ქრისტიანობა, როგორც მისტერიათა მისტერია. |
ქრისტიანობა, როგორც მისტერიათა მისტერია. |
Feb 17 2012, 12:08 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 30-October 11 Member No.: 6,600 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE 'visama vritti pranayama'[/b]date='Feb 12 2012, 10:39 PM' post='66890'] Τρισμέγιστος [b]ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით. [/b] მოგესალმებით... იქნებ განმარტოთ და განავრცოთ თქვენივე ხელნაწერი საინტერესო იქნება ამ შეკითხვამ განაპირობა თემის გახსნა. ძალიან ფართო და მომცველობითი თემაა, რასაც ვერ ამოწურავს ერთი და გინდაც მრავალი პოსტი. მას სავარაუდოდ მოჰყვება მრავალი შეკითხვა, გამოხმაურება ყველანაირი (თუნდაც რადიკალურად საპირისპირო) აზრისა და ხედვისა. ამიტომ დაე იყოს ეს თემა, რომლის მცდელობა იქნება გაგვარკვიოს თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა (აქვს) ქრისტიანობას, რა არის თავისი არსით იგი, როგორც კაცობრიობის სულიერი აღმავლობის ნიშნული. მანამდე atmanი შემეკითხა კრიშნას თაობაზე და იმაზე, თუ როგორაა შერაცხული სულისმეცნიერების მიერ კრიშნას ინდივიდუალობა. იყო თუ არა ის ღვთის ძე? მართალია ეს კითხვა (დღემდე პასუხგაუცემელი დარჩა რიგ მიზეზთა გამო) სხვა თემაში დევს, მაგრამ არსებითად უკავშირდება ბატონი ვისამას შეკითხვას რადგან ამ შეკითხვაზე პასუხით, ანუ ამ თემით არსებითად გაეცემა პასუხი atman–ის შეკითხვასაც. ალბათ უპრიანი იქნება, რომ ეს მეტად ვრცელი და მრავალი წახნაგის მქონე თემა ერთი კონკრეტული წახნაგის გათვალსაჩინოებით დავიწყოთ. ეს წახნაგი გახლავთ მისტერიული ასპექტი. მისტერია– როგორც ტაძარში დავანებული ეზოთრული შემეცნების გულისგული, ჩვენი სულიერი ყოფიერების წარსულია და საინტერესოა რას წარმოადგენდა? რა კონკრეტული საჭიროების გამო არსებობდა და რამ გამოიწვია მისი სრული ასიმილაცია? რამ (ვინ) შეცვალა რადიკალურად ძველი ეზოთერული სწავლებისა და ადამიანის სულიერი პროგრესის მიმართულება და შინაარსი? რად გარდაიქცა ძველი მისტერიული კულტურა, სად და რა სახით მოხდა მისი მეტამორფოზა? რად გარდაიქმნენ ძველი მისტერიების ნარჩენები, "ნაჭუჭები?" აი კითხვები, რომლებსაც ამ თემამ უნდა უპასუხოს. და ყველაზე მთავარს – რა არის ქრისტიანული ეზოთერიკა, როგორც ერთადერთი, რომელიც დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს – ქრისტეს? რა არის მისი მიზანი და მისია? -------------------- ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th May 2024 - 07:07 PM |