IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> პრომეთეიზმი, ტრანსჰუმანისტური ფილოსოფ
ანანდა...
post Aug 30 2011, 04:39 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



პრომეთეიზმის –შექმნის იდეა ეკუთვნის დოქტორ მეტ ნოუნკეს მისი აზრით თანამედროვე სამყაროში უნდა გაჩნდეს ახალი რელიგიური მსოფლმხედველობა რომელიც განთავისუფლებული იქნება მითოსის, ცრურწმენის და ეგეტალირიზმისგან და მის ადგილზე უნდა დადგეს ფაქტი, გონიერება, მეცნიერება, სულიერება და ემპირიზმი. http://euvolution.com/euvolution/prometheism.html

Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Aug 30 2011, 05:07 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა, რომელი პლანეტის არსებები ცდილობენ ამ მსოფლმხედველობის გავრცელებას?

გულახდილად ვიტყვი არ მომწონს ეს ყველაფერი. ცუდი სუნი ასდის. ალბათ მრავალი მომხრე გაუჩნდება მომავალში... sad.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Aug 30 2011, 11:15 PM
Post #3


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო ვატყობ მეც რომ რაღაც ახალი იდეოლოგია იქნება მალე მსოფლიოში, თითქოსდა არა რელიგია, მაგრამ პრინციპი მაინც იგივე


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Aug 30 2011, 11:16 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აბა განა ადამიანი რელიგიის გარეშე გაძლებს?!
როდისმე ისტორიაში ყოფილა რელიგიის გარეშე?


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Aug 31 2011, 12:53 AM
Post #5


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი ერთი ლაპარაკობდა ეგეთ საზოგადოებაზე, ქრისტეს ეძახდნენ, შინაურულად smile.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 31 2011, 10:51 AM
Post #6


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტრანსჰუმანისტური პიზიცია პრომეთეიზმზე

პრომეთეიზმი–უფრო ფართო გაგებით კოსმოთეიზმი– ეს არის რელიგია, ის აცხადებს რომ კოსმოსში არსებობს ძალა რომელიც მიზანმიმართულად ზემოქმედებს სიცოცხლეზე. არსებობს არსობრივი ერთობა და გონი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მთელ კოსმოსს თავისი ცოცხალი არსებებით თუ არაორგანული ელემენტებით, როგორც ერთი მთლიანობა.

ჩვენი ჭეშმარიტი იდენტურობა შემდეგშია: ჩვენ თვითონ ვართ მიკროკოსმოსი და წარმოქმნილნი ვართ თვითცნობიერების მიერ ევოლუციის გზით. ჩვენი ადამიანური ვალია შევიმეცნოთ საკუთარი თავი და მოვახდინოთ თვით სრულყოფა როგორც დასრულებულმა ინდივიდებმა. გადავიქცეთ მაღალი ცნობიერების მქონე სახეობად. ყოველივე ამის შედეგად ჩვენ ჩავერთვებით კოსმოსის სრულ და ტოტალურ შემეცნების პროცესში რითაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავალთ საკუთარი ცნობიერების სრულყოფილების გზაზე.

Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 31 2011, 12:16 PM
Post #7


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მოკლედ ვიღაცამნ გადაწვიტა ფული იშოვოს და სახელი მოიხვეჭოს...ბლაბლაბლა... სიმბოლიკა კი ჩემი შვილი რომ კომპიუტერულ "სტრილალკებს" თამაშობს იმისას გავს...


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Aug 31 2011, 01:21 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ტრანსჰუმანიზმი: ეს არის მოძღვრება რომელიც ცდილობს აამაღლოს ადამიანის ინტელექტუალური მონაცემები გააუმჯობესოს მისი ბიოლოგიური მოცემულობები და დაეხმაროს მას გადალახოს თავისი ბუნებრივი შეზღუდულობა. ბიოლოგიურ ცვლილებების განხორციელებას იგი აპირებს მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით. ამ ცვლილებებში შედის როგორც ინტელექტის ამაღლება ასევე ფიზიკური სილამაზის მიღწევა, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, შინაგანი მდგომარეობის დახვეწა და ბედნიერების გრძნობის ამაღლება. ამასთან ერთად ჩვენ ვაპირებთ სამყაროს საიდუმლეობების გამოკვლევასაც.

ამის მისაღწევად გამოვიყენებთ ისეთ უახლეს ტექნოლოგიებს როგორიცაა გენური იჟინერია, ნანოტექნოლოგიები, კირიონიკა, მეგაციკლური და სივრცითი და დროითი ინჟინერია. AI–ტექნოლოგია და გონებრივი ჩატვირთვის მეთოდი. სხვანაირად რომ ვთქვათ ტრანსჰუმანისტური მოძრაოება მიმართულია იქითკენ რომ მოახდინოს ახალი თვით სრულყოფილებადი, ნახევრად ღმერთი ადამიანების ევოლუცია. ასეთი მომავლის ინდივიდები პოტენციალურად უკვდავები იქნებიან, ისინი დაჯილდოვებულები იქნებიან საუკეთესო ფიზიკური ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური მონაცემებით. ამ ახალი მონაცემების საფუძველზე განვითარდება ახალი სახეობა რომელიც თავისი არსით წარმოქმნის ადამიანის ახალ "Godhood" მდგომარეობას.

Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Sep 1 2011, 12:40 PM
Post #9


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





სიმბოლო მინდვრებზე გამოსახული პიქტოგრამებიდან არის არჩეული

http://www.youtube.com/watch?v=IYgVms3ZXmE...feature=related
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Sep 1 2011, 02:02 PM
Post #10


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ანანდა დადე მეტი ინფორმაცია
საინტერესოდ ჟღერს

ერთი კითხვა მაქვს:
პიერ ტეიარ დე შარდენის მსოფლმხედველობაც ამას ამბობდა: მეცნიერება+სულიერება
შენ თუ იცი, რამდენად ეთანხმებიან ტეიარისეულ სამყაროს გაგებას?
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანანდა...
post Sep 1 2011, 03:05 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 652
Joined: 1-September 10
From: თბილისი
Member No.: 6,251

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(mata @ Sep 1 2011, 02:02 PM) *
ანანდა დადე მეტი ინფორმაცია
საინტერესოდ ჟღერს

ერთი კითხვა მაქვს:
პიერ ტეიარ დე შარდენის მსოფლმხედველობაც ამას ამბობდა: მეცნიერება+სულიერება
შენ თუ იცი, რამდენად ეთანხმებიან ტეიარისეულ სამყაროს გაგებას?



ტეიარ დე შარდენი უშაულოდ დაკავშირებულია ნოოსფეროს იდეასთან,

(მათთვის ვისაც სურს გაიგოს რაზეა საუბარი)


. . სად მიგვიყვანს პროგრესი, შეიძლება თუ არა რომ კაცობრიობამ გაანადგუროს როგორც საკუთარი თავი ისე დედამიწა, სად იბადება აზრები, სადამდე მიგვიყვანს მეცნიერება ? --- ამ კითხვებზე მეტად საინტერესო პასუხები შეიძლება ნოოსფეროს შესახებ თეორიამ გაგვცეს. ტერმინი ნოოსფერო შემოიღო ფრანგმა მათემატიკოსმა ედუარდ ლერუამ, 1927 წელს, ( ბერძნულიდან ითარგმნება როგორც გონების სფერო ) ლერუა აღნიშნავდა რომ ნოოსფეროს იდეამდე ის მივიდა თავის მეგობართან პიერ ტაიერ დე შარდენთან ერთად ( პიერ ტაიერ დე შარდენი იყო იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი გეოლოგი, პალეონტოლოგი, ევოლუციონისტი და კათოლიკე ფილოსოფოსი ) მათი თეორია ნოოსფეროს შესახებ დაფუძნებული იყო ცნობილი უკრაინელი მეცნიერის ვლადიმერ ივანეს–ძე ვერნადსკის ლექციებზე, გეოლოგიის თემაზე.

ვერნადსკის თეორიის თანახმად ბიოსფეროს განვითარების უმაღლესი სტადია არის გონების სფერო, რომლის ჩამოყალიბება უშუალო კავშირშია კაცობრიობის განვითარებასთან. მისი სიტყვებით “ ბიოსფეროში არსებობს უდიდესი გეოლოგიური, შესაძლოა, კოსმიური ძალა, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ კოსმოსზე წარმოდგენის ჩამოყალიბებისას . . . ეს ძალა არის ადამიანის გონება, მიზანი და ორგანიზაციული ნება მისი როგრც საზოგადოებრივი არსებისა”

. . ნოოსფერო, როგორც ბიოსფეროს განვითარების უფრო მაღალი სტადია, ასევე უნდა ემორჩილებოდეს სამყაროსეულ უფრო მაღალ კანონებს და მისი განვითარება უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას გამოიწვევს. შესაბამისად მოსალოდნელია ამან რაღაც ახალი სფეროს აღმოჩენამდე მიგვიყვანოს.

. .ნოოსფერო კაცობრიობის საერთო გონის მიერ შექმნილი სფერო, როგორც ბიოსფეროს განვითარების შედეგი ვერ მოვა წინააღმდეგობაში კოსმიურ კანონებთან და ამ კანონების დედამიწაზე უფრო მაღალ საფეხურზე გამოვლენისათვის არის მოწოდებული. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, აუცილებლად მივალთ შემდეგ მოსაზრებამდე, თუ საიდან ჩნდება იდეები, სად იბადება ჩვენი აზრები, როგორც ჩანს ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ტვინის პროდუქტი არამედ სათავეს კანონზომიერად უფრო ფაქიზი სფეროებიდან იღებს, ეზოთერიკაში ამ სფეროს საერთო ინფორმაციული ველი ეწოდება.

. . ნებისმიერი მოსაზრება ან იდეა, რომელიც თითქოსდა იბადება ჩვენს გონებაში, სინამდვილეში არის მხოლოდ ჩვენთვის განკუთვნილი გზავნილი ასტრალური სამყაროდან, რომლის განხორციელების პოტენციალი მხოლოდ ჩვენ გაგვაჩნია და არა ვინმე სხვა ადამიანს, ამიტომ როდესაც უყურადღებოდ ვტოვებთ რაიმე ახალ მოსაზრებას და იდეებს შეიძლება ამით უარს ვამბობთ ჩვენი პირადი მისიის შესრულებაზე, ან თვითრეალიზაციაზე."

როგორც ტეიარ დე შარდენი თვლიდა, ევოლუცია არ დამთავრებულა ადამიანზე როგორც ინდივიდუმზე, ეს ევოლუცია გრძელდება, კაცობრიობა ერთიანდება საზოგადოებებში ინდივიდუალური ფუნქციის უფრო მეტად მზარდი დიფერენციაციის ფონზე, შესაბამისად იზრდება ურთიერთკავშირის ხარისხი. კაცობრიობა უფრო მეტად ახერხებს დედამიწის სივრცის ათვისებას, ჩნდება ურთიერთკავშირის ახალი საშუალებები, გონების სფერო გადადის მთელი პლანეტის მომცველ ნოოსფეროში . . ეს “სუპერკომბინაცია” მიგვიყვანს ძლიერი ნახტომისაკენ ევოლუციაში ( ასე თვლიდა დე შარდენი ) იმიტომ რომ უფრო მაღალ ხარისხში აყვანილი სიძნელეები მოითხოვს უფრო მაღალ საფეხურზე აზროვნებას. აზროვნების კონცენტრირება საკაცობრიო მასშტაბით გამოიწვევს ადამიანების სულების გაერთიანებას, რომელიც შემდგომი ევლუციის პროცესში მოგვცემს საერთო დედამიწის სულის ფორმირებას — ევოლუცია გადავა სულიერ დონეზე, მგარამ არც ეს არის საბოლოო პროცესი ბიოსფეროს ევოლუციისა, შემდეგი ნაბიჯი ნოოსფეროს განვითარებისა იქნება მისი გაერთიანება ახალი აზროვნების სფეროსთან, ზეინტელექტუალურ სფეროსთან, რომლის განვითარებასაც უკვე აღარ დასჭირდება ადამიანის მატერიალური სხეული და მთლიანად სულიერი სფეროში გადავა, . . ეს ჩამოაყალიბებს დედამიწის ერთიან სულს ( კაცობრიობის განვითარების შედეგს ) . მომდევნო ევოლუციური ნაბიჯი იქნება ის, რომ მოხდება კონცენტრირება და ერთიანობა დედამიწის სულის ყველა ელემენტისა ( მათ შორის კაცობირობისა ) რაც სათავეს დაუდებს "პარუსიას" --- ( დე შარდენი ამ სიტყვით ქრისტეს მეორედ მოსვლას აღნიშნავს ) ეს შესაბამისად გამოიწვევს ღვთიური გარემოს ჩამოყალიბებას დედამიწაზე.

. . ევოლუციის უმაღლესი პოლუსი, წერტილი საბოლოო გაერთიანებისა, არის “ ომეგა ” კაცობრიობის მისია დედამიწაზე ამ თეორიის თანახმად არის მატერიალური სფეროს სულიერ სფეროდ გარდაქმნა. წერტილი “ ომეგა ” დე შარდენის მიხედვით არის ღმერთი, რომელიც თავისი მიზიდულობის წყალობით აძლევს მიმართულებას და მიზანს დედამიწაზე მიმდინარე ნებისმიერ პროცესს. ევოლუციის პროცესი კი თავის მხრივ არის ბუნებრივი მზადება ზებუნებრივი წესრიგისადმი. ამიტომ რა მიმართულებითაც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა, ევოლუცია აუცილებლად მიიყვანს მას ღმერთამდე და გადაიყვანს სულიერების სფეროში, ეს პროგრესი არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება ღვთიურ ჩანაფიქრს, არამედ ემსახურება მის განხორციელებას.

ეს რაც შეეხება შარდენს

(ჩემი აზრით იგი ერთ–ერთი ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებაა)
მისი ერთ–ერთი საინტერესო წიგნია "ადამიანის ფენომენი" –ეს წიგნი წაიკითხე

მატა– შენ დამასწარი და ამ მოძრაობის ფილოსოფიური საფუძვლები მოიკითხე. სწორედ მიხვდი რომ ეს ჯგუფი თითქმის მსგავს ფილოსოფიას ეყრდნობა რასაც იზიარებდა ტეიარ დე შარდენი. მათაც შემოღებული, ანუ აღებული აქვთ ე.წ. "ომეგა" ათვლის წერტილი და ამასთან იზიარებენ ფრიდრიხ ნიცშესა და გოეთეს ფილოსოფიურ შეხედულებებს

"Thus Spake Zarathustra" by Friedrich Nietzsche

" The AntiChrist" by Friedrich Nietzsche

" Twilight of the Idols" by Friedrich Nietzsche

" On the Prejudices of Philosophers" by Friedrich Nietzsche

"The Unexpected Uselessness of Philosophy" by Steve Sailer

Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 06:10 AM