IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჩემი პრაქტიკა, მედიტაცია
lsd
post Jan 18 2021, 03:11 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 13-January 21
Member No.: 7,983

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობა, პირველ რიგში მოგესალმებით ჩემი პირველი პოსტია ამ საიტზე და მიხარია რომ არსებობს ასეთი ფორუმი სადაც ბევრი მაძიებელი არის გაერთიანებული
ახლა მინდა ჩემზე და ჩემს პრაქტიკაზე გითხრათ
არც თუ ისე დიდი დროა გასული რაც მედიტაციის დაპრაქტიკება დავიწყე (1.5 წელი) და ამ დროის განმავლობაში ბევრი თუ არა რამდენიმე მედიტაცია მაინც ვცადე. ჯერ იყო სუნთქვაზე კონცენტრაციით დავიწყე, მერე იყო სიტყვაზე ან წინადადებაზე კონცენტრაციით, ამის შემდეგ საათის ხმაზე კონცენტრაციით, მაგრამ თითქოს შედეგს ვერცერთი მეთოდით ვერ ვიღებდი. თავიდან 10 წუთით დავიწყე და ნელ-ნელა ვუმატებდი, მაგრამ სულ ერთი სული მქონდა ხოლმე ტაიმერს მალე დაერეკა და ასევთქვათ ვერ ვახერხებდი ღრმად გასვლას, ამ ბოლო დროს კი ასეთი მეთოდი აღმოვავინე : მედიტაციის დროს არ ვცდილობ ან რაიმეზე ფიქრს ან კონცენტრაციას უბრალოდ მივყვები დინებას, ნუ რა თქმა უნდა მომდის აზრები თავში (სხვათაშორის ძალიან ცოტა) მაგრამ თითქოს როგორც მოდის ისევე ქრება და ხშირშემთხვევაში ისე ხდება რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ ფიქრის იმდენად დაბალი ვიბრაციები აქვს და რაც ყველაზე მთავარია ამ მედიტაციის დროს მართლაც მშვიდად ვგრძნობ თავს არც მალე დამთავრებაზე მეფიქრება და არც ჩემ თავთან ვაიგივებ ამ ფიქრებს (ისე ხდებს თითქოს ჩემი არ არის, ოღონდ ძალდაუტანებლად)
ხოდა ჩემი კითხვა რას შეეხება მაინტერესებს არსებობს მედიტაციის ასეთი მეთოდი? და შესაძლებელია კი ამ მედიტაციით იმ სიმაღლეებზე ასვლა რასაც ჭეშმარიტება ჰქვია?
JC_cupidgirl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ano
post Jul 26 2021, 11:22 AM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით მედიტაცია არის საკუთარი თავის, მეს მოსმენა, ამიტომ ყოველთვის შეიძლება ადამიანი იყოს მედიტაციაში, არსებობს უამრავი მეთოდი და ყველა მათგანი არის გზა რომ შეძლო გაწონასწორება, რომ გაარჩიო და მიხვდე ყველა ფიქრი რომელიც მოდის არის როგორც ტალღები, ნელნელა ტალღები წყნარდება და უკვე გესმის ჭეშმარიტი მეს ხმა,
მედიტაციის დროს სპეციალურად რამეზე ფიქრს არ იწყებ არამედ ფიქრები თავისთავად მოდიან და უბრალოდ აკვირდები.

რაც შეეხება კონცენტრაციის, სუნთქვის, მანტრის პრაქტიკებს, ყველა საბოლოოდ მიდის იქამდე რომ ბოლოს ყველაფერი ჩერდება და არანაირი მეთოდი აღარაა საჭირო როცა ჭეშმარიტებაზე მიხვალ,

რაც შეეხება ჯდომის პოზას, ესეც მეთოდია რომ სწრაფად მიხვიდე მიზნამდე, რომ ხერხემალი გასწორდეს, ენერგიამ თავისუფლად იმოძრაოს, და ავიდეს ზემოთ, რომ მოიხსნას ხერხემალზე არსებული ბლოკები, ან ასე ვთქვათ ასტრალური პარაზიტები რომლების ხმაურშიც ვკარგავთ კავშირს საკუთარ მესთან
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 12:16 AM