IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> კავკასიური იოგა
HELPme
post May 16 2010, 05:23 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 11-April 10
Member No.: 6,198

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





«სვანეთის მთებში დღესაც ცხოვრობენ განდობილები»(!)

ბევრ თქვენგანს, ალბათ, არც კი გაუგონია კავკასიური იოგას არსებობის შესახებ, არადა ვარჯიშების ამ უნიკალური სისტემის წყალობით შეგიძლიათ გახდეთ ნათელმხილველი, ტელეპათი, წყალზე იაროთ, ჰაერში იფრინოთ, ამინდი შეცვალოთ, ჩასახვის დროს ბავშვის სქესი დააპროგრამოთ, ავადმყოფები განკურნოთ, დახარჯული ენერგია აღიდგინოთ, გაახალგაზრდავდეთ, სიცოცხლე გაიხანგრძლივოთ, სურვილები აიხდინოთ...

«კვირის პალიტრის» სტუმარია ეზოტერიკოსი თამაზ დარახველიძე, რომელიც კავკასიურ იოგაზე გვესაუბრება.

- ბატონო თამაზ, რატომ არ არის ცნობილი დღემდე ფართო საზოგადოებისთვის კავკასიური იოგას შესახებ?

- ჩაკეტილი სისტემა იყო - ცოდნა მასწავლებლიდან მოწაფეზე გადადიოდა, ასე რომ, მხოლოდ განდობილებმა იცოდნენ კავკასიური იოგას არსებობა. ეს საიდუმლო სწავლება პირველად 1955 წელს გახდა ცნობილი პოლონელი გრაფის, სტეფან კოლონა ვალევსკის წყალობით, რომელიც პოლონეთის დიპლომატიური მისიით ჩავიდა ნიუ-იორკში და მოგვიანებით ერთ-ერთ ამერიკელ გამომცემელს უცნაური ხელნაწერი წიგნი მიუტანა.

- რაში მდგომარეობდა ხელნაწერის უცნაურობა?

- კავკასიური იოგა ვალევსკიმ პერგამენტზე ოქროს ასოებით დაწერა.

- ვისგან შეიტყო მან ამ საიდუმლო სისტემის არსებობა?

- კავკასიის მთებში მოგზაურობისას, 1920-იან წლებში, იგი შეხვდა ორ განდობილს, რომლებმაც გრაფს ზოგიერთი რამ გაუმხილეს, ცოდნა ზეპირად გადასცეს და ფიცი ჩამოართვეს, რომ მათ ვინაობას არ გაამხელდა. თავის მასწავლებლებს გრაფი აღარასოდეს შეხვედრია. ვალევსკიმ კავკასიური იოგა (ადამიანის განვითარების სისტემა) ამერიკაში ჩასვლის მერე დაწერა ინგლისურ ენაზე. სხვათა შორის, წიგნი დაიბეჭდა თუ არა, გრაფი მაშინვე გარდაიცვალა. ის ნიუ-იორკში ცნობილი კოლექციონერი გახლდათ. ანტიკვარული ნივთებითა და აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობდა. ჰქონდა მაღაზია «ეზოტერიკა». სამწუხაროდ, კავკასიური იოგა, რომელიც კოლორადოს შტატში გამოიცა, დაუმთავრებელია, მაგრამ გრაფი ამტკიცებდა, ასეა საჭიროო...

- თქვენ როდის შეიტყვეთ კავკასიური იოგას არსებობის შესახებ?

- პირველად 1970 წელს მომიტანა ერთმა მეგობარმა ვალევსკის «კავკასიური იოგას» რუსული თარგმანის ხელნაწერი.

- თქვენი აზრით, კავკასიის მთებში დღესაც არსებობს საიდუმლო საზოგადოება?

- შესაძლოა!.. უცხოური წყაროებიდან ვიცი, რომ სვანეთის მთებში დღესაც ცხოვრობენ განდობილები. ისინი პოლონელ გრაფს 89 წლის წინ შეხვდნენ... იმის დაშვებაც კი შეიძლება, რომ საიდუმლო საზოგადოების წევრები დღემდე ცოცხლები არიან.

- «სვან ლამებს» გულისხმობთ?

- დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით... გამიგონია, რომ სვანეთის მთებში არიან უხუცესები, რომლებიც ხალხმა «ლამებად» მონათლა. ისიც თქვეს, მათ სანახავად ედუარდ შევარდნაძეც იყო, ზვიად გამსახურდიაც, მაგრამ მხოლოდ ბატონი ზვიადი მიიღესო.

- რით განსხვავდება «კავკასიური იოგა» მსოფლიოში აღიარებული იოგას მსოფლმხედველობისგან?

- არის მოსაზრება, რომ იოგას მოძღვრება სწორედ კავკასიიდან გავიდა და დამკვიდრდა აღმოსავლეთში აბრეშუმის გზის მეშვეობით და ბუნებრივია, რამდენამდე სახეც იცვალა.

- რას ეყრდნობა «კავკასიური იოგას» სწავლება?

- «კავკასიური იოგას» სწავლების თანახმად, «სამართლიანობის კანონი ღვთის ნებაა». საგანგებოდაა ხაზგასმული ადამიანის დანიშნულებაც: «მე ვიმყოფები დედამიწაზე, რომ უკეთესი გავხადო იგი, უდაბნო სამოთხედ გარდავქმნა, ღვთისა და მისი მუშაკებისთვის უფრო ღირსეულ ადგილად ვაქციო». საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს ჩაუღრმავდე შენს ადამიანურ არსს, დააკვირდე, შეისწავლო და დაგროვილი ცოდნა სათანადოდ გამოიყენო. ადამიანური არსის ინდიკატორია: «მე - მე ვარ (სამშვინველი), მე ვაზროვნებ, მე შევიგრძნობ, მე მსურს». ნებისმიერ სიტუაციას გავუმკლავდებით შეგნებულად განვითარებული ყურადღებით, დაკვირვებით, სწორი ინტერპრეტაციითა და დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენებით - «შექმენი მიზეზი და უთუოდ მიიღებ შედეგს». «კავკასიური იოგა» საშუალებას გვაძლევს, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ყოფის ნებისმიერი სფეროდან (ფიზიკური, მენტალური, სულიერი და ფსიქიკური), გვასწავლის, როგორ გავიმარჯვოთ და რა გზით გადავჭრათ პრობლემები.

- რა ვარჯიშებს მოიცავს «კავკასიური იოგას» სისტემა?

- მედიტაციას და ყურადღების კონცენტრაციას სუნთქვითი ვარჯიშების ფონზე. სწორად სუნთქვა აუცილებელია ნებისმიერი ვარჯიშის შესრულების დროს, რადგანაც აზროვნების, შეგრძნებებისა და სურვილების ინდიკატორი სუნთქვაა. ნებისმიერ ცოცხალ არსებას, რომელიც ამ სამყაროში იბადება, აქვს თავისი ძირითადი რიტმი. ეს არის დედის სუნთქვა ცოცხალი არსების ჩასახვის მომენტში, ანუ მისი ვიბრაცია.

- რას ნიშნავს სწორად სუნთქვა?

- ადამიანის სუნთქვა უნდა შეესაბამებოდეს დედამიწის გულის ეზოტერიკული ცენტრის რიტმს, ანუ 7-ს, ამიტომაც 7 წამში ხდება ჰაერის შესუნთქვა, 1 წამით - დაყოვნება, 7 წამში - ამოსუნთქვა, და ისევ 1 წამით - დაყოვნება.

- რა საჭიროა სხეულის გადასვლა დედამიწის რიტმზე?

- «კავკასიური იოგას» სწავლების მიხედვით, ტიტანური ენერგია (იგივე პრანა), რომელსაც სივრცე შეიცავს, ყველგანაა და მუდმივად ეძებს ადამიანში შეღწევის საშუალებას, რათა ჩვენი მეშვეობით გამოავლინოს თავისი ძალა. ამ ენერგიის ჰარმონიული დინება რომ შევიგრძნოთ, დედამიწის რიტმზე უნდა გადავიდეთ, რათა გავთავისუფლდეთ საკუთარი ვიბრაციისგან, ანუ ჩასახვის მომენტში დედის ნეგატიური შთაბეჭდილებებისგან. როცა ადამიანი საკუთარ სუნთქვას აცნობიერებს, სხეულის ნაწილებსა და ცენტრებს ამოსუნთქვის დროს მუხტავს. «კავკასიურ იოგაში» ვარჯიშებს ეწოდება «მასტერ-არკანები», დიდი და მცირე არკანები.

- თუ შეიძლება, განმარტეთ, რას ნიშნავს ეს?

- «მასტერი» ანუ ოსტატი არის ადამიანი, რომელიც «კავკასიურ იოგას» მისდევს. «არკანი» ნიშნავს ვარჯიშს, ასე რომ, «მასტერ-არკანი» იგივეა, რაც «ოსტატის ვარჯიში». გრაფ ვალევსკის აღწერილი აქვს 7 «მასტერ-არკანი». «კავკასიური იოგას» სწავლების თანახმად, სუნთქვა სიცოცხლეა. ვალევსკი აღწერს «მზის», «მთვარისა» და «ბუნდოვან» სუნთქვას.

- რა მდგომარეობაში იმყოფება ოსტატი?

- იგი მუდამ შეგნებულად ინარჩუნებს სამყაროს პოზიტიური აღქმის უნარს, გახსნილია ყველანაირი დადებითი ძალისთვის, რათა მათ შეძლონ ოსტატში შეღწევა და მისი საშუალებით გამოვლინდნენ. ამაღლებული სურვილები, ნათელი აზრები, კეთილი სიტყვები - ეს მისი მუდმივი მდგომარეობაა.

- თუ შეიძლება აგვიხსენით, როგორ კეთდება პირველი «მასტერ-არკანი»?

- საგაზეთო სტატიით ამის გაკეთება ძნელია და თანაც საშიში.

- დანარჩენ «მასტერ-არკანზე» რას გვეტყვით?

- მეორე «მასტერ-არკანის» წყალობით ადამიანი იძენს ნათელსმენის უნარს და ჰარმონიულობას. სწავლობს, როგორ დახვდეს მოყვარეს, რანაირად დაიცვას თავი მტრისგან, ან როგორ დაესხას მას. მესამე «მასტერ-არკანი» ავითარებს გემოვნებას და უდიდესი პრინციპის მუდმივად შენარჩუნების უნარს.

- რა არის უდიდესი პრინციპი?

- «მე ჩავისუნთქავ სიცოცხლეს და ჩემ გარშემო ვქმნი მაგნიტური ძალების ველს, ანუ აურას» - ეს არის «კავკასიური იოგას» ცენტრალური პრინციპი. მეოთხე «მასტერ-არკანი» ავითარებს უზადო ნებისყოფას (ელექტრობას ინახავს სხეულის ნერვულ წნულებში). მეხუთე «მასტერ-არკანის» საშუალებით ადამიანი დედამიწის მიზიდულობის ძალაზე კონტროლის უნარს იძენს, შეუძლია, ჰაერში აიწიოს, იფრინოს და წყალზე იაროს. მეექვსე «მასტერ-არკანს» «ფილოსოფიურ ქვას» უწოდებენ.

- რა მოტივით?

- იგი ავითარებს ტრანსმუტაციის, ტრანსფორმაციის, ტრანსფიგურაციის უნარს და შესაძლებელს ხდის უბრალო, არაკეთილშობილური ელემენტების ოქროდ გარდაქმნას (ტრანსმუტაციას). გარდა ამისა, მეექვსე «მასტერ-არკანის» წყალობით, ხდება ელექტრონული და მაგნიტური ძალების ტრანსფორმაცია, ადამიანისა და დედამიწის აურის სფეროების შერწყმა, რაც ღვთაებრივ ძალებთან, ანგელოზებთან კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა. არანაკლებ საინტერესოა მეშვიდე «მასტერ-არკანიც». მისი მეშვეობით ადამიანი ამინდის შეცვლას, მის მართვას სწავლობს.

კვირის პალიტრა / თამაზ დარახველიძე ; ესაუბრა ნინო გოძიაშვილი //
© http://old.kvirispalitra.ge/archive/2009/2...htm/saxeebi.htm
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
HELPme   კავკასიური იოგა   May 16 2010, 05:23 PM
mamu_ka   არვიცოდი რომ საქარ...   Dec 13 2010, 02:36 PM
I AM   უახლოეს ხანებში ქა...   Dec 13 2010, 10:37 PM
mamu_ka   ხო არ გამოვიდა ეგ წ...   Dec 30 2010, 07:56 PM
td.........   ეს სტატია ერთი 3 წლი...   Dec 30 2010, 10:49 PM
mamu_ka   td......... გადავატრიალე ...   Jan 1 2011, 04:24 PM
td.........   mamu_ka ნეტში არაა , მაგ...   Jan 1 2011, 05:42 PM
mamu_ka   td......... ამ სტატიაში რ...   Jan 1 2011, 10:45 PM
MamuuK   აუ ეს წიგნი მინდა, რ...   Jan 7 2011, 03:05 PM
cerBERus   google-ში ნახე ყრია რუს...   Jan 7 2011, 07:46 PM
assassins -   გაზეთი ასავალ -დას...   Apr 28 2011, 09:52 AM
გრიფონი   მე მაქ ეგ ნომერი :)   Apr 29 2011, 04:23 PM
I AM   რუსული ვერსიაში ძა...   Apr 29 2011, 06:16 PM
გრიფონი   კი,შესავალში ესე წ...   Apr 29 2011, 06:24 PM
kate   დიდი ხანია ვეძებ დ...   Apr 29 2011, 07:10 PM
Simulated   დიდი ხანია ვეძებ დ...   Apr 29 2011, 07:26 PM
kate   სანამ თავად არ ნახ...   Apr 29 2011, 08:25 PM
Simulated   არა, მართლა ვეძებე, ...   Apr 29 2011, 09:16 PM
გრიფონი   მოკლედ ერთი სვანეთ...   Apr 29 2011, 10:21 PM
I AM   :uraaa: :uraa: :uraaa: :uraa: :uraaa: :uraa: :uraa...   Jul 23 2011, 07:07 PM
anima mundi   :uraaa: :uraa: :uraaa: :uraa: :uraaa: :uraa: :uraa...   Sep 13 2012, 10:35 PM
GuddaX   ქართულად არავის გა...   Jul 23 2011, 11:15 PM
I AM   GuddaX კაცო წინა გვერ...   Jul 24 2011, 03:33 PM
რეალისტი   მოგესალმებით ბატო...   Aug 2 2011, 07:27 PM
გრიფონი   სად შეიძლება კავკა...   Sep 19 2011, 04:42 PM
გრიფონი   ???   Sep 19 2011, 06:58 PM
გრიფონი   dalian damainteresa am temam da zogadaad im ...   Oct 30 2011, 03:32 PM
გრიფონი   შრიფტი ამერია :D ნუ ...   Oct 31 2011, 05:20 PM
free man   ვა საინტერესოა მეც...   Jan 6 2012, 03:03 PM
Atman   ცნება კავკასიური ი...   Jan 6 2012, 03:29 PM
free man   ეს ყველაზე ძლიერი ...   Jan 6 2012, 03:52 PM
გრიფონი   მოთმინებით ველოდე...   Jan 6 2012, 06:53 PM
MamuuK   აუ პირველ მასტერ ა...   Jan 11 2012, 11:34 PM
visama vritti pranayama   MamuuK I. მ. ა./პრანას ნაი...   Jan 12 2012, 10:30 PM
MamuuK   visama vritti pranayama ოჰოო მადლ...   Jan 12 2012, 11:56 PM
free man   კიდე სხვ არკანებიც...   Jan 13 2012, 12:36 PM
I AM   ამ არკანებთან ხუმრ...   Jan 14 2012, 09:48 AM
woodlandelven   სად შეიძლება ამ წი...   Feb 29 2012, 12:21 PM
fawos   კავკასიური იოგა ი...   May 27 2012, 09:22 PM
X-Man   ეს ვიზეა ლაპარაკი ...   Sep 10 2012, 06:51 PM
nibiru3013   http://forumkavkaz.com/index.php?topic=4654.0 ე...   Sep 12 2012, 11:04 PM
X-Man   ჰაჰ შეხედეთ რაა ნე...   Sep 13 2012, 06:12 PM
X-Man   უკვე მისაკუთრეს რუ...   Sep 13 2012, 06:31 PM
X-Man   ვა საჯაროში არის კ...   Sep 14 2012, 11:02 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 09:15 PM