მედიტაცია |
მედიტაცია |
Oct 17 2020, 12:15 AM
Post
#21
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
tikoroma გეთანხმები,გამომიცდია, მაგრამ კაი რამეა დარწმუნებული ვარ. მე კრევეტების ბირიანი მირჩევნია, პიტას კრატუნა პურთან და დაალთან ერთად. თუ თეატრალური დაამთავრე, ექიმად ვერ იმუშავებ. არავის სჭირდება შენი არტისტულობა, თუკი პაციენტს დაღუპავ. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. თუ გასხივოსნებას ეძებ, მსგავსი ნონსენსიდან თავი შორს უნდა გეჭიროს. თუ განტვირთვას ეძებ, ვინ მამაძაღლი ხმა ამოვიღო, ზოგს აშტანგა იოგა ხიბლავს, პოზებში წელვა და სხვ. ზოგს ბლექ მეტალი, ან ბრუტალ დეს მეტალის მოსმენა, ზოგი ხშირად მასტურბირებს, ზოგი ხატავს, ზოგი მღერის, უამრავი ჰობი არსებობს და ყველა ჰობმა მიჩევა იცის. გასხივოსნებას კი ვერ მიეჩვევი და ვერც ჰობად გაიხდი, თუ რა თქმა უნდა სპეკულიანტი არ ხარ. სპეკულირება ნებისმიერი თემით შეიძლება და სამსარას ხიბლიც ამაშია. სამსარა ჰგავს მაკდონალდსს. მაკდონალდსში ან ქეიეფსიში ხინკლის საჭმელად არ მიდიხარ. ეგ, ე.წ. მედიტაციები იგივეა მაკდონალდსში იჯდე და ითხოვდე ხინკალი მომიტანეთო. - არ გვაქვს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამსარაში. გადახედეთ მენიუს. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Oct 17 2020, 12:21 AM
Post
#22
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როგორც ტიბეტელმა ლამამ უპასუხა მოწაფეს, რა აზრი აქვს ამდენი ხალხი რომ ზის და მედიტირებს 24 საათი მონასტერშო,
ლამამ, გონებამახვილურად მიუგო, რაც მთავარია აქ როცა ზიან გარეთ არ დაბორიალობენ, არ ქურდობენ, არ კლავენ და არ აუპატიურებენ ხალხსო -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Oct 17 2020, 12:24 AM
Post
#23
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუ პატიოსანი აღოჩნდი და არა შარლატანი, ცხადია აგრძელებ ძიებას, რადგან ვერც ჯივაში და ვერც აჯივაში შენი თავი ვერ იპოვე. შემდეგ ეტაბს მე დავარქვი შივა და ასეც ჰქვია. შივა, ანუ არც ჯივა და არც აჯივა. ჯივას დავარქვათ ყოფნა, აჯივას არყოფნა, მთლიანობას რომ ეძახიან, ყველაფერი ერთი იყო, ყველა მიყვარდა და სხვ. და შივა, ანუ არც ყოფნა და არც არყოფნა. დიახ, არის ასეთი მდგომარეობა, ჯერ კიდევ არისტოტელემ დაარქვა სახელი ენტელექეია, მოგვიანებით ლაიბნიცმა გადაარქვა და დაარქვა ენერგია. რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია, ენტელექეია, ენერგია, შივა თუ ნუგზარი? მთავარია არის ასეთ მდგომარეობა. ამას ჰქვია ნირვიკალპა სამადჰი, იგივე ნირვანა, იგივე მოკშა, ფანა და სხვ. და როდესაც აქაც იქნები უკვე ნამყოფი, აი, დაახლოებით ისე, პარიზი, ჰმ, ნამყოფი ვარ, რა გაინტერესებს? ეიფელის კოშკი, თუ ნაპოლეონის საფლავი? და, როდესაც შივაშიც იქნები უკვე ნამყოფი და იქაც, ცხადია, ვერ აღოაჩენ შენ თავს, ეს ჭირი, რასაც მაძებელი და ძიება ჰქვია, იშლება, ინგრევა და მაგ წამს უწოდებენ გასხივოსნებას. მადლობა ძალიან კარგი პოსტია |
|
|
Oct 17 2020, 12:29 AM
Post
#24
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბარემ აქ დავდებ მერე კიდევ გადავხედავ
დავითის თემა http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2216 სამადჰი, პირადი გამოცდილება |
|
|
Oct 19 2020, 07:21 PM
Post
#25
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 69 Joined: 6-December 17 Member No.: 7,673 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მედიტაცია ღმერთთან ლაპარაკიც არის და ამას წერს ელიზაბეტ ჯილბერტი თავის წიგნში ჭამე, ილოცე, შეიყვარე.
|
|
|
Oct 19 2020, 11:43 PM
Post
#26
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
nancho41
მედიტაცია ღმერთთან ლაპარაკიც არის და ამას წერს ელიზაბეტ ჯილბერტი თავის წიგნში ჭამე, ილოცე, შეიყვარე. რომელ ღმერთთან? მორიგი იდიოტია, ეგ წიგნი კი, ტოტალური ნონსენსი, რომელსაც არავითარი მხატვრული ღირებულებაც კი არ გააჩნია, ჩემი აზრით რასაკვირველია. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Oct 19 2020, 11:44 PM
Post
#27
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძალიან გავს იმ იდიოტიზმს, ფსიქოლოგმა მაია ფანჯიკიძემ რომ დაწერა და გაურკვეველ ფრაზებს რომ იმეორებს მეწაღეც კი.
საერთდ ფსიქოლოგები და ოპტიმისტები ცუდად წერენ, ნუ კითხულობთ მაგათ ნაჯღაპნებს. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Oct 20 2020, 12:01 AM
Post
#28
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იმის თქმა მინდა, რომ თუ გსურთ განტვირთვა, თერაპია, ჰობი, გართბა, შეგიძლიათ იკითხოთ ჯილბერტიც და ასტრიდ ლინდგრენი,
ასევე უამრავი რამ შეგიძლიათ, მათ შორის უსმინოთ ე.წ. გურუებს, მაგრამ თუ გასხივოსნება გსურთ, ამისათვის საჭიროა მედიტაცია, ანუ ატმავიჩარა, საკუთარი თავის გამოკვლევა. ეს არ არის ჰობი. ეს არის ბილეთი ერთ ბოლოში. როდესაც ამ გზაზე დგები, უკან დასაბრუნებელი გზა აღა არის. გასხივოსნებას თუ ჰობად გაიხდი, ისევე როგორც კითხვას, იოგას, ფიტნესს, ცურვას, სექსს და ა.შ. ამით დაკარგავ მას. ამიტომ თავიდანვე უნდა იცოდე რა გინდა. მე არ ვარ წინააღმდეგი გართობის და დროსტარების, არც ჰობის და თერაპიის, მე წინააღმდეგი ვარ არევის, როცა გასხივოსნებას ურევენ ამათში. არავინ ასხამს ყავას ჩაიში, ან არავინ ჭამს უნიტაზზე დამჯდარი. ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. თუკი ყველაფერს ერთმანეთში ავზილავთ, მოგვიანებით ვეღარც კი შევამჩნევთ იმ მცირედ განსხვავებასაც კი, რითც ცხოველებისგან განვსხვავდებოდით. ღიირს ამად? -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Apr 26 2024, 10:44 AM
Post
#29
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამოვწიოთ ეს თემა. წლების განმავლობაში არაერთი სისტემით მედიტაცია ვცადე, მაგრამ საკუთარი ჭეშმარიტი მე-ს განცდის შედეგი მაინც არ მქონდა. შედეგები მქონდა, მცირე დროით ნეტარების მდგომარეობაში აღმოჩენას თუ შედეგად ჩავთვლით, რომელიც მალევე ქრებოდა და არანაირი "პრაქტიკული სარგებელი" (ცნობიერების შეცვლა, უწყვეტ, ჭეშმარიტ "მე" ცნობიერებაში შესვლა) არ მოუტანია სულიერების გზაზე. შემდეგ რამანა მაჰარიშს და მის მოსწავლე რობერტ ადამსს გადავაწყდი, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ჩემი წარმოდგენა მედიტაციაზე და რეალური შედეგებიც დამიდგა. ორი სიტყვით მაჰარშის მედიტაციის ან უფრო სწორად თვითკვლევის პრინციპი ასეთია: ის ამბობს არაა საჭირო ლოტოსის პოზაში დაჯდომა და რამეზე მედიტირება. იმიტომ, რომ როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენ მოვიაზრებთ, რომ ვართ სუბიექტი, რომელიც ობიექტზე მედიტირებს, მაგრამ ეს შეცდომაა, რადგან ეს ეგო მედიტირებს, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჭეშმარიტი მე, ამიტომ გრძელი გზით არ უნდა წავიდეთ - ის სუბიექტი, რომელიც მედიტირებს, შეიძლება როდესღაც მივიდეს ჭეშმარიტ მე-მდე, მაგრამ არ ჯობს უფრო მოკლე გზა ავიჩიოთ, გავაქროთ ეს სუბიექტი და პირდაპირ სულიერ მე-ში გადავიდეთ? ამას მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ამისთვის კი გვთავაზობს ასეთ მეთოდს - როცა ფიქრები მოგვდის და შინაგანი დიალოგი ირთვება დავსვათ კითხვა "ვინ ვარ"? "ვის მოსდის ეს ფიქრები" პასუხი იქნება - მე. "მაშ, ვინ არის ეს მე"? ამ დროს დგება პაუზა, არ პასუხობ და ხვდები, რომ ეს "მე" ეგოა და მას მოსდის ყველა ფიქრი. ანუ აქრობ ამ ყალბ მე-ს და შესაბამისად ქრება ყველა ფიქრიც. ძალიან მარტივი და თან ცოტა რთული ასახსნელია. მეც თავიდან ვერ გავიგე კარგად, სანამ პრაქტიკა არ დავიწყე. ეს პრაქტიკა იქცა არა რაღაც განსაზღვრულ მონაკვეთად დღის განმავლობაში, არამედ ცხოვრების შემადგენელ ნაწილად მთელი დღის განმავლობაში.
აქვე ჩემს მცირე თარგმანს დავდებ მაჰარშის წიგნიდან (Be As You Are: The Teachings of Sri Ramana Maharshi) რომელიც უნდა დაგეხმაროთ ვინც ამ მიმართულებით დაინტერესდება და მერე თავად უკეთ გაერკვევით. ....."ადვაიტას და მაჰარშის მიდგომები პრაქტიკასთან დაკავშირებით განსხვავდებოდა რადიკალურად. მაჰარში ემხრობოდა თვითკვლევას, ვედანტას მიმდევრები კი გვირჩევდნენ მედიტაციის სისტემას, რომელიც იყენებდა ინტელექტის მეშვეობით იმის მტკიცებას, რომ ატმანი ერთადერთი რეალობაა. ისეთი მტკიცებები, როგორიცაა „მე ვარ ბრაჰმანი“, ან „მე ვარ ის“, ჩვეულებრივ მანტრების სახით გამოიყენება. ან უფრო იშვიათად, პრაქტიკოსი მედიტირებს მათ მნიშვნელობაზე და ცდილობს განიცადოს ამ დებულებების შინაგანი მნიშვნელობა. რადგანაც თვითკვლევა ხშირად იწყება კითხვით "ვინ ვარ", ბევრი ადვაიტეს მიმდევარი თვლიდა, რომ პასუხი უნდა გაეცეს - "მე ვარ ბრაჰმანი". და ამ ჭკუისმიერი პასუხით კავდებოდნენ. რამანა აკრიტიკებდა ასეთ მიდგომას - ჭკუა, რომელიც მუდმივად დაკავებულია გამზადებული პასუხების გამეორებით, ვერ შეძლებს მათ წყაროში ჩაღრმავებას და გაქრობას. ასეთივე კრიტიკულად უდგებოდა მათ, ვინც ცდილობდა „ვინ ვარ“ მანტრასავით გაემეორებინა. მისი აზრით, ორივე მიდგომას თვითკვლევაში მთავარი გამორჩება: კითხვა „ვინ ვარ“ არ არის არც ჭკუის ანალიზისთვის და მისი ბუნების შესახებ დასკვნების გასაკეთებლად, არც მანტრული ფორმულა. ეს არის უბრალოდ ინსტრუმენტი, რომელიც ყურადღების მიმართულებას გადაადგილებს ფიქრების და აღქმების ობიექტებიდან იმაზე, ვინც ფიქრობს და აღიქვამს. რამანას აზრით, საკითხის „ვინ ვარ“ ამოხსნას ვერ ვიპოვნით ვერც ჭკუაში, ვერც ჭკუით, რადგან ერთადერთი სწორი პასუხი არის „ჭკუის არარსებობის განცდა“. ადამიანი, რომელიც უარყოფს „მე ის არ ვარ, მე ეს ვარ“, ვერ უარყოფს „მე“-ს. იმისთვის, რომ ვთქვა - „მე ის არ ვარ, ეს ვარ“, ამისთვის უნდა არსებობდეს მე. ეს მე კი ეგოა. ან „მე“ ფიქრი. სხვა ყველა ფიქრი ჩნდება ამ „მე“ ფიქრის გაჩენის შემდეგ. რომელიც შესაბამისად მთავარ ფიქრ-ფესვს წარმოადგენს. თუ ფესვს ამოვიღებთ, აღმოიფხვრება სხვა ფიქრებიც. ამიტომ უნდა ვეძებოთ მე-ფესვი, „ვინ ვარ“ კითხვის მეშვეობით. და სხვა ყველა ფიქრი გაქრება და დარჩება მხოლოდ სუფთა ატმანი. კითხვის დასმისას „ვინ ვარ“, კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ შიგნით, სადაც წარმოიქმნება „მე ვარ“ ფიქრი - სხვა ყველა ფიქრის საფუძველი". -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Apr 26 2024, 07:19 PM
Post
#30
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რონდა მპერნის (სიქრეთის ავტორი) ბოლო წიგნი არის ზუსტად ის, რომ ცდილობს გვასწავლოს გავაცნობიეროთ ვინ ვართ.
ეს ახალი წიგნი სრულად სხვა საფეხურა მის წიგნებში. ჯერ კარგად არ დამიმუშავებია, რადგან ეს წიგნი მის სხვა წიგნებთან შედარებით უფრო სიღრმისეულია... არის ასეთი მომენტი როცა ამბობს, დავუსვით თავს შეკითხვა: 1. მაქვს ცნობიერება? 2. დააკვრდით ცნობიერებას... 3. შეეცადეთ შეინარჩუნოთ და იყოთ ცნობიერება. ვნახოთ... ასე მგონია მართლა ერთგვარად გიხსნთს ეს გზას, რომ დაინახო ვინ ხარ. |
|
|
Apr 26 2024, 11:11 PM
Post
#31
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
ის ამბობს არაა საჭირო ლოტოსის პოზაში დაჯდომა და რამეზე მედიტირება. მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ფრაზაზე, ზოგისთვის სიზუსტე მავნებელია, ზოგს ის წყალივით სჭირდება. აქ ეს წყურვილია. მე ხელს არ შემიშლის ღრმა საიდუმლოების აქ ღიად წერა, რადგან შეხედავენ და ვერ დაინახავენ, მოისმენენ და ვერ გაიგებენ. ვისაც ყურები აქვს სასმენად, ის გაიგონებს. ამიტომ გეტყვით. იყო დრო, ხალხს ვთავაზობდი ორად ორ წიგნს, რამანა მაჰარშის ვინ ვარ მე? და ნისარგადატა მაჰარაჯის, მე ვარ ის... მაგრამ შევიცვალე და დავიჯერე ანგელოზების და დემონების არსებობის. მიცვალებულებთან კონტაქტის. ამავე დროს მივხვდი, რატომ ვერ აღწევენე ადამიანები შედეგს რამანს და ნისარგადატას გზით, მათ შორის მეც და თქვენც. ეს ხდება მარტივი მიზეზის გამო. რამანა მაჰარშის მოსწავლეები არ ჰყოლია. ის არ იყო გური. მას არ ჰყავდა გურუ. ის არ მიეკუთვნებოდა ცოცხალ ხაზს ხელდასხმისა, რომელიც მომდინარეობს წლები, საუკუნეები. არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებმაც იმდენი იმუშავეს წინა ცხოვრებებში, რომ საკმარისია მცირებიდ ბიძგი მიმდინარე ცხოვრებაში და მუქტის მდგომარეობაში გადადის, ანუ თავისუფლდება. რამანა გასხივოსნდა 16 წლისა, როდესაც კლინიკურად მოკვდა. მას არც უპანიშადები, არც გიტა და არც ვედები ჰქონდა წაკითხული ამ ცხოვრებაში. არც გურუ ჰყოლია (არც მოწაფეები, ვიმეორებ) ასეთივე იყო ადანდამაი მა. ჩემ გულში ზუს დედას ვეძახი. ჩემ გულს უყვარს უზომოდ. ასეთებს მოწაფეები არ ჰყავთ. ასეთებდათ მიდიან და სამადჰის მდგომარეობაში ვარდებიან იქვე. შემდეგ იწყებენ სწავლებებს თვითონ. რამანას არავის ინიციაცია მოუხდენია. პაპაჯი, მისი ყველაზე ცნობილი „მოწაფე“. არც მასზე დაუსხამს ხელი, არც ადამსზე. ამიტომ, მე ვიგრძენი პირველად ცხოვრებაში ნამდვილი ხაზის, ცოცხალი ინიციაციების ჯაჭვის ძალა. ამიტომ ღმერთმა გამომიჩინა კრია იოგას პრაქტიკა. (დაგუგლეთ) კრია, ნიშნავს კეთებას და აჰამ-კარას და კარმას ფუძეშიც ეს კრ-ა. ეს არის საქმე, სამუშაო, რასაც გასხივოსნებისთის ვაკეთებთ. ეს არის სულიერი დისციპლინა, რუტინა თუ გნებავთ, მაგრამ ამ სიტყვამ არ შეგაშინოთ. ესაა რუტინა, რომელიც სხვა რუტინებს ანიჰილირებას უკეთებს და აუცლებელია სოციუმში ინტეგრირებისთვის. მე ღმერთმა გამომიჩინა ეს გზა. (როდესაც ვამბობ ღმერთი, ეს იგივეა, რაც რამანს მე, Self, Paramatman, ან Parabrahman). ჩვენში სამი ძირითადი არაცნობიერი პროცესია, თუმცა აქედან მხოლოდ ერთის კონტროლი შეგვიძლია. საჭმლის მონელება ჩვენი კონტროლის მიღმაა, არც გულს ვამუშავებთ და სისხლის მიმოქცევას, ამიტომ რჩება სუნთქვა. სუნთქვის დისციპლინით და კონტროლით შესაძლებელია პრანას სწორი მიმართლებით მოძრაობა, რადგან პრანა მიბმულია ჰაერზე და ჟანგნადზე, რომელსაც ჩავისუნთქავთ. პრანა შაქტია. ყველაფერი შაქტია რასაც ხედავთ და ვერ ხედავთ. ყველაფერი რაც ენერგიაა, ესაა ქალური ენერგია, შაქტი, რომელიც მოუსვენარია. ის სულ მოძრაობს, როგორც მდინარე. ის სულ იცვლება. ეს ბუდამ დაამტკიცა. მან თქვა რომ ერთადერთი რამაა უცვლელი, ფაქტი, რომ ყველაფერი ყოველთის იცვლება. ესაა შაქტი. შაქტი არ არის მშვიდი. შაქტიში მშვიდობას ვერ იპოვით. ვერ შეაჩერებთ სიბერეს, სიკვდილს, სხეულის ზრდას. ესაა ჩაქტი. თუმცა შაქტი მშვიდდება მაშინ, როდესაც შეერწყმის მის საწყისს, შივას. ეს კი ჩვენში უნდა მოხდეს. შივა, ესაა ბინდუ. არაფერი, შუნიატა. გნებავთ სიცარიელე. გასხივოსნება დგება მაშინ, როდესაც შაქტი შეიცნობს შივას. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
May 16 2024, 11:41 AM
Post
#32
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აქ მინდა ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდა ჩემში ატმავიჩარა თვითკვლევის პრაქტიკების შედეგად
არა გურუების თეორია, არამედ პრაქტიკული გამოცდილება. რა ხდება მაშინ როგორ იცვლება მე-ს აღქმა და როგორი აისახება ეს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და როგორ გრძელდება ადამიანური ცხოვრება? ყოველდღიური ინტენსიური პრაქტიკის შედეგად (ალბათ 3-4 თვე) - ვინ ვარ, ვის მოსდის ეს ფიქრები, ვინ განიცდის, ვინ ღელავს, ვის უხარია, ვინ იაზრებს? პასუხი - მე, მე - ოლდმენს. მე-ს და არა ჩემს ნამდვილ მე-ს. და თანდათან მოხდა განცალკევება მე-პიროვნების და ნამდვილი მე-ს. კარგად დავიჭირე ეს განცალკევების ზღვარი, რომელიც ნელ-ნელა გავზარდე. ფიქრები ამ დროს ყოველთვის არ ჩერდება, უბრალოდ მასში აღარ ხარ ჩართული, აკვირდები როგორ მოდიან და მიდიან, მაგრამ აღარ აიგივებ შენს თავთან. ისინი აღარ გიპყრობენ, აღარ გაბრაზებენ და აღარ გმართავენ. ყოველთვის იჭერ ფიქრის ჩართვის პროცესს. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტია, როცა აღარ აიგივებ თავს ამ ფიქრებთან რაღაც მომენტში შეიძლება სულ გაჩერდეს ეს პროცესი. ასეთ დროს დგება სიჩუმე, ტვინი-ჭკუა გაოგნებულია, ცდილობს ისევ თავს მოგახვიოს თავისი უაზრო ფიქრები, მაგრამ ძალა აღარ აქვს. ამ დროს დგება შინაგანი სიჩუმის მომენტი, თითქოს სიჩუმის შრიალი გესმის და უფრო ღრმად შედიხარ მასში. ფიქრები აღარ გაქვს და ამავდროულად, ცნობიერება არ გაქვს დაკარგული, თითქოს ტვინის გარეშე ყველაფრის აზრზე ხარ, "გაცნობიერებული თანდასწრება" (ოსოზნანნოე პრისუტსტვიე) რასაც ეძახიან ტერმინით. . ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები. ხოლო ასეთ მდგომარეობაში არ ხდება არც გადებილება და არც გაღიმებულ მდგომარეობაში დარჩენა, როგორც შეიძლება ვინმეს ეგონოს. კიდევ ერთი მომენტი: ხვდები თუ რამდენ ენერგიას გაკარგვინებდა უაზრო მენტალური პროცესი, მთელი დღე ჩართული შინაგანი დიალოგი. ეს ენერგია გარდაიქმნება და გაცნობიერებულობის დონე საოცრად იზრდება. როგორც ვთქვი, თითქოს ტვინის გარეშე მოგდის პასუხები, ხოლო ტვინს რთავ როცა პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა გსურს -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
May 17 2024, 08:08 AM
Post
#33
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
მომილოცავს!!! საოცარია ის, რომ ზუსტად მაგაზე ვმუშაობ რონდა მპერნის პრაქტიკით. |
|
|
May 17 2024, 09:31 AM
Post
#34
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth
საინტერესოა, როგორი პრაქტიკაა. რაზე ამახვილებს ყურადღებას? -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
May 18 2024, 07:03 AM
Post
#35
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,159 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უნდა გაიგო შენი ნამდვილი მე. ეკითხები შენს თავს მაქვს ცნობიერება? აი მაშინ იჭერ მომენტს, და ეს მომენტი არის, რომ უნდა შეინარჩუნო ცნობიერება.
ხსნის ამ ახალ წიგნში ძალიან უბრალო ენით, ისეთი ხალხისათვის, ვინც ვერ წაიკითხავს იმ უსაზღვროდ დიდ ლიტერატურას ამ საკითხებზე. მერე იძლევა პრაქტიკებს. რონდა მპერნის წიგნებიდან ეს სრულიად განსხვავებულია. აი ეს: https://www.bookland.ge/%E1%83%A3%E1%83%93%...%83%9A%E1%83%9D |
|
|
May 18 2024, 12:08 PM
Post
#36
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
May 25 2024, 01:30 PM
Post
#37
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნისარგადატა მახარაჯი მედიტაციის შესახებ:
რა არის მედიტაცია? - ვინც ეძებს რეალობას, მისთვის მხოლოდ ერთი სახის მედიტაცია არსებობს - შეუბრალებელი უარი ფიქრებს, რომ ჰპოვონ თქვენთან თავშესაფარი. ფიქრებისგან თავისუფლება ეს არის მედიტაცია. ვიწყებთ იმით, რომ ფიქრებს საშუალებას ვაძლევთ იდინონ და ვაკვირდებით. თავად დაკვირვება ანელებს ჭკუას, სანამ საბოლოოდ არ გაჩერდება. როდესაც გაჩუმდება, შევინარჩუნოთ ასეთ მდგომარეობაში. არ უნდა მოგვწყინდეს ეს სიმშვიდე. ვიყოთ მასში. უფრო ღრმად შევაღიწოთ. დავაკვირდეთ ჩვენს ფიქრებს, დავაკვირდეთ იმას, ვინც აკვირდება ამ ფიქრებს. ფიქრებისგან გათავისუფლებას საბოლოოდ შევიგრძნობთ იმით, რომ დაგვეუფლება საოცარი ნეტარების შეგრძნება. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jul 27 2024, 09:14 PM
Post
#38
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აუცილებელია ფიქრების გაჩერებასთან დაკავშირებით მოხდეს მნიშვნელოვანი დაზუსტება და ხაზგასმა. ფიქრებს კი არ ვაჩერებთ ან ეს მიზანი კი არ უნდა გვამოძრავებდეს, ამას ვერ შევძლებთ, უბრალოდ მათ არ მივყვებით. და სწორედ ამას გულისხმობს "ფიქრების გაჩერება".
ძალიან კარგი მაგალითი მახსენდება სადღაც წაკითხულიდან. როგორც რკინიგზის სადგურში ვდგავართ და ვხედავთ როგორ შემოდიან მატარებლები და გადიან, თუმცა არცერთში ვსხდებით. მათ უბრალოდ ვუქცერთ. ასევეა ფიქრები. მოდიან-მიდიან, მაგრამ არ ვერთვებით, ვაცნობიერებთ და ვუშვებთ. ესაა პრაქტიკა, ძალზე მარტივი. როდესაც დაიწყებთ პრაქტიკას, ყოველთვის ეს მაგალითი გაიხსენეთ. მე როცა პრაქტიკა დავიწყე ეს იყო ჩემი შეცდომა, მოლოდინი იმისა, რომ ფიქრები შეწყვეტენ არსებობას, მაგრამ არა, ამ მიზანმა ჩიხში შემიყვანა. ფიქრებს არ უნდა ებრძოლო, მათ ვერ დაამარცხებ, მაგრამ გაიმარჯვებ იმით, რომ მათ შენზე ძალა აღარ ექნებათ. და ამის შემდეგ ნელ-ნელა უკვე ხდება შენი ნამდვილი ბუნების გაცნობიერება ახალს არაფერს ვამბობ, ეს თითქოს ყოველთვის ვიცოდი და ვწერდი, მაგრამ მაინც მავიწყდებოდა და ჯიუტად ველოდი მათ გაჩერებას -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 03:17 AM |