ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
May 28 2015, 08:46 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით სამყაროს შემქმნელია მორიგე ღმერთი, მან წარმოგზავნა დედამიწაზე ღვთიშვილნი დევებისგან შევიწროებულ ადამიანთა დასახმარებლად.
ღვთიშვილნი, ღვთისნადები, ჯვარ-ხატები, ანგელოზები, ღვთის ნასახნი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი... კვირია ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მას ზეცაში მორიგე ღმერთის მახლობლად უდგას კარავი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. ღვთისშვილნი ზეციდან მოსულები არიან, თუმცა შეიძლება ადამიანმაც მიაღწიოს ამ სტატუსს - მაგ. პირქუში ბაცალიგოსა და ახადის - ფშავის საყმოს - მფარველი ღვთისშვილი - თავდაპირველად კაცი ყოფილა, მჭედელი ხევსური. სახელად დავით მგელაისშვილი (ან მგელაისძე). გარდაცვალების შემდეგ სიწმინდის გამო ღმერთმა ღვთისშვილად გადააქცია. ღვთისშვილებმა ბრძოლით მოიპოვეს და დევებისგან გამოიხსნეს ის მიწა-წყალი, სადაც მათი საყმო სოფლები და სალოცავები დაარსდა და იმ დროიდან, მუდმივად მფარველობდნენ თავიანთ ყმებს. ფშავში ლაშარის მუხა ოქროს შიბითაა გამობმული ცაზე, ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა. კოპალას მიერ ლახტით გაპობილი ლოდი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 11 2015, 02:35 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პირველად დასახა მორიგემა
პირველად დასახა მორიგემა ბერი ბუქნაი ბაადური. იმას მისცა მორიგემ ღმერთმა საფერჴედ თეთრი ცხენი. იმას დაუქვივნა სახელად “ბედის ბედაური”, ის არის იმის საკვეხური, ცის კივკავებში სახეთქები! ბაადურს ჩააცვა მორიგემა ტანზედა კაბა სისვისაი, ჩაქმან ჩააცვა რკინისანი, თავზედ დაჰხურა თეთრი ქუდი, ჭიგუნი მისცა თუჯისანნი, კაბის საყელოთ შასაყრელნი. მათრაჴი მისცა მორიგემა სენსამსალაით გაფევრული, მემრე გადმაუშვ ჴმელეთზედა! მემრ მე დამსახა თერგვაული, მაღლა მთაშია მდგომარეიო, ტახტ მამილოცა ოქროსაი, შვიდმეტ ათასი წელ წავიდა ჩემ დასახვითვე, ღთის კარს მამცა სათავეიო; როგორც ჴორციელნი ჩვენ გვლოცულობენ, ეგრე ჩვენ ვლოცულობთ მორიგესაო. სამ ათასნი ვართ ღვთის ნასახნი. მორიგემა მეც კაბა ჩამაცვა სისვისაი, ჩაქმან ჩამაცვნა სინისანი. ჭიგუნი მამცა ოქროსანი. მათრაჴი მამცა ცხრაკუთხიანი, ქუდ აღარ მამცა მორიგემა. საგმიროდ მამცა ოქროს ბურთვი, ქაჯთ ბუბუნეებით მოტანილი. ორნ მამცა მოწაფენი: ერთს დამიქვივნა რუთიაო, ერთს რექაიო. მემრ დამამკვიდრა ღვთის კარზედა. მორიგემ უბრძანა ქრისტე ღმერთსა, როცა შამოჴდა ღთის კარზედა, — ერთ შენც დასახე ანგელოზიო. მაშინ ქრისტე ღმერთმა დასახა ერთი ტანად აყრილი (ანგელოზიო). მემრე უთხრა მორიგემა: სახელს მე დავაქვივნებო. მორიგეს უთხრა ქრისტე ღმერთმა: მჴარნ ვერ დაუსახენ ანგელოზისნიო. მემრე უთხრა მორიგემა: “მჴარნ დაუსახენ არწივისანიო, სახელ კოპალა დავაქვივნათო.” იმას მისცა ჩასაცომი ჩემსავით კაბა სისვისაი. ჩაქმან ჩააცვნა რკინისანიო, ჭიგუნი მისცნა სინისანიო. მარცხენაზე ქოთან მისცა ნავთიანიო, შიგა მათრაჴი ფესვიანიო. შამცოდვეთაზე საწინწლები, ნავთი მათრაჴითა ფესვიანითაო. ამას მისცა ხუთნი მოწაფენი, მორთულნი რკინის ტალავრითაო. ზღვის პირზე სასაგნავი კოპალას მისცა მორიგემა. ასლიტრიანი საგმიროი სინისაი, ცეცხლის ალივით ანთებული. ის მიულოცა მორიგემა, მემრე გადმაუშვა ჴმელეთზედა. თუ კოპალეს მეტმ ამ საგმიროს ჴელ მიახლას, ან ფეჴი, ცეცხლ აშჩინდას, დაიწვას http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8...s-Antologia.pdf -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 4th May 2024 - 06:01 AM |