IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ცხოველების სული და განვითარება ;დ
tikoroma
post Jun 8 2015, 02:24 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალბათ იტყვით, ის ვერ გაგვირკვევია ჩვენს თავს რა ხდებაო, მაგრამ ვარაუდების გამოთქმა ხომ შეგვიძლია, თუ ჭეშმარიტებებს არ ვიღაღადებთ biggrin.gif

მოკლედ - ცხოველები, ფრინველები, მწერები და მთელი ფაუნა...

ვინ არიან ისინი?
აშკარაა რომ ჩვენი ყველაზე ხილული ნაწილებით, მათი მსგავსნი ვართ - ბიოლოგიური აგებულება და ინსტიქტები საერთო გვაქვს. ბოლოს და ბოლოს ადამიანი ოფიციალურად მიეკუთვნება ძუძუმწოვართა კლასს და ა.შ. ცნობიერება-ინტელექტშიც საერთო ბევრი გვაქვს. მაგ. ცხოველს ესმის მუქარა, გაბრაზება, მოფერება, დარიგება, სწავლება - ე.ი. საერთოა ჩვენთვის ემოციები და მათი გაგება... ამიტომ ის აზრი, რომ ჩვენ გონიერი ცხოველები ვართ და ისინი არა, მცდარი მგონია.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მეტი გვესმის და მათ ნაკლები. სადღაც გაზომეს რომ ძაღლს 5-6 წლის ბავშვის დონის ინტელექტი აქვსო. მაგრამ ეს ჩვენ ვაფასებთ იმ კრიტერიუმით, რაც ნაცნობია ჩვენთვის. მე ასე ვიტყოდი - ძაღლს იმდენად შეუძლია გაიგოს ადამიანის (ადამიანური), როგორც 5-6 წლის ბავშვს. ამის იქით რა ესმის, რას გრძნობს და ხედავ - ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რადგან არ ვართ ძაღლები, ცხენები, ვირთხები და ა.შ.

ახლა ვნახოთ აქვს თუ არა მათ არჩევანის თავისუფლება?
მე ვფიქრობ აქვთ. ხომ ცნობილია რომ ცხოველები ინსტიქტურად მოქმედებენ - კვება, გამრავლება, გადარჩენა. მაგრამ რა ხდება, როცა ვეფხვი შვლის ნუკრს უვლის? (იყო ასეთი კადრები ინტერნეტში,ა ხლა ვერ ვიპოვნი) არ თქვათ შეეცოდაო ;დ უამრავი ვიდეოა მტაცებელი ცხოველების ნადირობაზე იუთუბზე, აფთრები, დათვები, ვეფხვები და რაც გინდა, როცა თავს ესხმის ირმის და ანტილოპის და გინდაც კამეჩის ჯოგს, ზრდასრულ ცხოველს ნაკლებად ესხმიან თავს, უფრო იოლი ნადავლია მათი შვილები. თუ ჩვილია სადმე , ყველა ჩვილზე ინადირებს, მის დაჭერას შეეცდება, იმიტომ რომ წარმატების შანსი მეტია.
ასე რომ შვლის ნუკრი ვეფხვისთვის იოლი ნადავლი უფროა ვიდრე საყვარელი უმწეო არსება. მაგრამ არის კადრები, როა ვეფხვმა ახალდაბადებული უდედოდ დარჩენილი შვილს ნუკრი შეიბრალა და მოუარა (მერე რა რო არ შიოდა. შეეძლოა მიტრიალებულიყო და წასულიყო იქედან) ადამიანებიც გაუზრდიათ და რა ვიცი, ბევრი რამე გექნებათ გაგონილი, როცა ცხოველები დაფიქრდებიან, იღებენ გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ ინსტიქტს, ჩვევას და რაღაცაც სხვანაირად აკეთებენ.

ფიქრობთ მათშიცაა სული? რაიმე მისი მსგავსი? ვითარდებიან? ხვდებიან სადმე სიკვდილის შემდეგ? თუ დეკორაციაა ჩვენთვის?

ჯერ ეს, მერე კიდე მაქვს კითხვები ადამიანის და ცხოველთა ურთიერთობაზე smile.gif

ანგელოზუკები



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   ცხოველების სული და განვითარება ;დ   Jun 8 2015, 02:24 PM
ano   არ ვიცი მგონი მათ ს...   Jun 8 2015, 03:24 PM
tikoroma   ano კარგია ქათმები რ...   Jun 8 2015, 03:41 PM
tikoroma   საერთო სული კარგი ...   Jun 8 2015, 03:44 PM
David Monny   ano ano სულ ეძებს სასუ...   Jun 8 2015, 09:02 PM
ano   იმენა გავსკდი, ვეღ...   Jun 9 2015, 03:53 PM
David Monny   tikoroma ამის იქით რა ეს...   Jun 8 2015, 09:13 PM
David Monny   tikoroma ამის იქით რა ეს...   Jun 8 2015, 09:31 PM
ichi   ჩემ კატას ვუყურებ ...   Jun 8 2015, 10:39 PM
David Monny   ჰა ჰა. მოსულია, ეს გ...   Jun 8 2015, 10:56 PM
tikoroma   ასეა თუ ისე, ისინი ჩ...   Jun 8 2015, 11:15 PM
David Monny   tikoroma ანუ უსულო საგა...   Jun 8 2015, 11:21 PM
ano   tikoroma კი. უსულო საგნ...   Jun 9 2015, 03:56 PM
tikoroma   :D სამაგიეროდ გამოხ...   Jun 8 2015, 11:24 PM
David Monny   tikoroma იგრძნობა რომ შ...   Jun 8 2015, 11:59 PM
tikoroma   კიდევ ვკითხულობდი ...   Jun 9 2015, 03:57 PM
ano   ოშოს აქვს ნათქვამი...   Jun 9 2015, 04:22 PM
earth   ano ქათამი რომ არ გაფ...   Jun 9 2015, 04:37 PM
ichi   ano ანაბელი ხართ ფორ...   Jun 9 2015, 04:38 PM
ano   [/quote] nona ვარ აქ აღარ გ...   Jun 9 2015, 05:03 PM
tikoroma   კი, უყვართ ადამიან...   Jun 9 2015, 04:41 PM
tikoroma   http://i065.radikal.ru/1506/67/048fb51c4385.png ...   Jun 9 2015, 06:18 PM
earth   tikoroma ძაან მაგარი ან...   Oct 12 2017, 11:04 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 14th May 2024 - 10:27 PM