IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მონასტერში ცხოვრება, მისტიკური წმინდანივით
nancho41
post Nov 28 2019, 05:01 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 69
Joined: 6-December 17
Member No.: 7,673

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობათ. მონასტერში მინდა ცხოვრება და თან ისე რომ წმინდა ტერეზა ავილიელივით მეც მედიტაციურ ტრანსში ვვარდებოდე ხოლმე. გამიგია ერთ ერთ ქართულ მონასტერში არის დედა ნანა რომელსაც სახეში ვერ შეხედავ როცა ლოცულობსო. იანებ ის დამეხმაროს რჩევებით ან გახდეს ჩემი სულიერი წინამძღოლი. თქვენი დახმარება და რჩევებიც მჭირდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
jarmen
post Nov 30 2019, 12:20 AM
Post #2


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 624
Joined: 17-September 12
Member No.: 6,893

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიდი პატივისცემისდა მიუხედავად old_manს ვერ დავეთანხმები. სულიერი განვითარებისთვის ვიდეოების ყურება და ტექსტების კითხვა რომ იყოს საკმარისი ან ამ ტექსტებიდან პრაქტიკების კეთება, old_man აუცილებლად იქნებოდა მსოფლიოში თუ არა საქართველოში ერთ ერთი ყველაზე ძლიერი პრაქტიკოსი.
გული როგორც გეტყვის ისე მოიქეცი, მონასტერს აქვს თავისი პლიუსებიც და მინუსები, ამ ყველაფრის გადაფასების შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. მაგალითად მონასტრიდ პლიუსში შეიძლება გავიდეს ის ფაქტორები როგორიცაა სოციუმისგან თავისუფლება, გარემოს სტრესის შემცირება, საერო პასუხისმგებლობებისგან და ვალდებულებებისგან თავისუფლება... მეორეს მხ4ივ არის შიდა წესები, გარკვეული რეჟიმი, ჩარჩოები და შეზღუდვები, შიდა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები... მოკლედ შენთვის სასურველი გარემო უნდა შეარჩიო, სულიერებას შეხედე როგორ მცენარეს, თუ შეუქმნი სასათბურე პირობებს გაიზრდება და განვითარდება, თუ არასწორ ჰაბიტუსში ამყოფებ დაჭკნება. აი ეს გარემო უნდა შეიქმნა, ამისთვის პირველ რიგში უნდა იყო დაცული, მასწავლებელი(რეალურ მასწავლებელზე მაქვს საუბარი) შეგიქმნის ამ დაცულობას, ასე ვთქვათ გაგიკეთებს სათბურს, მოგაწვდის იმ მომენტისთვის შესაბამის ინფორმაციებს და პრაქტიკებს შესაბამისი დოზით, დააკვირდება და განვითარების პერიოდში მოგცემს სიტუაციურ რჩევებს, მითითებებს. რაც შეეხება გაგონილი ამბებით და წარმოდგენებით მასწავლებლის შერჩევას, ნამდვილად არ გირჩევ, მოსწავლეობა და მასწავლებლობა ამ სფეროს ერთ ერთი ქვაკუთხედია, უნდა იგრძნო მასწავლებლისგან მუხტი და მასწავლებელს უნდა ქონდეს საშუალება გადმოვცეს ის რაც მას აქვს, ეს უნდა განსაზღვროს სწორად, მაგალითად თუ მას აქვს ეს უნარი, ეს შეძეჯილია რაიმე პრაქტიკით, გადაცემულია თუ თანდაყოლილი. ამასთან უნდა იცოდეს შეუძლია თუ არა გადასცეს ესა თუ ის შესაძლებლობა, იმუშავებს თუ არა ეს მოსწავლეზე და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ არწივი ზგვიგენს ფრენას ვერ ასწავლის როგორც არ უნდა მოინდომონ. 😂
წარმატებებს გისურვებ!
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 02:10 AM