შიში შეიქმს სიყვარულსა, ვეფხისტყაოსანი სტროფი 1054 |
შიში შეიქმს სიყვარულსა, ვეფხისტყაოსანი სტროფი 1054 |
Dec 28 2018, 08:30 AM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შოთა რუთაველი წერს:
"კარგად იტყვის მოციქული: 'შიში შექიმს სიყვარულსა'". ჩემი აზრით, შიშ შექიმს სიყვარულსა, არის აბსოლუტური ნონსენსი. ჯერ ერთი, რომელი მოციქული ამბობს ამას? თუ ვინმემ იცით, დასერჩეთ და დააციტირეთ სახარება, მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ვთქვათ თქვა, მაგრამ იდოტობა რომაა რა ვუყოთ? ეს არის ადამიანური გრძნობადი აღქმების, ანუ ცნობიერების მონისტური ფილოსოფიის მიმართულებით განვითარების უსუსური მცდელობა. აქ, ორი დამოუკიდებელი ფენომენი, შიში და სიყვარული, შერწყმულია და მეტიც, თუ ფუნდამენტალიზმის ჭრილში განვიხილავთ, პირველი, გვევლინებამ მეორის ფუნდამენტალურ დონედ. ჩემი აზრით, სიყვარული, უანგაროა და ჰგავს მზეს, რომელიც ანათებს. შიში გავს ქაოსს და წყლის ერთ-ერთ აგრეგატულ მდგომარეობას, მყარს, როდესაც წყალი იყინება. შიში, ბევრნაირია, მაგრამ ყველა შიშ შიშია. ამ ლოგიკით, შიში, არის ხე, რომლის ერთი ტოტი, მოზრდილი ტოტი, სიყვარულია. ეს აბსურდია, ეს იდიოტობაა. რას ფიქრობთ თქვენ? მეთანხმებით, თუ არ მეთანხმებით? 'შიში, შეიქმს შიშს' მაქსიმუმ, რაც შიშს შეუძლია შექნას, სტოქჰოლმის სინდრომია. ის რომ, შიშ შეიქმს სიყვარულს, იმდენად უკიდეგანო იდიოტობაა, რომ ბიბლიასაც კი ეწინააღმდეგება, ანუ იმას, საიდანაც თვითონ ამოიზარდა როგორც იდეა. ბიბლიაში წერია, რომ ყველაფერი შეიქმნა ტავთავისი გვარისდა მიხედვით და თავთავისი თესლისდამიხედვით. ჰოდა, მაშინ რა საჭირო იყო ორი სათაური? თუ სიყვარულსაც შიში შეიქმს, რა ჯანდაბად გვინდოდა ორი სათაური? უვიცობა, უგუნურება და დისკრიმინაცია. აი რა არის ეს წინადადება. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Nov 27 2019, 07:25 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,136 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
1044
მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა. 1045 გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: "ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!" არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მოციქული: "შიში შეიქმს სიყვარულსა". დავძებნე ინტერნეტში, არ მახსოვდა ზუსტად სად ეწერა შოთა რუსთაველს ეს ფრაზა და ჩავიკითხე, რადგან მართლაც დამაინტერესა, რას გულისხმობდა შოთა „მოციქულთა“ პირით ნათქვამ ამ სიტყვებში. რადგან თვითონ კი არ ამბობს, „შიში შეიქმს სიყვარულსაო“, არამედ მოციქულნი. ზედა სტროფს თუ წაიკითხავთ, 8 კაცი 9-ს შემორტყოცა და ცხრა 8-ს. ასეთი რამ ჯერ არცერთ ჰოლივუდის ფილმში არ გადაუღიათ ალბათ. ალბათ ესაა კიდევ ერთი საკითხი. რას გულისხმობდა ამ სიტყვებში. ამ ყველაფერში სადაა სინამდვილე. როგორ უნდა გავიგეთ ეს ყველაფერი. იქნებ 8 თუ 9 საუკუნე იმდენად შორეულია, სინამდვილეში ჩვენ ვერც მივცემთ ამ ყველაფერს ახსნას? ჩემი აზრით შეუძლებელია შიშით სიყვარული წარმოიშვას. შიში ნეგატიური გრძნობაა, ამ გრძნობის დაძლევა უნდა ვისწავლოთ და უნდა შევძლოთ ის გადავლახოთ. რუსთაველი უდიდესი გენიოსი იყო. მე ვფიქრობ ამ ყველაფერს მართლაც განსხვავებული ახსნა აქვს, როგორც ზემოთ აღნიშნა jarmen -მაც. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 21st May 2024 - 06:44 PM |