IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

15 Pages V  « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
> ვინ ვართ და საიდან მოვდივართ?!
kate
post Dec 1 2011, 09:49 AM
Post #181


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.........დედამიწაზე ინკარნაციის დაწყებისთანავე დავიწყეთ სხეულის და გარემოს ათვისება, ყველაფერი კარგად მიდიოდა, უდიდესი და ძლიერი ცივილიზაციაც ავაშენეთ და იმ წერტილამდეც მივედით საიდანაც უკვე შესაძლებელი იყო "ზემოთ ასვლა" დაგვეწყო, მაგრამ უდიდესი შეცდომა დავუშვით, განზომილებათა საზღვარი გავხსენით თან უფრო "განვითარებულმა სულებმა" გადაწყვიტეს "ნაკლებად განვითარებულ" სულებზე ხელოვნურად, "ტექნიკურ-მაგიურად" ზემოქმედება, თავისუფალ ნებაში ჩარევა, და ამის გამო გამზომილების ბოლო წერტილში ამოვყავით თავი. განვითარების გარკვეულ ციკლს თუ რვიანის სახით წარმოვიდგენთ, იმ პერიოდში უკვე გავლილი გვქონდა მთელი ბოლო წრე, ორი წრის კვეთის წერტილში ვიმყოფებოდით, ზედა წრეზე უნდა გაგვეგრძელებინა გზა, მაგრამ ატლანტიდის კატასტროფამ ქვედა წრის ბოლო წერტილზე "ჩამოგვაგდო". ეს "ჩამოვარდნა" გამოიხატებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ცნობიერების დაბლა დაცემაში და ამგვარად რეალობის სხვანაირად აღქმაში. ასეთი ადგილიდან ჯერ არავის უცდია განვიტარების აღმავალ გზაზე ასვლა, და რაც მთავარია განადგურებული იყო დედამიწის ირგვლივ არსებული საერთო ცნობიერების ქსელი, რითაც დაიკარგა კავშირი ჩვენს შორის და ყველანი მარტოდ აღმოვჩნდით, მის გარეშე კი ცნობიერების იმ დონეზე ასვლა, საიდანაც სახლში დაბრუნების გზა იწყებოდა, უბრალოდ შეუძლებელი და წარმოუდგენელი იყო, მაგრამ რადგან მაშინ დაშვებული შეცდომა ძირითადად არა ჩვენი, არამედ ჩვენთან უნებართვოდ შემოჭრილი და მერე ჩვენთან აფქვეფილი ცივილიზაციის ბრალი იყო, მოგვეცა უფლება და შანსი გაგვეგრძელებინა განვითარება, და ამის საფუძველი - საერთო ცნობიერების ქსელი ხელოვნურად შეიქმნა მეოთხე განზომილებაში, და ნელნელა იწყო მატერიალიზება ჩვენს სამყაროში, თუ ამ პროცესს მეოთხე განზომილებაში მხოლოდ საათები დაჭირდა, ჩვენთან ამ ქსელის გასაცოცხლებლად აუცილებელი გეომანტიური პირობები და პროცესები მეოცე საუკუნემდე გრძელდებოდა. რადგან სამყაროში ყველაფერი ცვალებადი და განუმეორებელია, არავინ იცოდა რა გზით და როგორ განვითარდებოდა კაცობრიობა, რომელმაც თავის თავთან კავშირი დაკარგა, მთავარი იყო მაღალი ცნობიერების ქსელის გაცოცხლებამდე არ დაეკარგათ ემოციური სხეული და პირველ რიგში სიყვარულის მიღების და აღქმის უნარი და არ გაენადგურებინათ ერთმანეთი და პლანეტა. საქმე ისაა, რომ ცნობიერების მეორე საფეხური, სადაც აღმოვჩნდით ატლანტიდის მერე და სადაც ისევ ვიმყოფებით, გარდამავალი საფეხურია და გარკვეული ციკლის შემდეგ თუ არ მოხდა მისი მაღალ, მესამე საფეხურზე ასვლა, აუცილებლად გაანადგურებს საკუთარ თავს(და ამდენად დაკარგავს აქამდე მიღებულ ყველა გამოცდილებას) და უარესი, მოკლავს პლანეტას. ამიტომაც ეს ექპერიმენტი უდიდესი რისკი იყო, ამიტომაც არის ამდენი აპოკალიფსური წინასწარმეტყველება თითქმის ყველა რელიგიასა და კულტში და მასთან ერთად ასევე არსებობს "ოქროს ხანის" ბედნიერი და უზრუნველი მომავლის, "ზეციური იერუსალიმის" წინასწარმეტყველება. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში არსებობდა დიდი შესაძლებლობა რომ, არსებული მხოლოდ ორი ვარიანტიდან: თვითგანადგურება ან განვითარების ზედა საფეხურზე ასვლა - ჩვენ თვითგანადგურების გზით წავსულიყავით, ახლა ეს უკვე გამორიცხულია, ჩვენ არანაირი განადგურება თუ თვითგანადგურება აღარ გვემუქრება, გასაგებია რომ ეს მხოლოდ ფიზიკურ მხარეს არ ეხება, ეს ეხება მილიონობითწლიანი გამოცდილების დკარგვას, ჩვენ აუცილებლად გადავდივართ განვითარების შემდგომ საფეხურზე, მაგრამ ამისთვის რომელ გზას ავირჩევთ ჯერ არავისთვისაა ცნობილი, და მხოლოდ ჩვენზე და დედამიწაზეა დამოკიდებული.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Dec 5 2011, 07:26 PM
Post #182


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



........ანუ ჩვენ ვვითარდებით, ევოლუციას განვიცდით, არა ფიზიკურად, ადამიანი ფიზიკურად აღარ შეცვლილა მას შემდეგ რაც ჰომო საპიენსი პირველად გამოჩნდა დედამიწაზე, არამედ სულიერად და წინ მივდივართ, მაგრამ ჯერ არ მივსულვართ იმ წერტილამდე, სადაც ოდესღაც ვიყავით და დავკარგეთ. ოღონდ განვითარების იგივე გზას არ ვიმეორებთ, ეს უბრალოდ შეუძლებელია, ყველაფერი განუმეორებელი და ცვალებადია და ყოველი თუნდაც უმნიშვნელო არჩევანი შესაძლებლობათა ახალ პაკეტს ხსნის, მაგრამ რისი შეცვლაც შეუძლებელია, ეს ის წერტილია წარმოსახვითი რვიანის შუაში რომ მდებარეობა, და რისი გავლის გარეშეც განვითარების ზედა საფეხურზე ასვლა გამორიცხულია. თუ ატლანტიდის კატასტროფამდე ეს გზა რკალის სახით გავიარეთ, მის შემდეგ შუა ბოლო წერტილიდან, ამ რკალში ჩაკეტილები და იზოლირებულნი მთელი სამყაროდან, სპირალისებურად მივიწევთ ზემოთ. რაც უფრო ვუახლოვდებით საზღვარს, ჩქარდება დრო და განვითარების პროცესი, იზრდება გარედან უხილავი დახმარება და აუცილებელი ბიძგები. რაც შეეხება ფიზიკურ პლანს, სულ რაღაც 120 წლის წინათ, გადაადგილების საუკეთესო საშუალებად ისევ ცხენი ითვლებოდა, დღეს კი მარსის ზედაპირს ვათვალიერებთ და ისეთი საშუალებებით ვურთიერთობთ, როგრიც ეს ფორუმია smile.gif . რომ ავიღოთ, თუნდაც მხოლოდ ტრადიციული მეცნიერების მიერ "აღიარებული და დადასტურებილი", კაცობრიობის ცივილიზაციის დასაწყისი, რომელიც 10 000 წელს არ აღემატება, ამ ხნის მანძილზე ადამიანს გონებრივად ყოველთვის შეეძლო იგივე, რასაც ახლა აკეთებს, ანუ 10 000 წლის წინანდელი ბავშვი სათანადო პირობებში კომპიუტერსაც ისევე აითვისებს და კვანტურ ფიზიკასაც, როგორც XXI საუკუნელი. ჯერ კიდევ სულ ახლახანს, ლეონარდო და ვინჩიმ სახვადასხვა მფრინავი აპარატების მოდელები შექმნა, მაგრამ მაშინვე დავიწყებას მიეცა, მეოცე საუკუნეში კი ცხენიდან რაკეტაზე გადავინაცვლეთ. როგორ ფიქრობთ ეს შემთხვევითია?! შემთხვევით არაფერი ხდება სამყაროში. სამყარო ცოცხალია და ყველაფერი კანონზომიერებას ექვემდებარება, ერთერთი კანონი განვითარებად ცივილიზაციაში ჩაურევლობაა, სხვა მაღალგანვითარებული ცივილიზაციის მიერ, მაგრამ ჩვენს განვითარებაში ერთხელ უკვე ჩაერივნენ, როდესაც მოგვეცა საშუალება თითქმის უიმედო მდგომარეობიდან გამოსვლის გზები გვეძებნა, და რადგან ამ ექსპერიმენტის მანძილზე იზოლირიბულნი ვართ დანარჩენი ცივილიზაციებისაგან, და იმ შემთვევაშიც აღარ ჩაერევიან თუ საკუთარ თავს გავანადგურებთ, მაღალტექნოლოგიური განვითარების ყველა გზას ვუბლოკავდით საკუთარ თავს ქვეშეცნეულად, რადგან ვიცოდით, "გვახსოვდა" სად მიგვიყვანა ამ გზამ ერთხელ. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მივეცით "თავს უფლება", რადგან უკვე ახლოს ვიყავით პლანეტარული ძვრის პერიოდთან და დიდი ზიანის მიყენებას ვეღარ მოვასწრებდით, ვერც საკუთარი თავისთვის, ვერც პლანეტისთვის, მიგვეღო "გარედან" სხვა ტექნიკურად ჩვენზე განვითარებული ცივილიზაციის მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიური მოდელები (არა მაღალგანვითარებული ცივილიზაციების მიერ, რომლებიც მხოლოდ გვაკვირდებიან, და არაფერში ერევიან) თუმცა რამდენად საშიშია ჩვენს ხელში განვითარებული ტექნიკა, მალევე 40-იან წლებში დაამტკიცა "მანჰეტენის პროექტმა" ხიროსიმას და ნაგასაკის სახით. ეს დიდი ტრაგედია, ერთგვარი გამოფხიზლებაც იყო და მას შემდეგ დიდი მცდელობაა მსგავსი არ განმეორდეს და ყოველი ახალი ტექნიკური მიღწევა მხოლოდ ადამიანთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და დასახმარებლად გამოიყენონ, რამაც ერთი მხვრივ შექმნა ახალი ილუზია, რომ ჩვენი დანიშნულება მატერიალური კომფორტის შექმნაში, სიცოცხლის გახანგრძლივების გზების ძიებაშია, რომელიც ტექნოლოგიურად მიღწევადია, მეორე მხვრივ კი მოხდა ინფორმაციის არნახულად სწრაფად გავრცელება, ადამიანების დაახლოება, რამაც ერთგვარად ხელი შეუწყო დედამიწის ვიბრაციის აწევას და ნელნელა კაცობრიობის მეხსიერებაში ჩვენი მთავარი და ძირითადი დანიშნულების გახსენებას - გავაცოცხლოთ და გადავინაცვლოთ ჩვენს სხივურ სხეულში, მეორენაირად ამაღლება, რაც აქედანვე - ფიზიკური პლანიდან და იგივე ფიზიკური სხეულით იქნება შესაძლებელი სულ მალე.......
Go to the top of the page
 
+Quote Post
თამარი...
post Dec 7 2011, 09:21 PM
Post #183


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 325
Joined: 9-July 11
Member No.: 6,509

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ქეთი, მანდ, თქვენთან რას აბობენ ასტრონოების მიერ ახლახანს აღმოჩენილი პლანეტის შესახებ?
ჩვენთან თქვე, მასზე წყალი არისო, სავარაუდოდ - სიცოცხლეცო... რბილი კლიმატიო, საშ.ტემპერატურა 22 გრადუსი ცელსიუსითო... . ბრუნავს საკუთარი "მზის" გარშემო და ფაქტიურად დედამიწის ანალოგ პლანეტას წარმოადგენსო..

kiss1.gif


--------------------
* * *
იქნებ სამშობლომ ვერც კი იგრძნოს სიკვდილი ჩემი,
მაგრამ ვიცი, რომ მეგობრები ატირდებიან!!!

* * *
მამა, თორმეტი წელი ხდება, რაც მიმატოვე...
მაშინ რატომ ვგრძნობ ასე მძაფრად სითბოს თითების,
როცა მიჭირს და უხილავი ხელი მიჭერს დაცემისაგან?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 8 2011, 10:49 PM
Post #184


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ციტატა
......დედამიწაზე ინკარნაციის დაწყებისთანავე დავიწყეთ სხეულის და გარემოს ათვისება, ყველაფერი კარგად მიდიოდა, უდიდესი და ძლიერი ცივილიზაციაც ავაშენეთ და იმ წერტილამდეც მივედით საიდანაც უკვე შესაძლებელი იყო "ზემოთ ასვლა" დაგვეწყო, მაგრამ უდიდესი შეცდომა დავუშვით, განზომილებათა საზღვარი გავხსენით თან უფრო "განვითარებულმა სულებმა" გადაწყვიტეს "ნაკლებად განვითარებულ" სულებზე ხელოვნურად, "ტექნიკურ-მაგიურად" ზემოქმედება, თავისუფალ ნებაში ჩარევა, და ამის გამო გამზომილების ბოლო წერტილში ამოვყავით თავი. განვითარების გარკვეულ ციკლს თუ რვიანის სახით წარმოვიდგენთ, იმ პერიოდში უკვე გავლილი გვქონდა მთელი ბოლო წრე, ორი წრის კვეთის წერტილში ვიმყოფებოდით, ზედა წრეზე უნდა გაგვეგრძელებინა გზა, მაგრამ ატლანტიდის კატასტროფამ ქვედა წრის ბოლო წერტილზე "ჩამოგვაგდო". ეს "ჩამოვარდნა" გამოიხატებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ცნობიერების დაბლა დაცემაში და ამგვარად რეალობის სხვანაირად აღქმაში. ასეთი ადგილიდან ჯერ არავის უცდია განვიტარების აღმავალ გზაზე ასვლა, და რაც მთავარია განადგურებული იყო დედამიწის ირგვლივ არსებული საერთო ცნობიერების ქსელი, რითაც დაიკარგა კავშირი ჩვენს შორის და ყველანი მარტოდ აღმოვჩნდით,


შეიძლება ეს ბაბილონის გოდოლის მითში იყოს გადმოცემული? ასოციაცია მოვიდა ასეთი smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 8 2011, 10:51 PM
Post #185


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ციტატა
რომ ავიღოთ, თუნდაც მხოლოდ ტრადიციული მეცნიერების მიერ "აღიარებული და დადასტურებილი", კაცობრიობის ცივილიზაციის დასაწყისი, რომელიც 10 000 წელს არ აღემატება, ამ ხნის მანძილზე ადამიანს გონებრივად ყოველთვის შეეძლო იგივე, რასაც ახლა აკეთებს, ანუ 10 000 წლის წინანდელი ბავშვი სათანადო პირობებში კომპიუტერსაც ისევე აითვისებს და კვანტურ ფიზიკასაც, როგორც XXI საუკუნელი.


ამაზე მიფიქრია ისე, ანუ, წინა საუკუნეების ადამიანებს შეიძლებოდა ჰქონოდათ კომპიუტერის ნიჭი? და სხვა ტექნიკის, რაც მაშინ არ იყო? ეგ როგორ დაადგინეს?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Dec 11 2011, 06:52 AM
Post #186


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თამარი
არა მგონია 600 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტის აღმოჩენას რაიმე მნიშვნელობა ქონდეს ჩვენთვის, თუნდაც დედამიწის ასლს წარმოადგენდეს. ხოლო ის რომ, დედამიწის მსგავსი პირობებია სიცოცხლის განსავითარებლად(მზისგან მისი დაშორების და მასის მიხედვით), ავტომატურად არ ნიშნავს მასზე მოაზროვნე სიცოცხლის ან საერთოდ სიცოცხლის არსებობას. ასეც რომ იყოს, რას უნდა ცვლიდეს ჩვენთვის?! სამყაროში ხომ ისედაც იმდენი ცოცხალი მოაზროვნე არსებაა, და იმდენად განსხვავებული ფორმით, ჩვენი წარმოდგენა ვერაფრით რომ ვერ შეწვდება smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Dec 11 2011, 07:04 AM
Post #187


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 8th December 2011 - 01:51 PM) *
შეიძლება ეს ბაბილონის გოდოლის მითში იყოს გადმოცემული? ასოციაცია მოვიდა ასეთი

რა თქმა უნდა შესაძლებელია, ჩვენს მეხსიერებაში ყველაფერი შენახულია, უძველესი მითები და ლეგენდები, ისევე როგორც ბიბლიური და სხვა წმინდა წერილების ეპიზოდები, ჩვენივე მეხსიერების ნაწყვეტებია
QUOTE(tikoroma @ 8th December 2011 - 01:51 PM) *
წინა საუკუნეების ადამიანებს შეიძლებოდა ჰქონოდათ კომპიუტერის ნიჭი? და სხვა ტექნიკის, რაც მაშინ არ იყო? ეგ როგორ დაადგინეს?

ამის დადგენა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ჰომო საპიენსი ფიზიკურად არ შეცვლილა მას შემდეგ რაც პირველად გამოჩნდა დედამიწაზე, არც მისი თავის ქალის მოცულობა და ფორმა შეცვლილა, ასე რომ, ეგრეთ წოდებულ ნეიროანთროპოლოგიურად, რაც უფრო გასაგებად, ადამიანის და მისი მსგავსი არსებების ტვინის შესწავლას ნიშნავს, ჩვენი ტვინის შესაძლებლობები იგივეა რაც მრავალი ათეული საუკუნის წინ იყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Dec 11 2011, 10:21 AM
Post #188


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
ჩვენი ტვინის შესაძლებლობები იგივეა რაც მრავალი ათეული საუკუნის წინ იყო.


მე კი რატომღაც მგონია, ჩვენმა შესაძლებლობებმა(ტვინის)რაღაც
მომენტში რეგრესირება დაიწყო, მერე შეჩერდა ერთ ადგილზე და ისევ განვითარება დაიწყო და მივედით ამ მდგომარეობამდე რაც ეხლაა.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 11 2011, 10:26 AM
Post #189


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნიჭი - თავის ქალის ფორმებზეა დამოკიდებული?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qocho
post Dec 11 2011, 01:21 PM
Post #190


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 605
Joined: 6-March 11
Member No.: 6,407

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(tikoroma @ 11th December 2011 - 10:26 AM) *
ნიჭი - თავის ქალის ფორმებზეა დამოკიდებული?


მგონი პირიქით, ნიჭზეა დამომკიდებული თავის ქალის ფორმაunsure.gif
ნუ რაღაც კავშირი არის რა smile.gif


--------------------
Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно.
В моей суме риса на десятъ дней.
У моего сердца лежит вязанка хвороста
Кто болтает об иллюзии или нирване?
Я забываю о тлене как имени, так и богатства.
Я слушаю ночнои дождъ,
Который стучит по крыше моей хижини,
Я сижу спокойно, витянув обе ноги.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Dec 15 2011, 01:43 PM
Post #191


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ჩვენი ტვინის შესაძლებლობები იგივეა რაც მრავალი ათეული საუკუნის წინ იყო.


კაცობრიობის ტვინის შესაძლებლობებზე მეტყველებენ "საქმენი მათნი".

უბრალოდ ახლა შოგენბა გVჭირდება მარტივი რამდენიმე ჭეშმარიტების და კიდევ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ.. თუ არადა "ტექნიკური გაუცხოება" "ტექნიკურ აღსასრულმდე" მიგვიყვანს smile.gif


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Dec 15 2011, 10:18 PM
Post #192


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ანა @ Dec 15 2011, 02:39 PM) *
ხო მხოლდო ვინ ხარ ფორუმზე არ უნდა გაარკვიო

მაგის გარკვევბის უნიკალური რეცეპტი არ არსებობს.. სად, როგორ და რანაირად არკვიო......


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
gotsiridze
post Dec 18 2011, 09:15 PM
Post #193


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 18-December 11
Member No.: 6,660

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიმართლე რომ ითქვას, საერთოდ რთულია ახსნა ვინ ვართ, ან საიდან მოვდივართ, ან ვინ შეგვქმნა, მე პირადად არ მჯერა, რომ ერთ დროს იყო ღმერთი რომელმაც გამოძერწა ნუ მოკლედ ეს ბანალური თემაა... აი ძალიან ბევრჯერ მეწინააღმდეგებიან და როდესაც ვეკითხები მათ წინააღმდეგობის მიზეზს უმეტეს წილად ჩუმდებიან ან იწყებენ სისულელის მტკიცებას, რომელსაც თავი ბოლო არ უჩანს... აი ადამიანების 100%ი დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში წამით მაინც გაივლებს აზრს "იქნებ ღმერთი მართლაც არ არსებობს", ვიმტკიცებიტ რომ მორწმუნეები ვართ და ამ დროს სულაც არაა ესე, ჩვენ უმეტესი ნაწილი "აგნოსტიკოსი" გამოდის (ანუ გწამს რაღაცის, მაგრამ ამ რწმენის დამტკიცება არ ეგიძლია) როდესაც ვამბობ რომ აგნოსტიკოსი ვარ ხალხი ისეთი გაოცებული მიყურებსა თითქოს მარსიანელი ვარ ან მსგავსი... უბრალოდ არ გვინდა დავიჯეროთ ის რომ ჩვენი გონება არაა იმდენად განვიტარებული რომ ღმერტის არსებობა დაამტკიცოს!! იქნებ საერთოდ უცხოპლანეტელებმა შეგვქმნეს?!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Dec 18 2011, 10:02 PM
Post #194


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შენ აგნოსტიკოსი კი არა ერთ-ერთერთი მათგანი ხარ , რომელიც დღევანდელ ეკლესიას დასდევს , იკვლევს და ცდილობს კიდევ რაიმე უთანხმოება აღმოაჩინოს იმასთან რასაც ის ქადაგებს.. smile.gif კარგია ეგეთი კითხვები, ვინ ვართ , საიდან მოვედით? უცხოპლანეტელებმა ხო არ შეგვქმნეს? ძიება ძალიან სასარგებლოა და ცნობისმოყვარეობაც. თუ არ გადაგიყოლა და გადაგჩეხა არასწორი მიმართულებით წასული, ბოლოს(როდესრაც)მაინც გაგიყვანს იქ სადაც მიისწრაფოდი..smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Dec 19 2011, 05:44 PM
Post #195


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



gotsiridze
QUOTE(gvantsa @ 18th December 2011 - 01:15 PM) *
იქნებ საერთოდ უცხოპლანეტელებმა შეგვქმნეს?!!

და ამ კითხვაზე დადებითი პასუხი რომ არაფერს გაძლევს?!. რომ დაგიმტკიცონ, კი ბატონო, უცხოპლანეტელებმა მიიღეს მონაწილეობა ჩვენს შექმნაში (ფიზიკურ ასპექტში), თავისთავად არ გაგიჩნდება კითხვა - ვინ შექმნა ან ვინ არიან და საიდან მოდიან უცხოპლანეტელები?!, თუ ჩათვლი, რომ ეს ჩვენი პრობლემა აღარ არის, ამაზე უცხოპლანეტელებმა იმტვრიონ თავი biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Dec 19 2011, 07:15 PM
Post #196


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.......სანამ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადავინაცვლებდეთ, პირველ რიგში უნდა დავიბრუნოთ, გავიხსენოთ დაკარგული ერთიანობა, ანუ იმ წარმოსახვითი რვიანის, რომელზედაც ადრე ვწერდი, წრეების კვეთის წერტილი უნდა გავიაროთ, ეს არის ის ერთადერთი აუცილებელი პირობა, რის გარეშეც შემდეგ წრეზე ვერ გადავალთ, მაგრამ ჩვენი ერთიანობის შემეცნებას ვერანაირად ვერ შევძლებთ თუ ვერ გავიგებთ, ვერ შევიმეცნებთ ერთიანობას დედამიწასთან, რადგან, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოვდივართ, სად არის ჩვენი ნამდვილი მშობლიური პლანეტა თუ ცივილიზაცია, აქ და ახლა დედამიწაზე ვართ ინკარნირებულნი, დედამიწის ნაწილს წარმოვადგენთ, დედამიწა კი მიწის და წყლის უზარმაზარი უსულო ბურთი არ არის. იგი ცოცხალი ორგანიზმია და ჩვენ ამ ცოცხალი ორგანიზმის ნაწილი ვართ. მისი ენერგეტიკული სხეული ისევეა აგებული, როგორც ჩვენი (თუმცა, გაცილებით სწორი იქნება ვთქვათ, ჩვენი ენერგეტიკული სხეულია დედამიწის იდენტურად აგებული), იგივე საკრალური გეომეტრია, იგივე ენერგეტიკული არხი, იგივე ჩაკრები. ამასთანავე დედამიწა მოსიყვარულე დედაა, რომელმაც დაგვითმო თავისი სხეული, რადგან ეს არის მისი დანიშნულება, იცის ჩვენ ვინ ვართ, იცის ჩვენი სახელი, რაც ჩვენ დიდი ხანია დაგვავიწყდა, რეაგირებს ჩვენზე და ვუყვარვართ, ჩვენ კი ვტკბებით ლამაზი პეიზაჟით, აღფრთოვანებაში მოვყავართ ჭრე-ჭრელ ულამაზეს ჩიტებს, ვეთამაშებით პატარა ცხოველებს, მოწიწებით შევყურებთ ძლიერებს.... ყველაფერს ამას ვხედავთ გარედან, და ის არ ვიცით რომ ყველაფერი რასაც ვხედავთ ჩვენივე ნაწილია, რომ ეს სამყარო ჩვენშია, ჩვენ კი არ ვართ ამ სამყაროში, როგორც გვეჩვენება, არამედ ჩვენშია ეს სამყარო, მაგრამ ამის შემეცნება ლოგიკურად ან მეცნიერულად შეუძლებელია, შემეცნების ერთადერთი გზა გულზე გადის.
დედამიწას კი ვუყვარვართ მიუხედავად იმისა, რომ ვანადგურებთ, არ ვუფრთხილდებით, უმოწყალო და შეუბრალებელნი ვართ მის მიმართ, რაც უფრო ვვითარდებით ტექნოლოგიურად, მით უფრო ვშორდებით მას, მით უფრო უჭირს მოგვაწვდინოს ხმა, ჩვენ ვეღარ ვხვდებით, ვეღარ ვკითხულობთ იმ ნიშნებს და ენას, რითაც დედაბუნება გვესაუბრება, ჩვენც აღარ ძალგვიძს ხმა მივაწვდინოთ, თუმცა თუ გულით მოვინდომებთ, აუცილებლად მოგვისმენს. აფრიკის ზოგიერთი ტომი დღესაც ასე ირჩევს შამანს - სხვადასხვა გამოცდების შემდეგ, დანიშნულ დღეს შამანობის კანდიდატმა, მთელი ტომის თანდასწრებით (ეს რიტუალი რამოდენიმეჯერ არის დაფიქსირებული "თეთრი ადამიანის" მიერ), უნდა მოახერხოს საქარიშხლო ღრუბლების შეკრება, დაიწყოს ჭექა-ქუხილი, მაგრამ მანამდე მოახერხოს ღრუბლების დაშლა, სანამ თუნდაც ერთი წვეთი წვიმა წამოვიდოდეს. მათ ეს შეუძლიათ, ახსოვთ "საკონტაქტო" ენა, ჩვენ კი აღარ ვიცით, საერთოდ ვეღარ ვგრძნობთ კავშირს მიწასთან, მაგრამ ეს კავშირი გაცილებით ძლიერია, ვიდრე წარმოგვიდგენია, დედამიწა აუცილებლად რეაგირებს ჩვენს ემოციებზე, მიწისძვრები, წყალდიდობები, დამანგრეველი ქარიშხლები, ცუნამები - ეს ჩვენი დაგროვილი უარყოფითი ემოციებია, ომებით, რევოლუციებით, სიძულვილით, შიშით გამოწვეული. ეს საჯელი არ არის, ეს ჩვენი უარყოფითი ემოციების ფიზიკური გამოხატულებაა, ასეთი კატაკლიზმების დროს ათასობით და ათიათასობით დაღუპულები დასჯილები ან მსხვერპლნი კი არ არიან, არამედ მოხალისე სულები, რომელთა დაღუპვით გამოწვეულმა საყოველთაო თანაგრძნობამ უნდა გაანეიტრალოს, ამ კატასტროფების გამომწვევი ემოციები, რადგან თანაგრძნობა ყველაზე ახლოს დგას უპირობო სიყვარულთან, და ამდენად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დადებითი ემოციაა.
როდესაც შევძლებთ მივაგნოთ, გავიაზროთ ჩვენი კავშირი დედამიწასთან (როგორც ვიცი, ყველა ენაზე დედამიწა მდედრობითი სქესისაა, დედად მოიხსენიება), უკვე შეგვეძლება გაგვახსენდეს ჩვენი ერთიანობა თვითონ ჩვენს შორის, საერთო ცნობიერება და საიდან და რატომ მოვედით აქ............
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Dec 21 2011, 08:35 AM
Post #197


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



..........ახლა ცოტა მატერიალურ სამყაროში გადმოვინაცვლოთ smile.gif, რომ დავინახოთ რა ასეთი კავშირი გვაქვს დეადამიწასთან, ყველა ცოცხალთან და არაცოცხალთან, თუნდაც ფიზიკურ პლანზე.
ჩვენი სამყაროს აგებულებაზე ზოგადი წარმოდგენა ყველას გვაქვს და ატომები და მოლეკულები მაინც გაგვიგია, მაგრამ რაზედაც დიდად არ ვიწუხებთ თავს ფიქრით, არის ჩვენი სამყაროს და ჩვენი შემადგენელი ნაწილაკების მასშტაბური შედარება. თუ ატომგულის ირგვლივ მოძრავ ელექტრონების მასშტაბს გავზრდით დედამიწის დონეზე მათ შორის მანძილი მასშტაბურად უფრო დიდი იქნება, ვიდრე პლანეტათა შორის, ბირთვად თუ მზეს წარმოვიდგენთ, უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენი მზის სისტემა ერთი პატარა ატომის დიდ მოდელს დაემსგავსება, გალაქტიკის ჩვენი ფრთა - ერთ რთულ მოლეკულას, ჩვენი გალაქტიკა კი - ერთ უჯრედს. ახლა წარმოვიდგინოთ ის უზარმაზარი მანძილი რაც თუნდაც ჩვენი მზის სისტემის პლანეტებს შორისაა, ჩვენი ადგილი გალაქტიკაში და დაშორება სხვა მზის სისტემებიდან, და დავფიქრდეთ რამდენად "სოლიდური" და "მკვრივია" ჩვენი სხეულები და ის სამყარო რომელშიც ვცხოვრობთ smile.gif და რა ძალა უნარჩუნებს ამ უზარმაზარი მანძილით დაშორებულ ციცქნა ნაწილაკებს თავისთვის ზუსტად განსაზღვრულ ადგილს, რომ ასეთი მყარი რეალობა მივიღოთ. მაგრამ, საქმე გაცილებით რთულადაა, ეს ციცქნა ნაწილაკებიც არ არის სოლიდური და როგორც აღმოჩნდა, ნაწილაკებიც არ არის, ტალღაა, რხევა. როცა უნდა მხოლოდ ტალღაა, როცა უნდა ნაწილაკი smile.gif, კიდევ უარესი, როცა დამკვირვებელი ცდილობს ცდით დაადგინოს ტალღასთან აქვს საქმე თუ ნაწილაკთან, თვითონ დაკვირვების ფაქტით გავლენას ახდენს ექსპერიმენტის შედეგზე . მოკლედ, მიუხედავად თანამედროვე მეცნიერების დიდი მიღწევებისა, ჯერჯერობით "მყარი და სოლიდური" ნაწილაკი ვერ აღმოაჩინეს, ერთადერთ იმედად, ე.წ. "ღვთიური ნაწილაკი" - ჰიგსის ბოზონი რჩება, რომ სამყაროს აგებულების რაიმე აზრი მაინც გამოიტანონ, სხვათაშორის, ერთი კვირის წინ, CERN- მა (თვითონ ის ფაქტი, კი ეს კოლოსალური კოლაიდერი რამხელა საშიშროებას წარმოადგენს დედამიწისთვის, და არა მარტო, სხვა თემაა) გააკეთა ოფიციალური განცხადება, და ეს მართლაც დიდი ამბავი იყო კვანტურ ფიზიკაში, რომ მართალია არ აღმოუჩენიათ, მაგრამ იპოვეს ამ მისტიური ბოსონის კვალი, და იმედი აქვთ მალე აღმოჩენის ფაქტსაც მოგვაწოდებენ, თუმცა ერთერთმა ცნობილმა მეცნიერმა იქვე დასძინა, ეს მხოლოდ დასაწყისია და პასუხების ნაცვლად ახალ გამოცანებს მოგვიტანსო.
ასევე ცნობილია სამყაროს წარმოშობის ოფიციალური თეორია _ დიდი აფეთქება, 15-18 მილიარდი წლის წინ ცერცვის მარცვლის ოდენა ზეენერგეტიკული მუხტის აფეთქება, რომელიც მას შემდეგ ფართოვდება. ასევე გაგვიგია პირველად იყო სიტყვა - ხმა, ვიბრაცია, რეზონანსი.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Dec 22 2011, 02:43 AM
Post #198


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოლეკულების და გალაქტიკების შედარება ეგრევე მოვიდა როგორც კი მოლეკულების შესახებ გავიგე.. არ მახსოვს ზუსტად როდის იყო ბავშვობაში... მართლაც საოცარი მსგავსებაა !და ასევე მოვიდა აზრი, რომ ჩვენც ისევე როგორც სამყარო გარკვეული სამყარო ვარტ,მთელი ჩვენი სტრუქტურით და ასევე გარშემომყოფი სამყაროთი, დედამიწა და მასზე მცხოვრები ყველა არსება მიკრობების ჩათვილთ-კოსმოსი, გალაქტიკა, სამყარო.. და ასე უსასრულოდ ორივე მიმართულებით, ამიტომ მეეჭვება "ღვთიური ნაწილაკი" იპოვოს ვინმემ ცერნში.. ყველაფერი ჩვენს გარშემო და ჩვენ ღვთიური ნაწილაკები ვართ ისედაც, უსასრულობის ნაწილები smile.gif)


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Dec 22 2011, 07:56 AM
Post #199


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 21st December 2011 - 05:43 PM) *
და ასე უსასრულოდ ორივე მიმართულებით, ამიტომ მეეჭვება "ღვთიური ნაწილაკი" იპოვოს ვინმემ ცერნში..

smile.gif
თან რომც იპოვონ, ის რასაც ახლა "ღვთიურ ნაწილაკს" უწოდებენ, მერე, და ამაზე უკვე ლაპარაკობენ, ის უნდა გაარკვიონ თავისთავად, რა აძლევს ამ ნაწილაკს (რომელიც, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ნაწილაკი კი არა ტალღაა) ძალას, მიიზიდოს სხვა ნაწილაკები მასის შესაქმნელად?! .....და ასე შემდეგ დაუსრულებლად, სანამ, თუ დასცალდათ, ერთ პატარა შავ ხვრელს არ შექმნიან დედამიწაზეbiggrin.gif
ისე, საინტერესოა, რომ ახლა ციკლის დასასრულისას ჩვენი მეცნიერები სამყაროს პირველსაწყის ნაწილაკს ეძებენ, წინა ციკლის დასასრულის დროს, კი ატლანტიდაზე (რაც მისი დაღუპვის და ჩვენი დაცემის ერთერთი მიზეზიც გახდა), პირველსაწყისს ბგერას ეძებდნენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Dec 22 2011, 09:36 AM
Post #200


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო.. ასეა თუ ისე ყველაფერი რაც ხდება უნდა მოხდეს.. სხვანაირად არ შეიძლება..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

15 Pages V  « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 01:51 AM