IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> აღმოსავლური შეგონებანი, რჩევები სულიერი ცხოვრები
I AM
post Nov 5 2010, 10:45 AM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აღმოსავლური შეგონება 1:

ადამიანი სიყვარულის თვით განხორციელება უნდა გახდეს. როდესაც იგი სიყვარულითაა აღვსილი, მთელი სამყარო სიყვარულით სავსე ხდება. სანამ იგი სიძულვილითაა აღვსილი, მთელი სამყარო სიძულვილით მოცული ეჩვენება მას. როდესაც სიყვარული გაიმარჯვებს, სიკეთისა და ბოროტების დუალიზმი გადალახულ იქნება და ღვთაებრივთან ერთიანობის ბედნიერების განცდა მოხდება.


სხეული უნდა ვალის შესასრულებლად გამოიყენოთ, მაგრამ ზედმეტად არ უნდა მიებათ მას.
ვერც გულმოწყალება, ვერც მსხვერპლად შეწირვა,
ვერც განდეგილობა, ვერც საღვთო წერილების ცოდნა,
ვერც ღრმა მეცნიერული კვლევა,
ვერაფერი შეედრება
გრძნობებზე კონტროლის ძალას.
რა არის ცხოვრება? რა არის უმაღლესი მიზანი? ადამიანი უნდა ჩაუკვირდეს ამ ძირითად კითხვებს. თუმცა მას ჰგონია, რომ მისი უმაღლესი მიზანი საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრისა და შთამომავლობის არსებობაა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რამდენადმე აუცილებელია. მაგრამ ეს მხოლოდ არსებობას ეხება და ცხოვრების უმაღლეს მიზანთან არავითარ კავშირში არ იმყოფება. ჩვეულებრივი ცხოვრების პარალელურად ადამიანმა უმაღლეს მიზანს უნდა მიაქციოს ყურადღება.
რატომ ხდება არახელსაყრელი მოვლენები? მხოლოდ იმისთვის, რომ სიკეთეს დაეხმაროს. მათ გამწმენდი ეფექტი გააჩნიათ. ამაღლება და დაცემა ბუნებრივი მდგომარეობებია. როდესაც ასეთი მოვლენები ღვთაებრივთან უშუალო კავშირში ხდება, ისინი უნდა განიხილოთ როგორც პრელუდია რაღაც ამაღლებულისა და დიადისაკენ.
ვინც ღმერთის შეცნობისკენ ისწრაფის, მან უნდა სიმტკიცე იქონიოს და ღიმილით გადაიტანოს შეურაცხყოფა, გულისტკივილი და წამება.
ვისი გულიც თანაგრძნობით სავსეა, ვისი ხელებიც სხვების მსახურებასაა მიძღვნილი, ვისი სხეულიც მუდამ სხვებს ეხმარება, მისი ცხოვრება კურთხეული, კეთილშობილური და აზრით სავსეა.
ადამიანები გონებას იფუჭებენ. რელიგია წახდენილი არ არის. დღეს გონებათა ტრანსფორმაციაა საჭირო და არა ადამიანებისა. როდესაც გონება გარდაიქმნება, ადამიანები ავტომატურად შეიცვლებიან კარგისკენ. ადამიანის ცხოვრება ისე ეწყობა, როგორც მისი გონება ''ფიქრობს''. დღეს ადამიანებმა აზრებისა და გრძნობების სიწმინდეს უნდა მიაღწიონ.
ადამიანის ხასიათის ცუდი თვისებები საკვებისა და სხვა ჩვეულებების შედეგია და ატმადან არ მომდინარეობს. ისეთი მანკიერებები, როგორიცაა ჟინი, მრისხანება, შური და სიამაყე, არასწორი კვების, შეუფერებელი კამპანიის შედეგია და გარეშე ფაქტორთა პროდუქტებს წარმოადგენს. ისინი შიგნიდან არ ჩნდება. მაგრამ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა, სხვების მიმართ პატივისცემა, შინაგანი ''მე''-დან წარმოიქმნება. ეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია. ადამიანები ამ ღირებულებებს ივიწყებენ და ცხოველურ მიდრეკილებებს მიჰყვებიან, მათგვარი ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს არ არის სწორი. ისინი ისე უნდა ცხოვრობდნენ, რომ თავისი ადამიანური წოდება მუდამ ახსოვდეთ.


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
I AM
post Nov 30 2010, 10:28 PM
Post #2


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აღმოსავლური შეგონება 19: babu.gif

გონება პასუხისმგებელია აზრთა სხვადასხვაობაზე, სიმპათიასა და ანტიპათიაზე, პოზიციებში სხვადასხვაობაზე. სამყარო გონების მეშვეობით აღიქვება. გონების გარეშე სამყაროს არსებობა შეუძლებელია, აგრეთვე არ იქნება მიბმულობები და სიძულვილი, სიხარული და მწუხარება.


სწორედ მიბმულობებისა და სიძულვილის გამოა დღეს ადამიანი უბედურ მდგომარეობაში ჩავარდნილი. ვინაიდან გონებაა ყოველივე ამის მიზეზი, ადამიანმა, ღვთაებრივი რომ შეიგნოს, უნდა ჩვეულებრივი გონების ბუნებრივი უძლურობა გადალახოს და ზღვარსმიღმა გონებაში გადავიდეს.


სამივე მდგომარეობაში – სიფხიზლის, სიზმრების და ღრმა ძილისა – ადამიანი გონებითაა შებოჭილი. როდესაც ამ სამ სტადიას გადალახავს და თავის შიდა ხედვას განავითარებს, მას შეუძლია ადამიანური მდგომარეობიდან ღვთაებრივისკენ იმოძრაოს.


სანამ ადამიანი მხოლოდ ზერელე ხედვით იყურება, მას მხოლოდ გარე გამოცდილება შეუძლია მიიღოს. როდესაც იგი შიდა ხედვის განვითარებასა და შიგნით ღვთაებრივის შეგრძნებას დაიწყებს, კოსმოსი გამოვლინდება როგორც ღმერთის არეკვლა. ამას ეწოდება კოსმოსური ღვთაებრივი საწყისის შეგნება. რა განსხვავებაა კოსმოსურ ღვთაებრივ საწყისსა და ღვთაებრივ საწყისს შორის ადამიანში? არავითარი. მაგრამ როდესაც მას ინდივიდი განიცდის, იგი აღიწერება როგორც შიდა ღვთაებრიობა. როდესაც ინდივიდის გამოცდილება მთელ სამყაროზე ვრცელდება, მას კოსმოსური საწყისი ეწოდება.




--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
I AM   აღმოსავლური შეგონებანი   Nov 5 2010, 10:45 AM
I AM   აღმოსავლური შეგონ...   Nov 5 2010, 11:10 AM
I AM   აღმოსავლური შეგონ...   Nov 5 2010, 10:09 PM
I AM   აღმოსავლური შეგონ...   Nov 6 2010, 09:41 AM
I AM   Alpha ჩემი შეგროვებუ...   Nov 8 2010, 02:07 PM
I AM   :welcomeani: აღმოსავლური ...   Nov 9 2010, 03:19 PM
I AM   აღმოსავლური შეგონ...   Nov 10 2010, 08:54 AM
Alpha   მომწონს :l_book:   Nov 10 2010, 06:58 PM
I AM   დამიანები ერთმანე...   Nov 11 2010, 09:07 AM
Atman   I AM ეს ბოლო ვისი სიტ...   Nov 11 2010, 09:24 AM
I AM   Atman :rolleyes: ??? ვერ გავი...   Nov 11 2010, 10:05 AM
Atman   I AM დამიანები ერთმა...   Nov 11 2010, 10:13 AM
I AM   Atman მნიშვნელოვანი...   Nov 11 2010, 10:25 AM
Atman   I AM ერთიც მნიშვნელო...   Nov 11 2010, 10:54 AM
I AM   აღმოსავლუ8რი შეგონ...   Nov 11 2010, 12:14 PM
td.........   ისინი ფიქრობენ ერთ...   Nov 11 2010, 05:53 PM
I AM   Atman :yes: თან ეს პიროვ...   Nov 12 2010, 08:53 AM
I AM   აღმოსავლური შეგონ...   Nov 13 2010, 09:38 AM
Anna   I AM :kiss1: :good: :good: Good job!   Nov 13 2010, 10:08 AM
Existence   ადამიანები სამყარ...   Nov 13 2010, 10:39 AM
I AM   Anna Existence მადლობა თქვ...   Nov 13 2010, 09:07 PM
ირმა   I AM მრისხანების გამ...   Nov 13 2010, 09:19 PM
I AM   აღმოსავლური შეგონ...   Nov 14 2010, 10:34 AM
Existence   ბრძენი ადამიანი ღმ...   Nov 15 2010, 01:31 PM
I AM   Existence :yes: --------------------------...   Nov 15 2010, 10:53 PM
ირმა   დღეს ჰაერი გაჭუჭყი...   Nov 15 2010, 11:12 PM
Atman   დღეს ჰაერი გაჭუჭყი...   Nov 16 2010, 06:32 AM
I AM   ირმა გაიხარე :) ----...   Nov 16 2010, 10:05 PM
I AM   აღმოსავლური შეგონ...   Nov 19 2010, 01:04 PM
I AM   აღმოსავლური შეგონ...   Nov 20 2010, 06:51 PM
I AM   აღმოსავლური შეგონ...   Nov 25 2010, 11:14 PM
I AM   აღმოსავლური შეგონ...   Nov 30 2010, 10:28 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 12:37 AM