IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ქართული პოეზია, ლიტერატურა, საყვარელი ამონარიდები,. ცი
lasharela
post Dec 27 2007, 12:56 PM
Post #21


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 173
Joined: 25-January 07
Member No.: 3

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ნამდვილად არაა პარალელი მეგრეს ნაწარმოებებს და ვაჟას შორის...(ხელი მომტყდეს რომე ს გავაკეთო)

უბრალოდ, თეოს საინტერესო მინაწერიაქვს ფორუმზე ნოდარ დუმბაძის რომანიდან და გადავწყვიტე ასეთი თემა გამეხსნა. ჩვენი საყვარელი ადგილები, ჩვენთვის საყვარელი ნაწარმოებებიდან....

ამ ნაწყვეტს კი კონკრეტულად ზეტმა რომ წაიკითხოს ბოლომდე იმიტომ ვდებ smile.gif ფორუმზე მაინც წაიკითხოს იქნებ smile.gif



როცა კი გაზაფხულდება,
გამოიღვიძებს ქვეყანა:
სილაღე, სიმხიარულე
დასეირნობენ ყველგანა,
გაჩნდება ჩირთი, ყვავილნი
ეკონებიან მწვანესა,
მინდია გაფაციცებით
სულ მიმოივლის მთა-ველსა.
ყველა მცენარეს და მღილსა
ის ეგებება სალმითა,
ბუნებაც “ვაშას” უძახის
მდიდრად მორთულის ალმითა.
ყვავილნი ყელ-გადაგდებით,
დახატულები კალმითა,
“მინდიას გაუმარჯოსო”,
ერთხმად ასტეხენ ჟიჟინსა,
ხეები ფოთლებს არხევენ,
ბუნება იწყებს ბიბინსა,
და მერე სათითაოდა
ყველა მოჰყვება ტიტინსა:
“მე ვარო ამის წამალი”;
სხვა გაიძახის - “იმისა;”
მინდიაც მოსწყვეტს, თან მიაქვს,
ჯერ ზედ ნამი აქვთ დილისა.
თურმე ზნედა სჭირთ ყვავილთა:
ოღონდ ეწამლონ სნეულთა,
სიცოცხლით გაფუფუნებულს
არად აგდებენ სხეულთა:
სალხინოდ ჰსახვენ, კაცთ სარგოდ,
ძვალ-ხორცთა ჩამორღვეულთა.
ყვავილთ ეს ზნე სჭირთ და ხეებს
თურმე მოუვათ ტირილი;
მარტოკა მინდიას ესმის
მათი კვნესა და ჩივილი.
ამისგან მისი ცხოვრება
ძალიან დაცარულია:
მივიდა ხესთან ცულითა,
სთქვა: “უნდა მოვჭრა ესაო!”
შემოჰკრავს ცულსა და ამ დროს
ხის შამოესმის კვნესაო:
“ნუ მომკლავ, ჩემო მინდიავ,
ნუ დამიბნელებ მზესაო,
უიარაღო რომა ვარ,
მიტომ მიბრიყვებ ხესაო?!..”
დაუდუნდება მკლავები,
შტერად გაჰხედნებს ზეცასა.
სხვა ხეს მიჰმართავს, ის უფრო
მეტად დაიწყებს კვნესასა.
ხელცარიელი წამოვა,
ვერ მოიყოლებს შეშასა,
და რომ ღველფზედა არ გაჰქრეს
ცეცხლი, აანთებს თივასა
ან ჩალას, გამხმარს ჯოყრებსა,
თან მიაშველებს წივასა;
თუ სად ხმელს წიწკრებს იპოვნის,
არც დაიწუნებს იმასა.
მაინც ღმერთს ჰმადლობს, მაინცა,
საღამოსა და დილასა.
სხვებსაც მას ურჩევს: “კაცებო,
მოდით, ნუ ჰშვრებით ცოდვასა;
ნუ მასჭრით ხესა, დავჯერდეთ
ჯოყრებს, ხმელს წიწკრებს ცოტასა.”
არავინ უსმენს, არქმევენ
ამგვარს მის რჩევას ბოდვასა.
- “ღმერთს ჩვენთვის გაუჩენაო
სარგოდა, მოსახმარადა!”
და დღესაც არავინ ჰზოგავს
ვერხვ-წიფელს მოსაკლავადა.

ვაჟა ფშაველა – გველის მჭამელი http://www.lib.ge/body_text.php?1825
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
lasharela   ქართული პოეზია, ლიტერატურა   Dec 27 2007, 12:56 PM
old_man   სხვათაშორის, გველი...   Dec 27 2007, 03:42 PM
lasharela   სხვათაშორის, გველი...   Dec 27 2007, 04:32 PM
old_man   აი ჩვენთვის საინტე...   Dec 27 2007, 04:17 PM
old_man   იგივე შეიძლება ითქ...   Dec 27 2007, 04:48 PM
lasharela   იგივე შეიძლება ითქ...   Dec 27 2007, 06:36 PM
kate   იგივე შეიძლება ითქ...   Feb 22 2011, 05:51 PM
TeO   გაიხარე ლაშარელა...   Jan 3 2008, 05:45 PM
lasharela   გაიხარე ლაშარელა...   Jan 8 2008, 04:54 PM
TeO   ვინ არის კაცი? ვაჟა...   Jan 9 2008, 10:17 AM
TeO   ვაჟა ჩემთვის მისტი...   Jan 9 2008, 10:24 AM
TeO   ძალიან მიყვარს მიხ...   Jan 9 2008, 11:09 AM
TeO   ილია მართალის (ჭავ...   Jan 9 2008, 12:09 PM
TeO   (უსულდგმულო ცხოვრე...   Jan 9 2008, 12:14 PM
TeO   ცხრა შეკითხვა სიყვ...   Jan 9 2008, 12:56 PM
TeO   „ადამიანს ერთი გას...   Jan 9 2008, 04:09 PM
TeO   ძალიან მიყვარს დუმ...   Jan 12 2008, 04:17 PM
TeO   ილია ჭავ ჭავაძე * * * ...   Jan 12 2008, 04:17 PM
TeO   “თეთრი საყელო” მი...   Jan 21 2008, 01:44 PM
lasha   bednieri var aseti bumberazi winaprebis shvili rom...   Feb 12 2008, 06:17 PM
TeO   bednieri var aseti bumberazi winaprebis shvili rom...   Feb 14 2008, 03:10 PM
blanca   ყველა ერს ბევრი სა...   Feb 13 2009, 08:16 AM
Uma   და ვინ ეჯიბრება ვი...   Feb 16 2009, 06:06 PM
Anna   შედარებები მომეწო...   Feb 8 2011, 09:24 AM
Atman   სადღაა დასავლეთი დ...   Feb 8 2011, 09:57 AM
Anna   გლობალიზაცია Atman, გლ...   Feb 8 2011, 12:13 PM
priad ubralo   Vewinaagmdegebi-agmosavlets! Vemxrobi - dasavl...   Feb 19 2011, 03:14 PM
Existence   Vewinaagmdegebi-budas! ეს გასაგ...   Feb 19 2011, 05:26 PM
priad ubralo   უპირველს ყოვლისა ...   Feb 20 2011, 04:58 PM
Existence   priad ubralo კრიშნამურტი...   Feb 21 2011, 11:36 AM
priad ubralo   Existence კი, გასაგებია. თ...   Feb 21 2011, 01:53 PM
mata   priad ubralo შენ რა კანტივ...   Feb 21 2011, 02:31 PM
Existence   priad ubralo რისი თქმაც მი...   Feb 21 2011, 03:12 PM
priad ubralo   mata ნუ, არა გვინდა კა...   Feb 21 2011, 06:01 PM
mata   priad ubralo სულიერ პრაქტ...   Feb 21 2011, 06:17 PM
kate   "........და ერთხელ როც...   Feb 22 2011, 05:54 PM
kate   ადამიანი უფრო მეტი...   Feb 22 2011, 07:48 PM
kate   მე არ მინდოდა სიცო...   Feb 22 2011, 07:53 PM
kate   ადამიანის სული გაც...   Feb 22 2011, 07:56 PM
priad ubralo   მისი ერთ-ერთი უბან...   Feb 23 2011, 02:34 PM
kate   მისი ერთ-ერთი უბან...   Feb 23 2011, 05:10 PM
priad ubralo   :D გამეცინა, სასაცი...   Feb 24 2011, 04:29 PM
მზეონა   თემის ნახევარი გას...   Aug 4 2011, 09:40 PM
თაია   priad ubralo მისი ერთ-ერთი ...   Aug 5 2011, 01:40 AM
sky   . . დედაშენი არის ღმ...   Jul 17 2012, 11:00 AM
მზეონა   არა-ჩვეულებრივი სი...   Jul 17 2012, 06:57 PM
tamriko_faso   მე ძალიან მიყვარს ...   Jul 17 2012, 07:44 PM
MinD   ჰოიდა ნანა, ოჰი ნან...   Mar 6 2013, 06:10 PM
elli   MinD ზურაბ გორგილაძე ...   Mar 6 2013, 07:31 PM
marissa   ვერკვლის ციხე ვარ ...   Mar 6 2013, 08:08 PM
elli   marissa +10000   Mar 6 2013, 10:32 PM
MinD   ოდეს კნინ იქმნა ზნ...   Mar 7 2013, 12:55 PM
eblatave bebiashens   ქართული პოეზია ძა...   Mar 9 2013, 09:32 PM
marissa   ავიდათ! ქალაქი არ...   Mar 9 2013, 09:44 PM
ichi   ქმნა მართლისა სამა...   Jun 25 2015, 12:41 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th May 2024 - 04:38 PM