IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჰარუკი მურაკამი, ჩემი ჰარუკი:)))
Plasmodium
post Jan 14 2014, 01:59 AM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 269
Joined: 7-October 12
Member No.: 6,901

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ:

ჰარუკი მურაკამი (იაპონ. 村上春樹 — მურაკამი ჰარუკი; დ. 12 იანვარი, 1949) — თანამედროვე იაპონელი მწერალი და მთარგმნელი. მისი ნამუშევრები ზოგადად ხასიათდება, როგორც „ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ღრმად კომპლექსური“

მურაკამი დაიბადა კიოტოში 1949 წელს, თუმცა მთელი ახალგაზრდობა კობეში გაატარა. მამამისი ბუდისტი მღვდლის შვილი იყო; დედამისი კი ოსაკელი ვაჭრის ქალიშვილი. ორივე იაპონურ ლიტერატურას ასწავლიდან.

ბავშვობიდან მურაკამი დასავლური კულტურის გავლენას განიცდის, განსაკუთრებით კი დასავლური მუსიკისა და ლიტერატურის. ის გაიზარდა ისეთ ამერიკელ მწერალთა ნაწარმოებებზე, როგორებიც იყვნენ კურტ ვონეგუტი და რიჩარდ ბრაუტიგანი, რის გამოც ხშირად გამოიკვეთება მის თანამემამულეთაგან დასავლური ზეგავლენით.

რამდენიმე წელია ბუკმეკეკერები უწინასწარმეტყველებენ ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში, თუმცა სად არის სამართალი biggrin.gif

ჩემი აზრით:

დამკვიდრებული აზრით, ყველა თანამედროვე მწერალი, ვიღაც წინამორბედის გავლენას განიცდის - მურაკამი ერთერთია ვისაც არა მარტო აქვს საკუთარი სტილი (რომელიც მის ყველა ნაწარმოებში მკაფიოდ იგრძნობა) სწორედ ეს სტილია მასში ყველაზე მიმზიდველი და არა აზრი ე.წ."მეორე ფენა" რომელმაც ვითომ რაღაც უნდა გვასწავლოს biggrin.gif რაც ჩემთვის ლიტერატურაში მეორეხარისხოვანია და მთლიანად სუბიექტურ აღქმაზეა დამოკიდებული... რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ "მეორე ფენის" მოყვარულები მის წიგნებში ვერ აღმოაჩენენ ღრმა აზრს (ეს აღმოჩენები ხშირად გამხდარა თავად ავტორთა გაკვირვების საგანი smile.gif) თუმცა... თუმცა. ქართულად ნათარგმნია მისი ორი წიგნი "ნადირობა ცხვარზე" (იკითხეთ ნებისმიერ ბიბლიოთეკაში) და სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით + რამდენიმე მოთხრობა.

მოკლედ

თუ წაგიკითხავთ?

რას ფიქრობთ?

და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
vahtang
post Jun 11 2014, 10:30 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 11-June 14
Member No.: 7,296

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ ვისმეს გსურთ "სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით" რედაქტირებული ვერსია, შეგიძლიათ მისწეროთ მთარგმნელს მისამართზე janri.luiza@gmail.com და გამოგიგზავნიან.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 08:59 PM