IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> გმირების თავგადასავალი
tikoroma
post Mar 6 2018, 03:34 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დავიწყე გაანალიზება ზღაპრის გმირების თავგადასავლისა. მინდა ეზოთერიკასთან დავაკავშირო. იმედია საინტერესო გამოვიდა:



ჩვეულებრივ, ზღაპრებსა და მითებს ისე ვეცნობით, თითქოს მხატვრულ ნაწარმოებებს ვკითხულობდეთ, ერთი ნიჭიერი ადამიანის შეთხზულს და აღწერილს., როგორც გამოგონილს, და არა სინამდვილეში მომხდარ ამბავს.
ამ წერილში მინდა, ზღაპრებსა და მითოსში აღწერილი გმირები და მათი თავგადასავლები როგორმე ჩვენთვის ცნობილ მოვლენებს შევადარო, ჩვენს აზროვნებასთან, ჩვენეულ გაგებასთან მოვაახლო და მათი შესაძლო ნამდვილობაც დავადასტურო.
ტექსტები, რომელთაც ქართული ზეპირსიტყვიერებიდან მოვიტან ნიმუშად, ჩაწერილია ქართველ მეცნიერთა მიერ (ფოლკლორისტები, ლიტერატორები, ეთნოლოგ-ეთნოგრაფები, ისტორიკოსები), მათ ნაშრომებს ეზოთერულ ლიტერატურასთან კავშირი არ აქვთ. მე კი მინდა ისინი ეზოთერულ ჭრილში განვიხილო. ასე რომ ტექსტები მეცნიერების ნდობას იმსახურებენ, ჩემს დასკვნებს კი მკითხველი შეაფასებს.
პირველ რიგში, გავიხსენოთ როგორ იყოფა სამყარო ქართველთა წარმოდგენებში: ზესკნელი, შუასკნელი, ქვესკნელი, წინასკნელი და უკანასკნელი, შემოსაზღვრული გარესკნელით.

როგორ გადადის ზღაპრის გმირი ერთი სკნელიდან მეორეში? იგი გადაივლის ცხრა მთას და ზღვას, ან გაივლის ბეწვის ხიდს, ან ჩადის გახურებულ მწველ ორმოში, გადაჰყავს რაშს, ცხვარს, არწივს, ფასკუნჯს... და რა ხდება ამ სკნელებს მიღმა? გმირი პოულობს უკვდავების წყალს, ოქროს ვაშლებს, სამოთხის დარ ბაღებს, მოიპოვებს ჯადოსნურ ნივთებს, ხვდება მზეთუნახავს, დევებს, გველეშაპებს... სჩადის საგმირო საქმეებს, ასრულებს წვრთნას და მოიპოვებს თავის ჯილდოს... ფაქტობრივად, ზღაპრის გმირის თავგადასავლები მშობლიური გარემოს (შუასკნელის) მიღმა ხდება.

სამეცნიერო წიგნებში სკნელი, რომელშიც ხვდება გმირი ზღვარს მიღმა და სადაც თავის თავგადასავალს ასრულებს, გააზრებულია როგორც "მკვდართა ქვეყანა", "სულეთი", საიქიო. შესაძლოა, რომელიმე კონკრეტულ ზღაპარში მართლაც ჰქონდეს ასეთი ვიწრო გაგება, მაგრამ არა - ყოველთვის, ყველა ამბავში.

ქართულ წარმოდგენებში საიქიოს თავისი აღწერა აქვს და ეს ყოველთვის არ ემთხვევა ზღაპარში მოთხრობილს. ხშირად ზღაპრის პერსონაჟები ზღვარის გადავლის შემდეგ ჩვეულებრივ ქვეყნებსა თუ ქალქებში ხვდებიან, ჩვეულებრივ ადამიანებთან, თუმცა მათ გვერდით აუცილებლად ჯადოსნური საგნები თუ არსებებიც მოიხსენიებიან. ხშირად ზღაპრის გმირი ზღვარს იქით დამატებით კიდევ ერთ შრეს გაივლის. მაგალითად, ორმოში ჩასული ვაჟი იქაურ მზეთუნახავს იხსნის გველეშაპის "კლანჭებისგან" და როცა შინ დაბრუნებას ცდილობს, შემთხვევით თეთრის ნაცვლად შავ ცხვარს შეაჯდება. შავ ცხვარს იგი შემდეგ სკნელში გადაჰყავს, კიდევ უფრო დაბლა და საიდანაც დაბრუნება გაცილებით რთულია. ვაჟს უწევს ფასკუნჯის (არწივის) გულის მოგება, თუმცა გამოღწევა ჯადოსნურ ფრინველსაც უჭირს და გმირი საკუთარ ხორცს აჭმევს, რომ ძალა მისცეს ბოლომდე გამოსაღწევად.
რა თქმა უნდა, სიტყვასიტყვით არ იმეორებენ ასეთ სიუჟეტს ფილმში "დასაწყისი",
თუმცა მე მგონია, რაღაც საერთო აქვთ კინოში აღწერილ სიზმრის ფენებს და იქ გატარებულ აზრს, თითქოს ორმაგი (სამმაგი, მეტმაგი) სიზმრიდან გამოღწევა გაცილებით რთულია, რომ მეტი სიძლიერით სჭირდება ე.წ "გამოტყორცნა", მიხვდებით უკვე საითკენ მიმყავს სკნელების ამბავი. (მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო: ერთი ფილმია, მეორე - ზღაპარი hilarioustu8.gif )
თუკი სამყაროები განსხვავდება ენერგიის სიმკვრივისა და ვიბრაციის სიხშირით: მატერიალური, ასტრალური, ეთერული და ა.შ. მე მგონია, რომ სწორედ ეს სამყაროებია ქართულ ზეპირსიტყვიერებაში აღწერილი სკნელები. შუასკნელი - ეს ჩვენი მატერიალური სამყაროა, დანარჩენი კი, ასტრალური სამყარო, სადაც ჩვენი პერსონაჟები სხვადასხვა ხერხით ხვდებიან.




--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
tikoroma
post Mar 11 2018, 09:25 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tty_
აბა როგორები არიან


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 11:28 AM