ამაღლებულ მეუფეთა სწავლება, Ascended Master Teachings |
ამაღლებულ მეუფეთა სწავლება, Ascended Master Teachings |
Feb 14 2015, 05:49 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს სწავლება გვეუბნება, რომ არსებობს სულიერად მაღალ საფეხურზე მდგომი ინდივიდებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც ჰქვია თეთრი საძმო. ასეთი სულიერი ინდივიდები არიან იესო, გაუტამა ბუდა, სენ-ჟერმენი, მოსე, ლაო ძი, კონფუცი, კრიშნა, ზარატუსტრა, ელ მორია (აბრაამი), კუტ ჰუმი (პითაგორა), ილარიონი (პავლე მოციქული) და სხვანი (მათზე არის ბევრი ინფორმაცია შეგიძიათ მოიძიოთ). თეთრი საძმოს მიზანია დაეხმაროს დედამიწას და მის მოსახლეობას განვითარებაში. ასწავლოს ხალხს, რომ სიყვარული არის გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება. თეთრმა საძმომ, რომლის შესახებაც ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში დაფარული იყო მასისთვის, XIX საუკუნის მეორე ნახევარში გადაწყვიტა, რომ დრო მოვიდა, რათა მან გამოავლინოს საკუთარი თავი. ხალხის ცნობიერება მეტნაკლებად განვითარდა იქამდე, რომ ადამიანთა შედარებით დიდ რაოდენობას შესწევს უნარი გაიგოს და აღიქვას ჭეშმარიტება. ამიტომ ამაღლებულმა მეუფეებმა ელენა პეტროვნა ბლავატსკაიასთან თანამშრომლობით 1875 წელს დააარსეს თეოსოფიური საზოგადოება (Theosophical Society). ეს საზოგადეობა შეიქმნა იმისათვის, რომ გაევრცელებინა სულიერი იერარქიის სწავლება. ამ საზოგადეობაში შედიოდნენ ისეთი მნიშმელოვანი ოკულტისტები როგორებიც არიან თავად Helena Blavatsky, Henry Steel Olcott, William Quan Judge, Charles Webster Leadbeater, Annie Besant, Alice Bailey, Rudolf Steiner და სხვანი. მათ წიგნებში უდიდესი ცოდნაა გადმოცემული, რადგან ისინი თავად ამაღლებული მეუფეების მიერ სწავლობდნენ და იწვრთნებოდნენ. თვითოეულ მათგანს განსხვავებული სულიერი გამოცდილება აქვს, ამიტომ, იმისდა მიუხედავად, რომ ამ საზოგადეობის ცენტრალური ფიგურა მაინც ბლავატსკაია იყო, დანარჩენი წევრები არანაკლებ ცოდნას ფლობდნენ.
ამ საზოგადოებას გარკვეული მიზეზების გამო გამოეყო რუდოლფ შტაინერი (Rudolf Steiner) და 1913 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი ოკულტური დისციპლინა, რომელსაც ანთროპოსოფია უწოდა. ამას მოჰყვა ნიკალაი და ელენა რერიხების (Nicholas & Helena Roerich) მიერ 1920 წელს დაარსებული აგნი იოგას საზოგადოება (Agni Yoga Society). რერიხების ოჯახი ისევე, როგორც ელენა ბლავატსკაია ახლო კავშირში იყო ამაღლებულ მეუფე ელ მორიასთან (რომელიც ერთ დროს აბრაამად იყო განსხეულებული) და რაღა თქმა უნდა, თეთრ საძმოს ემსახურებოდა. 1930 წელს ამერიკელი ოკულტისტების გაი და ედნა ბალარდების (Guy & Edna Ballard) ოჯახმა მეუფე სენ-ჟერმენის შეწევნით დააარსა ‘მე ვარ’ მოძრაობა ("I AM" Activity). ამას მოჰყვა ჯერალდინ ინოსენტის (Geraldine Innocente) The Bridge to Freedom (1951) და მარკ ფროფეთის (Mark Prophet) The Summit Lighthouse (1958), შემდეგში მისი ცოლის ელიზაბეტ კლერ ფროფეთის (Elizabeth Clare Prophet) მიერი 1975 წელს რეორგანიზებული, როგორც Church Universal and Triumphant (1975). ეს ოკულტისტები შრომობდნენ იმისათვის, რომ იერარქიის სწავლება მიეტანათ ადამიანებამდე. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა სხვა ავტორები და საზოგადოებებიც არსებობს, რომელებიც იმავე საქმეს ემსახურებიან, მაგალითად ჩვენი თანამედროვე ბენჟამინ კრემი (Benjamin Creme). რაც შეეხება თავად ამ ოკულტისტებს და მათ რაობას. ისინი იერარქიის სწავლებასთან და მის პრინციპებთან არიან ნაზიარები, იმის და მიუხედავად, რომ ძირითადი კონცეფციები მათ საერთო აქვთ, ისინი პირადი გამოცდილებიდან ლაპარაკობენ, ამიტომ თითოეული მათგანის ცოდნა და გამოცდილება განუმეორებელია. -------------------- |
|
|
Feb 14 2015, 05:59 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ელიზაბედ კლერ ფროფეთის ამ ლექციაში გადმოცემულია დედამიწის სულიერი იერარქიის 7 სხივის მეუფის შესახებ.
https://www.youtube.com/watch?v=RidAKDDM81c -------------------- |
|
|
Feb 15 2015, 09:26 PM
Post
#3
|
|
RED soul Group: Members Posts: 154 Joined: 26-February 12 Member No.: 6,735 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აუ მე ვსწავლობ ეხლა გერმანიაში თეოსოფიას უკვე 10 თვეა და ორ თვეში ვამთავრებ მაგარი საინტერესო ლექციები აქვთ აქ. სადაც მე ვსწავლობ აქ შტუტგარტში მარკო ბინდელი კითხულობს ლექციებს.
თეოსოფია ძაან მაგარი სწავლებაა და საქართველოსთვის ძაან კარგი იქნებოდა. მაგრამ აი მღვდლებს რას უზამ თორე მართლა კარგი იქნებოდა.......... |
|
|
Feb 16 2015, 09:42 AM
Post
#4
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოხარული ვარ.. ერთი რამეა გასათვალისწინებელი. ის სწავლება, რომელის გავრცელებაც თეოსოფიურმა საზოგადოებამ დაიწყო, მარტო თეოსოფიარ საზოგადოებასთან არაა დაკავშირებული. ბევრი გამგრძელებლი ყავს მაგ სქმეს. ეგ სწავლება იგივე თეთრი იერარქიის სწავლებაა (ამაღლებულ მეუფეთა სწავლება), რომელიც სხვა და სხვა გზით გადაეცემა ხალხს, თეოსოფიური საზოგადოება მხოლოდ ერთ-ერთია სხვა მრავალთა შორის, რერიხებმა აგნი იოგა დაარქვეს მაგალითად, ამერიკაში ascended master teachings ეძახიან და ასე შემდეგ. მაგრამ იგივე სწავლებაა. იგივე საფუძველი, იგივე წყარო. თუ მოგწონთ ეს სწავლება ეს საიტი დაგაინტერესებთ olmek.ru - ქართულენოვანია.
-------------------- |
|
|
Feb 17 2015, 02:37 PM
Post
#5
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თუმცა კი არც ისე იდეალურად არაა საქმე, ბევრი შეცდომები, გაუგებრობები, უთანხმოებები და პრობლემები ამ მიმართულების ოკულტისტებს შორისაც...
-------------------- |
|
|
Feb 18 2015, 12:29 AM
Post
#6
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მერლინ, როგორ ხარ მეგობარო?
-------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Feb 18 2015, 11:31 AM
Post
#7
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამი ატმან როგორც ყოველთვის ენთუზიაზმით აღსავსე თავად?
-------------------- |
|
|
Mar 27 2015, 11:01 AM
Post
#8
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Merlin
ჩატარდა თუ არა ოლმეკის ფასიანი ლექცია ? და არიან ადამიანები ვისაც პრაქტიკა აინტერესებთ ? -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Mar 27 2015, 05:20 PM
Post
#9
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ოლმეკის ლექციები ტარდება. 5 აპრილს იქნება ლექცია მაგიურ პასებზე.
სიყვარულის პრაქტიკას მიყვება ხალხი, დანარჩენისა რა გითხრა... პრაქტიკით დაინტერესება ძალიან დაბალია ზოგადად. -------------------- |
|
|
Apr 11 2015, 06:15 PM
Post
#10
|
|
RED soul Group: Members Posts: 111 Joined: 21-February 11 Member No.: 6,392 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Apr 13 2015, 05:40 AM
Post
#11
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უფრო კონკრეტულად... მაგიური პასები ანუ მესმერიზმი??? სავარაუდოდ კასტანედას მაგიური პასები იგულისხმება.. აი აქ ნახე http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2190 -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Apr 13 2015, 06:54 PM
Post
#12
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი, კასტანედას რაც უწერია მაგ მაგიურ პასებზეა ლაპარაკი
-------------------- |
|
|
Oct 6 2015, 09:27 PM
Post
#13
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
პირველ რიგში მინდა დავწერო რომ სულიერი იერარქია და მასწავლებლები (მეუფეები ) არ ეკუთვნის არც ერთ სკოლას თუ მიმდინარეობას როგორიცაა თეოსოფები ან ანტროფოსოფები და ასე შემდეგ.....
უბრალოდ ამ ეზოთერულ გარეთიანებებს ქონდათ მეტ ნაკლები კონტაქტი იმ დიდ სულებთან რომლებიც როგორც მთლიანი პლანეტის ასევე თითოეული ადამიანის სულიერ ევოლუციაში ძალიან დიდი როლს თამაშობენ აქ მოვიყვან ნაწყვეტებს ამაღლებული მეუფეების სწავლებებიდან, ალბათ ძირითადად მეუფე ჯუალ კჰულის რომლის სწავლებაც მეოცე საუკუნის დასაწყისში განსაკუთერებული უნარების მეშვეობით მიიღო ბევრისთვის ცნობილმა ალისა ბეილიმ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი ამ თემაში აქტიურობა არ ისახავს მიზანს უბრალოდ წიგნებიდან რაღაცეების კოპირებას, ყველაზე მთავარი და მამოტივერებელი ჩემთვის აღმოჩნდა ის რომ ამ მასწავლებლებთან კონტაქტი ყველა ადამიანს შეუძლია ვისაც მკაფიოდ აქვს განზრახული სულიერ გზაზე სიარული და აქვს ნებისყოფა დაემორჩილოს იმ დისციპლინას რის გარეშეც შინაგანი ტრანსფორმაციის მოლოდნი თავის მოტყუებაა ,, ჩვეულებრივი მეთოდებით არაჩვეულებრივი შედგები არ მიიღწევა'' ვისავ სურს საკუთარი უშუალო გამოცდილებით შეეხოს მასწავლებლებს, დანარჩენს გაიგებს ფეისბუქის ამ ჯგუფებიდან და იმ ადამიანთან შეხვედრისას რომელსაც ჩემს მასწავლებალად მივიჩნევ. FB ჯგუფები: ზეადამიანები https://www.facebook.com/groups/zeadamianebi/ სიყვარულის პრაქტიკა და პირადი გამოცდილება https://www.facebook.com/groups/sikvarulisp...adigamocdileba/ აღმდგენი ვარჯიშები https://www.facebook.com/groups/Agmdgenivarjishebi/ -------------------- მეუფე ჯუალ კჰული (ჩანახატი) -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Oct 6 2015, 11:56 PM
Post
#14
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როგორც ვიცი ქალბატონა ბლავატსკაიამ თანამოაზრეებთან ერთად ნახა ძმები კრიშნამურტები ინდოეთში და ჯიდუ კრიშნამურტიზე თქვეს რომ არის შემდეგი მესია, ჯიდუმ უარყო ყოველგვარი სისტემა და ცალკე დადგა, ასე ვთქვათ დაანგრია მთელი თეოსოფიური სკოლა. რას ფიქრობთ თემის ავტორო ამ ფაქტზე? ჯიდუ კრიშნამურტის რამდენად იცნობთ?
|
|
|
Oct 7 2015, 08:18 AM
Post
#15
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბლავატსკაიას არ უნახავს. მისი საქმის გამგრძელებლებმა leadbeater-მა და annie besant-მა ნახეს. თეოსოფიური სწავლების მიხედვით (და არა მარტო) იესო და ქრისტე არის სხვა და სხვა ინდივიდუალობა. კრიშნამურტის გასაგებად ამის გაგებაა საჭირო. იესო იყო განდობილი, რომელსაც ასხივოსნებდა მსოფლიო მასწავლებელი ქრისტე. ასხივოსნებდა ნიშნავს რომ იესო იყო ქრისტეს გამტარი, მისი ინსტრუმენტი. აი შეხედეთ http://olmek.ru/sulieri_ierarqia.htm ქრისტე სად არის და იესო სად? უფრო ზუსტად რომ გითხრათ ქრისტე არის სულიერი საფეხური (და ამავე დროს სულიერი თანამდებობა იერარქიაში) რომელიც უკავია ამ გრანდიოზულ სულიერ სიმაღლეზე მყოფ ინდივიდუალობას - უფალ მაიტრეას. ანუ სხვა სიტყვებით: მაიტრეა ქრისტეს ცნობიერება შესული იყო იესოში და მისით მოქმედებდა - იესო იყო მისი გამტარი, ინსტრუმენტი. თუ გახსოვთ იესოს ფრაზა გარდაცვალების წინ: უფალო, უფალო რატომ მიმატოვე? ეს ყოველთვის არალოგიკურად მეჩვენებოდა სანამ არაფერი არ ვიცოდი. რატომ უნდა მიეტოვებინა ღმერთს იესო, ან იესოს რატომ უნდა ჰგონებოდა რომ ღმერთმა მიატოვა. ეკლესიაში ამას ასე ხსნიან: რომ აქ იესოს მიწიერი ბუნება ჩანსო, ანუ ის რომ ნახევრად მაინც ადამიანიაო. ხოლო იქიდან გამომდინარე რაც მე ვთქვი მაიტრეა ქრისტეზე გასაგებია, რომ ღმერთმა კი არ მიატოვა, უბრალოდ გარდაცვალებიდან რამოდენიმე წამით ადრე ქრისტემ (მაიტრეამ) დატოვა იესო, ანუ გავიდა მისგან.
მეოცე საუკუნეში კი იესოს ფუნქცია კრიშნამურტის უნდა შეესრულებინა, ანუ ის უნდა გამხდარიყო ქრისტეს (მესიას) ინსტრუმენტი. მაგრამ კრიშნამურიმ ამაზე თავისი თავისუფალი ნებით უარი თქვა. ამის შემდეგ გადაწყდა რომ მაიტრეა აღარ გამოიყენებს განდობილს როგორც გამტარს, ხალხთან საურთიერთოდ. არამედ როცა დრო მოვა თავად გამოჩნდება თავისი ფიზიკური სხეულით. თეოსოფიურ საზოგადოებაში კრიშნამურტის წასვლის შემდეგ სხვა უამრავი სახელოვანი ადამიანი მოღვაწეობდა. ეს საზოგადოება დღესაც არსებობს, უბრალოდ კრიშნამურტის გადაწყვეტილება დიდი დარტყმა იყო მათთვის. -------------------- |
|
|
Oct 7 2015, 08:32 AM
Post
#16
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://olmek.ru/Meored%20mosvla.htm აი ეს სტატია მაგ თემას ეხება.
https://www.youtube.com/watch?v=JpXEvA_bu8k...UQDc_KI5TDRNBgh აი ბენჟამნინნ კრემიც ზუსტად ამ საკითხებზე ლაპარაკობს. ბენჟამინ კრემი (როგორც თვითონ ამბობს) არის მედიუმი, რომელიც დაკავშირებულია მაიტრეასთან. ისევე როგორც ალისა ბეილი იყო ჯუალ კჰულთან. ვინ რამდენად სანდოა ეს თავად უნდა გადაწვიტოს ადამიანმა. აი მოსმენით კი გირჩევთ რომ მოუსმინოთ. -------------------- |
|
|
Oct 7 2015, 12:19 PM
Post
#17
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Merlin
მადლობელი. როგორ ფიქრობთ, ჭეშმარიტებამდე მისასვლელად რამე სისტემაა საჭირო? არსებობს გზა ჭეშმარიტებისკენ, თუ ინდივიდმა თვითონ უნდა "გაკვალოს", ესეიგი საკუთარ თავში იპოვოს ის რასაც სიტყვა ვერ აღწერს? ორგანიზებულ რელიგიებზე რას ფიქრობთ? რწმენა რა ფენომენია თქვენთვის, მწამს იმის რასაც ვერ ვხედავ ფაქტებით, ასეა თU არა? |
|
|
Oct 7 2015, 01:31 PM
Post
#18
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ichi
მერლინმა ისე ამომწურავად გიპასუხად კრიშნამურტიზე მხოლოდ იმას დავამატებ რომ მისი პირველი წიგნი У ног учителя არის მზგავსი ,,გამტარობით'' დაწერილი წიგნი და თუ წაიკითხავთ ნახავთ რომ მისი სტილისგან მართლაც განსხვავებულია Считается, что книга отражает учение, преподанное Кришнамурти его Учителем во время подготовки к Посвящению. http://www.koob.ru/krishnamurti/u_nog_uchitelya -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Oct 7 2015, 04:39 PM
Post
#19
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კრიშნამურტის ერთ-ერთი ძირითადი იდეა დგას იმაზე რომ ავტორიტეტი დამუპველია და გზას ჭეშმარიტებისკენ ვერანაირი სისტემა ვერ გასწავლის, ამაზე მაქვს მთავარი კითხვა, ბიოგრაფიულად ვფიქრობ საკმარისად ვიცნობ. რატომ განუდგა გადაწყვეტ მომენტში, მე ვფიქრობ დაინახა ის რაზეც მთელი თავისი ცნობიერი ცხოვრება ამბობდა, თავად ნახავ ან ვერ ნახავ, აი ეს.
|
|
|
Oct 7 2015, 09:50 PM
Post
#20
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ichi
მასწავლებელი ჭირდება ყველას ძლიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, უდუდესი უმრავლესობისათვის იმის მტკიცება რო მასწავლებლის გარეშე რამეს გააკეთებს ან მას ეს არ ჭირდება და ასე შემდეგ არის მხოლოდ თავის მოტყუება, სულიერი გზაზე ევოლუცია ხდება ინიციაციის და განდობის გზით ეს კანონია. -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 02:39 AM |