IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ჰიპნოზი
ano
post Jul 14 2020, 10:30 PM
Post #1


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ ჰიპნოზის საშუალებით
ახდენენ ქვეცნობიერში შესვლას, წარსულის კვლევას, კონტაქტს სხვადასხვა სულებთან და არსებებთან, ასტრალური პლანის და უფრო მაღალი სამყაროების მონახულებას, კონტაქტს უმაღლეს მესთან, ადამიანის ასტრალური სხეულის გაწმენდას დაბალვიბრაციული არსებებისაგან,
ვფიქრობ უფრო განავრცო ეს თემა შემდგომ,
მაგრამ დღეს თავში სააკაშვილის შესახებ ნანახი ჰიპნოტრანსი ამომიტივტივდა, სხვა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, მასზე პრაქტიკულად ცუდი არაფერი უთქვამს, როგორც ვთქვათ ანგელა მერკელი ერთერთ სხვა ჰიპნოტრანსში ჯოჯოხეთის მოციქულად მიაჩნია მის უმაღლეს მეს,
მე არ ვარ სააკაშვილის ფანატიკოსი, უფრო მეტიც მინდოდა რომ წასულიყო ხელისუფლებიდან,
აი მისი უმაღლესი მე ამბობს რომ ის თავის პროგრამას მიყვება და კორუფციას ებრძვისო, ეს რუსი კონტრაქტორი ცდილობს რამე ცუდი ათქმევინოს მარა არა, უცნაურია

აი ეს ვიდეოა 2017 წლის ჰიპნოტრანსი მიშა სააკაშვილის უმაღლეს მესთან
https://youtu.be/uqDdWrazgZM
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 19 2020, 05:12 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(*ANO* @ 14th July 2020 - 10:30 PM) *

ძაან არასერიოზული რაღაც დადე, ღადაობას უფრო გავს... გაფილტრე ხოლმე ინფო. ყველაფერი რაც იუთუბზე დევს არაა ყურადღების ღირსი. ბიზნესია ბევრი რამ, და მეტი არაფერი..
არასერიოზული უკვე ისაა, რომ ვიღაცის(ცოცხალი არსების) უმაღლეს მეს იკვლევ...რა ტონით და რა განწყობით ხდება, უკვე იმის მიმანიშნებელია, რომ ტიპი ან ტროლაობს ან ღადაობს 🤣
რაც შეეხება ჰიპნოზს , ჰიპნოტრანსს , ან გიდირებულ ჰიპნოზს ძალიან სათუთი და საფრთხილო თემაა. მე არ გირჩევდი გაუაზრებლად ასეთი რამის გაკეთებას, იუთუბზე ნანახით მითუმეტეს. ქვეცნობიერში ქექვა და მითუმეტეს უცნობი ადამიანის დახმარებით საშიშიცაა. კაცმა არ იცის სად გადახვალ დ რას წამოიღებ უკან...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 19 2020, 05:47 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,985
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რუსუდან კვირიკაშვილი ხომ არ გაგიგონიათ ვინმეს? რეგრესული ჰიპნოთერაპიის სეანსებს ატარებს. მინდა ვცადო წინა ცხოვრებას გადავხედოთ...


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jul 19 2020, 06:54 PM
Post #4


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი გეთანხმები ფილტრში არ გამიტარებია, რატომღაც მომინდა რომ ეს ვიდეო გამეზიარებინა, თავიდან ესენი არ ღადაობდნენ მარა მიშას მეს რომ ეკონტაქტნენ იქიდან წამოვიდა ეს სიტუაცია რომ სიცილი დაიწყეს ესეც მიშასავით იცინისო და ბოლოს რაღაც არასერიოზული შთაბეჭდილება დატოვა, ამის გარდა სხვა ჰიპნოზებსაც მოვუსმინე პოლიტიკოსებისას მწერლებისა, უცნაური ისაა რომ ისინი თითქმის ყველა იძახიან რომ ვთქვათ ანგელა მერკელის უმაღლესი მე ამბობს რომ ის არასწორად იქცევა, და ის რომ კანკალებს ხოლმე ეს ძალიან ცუდია შეპყრობილიაო,

მაგალითად ცნობილებიდან ოშოს ჰიპნოზი ვნახე, რაც გარდაიცვალა მგონი 30 წელია განსაწმენდელში პირველ _ მეორე საფეხურზეა, და თვითონ თქვა რომ ბევრი შეგნებული ცოდვა ჩაიდინა და საზღაურიც ესააო,

ფილტრში ვერ გავატარებ იმიტომ რომ ხედვა არ მაქვს რომ გავარჩიო,
მიშათი დავიწყე იმიტომ რომ ქართველია თანაც მეუცნაურა სხვების ფონზე მგონი კარგად მიდის, არ მგონია ესენი გლახაობდნენ უბრალოდ სიტუაციას მოყვა,

აი ოშო ძან გამიკვირდა რომ ამდენი ხანია განსაწმენდელში,
მაშინ როცა ათეისტი ჟაკ ფრესკო თუ სწორად მახსოვს მეათე საფეხურზეა,

შედარებას რომ ვაკეთებ ზოგი რამ მიკვირს,
სისულელედაც რომ ჩანდეს ეს თემა რა ვიცი იყოს
rolleyes.gif

თანამედროვე ცნობილი ადამიანებიდან საინტერესოა ასევე სტივ ჯობსის ისიც ქვედა საფეხურზე მოხვდა საინტერესო არის ის რომ მას რამე სერიოზული ცოდვა არ დაუსახელებია მიზეზად,
ის რამაც ის ქვედა საფეხურზე მიიყვანა არის ძლიერ ემოციურობა და ყველა განცდა ემოციის შიგნით შეშვება, ანუ ყველაფერზე ვრეაგირებდი ზედმეტადო.

ხო საინტერესოებიდან გამოვყოფდი რაც მოვისმინე
ვოლტ დისნეი, ბულგაკოვი, ოშო, ტესლა, ჟაკ ფრესკო, ნეუმივაკინი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jul 19 2020, 06:59 PM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(old_man @ Jul 19 2020, 06:47 PM) *
რუსუდან კვირიკაშვილი ხომ არ გაგიგონიათ ვინმეს? რეგრესული ჰიპნოთერაპიის სეანსებს ატარებს. მინდა ვცადო წინა ცხოვრებას გადავხედოთ...

კი ქართველებიდან ეს გამიგია მაგრამ კონკრეტულად არ ვიცი როგორ რანაირად რა შედეგებით არის
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 19 2020, 08:13 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
კი გამიგია. ☺


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 19 2020, 09:07 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 788
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მგონი ცოტა საშიშია წინა ცხოვრების გახსენება. ამ გადმოსახედიდან ჩვენ არ ვიცით იქ ჩახედვას როგორი ზემოქმედება ექნება. შეიძლება ისეთი რაღაცეები გვაქვს გადატანილი რომ ფსიქიკა არ იყოს ამისთვის მზად..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Jul 19 2020, 09:30 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 836
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin

სრულიად გეთანხმებით... კიდევ სხვა მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც არ უნდა ღირდეს მსგავსი პროცედურის გავლა.


--------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jul 19 2020, 11:52 PM
Post #9


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



chemikerin
გეთანხმები, ტყუილად არ ვივიწყებთ, თუმცა თუ ადამიანმა ზუსტად იცის რისთვის სჭირდება შეუძლია ეს გამოცდილება მიიღოს, ოღონდ გიდირებულების და ჰიპნოზების წინააღმდეგი ვარ. ან ძაან ძლიერი ცნობიერება უნდა გქონდეს... სხვას უშვებ შენს ქვეცნობიერში და არაცნობიერში და აძლევ უფლებას მანიპულაციები ატაროს იქ..

არსებობს პრაქტიკები, რომლითაც ადამიანს თვითონ შეუძლია გაიხსენოს.. მე ძაან პატარა ასაკიდან მახსოვდა რაღაც ფრაგმენტები. მერე მერი და მეტი გამახსენდა და რაღაც პრაქტიკებით გარკვეული მეხსიერება აღვიდგინე, რაც დამეხმარა გავრკვეულიყავი ჩემს თავში და იმაში თუ ვინ ვარ და რისთვის ვარ აქ..
მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი გზის გავლა მომიხდა, ბევრი წლებიც დამჭირდა.. ეს ნამდვილად არ არის გასართობი.. შეიძლება გაცილებით ბევრი ნეგატიური მოიტანოს ვიდრე სასარგებლო.


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Jul 28 2020, 02:21 PM
Post #10


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შევეცდები პირადი აზრი დავწერო თუმცა შეიძლება მერე აზრი შემეცვალოს რაღაც რაღაცეებში.
არსებობენ ფსიქოლოგები, პარაფსიქოლოგები, რომლებიც ეხმარებიან ადამიანს ქვეცნობიერში შესვლაში, როგორც ჩაწერილ ფირს ისე უყურებენ წარსულს, და ისეთ დეტალებსაც იხსენებენ რაც ნორმალურ მდგომარეობაში არ ახსოვდათ,
რაც შეეხება რამდენად სანდოა, ალბათ 50% რადგან ვიმყოფებით საზოგადოებაში, ქალაქში თუ სოფელში, ყველგან არის მატრიცის და ეგრეგორების გავლენა, ასე რომ ისინიც ერთვებიან ამ ინფორმაციულ ველში და ხდება ინფორმაციის დამახინჯება, ამიტომ არცერთი ინფორმაცია 100% ნდობას არ იმსახურებს,
არცერთი ძველი თუ თანამედროვე, ყველა მათგანის გაყალბება და არევა ხდება, ცოტა სიმართლე ბევრი ტყუილი, აი სიმართლის გამორჩევა კი ალბათ საკუთარი ინტუიციით და გულის, გრძნობის კარნახით უნდა შევძლოთ,
თუ ინფორმაციას ვეცნობით და დაგვეწყო დიდი შინაგანი კონფლიქტი ე.ი. საქმე გვაქვს შერეული ინფორმაციასთან,
რაც შეეხება თუ რატომ არ გვახსოვს წინა ცხოვრებები, წინა ცხოვრება კი არა გუშინდელი დღე არ მახსოვს.
ყველაფერი ვარჯიშს მოითხოვს, როგორც ფიზიკური სხეული ყოველდღიურ სტაბილურ დატვირთვას რომ ფორმაში იყოს, ასევე სულიერი სხეულიც,

ფსიქოლოგიაში არის ცნობილი იუნგის ფსიქოთერაპია, მიდიხარ ფსიქოლოგთან გისვამს კითხვას და უყვები საკუთარ პრობლემებს და ამბებს, ნელნელა გადადიხარ ბავშვობის ტრამვებზე, ნელნელა იწმინდება ქვეცნობიერი.
იგივე მეთოდია კასტანედას "გადახედვის მეთოდი" იწყებ ახლო წარსულიდან და თანმიმდევრულად უკუსვლით იხსენებ წარსულს რაც შეიძლება დეტალურად, ამგვარად სუფთავდება გონება, ხოლო როგორც დონ ხუანი ამბობს "არწივს" (სამყაროს სულს ალბათ, მაგები მას არწივს ამსგავსებენ) ჭირდება ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება, მოდის და მიაქვს, როდესაც ადამიანი გადახედვის პრაქტიკას იწყებს ის გრძნობს დიდ შვებას.

რაც შეეხება ჰიპნოზს, დასაშვებად ვთვლი, მხოლოდ ისეთ ადამიანს ვისაც ენდობი, პლიუს რომ ჰიპნოზის მერე ყველაფერი გემახსოვრება, და კარგია თუ გაკეთდება აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, ამ შემთხვევაში დავთანხმდებოდი, თან არც იმას გამოვრიცხავ რომ ინფორმაცია იქნება დამახინჯებული, რადგან ეგრეგორულ სისტემაში სხვადასხვა არსებებიც ერთვებიან და ურევენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Adventurer
post Aug 27 2020, 01:35 AM
Post #11


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 22-April 20
Member No.: 7,896

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვაპირებ ქ-ნ რუსუდანთან მისვლას. ორი კვირის წინ დავურეკე და მთხოვა სახლში მევარჯიშა და მოვმზადებულიყავი. თუ დაგაინტერესებთ, გამოცდილებას გაგიზიარებთ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Aug 27 2020, 02:43 AM
Post #12


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი საინტერესო იქნება, ასევე გააჩნია რა მიზნით გინდა.

ბარემ აქვე დავწერ არ ვიცი შეიძლება ვიმეორებ ერთი და იგივეს არ მახსოვს, მოკლედ ზოგი მიდის სპეციალისტთან იმ მიზნით რომ მას გაწმინდავენ, მოაშორებენ ასტრალურ პარაზიტებს, რომ მერე ასე მარტივად მოაგვაროს ყველა პრობლემა, მაგრამ

საქმე იმაშია რომ თუ მოაშორეს ეს პარაზიტები შეიძლება დაახლოებით სამი თვე შვება იგრძნოს ადამიანმა მაგრამ ეს პარაზიტები ისევ დაბრუნდებიან ან სხვები იგივე სახეობის, იმიტომ რომ მათთვის კარი ღიაა.

თუ ადამიანმა პირადად არ მოინდომა და თუ არ შეცვალა საკუთარი ძალისხმევით თუნდაც ერთი ჩვევა, შეიძლება ისევ იგივე პრობლემების წინაშე დადგეს და იმედგაცრუება იგრძნოს,

ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველა პრობლემას სხვა ვერ მოგვიგვარებს, რა თქმა უნდა ბევრი გამოგვიწვდის დახმარების ხელს მაგრამ ადამიანმა უნდა გაიაზროს რაში მდგომარეობს პრობლემა როგორ მოაგვაროს და ასევე მადლიერება გამოხატოს ყველა დახმარებისათვის ვინც კი დახმარებია მიზნის მიღწევაში.

ანუ ეს პოსტი შესაშინებლად არ დავწერე, იმედია სწორად ჩამოვაყალიბე აზრი, უბრალოდ როგორც შოთა იტყოდა "თუ თავი შენი შენ გახლავს ყარიბად არ იხსენები" ო
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Aug 27 2020, 02:49 AM
Post #13


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე რომ მივდიოდე ალბათ ჩემს უმაღლეს მეს დაველაპარაკებოდი ვკითხავდი რა მისიით ვარ, ვასრულებ თუ არა პროგრამას, რა შეცდომებს ვუშვებ, როგორ გამოვასწორო სიტუაცია. ვკითხავდი ახლობლებს სწორად ვექცევი თუ არა, დედაჩემს ხომ არ ვანერვიულებ? სამართლიანი ვარ თუ არა? სიზარმაცეს როგორ მოვერიო, ზედმეტად ასოციალური ხომ არ ვარ? რატომ ვიღლები ადამიანებთან კონტაქტით?

მოკლედ ბევრ კონკრეტულ კითხვას დავწერდი კარგად მოვემზადებოდი.

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 27 2020, 10:35 PM
Post #14


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,985
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Adventurer
QUOTE(Adventurer @ 27th August 2020 - 01:35 AM) *
მე ვაპირებ ქ-ნ რუსუდანთან მისვლას. ორი კვირის წინ დავურეკე და მთხოვა სახლში მევარჯიშა და მოვმზადებულიყავი. თუ დაგაინტერესებთ, გამოცდილებას გაგიზიარებთ

საინტერესო იქნება თუ გაგვიზიარებ smile.gif

მე ჯერჯერობით ვყოყმანობ, არ ვიცი ღირს თუ არა ცდა.
რამდენჯერმე ვცადე ეგეთი რეგრესული ჰიპნოზის სეანსი, არის ინგლისურად და რუსულად უტუბზე, მაგრამ ვერანაირ მდგომარეობაში ვერ შევედი ამ გიდირებული მედიტაციით/ჰიპნოზით, და პირიქით, ძაან მიშლიდა ხელს სხვისი ხმა რომ ჩამესმოდა, ვერ მივყევი. სადამდეც გავყევი, არავითარი სურათი ან შეგრძნება არ ამოტივტივდა წინა ცხოვრებებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ შინაგანი დიალოგის გაჩერებას და მედიტაციურ ტექნიკებს ვფლობ კარგად


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 28 2020, 12:10 PM
Post #15


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Adventurer
გაგვიზიარე აუცილებლად


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Adventurer
post Oct 25 2021, 03:29 PM
Post #16


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 22-April 20
Member No.: 7,896

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბოდიშით უპასუხოდ დაგტოვეთ. მოკლედ ვიყავი რუსუდანთან ჰიპნნოზზე. თითო სეანსზე თითო საკითხს/პრობლემას/ტრავმას ამუშავებს. მე მივედი თვითდაჯერებულობის პრობლების გადასაჭრელად, ვთვლიდი თავს ლუზერად და წარუმატებლად.
სეანსზე ჯერ გადამიყვანა რელაქსირებულ მდგომარეობაში და შემდეგ ამ პრობლემის ირგვლივ დამიწყო კითხვების დასმა. სად, როგორ, რატომ და როგორ მოხდა. როგორ დაიწყო, უნდა გამეხსნებინა საიდან დაიწყო ამ შეხედულებამ ჩამოყალიბება. დავბრუნნდით ბავშვობის იმ კონკრეტულ მომენტებში და წარმოვიდგინე როგორ განვითარდებოდა მოვლენები ტრავმა რომ არ მოეყენებინა დედას. მოკლედ იმ დროის ხაზზე ბრუნდები. დროში მოგზაურობ, იმ მომენტის საუკეთესო ვარიანტს აპროგრამებ და აფირმაციასავით არწმუნებ შენ თავს ამ რელაქსირებულ მდგომარწობაში რომ ხარ წარმატებული და ყველაფერი გამოგდის. მოკლედ, მარტივი გადაჭრაა პრობლემის და ჩემი აზრით არასწორი. რეალობის შეცვლა, პროგრამის დამუშავებით. ოდეაში ძაანაც გაამართლა, ერთი წელი გავიდა და იმ ფიქრებს არ შევუწუხებივარ რაც მმანამდე მქონდა რომ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, ლუზერი და არაფრის ღირსი. ანუ შედეგი კი დაიდო, მაგრამ ამ მეთოდს და აფირმაციებს მე არ ვამართლებ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Oct 26 2021, 01:08 PM
Post #17


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესოა, შედეგი თუკი გაქვს კარგია, როგორც ჩანს უფრო ღრმა ფსიქოანალიზის სურვილი გაქვს,

მე პირადად ვერაფერს გეტყვი, არასდროს მიმიმართავს ვინმესთვის დასახმარებლად, საშუალება რომ მქონოდა მივიდოდი კარგ სპეციალისტთან.
გილოცავ, კარგი დასაწყისია.

კიდევ ნუ გგონია რომ ყველა იდეალურია და იდეალურად ცხოვრებს, რომ პრობლემები არ აქვთ, უბრალოდ პირველი რის გამოც ვერ ვხედი სხვების პრობლემებს ის არის რომ საკუთარ თავზე ზედმეტად ვიციკლებით, მეორე ის რომ იშვიათად ვინმემ ვინმეს გული გადაუშალოს, იმიტომ რომ ასე უფრო აზიანებენ ადამიანები ერთმანეთს, საბოლოოდ ყველამ სხვადასხვა ნიღაბი გაიკეთა
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 11th November 2024 - 12:03 AM