ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
ფშავ-ხევსურული მითები და გმირები |
May 28 2015, 08:46 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით სამყაროს შემქმნელია მორიგე ღმერთი, მან წარმოგზავნა დედამიწაზე ღვთიშვილნი დევებისგან შევიწროებულ ადამიანთა დასახმარებლად.
ღვთიშვილნი, ღვთისნადები, ჯვარ-ხატები, ანგელოზები, ღვთის ნასახნი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი... კვირია ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მას ზეცაში მორიგე ღმერთის მახლობლად უდგას კარავი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. ღვთისშვილნი ზეციდან მოსულები არიან, თუმცა შეიძლება ადამიანმაც მიაღწიოს ამ სტატუსს - მაგ. პირქუში ბაცალიგოსა და ახადის - ფშავის საყმოს - მფარველი ღვთისშვილი - თავდაპირველად კაცი ყოფილა, მჭედელი ხევსური. სახელად დავით მგელაისშვილი (ან მგელაისძე). გარდაცვალების შემდეგ სიწმინდის გამო ღმერთმა ღვთისშვილად გადააქცია. ღვთისშვილებმა ბრძოლით მოიპოვეს და დევებისგან გამოიხსნეს ის მიწა-წყალი, სადაც მათი საყმო სოფლები და სალოცავები დაარსდა და იმ დროიდან, მუდმივად მფარველობდნენ თავიანთ ყმებს. ფშავში ლაშარის მუხა ოქროს შიბითაა გამობმული ცაზე, ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა. კოპალას მიერ ლახტით გაპობილი ლოდი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 31 2015, 09:28 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 342 Joined: 25-May 12 Member No.: 6,810 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ფშავში 12 თემია და თითოეულ თემს თავისი სალოცავი – ხატი ჰყავს. ეს სალოცავებია: იახსარი (ქისტაურთა თემი), კოპალა (უძილაურთა თემი ), მთავარანგელოზი (გოგოჭურთა თემი), მთავარანგელოზი (ზურაბაულთა თემი), მთავარმოწამე (გოგოლაურთა თემი), მოხარნადე (წოწკურაულთა თემი), ძელის ანგელოზი (გაბიდაურთა თემი), პირცეცხლი (ჭიჩოელთა თემი), პირქუში (გოდერძაულთა თემი), კოტიას წმინდა გიორგი (წითელაურთა თემი), წყაროსთაველი (უკანაფშაველთა თემი ), მათურის თემი (მთავარაგგელოზი). თორმეტივე თემისთვის საერთო სალოცავს წარმოადგენს ლაშარის ჯვარი და ღელე (თამარის სალოცავი). თორმეტივე თემისთვის საერთო სალოცავს წარმოადგენს ლაშარის ჯვარი და ღელე (თამარის სალოცავი).
იახსარმა,რომელსაც თაყვანს სცემენ როგორც ბოროტ ძალებთან მებრძოლ ღვთაებას ,ბრძლო დაიწყო შუაფხოდან ,ავისგორიდან სადაც დღეს მისი სალოცავია.ლეგენდის თანახმად აქ დაანგრია დევის სასახლე და შემოიკრიბა საყმო. მებრძოლმა იახსარმა უკანასკნელი დევი მოკლა აბდულაურის ტბაში, ამ ტბაში შეაფარა თავი გადმოცემის მიხედვით იახსრის ლახტს გამოქცულმა უკანასკნელმა დევმა. მანამდე იახსარმა ლახტი ესროლა დევს, მაგრამ დევი კლდეს ამოეფრა, ლახტი კლდეს მოხვდა და მისგან ანასხლეტმა ნაფოტმა დევს თვალი გამოთხარა, ცალთვალა დევი კი ტბაში ჩაეშვა. იახსარი თან ჩაჰყვა ტბაში და დევი მოკლა, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარმა ამსოვლა ვეღარ შეძლო , სანამ ოოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს,რომელსაც სოფელ ბლოში მიაკვლიეს და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს. ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ რომ ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო. მადლიერი იახსარი ბლოელს შეპირდა, ასეთი სიკეთე რომ მიყავი, სამ თხოვნას შეგისრულებო. როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო.იახსარი აქედან გაფრინდა და ლიქოკის თავს, კარატის წვერზე დაბრძანდა. მას შემდეგ აქ იახსრის ნიში (კოშკი ააშენეს. აქედან შუაფხოში ჩამოვიდა და აქ სამუდამოდ დარჩა.ვისგორზე, იახსრის საბოლოო სამკვიდრო ადგილზე ჩამოკიდებული ზარი,იტყობინება მის დაბრუნებას ფშავის ხევზე, დევ-კერპთაგან გათავისუფლებულ მიწაზე. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th April 2024 - 05:50 AM |