სიკვდილის მერე........, გარდაცვალება |
სიკვდილის მერე........, გარდაცვალება |
Feb 16 2007, 05:06 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 125 Joined: 24-January 07 From: Tbilisi Member No.: 2 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გჯერათ რომ სიკვდილის მერე არის რამე?
|
|
|
May 10 2007, 07:46 PM
Post
#2
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 87 Joined: 1-May 07 Member No.: 32 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩვენი პიროვნება ჩვენი higher self-ის, высшее я-ს, ზე-მე-ს ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი სულის ერთ-ერთი "პერსონაჟია", "ასპექტია". ჩვენს სულს სხვა ასპექტებიც გააჩნია. ჩემი ზემოთდაწერილიდან გამომდინარე სულისთვის ეს ყველა ასპექტი ერთდროულად არსებობს ანუ ყველა ინკარნაცია მისთვის ერთდროულია. მიჭირს უფრო ღრმა ახსნა, რადგან მეც ვერ გავრკვეულვარ ბოლომდე. იდეა იმაშია, რომ სულისთვის დრო ჩვენი გაგებით არ არსებობს.
რა ხდება სიკვდილის შემდეგ - ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულია კონკრეტული ასპექტის მიერ მიღწეულ სულიერ, ზნეობრივ განვითარების დონეზე. იქ ნააზრევის და მოთხოვნილებების მანიფესტაცია მყისიერად ხდება, რადგან არამატერიალური სამყაროა. მსგავსი მიიზიდება მსგავსთან მყისიერად. ვიღაცა თავისი შიშების და მოთხოვნილებების ჯოჯოხეთში სხვდება, მისნაირი მოთხოვნილებების მქონეებთან ერთად. თანაც ეს სიტუაცია (რეალობა) ისევ მათი გენერირებულია, არავინ მათ ძალით იქ არ აგზავნის. ამ სიტუაციიდან გამოსვლისთვის საკმარისია, დასძლიო ის მოთხოვნილებები, რამაც შემნა ეს რეალობა შენს გარშემო. ზოგი მისთვის ასე სასურველ წყნარ, მეშანურ რეალობას აგენერირებს იდილიური სახლებით და პეიზაჟებით, თავის საახლობლო წრეში და ამ კადრებს უსასრულოდ ატრიალებს (მემგონი სადღაც აქ ახსენეს день сурка - კარგი ანალოგიაა) - სადღაც წავიკითხე, რომ ასეთი უმეტესობაა. ვიღაცა უფრო მაღლა ადის და ერთიანდება მისი ზე-მე-ს სხვა ასპექტებთან მაღალ რეალიებში. კაროჩე, როგორც წარმოგიდგენიათ, დასაწყისში ისე მოხდება და შემდგომში უფრო მეტიც, თუ 3-განზომილებიან ილუზიებზე უარი თქვით |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 22nd May 2024 - 06:03 AM |