IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჩემი პრაქტიკა, მედიტაცია
lsd
post Jan 18 2021, 03:11 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 2
Joined: 13-January 21
Member No.: 7,983

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამარჯობა, პირველ რიგში მოგესალმებით ჩემი პირველი პოსტია ამ საიტზე და მიხარია რომ არსებობს ასეთი ფორუმი სადაც ბევრი მაძიებელი არის გაერთიანებული
ახლა მინდა ჩემზე და ჩემს პრაქტიკაზე გითხრათ
არც თუ ისე დიდი დროა გასული რაც მედიტაციის დაპრაქტიკება დავიწყე (1.5 წელი) და ამ დროის განმავლობაში ბევრი თუ არა რამდენიმე მედიტაცია მაინც ვცადე. ჯერ იყო სუნთქვაზე კონცენტრაციით დავიწყე, მერე იყო სიტყვაზე ან წინადადებაზე კონცენტრაციით, ამის შემდეგ საათის ხმაზე კონცენტრაციით, მაგრამ თითქოს შედეგს ვერცერთი მეთოდით ვერ ვიღებდი. თავიდან 10 წუთით დავიწყე და ნელ-ნელა ვუმატებდი, მაგრამ სულ ერთი სული მქონდა ხოლმე ტაიმერს მალე დაერეკა და ასევთქვათ ვერ ვახერხებდი ღრმად გასვლას, ამ ბოლო დროს კი ასეთი მეთოდი აღმოვავინე : მედიტაციის დროს არ ვცდილობ ან რაიმეზე ფიქრს ან კონცენტრაციას უბრალოდ მივყვები დინებას, ნუ რა თქმა უნდა მომდის აზრები თავში (სხვათაშორის ძალიან ცოტა) მაგრამ თითქოს როგორც მოდის ისევე ქრება და ხშირშემთხვევაში ისე ხდება რომ გააზრებასაც ვერ ვასწრებ ფიქრის იმდენად დაბალი ვიბრაციები აქვს და რაც ყველაზე მთავარია ამ მედიტაციის დროს მართლაც მშვიდად ვგრძნობ თავს არც მალე დამთავრებაზე მეფიქრება და არც ჩემ თავთან ვაიგივებ ამ ფიქრებს (ისე ხდებს თითქოს ჩემი არ არის, ოღონდ ძალდაუტანებლად)
ხოდა ჩემი კითხვა რას შეეხება მაინტერესებს არსებობს მედიტაციის ასეთი მეთოდი? და შესაძლებელია კი ამ მედიტაციით იმ სიმაღლეებზე ასვლა რასაც ჭეშმარიტება ჰქვია?
JC_cupidgirl.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 12:04 AM