალზე ეცემა, მერე სოფელში რომელიმე ადგილას, სადაც ის საბოლოოდ არსდება. ამიტომ ღვთისშვილთ ორი საარსო აქვთ და ხალხიც ორ ადგილას ლოცულობს: მთის წვერზე და მთის სოფელში. შიბი -"ჯაჭვი", ცის და მიწის კავშირის ერთ-ერთი საშუალება. ფშაველ-ხევსურთა წარმოდგენით ოქროს შიბით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ღვთისშვილები. შიბები მათთვის ბილიკებია, რომლის საშუალებითაც ისინი სტუმრობენ ერთმანეთთან. შიბით ადიან ღვთისშვილები მორიგე ღმერთის კარამდე... მთელი ცა დაქსელილია უხილავი შიბებით, რომლებზეც განუწყვეტლივ მოძრაობენ ისინი. ზოგჯერ ხილულ სახეს იღებენ, ეჩვენებიან მოკვდავთ. ასეთი შიბების ხილვა ჰქონია ვაჟა-ფშაველას დედას, რომელსაც თავად მოუყოლია ეს ხილვა: "მე და ჩემ ბიძაშვილს ქალს სხლოვანს დერეფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დგანდგარი, ბრდგნიალი დადგა ისეთი, მეგონა მთა-ბარი თუ იქცევაო. შეშინებული წამოვჯე ლოგინში, გავიხედე და მთელი ცა განათებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე სხლოვანის გორითა, გადაბმულები, ზედ ცეცხლის ბალღები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და ისეთ მწკეპრ (წმიდა) ხმაზე გალობდნენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს კაცის ყურიო". მიყვარს ეს მონაკვეთი ვწუხვარ, რომ თემის შესაფერისი ფოტოებით გაფორმება არ შემიძლია. ქართველ ხელოვანებს უნიკალური წყარო აქვთ, ჯერ ხელუხლები - ქართული მითები და რას ელოდებიან არ ვიცი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 06:31 AM |