IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?!
kate
post Sep 26 2011, 06:32 AM
Post #61


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



...... ახლა ცოტა რამ იმ საშიშროებაზე, რომელიც რამოდემიჯერ ვახსენე, და რაც ემუქრებათ მათ, ვინც შავ მაგიას ეწევა. გარდაცვალების შემდეგ, ჩვენ მართალია მეოთხე განზომილებაში ვერ ვხვდებით, მაგრამ სადღაც ნახევარ გზაზე ვართ, ჩვენი ცნობიერების 45 გრადუსით შემობრუნებას შემეცნების გაცილებით მაღალ დონეზე ავყავართ, იმასთან შედარებით, სადაც ახლა ვართ, ამიტომაც იქედან, მიუხედევად იმისა, რომ ჩვენი ნამდვილი წარმოშობა არ გვახსოვს, კარგად ვხედავთ დაშვებულ შეცდომებს, და რახან კარგად განვითარებული ემოციური სხეული გვაქვს, ფიზიკური სხეულის გარეშე ბევრი რამ გასაგები ხდება ჩვენთვის, მაგი, რომელმაც პირველად დაუშვა შეცდომა, იქედან კარგად ხედავს რაც ჩაიდინა მაგრამ მის მიერ შექმნილი ეგრეგორებისაგან არც იქ არის თავისუფალი, პირიქით, იქეთ უფრო ძალა აქვს ასეთ ფანტომებს, მათ უფრო დაბალი ასტრალი უკავიათ, აქვე არიან ის სულებიც, რომლების ძალიან ბევრი ცხოვრება ეწეოდნენ მაგიას რის გამოც თავიანთ ნამდვილ სხეულებთან, ენერგეტიკული კავშირი უკვე დაკარგეს და ამდენად მათი ინკარნაცია ფიზიკურ პლანზე აღარ ხდება, მათ უკვე წაშლილი აქვთ თავიანთი ცივილიზაციის კოდი, ისინი სულები აღარ არიან, რადგან როდესაც სხეულთან ენერგეტიკული კავშირი წყდება, სულის ცნობიერება უკან ბრუნდება, ჯერ სხეულში და შემდეგ სხეულიდან მონადაში, როგორც კი სულის ცნობიერება სხეულს დატოვებს, სხეული კვდება, ისევე როგორც ჩვენთან, მაგრამ ეს უკვე ნამდვილი სიკვდილია (მაგრამ არა სულის) და წარმოუდგენელი ტკივილი ყველასთვის.
ასტრალურ პლანზე დარჩენილი ასეთი არსებები ენერგიას ინკარნირებული ანუ ფიზიკურ პლანზე მყოფი მაგებისა და მათი რიტუალებისგან იღებენ. მათ გადარჩენის შანსი თითქმის ნულის ტოლია. ისინი ითანხმებენ ასეთ სულებს საკუთარი სურვილით აირჩიონ გზა. ასეთი არჩევანის გამოსწორება კი მხოლოდ ფიზიკურ პლანზეა შესაძლებელი. სანამ საბოლოო კავშირი გაწყდებოდეს სხეულთან ინკარნირებულ მაგს ყოველთვის ეძლევა საშუალება "გაარღვიოს წრე", ყოველთვის ექმნება პირობები შეცვალოს არჩევანი, რადგან ყოველი სული სამყაროსთვის უსასრულოდ ძვირფასია და მისი გამოცდილების შესანარჩუნებლად, მის საერთო ცნობიერებაში დასაბრუნებლად ყველანაირად იბრძვის. თუ ასეთმა სულმა, რომელიც ჯერ კიდევ ინკარნირებულია, ვერ გამოიყენა ბოლო შანსი, გარდაცვალების შემდეგ თავის სხეულთან ენერგეტიკულ კავშირს კარგავს. და იმ დაბალი ასტრალის მსხვერპლი და წევრი ხდება, რომელიც მისნაირი არსებებით და მათ მიერვე შექმნილი ფანტომებით და ეგრეგორებით არის დასახლებული, ეს კი საშინელი და დაუნდობელი ადგილია, ეს არის მართლაც ბნელი "ძალების ადგილი", მაგრამ არც ერთ ადმიანზე, არც ცოცხალზე და არც მკვდარზე ხელი არ მიუწვდებათ, რადგან დამოუკიდებლად არანაირი ძალა არა აქვთ და მითუმეტეს ვერავის ენერგეტიკულ ველში ვერ შეაღწევენ თანხმობის გარეშე, ჩვენი თანხმობის გარეშე ახლოსაც ვერ მოვლენ. ეს დაბალი ასტრალი თავისი არსებებით უზარმაზარ ნეგატიურ იმპერიალს ქმნის პლანეტაზე, რაღაც რუხ ფენას, რომელიც პლანეტარული ძვრის დროს, ერთი განზომილებიდან მეორეში გადასვლისას მთლიანად ნადგურდება, რადგან არ ეკუთვნის არც ერთ განზომილებას და არც ერთ სამყაროს......
Go to the top of the page
 
+Quote Post
David27
post Sep 26 2011, 08:29 AM
Post #62


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 474
Joined: 8-January 11
Member No.: 6,349

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ალბათ ''ჯოჯოხეთი'' აღწერე. სულისთვის მომაკვდინებელი მხოლოდ შავი მაგიის ფლობაა? smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest
post Sep 26 2011, 01:20 PM
Post #63


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,708
Joined: 9-September 10
From: Somewhere Over The Rainbow
Member No.: 6,258

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ 26th September 2011 - 06:10 AM) *
არავითარი რქიანი და კუდიანი ან თხისთავა ეშმაკი არ არსებობს,

ვიცოდი რა, ვიცოდი
და რომ ვამბობდი, მეუბნებოდნენ, ნუ ამბობ ღმერთი დაგსჯისო biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Sep 26 2011, 02:57 PM
Post #64


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ever
smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Sep 26 2011, 03:27 PM
Post #65


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David27
ჰო, ვიცი საშინელი სურათია, მაგრამ ასეა sad.gif
ის არსებები, პრინციპში აღარც არსებებია უკვე, სული უკვდავია და დატოვებული აქვს ის ასტრალური სხეული, მხოლოდ ფანტომებია დარჩენილი. რომლებსაც საარსებო საკუთარი ენერგია არ გააჩნიათ, შეპყრობილობა - ერთ-ერთი გზაა, რითაც ისინი "იკვებებიან", მაგრამ ყველა შეპყრობილი რაღაც ეტაპზე თვითონ აძლევს უფლებას, სხვა გზა არ არსებობს - სიმთვრალის, ნარკოტიკების, სქესობრივი აღგზნების დროს ბუნებრივი დამცავი მექანიზმი მოდუნებულია და შედარებით ადვილად ახერხებენ თანხმობის მიღებას.
შავი მაგია ცოტა ვიწრო გაგებაა, ეს ძირითადა ეხება სულიერი ენერგიის სხვის საზიანოდ შეგნებულად გამოყენებას. რადგან აქ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ სამყაროს მკაცრი კანონების მიუხედავად შევინარჩუნოთ თანდაყოლილი სულიერი თვისებები, თვალდახუჭულებმა ვისწავლოთ სწორი არჩევანის გაკეთება, და არა მივაგნოთ და მითუმეტეს, ეგოისტური მიზნებისთვის გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები. თვითონ მაგია, ჯადოქრობა კი არ არის მომაკვდინებელი, მაგია ჩვენი ბუნებრივი უნარის გამოყენებაა, მაგრამ ამ უნარის მიგნება და მერე საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად, სხვის საზიანოდ მისი გამოყენების არჩევა არის "მომაკვდინებელი".
Go to the top of the page
 
+Quote Post
David27
post Sep 26 2011, 10:26 PM
Post #66


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 474
Joined: 8-January 11
Member No.: 6,349

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ანუ ეს ფანტომები ე.წ. დემონებია? ატლანტიდელების მიერ შემთხვევით გახსნილი პორტალიდან ეს ფანტომები შემოიჭრნენ ჩვენს სამყაროში?
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Sep 27 2011, 04:40 PM
Post #67


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David27
რასაც დემონებს უწოდებენ ეგზორხისტები ძირითადად ეს ფანტომებია, რომლებიც, რეალურად აღარც არსებები აღარ არიან და არანაირი საკუთარი ძალა არ გააჩნიათ, მათ შეუძლიათ მხოლოდ პიროვნების ფსიქიკაში ჩამალული ყველანაირი ნეგატიური ამოქაჩონ და გამოიყენონ, ვერც ერთ მტკიცე ფსიქიკის და სუფთა სინდისის ადამიანს ვერ "ჩაუსახლდებიან", ვერ შეაღწევენ მათ ენერგეტიკულ ველში, შეგვიძლია რაღაც უსიამოვნო კვამლისმაგვარად წარმოვიდგინოთ, რომელმაც ოთახში შესასცლელი თუ ნახა, თანდათან აავსებს, მაგრამ საკმარისია ფანჯარა გააღო - უკვალოდ გაიფანტება.
ატლანტიდის დროს ჩვენს სამყაროში შემოჭრილი არსებები და "ბნელი ძალები", სრულიად სხვადასხვაა, თუმცა, მათი დედამიწაზე დარჩენილი მცირე ნაწილი დღემდე იყენებს ადამიანის ენერგეტიკულ ველს საარსებოდ, და ბევრი ჩვენთაგანი შეიძლება მრავალი ცხოვრება ატარებდეს ასეთ არსებას და და არც არაფერი იცოდეს, არც არანაირ გავლენას არ ახდენდეს მის განვიტარებაზე, იმდენად მცირე ენერგია ჭირდებათ საარსებოდ, თუმცა შეპყრობილთა ერთი ნაწილი მათი დამსახურებააცაა, როდესაც ჩვეულ "დონორს" კარგავენ (ამის სხვადასხვა მიზეზი არსებობს) და იძულებული არიან ახალი მოძებნონ, ისინი ძირითადად უწყინარი არსებები არიან, რომლებიც ცდილობენ თავი გადაირჩინონ უცხო გარეMოში, და რომლებიც ძალით გახდნენ "გადმოქაჩულნი" სხვა რეალობაში, თორემ თავიანთ სამყაროში თავისი დანიშნულება აქვთ, ესენი რაღაც განზომილებათაშორისი არსებებია, რომელთაც თავიანთი დანიშნულება აქვთ, როგორც დედამიწაზე - ელემენტალები, მაგრამ სხვა რეალობის უფრო დაბალ განზომილებაში (უფრო დაბალ - იმასთან შედარებით სადაც ვიყავით ატლანტიდის დროს). იმ დროს ძალიან დიდი პორტალი გაიხსნა და ის არსებები უსაშველოდ დიდი რაოდენობით გადმოიწოვა ჩვენთან, და საოცრად შეშინებულები იყვნენ, მათთა ასეთმა დიდმა რაოდენობამ მოახდინა გავლენა ვიბრაციის დაწევაზე. ეს დიდი ტრაგედია იყო, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ამ არსებებისთვის, ეს დარჩენილი არსებები კი ციკლის დამთავრებისას - "ბნელი ძალებისგან" განსხვავებით, რომლებიც უკვალოდ გაქრებიან, როგორც მცირე კვამლის გროვა დიდი ქარის დროს - თავიანთ სამყაროში და თავიანთ რეალობაში დაბრუნდებიან
Go to the top of the page
 
+Quote Post
David27
post Sep 27 2011, 10:04 PM
Post #68


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 474
Joined: 8-January 11
Member No.: 6,349

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ძალიან კარგად ამიხსენი. მადლობა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Sep 28 2011, 12:34 PM
Post #69


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ Sep 26 2011, 05:10 AM) *
.......მივედით იქამდე, რომ ეს სამყარო ორი ურიერდაპირისპირებული ძალების ურთიერთობით იქმნება, (თვითონ ამ სამყაროს აგებულებაზე მერე ვილაპარაკოთ), უფრო სწორად ძალა და ენერგია მხოლოდ ერთია, მაგრამ ამ მეტისმეტად მკვრივ სამყაროში სადაც მატერიის ასაგებად გაცილებით მეტი რაოდენობის ატომია საჭირო, ორად იყოფა, როგორც, ვთქვათ შუაზე გაიყოფა ერთი მდინარე, როდესაც დიდ კლდეს მიადგება. და ამდაგვარად ჩნდება საუკეთესო ვარიანტი თავისუფალი ნების ბოლომდე გამოსავლენად. თავისუფალი ნება სამყაროს პირველი კანონია, თავისუფალი ნებით გამოვეყავით საწყისს, ღმერთს - არავის გამოვიგდივართ, თავისუფალი არჩევანით დავიბადეთ პირველ სამყაროში და ჩვენივე არჩევანით მოვდივართ აქამდე, მაგრამ ამ სამყარომდე ჩვენი არჩევანი უკავშირდებოდა მხოლოდ - რომელი ჯობიას, რომელი უკეთესია, რომელი უფრო გამოგვადგება, რადგან აქამდე ნამდვილ სურათს ვხედავდით და კარგის უკეთეს ვარიანტს ვეძებდით, აქ კი თამაშის წესები შევცვალეთ და დიდი ამოცანა დავისახეთ: როგორ არჩევანს გავაკეთებთ, როცა არ იცი ვინ ხარ, როცა უნდა იბრძოლო ადგილის დამკვიდრების და გადარჩენისთვის, სადაც ეგო გმართავს, და სადაც ეგოს დასაკმაყოფილებლად, მატერიალური სიამოვნებების მისაღებად გეძლევა საშუალება შეგნებული არჩევანი გააკეთო ბოროტსა და კეთილს შორის.
იმ ძალების გარეშე, რასაც ეშმაკს თუ სატანას, ლუციფერს თუ დემონს ვუწოდებთ, ჩვენ საერთოდ ვერ ვიარსებებდით, ეს სამყარო ვერ იარსებებდა, ეს ბნელი ძალა კი სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა იმ ერთადერთი ღვთიური სიყვარულის ენერგიის მეორე მხარისა (ახლა კი ალბათ, ყველა რელიგია სიამოვნებით ჩამქოლავს smile.gif ). არავითარი რქიანი და კუდიანი ან თხისთავა ეშმაკი არ არსებობს, არც ალ პაჩინოს გავს "ეშმაკის ადვოკატიდან", ისინიც ისეთივე ღვთიურები არიან, როგორც დანარჩენი ანგელოზები წარმოგიდგენიათ(ახლა მითუმეტეს smile.gif ), არავინ არ არის ჩასაფრებული და არ ნადირობს ჩვენს სულებზე. ისინი უბრალოდ საშუალებას იძლევიან საკუთარი არჩევანის მიხედვით გამოიყენი შენივე ძალა. როდესაც შავ მაგიას მიმართავ ვინმეს თავიდან მოსაშორებლად უკვე აკეთებ არჩევანს და ჯადოს სატანა და ეშმაკი კი არ აძლევს ძალას, არამედ მაგის მიერ შექმნილი ფანტომი, ეგრეგორი, რომელსაც ძალას მაგების მიერ შეთავაზებულ მსხვერპლიდან იღებენ, შავი მაგია, არასწორად გამოყენებული სულიერი ძალები - ენერგო მკურნალობა, ექსტრასენსორიკა - ეს არის ყველაზე დიდი საშიშროება რაც ამ სამყაროში სულს ემუქრება. მაგები (რომლებთაც მართლა ძალა აქვთ, აფერისტებს კიდევ არაუშავთ) ძირითადად რამოდენიმე ცხოვრების მანძილზე ეწევიან ერთ და იგივე საქმიანობას.....


+ 100
მეც ასე ვფიქრობ ოღონდ სხვა ტერმინებს და ფრაზებს(დეფინიციებს) ვიყენებ ამ აზრის გადმოსაცემად.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Oct 2 2011, 02:45 PM
Post #70


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამსა და ევას ეპიზოდს არ განმარტავ? შეგაწყვეტინეს და


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ramlila
post Oct 2 2011, 05:18 PM
Post #71


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 30-September 11
Member No.: 6,577

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ქეთი, თვალი გადავავლე შენს ნაწერს და დავინტერესდი ძალიან. საღამოს დროს გამოვნახავ და ყურადრებით წავიკითხავ. მიხარია, რომ ჩვენი საზოგადოება, როგორც იქნა ცივილიზებული კუთხით მიუდგა ამ საკიტხის შესწავლას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 3 2011, 07:00 AM
Post #72


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ადამ და ევას ეპიზოდი იმიტომ მოვიტანე, რომ მეჩვენებინა, ბიბლიის მიხედვით ჩვენ ვერ ვიარსებებდით, გველს ევა რომ არ შეეცდინა, რადგან მხოლოდ ედემიდან გამოდევნების შემდგომ ცნო ადამმა ევა ცოლად. ანუ ღმერთი და სატანა, კეთილი და ბოროტი, რომ არ დაპირისპირებულიყვნენ ედემის ბაღში დღემდე, მხოლოდ სიამოვნებისაგან და ნეტარებისაგან გამოშტერებული უშთამომავლო ადამი და ევა იცხოვრებდა smile.gif
ისე ადამ და ევას ეპიზოდის სხვადასხვანაირი ეზოთერული განმარტებებია, რაც უფრო სხვა თემაა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 3 2011, 07:02 AM
Post #73


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა
ramlila
მადლობთ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 3 2011, 08:54 AM
Post #74


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.......თუ კი ვამბობთ, რომ არსებობს სხვა განზომილება-სამყაროები, რომელიც ისეთივე და უფრო რეალურიც კი არის, ვიდრე ის რაც ვიცით და სადაც ვცხოვრობთ ახლა, თავისთავდ ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება დღევანდელი ტექნოლოგიური მიღწევებით ვერ დავინახოთ ან ვერ აღმოვაჩინოთ რომელიმე ასეთი სამყარო, დღეს როცა ატომგულის უმცირეს ნაწილაკებსაც კი იკვლევენ და ათასობით სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის ზუსტი ტრაექტორიის და მასის გამოთვლა შეუძლიათ. საქმე ისაა, რომ სხვა განზომილება, სხვა სამყარო სხვანაირად არის აგებული და განზომილებებს შორის ბარიერია, ამასთანავე განზომილებები ერთმანეთს მანძილით კი არ არის დაშორებული, არამედ განსხვავებული სიხშირით, პულსაციით, ვიბრაციით. ასე რომ ერთი და იგივე სივრცეში განუსაზღვრელი რაოდენობის სამყარო შეიძლება არსებობდეს, ახლა პოპულარულია და ლოგიკური ასეთი შედარება: რადიომიმღებიდან სხვასხვა გადაცემებს რომ მოუსმინო, საკმარისია შესაბამის სიხშირეზე გადართო და იგივე მიმღებიდან, იგივე ადგილას და დროს სულ სხვა ადგილიდან და სულ სხვა გადაცემა მიიღებ. ასევე ჩვენც, რომ შეგვეძლოს ჩვენი ვიბრაციის სურვილისმიხედვით შეცვლა, წამიც არ დაგვჭირდებოდა სხვა რეალობაში გადასასვლელად.
სამყაროში განუწყვეტილი მოძრაობაა, არაფერი არ არსებობს უძრავი და ერთ ადგილზე, ყველაზე მყარ ნივთშიც კი, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, განუწყვეტილი, დიდი სისწრაფით მოძრაობაა, ყველამ ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენს ირგვლივ, მთელი პლანეტა და კენჭი, ხე და წყალი, ჩვენი სხეული და ყველა ცოცხალი და არაცოცხალი, მეტეორიტის ნამსხვრევი და მთვარიდან ჩამოტანილი გრუნტი აგებულია, ძალიან მარტივად რომ ვტქვათ, ატომებისაგან, რომლებიც აშენებენ მოლეკულებს. თვითონ ატომები კი ბირთვისა და მის ირგვლივ განსაზღვრულ ორბიტაზე მოძრავი ელექტრონებისაგან. ეს ელექტრონები განუწყვეტლივ მოძრაობენ ძალიან დიდი სიჩქარით - დაახლოებით ცხრა მეათედი სინათლის სიჩქარით, ეს წარმოუდგენლად დიდი სიჩქარეა, იმდენად დიდი, რომ პრინციპში, მიუხედავად დღევანდელი ტექნოლოგიებისა ელექტრონის დანახვა ვერავინ შეძლო, ხედავენ მხოლოდ ე.წ. ელექტრულ ღრუბელს (ფიზიკა-მათემატიკაში და საერთოდ ტექნიკურ საგნებში განათლება არ მაქვს, ასე რომ სიამოვნებით მივიღებ ყველა შენიშვნას smile.gif ) და ეს მოძრაობა არასოდეს, არასოდეს, არც ერთი წამით არ წყდება. ელექტრონების სიჩქარე უცვლელია ყველა ატომში, ელექტრონების რაოდენობა და მათი ტრაექტორია განსაზრვრავს სხვადასხვა ელემენტებს. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ელექტრონები მოძრაობენ არა ცხრა მეათედი სინათლის სიჩქარით, არამედ სინათლის სიჩქარეზე გაცილებით მეტი სისწრაფით, ასეთი ატომების ბირთვში მიმდინარე პროცესებიც ხომ შეიცვლება თავისთავად, ჩვენსაზე გაცილებით დიდი ენერგიის გენერირებას შეძლებენ და შესაბამისად მყარი სხეულის ასაგებად გაცილებით ნაკლები რაოდენობის ატომი იქნება საჭირო, ახლა წარმოვიდგინოთ ასეთი ატომებით აგებული სამყარო, თავისი მზით, მთვარით და ვარსკვლავებით smile.gif და ცოცხალი არსებებით. იქ ხომ თავისთავად, ფიზიკის კანონებიც სხვა იქნება, სხვა სიხშირე და სხვა პულსაცია, და როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელი იქნება, ჩვენი ცხრა მეათედ სიჩქარიანი ატომებისაგან აგებული თვალებით მათი დანახვა, ან იგივე ატომებისაგან აგებული ტელესკოპებით ან მიკროსკოპებით იმ სამყაროს შესწავლა?!........
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Oct 4 2011, 12:11 AM
Post #75


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(Existence @ 3rd October 2011 - 10:44 PM) *
არიან ადამიანები რომლებიც ისეთივე არაიდენტიფიცირებულები არაიან როგორც სამყარო ........

Existence
ეს სატტუსად მიმაქვს ეგზისტ... სიბრძნე დაგცდა ეხლა...




პ.ს. ბოლო ოფია


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 8 2011, 09:05 AM
Post #76


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



........უკვე ვთქვით, რომ ზედა და ქვედა განზომილებები იგივე სამყაროები, ერთმანეთისაგან გამოყოფილია საზღვრებით, ბარიერებით. ერთ-ერთი ასეთი დიდი ბარიერი არის დრო, რომელიც ჩვენთვის ერთხაზოვანი და უცვლელია და წარსულიდან მომავალში მიედინება. დრო სხვანაირი არც ვიცით და ვერც წარმოგვიდგენია. ჩვენ ერთბაშად სამ დროში ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ და ეს გვგონია ერთადერთი უცვლელი რეალობა - ყველა უმარტივესი ქმედება, რომელიც კი ოდესმე გაგვიკეთებია ვაკეთებთ ან გავაკეთებთ, მიმდინარეობს სამივე დროში: ავიღოთ უბრალოდ წყლის დალევა, დალევა რომ დავიწყეთ პირველი ყლუპი უკვე წარსულია, სმის პროცესი აწმყო და ბოლო ყლუპს მომავალში ვაკეტებთ, მაგრამ თუ დავფიქრდებით მხოლოდ ორი დრო გვაქვს, წარსული და მომავალი, აწმყო არც არსებობს, რადგან მაშინვე გადაადგილდება წარსულში და იწყება მომავალი, როდესაც ნამდვილი, რეალური დრო არის მხოლოდ ახლა , რომლის აღქმასაც ჩვენ ფაქტიურად ვერც ვასწრებთ, მაგრამ იმ სამყაროში საიდანაც მოვდივართ კარგად ვიცით რაც არის ახლა და აქ, რომელიც სრულიად განსხვავდება აქაური ცნებებისაგან. აქ კი ამ სამყაროში ჩაკეტილები ვართ სწორხაზოვან დროში და შემოსაზღვრულები ვართ სინათლის სიჩქარით, რომელთაც ერთი შეხედვით საერთო არაფერი არა აქვს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. ყველამ კარგად ვიცით, რომ შეუძლებელია ფიზიკურმა სხეულმა განავითაროს სინათლის სიჩქარე, ჯერ ერთი, რომ ამისათვის ენერგიის ინფინიტური წყარო საჭირო და მთავარი ის ცვლილებებია რაც სავარაუდოდ უნდა განიცადოს მასამ, ფიზიკურმა სხეულმა ასეთი სიჩქარის მიღწევის შემთხვევაში, ანუ ამ სამგანზომილებიანი სამყაროს ატომებისაგან აგებული ვერც ერთი ფიზიკური სხეული ვერ შეძლებს სიჩქარის ამ ბარიერის გადალახვას. მაგრამ რომც დავუშვათ ჰიპოტეტური ვარიანტი სინათლის სიჩქარით მოგზაურობაზე, მაშინ ჩნდება დროში მოგზაურობის ჰიპოტეტური ვარიანტიც, და ეს საკმაოდ მარტივი იქნება: ვიცით რომ დედამიწა განუწყვეტლივ მოძრაობს საკუთარი ღერძის გარშემო, ასევე მოძრაობს მის ორბიტაზე მზის გარშემო, მზის სისტემა კი გალაქტიკის ჩვენს ფრთაზე სპირალისებურად მოძრაობს გალაქტიკის ცენტრის ირგვლივ შიგნიდან გარეთ, ჩვენი გალაქტიკა კი ჰიპერგალაქტიკის ცენტრის ირგვლივ......, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ წარმოუდგენლად სწრაფია, არ აღემატება სინათლის სისწრაფეს, ასე რომ, იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელი იქნება სინათლეზე სწრაფი სიჩქარით მოგზაურობა, იმისდა მიხედვით რა მიმართულებას ავირჩევდით წარსულშიც შეგვეძლია აღმოვჩნდეთ და მომავალშიც, მაგრამ ეს წმინდა ჰიპოტეტურად, რადგან ვერასოდეს ვერ შევძლებთ ჩვენი ფიზიკური სხეულით, ჩვენი სამყაროს მასალისაგან აგებული ხომალდებით სინათლის სიჩქარის მიახლოებას. სანამ ჩვენ ვარსებობთ ამ სამყაროში დროც ასევე უცვლელი იარსებებს.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 8 2011, 09:57 AM
Post #77


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.........თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამუდამოდ ვართ ჩაკეტილები მზის სისტემაში და მარტოობისათვის განწირულნი. ჩვენს უზარმაზარ, უსასრულო, სამგანზომილებიან სამყაროში უამრავი პლანეტაა ჩვენზე უფრო მეტად ან ნაკლებად განვითარებული ცივილიზაციებით, დროს ყველგან ერთი პრინციპი აქვს - სწორხაზოვანია და წარსულიდან მომავალში მოძრაობს, თუმცა თვითონ დროის აღქმა, მისი გაზომვა დამოკიდებულია პლანეტისა და მისი მზის თუ მზეების მასაზე, მათი მოძრაობის ციკლზე, სიჩქარის ლიმიტი კი მთელს სამყაროში ერთი და იგივეა, მაშინ როგორ იქნება შესაძლებელი რომელიმე ასეთ ცივილიზაციასთან კავშირი თუ მზის სისტემის გარეთ უახლოეს პლანეტამდე რამდენიმე სინათლის წელი გვაშორებს, ჩვენთვის ცნობილი და შესწავლილი არც ერთი პლანეტა კი არ არის დასახლებული?! სივრცის გამრუდების აინშტაინისეული ვერსია კარგად აჩვენებს დიდ სივრცეში მყისიერი გადაადგილების თეორიას დროის მინიმალური დამახინჯებით, და ამ შესაძლებლობას ერთიანი ველის თეორია იძლეოდა, რომ შესძლებოდა მისი დამტკიცება (თუმცა არსებობს ვერსია, რომ კიდეც დაამტკიცა და კიდეც ჩაატარა ექსპერიმენტი).
ვეცდები რაც შეიძლება მარტივად და კლასიკურად ავხსნა, რაზეა საუბარი:
წარმოიდგინეთ სუფთა ქაღალდის ფურცელი, ზედა კუთხეში დავსვათ ერთი წერტილი და ერთი წერტილიც ქვედა კუთხეში, ეს ორი წერტილი, ვთქვათ ერთმანეთთან დაშორებულია ათი სინათლის წლით, თუ ამ წერტილებს შორის გავავლებთ ხაზს, ეს იქნება ის მანძილი რაც სხეულმა ათი სინათლის წლის მანძილზე უნდა გაიაროს, მაგრამ თუ ფურცელს ისე მოვკეცავთ, რომ წერტილები ერთმანეთს დაემთხვნენ, მაშინ ის ხაზი, ანუ დრო საერთოდ აღარ იქნება საჭირო მათ ერთმანეთთან შესაერთებლად. ჩვენი სამყაროს ორი დაშორებული წერტილებს შორის მოგზაურობა ასეთი მეთოდით არის შესაძლებელი, და ამ მეთოდს იყენებენ სხვა განვიტარებული ცივილიზაციები, თუმცა ტექნოლოგიურად ჩვენზე მეტად განვითარებული, სულაც არ ნიშნავს სულიერად განვითარებას. ასეთი მოგზაურობებისათვის გახსნილი პორტალები არის სივრცე-დროის პორტალები, რომელთა არასწორად გახსნამ შეიძლება განზომილების საზღვრები ჩაითრიოს, რაც შეიძლება კატასტროფით დამთავრდეს მთელი ცივილიზაციისთვის, როგორც ერთხელ უკვე მოხდა ატლანტიდაზე და კინაღამ განმეორდა მეოცე საუკუნეში......
PS. მაპატიეთ თუ ისევ ჩინური გამომივიდა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
David27
post Oct 8 2011, 10:42 AM
Post #78


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 474
Joined: 8-January 11
Member No.: 6,349

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
QUOTE
კინაღამ განმეორდა მეოცე საუკუნეში......

რომელ შემთხვევას გულისხმობ? smile.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Oct 8 2011, 06:10 PM
Post #79


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David27
აქ იმ ყბადაღებულ ფილადელფიის და მონტაკის ექსპერიმენტს ვგულისხმობდი, უფრო სწორად პროექტ რეინბოუს და ფენიქსს, რომელზედაც ზედმეტად დაუჯერებელი და ფანტასტიური, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული მოვლენები უკავშირდება, ამის შესახებ ადრეც ვახსენე და ახლა დავწერ რაც მოხდა სინამდვილეში, თუმცა ამ ისტორიას ვერც ერთ საიტზე ვერ ნახავთ და ვერც ერთ წიგნში ვერ წაიკითხავთ და არც ამ პროექტებში მონაწილეებმა, განსაკუთრებით ბოლოში, იციან დაზუსტებით რა მოხდა სინამდვილეში, ინფორმაციის წყაროს დასახელება აზრზს მოკლებულია, ამიტომ ისე წაიკითხეთ, როგორც რაღაც ისტორია და არა დოკუმენტური ამბავი smile.gif .

ყველაფერი დაიწყო 1913 წელს, როდესაც ნიკოლო ტესლამ, რომელიც აინშტაინის შემოთავაზებულ სივრცის გამრუდების თეორიას უაზრობად თვლიდა, ნაკლებად ცნობილი ექსპერიმენტი ჩაატარა, ამ ექსპერიმენტის ტექნიკურ დეტალებზე გაგებაში არა ვარ, მაგრამ მოხდა სივრცე-დროის ძალიან მცირე დამახინჯებული პორტალის გახსნა, რომელიც გახდა მიზეზი დედამიწაზე დაბალი განზომილების ვიბრაციის შემოსვლისა, რამაც ტავისტავად დედამიწის ვიბრაციის დაწევა და ცნობიერების ოდნავ დავარდნა გამოიწვია. ეს არ იყო დიდი კატასტროფა და ჩვენ მალევე შევძლებდით ძველი ვიბრაციის აღდგენას, რომ არა მომდევნო 1943 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი. საქმე ისაა, რომ დედამიწა, ისევე როგორც ყველაფერი პულსირებს, და ყველა მოვლენისთვის ხელსაყრელი პირობები გარკვეული პერიოდულობით მეორდება. სივრცე-დროის პორტალის გასახსნელად საჭირო პირობები, ყოველლ ოცდაათ ორმოც წელიწადში ერთხელ დგება, და პირველი ექსპერიმენტი თუ მხოლოდ დამთხვევა იყო (თუმცა ესეც საეჭვოა, რამდენად იყო დამთვევა), მეორე ექსპერიმენტი გამიზნულად ჩატარდა გარკვეულ დროს. ოფიციალურად ეს იყო გემის რადარებისათვის გაუჩინარებისათვის (თუმცა ოფიციალური ვერსია საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ახლაც ცოცხალია ის ხალხი, ვინც ამ ექსპერიმენტს თვალს ადევნებდა ან შემთხვევითი მოწმე გახდა) ჩატარებული ექსპერიმენტი, გემი მართლაც 15 წუთით გაქრა არა მარტო რადარებიდან არამედ საერთოდ თვალთახედვის არედან და იგივე დროს რამოდენიმე ასეული მილის დაშორებით გამოჩნდა. სინამდვილეში ეს ექპერიმენტი ეხებოდა არა გემის უჩინრად გახდომას, არამედ სივრცეში მყისიერად გადაადგილებას გამრუდებული სივრცის საშუალებით. საქმე ისაა, რომ ეს ახალი პორტალი შეუერთდა 1913 წელს გახსნილ პორტალს, რაც უკვე სივრცისა და დროის სერიოზული დამახინჯება იყო და მისი ღიად დატოვება, კატასტროფული აღმოჩნდებოდა დედამიწისათვის და არა მარტო დედამიწისატვის, ასეტი დამახინჯებული პორტალები გავლენას მთელს სამყაროზე ახდენენ. დედამიწაზე კი ერთი უზარმაზარი ასეთი პორტალი უკვე ისედაც იყო. რადგანაც ჩვენ დიდი ციკლის თითქმის ბოლოში ვიმყოფებოდით და შანსი გვქონდა განვითარების შემდეგ საფეხურზე გადავსულიყავით, მაღალი განზომილების არსებებმა გადაწყვიტეს ჩვენი დახმარება, მაგრამ რადგან პირდაპირი ჩარევა ჩვენს განვიტარებაში არ შეიძლება, მათ გამოიყენეს ჩვენივე განზომილების უცხოპლანეტელები, რომლებიც ამერიკელ სამხედროებთან ერთად თანამშრომლობდნენ, და შესაფერის შემდგომ ციკლს დაელოდნენ, რამოდენიმე წლის მანძილზე კი, ამ პროექტში მონაწილეებს შეუქმნეს ილუზია, თითქოს ისინი მართავდნენ პროცესებს, საბოლოოდ კი პორტალი დახურეს და ექპერიმენტი ისეთი კურიზოთ დამთავრდა, აშკარაა, მაღალ განზომილებებში იუმორის გრძნობა არ აკლიათ. კერძოდ იმ "გვირაბიდან" საიდანაც დროში და სივრცეში გადადიოდნენ, თუ უქმნიდნენ ილუზიას რომ გადადიოდნენ, ამას ალბატ ვერასდროს გავიგებთ, რაღაც საშინელი ურჩხული გამოვარდა და არა მარტო მილეწ-მოლეწა ყველაფერი, ხალხის ჭამაც კი დაიწყო, ყოველ შემთხვევაში ეს იყო რასაც ხედავდნენ ისინი, ვინც ბაზაზე იმყოფებოდა იმ დროს, და იმის მოწმეებიც არიან, ეს უაღრესად გასაიდუმლოებული ბაზა, როგორი პანიკით და წივილ-კივილით ერთ საათში დაიცალა, ყველაფერი მიატოვეს და თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ, 2002 წლამდე ბაზა მიტოვებული იყო და მერე გადაეცა ნიო-ორკის პარკების დეპარტამენტს. ჩვენ კი საშუალება მოგვეცა გავაგრძელოთ და დავამთავროთ განვითარების ეს ციკლი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Oct 8 2011, 06:20 PM
Post #80


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ 8th October 2011 - 06:10 PM) *
რაღაც საშინელი ურჩხული გამოვარდა და არა მარტო მილეწ-მოლეწა ყველაფერი, ხალხის ჭამაც კი დაიწყო, ყოველ შემთხვევაში ეს იყო რასაც ხედავდნენ ისინი, ვინც ბაზაზე იმყოფებოდა


იუმორი მომეწონა biggrin.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V  « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 07:57 PM