![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
YELLOW soul ![]() Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
![]() ხალხო, ეს თემა ნოსტალგიამ გამახსნევინა. ისე გამოვიდა, რომ ყველა ვისთანაც ვმეგობრობ, ნახევარი ცხოვრება ფაქტიურად ერთად გამიტარებია, ვინც ძალიან მიყვარს და ჩემი ახლობელი ადამიანებია, ყველა საქართველოს გარეთ ცხოვრობს ეხლა და კიდევ დიდხანს იცხოვრებს ასე, შეიძლება არც დაბრუნდნენ. ერთი ძველი მეგობარი მრჩებოდა და ისიც დეკემბერში მიემგზავრება, ისიც დიდი ხნით, საცხოვრებლად. მოვიწყინე ![]() მეგობარი წესით ეს ის ადამიანია ვინც შენს განვითარებას და საკუთარი თავის შეცნობას უწყობს ხელს, ვისაც მხარდაჭერა შეუძლია როცა ძალიან გიჭირს ან შენი სიახარულის მთელი გულით გაზიარება, ვინც შეიძლება არაფერი აზრიანი არ გითხრას და მაინც ყველაზე უფრო მეტად დაგეხმაროს მარტო იმით რომ არსებობს. ადამიანი ვისთან ერთადაც სწავლობ ცხოვრებას, ვინც ისეთს გიღებს როგორიც ხარ და სამაგიეროდ მხოლოდ იმას ითხოვს რომ იყო. გთხოვთ თქვენც დაწერეთ რაიმე მეგობრობაზე და მეგობრებზე. |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 11th June 2024 - 05:37 AM |