IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
> ტამპლიერები და როზენკროიცერები
axilevs
post May 10 2011, 09:42 AM
Post #21


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 10-May 11
Member No.: 6,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ტამპლიარების მიერ სატანური რიტუალების "თითქოს შესრულებას" კი არა, "მართლა შესრულებას" დიდ დროს იმიტომ ვუთმობ, რომ თავად ტამპლიარები უთმობდნენ ამ რიტუალების შესრულებას უფრო დიდ დროს, ვიდრე მე ვუთმობ მათ აქ ფორუმზე განხილვას, მე შეგნებულად არ გამოვაქვეყნე მათ მიერ დემონური ძალების კარნახით შესრულებული გრიმუარები და ორდენის წარმოშვებისა და ლიკვიდაციის შესახებ ამბის თხრობა ისტორიულ ჭრილში გადავიტანე, თორემ მათ მიერ ჩადენილი "ავ-კარგნაზავი" საქმეები რომ როგორც თეოლოგმა ისე განვიხილო თეოლოგიურ - ფილოსოფიური თვალსაზრისით, მართლად დიდი დროის დათმობა მომიწევს და ამ ორდენის, რეალური საქმიანობისა და თანამედროვე სატანიზმს შორის სრული ანალოგების პოვნა.
მათ, რომ თანამედროვე ბანკური სისტემის მაგვარი ქსელის შექმნა შეძლეს, ეს ყველაფერი, მე ამბის თხრობის დასაწყისშივე აღვნიშნე, მააგრამ იდეა ასეთი სისტემის შექმნისა, რომ კაბალისტ ებრაელებს "სიონისტ ბრძენებს" ეკუთვნით და სწორედ რომ მათ ჩააწვეთეს ეს იდეა ტამპლიარებს და არა მარტო ტამპლიარებს ესეც ვთქვი, ხოლო თქვენ ალბათ იცით რა სახიფათოა მსგავსი საბანკო სისტემა "მსოფლიოს ეკონომიკისთვის" ეს სისტემა პირდაპირ ურტყავს და ანგრევს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ვინაიდან ფლობს რა ერთპიროვნულ მონოპოლიას მსოფლიო სავალუტო ბირჟაზე, ამ ბერკეტის მეშვეობით სახელმწიფოს ყოველთვის მოვალედ ანუ მონად აქცევს, თან სამუდამოდ იმიტომ რომ ძველი სესხის დასაფარად ახლებს გასცემს, მსოფლიო ფინანსების მართვის ძალაუფლება კი ვისაც აქვს, ის არის მსოფლიოს "ბატონ პატრონიც" რადგან, ფული ძველქართულ ანდაზას თუ დავუჯერებთ "ჯოჯოხეთს ანათებს" სიღარიბის აღთქმას რაც შეეხება ამ აღთქმას "რიგით რიცარებს" ადებინებდნენ, ადამიანებს, რომლებიც დონ კიხოტ ლამანჩელის სრული პროტოტიპი გახლდათ და "წმინდა იდეის" გულისთვის მზად იყვნენ ორდენის მთავარი "დიდი მაგისტრის" მიერ გამოგონებულ ვირტუალურ წისქვილებსაც კი შებმოდნენ, "სიღარიბის აღთქმის" დამდები ტამპლიარი რიცარი, დავით კლდიაშვილის "შემოდგომის აზნაურისგან" არაფრით განსხვავდებოდა ვინაიდან არც ამ აღთქმის დადებამდე გააჩნდა არანაირი ქონება. რაც შეეხება ორდენის ადმინისტრაციულ კორპუსს მათ ეს აღთქმა, "არ ეხებოდათ" და განცხრომაში ცხოვრობდნენ. ქველმოქმედებას რაც შეეხება მასეთ "ქველმოქმედებას" ბურჭულაძის ფონდი "იავნანაც" ეწევა, ოღონდ მას შემდეგ რაც ფონდის ბალანსზე ჩარიცხული ყოველი 1 ლარიდან 40 თეთრს ფონდის მფლობელთა ქისაში გადაუძახებს ხოლმე. იმას კი მართალს წერ რომ ამ ორდენის განადგურების ძირითადი მიზეზი საფრანგეთის მეფის მიერ "ვალის არგასტუმრების" საძაგელი ჩვევა იყო, მაგრამ ეს ვალი საფრანგეთზე ფილიპეს ლამაზი თვალების გამო კი არ იყო გაცემული, სწორედ რომ საფრანგეთის სახელმწიფოს სამართავად და დასაკნინებლად, ფრანგი მეფე მიხვდა ამ მზაკრულ გეგმას, ვინაიდან მას ვალის ნაწილის პატიების სანაცვლოდ ტამპლიარები სახელმწიფოს მაღალ თანამდებობებზე ,საკუთარი კანდიდატების დანიშვნას სთხოვდნენ. დღეს კი მიუხედავად იმისა, რომ სცენარი იგივე რჩება, ჩვენი მეფის ჩათვლით ამას ბევრი მეფე ვერ ხვდება, რა შედეგის მომტანია მსოფლიო სავალუტო ფონდიდან დაფინანსებული ვითომსახელმწიფოსგამაძლიერე
ელი პროექტები,.
ეხლა მივხედოთ "სიმართლისთვის დევნილ" "ბოროტი ინკვიზიტორების" მიერ მრავალტანჯულ ჯვაროსნებსაც, მათ მიერ ვითომ წამებით მოპოვებული აღიარებების მოსაპოვებლად ვატიკანს მეთოდი "წამება" არ გამოუყენებია და სწორედ იმიტომ, რომ შემდგომ არ გავრცელებულიყო ხმები ვითომც ეს აღიარებები წამებით იყო მოპოვებული, მაგრამ მიუხედავად ამისა ხმები მაინც გავრცელდა ოღონდ შოტლანდიაში გადახვეწილ ორდენის ნარჩენების მიერ, რათა საკუთარი თანამოძმეების მიერ აღიარებული ჩვენებები ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ სიმხდალე, გაემართლებინათ, რაში სჭირდებოდა კლიმენტი მეხუთეს ტურტლიანი რიცარის წამება, როდესაც მეც კი, ეხლავე რომ ავდგე და პურის საყიდლად ჩავიდე მაღაზიაში, გზაში მინიმუმ 3 ინტრიგან, პროვოკატორ, ცილისმწამებელს ვიპოვი, რომლებსაც ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ, ვისზეც მინდა, რასაც მინდა და როგორც მინდა, იმ სახის ბრალდებას შევათხვზევინებ.
ჟაკ დე მოლეს საფინალო სიტყვები კი სიმართლეა, იმიტომ რომ არც კლიმენტი მეხუთე და არც ფილიპე ლამაზად და "კოხტად" წოდებული "უფრთო ანგელოზები" არ გახლდნენ და ტამპლიარებზე მეტი თუ არა არც ნაკლები არ ჰქონდათ მიქარული.
მე ამ შემთხვევაში ეს ორდენი განვიხილე როგორც ორგანიზმი რომლის ჩამოყალიბებასაც ბიძგი მისცა ებრაულ მასონურ კაბალისტურმა სექტამ ხოლო თავად უხილავი "სიონის ბრძენები" სწორედ ტამპლიარების და სხვა მსგავსი ორდენების მეშვეობით ცდილობდნენ მიზნის "მსოფლიო ბატონობის" მიღწევას, რასაც მათი მხრიდან "ინფორმაციაგაჟონილი ოქმებიც" ადასტურებს.
ეს ოქმები, რომლებსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, მოპოვებულია სიონისტთა მთავარი კანცელარიის საიდუმლო საცავებიდან, რომელიც ახლა საფრანგეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ისინი ხელმოწერილია სიონის 33–ე (უმაღლესი) ხარისხის განდობის წარმომადგენლების მიერ. ეს ოქმები საიდუმლოდ იქნა ამოღებული ოქმების მთელი წიგნიდან, როგორც ახლა ვიცით, სიონისტთა პირველი კონგრესიდან, რომელიც ჩატარდა ბაზელში 1897 წლის აგვისტოში. ამ ოქმებმა მხოლოდ როტშილდების მიერ თავიდან გადამუშავების შემდეგ მიიღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ისინი 1901 წელს ხელში ჩაუვარდა სერგი ნილუსს, რომელმაც ეს ოქმები გამოაქვეყნა სათაურით „ებრაული საშიშროება“. 1921 წელს ეს ოქმები გადაითარგმნა ინგლისურ ენაზე.
„სიონის ბრძენები“ აცხადებენ, რომ სახელმწიფო მმართველობის ერთადერთი მიზანშეწონილი ფორმა არის თვითმპყრობელობა (ოქმი 1), და აპირებენ იუდეველთა მეფის ტახტის აღდგენას (ოქმი 24), ისინი ამბობენ: „ყველა ჯურის ეგრეთწოდებული ლიბერალი ანარქისტია“, ხოლო „როდესაც ჩვენ არაებრაელების, სახელმწიფო ორგანიზმში ლიბერალიზმი შევიყვანეთ, მთელი მისი პოლიტიკური აგებულება ძირფესვიანად შეიცვალა: (გოების) სახელმწიფოები მომაკვდინებელი სნეულებებით დაავადდნენ, მათ სისხლი გაეხრწნათ ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, რომ მათ აგონიას დაველოდოთ. ლიბერალიზმიდან იშვნენ კონსტიტუციური სახელმწიფოები, რომელთაც გოებისათვის მხსნელი თვითმპყრობელობა შეცვალეს. კონსტიტუცია კი თქვენც კარგად მოგეხსენებათ, სხვა არაფერია, თუ არა განხეთქილების, უთანხმოების, ურთიერთშეჯახების, უნაყოფო პარტიული აგიტაციის . . . შემომღები სკოლა, რომელიც . . . ძალას აკარგვინებს სახელმწიფოს საქმიანობას. ჩვენ გოებს ლიბერალიზმს ვუქადაგებთ, საკუთარი ერი კი, მათან ერთად ჩვენი აგენტებიც განუხრელ მორჩილებაში გვყავს მოქცეულნი, როცა ყველა უსიტყვოდ ასრულებს ბრძანებას . . . პოლიტიკური თავისუფლება – არის იდეა და არა ფაქტი. ეს იდეა საჭიროა გამოვიყენოთ, როდესაც საჭირო ხდება, იდეური სატყუარათი მივიზიდოთ სახალხო ძალები საკუთარ პარტიაში, თუკი ამან ჩაიფიქრა დაანგრიოს ძალაუფლებაში მყოფი პარტია. ეს ამოცანა იოლდება, თუკი მოწინააღმდეგე ავადდება თავისუფლების იდეით, ეგრეთწოდებული ლიბერალიზმით და ამ იდეისათვის შეელევა თავის ძალას. აქ კი გამოვლინდება ჩვენი თეორიის ძლევამოსილება: არსებობის კანონების თანახმად, ხელმძღვანელობის მიშვებული სადავეები მაშინვე ჩაუვარდება ხელში სხვებს, რადგან ხალხის ბრმა ძალას ერთი დღითაც კი არ შეუძლია გაძლოს ხელმძღვანელობის გარეშე და ახალი ხელისუფლება დაიკავებს ლიბერალიზმის მეშვეობით დაუძლურებული ძველი ხელისუფლების ადგილს. (ოქმი 1). ჩვენ ადრე ვცდილობდით, რომ გოებში გაგვეღვივებინა მეამბოხე სული, მათი სახელმწიფოების დასანგრევად. ამისათვის პრესაში და ჭკვიანურად შედგენილ (ანუ ფალსიფიცირებულ) ისტორიის სახელმძღვანელოებში შეთქმულთა მოწამეობას წარმოვაჩენდით, როგორც ხალხის სიკეთისათვის მიტანილ მსხვერპლს. ამ რეკლამამ გაამრავლა ლიბერალების კონტინგენტი და ასეთი გზით გოი აქცია ჩვენს ცოცხალ ინვენტარად. (ოქმი 19).
არ იფიქროთ, რომ ჩვენი მტკიცება უსაფუძვლოა, ყურადღება მიაქციეთ ჩვენს მიერ შექმნილი დარვინიზმის, მარქსიზმის, ნიცშეიტმის წარმატებებს, ამ სწავლებების გამრხწნელი ძალა ჩვენთვის აშკარაა. თანამედროვე სახელმწიფოების ხელში უდიდესი ძალა არის პრესა. პრესის როლია მიუთითოს აუცილებელ მოთხოვნილებებზე, გადმოსცეს ხალხთა მოთხოვნები, გამოხატოს უკმაყოფილებები. პრესაში ზეიმობს თავისუფლების ღაღადისი, მაგრამ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ძალა და პრესა ჩვენს ხელში აღმოჩნდა. პრესის საშუალებით ჩვენ მოვახერხეთ ჩრდილში დარჩენით ჩვენი ზეგავლენის ქვეშ მოგვექცია მკითხველები. მისი წყალობით დავაგროვეთ ოქრო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას ვიღებდით სისხლისა და ცრემლის ნიაღვრიდან . . . მაგრამ ჩვენ მსხვერპლიც დიდი გავიღეთ ჩვენი ხალხიდან.
როცა ბოლოს და ბოლოს გავმეფდებით მთელ მსოფლიოში, ერთსა და იმავე დროს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალებების საშუალებით, შევეცდებით, რომ ჩვენს წინააღმდეგ უკვე აღარ იყოს შეთქმულება. ჩვენ შეუბრალებლად დავხოცავთ ყველას, ვინც კი იარაღით შეხვდება ჩვენს გამეფებას. სიკვდილით დაისჯება ყველა საიდუმლო საზოგადოება, რომელიც (იმ დროისათვის) ჩამოყალიბდება, ჩვენთვის ცნობილ საზოგადოებებს კი ჩვენ გავასახლებთ ევროპიდან შორს, ასევე მოვექცევით იმ მასონებს გოებისაგან, რომლებმაც ბევრი იციან; ხოლო ისინი, რომლებსაც შევიწყალებთ, მუდმივად იქნებიან გადასახლების შიშში. (ოქმი 15).
დღეს არსებული მთავრობა ხელმძღვანელობს ჩვენს მიერ დემორალიზებულ საზოგადოებას, რომელშიც ბობოქრობს ანარქიის ცეცხლი. ამ მთავრობის შემცვლელმა მეფემ უნდა გაანადგუროს ეს საზოგადოება, რომ შემდეგ აღადგინოს ორგანიზებული მხედრობის სახით, რომელიც შეგნებულად შეებრძოლება ყველანაირ გადამდებ სენს, რომელსაც შეეძლება სახელმწიფოს სხეული დააზიანოს (ოქმი 23).
სიტყვას „თავისუფლება“ ადამიანთა საზოგადოებები ყოველგვარი ძალის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოჰყავს, ყოველგვარი ხელისუფლების წინააღმდეგ, დაე, თუნდაც ის ხელისუფლება ღვთაებრივი და ბუნებრივი იყოს. ამიტომ, ჩვენი გაბატონების შემდეგ ეს სიტყვა უნდა ამოვიღოთ ადამიანური ლექსიკონიდან, როგორც გამომხატველი ცხოველური ძალის პრინციპისა, რომელიც ხალხის ბრბოებს სისხლს მოწყურებულ მხეცებად აქცევს . . .
გაიგე ძვირფასო სატურნ ლიბერალების ტაქტიკური მონახაზი?
აი ესეც ისტორიული ფაქტები გახლავთ ბატონებო და მასონები, ტამპლიარების მეშვეობით შეძლებდნენ, დასახული მიზნის მიღწევას თუ "ბეგლარას ორდენის" მეშვეობით ააქვს რამე მნიშვნელობა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post May 10 2011, 07:23 PM
Post #22


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



axilevs
პირველ რიგში, რომ ნამდვილად ვერ გეცოდინებათ ტამპლიერები რას უთმობდნენ დიდ დროს.
რაც შეეხება ინკვიზიციის მიერ ტამპლიერების სასტიკ წამებას, ეს ფაქტი ცნობილი იყო ორდენის საბოლო განადგურებამდე და მოლიეს დასჯამდე დიდი ხნით ადრე, ამიტომაც ეცადა პაპი სასამართლოების ჩატარებას, თუმცა ისიც ფაქტია რომ საბოლოო განაჩენი გამოტანილი იქნა მაინც ინკვიზიციის მიერ ჩატარებული დაკითხვების "ჩვენებების" მიხედვით, და თუ თქვენ იმის თქმა გინდათ რომ ინკვიზიცია თავის დაკითხვებს ყვავილებიან ნათელ ოთახში, დამამშვიდებელი მუსიკის ქვეშ ატარებდა, მაშინ არ ვიცი რა ვთქა, არც ის არის მართალი რომ მხოლოდ რიგითი რაინდებს ადებინებდნენ "სიღარიბის" აღთქმას, რომლების მაინც ღარიბნი იყვნენ, რაინდები, სანამ ორდენს შეუერთდებოდნენ, მთელ თავის ქონებას გადასცემდნენ ორდენს და ამის შემდეგ დებდნენ უქონლობის აღქმას, არც არაფერი არ ადასტურებს ჟაკ დე მოლიეს და სხვების ბოჰემურ ცხოვრებას, ის კი მართალია რომ იმდენად ძლიერნი იყვნენ რომ თითმის აღემატებოდნენ სახელმწიფოს და ვატიკანს თან მათი მიწების გადასახადებები უბრალო ხალხისთვის გაცილებით ნაკლები იყო სახელმწიფო და საეკლესიო გადასადებებიდან, და ამდენად ხალხშიც დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ. ვატიკანმა და მეფემ უბრალოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ჩამოიშორეს.
ახლა რაც შეეხება, თქვენს მიერ ასე ავტორიტეტულად მოყვანილ ე.წ. "სიონის უხუცესთა ოქმს", რომლის სრული ვერსიაც სერგეი ნილუსმა 1905 წელს თავის წიგნს "ველიკოე ვ მალომ" დაურთო, თომცა მცირე ნაწილი 1903 წელს გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი ერტ-ერთი ყველაზე ცნობილი კლასიკური ყალბი დოკუმენტია, რომელიც სავარაუდოდ ასევე რუსეთში რუსულ ენაზე შეიქმნა 1897 სა და 1903 წლებს შორის და ყველაზე სავარაუდო ავტორად რუსული "საიდუმლო პოლიციის" პარიზის განყოფილების შეფი, თუ არ ვცდები - რაჩკოვსკი სახელდება, რომელმაც საფუძვლად გამოიყენა ფრანგი სატირისტის მაორისიო ჯოლის სატირისტული პამფლეტი "საუბრები ჯოჯოხეთში მაკიაველსა და მონტესკიეს შორის" და გერმანელი ანტისემიტის ჰერმან გოდშეს რომელიღაც ნაწარმოები. ეს ტექსტი მერე ითარგმნა ინგლისურად 20-იან წლებში და ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში ათასობით იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა ანტისემიტების მიერ, მიუხედავად იმისა რომ 30-იანი წლებიდან უკვე დაამტკიცეს დოკუმენტის სიყალბე, ჰიტლერი ლამის სკოლებში ასწავლიდა ამ დოკუმენტს და ზუსტად ეს გამოიყენა მასებზე ზემოქმედებისათვის ჰოლოკოსტის ებრაელთა გენოციდის გასამართლებლად, თუმცა თვითონ მშვენივრად იცოდა დოკუმენტის სიყალბის შესახებ.
ნამდვილად არ მეგულება არც ერთი სერიოზული მკვლევარი, ვინც ამ დოკუმენტის ორიგინალობას თუნდაც ვარაუდობდეს, თქვენ თუ დამისახელებთ ვინმე სერიოზულ ისტორიკოსს ან მკვლევარს კარგი იქნებოდა, ოღონდ მე ვგულისხმობ სერიოზულს და არა ფანატიკ ანტისემიტებს.
არ მეგონა, თუ დღეს ვინმე ამ დოკუმენტს დაასახელებდა თავისი არგუმენტის დასამტკიცებლად.

Go to the top of the page
 
+Quote Post
DISCIPLINE
post May 10 2011, 09:34 PM
Post #23


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 20-February 10
Member No.: 6,156

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



axilevs

შენი პირველი პოსტი წავიკითხე და არ ვიცი რა გითხრა : )) საიდან დავიწყო კრიტიკა : )) მანდ მოხსენიებულ ვერცერთ ფაქტს ვერ დაადასტურებ, ზღაპარივით გისწავლია ჭორები და ყვები... ერთადერთი წლები გაქვს შედარებით ზუსტად მოცემული და დანარჩენი ყველაფერი სისულელეა.

უამრავ შეთქმულების თეორიას დაგიდებ და ყველას დაიჯერებ შენ ისეთი ხარ : ))


--------------------
Victory settles a lot of arguments in most men’s heads.
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 06:49 PM