ano |
ano |
Mar 9 2018, 12:03 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით ყველას
ჩემი ეზოთერული ცოდნა არც ისე დიდია, არც ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, არც ჩემი განათლებაა ამასთან ახლოს, იმედია ძალიან კრიტიკულად არ იფიქრებთ ჩემს ზოგ პოსტზე, არ ვარ ამ სფეროს „სპეციალისტი“. დაინტერესებული ვარ თვითდაკვირვებით, ემოციებზე, რა ემოციას რა იწვევს, რა მაღიზიანებს, რა მახარებს, სამწუხაროდ უზარმაზარ ეგოს ვხედავ საკუთარ თავში, რომელიც ბევრი რამის ნათელ აღქმა გაანალიზებაში ხელს მიშლის. იყო პერიოდი, როცა საკმაოდ მობილიზებული, მიზანდასახული, და რწმენით ვიყავი, მაგ პერიოდში თავში საოცარი აზრები მომდიოდა, აზრი მოდიოდა და ვიწერდი რვეულში, თან ისეთი სიბრძნე იყო რომელიც იყო ინდივიდუალური და არა უბრალოდ ბრძნული ციტატები. როდესაც გაქვს დასახული მიზანი, გაქვს კეთილი ზრახვები რომ გამოსწორდები, რომ სხვისი არაფერი არ გინდა და არ გშურს, მოდის ინდივიდუალირი ინსტრუქციები, დასახული მიზნის მისაღწევად, მაგრამ მერე ისევ ამაოება ისევ იგივე, ფიქრი რა აზრი აქვს? სისტემა როგორ მუშაობს? მიზეზშედეგობრიობა, წრეზე სიარული, ზაზუნასავით დარბიხარ ერთ ჩაკეტილ წრეში. სხვაგან წავალ ისევ თან დამყვება იგივე გარემოებები და ვხვდები გაქცევით გარემოება არ იცვლება, უნდა შევიცვალო თავად, გარემო და გარემოებებიც შემდეგ შეიცვლება. |
|
|
May 1 2018, 10:55 AM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლა სხვა ჩემს დაკვირვებას მინდა ჩავუღრმავდე და გავაანალიზო,
ესეიგი 2004 წელს დავიწყე ჩანაწერების კეთება, საკუთარ თავს დავუწერე ის რაც მე უნდა შემეცვალა, რასაც არ ვაკეთებდი სიზარმაცის გამო, და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, ეს იყო რამოდენიმე პუნქტი, მაგალითად დილას ადრე ადგომა, პირის დაბანა თავის მიხედვა ნუ ელემენტარული თავის მიხედვა მოწესრიგების პროცედურები დაუზარებლად, და ასევე მნიშვნელოვნად მივიჩნიე რასაც ვიტყვი უნდა გავაკეთო და რაც გასაკეთებელია გავაკეთო, არანაირი საქმის გადადება, ასევე დაწყებული საქმის დამთავრება თუნდაც სულ უმნიშვნელო ყოფილიყო, პირველ რიგში დავიწყე სახლის დალაგებით, და გადავყარე ძალიან ბევრი ნივთი. მაგრამ მნიშვნელოვანი პუნქტი აქ იყო ლოცვა გულით და დიდი რწმენა არა იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება არამედ დიდი რწმენა რომ მე შევძლებ შევიცვალო და შევცვალო ჩემი გარემო, ეს ხდებოდა ეტაპობრივად არა ისე რომ გავიღვიძე და უკვე ყველაფერი შეიცვალა, არამედ ყოველდღე ტონუსში და რწმენით, სანამ რამეს დავიწყებდი, ვკითხულობდი ბიბლიის რომელიმე გვერდს იგავნს ან სახარებას. ვლოცულობდი ღმერთს ჩემთვის სწორი გზა ეჩვენებინა რომ გამერჩია სიმართლე, როგორ მოვქცეულიყავი რომ აეცილებია შეცდომით გამოწვეული განსაცდელები, მე ბავშვობიდან ვლოცულობდი, და ბავშვობაში ბევრად უფრო გულმხურვალედ ვაკეთებდი ამას, ახლა რამოდენიმე წელია არ მილოცია და ვფიქრობ ლოცვა ერთერთი უძლიერესი რამაა საკუთარი გამოცდილებით ვამბობ ამას. ამ ბოლო დროს ორი წელია მავნე ჩვევა მაქვს საკუთარ თავს ვაყენებ ზიანს, ფიზიკურად ვიმახინჯებ, ეს რაღაც არანორმალურია ვიცი, და სულ ვცდილობ ამ მავნე ჩვევას გადავეჩვიო, და ვერანაირად, ფურცელზეც დავწერე რომ დღეიდან ვსო ამას აღარ ვიზამ მაგრამ მაინც იგივე, ახლა ერთი კვირაა ვილოცე რომ ეს მავნე ჩვევა დავძლიო, და რამდენჯერაც ხელი გამექცევა საკუთარი თავის დასამახინჯებლად მახსენდება სიღრმისეულ მთელი სხეულის მეხსიერების დონეზე რომ ეს არ უნდა გავაკეთო, მთელი ჩემი სხეულისათვის გასაგები გახდა რომ ეს მავნე ჩვევა გადალახულია და აღარ ვაკეთებ, ასე რომ ვასკვნი ლოცვა ესმის არა მარტო ტვინს არამედ მთელს სხეულს მთლიანად, და იცვლები და პროგრამდები არა მარტო ტვინის დონეზე არამედ მთელი სხეულის დონეზე. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 13th May 2024 - 08:46 AM |