IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

7 Pages V  « < 4 5 6 7 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართველები უცხოეთში
ირმა
post Feb 22 2010, 09:35 PM
Post #101


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



irma
QUOTE(ariete @ 22nd February 2010 - 09:20 PM) *
გამარჯობა ირმა იტალიაში ლეგალიზაციის კანონი მიიღეს სექტემბრის ტვეში საბერძნეთში არაფერს აპირებენ? არაფერს ამბობს საბერძნეთის მთავრობა? არამგონია ასე ერთი ხელის მოსმით გამოყარონ ხალხი ქვეყნიდან...მაინც ევროპის ქვეყანაა.


აპირებენ, მაგრამ ყველას არ შეეხებაო, არ ვიცი რა იქნება, მითუმეტეს საბერძნეთის ეკონომია გაკოტრებაზეა.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Guru
post Feb 23 2010, 12:50 AM
Post #102


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 440
Joined: 21-October 09
From: Malta
Member No.: 6,056

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(ირინი @ 22nd February 2010 - 09:35 PM) *
საბერძნეთის ეკონომია გაკოტრებაზეა.


არც იტალიაა უკეთეს დღეში wink.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Feb 23 2010, 12:55 AM
Post #103


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(guruli @ 23rd February 2010 - 01:50 AM) *
არც იტალიაა უკეთეს დღეში

საბერძნეთის ეკონომია გერმანიამ გადაყლაპა სხვადასხვა მახინაციებით. უფრო სწორად გერმანიამ კი არა, მისმა ფირმამ სიმენსმა(siemens)


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
irma
post Feb 23 2010, 01:36 AM
Post #104


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 129
Joined: 27-January 10
Member No.: 6,132

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(ირმა @ Feb 22 2010, 09:35 PM) *
irma
აპირებენ, მაგრამ ყველას არ შეეხებაო, არ ვიცი რა იქნება, მითუმეტეს საბერძნეთის ეკონომია გაკოტრებაზეა.

იტალიის ბიუჯეტში საკმაო ფული შევიდა ლეგალიზაციის კანონის შემდეგ მართალია იმდენი არა რამდენსაც ელოდნენ მაგრამ მიწისძვრით დაზარალებულების სახლები ამ ფულით ააშენეს მარტო განცხადების შეტანა ღირდა 500 ევრო. არც აქ შეეხო ყველას ლეგალიზაცია მარტო იმ ხალხს ვინც ოჯახში მუშაობს...სამწუხაროდ ძალიან ბევრმა სამსახური დაკარგა ამის გამო...ოჯახებმა რომლებსაც ფულის გადახდა არ უნდოდათ გარეთ გამოუშვეს საცოდავი ქალები
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guru
post Mar 26 2011, 03:26 AM
Post #105


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 440
Joined: 21-October 09
From: Malta
Member No.: 6,056

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე ვცხოვრობ უცხოეთში აგერ უკვე დაახლოები წელია ჩამოუსვლელად.
როდესაც ევროპაში ჩამოვედი თავიდან პოსტ საბჩოური სივრიდან შემოსული ემიგრანტები თითმის ყველას სოციალური კიბეების ყველაზე დაბალი საფეხურები ეკავათ.
ამ წლების განმავლობაში სათვისტომოები მათი ორგანიზებულობა მისვლა მოსვლა თავ თავიანთ ქვეყნებში განვითარდა. ეს ჩვენ არ გვეხება! სამწუხაროდ.
ქართველები როგორც ადრე იყვნენ სუპერმერკატის ვირთხები და აზულის ბომგები ისევ იმ საფეხურებზე არიან . ფაკტიურად ჩვენ განვიცადეთ ემიგრაციული დეგრადაცია.

რა თქმა უნდა გამოსაჩენი საამაყო ემიგრანტებიც გვხვდებიან , მაგრამ ეს ერთეულებია. მე გლობალურად ვმბობ .

ამანათიც კი უსაშველო გახადეს , 5 ევრო კილოზე და თუ ჩავა კაციშვილმა არ იცის. ყველაფერი უსაშველო უნდა გაგვიხადონ .
როდესაც რუსების შემოტევა იყო მაშინ ემიგრაციამ სერიოზული როლი ითამაშა იმფორმაციულ ომში. საპასუხოდ ჩვენმა ქვეყანამ (მთავრობას ვგულისხმობ) კიდევ უფრო გაგვირთულა ოჯახებთან კავშირი.



Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Aug 2 2011, 01:44 AM
Post #106


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რავიცი რავიცი, შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ მოიცავდეს ამ პოსტის სათაურს მაგრამ მაინც მომინდა დამედო... smile.gif







ჩილეში ლამაზი დილა გათენდა. ყველამ იცის რომ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ქართველების დამსახურებაა რომელთა შიშითაც ცაზე ჩიტს ვერ გადაუფრენია და მიწაზე ხვლიკს ვერ გაურბენია. პატარა უმბერტო ელ მოლინეროს როგორც იქნა მსოფლიოს საბავშვო წიგნების ბესტსელერი, „ქართული არმია: ფეხებს ვერ მოგვჭამს ვერავინ“, მოუტანა დედიკომ. უმბიკოც დიდის გულმოდგინებით ათვალიერებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ახოვან ვაჟკაცებს და თვითონაც ქართულ არმიაში მსახურობაზე ოცნებობს. აი თავი ქართველების მიერ რუსეთში ლაშქრობის შესახებ, პირველი გვერდი ასტრახანის აღებას ეთმობა, მეორე გვერდზე წითელი მოედანი ცეცხლში გახვეულა, მესამეზე კი ის ადგილია ნაჩვენები სადაც ოდესღაც დიადი პეტერბურგი იყო ახლა კი….. აღარაფერი აღარაა. მხოლოდ გამომწვარი მიწა და შიგადაშიგ ტალახი, ისიც იმ შემთხვევაში თუ ატომურ-ტოქსიკური წვიმა კვლავ გაახარებს პეტერბურგელი მუტანტების გულებს.

ათვალიერებს ამ სურათებს და ფიქრობს ქვეყანაზე, რომელიც ძალიან შორს მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლოსაა. თითქმის ყველა ჩილურ ოჯახშია ქართული წარმოების საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მაცივრები, მტვერსასრუტები, ჭურჭლისა და თეთრეულის სარეცხი მანქანები. სულ ადვილია მათი გარჩევა გერმანული წარმოების პროდუქციისგან. ქართული ტექნიკა მხოლოდ ქალის ხელს აღიარებს….მხოლოდ მანდილოსნის ხელის შეხების შემდეგ იწყებს მუშაობას. რა თქმა უნდა ! სახლის დალაგება და მოწესრიგება ხომ მხოლოდ ქალის საქმეა ! ეს კარგად იცის ყველა ქართველმა. ქართული მაღალგანვითარებული ტექნიკაც, რომლის ხელოვნური ინტელექტიც საშუალო სტატისტიკური რუსის ინტელექტის დონეს აღწევს და შიგადაშიგ უსწრებს კიდეც, მწარმოებელს ბაძავს და გენდერულ ბალანსს არ არღვევს. ხშირად გაიგონებთ მაცივრის მიერ მამაკაცური მჭახე ხმით წარმოთქმულ სიტყვებს: „ დალპა ქალო ძეხვი იყიდე რამე ახალი“, ან სარეცხი მანქანის ბრძანებას „ქალო „ნასკი“ გარეცხე !“ აი ახლაც დედიკომ ყური უგდო მტვერსასრუტის მოკრძალებულ თხოვნას, სანამ სახლი ინდიანა ჯონსის საყვარელ ჯუნგლებს დაემსგავსებოდა რამე ეღონა და საქმეს შეუდგა. უმბერტო გახარებული ათვალიერებს ფერად წიგნს, ცალი თვალით კი ქართული ფირმის, „“პიზდეც“ ტელევიზორი“ – ს მიერ გამოშვებულ LCD ტელევიზორში უყურებს მუსიკალურ შემეცნებით გადაცემას „რუსებს რააააააა ?!“ . უყურებს თუ როგორ უმღერიან ულამაზესი ქართველი ბავშვები Lady gaga – ს სიმღერას „შენ მოუკვტი შენს პატრონს“. წამყვანი აცხადებს რომ რიგშია სპეციალურად ალა პუგაჩოვასათვის შექმნილი ნაწარმოები „დაივარცხნე ქალო თმები !“, რომელსაც თავის მხრივ აწ განსვენებული მედვედევისა და პუტინისადმი მიძღვნილი სიმღერა „ორად ორი მეგობარი ორი ჯუჯა ვართ“ მოჰყვება.

ტელევიზია „კუკურუკუ TV“ ბოლო წლების განმავლობაში მონოპოლისტური ხასიათის მქონე მედიაგიგანტად იქცა და მთელს მსოფლიოს გულმოდგინედ უტარებს გამოკუკუების სეანსებს. ზემოთ ნახსენები გადაცემის გარდა მის ეთერში გადის ისეთი რეიტინგული პროგრამები როგორებიცაა „ტიტანთა ბრძოლა: ქართველი პიდარასტები მმკ-ს წინააღმდეგ“, „ჯამლეტ ხუხაშვილის საავტორო გადაცემა „მადლობა შერმადინს“, „ჩარლზ დარვინის კვალდაკვალ ანუ ჩარლი ეხლა უკვე ატრაკებ“ და ყველა დროის საუკეთესო ინტერაქტიულ შოუდ აღიარებული, ქართველი ოპრა უინფრის ტელეპროექტი „პროფილში დიდი ცხვირი ხომ არ მიჩანს?“, რომელზეც უკვე არათუ ქართველი, არამედ ჩილელი ერიც კი ცრემლებს აღვარღვარებს. მაგრამ უმბერტოს ყველაზე მეტად უყვარს ქურდული სამყაროსადმი მიძღვნილი შოუ „რა ტოოოო? საააააად ტოოოო ? როდის ტოოოოო?“. ისეთი სამხედრო პროგრამები კი როგორებიცაა „აი ეხლა ვიღაცას დაენძრა !„ და მილიტარისტული, ფეშენ არტ-შოუ „მოდა და ქართული ატომური ბომბები“, უმბერტოში,პატარა პინოჩეტს აღვიძებენ და გენოციდის მოწყობის სურვილს უღვივებენ……

აი ახლაც მოუთმენლად ელოდება საინფორმაციო გამოშვება „მომისმინე შეჩემას“ დაწყებას რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტად სამართლიან და ობიექტურ ჭრილში….ქართულ ჭრილში, აშუქებს მთელი მსოფლიოს კულტურულ,პოლიტიკურ და სპორტულ ამბებს….უმბერტომ წიგნი დახურა და თაროზე ნობელის ლაურეატ ერეკლე დეისაძის რომან „ პრემია დაიდოს ბიჭო !!!! “ – ს გვერდით მიუჩინა ადგილი. ტახტზე მოკალათდა და „მომისმინე შეჩემას“ საუნდტრეკის ტკბილ ჰანგებს მიუგდო ყური….

წამყვანები საინფორმაცო გამოშვებას პოლიტიკური მიმოხილვით იწყებენ:

დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში კვლავ დაარბიეს საპროტესტო აქცია, რომელიც მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელისუფლებამ დარბევა იმ ფაქტით ახსნა, რომ მტერი მოსკოვის დატოვების მიუხედავად, სულ რაღაც 40 კილომეტრშია და ის არ დაუშვებს არეულობას.

აშშ – ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას რეიტინგმა 8 პროცენტით მოიმატა მას შემდეგ, რაც იგი ავლაბარში პირადად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა რომ საქართველო მხარს უჭერს აშშ – ს სუვერენტიტესა და ტერიტორიულ მთლიანობას: „შარცენეგერის კალიფორნიისა და პეილინის ალიასკის დამოუკიდებლობას არასოდეს ვაღიარებთ“ – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.

საქართველოს დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მოლდოვა ოფიციალურად შეუერთდა რუმინეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამის საფუძველი ის იყო, რომ ამ ქვეყნის არსებობა მინისტრს უბრალოდ ნერვებს უშლიდა.

შვეიცარიაში არეულობაა: თურქი – მესხების ჩასახლებით უკმაყოფილო მოსახლეობამ ჟენევის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა.

საქართველოს მეცხრე ფლოტმა ბოსფორი და დარდანელი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა. როგორც ირკვევა, მიზეზი ფლოტის სარდლის მიერ მარმარილოს ზღვაში შეუფერხებლად თევზაობის სურვილია.

სევანის ტბის ამოშრობა წარმატებით მიმდინარეობს როგორც გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს : „გვაცალეთ ცოტა ხანი და კიდევ დავაშრობთ რაღაცეებს. დაშრობა ლაპარაკის ნაცვლად ! „

ეკონომიკა:

მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ბრენდების ათეულს კვლავაც ხინკალი ლიდერობს, რომელიც საგრძნობლად უსწრებს მეორე და მესამე ადგილზე გასულ ოპელ ვექტრასა და ჟურნალ „თბილისელებს“

ისლანდია და ნორვეგია სურვილს გამოთქვამენ საქართველოსთან ერთიანი სავალუტო სივრცის შექმნის შესახებ, მათ მოთხოვნას პარლამენტი ექსპერტთა ჯგუფის მიერ წარდგენილი დასკვნის შემდეგ განიხილავს. როგორც ვარაუდობენ საქართველოს „მურთხ არიელთა კავშირი“,რომელსაც საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ყავს პარლამენტში ქერა ცისფერ-თვალება სამხრეთელებთან (ჩრდილოეთმა და სამხრეთმა მას შემდეგ გაცვალეს ერთმანეთში ადგილები რაც საქართველოს პრეზიდენტმა შეცდომით პინგვინების საცხოვრებელ არეალად ჩრდილოეთ პოლუსი მოიხსენია. მორალი : საქართველოს პრეზიდენტი არასდროს ცდება !) მსგავსი ხელშეკრულების დადების წინააღმდეგია.

საქართველოსა და ბულგარეთს შორის ხიდის მშენებლობა დამთავრებულია, ამიერიდან ბათუმელებს პირდაპირ შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ბულგარულ პროვინციებს. შეგახსენებთ, ეს პროვინციები საქართველოს მაშინ გადაეცა, როდესაც პრეზიდენტის შვილმა სურვილი გამოთქვა შავი ზღვა საქართველოს ყველაზე დიდი ტბა ყოფილიყო.

რელიგია:

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის 50 წლის აღსანიშნავად, საქართველოს საპატრიარქოს კონსტანტინოპოლში გადაბარგების პროცესი დასრულდა. აია – სოფიაში ჩატარებულ წირვას საქართველოს პრეზიდენტი და სხვა მაღალჩინოსანი პირები დაესწრნენ.

ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სულიწმიდა ძისგან აღარ გამოდის და ბოდიშს იხდიან ასწლეულების მანძილზე ხალხის შეცდომაში შეყვანისთვის.

პაკისტანის მთავრობამ ოფიციალური თხოვნით მიმართა საქართველოს საპატრიარქოს, რომ ყოველი ახალი აშენებული ეკლესიის წინ სავალდებულო „ნებაყოფლობითი შესაწირავისთვის“ განკუთვნილი ყუთები აღარ დადგან,რადგან ქართველთა რისხვით შეშინებული პაკისტანელები გადაჭარბებით ასრულებენ ამ თხოვნას და მთელს ხელფასთან ერთად, ყუთებში თხების ჩატენვასაც ცდილობენ რამაც ქვეყანაში თხების პოპულაციის შემცირება გამოიწვია.

დალაი – ლამა მამა დავით ისაკაძესთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ წუღრუღაშენის მონასტერში ბერად აღიკვეცა და ბუდისტური ტანსაცმელი საჯაროდ დაწვა.

სამხედრო სფერო:

საქართველოს პრეზიდენტმა მარსთან ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდოები გადასცა. ვეტერანების რეიტინგში ჯონი ღობეგლეჯიაშვილი ლიდერობს რომელმაც ბონუსები,მარსიანელების „Headshot” -ებით ხოცვით, დააგროვა. როგორც საამაყო ქართველმა განაცხადა ბავშვობაში “counter strike: zero” – ს თამაშისას იგი ყოველთვის „მენტებს“ ირჩევდა.

მორიგი ატომური ბომბის გამოცდამ ერევანში წარმატებით ჩაიარა

ქართველი კოსმონავტები უარს აცხადებენ მთვარიდან და მარსიდან წარწერა “Fuck Russia” – წაშლაზე. მათი თქმით, მსგავსი წარწერების გაკეთება იუპიტერზე და სატურნზეც იგეგმება.

ქართველი და ებრაელი მესაზღვრეების ერთობლივმა ჯგუფმა საქართველო – ისრაელის საზღვარზე მდინარე ევფრატთან ახალი უნივერსალური მფრინავი და მცურავი ტანკი სახელწოდებით „26 საუკუნე“ დატესტა.

საქართველოს ინდოეთის ოკეანის ფლოტის სახაზო გემის „ზაქარია მხარგრძელის“ ეკიპაჟს უმაღლესი სამხედრო ჯილდოები მიენიჭათ სომალელი პირატების დამარცხებისთვის. შეგახსენებთ ქართველმა მეზღვაურებმა სომალის ნახევარკუნძული მთლიანად მოხერხეს და ანტარქტიდამდე ჩააცურეს. პირატები კი ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ კვლავაც რეაბილიტაციის კურსს გადიან, ისინი ცდილობენ გადაეჩვიონ თეთრი ადამიანის დანახვისას მუხლებზე დაცემის მავნე ჩვევას, როგორც მათი წარმომადგენელი აცხადებს „ლომკა“ აქვთ და რა ქნან.

ამ ნიუსის გავრცელების შემდეგ იტალიაში სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. რადგან წინასწარი ინფორმაციით ქართველმა დიზაინერებმა ოდესღაც დუბაიში შექმნილი ხელოვნური კუნძულებისთვის კონკურენციის გაწევა განიზრახეს. მათ მიერ შექმნილ კუნძულოვან ფიგურას კი სწორედ ჩექმა აკლია. ხერხვის მოყვარული ქართველებისგან კი ყველაფერია მოსალოდნელი.

კულტურა:

მსოფლიოს ყველაზე პოპულარულმა გამოცემა „თბილისელებმა“ მსოფლიოს ყველაზე სექსუალური მამაკაცების 87-ეული დაასახელა სადაც როგორც მოსალოდნელი იყო მხოლოდ ქართველები მოხვდნენ. რეიტინგს სათავეში მოექცა მამუკა ონაშვილი რომელმაც იან ფლემინგის ცნობილი პერსონაჟი ჯეიმს ბონდი განასახიერა. შეგახსენებთ რომ ფილმის სიუჟეტის მიხედვით ჯეიმსი საქართველოში საიდუმლო დავალებით ჩამოდის რომლის შესრულების პროცესშიც აღმოაჩენს რომ ის მეგრელია და მისი სახელი არა ჯეიმს ბონდი არამედ ბონდო ჯოტოს ძე ქარდავაა.

იაპონელები კუნძულ ხოკაიდოს ქართული ოკუპაციიის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ : „ის რომ იაპონელმა მულტიპლიკატორებმა „გრენდაიზერის“ ახალი სერიების შექმნაზე უარი განაცხადეს ქართველებს სულაც არ აძლევთ უფლებას ქვეყნის მიწა წაგვართვან ისედაც ცოტა გვაქვს მაგის დედაც ჯეკ“ . ამაზე გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა ლელა კაკულიამ განაცხადა: „ ჩვენ სავსებით ნათელი მესიჯი გავუგზავნეთ მათ როცა ვუთხარით: ან გადაიღებთ ან დედას მ…….თ. მათ ეტყობა თავიანთი დედები არ უყვართ“

საღოლაშენში გამართულ მოდების კვირეულზე გამოსული ჟიზელ ბიუნდჰენმა განაცხადა რომ მისი ოცნება ახდა როგორც იქნა ის ყველაზე პრესტიჟულ დეფილეზე მოხვდა. მანვე გაგვაცნო მისი ახალი ქართველი საქმრო ვინმე გოჩა რომელმაც ბიკინიში გამოწყობილ ჟიზელს უკანალზე ისეთი უჩქმიტა შემდეგ კი პანღური უთავაზა რომ ჟიზელმა ჩვენებაში მონაწილეობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. სანდო წყაროებმა ჟიზელის სიტყვები გაავრცელეს : „კაცია და უნდა მოუვუთმინო. მირტყამს ესეიგი ვუყვარვარ“

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ მტკიცებით, პრინცი ვილიამი კორონაციაზე ჩოხით მივა და ბლანჟესაც გაიპარსავს. რა ქალი ხო არაა ბლიად ?

ამერიკულმა კინოაკადემიამ 9 ოსკარი მიანიჭა ფილმ „კუჩხი ბედინერს“ და ბოდიში მოიხადა დაგვიანებისთვის.

გრანდიოზული აქცია იმართება პარიზში ვანო მერაბიშვილის ძეგლთან. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ პარიზის მერად ქართველი კანონიერი ქურდის „ეიფელას“ არჩევის გამო, რომელიც სკოლებში ქართული კრიმინალური სლენგის სწავლების დანერგვას აპირებს.

სპორტი:

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად, ქართველი თედო ზიბზიბაძე დაინიშნა მიუხედავად ამ ორი ქვეყნის სარაგბო წრეების ასე დაახლოებისა ქართველები ე.წ. „ერთი ერის“ – ტურნირში სხვა ქვეყნების მიღებაზე უარს აცხადებენ და მხოლოდ საკუთარ თავთან თამაშს აგრძელებენ.

დღეს ზაზა ფაჩულიას სურათი პომპეზურად შეიტანეს „დიდების დარბაზში“. ცერემონიას თავად ამერიკის პრეზიდენტი ესწრებოდა რომელსაც მოახლებულ არჩევნებში საოცრად ჭირდება ზაზას მხარდამჭერთა ხმები….

ის იყო უბერებელი უდუმაშვილისა და რივკინის კლონის დუეტი პირდაპირი ეთერის დასრულებას აპირებდა რომ ელექტროენერგია გაითიშა….შეშინებული უმბერტო ფანჯარას მივარდა….სახლში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა…..რა ხდება ?….ვარსკვლავებით გადაჭედილ ცაზე რაღაც მოძრაობს…. მფრინავი თეფში !!!!! აი მეორეც, მესამეც, მეოთხეც…..პატარა უმბერტოს ტვინი ოთხბირთვიანი პროცესორივით ამუშავდა და მიმდინარე მოვლენებისადმი ლოგიკური ახსნის მოძებნას ცდილობდა….მარსი გვიტევს ? ისევ ? არა, არა. კარგად ახსოვდა რომ ქართველებმა დოქტრინა : „დავიბრუნოთ ისტორიული მიწები : შემდეგი გაჩერება მარსი“ სისრულეში მოიყვანეს და მარსის ბოლო მოქალაქეს სულ რაღაც 4 წლის წინ საჯაროდ გამოუყვანეს წირვა…..მაშინ რა ხდება ??? უცებ უმბერტოს მეხსიერებაში წამოტივტივდა მამამისის კაბინეტში ჩუმად ნანახი საიდუმლო დოკუმენტები…. ადელმო ელ მოლინერო ჩილეს უშიშროების სააგენტოში მუშაობს სერიოზულ თანამდებობაზე და როგორც მას მისი ერთ ერთი რეზიდენტი ატყობინებდა : „ ქართველებმა მარსიანელებთან მოგებული ომიდან დიადი განძი და ნაალაფარი წამოიღეს….კერძოდ კი მფრინავი თეფშები (რომელთა გამოყენებაც საწყალმა უცხოპლანეტელბმა ვერ მოასწრეს რადგან ქართველი გენეტიკოსების მიერ შექმნილი გიორგი სააკაძის კლონის ხელმძღვანელობით ქართული არმია მოულოდნელად დაესხათ თავს და აოტნა ისინი შემდეგ ვენერამდე სდია და ცოცხალი არავინ დატოვა) იყო ვარაუდები რომ ქართველები ამ იარაღს მსოფლიოზე ბატონობის განსამტკიცებლად გამოიყენებდბენ…. და აი ახლა ახდა ჩილელი ჯაშუშის შიში….. ქართული მფრინავი თეფშები დამოუკიდებელი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოს თავს დასტრიალებენ და…. არავინც იცის როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი…. დამთავრდება კი ოდესმე ??? ქართველთა მადას ხომ საზღვარი არ აქვს განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი 50 მილიონი არიან. უმბერტო შეცბუნებული უყურებს ჩაბნელებულ ქალაქს. თავში კი სრულიად გიჟური ფიქრები უტრიალებს….რა მოხდებოდა ქართველები მხოლოდ 5 მილიონი რომ ყოფილიყვნენ ?????.
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Aug 2 2011, 01:45 AM
Post #107


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



საინტერესოა, ბევრს მოგეწონებათ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 2 2011, 09:21 AM
Post #108


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tongue.gif მიშას დაწერილია?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Aug 3 2011, 12:45 AM
Post #109


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(tikoroma @ Aug 2 2011, 09:21 AM) *
tongue.gif მიშას დაწერილია?


არა მაგის დაწერილი არაა, laugh.gif


ნახე როგორი სამართლიანი ცინიზმი, და მწარე სიმართლე დევს ამ ნაწერში?
არვიცი ვისი დაწერილია მაგრამ მომეწონა, biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 4 2011, 12:14 AM
Post #110


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



lasha
ციტატა(kalkucha_ @ 3rd August 2011 - 01:45 AM) *
ნახე როგორი სამართლიანი ცინიზმი, და მწარე სიმართლე დევს ამ ნაწერში?
არვიცი ვისი დაწერილია მაგრამ მომეწონა, biggrin.gif

აბა სიმართლე?
განა მართლა ასეთი ცუდები ვართ ქართველები?

რაც აქ წერია, შეიძლება მართლაც იყოს მიშას ოცნება, მაგისგან არ გამიკვირდება, მაგრამ მთელ ერს არ ეხება..
სამწუხაროდ, ჩვენს ტელეეთერში მხოლოდ უსაქმურები და უზნეოები პიარდებიან და ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ხალხს, რომლებიც ჩვენი ერის სიმდიდრეა.
თვალწინ მხოლოდ ტელეეკრანი გვაქვს. ადამიანი სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს მეზობელთან, ნათესავთან, მეგობართან და შესაბამისად ვერ ხედავს უბრალო ადამიანების სიკეთეს, სამაგიეროდ ტვ-სგან ყოველ საღამოს საშინელი რამეები ეჭედება თავში... და ყველა ქართველი იმათნაირი იდიოტი ნუ გვეგონება, ვინც დღეს ქართულ ტელეარხებზე ჩანან..
მოკლედ ეს ჩანახატი ქართველი ერის სარკედ არ გამოდგება, ქართული მთავრობისა - ალბათ კი...
მაგათ კიდეც ჰგონიათ უკვე რომ ასრულებულია biggrin.gif

P.S.
ციტატა(kalkucha_ @ 2nd August 2011 - 02:44 AM) *
მეორე გვერდზე წითელი მოედანი ცეცხლში გახვეულა, მესამეზე კი ის ადგილია ნაჩვენები სადაც ოდესღაც დიადი პეტერბურგი იყო ახლა კი….. აღარაფერი აღარაა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსების სიძულვილით გავიზარდე, ამ სიტყვებზე გული მეტკინა. არავის განადგურების მომხრე აღარ ვარ



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Aug 4 2011, 12:16 AM
Post #111


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არადა პეტერბურგი ძალიან მიყვარს და ხალხიც სულ სხვანაირია იქ...და საერთოდ თუ ვIრაცის განადგურება ახარებს ადამიანს, თვითონაც სხვისი განადგურების მსხვერპლიაგმოცჰნდება როდესმე..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
lasha
post Aug 4 2011, 03:21 PM
Post #112


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 50
Joined: 27-July 11
From: tbilisi
Member No.: 6,526

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(tikoroma @ Aug 4 2011, 12:14 AM) *
lasha

აბა სიმართლე?
განა მართლა ასეთი ცუდები ვართ ქართველები?

რაც აქ წერია, შეიძლება მართლაც იყოს მიშას ოცნება, მაგისგან არ გამიკვირდება, მაგრამ მთელ ერს არ ეხება..
სამწუხაროდ, ჩვენს ტელეეთერში მხოლოდ უსაქმურები და უზნეოები პიარდებიან და ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ხალხს, რომლებიც ჩვენი ერის სიმდიდრეა.
თვალწინ მხოლოდ ტელეეკრანი გვაქვს. ადამიანი სულ უფრო ნაკლებ დროს ატარებს მეზობელთან, ნათესავთან, მეგობართან და შესაბამისად ვერ ხედავს უბრალო ადამიანების სიკეთეს, სამაგიეროდ ტვ-სგან ყოველ საღამოს საშინელი რამეები ეჭედება თავში... და ყველა ქართველი იმათნაირი იდიოტი ნუ გვეგონება, ვინც დღეს ქართულ ტელეარხებზე ჩანან..
მოკლედ ეს ჩანახატი ქართველი ერის სარკედ არ გამოდგება, ქართული მთავრობისა - ალბათ კი...
მაგათ კიდეც ჰგონიათ უკვე რომ ასრულებულია biggrin.gif

P.S.

მიუხედავად იმისა, რომ რუსების სიძულვილით გავიზარდე, ამ სიტყვებზე გული მეტკინა. არავის განადგურების მომხრე აღარ ვარ




პრინციპში მართალი ხარ, ამ მთავრობაზე თუ გამოდგება ძირითადად, მაგრამ ქართველებს რომ ძალიან ცუდი თვისებები გვაქვს ეს ილიასაც კარგადააქ აღწერილი, აკაკიმ "ფურთხის ღირსი ხარ საქართველო" და რავიცი რავიცი, მთავარია სიმართლეს თვალებში შევხედოთ, მაგრამ მე ეს ნაწარმოები მომეწონა, იმ მხრივ რომ კარგი წასაკითხია, კარგი ფანტაზიაა და მოკლედ ... tongue.gif თორე ქართველებს კი არ ვქელავ და ვლანძღავ ... laugh.gif ისე მიუხედავად იმისა რომ რუსული სისხლიც მიჩქეფბს, უმეტესობა რუსების მიმართ ძალიან არაკეთილი განწყობა მაქვს მიმართული... არვიცი ალბათ პროპაგანდის ბრალიცაა, მაგრამ ფაქტია, და ბევრი რუსი მეგობარიც მყავდა ერთ დროს, კარგად ვიცნობ მაგ ერს, რუშეთში ქართველები არ უნდა იყვნენ და სამუშაო ადგილებისთვის რუსებს ერთ ადგილს არ უნდა ულოკავდნენ, მე მასე მიმაჩნია, შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრიც იყოს, მაგრამ ამ პოზიციაზე ვდგავარ...
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Aug 4 2011, 05:23 PM
Post #113


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა(kalkucha_ @ 4th August 2011 - 04:21 PM) *
ნციპში მართალი ხარ, ამ მთავრობაზე თუ გამოდგება ძირითადად, მაგრამ ქართველებს რომ ძალიან ცუდი თვისებები გვაქვს ეს ილიასაც კარგადააქ აღწერილი, აკაკიმ "ფურთხის ღირსი ხარ საქართველო" და რავიცი რავიცი, მთავარია სიმართლეს თვალებში შევხედოთ, მაგრამ მე ეს ნაწარმოები მომეწონა, იმ მხრივ რომ კარგი წასაკითხია, კარგი ფანტაზიაა და მოკლედ ... თორე ქართველებს კი არ ვქელავ და ვლანძღავ ... ისე მიუხედავად იმისა რომ რუსული სისხლიც მიჩქეფბს, უმეტესობა რუსების მიმართ ძალიან არაკეთილი განწყობა მაქვს მიმართული... არვიცი ალბათ პროპაგანდის ბრალიცაა, მაგრამ ფაქტია, და ბევრი რუსი მეგობარიც მყავდა ერთ დროს, კარგად ვიცნობ მაგ ერს, რუშეთში ქართველები არ უნდა იყვნენ და სამუშაო ადგილებისთვის რუსებს ერთ ადგილს არ უნდა ულოკავდნენ, მე მასე მიმაჩნია, შეიძლება ეს ჩემი სუბიექტური აზრიც იყოს, მაგრამ ამ პოზიციაზე ვდგავარ...

ილიას საპირისპირო აქვს აღწერილი, მასეთი ამბიციები არ აქვთ ქართველებს რაც აქაა აღწერილი biggrin.gif



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 28 2013, 09:26 PM
Post #114


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხალხო, აქ ვწერ იქნებ ვინმემ რამე იცით...
საზღვარგარეთ წასულ ქართველებს ბევრს ძალიან უჭირთ განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. თუ არის რამე საშუალება, რომ რეემიგრანტებს დაეხმაროს ვინმე, ან სამუშაოთი სადმე ან ბინით... საერთოდ რამე თუ არის მაგდაგვარი ეს მაინტერესებს sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
matashi
post Jan 28 2013, 09:35 PM
Post #115


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,343
Joined: 6-August 12
From: tbilisi
Member No.: 6,867

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
ძალიან ბევრ დახმარების ფონდია მათთვის გახსნილი


--------------------
Я всегда буду помнить тех, кто помог мне подняться в трудную минуту, но я так же никогда не забуду тех, кто помог мне упасть.
შესაძლოა სასტიკია,მაგრამ სიმართლე!
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 28 2013, 10:03 PM
Post #116


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



matashi
QUOTE
ძალიან ბევრ დახმარების ფონდია მათთვის გახსნილი

ეს დიდი ხანია, თუ ახალია რამე? ანუ თუ ნამდვილად ეხმარებიან მათ? თუა რეალური?
Go to the top of the page
 
+Quote Post
matashi
post Jan 28 2013, 10:07 PM
Post #117


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,343
Joined: 6-August 12
From: tbilisi
Member No.: 6,867

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
რათქმაუნდა ეხმარებიან ნუ გააჩნია ვის გააჩნია ვინ რა პირობებშია გააჩნია ვინ რომელ ქვეყანაშია და ასეშემდეგ


--------------------
Я всегда буду помнить тех, кто помог мне подняться в трудную минуту, но я так же никогда не забуду тех, кто помог мне упасть.
შესაძლოა სასტიკია,მაგრამ სიმართლე!
Go to the top of the page
 
+Quote Post
zeppelin
post Jan 28 2013, 10:31 PM
Post #118


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 302
Joined: 13-January 12
From: NY
Member No.: 6,690

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



earth
QUOTE
ხალხო, აქ ვწერ იქნებ ვინმემ რამე იცით...
საზღვარგარეთ წასულ ქართველებს ბევრს ძალიან უჭირთ განსაკუთრებით ამ ბოლო დროს. თუ არის რამე საშუალება, რომ რეემიგრანტებს დაეხმაროს ვინმე, ან სამუშაოთი სადმე ან ბინით... საერთოდ რამე თუ არის მაგდაგვარი ეს მაინტერესებს


რომელ ქვეყანაში ეგ? რომელ ქვეყანაში უჭირთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Feb 7 2013, 08:23 AM
Post #119


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



zeppelin
QUOTE
რომელ ქვეყანაში ეგ? რომელ ქვეყანაში უჭირთ?

საბერძნეთში sad.gif
საბერძნეთში დაბადებული ქართველი ბავშვი სკოლას ამთავრებს, მშობლები ამდენი წელი სულ საბუთებში იხდიან ფულს, ახლა ერთი უმუშევარია და კანონი გამოუშვეს, რომ არა აქვს მნიშვნელობა თუ არის ბავშვი საბერძნეთში დაბადებული, გააგდებენ ქვეყნიდან თუ საბუთები არ გააკეთა, ნუ სამუშაო საბუთი თუ არ აიღო.
არადა სამუშაოები აღარაა, საქართველოში არაფერი აქვს ოჯახს, სად წავიდეს?
დაბრუნდეს და სად მივიდეს?
რომ არსებობდეს რამე დახმარება ასეთი ხალხისათვის საქართველოში, თავიდან სამუშაო რომ დაიწყონ მაგას ვკითხულობsad.gif
არც ფული აქვთ, რომ ჩამოვიდნენ და თავიდან მაინც რამე ქნან sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
earth
post Jan 27 2015, 08:14 AM
Post #120


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 4,133
Joined: 10-September 11
Member No.: 6,562

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გუშინ შემთხვევით გადავაწყდი ასკილს. ალბათ 30 წლის წინ მაქვს გასინჯული ასკილი. როგორ გამიხარდა... ძველი ნაცნობი სუნი და გემო, მესიამოვნა smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

7 Pages V  « < 4 5 6 7 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 01:43 PM