სწორი კვება |
სწორი კვება |
Apr 30 2009, 02:14 PM
Post
#81
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიდი მადლობა adamiani , მაგრამ ქვეშ კიდევ ლამბაქის მსგავსი უნდა დავუდოთ რადგან გახვრეტილია, წყალმა ძირს რომ არ გამოჟონოს, თუ ეს ნახვრეტიც სწორედ მაგისთვისაა რომ გამოჟონოს?
|
|
|
Apr 30 2009, 04:23 PM
Post
#82
|
|
RED soul Group: Members Posts: 134 Joined: 6-March 09 Member No.: 5,923 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou
ნახვრეტი იმისთვისაა რომ წყალი გავიდეს და არ დაგუბდეს არანაირად. ეს ობს გამოიწვევს. ქვემოთ თუ რაიმეს შეუყენებ, მხოლოდ იმისთვის რომ წყალი არ დაიღვაროს. შემდეგ უნდა მოაცილო. ანუ მარცველული სულ ნოტიოდ უნდა იყოს, მაგრამ წყალში -არა. |
|
|
May 1 2009, 09:24 PM
Post
#83
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 46 Joined: 22-April 09 Member No.: 5,943 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შეძლებისდაგვარად გადავხედე წინა პოსტებს, და ვფიქრობ, რომ საქმე იმაში არ არის ხორცს შეჭამ თუ არ შეჭამ! მთავარია რომ არ მოკლა სულიერი არსება, თორე ხორცს შეჭამ თუ არ შეჭამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბუდისტურ ტრადიციაშიც იყვნენ უდიდესი სულიერი მოღვაწეები რომლებიც ხორცს ჭამდნენ, ამაზე რას იტყვით? უბრალოდ ისინი ემოციის გარეშე ჭამდნენ. (ემოციურად არ განიცდიდნენ) რავი არ მიმაჩნია სწორედ, საკვების დონეზე დაყვანით სულიერების განსაზღვრა. მე მგონი მთავარია ზომიერება, თორე რაც გინდა ის ჭამე.
|
|
|
May 2 2009, 12:52 AM
Post
#84
|
|
RED soul Group: Members Posts: 265 Joined: 22-November 08 From: Tbilisi Member No.: 5,871 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jul 15 2009, 12:15 PM
Post
#85
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დღეს ”შემომეყიდა” ვაჟა ხორნაულის ”სნეული, სნეული, სნეული მსოფლიო” - კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს. პირველ გვერდზე ჯანმრთელობის 10 მცნებაა პოლ ბრეგის მიხედვით:
1. პატივი მიაგე საკუთარ სხეულს, როგორც სიცოცხლის უდიდეს გამოვლინებას. 2. უარყავი ყოველგვარი არაბუნებრივი, უსიცოცხლო საკვები და აღმგზნები სასმელები. 3. სხეული ასაზრდოე მხოლოდ ბუნებრივი, გადაუმუშავებელი, ცოცხალი პროდუქტებით. 4. ყოველთვის ერთგულად და უანგაროდ ემსახურე საკუთარ ჯანმრთელობას. 5. გაიჯანსაღე სხეული მოძრაობისა და დასვენების თანაზომიერი მონაცვლეობით. 6. განწმინდე უჯრედები, ქსოვილი და სისხლი სუფთა ჰაერითა და მზის სხივებით. 7. მოერიდე ყოველგვარ საკვებს, როცა შეუძლოდა ხარ, როცა გონება და სხეული არა გთხოვს საჭმელს. 8. შენი აზრები, სიტყვები და ემოციები უნდა იყოს წმინდა, მშვიდი და ამაღლებული. 9. ბუნების კანონების შესწავლით ცოდნა განუწყვეტლივ გაიმდიდრე, აქციე ეს შენი ცხოვრების დევიზად. სიხარულად აქციე შრომა. 10. დაემორჩილე ბუნების კანონებს. ჯანმრთელობა შენი უფლებაა. დანარჩენ წიგნს წავიკითხავ და გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს |
|
|
Jul 15 2009, 07:05 PM
Post
#86
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს ეს მართლაც ასეა,– შაქარი, ხორცი ერთ-ერთი მავნე პროდუქტებია. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jul 15 2009, 11:53 PM
Post
#87
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნამდვილად არ ღირს. თუმცა ვეგეტერიანელობის შემთხვევაში ერთი საფრთხეა. ხალხს გონია, რომ თუ შენ განსხვავებულად იკვებები (და ალბათ უფრო აზროვნებ განსხვავებულად), ქადაგებას დაუწყებ ამ თემაზე, ან განიკითხავ და კიცხავ იმის გამო, რომ ვიღაც ხორცს მიირთმევს და ამიტომ ან გერიდებიან ან ცდილობენ გადაგაფიქრებინონ. ეს ალბათ ბუნებრივია. ბუნებრივი კიარა მამაპაპურ ქართულია განსხვავებული კვება კიარა არაფერი განსხვავებული არ შეიძLება კოლექტივში |
|
|
Jul 16 2009, 05:29 PM
Post
#88
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მცირედი ინფორმაცია ვეგეტერიანელობაზე
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვეგეტარიანიზმი სხვადასხვა ხარისხით არის გავრცელებული. ცნობილია, რომ ვეგეტარიანიზმის კლასიკური გაგება მოიაზრებს ცხოველური საკვებიგან თავის შეკავებას. თუმცა არსებობს მისი რადიკალური ფორმაც - ვაგანიზმი (არ ჭამენ არც ხორცს, არც რძის პროდუქტებს, არც კვერცხს და არც თაფლს). უფრო ლიბერალურ ფორმებს მიეკუთვნება ლაქტო-ვეგეტარიანიზმი (რძის პროდუქტების დაშვება), ოვო-ვეგეტარიანიზმი (კვერცხის დაშვება, მაგრამ რძის პროდუქტებზე უარის თქმა), ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანიზმი (რძის პროდუქტების და კვერცხის დაშვება), პესცეტარიანიზმი (თევზის დაშვება). როგორც აღმოჩნდა, საქართველოს უბრანული მოსახლეობის 21%-მა სრულიად არ იცის რას ნიშნავს ვეგეტარიანელობა. ხოლო მათ შორის ვინც იცის (79%), ბევრს ვეგეტარიანელობაზე არასრულყფილი წარმოდგენა აქვს: სრული უმრავლესობისთვის ცნობილია, რომ ვეგეტარიანელები არ ჭამენ ხორცს (99%), თუმცა მხოლოდ ერთმა მესამედმა (30%) იცის, რომ ასეთი ადამიანები ასევე არ მოიხმარენ რძის პროდუქტებს და კვერცხს. საერთშორისო გამოკითხვების თანახმად, ვეგეტარიანიზმი განსაკუთრებით გავრცელებულია აშშ-ში, ბრიტანეთსა და ნორვეგიაში, ხოლო სამხრეთ ამერიკაში, ესპანეთში და საფრანგეთში ძალზე იშვიათი მოვლენაა. კვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოც იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც ვეგეტარიანელობა ნაკლებად გავრცელებული ცხოვრების სტილია: კლასიკურ ვეგეტარიანელობას საქართველოს ურბანული მოსახლეობის მხოლოდ 0.02% მისდევს. 0.7% კი ლიბერალური ვეგეტარიანელია, ანუ თავს იკავებს მხოლოდ ხორცისგან, მაშინ როდესაც შეუზღუდავად მიირთმევს რძის პროდუქტებს, კვერცხს და ზოგჯერ თევზსაც. |
|
|
Jul 16 2009, 11:15 PM
Post
#89
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ისე ამ ბოლო დროს უფრო მეტი და მეტი ქათველი ხდება ვეჯეტერიანი.
რაც შეეხება ინგლისელებსა და ამერიკელებს მართლა ძალიან ბევრი ვეჯეტერიანი ჰყავთ. თუმცა ზოგი თითქოს მოდას იცავსო ისე გავიგე. საბერძნეთში რომ ჩამოდიოდნენ ტურისტები, იყვნენ ისეთებიც რომ ხორცის ჭამას იწყებდნენ, მოსწონდათ ბერძნული სამზარეულო. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jul 25 2009, 12:51 PM
Post
#90
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,939 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საერთოდ ადამიანებს აქვს მიდრეკილება რო ყველაფერს დაარქვან რაღაც სახელი რომ ადვილი აღსაქმელი იყოს...
წარმოვიდგინოთ რომ ხავლ ფეხბურთი არის ძალიან პოპულარული და ყველა თამაშობს, ამ დროს მაგალითად ფორუმელი თეოს არ მოწონს ფეხბურთი და სხვა სპორთით არის დაკავებული და სხვა გასართობი აქვს, საზოგადოება ფეხბურთის არ მთამაშებლებს ეგრევე მიაბავს რაღაც სახელს ვეგეტარიანულის ანალოგს, მაგალითად ჯუგარაკი, ესეეგი ვინც ფეხბურთს არ თამაშობს იმას ჯუგარაკენელები დაერქმევა, მერე საზოგადოება შექმნის ჯუგარაკიანელობაზე ლეგენდებს)))) რო თურმე ნამდვილ ჯუგარაკიანელებს ფეხბურთის ბურთი სახში უნდა ქონდეთ და კვირაში ერთხელ უნდა კენწლიდნენ ესარი ნამდვილი ჯურაკიანელი, მერე იქნება გამოკითხვები და დასკვნები რო თურმე ბევრმა არიცის ნამდვილი ჯუგარაკიანლობა და უბრალოდ მოდას მიყვება და არიცის რო ნამდვილ ჯუგარაკიანელს სახში უნდა ქონდეს ბურთი და კვირაში ერთხელ კეწლიდეს.. თეო სადაც არ მოწვდება იტყვის რო მე ფეხბურთი არ მომწონს და არ ვთამაშობ, ეგრევე წამოვა კითხვები - ა შენც ჯუგარაკიანელი ხარ. - არავარ ჯუგარაკიენელი უბრალოდ ფეხბურთს არ ვთაამაშობ - ა ესეეგი ჯუგარაკიანელი ხარ, და რატო გახდი ჯუგარაკიანელი - ჯუგარაკიენელი არ გავხდი, უბრალოდ ფეხბურთს არ ვთაამაშობ არ მომწონს - შენ იცი რო ფეხბურთში არის მოძრაობები რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის? - მე დავდივარ თხილამურებზე და ეს სპორტი ჩემთვის საკმარისია. ნუ რათქმაუნდა ის მაინც ვერ გაიგებს და იფიქრებს: რა სტრანნი ხალხია ეს ჯუგარაკიანელები... საიდან გადმოიღებენ ხოლმე ამ ჯუგარაკიენელობას.. და პახოდუ არც იციან რაარის ნამდვილი ჯუგარაკიანელობა... ისმის ლოგიკური კითხვა: კი მარა არ შეიძლება რო თეო უბრალოდ არ თამაშობდე ფეხბურთს????? ის რასაც წერენ ვეგეტარიანელობაზე ესარი ყველაფერი უხეშათ რომ ვთქვათ აფსურდი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ვეგეტარიანელი და რამდენი ფროცენტი და ვის როგორ ესმის და ასეშემდეგ))))) თუ ზემოდან შევხედავთ სიტყვა ვეგეტარიანულობა არის არალოგიკური... ეგრე თუ მივყევით მაშინ ვინც წვენს არ სვავს იმასაც სახელი უნდა დაერქვას, ან ფეჩენიას ვინც არ ჩამს, ან არამორბენალსაც თავის სახელი, ან არა მწვანილის მჭამელს თავის სახელი... ლოგიკური იქნება თუ ფირიქიდ დავარქმევთ იმას ვინც რაღაცას აკეთებს: მაგალითად ვინც სვამს მსმელი, ვინც ნარკოტიკებს იკეთებს ნარკომანი, ვინც ფეხბურთს თამაშობს ფეხბურთელი.. და ხორცის მჭამელსაც შეიძლება რო რამე სახელი დაერქვას და არა არამჭამელს.. |
|
|
Jul 25 2009, 07:07 PM
Post
#91
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Zet
ნეტა რამ გაგსარჯა ამდენი რომ დაწერე?? (თანაც უამრავი შეცდომებით, გეტყობა, რომ ერთი სულის მოთქმით დაგიწერია თან ჩემი სახელიც გამოიყენე ) -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Jul 25 2009, 07:56 PM
Post
#92
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,939 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
TeO
ხო თეო ხო არ გეწყინა შენი სახელი რო გამოვიყენე მაგალითისთვის, შენ ხო ამ ფორუმის ავოტორიტეტი ხარ და თვალსაჩინოებისთვის შენი სახელი გამოდგებოდა)))) |
|
|
Jul 25 2009, 08:39 PM
Post
#93
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ მწყენია, უბრალოდ გულიანად გამეცინა
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Jul 25 2009, 10:00 PM
Post
#94
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,965 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგალითად ჯუგარაკი, ესეეგი ვინც ფეხბურთს არ თამაშობს იმას ჯუგარაკენელები დაერქმევა, მერე საზოგადოება შექმნის ჯუგარაკიანელობაზე ლეგენდებს)))) -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Jul 27 2009, 01:31 PM
Post
#95
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აი, დინოზავრებს ხომ ყოფენ ხორცისმჭამალებად და ბალახისმჭამელებად, რაღაც მაგ სტილში ხომ? და მერე გავრცელებული შეკითხვა იქნება:
- თქვენ ხორცისმჭამელი ხართ თუ ბალახისმჭამელი? - არა, იცით მე მხოლოდ ჟანგბადით ვიკვებები. |
|
|
Jul 28 2009, 07:02 PM
Post
#96
|
|
RED soul Group: Members Posts: 135 Joined: 3-July 08 Member No.: 2,891 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეუფ, არადა შაქარი როგორ მიყვარს
უფრო სწორად შაქარი კი არა შაქრის შემცველი საკვები: ტკბილეულობა, შოკოლადები, პეჩენიები სითხეებიც მიყვარს ჭამისას და ლუკმას რაც შეეხება 50ჯერ ალბათ არა მაგრამ საკმაოდ ნელა ვჭამ საჭმელს -------------------- Taa & Ninja
http://tatushka55.wordpress.com/ |
|
|
Aug 4 2009, 07:46 AM
Post
#97
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხომ არ იცით რაიმე გაღვივებული მარცვლების შესახებ? ამბობენ, რომ ძალიან სასარგებლოა ახალ გაღვივებული მარცვლები და ეხლა მსოფლიოში ძალიან აქტიურად იყენებენ ვიტამინების სახით. შემთხვევით ხომ არ იცით როგორ უნდა გააღვივო, წყალში, მიწაში, ბამბაზე? ან რაიმე სპეციალური წესები ხომ არ არის რაც უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს? სუპერმარკეტში ძალიან ბევრი სახის გაღვივებული მარცვლები იყიდება იონჯაა ჩემი საყვარელი საკნაწუნო უსასარგებლოესია რათქმა უნდა კარგია სახლში თუ გააკეთებ მაგრამ რამდენი უნდა დათესო? ბევრი შრომაა ერთი ლუკმისთვის |
|
|
Aug 17 2009, 11:40 AM
Post
#98
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანის ორგანიზმში სამი პროცესი მიმდინარეობს: საჭმლის მიღება, მონელება და გაწმენდა. ეს უკანასკნელი არის ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ვასრულებთ. ადამიანის ორგანიზმი გავს ბუხარს. ცეცხლის დანთების შემდგომ, როგორც მას ჭირდება გამოსუფთავება, ასევე ჩვენს ორგანიზმს. დილის 12:00 საათამდე ადამიანის ორგანიზმი იწმინდება. უმჯობესია ამ პერიოდში მხოლოდ წყალს თუ დავლევდით. როდესაც მზე ზენიტში დადგება მაშინ უნდა დავიწყოთ ჭამა.
ძველი ქართული წესიც ასეთი იყო: კაცი დილით მიდიოდა ვენახში სამუშაოდ. ცოლი კი იქ მიუტანდა საჭმელს დაახლოებით 12:00 ან 13:00 საათისთვის. მანამადე კი წყალს სვამდა და თან მუშაობდა. 12:00 დან 20:00 მდე უნდა ვჭამოთ რაც მოგესურვება. ოღონდ ერთი წესის დაცვით: არ შეიძლება ხილი მიიღო ჭამის შემდგომ. უმჯობესია ხილი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღო, ამ დროს ერგება ორგანიზმს. სწორი კვების ერთ ერთი კომპონენტია ისიც რომ მოზრდილმა ადამიანმა დღეში მიიღოს 2 ლიტრამდე წყალი, მაგრამ არა ჭამის დროს. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Aug 17 2009, 12:04 PM
Post
#99
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიდი მადლობა ამ თემის ავტორს >> http://armuri.4forum.biz/----f20/--t137.htm
მართლაც,რომ საჭირო ინფორმაციაა! და ასე, ლაკონურად და კარგად არის ჩამოყალიბებული.. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Aug 18 2009, 11:37 AM
Post
#100
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიდი მადლობა ამ თემის ავტორს >> http://armuri.4forum.biz/----f20/--t137.htm მართლაც,რომ საჭირო ინფორმაციაა! და ასე, ლაკონურად და კარგად არის ჩამოყალიბებული.. აი, სწორედ ეგ წიგნი შემომეყიდა სწორ კვებაზე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th June 2024 - 08:00 PM |