IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> სინუსოიდა, დაკარგული ბედნიერების გა
lasharela
post Apr 7 2009, 05:15 PM
Post #1


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 173
Joined: 25-January 07
Member No.: 3

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი ბლოგის გაპიარებაში რომ არ ჩამითვალოთ ჩემი ბლოგიდან აქ გადმოვიტან ტექსტს და რამდენიმე კომენტარს რომელიც იქ გაკეთდა.
დანარჩენი მსჯელობა აქ განვაგრძოთ.

სინუსოიდა...
ლამპარში თუზეთი დამთავრდა რა ლამპარის ბრალიაო – გვასწავლის აზიური სიბრძნე. მაგრამ შემთხვევა რომელზეც მე მინდა გესაუბროთ მგონი, სწორედ ის გამონაკლისია რომელიც წესს ამტკიცებს.

მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით... როგორი უინტერესო და მდორე გახდა ირგვლივ ყველაფერი. თითქოს რაღაც მიზეზის პოვნა შეიძლება, ვიღაცამ შეიძლება რადიაციის მომატებულ დონეს დააბრალოს, ვიღაცა კი "მსოფლიო ფინანსურ კრიზის" ახსენებს. მაგრამ ჩემი აზრით ადამიანები რაღაც სენით დავვადდით ... კრიზისი იქნება, საპროტესტო გამოსვლები თუ ახლად გადატანილი ომი მხოლოდ ის მიზეზებია რომელმაც ეს ვირუსი გააღვივა და გამოააშკარავა.

მიველ ვნახე ვენახი, სად წავიდა ვენახი? ვენახი როგორ მოგვიანებით აღმოჩნდა თხამ შეჭამა მაგრამ ბედნიერება სად წავიდა, ვინ შეჭამა და ეს ჯაჭვი ვისთან ან რასთან მიგვიყვანს ჩემი აზრით დაფიქრებად ნამდვილად ღირს.

რაღაც ცუდადვარ....რაღაც ისე არ არის იფიქრა სულელმა ადამიანმა და გამოსავლის ძიება დაიწყო.... მან მოიფიქრა ფსიქოლოგი – რომელსაც აღსარებას აბარებს და ამაში ფულსაც უხდის. მან მოიფიქრა პარაშუტით გამოხტომა და ჰაერში თმების შეჭრაც – რადგან ადრენალინი დროებით აღიზიანებს ტვინის იმ რეცეპტორებს რომლებიც ბედნიერების ნაწილზე არის პასუხისმგებელი. ადამიანმა იმავე მიზეზით გამოიგონა, სასმელი, ნარკოტიკი.... გამოიგონა პრეზერვატივიც კი რომელიც "აძლიერებს მამაკაცის შეგრძნებებს"... კიდევ ათასი სულელე გამოიგონა.... და "ხატად ღმერთისა" შექმნილი, იმდენად გაერთო თავის გამოგონებებით დაავიწყდა ის რაც დიდი ხნის წინ ღმერთმა გამოიგონა და შექმნა – სიყვარული, მეგობრობა, ღიმილი და ა.შ.


ადამიანები დავცარიელდით... ადამიანები ერთმანეთს აღარ ვეფერებით... ერთმანეთის სიყვარული გვაკლია.... ადამიანი ღმეთს დაშორდა.... ერთმანეთი აღარ გვახარებს...

იმაზე საუბარიც ზედმეტია რომ დილით მზის სხივი არ გვიხარია რომელიც შემოიპარება შენს ოთახში (მინიმუმ იმიტომ რომ წინა ღამით 3 საათზე დაიძინე და ეხლა თავგაბჟუებუსლ გძინავს)... გახეთქილი ასფალტიდან ამოსული ყვავილი, აივანზე ჩამომჯდარი ჩიტი, მზის ჩასვლისას გაწითლებული ცა... აღარაფერი აღარ გვახარებს....

ყოველ აღმართს დაღმართი მოყვებაო, ყოველ დაღმართს კი აღმართიო.... მე კი ამ სინუსოიდას რომ ვუყურებ ისევ მეშინია "რიცხვთა სიმრავლე სასრული არ აღმოჩნდეს"....

ეს ის შემთხვევაა, როცა თითეულმა ჩვენგანმა წვეთი მაინც უნდა გავიღოთ მეორე ლამპარის შესავსებად...



Posted by lasharela at 4:33 AM
Labels: ოთახი
2 comments:

Elly said...
იცი, მე მგონია, რომ უბრალოდ იმდენად ვართ დაკავებული ამ ყოველდღიური მარაზმით, რომ მაგ ყველაფრის შესამჩნევად დრო აღარ გვაქვს. აღარაფრისთვის აღარ გვცალია და ამ მოუცლელობაში თვითონვე ვიკარგებით. მერე იწყება ის ნევროზული სიმპტომატიკა, რისგან განსაკურნადაც გამოიგონეს ადამიანებმა სასმელი, ნარკოტიკი, ფსიქოლოგი და სხვა მრავალი... ეს უბრალოდ ჩემი აზრია smile.gifდა მიუხედავად იმისა, რომ ამას ვხვდები, მაინც "ვერ მცალია" მზის სხივით გასახარად ...
07 April, 2009 05:30

lasharela said...

Elly
იცი სამყაროში ყველაფერი (აბსოლუტურად) ჩემი აზრით ურთერთკავშირშია. ერთიანი სისტემაა და ერთი შეხედვით გვონია რომ მისი ცალკეული ელემენტები ბლოკებად არის დაყოფილი და ინკაფსულირებულია...მაგრამ ჩემი აზრით ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია....

რისი ბრალია რომ ყოველდღიურ მარაზმებში ვართ ჩაფლული...ან რისი ბრალია რომ ეს ყველაფერი გვემარაზმება? მიზეზ შედეგობრივად როგორ არის ეს ყევლაფერი დაკავშირებული? ან საერთოდაც....აუცლებლად უნდა გავერკვიოთ ამ რთულ სისტემებში და კავშირებში?

რამე უფრო მარტივად ხომ არაა? ერთი რაღაც გამახსენდა. ამერიკელებმა, მილიონობით დოლარი დახარჯეს რომ გამოეგონებინათ პასტა, რომელიც კოსმოსურ ჰომალდზე დაწერდა რადგან ჩვეულებრივი პასტა ატმოსფერული წნევის წყალობით მუშაობს. შექმნეს კალამი, ჩაატარეს ცდები, კალამში იქმენებოდა ხელოვნური წნევა, რომლის წყალობითაც ეს კალამი წერდა...

რუსებმა უბრალოდ ფანქარი წაიღეს რომ ცდების შედეგები ჩაენიშნათ...

smile.gif

==============================

lasharela.blogspot.com
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
lasharela   სინუსოიდა   Apr 7 2009, 05:15 PM
Shou   ხო, რა გითხრა აბა?! ...   Apr 8 2009, 01:28 PM
lasharela   Shou კარგი იდეაა.... და ...   Apr 8 2009, 05:33 PM
Shou   კარგი შეკითხვაა:) მ...   Apr 8 2009, 06:38 PM
lasharela   Shou ყველას კარის წინ...   Apr 9 2009, 07:50 PM
Shou   Shou ყველას კარის წინ...   Apr 10 2009, 10:06 AM
anuchi   lasharela რა ცუდია რო ამ ...   Apr 9 2009, 08:03 PM
ირმა   თუ ცხოვრებას სინუს...   Apr 10 2009, 03:06 AM
anuchi   lasharela გგონია რომ არ ...   Apr 10 2009, 12:17 PM
TeO   lasharela შენ რაც დაწერე ...   Apr 10 2009, 01:02 PM
lasharela   TeO გამონაკლისი წეს...   Apr 10 2009, 02:17 PM
Shou   ვერ დაგეთანხმები ლ...   Apr 15 2009, 11:58 AM
TeO   ამოსაწევია ეს თემა...   May 20 2009, 02:41 PM
Shou   ხოო, აქტულალურია;) ა...   May 21 2009, 06:56 PM
Shou   ადამიანებო, რა ხდე...   Jan 5 2010, 06:27 PM
Shou   აი, ვიპოვე ლაზარევ...   Jan 13 2010, 07:06 PM
emilie   Shou სასაცილოა, მაგრა...   Dec 22 2010, 01:42 AM
tikoroma   ადამიანი ცხოვრები...   Apr 1 2011, 03:07 PM
Shou   emilie იმდენად შესისხ...   Apr 1 2011, 09:23 PM


Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 02:41 PM