IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> შრილა პრაპჰუპადა, აუდიო ლექციები
Atman
post Feb 2 2010, 08:26 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ ლინკზე შრილა პრაპჰუპადას ძალიან ბევრი და საინტერესო ლექციაა. ვედების მოყვარულებს (და არა მარტო) გირჩევთ მოუსმინოთ wink.gif

უზარმაზარ გავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე და რა თქმა უნდა სასიკეთოს.

http://www.krishna.org.ua/world/index.php?...&Itemid=220

ძირითადად "ბჰაგავატ გიტას" და "შრიმად ბჰაგავატამის" კომენტარებია.


პ.ს. მსურველები შემიძლია ნებისმიერ კვირა დღეს წავიყვანო (თუ მეცლება) კრიშნაიტების აშრამში. მოისმენთ ლექციას, კირტანს. გაჩუქებენ წიგნებს და გაგიმასპინძლდებიან გემრიელი საჭმლით smile.gif

ყველაზე საინტერესო იქ მისვლა დღესასწაულებზეა. დაინტერესებულები შემეხმიანონ ხოლმე wink.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post Mar 31 2010, 01:23 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კრშნა თუ ქრისტე – სახელი ერთია

1974 წელი. დასავლეთ გერმანია. მაინის ფრანკფურტი. “ისკკონ”-ის ცენტრის მახლობლად შრილა პრაპჰუპადა და მისი რამდენიმე მოწაფე დილით მამა ემანუელ იუნგკლაუსენთან, ნიდერალტაიჰის მონასტრის ბენედიქტიანელ ბერთან ერთად სეირნობენ. შენიშნავს რა შრილა პრაპჰუპადას კათოლიკური კრიალოსანის მსგავს სამედიტაციო მძივებს, მამა ემანუელი უხსნის, რომ ისიც განუწყვეტლივ იმეორებს ლოცვას: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი”. ამას მოჰყვება ქვემოთ წარმოდგენილი საუბარი.

შრილა პრაპჰუპადა: რას ნიშნავს სიტყვა “ქრისტე”?
მამა ემანუელი: ქრისტე მოდის ბერძნული სიტყვიდან “ქრისტოს” და ნიშნავს “მირონცხებულს”.
შრილა პრაპჰუპადა: სიტყვა “ქრისტოს” “კრშნას” ბერძნული ვარიანტია.
მამა ემანუელი: ძალიან საინტერესოა.
შრილა პრაპჰუპადა: კრშნას ინდოელი ხშირად კრშტას [ზოგიერთ დიალექტზე] უწოდებს. კრშტა სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს “მიმზიდველობას”. ასე რომ, როდესაც ღმერთს მივმართავთ, როგორც “ქრისტეს”, კრშტას”, ან “კრშნას”, ერთი და იმავე ყოვლისმიმზიდველი ღმრთეების უზენაესი პიროვნება გვყავს მხედველობაში. როცა იესომ თქვა: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი”, ღმერთის ეს სახელი გახლდათ “კრშტა”, ანუ “კრშნა”. მეთანხმებით?
მამა ემანუელი: მე ვფიქრობ იესომ, როგორც ღმერთის შვილმა, ღმერთის ჭეშმარიტი სახელი გაგვიმჟღავნა: ქრისტე. ჩვენ შეგვიძლია ღმერთს “მამა” ვუწოდოთ, მაგრამ თუ გვინდა მას ნამდვილი სახელით მივმართოთ, უნდა ვთქვათ “ქრისტე”.
შრილა პრაპჰუპადა: დიახ. “ქრისტე” არის სხვაგვარად წარმოთქმული კრშტა. “კრშტა” კრშნას, ღმერთის სახელის წარმოთქმის სხვა სახეა. იესომ თქვა, რომ ადამიანმა ღმერთის სახელი უნდა ადიდოს, მაგრამ გუშინ ერთ თეოლოგს მოვუსმინე, რომლის თქმითაც ღმერთს არა აქვს სახელი დამ ას მხოლოდ “მამა” შეგვიძლია ვუწოდოთ. შვილმა მამას შეიძლება “მამა” დაუძახოს, მაგრამ მამას თავისი სახელიცა აქვს. მსგავსად ამისა, “ღმერთი” განზოგადებული სახელია ღმრთეების უზენაესი პიროვნებისა, რომლის პირადი სახელიც “კრშნა” გახლავთ. ამიტომ ღმერთს ქრისტეს ვუწოდებთ, კრშტას თუ კრშნას, საბოლოოდ ერთსა და იმავე ღმრთეების უზენაეს პიროვნებას მივმართავთ.
მამა ემანუელი: დიახ. თუ ღმერთის ჭეშმარიტ სახელზე ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა ვთქვათ “ქრისტოს”. ჩვენს რელიგიაში არსებობს სამება: მამა, ძედ ა სული წმინდა. ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთის სახელის გაგება მხოლოდ ღმერთის ძისაგან შეგვიძლია. იესო ქრისტემ მამის სახელი გაგვანდო და ამიტომ სახელ ქრისტეს ღმერთის განდობილ სახელად ვთვლით.
შრილა პრაპჰუპადა: სინამდვილეში, განსხვავება არ არსებობს – კრშნა თუ ქრისტე, სახელი ერთია. მთავარია, ვედური წმინდა წერილების მითითებებს მივყვეთ, რომლებიც ამ ეპოქაში ღმერთის წმინდა სახელის გალობას გვირჩევს. ყველაზე ადვილი გზა მაჰა მანტრას გალობაა: ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე ჰარე, ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე. რამა და კრშნა ღმერთის სახელებია, ჰარე კი ღმერთის ენერგია. ასე რომ მაჰა-მანტრის გალობისას მივმართავთ ღმერთს მის ენერგიასთან ერთად. ეს ენერგია ორი სახისაა – სულიერი და მატერიალური. ამჟამად ჩვენ მატერიალური ენერგიეს კლანჭებში ვიმყოფებით. ამიტომ ვევედრებით კრშნას, მიიღოს მოწყალება – მატერიალური ენერგიეს სამსახურიდან გაგვანთავისუფლოს და სულიერი ენერგიეს სამსახურში მიგვიღოს.ესაა მთელი ჩვენი ფილოსოფია. ჰარე კრშნა ნიშნავს: “ო ღმერთის ენერგიავ, ღმერთო [კრშნა] გევედრები, შენს სამსახურში მამყოფე”. მსახურება ჩვენი ბუნებაა. როგორღაც მატერიალური საგნების სამსახურში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ეს სამსახური სულიერი ენერგიეს სამსახურად გარდაიქმნება, ჩვენი სიცოცხლე სრულყოფილებას მიაღწევს. ბჰაკტი-იოგას პრაქტიკა [ღმერთის სასიყვარულო სამსახური] გულისხმობს განთავისუფლებას ისეთი დასახელებებისაგან, როგორიცაა “ინდუისტი”, “მუსულმანი”, “ქრისტიანი” და უბრალოდ ღმერთის მსახურებას. ქრისტიანული, ინდუისტური, და მუსულმანური რელიგიები ჩვენი შექმნილია, მაგრამ როდესაც მივაღწევთ რელიგიას დასახელებების გარეშე, რომლის დროსაც არ ვიფიქრებთ, რომ ვართ ინდუისტები, ქრისტიანები ან მუსულმანები, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ წმინდა რელიგიაზე, ანუ ბჰაკტიზე.
მამა ემანუელი: მუკტი?
შრილა პრაპჰუპადა: არა, ბჰაკტი. ბჰაკტიზე საუბრისას მუკტისაც [მატერიალური უბედურებებისგან განთავისუფლებასაც] ვგულისხმობთ. ბჰაკტის გარეშე მუკტი არ არსებობს, მაგრამ ბჰაკტის საფეხურზე მოქმედებაში მუკტიც შედის. ამას “ბჰაგავატ-გიტადან” [14.26] ვიგებთ:
“ის, ვინც ნებისმიერ ვითარებაში, უცვლელად, სრული ერთგულებით მემსახურება მე, უმალ გადალახავს მატერიალური ბუნების მოდუსებს და ასე მიაღწევს ბრაჰმანის დონეს.”
მამა ემანუელი: ბრაჰმანი კრშნაა?
შრილა პრაპჰუპადა: კრშნა პარაბრაჰმანია. ბრაჰმანი შეიცნობა სამ ასპექტში: როგორც უპიროვნო ბრაჰმანი, როგორც ლოკალიზებული პარამატმა და როგორც პიროვნული ბრაჰმანი. კრშნა პიროვნებაა, უზენაესი ბრაჰმანია, რამეთუ ღმერთი საბოლოო ჯამში პიროვნება გახლავთ. ეს დამტკიცებულია “შრიმატ-ბჰაგავატამში” [1.2.11]:
“სწავლული ტრანსცენდენტალისტები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცნობენ, ამ არაორმაგ სუბსტანციას უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმასა და ბჰაგავანს”. უფალს სრულყოფილად გააჩნია ექვსივე სიდიადე: იგია უძლიერესი, უმდიდრესი, ულამაზესი, ყველაზე სახელოვანი, ყველაზე ბრძენი და ყველაზე განდგომილი.
მამა ემანუელი: დიახ, გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: ვინაიდან ღმერთი აბსოლუტურია, მისი სახელი, ფორმა და თვისებებიც აბსოლუტურია და მისგან არ განსხვავდება. ამიტომ ღმერთის წმინდა სახელის გალობა მასთან უშუალო ურთიერთობას ნიშნავს. ღმერთთან ურთიერთობით პიროვნება ღვთაებრივ თვისებებს იძენს და სრული განწმენდის შემდეგ უზენაესი უფლის თანამგზავრი ხდება.
მამა ემანუელი: მაგრამ ჩვენ ღმერთის სახელის გაგების შეზღუდული უნარი გვაქვს.
შრილა პრაპჰუპადა: დიახ, ჩვენ შეზღუდულები ვართ, ღმერთი კი უსაზღვროა. და იმის გამო, რომ იგი უსაზღვროა, ანუ აბსოლუტურია, ურიცხვი სახელი აქვს, რომელთაგან ყოველი ღმერთია. უფლის სახელის გაგება იმდენად შეგვიძლია, რამდენადაც ჩვენი სულიერი გაგების უნარია განვითარებული.
მამა ემანუელი: ნება მომეცით, გკითხოთ: ჩვენ, ქრისტიანებიც ვქადაგებთ ღმერთის სიყვარულს, ღმერთის სიყვარულის გაგებას და მთელი სულითა და გუილტ მის მსახურებას ვცდილობთ. მაშ, რა განსხვავებაა თქვენსა და ჩვენს მოძრაობას შორის? რაღად გზავნით თქვენს მოწაფეებს დასავლეთის ქვეყნებში ღმერთის სიყვარულის საქადაგოდ, მაშინ როცა იესო ქრისტეს სახარება იგივე ეპისტოლეს გვამცნობს?
შრილა პრაპჰუპადა: პრობლემა ის გახლავთ, რომ ქრისტიანები არ მიჰყვებიან ღმერთის მცნებებს. მეთანხმებით?
მამა ემანუელი: დიახ, მეტწილად მართალი ბრძანდებით.
შრილა პრაპჰუპადა: მაშ რას ნიშნავს ქრისტიანთა ღმერთის სიყვარული? თუ არ ასრულებთ ღმერთის მცნებებს, სადღაა თქვენი სიყვარული? ამიტომ ჩვენ მოვედით, რათა გასწავლოთ, რას ნიშნავს ღმერთის სიყვარული: თუ გიყვართ იგი, მის ბრძანებებსაც ვერ გაუწევთ წინააღმდეგობას. და თუ არ ემორჩილებით, თქვენი სიყვარული ჭეშმარიტი არაა.
მთელ მსოფლიოში ადამიანებს ღმერთის ნაცვლად საკუთარი ძაღლები უყვართ. ამიტომ კრშნას ცნობიერების მოძრაობა იმისთვისაა საჭირო, რომ ხალხს ასწავლოს, როგორ გამოიღვიძოს ღმერთისადმი მივიწყებული სიყვარული. დამნაშავენი არიან არა მარტო ქრისტიანები, არამედ ინდუისტებიც, მუსულმანებიც და სხვებიც. მათ მოირგეს სახელწოდებები “ქრისტიანები”, “ინდუისტები” თუ “მუსულმანები”, მაგრამ ღმერთს არ ემორჩილებიან. ესაა მათი პრობლემა.
სტუმარი: ხომ ვერ მეტყვით, რაში გამოიხატება ქრისტიანთა დაუმორჩილებლობა?
შრილა პრაპჰუპადა: პირველი ის გახლავთ, რომ სასაკლაოების არსებობით ისინი უგულვებელყოფენ მცნებას “არა კლა”. მეთანხმებით, რომ ეს მცნება დარღვეულია?
მამა ემანუელი: პირადად მე გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: კეთილი. მაშასადამე, თუ ქრისტიანებს ღმერთის სიყვარული სურთ, ცხოველთა ხოცვა უნდა შეწყვიტონ.
მამა ემანუელი: განა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არაა, რომ…
შრილა პრაპჰუპადა: ერთი რამეც რომ გამოვტოვოთ, გამოთვლაში შეცდომას დავუშვებთ. რაც არ უნდა მიუმატოთ ან გამოაკლოთ, შეცდომა უკვე დაშვებულია.ამის შემდეგ ყველაფერი მცდარი იქნება. უფლება არა გვაქვს წმინდა წერილის მხოლოდ ის ნაწილი მივიღოთ, რომელიც ჩვენ მოგვწონს, უარვყოთ ის, რომელიც არ მოგვწონს, და მაინც შედეგს მოველოდეთ. მაგალითად ქათამი კვერცხს უკანა ნაწილით დებს და ნისკარტით ჭამს. გლეხმა შეიძლება იფიქროს: “ქათმის წინა ნაწილი ძალიან ძვირი ჯდება, ვინაიდან მისი გამოკვება მიწევს. ჯობია მოვაჭრა.” მაგრამ უთავოდ აღარც კვერცხი იქნება, ვინაიდან სხეული მოკვდება. მსგავსად ამისა, თუ წმინდა წერილების რთულ ნაწილს ვუარყოფთ და დავემორჩილებით იმ ნაწილს, რომელიც ჩვენ მოგვწონს, ასეთი ინტერპრეტაცია ვერავითარ დახმარებას ვერ გაგვიწევს. წმინდა წერილის ყველა მითითება იმ სახით უნდა მივიღოთ, რომლითაც ისინი მოცემულია, და არა მხოლოდ მათი ის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაწყობს. თუ არ დავიცავთ პირველ მცნებას “არა კლა”, მაშინ სადღა იქნება ღმერთის სიყვარული?
სტუმარი: ქრისტიანებს ეს მცნება ადამიანების მიმართ ესმით და არა ცხოველების მიმართ.
შრილა პრაპჰუპადა: მაშ, გამოდის, რომ ქრისტე გონიერი არ ყოფილა, რომ სწორი სიტყვა ეხმარა: მკვლელობა. არსებობს მოკვლა და არსებობს მკვლელობა. მკვლელობა ეხება ადამიანებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ქრისტეს გონიერება აკლდა იმისთვის, რომ მკვლელობის ნაცვლად, სწორი სიტყვა – მოკვლა გამოეყენებინა? მოკვლა ნიშნავს ნებისმიერიუ სახეობის, განსაკუთრებით კი ცხოველთა მოკვლას. იესოს რომ მხოლოდ ადამიანთა ხოცვა ჰქონოდა მხედველობაში, გამოიყენებდა სიტყვას მკვლელობა.
მამა ემანუელი: მაგრამ ძველ აღქმაში მცნება “არა კლა” ნამდვილად მკვლელობას ეხება. როდესაც იესომ თქვა: “არა კლა”, ამ მცნებაში გულისხმობდა იმას, რომ ადამიანმა არა მარტო სხვა ადამიანების ხოცვისგან უნდა შეიკავოს თავი, არამედ სიყვარულით უნდა მოეპყრას მათ. იგი არაფერს ამბობდა ადამიანის სხვა ცოცხალ არსებებთან ურთიერთობაზე, იგი მხოლოდ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საუბრობდა. როდესაც მან თქვა: “არა კლა”, ამას მენთალური და ემოციური გაგებითაც გულისხმობდა – არავინ უნდა შეურაცხყო, სხვას არაფერი დაუშავო, სხვას ცუდად არ მოექცე და ა.შ.
შრილა პრაპჰუპადა: ჩვენ გვაინტერესებს არა ესა თუ ის აღთქმა, არამედ მცნებებში გამოყენებული სიტყვები. თუ ამ სიტყვების ინტერპრეტაცია გსურთ, ეს სხვა საქმეა. ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობა გვესმის. “არა კლა” ნიშნავს: “ქრისტიანებმა არ უნდა მოკლან”. თქვენ შეიძლება მრავალი განმარტება მოუნახოთ ამას თქვენი დღევანდელი მოქმედების გასამართლებლად, მაგრამ ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ინტერპრეტაცია საჭირო არ არის. განმარტება საჭიროა მაშინ, როცა საგნების მნიშვნელობა გაურკვეველია. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ცხადია. “არა კლა” ნათელი მითითებაა. რა საჭიროა მისი განმარტება?
მამა ემანუელი: განა მცენარეების ჭამაც მკვლელობა არაა?
შრილა პრაპჰუპადა: ვაიშნავური ფილოსოფია გვასწავლის, რომ თუ ამის საჭიროება არ არსებობს, მცენარეებიც კი არ უნდა მოვკლათ. “ბჰაგავატ-გიტაში”
(9.26) კრშნა ამბობს:
“თუ ვინმე სიყვარულითა და ერთგულებით შემომთავაზებს ფოთოლს, ყვავილს, ნაყოფს ან მცირეოდენბ წყალს, მე მივიღებ მას.” ჩვენ კრშნას მხოლოდ იმ საკვებს ვთავაზობთY, რომელსაც იგი მოითხოვს და შემდეგ ნარჩენებს მივირთმევთ. კრშნასათვის ვეგეტარიანული საკვების შეთავაზება ცოდვა რომ იყოს, ეს კრშნას ცოდვა იქნებოდა და არა ჩვენი. მაგრამ ღმერთი არის აპაპავიდდჰა – ცოდვილიანი შედეგები არ ეხება მას. იგი ჰგავს მზეს, რომელიც იმდენად ძლევამოსილია, რომ შარდის განწმენდაც კი შეუძლია. მსგავსი რამ ჩვეს ძალებს აღემატება. კრშნა მეფესა ჰგავს, რომელმაც შეიძლება მკვლელის ჩამოხრჩობა ბრძანოს, მაგრამ თავად სასჯელს არ ექვემდებარება, ვინაიდან მეტად ძლევამოსილია. უფლისთვის შეთავაზებული საკვების ჭამა ჰგავს ჯარისკაცის მიერ ომში ხალხის ხოცვას. მორჩილი ჯარისკაცი, რომელიც მეთაურის ბრძანებით კლავს მტერს, ჯილდოს ღებულობს. მაგრამ თუ იგივე ჯარისკაცი თვითნებურად კლავს, იგი დაისჯება. მსგავსად ამისა, როდესაც მხოლოდ პრასადს [კრშნასთვის შეთავაზებული საკვების ნარჩენებს] მივირთმევთ, აღარ ვცოდავთ. ეს დადასტურებულია “ბჰაგავატ-გიტაში” (3.13):
“უფლის ერთგულებს მოხსნილი აქვთ ყოველგვარი ცოდვის სიმძიმე, რამეთუ მსხვერპლად გაღებული საჭმლით იკვებებიან. სხვები, ვინც საკვებს საკუთარ გრძნობათა დასაკმაყოფილებლად ამზადებენ, სინამდვილეში ცოდვას მიირთმევენ მხოლოდ.”
მამა ემანუელი: შეუძლია თუ არა კრშნას ცხოველთა ჭამის ნება დართოს?
შრილა პრაპჰუპადა: შეუძლია, ცხოველთა სამეფოში. მაგრამ ცივილიზებული ადამიანის, მორწმუნე ადამიანის დანიშნულება არ არის ცხოველთა ხოცვა და ჭამა. თუ ცხოველთა ხოცვას შეწყვეტთ და ქრისტეს წმინდა სახელს იგალობებთ, ყველაფერი სრულყოფილად მოგვარდება. მე თქვენს სასწავლებლად არ მოვსულვარ, არამედ იმისთვის მოვედი, რომ ღმერთის სახელის გალობა გთხოვოთ. ბიბლიაც ამასვე მოითხოვს თქვენგან. მაშ, მოდით, სასიკეთოდ ვითანამშრომლოთ და ვიგალობოთ, და თუ კრშნას სახელის გალობის მოწინააღმდეგენი ხართ, მაშინ “ქრისტოს” ან “კრშტა” იგალობეთ – რა განსხვავებაა. შრი ჩაიტანიამ თქვა: “ღმერთს უამრავი სახელი მილიონობით სახელი აქვს და ვინაიდან არ არსებობს განსხვავება ღმერთის სახელსა და თავად ღმერთს შორის, ყოველი ეს სახელი იგივე ძალას ფლობს, რასაც ღმერთი”. ამიტომ მაშინაც კი, თუ მიიწერთ ისეთ დასახელებებს, როგორიცაა “ინდუისტი”, “ქრისტიანი” ან მუსულმანი”, მაგრამ ამასთან ერთად უბრალოდ გალობთ თქვენს წმინდა წერილებში მოხსენიებულ ღმერთის სახელს, სულიერ საფეხურს მიაღწევთ. ადამიანის სიცოცხლის დანიშნულებას თვითრეალიზაცია – ღმერთის სიყვარულის სწავლა წარმოადგენს. ამაში მდგომარეობს ადამიანის ჭეშმარიტი მშვენიერება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ასრულებთ ამ მოვალეობას – როგორც ინდუისტი, ქრისტიანი თუ მუსულმანი – მთავარია, შეასრულოთ!
მამა ემანუელი: გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: [მიუთითებს 108 სამედიტაციო მძივისგან შემდგარ კრიალოსანზე] ჩვენ ყოველთვის თან დაგვაქვს ეს მძივები, როგორც თქვენ კრიალოსანი. თქვენ გალობთ, მაგრამ რატომ სხვა ქრისტიანები არ გალობენ? რისთვის უშვებენ ხელიდან ადამიანად ყოფნის ამ შესაძლებლობას? კატებსა და ძაღლებს არ შეუძლიათ გალობა, ჩვენ კი შეგვიძლია, ვინაიდან ადამიანის ენა გვაქვს. ღმერთის წმინდა სახელების გალობით არაფერს დავკარგავთ, პირიქით, ძალიან ბევრს მოვიგებთ. ჩემი მოწაფეები გამუდმებით გალობენ ჰარე კრშნას. მათაც შეეძლოთ კინოში სიარული ან მრავალი რამის კეთება, მაგრამ ყველაფერი მიატოვეს. ისინი არ ჭამენ არც თევზს, არც ხორცს და არც კვერცხს, არ ღებულობენ ნარკოტიკებს, არ სვამენ, არ ეწევიან, არ მონაწილეობენ აზარტულ თამაშებში, არ ერევიან სპეკულაციებში და არა აქვთ უკანონო სქესობრივი კავშირები. ისინი ღმერთის წმინდა სახელს გალობენ. თუ ჩვენთან თანამშრომლობა გსურთ, მაშინ წადით ეკლესიებში და იგალობეთ “ქრისტე”, “კრშტა” ან “კრშნა”. გაქვთ თუ არა რაიმე საწინააღმდეგო?
მამა ემანუელი: არაფერი. ჩემი მხრიდან სიხარულით შემოგიერთდებით.
შრილა პრაპჰუპადა: არა, ჩვენ გესაუბრებით როგორც ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელს. იმის ნაცვლად, რომ ეკლესიები დაკეტილი გქონდეთ, რატომ ჩვენ არ გვაძლევთ მათ? იქ ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვიგალობებდით ღმერთის წმინდა სახელს. ჩვენ მრავალგან შევისყიდეთ ეკლესიები, რომლებიც ფაქტიურად დაკეტილი იყო, ვინაიდან იქ არავინ დადიოდა. ლონდონში ასობით დაკეტილი ან მიწიერი მიზნებისთვის გამოყენებული ეკლესია ვნახე. ერთ-ერთი ასეთი ეკლესია ლოს-ანჯელესში შევიძინეთ. იგი გაყიდეს, რადგან ცარიელი იყო, მაგრამ თუ დღეს იმავე ეკლესიას ესტუმრებით, ათასობით კაცს ნახავთ. ნებისმიერი გონიერი კაცი ხუთ წუთში მიხვდება, ვინ არის ღმერთი; ამისათვის ხუთი საათიც არ არის საჭირო.
მამა ემანუელი: მესმის.
შრილა პრაპჰუპადა: მაგრამ ხალხს არ ესმის. მათი ავადმყოფობა ისაა, რომ გაგებაც არ უნდათ.
სტუმარი: ჩემი აზრით, ღმერთის გაგება გონების კი არა, თავმდაბლობის საქმეა.
შრილა პრაპჰუპადა: თავმდაბლობა გონიერებას ნიშნავს. თავმდაბალი და მოკრძალებული აღწევს ღმერთის სამეფოს. ეს ბიბლიაშია ნათქვამი, არა? მაგრამ არამზადათა ფილოსოფია ის გახლავთ, რომ ყველა ღმერთია და ეს იდეა დღეს პოპულარული ხდება. ამიტომ არავინაა თავმდაბალი და მოკრძალებული. თუ ყველა იმას ფიქრობს, რომ ღმერთია, რაღა თავმდაბლობასა და მოკრძალებაზეა ლაპარაკი? ამიტომ ჩემს მოწაფეებს ვასწავლი, როგორ გახდნენ თავმდაბალნი და მოკრძალებულნი. ისინი ყოველთვის მოწიწებით ხრიან თავს ტაძარში და თავიანთი სულიერი მოძღვრის წინაშე, და ამ გზით წინ მიიწევენ. თავმდაბლობას და მოკრძალებულობას ძალზე სწრაფად მიჰყავს სულიერ რეალიზაციამდე. ვედურ წმინდა წერილებში ნათქვამია: “მათ, ვისაც ღმერთის და სულიერი მოძღვრის – უფლის წარმომადგენლის – მტკიცე რწმენა აქვს, ვედური წმინდა წერილების მნიშვნელობა ენდობათ”.
მამა ემანუელი: მაგრამ ეს თავმდაბლობა სხვათა მიმართაც უნდა გამოვიჩინოთ?
შრილა პრაპჰუპადა: დიახ, მაგრამ არსებობს ორი სახის პატივისცემა: განსაკუთრებული და ჩვეულებრივი. შრი კრშნა ჩაიტანია გვასწავლიდა, რომ პატივისცემას სხვებისგან არ უნდა მოველოდეთ, ყოველთვის სხვას უნდა მივაგოთ პატივი, რაც არ უნდა უპატივცემულოდ იყოს იგი ჩვენდამი განწყობილი. მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემა ღმერთისა და მისი წმინდა ერთგულის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ.
მამა ემანუელი: დიახ, გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: ვფიქრობ ქრისტიანმა მღვდლებმა კრშნას ცნობიერების მოძრაობასთან უნდა ითანამშრომლონ. მათ ქრისტეს, ანუ ქრისტოსის სახელი უნდა იგალობონ და შეწყვიტონ ცხოველთა მკვლელობისათვის ცოდვათა მიტევება. ეს სრულიად შეესაბამება ბიბლიის სწავლებას; ეს ჩემი ფილოსოფია არ გახლავთ. სათანადოდ იმოქმედეთ და ნახავთ, როგორ შეიცვლება ვითარება მსოფლიოში.
მამა ემანუელი: დიდ მადლობას მოგახსენებთ.
შრილა პრაპჰუპადა: ჰარე კრშნა.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   შრილა პრაპჰუპადა   Feb 2 2010, 08:26 PM
irma   ამ ლინკზე შრილა პრ...   Feb 2 2010, 09:12 PM
Atman   irma ამ პოსტის წაკითხ...   Feb 2 2010, 09:15 PM
Stoned   შრილა პრაპჰუპადას ...   Feb 5 2010, 05:54 PM
Atman   Stoned დასაწყისისთვი...   Feb 5 2010, 05:57 PM
Atman   პრაპჰუპადას ლექცი...   Mar 14 2010, 12:32 PM
Atman   შრილა პრაპჰუპადას ...   Mar 19 2010, 09:08 AM
Atman   შრი იშოპანიშადი (ღ...   Mar 19 2010, 11:56 AM
user name   Atman უფალი რამდენია?   Mar 19 2010, 03:55 PM
user name   Atman . თუმცა ღმრთეები...   Mar 19 2010, 03:56 PM
Atman   user name უფალი რამდენი...   Mar 19 2010, 03:57 PM
user name   ასეთი პიროვნება სი...   Mar 19 2010, 04:02 PM
Atman   ადამიანში არის 2 სუ...   Mar 19 2010, 04:03 PM
Atman   ასეთი პიროვნება სი...   Mar 19 2010, 04:05 PM
Atman   შრი შიკშაშტაკა ე...   Mar 20 2010, 12:55 PM
Atman   მანტრა – მედიტაცია...   Mar 20 2010, 01:57 PM
Atman   Наука самоосознания Автор:...   Mar 20 2010, 06:02 PM
Atman   ეს გახლავთ ერთ-ერთ...   Mar 28 2010, 01:36 PM
sentimennte   Atman შენ მალე გამარჯ...   Mar 28 2010, 08:38 PM
Atman   კრშნა თუ ქრისტე – ს...   Mar 31 2010, 01:23 PM
tikoroma   Atman აუ ეგ წიგნი მეც მ...   Apr 5 2010, 08:40 PM
Atman   tikoroma მაგ წიგნს ქვია ...   Apr 5 2010, 09:45 PM
tikoroma   ჰო, ეგ წიგნი მაქვს დ...   Apr 5 2010, 11:49 PM
Atman   tikoroma ჰო, ეგ წიგნი მაქ...   Apr 6 2010, 07:24 AM
Atman   მოვყვები კრშნას და...   Apr 15 2010, 04:49 PM
Atman   ეს არის ვედების სა...   Apr 17 2010, 11:18 AM
Atman   ამ აუდიოლექციაში შ...   Apr 24 2010, 11:31 AM
Atman   ვაგრძელებ კრშნას დ...   Apr 26 2010, 03:15 PM
serafinapekkala   Atman ეს თემა მონოელო...   Apr 26 2010, 03:43 PM
Atman   serafinapekkala ქართულად არ...   Apr 26 2010, 03:56 PM
Atman   "ცოცხალი არსებებ...   May 3 2010, 11:47 AM
Atman   ვიწყებ შრილა პრაპჰ...   Sep 6 2010, 06:35 PM
Atman   მეორე ნაწილი (აქ ერ...   Sep 7 2010, 04:15 PM
Atman   მესამე ნაწილი [img]http:/...   Sep 9 2010, 01:17 PM
Atman   მეოთხე ნაწილი [img]http:/...   Sep 10 2010, 10:25 AM
Atman   მეხუთე ნაწილი [img]http:/...   Sep 12 2010, 10:55 AM
Atman   15 სექტემბერს ერთი დ...   Sep 12 2010, 09:19 PM
Atman   მანტრის გამეორები...   Sep 20 2010, 01:29 PM
Atman   http://www.youtube.com/watch?v=K6AW3W46N2o   Sep 20 2010, 03:28 PM
Atman   ამ ლექციას ძალიან ...   Oct 20 2010, 10:05 AM
Atman   [size=4]კიდევ ერთი მონა...   Nov 1 2010, 07:54 PM
Atman   ჯონ ფეივორსი (ბჰაკ...   Nov 2 2010, 06:55 PM
Atman   ეს არის შრილა პრაბ...   Nov 25 2010, 10:19 AM
Atman   ძალიან საინტერესო ...   Dec 1 2010, 08:18 PM
Atman   ზემოთმოყვანილი ტე...   Dec 6 2010, 10:21 AM
Atman   საინტერესო მონაკვ...   Dec 12 2010, 07:38 AM
Atman   ესეც ძალიან საინტე...   Dec 12 2010, 07:46 AM
Atman   საინტერესო მონაკვ...   Dec 15 2010, 08:59 PM
Atman   საინტერესო მონაკვ...   Dec 15 2010, 09:03 PM
Atman   შრილა პრაბჰუპადას ...   Dec 17 2010, 06:35 PM
Atman   რასა ლილას აღწერა (3...   Dec 19 2010, 12:01 PM
Atman   [size=7]ბჰაგავად გიტა [si...   Dec 27 2010, 04:45 PM
Atman   ბჰაქტი ვიგიანა გოს...   Jan 3 2011, 02:02 PM
Atman   პრაბჰუპადას ინტერ...   Jan 6 2011, 06:44 PM
Atman   Обязанности ученика Учени...   Jan 7 2011, 03:13 PM
Atman   10 оскорблений Святого имен...   Jan 8 2011, 11:03 AM
Atman   შრილა პრაბჰუპადას ...   Jan 21 2011, 11:48 AM
Atman   ეს არის შრილა პრაბ...   Feb 9 2011, 08:32 PM
mata   Atman მოცულობა 51 მბ გა...   Feb 9 2011, 09:00 PM
Atman   mata არ მეგონა თუ ასე...   Feb 9 2011, 09:04 PM
priad ubralo   კარგი რა... რაღა დრო...   Feb 10 2011, 09:39 PM
Atman   priad ubralo იქნებ გეცადა ...   Feb 11 2011, 07:27 AM
Atman   თავიდან დავდებ ვიდ...   Feb 12 2011, 12:36 PM
Atman   ახალი რუსული საიტი...   Feb 18 2011, 06:45 PM
Atman   http://vimeo.com/16072658   Feb 26 2011, 12:23 PM
Atman   Однажды Шрилу Прабхупаду о...   Feb 26 2011, 06:01 PM
Atman   Истинная цель жизни (28 февр...   Feb 26 2011, 07:01 PM
Atman   აქაც წინასწარ დავწ...   Mar 6 2011, 04:37 PM
Atman   ექსკლუზიურად ეზოთ...   May 7 2011, 05:52 AM
Atman   პ.ს. ძირითადი კითხვ...   May 7 2011, 06:04 AM
Atman   ხვალიდან თბილისის ...   May 18 2011, 09:10 PM
Atman   კიდევ ერთი განცხად...   Jun 3 2011, 08:28 PM
Atman   გადავწყვიტე რასაც ...   Jun 14 2011, 07:29 PM
Atman   20, 21 და 22 ივლისს, 18:30-და...   Jul 18 2011, 06:25 PM
ever   ყველას მთელი გულით...   Jul 19 2011, 02:23 AM
Atman   ever სად ტარდება? მის...   Jul 19 2011, 05:31 AM
old_man   Atman ატმან ხვალ სავა...   Jul 19 2011, 07:24 PM
Atman   Atman ატმან ხვალ სავა...   Jul 19 2011, 07:33 PM
Atman   სასწრაფო განცხადე...   Jul 20 2011, 02:45 PM
Atman   გუშინ ძააალიან მაგ...   Jul 22 2011, 03:12 PM
old_man   კმაყოფილი ვარ საინ...   Jul 23 2011, 12:34 AM
ever   კრიშნაიტმა გოგოებ...   Jul 23 2011, 12:55 AM
Atman   21 ივლისის ლექციის ვ...   Jul 25 2011, 06:14 PM
kate   Atman ვერაფრით ვერ გა...   Jul 26 2011, 04:18 AM
Atman   kate ვერაფრით ვერ გა...   Jul 26 2011, 05:49 AM
kate   Atman აზრზე არა ვარ :) , ...   Jul 26 2011, 02:21 PM
Atman   kate აზრზე არა ვარ , მ...   Jul 26 2011, 03:56 PM
kate   Atman გაიხარე, მადლობ...   Jul 26 2011, 04:12 PM
Atman   kate არაფერს! :) ესე...   Jul 26 2011, 04:15 PM
ever   Atman ეს მანტრა მედიტ...   Jul 27 2011, 11:59 PM
Atman   ever ბოლოს "ჰარე ჰარ...   Jul 28 2011, 04:46 AM
natuka   Atman კი გვინდა   Jul 28 2011, 09:50 AM
vano kazbegi   ადამიანის სიკვდილ...   Jul 28 2011, 11:19 AM
vano kazbegi   ვინც ღმერთი შეიცნო...   Jul 28 2011, 11:34 AM
vano kazbegi   კეთილი სულს ყოველთ...   Jul 28 2011, 11:39 AM
vano kazbegi   ღმერთებს თუ სახელი...   Jul 28 2011, 11:44 AM
mata   ვანო ესენი შენი სი...   Jul 28 2011, 12:37 PM
vano kazbegi   ვანო ესენი შენი სი...   Jul 28 2011, 01:31 PM
Atman   natuka კი გვინდა ინებე...   Jul 28 2011, 01:22 PM
vano kazbegi   natuka ინებეთ :) Шрила Праб...   Jul 28 2011, 01:32 PM
2 Pages V   1 2 >


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 07:00 PM