IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V  < 1 2 3  
Reply to this topicStart new topic
> აზრობრივი პლაგიატიზმი
tikoroma
post Sep 7 2012, 11:40 PM
Post #41


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



stalker
ციტატა
ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმათ აზრს ვისაც მეტი ფული აქვს, საზოგადოებაში კარგი ადგილი, წარმატებულია, ცხოვრებას საღი გონებით უყურებს და ხშირად სხვების აზრები წინააღმდეგობაში მოდის ამასთან და ჩნდება რაღაც შეგრძნება, არსებობს რამოდენიმე ადამიანი ვინც ამ აზრების ავტორია და სხვა დანარჩენის აზრები თანმდევი მოვლენებია, ხშირად ამ ცნობილ პიროვნებებს საღად მოაზროვნეებს თითქოს ვიღაც უმაგრებს გვერდს, უფრო მაღალი ძალა "მფარველობს", ეს გარეგნობაზეც აისახება, ერთმანეთისმიყოლებით ყველას მსგავსი აზრი უჩნდება, მასობრივად
რა თქმა უნდა ასეა უმრავლესობისთვის. მეც ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი იმაში, რომ გავრცელებულ აზრებს ვიზიარებდი დაუფიქრებლად. მეც მგონია, რომ გარკვეული ჯგუფი ავრცელებს საერთო იდეებს, შეხედულებებს მასაში და აჩლუნგებს ხალხს. ოღონდ არ ვიცი ადამიანები არიან ისინი თუ სხვები smile.gif

ციტატა

მოდი აბა ცადე და საკუთარ აზრთან ერთად ის აზრებიც დაწერე რომელიც გაგიგია, მოვლენ თუ არა ეს აზრები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში და რა შედეგი მოყვება ამას
მე ყოველთვის წინააღმდეგობრივად ვფიქრობ, დიდი ქაოსი მაქვს თავში საკუთარი და სხვისი აზრებიც. ხშირად პოსტს რომ ვწერ, სანამ ბოლოში ჩავალ უკვე პასუხს ვცემ ჩემს თავს და აკრეფილს ვშლი biggrin.gif ზოგჯერ რისი დაწერაც მინდოდა, იმისგან განსხვავებულ პოსტს ვწერ. ალბათ იმიტომ რომ აქ წერის დროს აზროვნებას ვიწყებ. ისე კი იშვიათად 'ვაზროვნებ' biggrin.gif ჩამოწერის გარეშეც რთულად მაქვს თავში საქმე biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
stalker
post Sep 8 2012, 06:05 PM
Post #42


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 170
Joined: 19-April 11
From: Philippines
Member No.: 6,447

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეალურად ყველაფერი სხვანაირადაა, უნდა ვაღიაროთ რომ ხშირად ჩვენ აზრებს ვერ ვმართავთ, რაც გუშინ სწორად მიმაჩნდა დღეს ის აზროვნება უვარგისია. ხალხი სკოლის ასაკიდან ვერ გამოდის, რაც იყო ის აზროვნება დარჩა, ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა როცა გულში მადლობა მითქვამს ნერვოზიანი ხალხისთვის მაშინ ალბათ ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, საშველი არსაიდან ჩანს


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 8 2012, 09:33 PM
Post #43


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



stalker
ციტატა
რეალურად ყველაფერი სხვანაირადაა, უნდა ვაღიაროთ რომ ხშირად ჩვენ აზრებს ვერ ვმართავთ, რაც გუშინ სწორად მიმაჩნდა დღეს ის აზროვნება უვარგისია.
ამას არა უშავს, ჩვენ ჯერ ძიებაში ვართ biggrin.gif

ციტატა
ხალხი სკოლის ასაკიდან ვერ გამოდის, რაც იყო ის აზროვნება დარჩა, ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა როცა გულში მადლობა მითქვამს ნერვოზიანი ხალხისთვის მაშინ ალბათ ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, საშველი არსაიდან ჩანს

სხვებიც დაიწყებენ ნელ-ნელა აზროვნებას და განვითარებას თუკი ამის საჭიროებას იგრძნობენ.
ყველაზე ძნელი ცხოვრებაში გადმოტანაა იმის, რასაც ფიქრობ. აზროვნების შეცვლა არ კმარა. მეც ვთვლი რომ განსხვავებულად ვაზროვნებ (მასისგან მაინც biggrin.gif) მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრების დინებას მივყვები მაინც, იმას ვაკეთებ რაც არ მომწონს და არა იმას - რაც უკეთესად მიმაჩნია.


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Sep 8 2012, 09:45 PM
Post #44


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(stalker @ Sep 7 2012, 11:14 PM) *
ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ იმათ აზრს ვისაც მეტი ფული აქვს, საზოგადოებაში კარგი ადგილი, წარმატებულია, ცხოვრებას საღი გონებით უყურებს და ხშირად სხვების აზრები წინააღმდეგობაში მოდის ამასთან და ჩნდება რაღაც შეგრძნება, არსებობს რამოდენიმე ადამიანი ვინც ამ აზრების ავტორია და სხვა დანარჩენის აზრები თანმდევი მოვლენებია, ხშირად ამ ცნობილ პიროვნებებს საღად მოაზროვნეებს თითქოს ვიღაც უმაგრებს გვერდს, უფრო მაღალი ძალა "მფარველობს", ეს გარეგნობაზეც აისახება, ერთმანეთისმიყოლებით ყველას მსგავსი აზრი უჩნდება, მასობრივად


ალბათ, "ფულში" გულისხმობდი უფრო ძალაუფლებას, ანუ ვისაც უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და ავტორიტეტულია, იმათ აზრებს მეტ ყურადღებას აქცევენ, თორემ ფული მხოლოდ ამყარებს პიროვნების ძალაუფლებას. ასეთ ადამიანებს მატერიალურ სამყაროში აქვთ თავიანთი სახელი, სულიერ სფეროში _ არა. მაგრამ მათ გვერდით უამრავი ადამიანის დასახელება შემიძლია, რომელთა ავტორიტეტიც არა ფულის, არამედ თავიანთი ინტელექტუალური და სულიერი შესაძლებლობების შედეგია. ტექნოკრატიულ სამყაროში, ვთქვათ, წარმატებულ და პოპულარულ ადამიანს სხვა, უფრო მატერიალური კრიტერიუმებით აფასებენ. აი სულიერ ლიდერებს და სხვა წმინდა ადამიანებს, მოკლედ არ შევეხები მათ... ისინი თავიანთი მოღვაწეობით ასევე იძლევიან საოცარ მაგალითს.

ცალკე საკითხია, ადამიანი რა მოწოდებისაა, რა იძიდავს, ვის თვლის ავტორიტეტულ პიროვნებად, ვიღად მაჰათმა განდის აზრებს შეიძლება იზიარებდეს, ვიღაცა მარტინ ლუთერ კინგის ღვაწლს აფასებდეს დღემდე, ვიღაცა ჰიტლერის იდეოლოგიას ამართლებდეს... მოკლედ, მოგალითებს რა გამოლევს smile.gif კულტურული გარემო მართალია თავისას შვება, მაგრამ გადამწყვეტი თვითონ იმ ადამიანის მისწრაფებებია, ის ირჩევს მისთვის ყველაზე მისაღებ პიროვნებებს და მათ მიერ გამოთქმულ აზრებს ანიჭებს უპირატესობას.

ხო, კიდე ერთი რარაც მინდა ვთქვა: არსებობს საზოგადოების მართვის სხვადასხვა მექანიზმი, ყველას ჩამოთვლა არ მომიწევს, თვადაც გამოიცნობთ რაზეა საუბარი.... მანიპულაცია _ ესაა ერთ-ერთი გზა იმისათვის, რო საზოგადოება მასაც გადაიქცეს. მანიპულატია შეფარული იარაღია ხალხის სამართავად მოგონილი და ის შეიქმნა არც თუ ისე შორეულ წარსულში. მანიპულირებისთვის იყენებენ ისეთ დამხმარე საშუალებებს, როგორიცაა მასმედია, რეკლამა, მოდა. შედეგად კი ადამიანებს უნერგავენ მსგავს აზროვნებას (აზროვნების რა ხარისხია ამაზე უკვე აღარ მაქვს საუბარი), უვითარებენ ერთნაირ გემოვნებას, მოთხოვნილებებს, საერთო სურვილებს და ა.შ. ამდენად, მასობრივი კულტურა იქმნება. რო გავიხსენოთ, წარსულში ასეთი ექსპერიმენტები ტარდებოდა ტოტალიტატული რეჟიმებისას...

თითქოს ადამიანს თავადაც სჭირდება რო იყოს მართული... აი ეს მაფიქრებს. მას მოთხოვნა აქვს გაიზიაროს გარკვეული აზრები, თუ ეს აზრები უფრო სისტემური ხასიათისაა, მაშინ ის უკვე რაღაც მოძღვრებას იძიარებს, თუ უფრო უარესი რამეა, მაშინ იდეოლოგიაში გადაეშვება. მოკლედ, საკუთარი არჩევანითვე მიდის თითქოს ადამიანი დაექვემდებაროს ან სხვის ახრებს, ან თავად პიროვნების ზეგავლების ქვეშ მოექცეს....


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Sep 8 2012, 09:58 PM
Post #45


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla
ციტატა
თითქოს ადამიანს თავადაც სჭირდება რო იყოს მართული... აი ეს მაფიქრებს. მას მოთხოვნა აქვს გაიზიაროს გარკვეული აზრები, თუ ეს აზრები უფრო სისტემური ხასიათისაა, მაშინ ის უკვე რაღაც მოძღვრებას იძიარებს, თუ უფრო უარესი რამეა, მაშინ იდეოლოგიაში გადაეშვება. მოკლედ, საკუთარი არჩევანითვე მიდის თითქოს ადამიანი დაექვემდებაროს ან სხვის ახრებს, ან თავად პიროვნების ზეგავლების ქვეშ მოექცეს....
ჰო, ეს ძალიან იოლი შესამჩნევია. თვითონ ცდილობენ სხვებს დაემსგავსონ და შენ თუ განსხვავებული ხარ, გაიძულებენ შენც მათ დაემსგავსო


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Sep 11 2012, 12:01 AM
Post #46


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



narilla
QUOTE
ერთი კითხვა გამიჩნდა, ოლმეკს რო აქვს საიტი _ ზეადამიანებზე_ აი იმ ინფორმაციის წარმოშობა და სადაურობა მაინტერესებს, ისე დავინტერესდი, რო აუცილებლად უნდა გამოვიძიო ეს ამბავი...... მგონია აზრობრივი პლაგიატიზმის საოცარი გამოვლინება, არც მთლიანად მისი ინტელექტუალური საკუთრება არ უნდა იყოს, რაღაც ნაზავს უფრო წარმოადგენს, გადამუშავებულ ინფორმაციას, მაგრამ წყაროს ვერ ვაზუსტებ,

არა მგონია ოლმეკს პრეტენზია ქონდეს ამ ინფორმაციის ინტელექტუალურ საკუთრებაზე, თუმცა უფლება არ მაქვს ვთქვა, და არც ვამბობ, რომ ინფორმაცია დამოუკიდებლად არ მოუპოვებია. თვითონ ტერმინის - " ზეადამიანების" ავტორი შეიძლება თვითონ არის, მაგრამ რაც შეეხება მათ, ვისაც ზეადამიანებად მოიხსენებს, უხსოვარი დროიდან იცნობს კაცობრიობა, განსაკუთრებით აღმოსავლეთი, ძველი ეგვიპტე, ანტიკური საბერძნეთი, დასავლურ მსოფლმხედველობაში მათზე ინფორმაცია პირველად მადამ ბლავაცკაიასაგან გახდა პოპულარული, და ის სულიერი იერარქიაც, რომელიც ოლმეკს აქვს მოყვანილი, ბლავაცკაიას ეკუთვნის ზოგადად, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ, თეოსოფიური საზოგადაობის და მისი სხვადასხვა განშტოებების მიერ დამატება-კორექტივები იქნა შეტანილი, და ოლმეკის ინფორმაციაც ერთ-ერთ შემდგომ განშტოებას ეკუთვნის, რადგან მათ შორის იესო ქრისტეს ასახალებს, რაც ბლავაცკაიას დროს არ ყოფილა, ყოველ შემთვევაში სულიერი იერარქია ამდაგვარი სახით თეოსოფიური საზოგადაოების და მისი მიმდევრების გარდა არსად შემხვედრია. ბლავაცკაია მათ მაჰატმებს უწოდებდა და როგორც ამბობდა პირდაპირ მათგან იღებდა ინფორმაციას ჩვეულებრივი წერილების სახით, რომლებიც მისტიურად, ტელეპორტაციის საშუალებით აღმოჩნდებოდნენ მის ხელში. ზოგი შემდგომი მიმდინარეობა მათ ხელდასხმულებს უწოდებს, ნიუეიჯის წარმომადგენლები - ამაღლებულ მასწავლებლებს, ძველთაგანვე ცნობილი იყვნენ სხვადასხვა სახელით: ღმერთი მასწავლებლები, კაცობრიობის უკვდავი მასწავლებლები, ჰიმალაის უკვდავები, შამბალას, შანგრილას უხუცესები, დედამიწის მცველები, სიბრძნის მცველები......
უძველესი გადმოცემების მათთან ინახება მთელი საკაცობრიო სიბრძნე, რაც ადამიანებს თავისი არსებობის მანძილზე მოუპოვებიათ, თვითონ ისინი კი, ერთ დროს ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები იყვნენ, მაგრამ სიცოცხლის მანძილზე დაამუშავეს კარმა, და განთავისუფლდნენ დაბადება-სიკვდილის წრიდან, მიაღწიეს უკვდავებას, შეინარჩუნეს ბოლო ინკარნაციის სხეული, მაგრამ დარჩნენ დედამიწის პლანზე კაცობრიობის დასახმარებლად. ზოგჯერ ინკარნირდებიან გარკვეული მისიით, მაგრამ საბოლოოდ ინარჩუნებენ სხეულს, რომელშიც ამაღლდნენ. პირველი უკვდავები მოდის ლემურიიდან და მათ უკვდავება-ამაღლებას მიაღწიეს არა კარმის დამუშავებით არამედ წმინდა სამების პრინციპით... - ეს რაც შეიძლება მოკლე ინფორმაციაა ამ დიდ თემაზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Sep 11 2012, 07:18 AM
Post #47


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისე, ძველი აღმოსავლური ცნობილი გამოთქმა, რომელიც ზოგადად იხმარება: "როცა მოსწავლე მზად არის, მასწავლებელი თვითონ გამოჩდებაო", სწორედ მათზეა, რადგან ითვლებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი ეხმარებიან კაცობრიობას სწორი მიმართულების არჩევაში, და საჭირო პიროვნებებს ცოდნის გადასაცემად თვითონ ირჩევენ, როდესაც ამ პიროვნების სულიერი მზადყოფნას იგრძნობენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
narilla
post Sep 11 2012, 03:46 PM
Post #48


GREEN soul
Group Icon

Group: პლანეტელი
Posts: 1,099
Joined: 11-August 11
From: Georgia
Member No.: 6,541

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა ასეთი ინფორმაციისთვის! l_daisy.gif

თეოსოფიასა და ბლავატსკაიაზე მხოლოდ ამას წინათ წავაწყდი რაღაც ინფორმაციას, მანამდე წარმოდგენაც არ მქონდა ამის შესახებ.....


--------------------
"ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V  < 1 2 3
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 02:32 AM